სცენარისტი & სოსკები

ძალიან მეძინება და დაღლილი ვარ ეს დღეები რაღაცნაირად, ამიტომ წინა პოსტის გაგრძელებას მოკლედ დავწერ, 3 დღე ერთ პოსტში. მეორე დღეს მივედით და ჯანელიძემ, ძალიან მოგვეწონა ვიდეოებიო, სიუჟეტიც და ტრეილერიცო. რაც მთავარია, სხვებსაც მოეწონათო, ვინც სკეპტიკურად უყურებდა ჩემს ინიციატივას, თქვენ დაგკავშირებოდითო. იქვე დაიწყეს რაღაც ახლების მოფიქრებაო და მოკლედ, შემდეგ ვიდეოზე მოგვცა ”შეკვეთა” (რომელიც იდეალურ ვარიანტში ორშაბათს უნდა მივუტანოთ.

იმ დღეს მეორედ ვიმუშავეთ ”ღამის შოუს” სცენარზე და ბევრად, ბევრად  გაგვიადვილდა. სისტემა ისევ იგივე იყო – თემა – 20 წუთი ფიქრი, მერე წაკითხვა.

ოთხშაბათს ”შუა ქალაქის” სცენარზე ვიმუშავეთ. აქ ჯერ მთლიაანდ იფიქრებენ, რა უნდა მოხდეს სერიაში. არის ერთი მთავარი სიუჟეტური ხაზი და ერთი ან ორი პატარა, რომელიც ბოლოს ერთდება. შემდეგ ყოფენ სცენებად და იმ სცენებზე ხუმრობებს იგონებენ, ისევ 20 წუთი ყველა თავისთვის, მერე კითხვით (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვცდიდნენ).

მე ერთხელ მაქვს ერთი სერია ნანახი ალბათ ორი წლის წინ და აზრზე არ ვიყავი პერსონაჟების და მათი ხასიათის, თუმცა რაღაცეები დავწერე შიგადაშიგ. ერთ-ერთ გმირს ტყუპი შვილები უჩნდება და პამპერსებზე ხუმრობები ბლომად მომდიოდა თავში. :/

დარწმუნებული ვარ, რომ იმ ორს, ხუჭუჭას და ვზროსლს დატოვებენ და ღირსებიც იქნებიან, ბოლო ორი დღე ძალიან, ძალიან სასაცილო რამეებს იგონებდნენ.

ორშაბათს უნდა მივუტანოთ ნი2-მა სიუჟეტი. ცალკე კიდევ –  სექტემბრამდე გაგაგებინებთ სცენარისტობაზე ვის დავიტოვებთ და ვის არაო.

ძალიან მშრალად ვყვები და ბევრი კარგი დეტალი გამოვტოვე, მაგრამ ახლა მეზარება წერა და მაგრად მეძინება, დღეს აბსოლუტურად გამთიშა ვილიმ…

_ _ _ _ _

იმ 2 თვის მანძილზე, რაც ვილი ჩვენთან თანაცხოვრობს, დავკარგეთ სამი სოსკა (სატყუარა თუ საწოვარა… არც ერთი სიტყვა არ მომწონს!) და კიდევ უამრავი ნასკი, იმიტომ რომ ერთი ცერის ხელაა ეს ნასკები და ხან სად ეკვეტება და ხან სად. ახლა სანამ ახალ სოსკას ვუყიდით, უდევს დეიდაჩემის მიერ ამერიკიდან გამოგზავნილი სოსკა-თერმომეტრი და შიგადაშიგ ვაწკაპუნებ და სიცხესაც ვუზომავ უბრალოდ, თან ფარენჰეიტების ცელსიუსებში უცებ გადაყვანაც დავამუღამე.

soska

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

11 Responses to სცენარისტი & სოსკები

  1. კუდა says:

    ველოდები მორიგ სერიას, ძალიან მაინტერესებს, მჯერა ცვლილებები აშკარა იქნება. ჰოდა სხვებს არ ვიცნობ და შენ ასე თუ ისე კი და ამიტომ შენსკენ ვარ :D
    მე სამი სოსკა მქონდა ბავშვობაში, 1 პირში, დანარჩენი ორი – ხელებში და ერთი მაინც რომ დაკარგულიყო, ის ღამე გათენებული ჰქონდა ოჯახს, თან მე შენ გეტყვი ადვილი საშოვნელი იყო?! :))

  2. bigcrow says:

    ვინ სხვებს არ იცნობ, ვინ სხვებს აბა?

  3. ხუჭუჭა და თენგო ცვეტში რჩებიაბ, ეტყობათ რომ ამ საქმეში გამოცდილება აქვთ. იმედია არც ჩვენ დავრჩებით განზე :დ
    უმთავრესი დეტალი გამოგრჩა – ოხხხ!!! :დ

    ჰაჰა კიბორგას ისევ ის ტოპიკი აცვია :დ

  4. sophya says:

    საინტერესოა რა გამოვა :)

  5. ჩემი შვილის სოსკებს პერიოდულად ვკარგავთ და ვპოულობთ, ანუ ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა :)

  6. :D :D
    ნახატები მომეწონა :D :D
    გაპარული სოსკები

  7. tampliers says:

    კარგები არიან “გაპარული სოსკები”
    რვა წელია აღარ გვეკარგება.
    მომენატრა სოსკების ძებნა.

  8. Tazo Demetrashvili says:

    სოსკები :D აუ ეგ რამდენი ვიცინე წლური ნორმა შევასრულე სიცილ-ხარხარის მგონი…გაიხარე დოდ :)

  9. Kate says:

    იმ დღეს რა სასაცილოები იყავით.
    წითელ ბაღში რომ მიდიოდით შენ, საბა, ყვავა და შელბი :D

  10. maia says:

    Ai, rogor ar ufrtxildebit Vilis soskebs,
    rom gaizrdeba movaxseneb :))
    Dodichka Skypeshi shemomexmiane ra gaarkvie im ambebze mainteresebs.
    Rac sheexeba scenaristobas, carmatebebi, carmatebebi da carmatebebi yvelas

  11. tatushka55 says:

    xaxaxaxaaaaaaaaa
    meore naxatze vikaifeeee

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s