სცენარისტი – დღე პირველი

ამონარიდი 30 ივლისის პოსტიდან:

2 საათზე მე და ყვავას ტელეკომპანია “იმედში” გვქონდა შეხვედრა გიორგი ჯანელიძესთან (”ღამის შოუს” წამყვანი). ნი2 ნიუსის ნახვის შემდეგ დაგვიკავშირდნენ, სცენარისტებს ეძებენ.

რაიმე რუბრიკა მოიფიქრეთო, ან თუ ვერა – სცენარისტები არსებულ რუბრიკებშიც გვჭირდებაო. ან თუ გინდათ “შუა ქალაქში” სცადეთ ბედიო. [რა საინტერესოა – ერთი წლის წინ “შუა ქალაქის” კასტინგზე ვიყავი და ვერ გავედი, ახლა კი შემიძლია მისი სცენარისტი ვიყო.] 10 აგვისტოს გვაქვს შემდეგი შეხვედრა და მერე ერთთვიანი გამოსაცდელი ვადა. მაგ დროისთვის საბუნიაც ჩამოვა ამერიკიდან და შემოგვიერთდება.

ეს ორი დღე, დღევანდელი და გუშინდელი – შუადღეებს ”ღამის შოუს სტუდიაში” ჯანელიძესთან ერთად ვატარებთ მე, საბა, ყვავა და ლეონარდი და კიდევ სამი მამრი, ვამოწმებთ საკუთარ თავს და ვვარჯიშობთ სცენარების და ხუმრობების წერაში. ხვალ და ზეგ – ”შუა ქალაქის” სცენარს დაეთმობა, კვირის ბოლოს კი გვეტყვიან, ჩვენგან ვის დაიტოვებენ და რომელ პროექტზე.

ვფიქრობ, საინტერესო იქნება მოვყვე, რა ხდება ”შიგნით”, ანუ როგორ მიდის ჩვენი გამოცდა-შემოწმება და რა მოხდება ბოლოს, ვის დაგვიტოვებენ და ვის არა.

რამდენიმე დღით ადრე ჩვენ შევთავაზეთ ვიდეორუბრიკის სახით გადაგვეღო სიუჟეტი. ჯანელიძემ, სცადეთო, გადაიღეთ და მოიტანეთ, რომ შევაფასოთ და თუ მოგვეწონა, ჩაჯდება რუბრიკადო.

gachechგადავიღეთ ორი რამ: Fake გადაცემის ტრეილერი და სიუჟეტი.

სიუჟეტის მოკლე შინაარსი ასეთი იყო – გია გაჩეჩილაძემ, ანუ უცნობმა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დახურა საკანი #5 და ილია ჭავჭავაძის საფლავზე ლოცვისას დაებადა ახალი პროექტის იდეა. ხალხში წმინდა გიორგიდ წოდებულმა გაჩეჩილაძემ ახლა მარიამ ღვთისმშობლის როლში უნდა სცადოს თავი (ჩეპჩიკას როლს მე ვთამაშობდი ჩეპჩიკითურთ). სპეციალურად პროექტისთვის ისრაელიდან ჩამოიყვანეს ყრმა იესო (ვილი :В ). ჩინეთიდან იაფადაც შეეძლოთ ყრმა იესოების ჩამოყვანა, მაგრამ ქართველ მაყურებელს უხარისხო იესოს არ ჰკადრებდნენ. ამაზე კომენტარს აკეთებს ქართველი ინტელიგენტი, ქეთი დოლიძე (ყვავა).

საკუთარი ნამუშევარი ჯერ მოგვწონდა, მერე არ მოგვწონდა, მერე გვეზიზღებოდა, მერე ისევ მოგვწონდა და ბოლოს ისევ გვეზიზღებოდა.

პირველი დღე

ვიდეოები ფლეშკით მივიტანეთ და დავუტოვეთ, ჩვენ კი ერთ ოთახში შევედით სასცენარისტოდ (!). ვიცოდი, რომ ტელევიზიაშიც იყო გამოცხადებული ამ ასე ვთქვათ კონკურსის შესახებ და ბევრ ხალხს ველოდი, მაგრად გამიკვირდა, რომ მხოლოდ ჩვენ ოთხნი + საბას ძმაკაცი + 2 მამრი ვიყავით. იმ ორიდან ერთ-ერთი ხუჭუჭა ცოტა პუტკუნა ტიპი რომაა ქლაბ შოუში, ის იყო და მეორე ცოტა ვზროსლი, სახელი არ მახსოვს ახლა, ისიც რუსთავი2-ზე მუშაობს. ამ ორივეს გამოცდილება აქვს მოკლედ სცენარისტობისაც და ”ხუმრობისაც”.

ჯანელიძემ გაგვაცნო შემდეგი გადაცემის მონოლოგის თემა და გვანახა ვაითბორდზე ჩამოწერილი პუნქტები – რაზე შეიძლება ხუმრობა ამ თემის ირგვლივ. მოგვცა 20 წუთი და აბა, მოიფიქრეთ რაიმე სასაცილოო.

yvaმაგრად ჟღერს, ხო? ნაღდად არ იყო ადვილი. ყველაზე ცუდი პერიოდი – 20 წუთის ამოწურვის შემდეგ ყველა სათითაოდ კითხულობს რა დაწერა. მაგარი ცუდი მომენტია, ყველა რომ დუმს და შენ გიყურებს, შენ კიდევ რომ წერდი, ვითომ სასაცილოდ გეჩვენებოდა, მაგრამ საკუთარი ხმა რომ გესმის, ნერვებზე იშლები, არაფერი სასაცილო აღარაა, ყველაფერი იმბეცილიზმია, გინდა, რომ სადღაც გაქრე იქიდან ან მინიმუმ კითხვა შეწყვიტო…

ეს პირველი რაუნდი აბსოლუტური fail იყო ყველასთვის, იმ ორმა გამოცდილმაც დიდად სასაცილო რამეები ვერ მოიფიქრა.

ჯანელიძემ შეგვაგულიანა, ყველანი ვწერთ ცუდ ხუმრობებს, ვარჯიში უნდა უბრალოდო და შემდეგი 10 წუთი ვიფიქრეთ, რა შეიძლება იყოს მომდევნო  გადაცემების მონოლოგის თემები. ერთი-ორი კარგი რაღაც მოგვაფიქრდა ჯამში.

შემდეგი 20 წუთის მანძილზე ”ვშტურმავდით” ქართულ პრესას – ბევრი გაზეთები გვეყარა წინ, უნდა აგვერჩია, გადაგვეხედა, მოგვენიშნა სასაცილო ადგილები – რომელიც ან დებილობა იყო (და ასეთი უუუამრავი ყოფილა), ან სასაცილო კომენტარი უკეთდებოდა.

აქაც ვიბრწყინეთ-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ”ალია” და ”ასავალ-დასავალი” მზა სასაცილო მასალაა და თან მაგ დროისთვის გამლღვალი იყო ატმოსფერო, ამიტომ შედარებით უკეთესად გავართვით თავი.

ამით დამთავრდა პირველი დღე. ვიდეოებს ხვალ ვნახავთ და გეტყვით, თუ მოგვეწონებაო, -გვითხრა ჯანელიძემ და მეორე დღემდე დაგვემშვიდობა.

იქიდან გამოვედით დანგრეულები, დემორალიზებულები, დაჩმორებულები და ცხელ გულზე ცხელი ხინკალი ვშთანთქეთ.

(გაგრძელება იქნება)

ni22

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

39 Responses to სცენარისტი – დღე პირველი

  1. Kate ამბობს:

    ლოოოოოოოოოოოოოლლლლ….

    მაგარი ნახატია…
    და თან იმენა ოთხივეს რომ შეგეფერებათ.
    :D :D :D :D

  2. Kate ამბობს:

    საბუნია – მაისურს გაფიცებ :D :D

  3. Sweet Baby Girl ამბობს:

    სულ ვარდისფერი რატო გაცვია :D

  4. Leonard Shelby ამბობს:

    პირველი ცდა წაგვეკითხა ჩვენი ხუმრობები მართლაც ყველაზე რთული იყო. თან ბლინ მაინცდამაინც მე ვიყავი პირველი და ეხლაც მეზიზრება ტავი, რომ მახსენდება რეები დავწერე და წავიკითხე : დ

    მორიგი დოდკიზმი შესანიშნავია. უბრალოდ საბუანიას ხელში ვილი A.K.A ჩვილი იესო უნდა ეჭიროს. :დ

  5. Kate ამბობს:

    აუ რა მაგარი ვიდეო იყო…
    მაგარი ვიღადავე..

  6. Holy Shit 2.0 ამბობს:

    აუ სადაა ვიდეო, მეც მანახეთ :(

  7. Katten Försvann ამბობს:

    ძაააალიან კარგიააა :) სამწუხაროდ იმედს ვერ ვუყურებ, იმედი მაქვს სადმე ატვირტავ ხოლმე რომ ვუყურო :)

  8. piccolina ამბობს:

    აი ლაიკ ზეტ ნიუზ
    დიდი იმედი მაქვს, რომ აგიყვანენ ყველას
    მითუმეტეს ყვავას კარგი იუმორი აქვს, შემიძლია ვთქვა )))

  9. sal ამბობს:

    ძაან საინტერესო რამეშ გაგიყვიათ თავი , GZ guyz! ^^

  10. TekaN De Roga ამბობს:

    მე თქვენი მჯერა :))

  11. ბაბისა ამბობს:

    ggulSematkivrobT da mainteresebs ambebi xolme, aba warmatebebi :P

  12. Nextdreamhacker ამბობს:

    muahahaha
    chefchika mariamis rolshi genialuri scenaria magram shansi ar aqvs mgoni ro gaushvan kartul romelime televiziashi :)

    tak derjat Ni2News
    bevri vicine da tan sainteresoa.

    carmatebebi ;)

  13. skeptic ამბობს:

    წარმატებები! გგულშემატკივრობთ :)
    ახალი ტალღა თქვენი სახით აშკარად სჭირდება ქართულ მედიას.

  14. ხატია ამბობს:

    ნახატი მაგარია, მუშკეტერები :)

  15. keti ამბობს:

    ნახატი :))))
    საინტერესოა შიდა სამზარეულოში ჩახედვა :)

  16. jordano ამბობს:

    ნეტა ამ ბლოგს მმკ-ს (თუ მშკ-ს?) წევრები თუ კითხულობენ? :D

    მე ”ქეთი დოლიძე” მომეწონა :)

  17. Sh0 ამბობს:

    ბლიად, რა ჩემ ყლედ გჭირდებათ ეს რუსთავი 2–ის ბანდა? დედას მამისგან რო ვერ არჩევენ… არ მესმის… მაგათი ეფფრუვალი რათ გინდათ. ან ვაბშე რათ გჭირდებათ ეგ ქლაბ შოუს ოლეგოფრენები…

    გააკეთეთ ჩენნელი იუტუბზე, გადაიღეთ ეგეთი რაღაცეები. დაამონტაჟეთ კარგად, და არა ხმა რო ლაივში გიდევთ ზევიდან… კარგი მონტაჟი – კვირაში 1 გადაცემა დადეთ ხოლმე. გაუკეთეთ ამ ჩენნელს დიდი რეკლამა. არ გაგიჭირდებათ… და ეს ჯანელიძეები და ა.შ. იქით დაგიკავშირდებიან ბილივ მი.

    რაში გჭირდებიან ბლიად, ვერ ვხვდები. როდის მერე გახდნენ ეგენი თქვენთვის ავტორიტეტები არ მესმის. სულ რო მეხვეწონ, ჩემ გადაღებულ ფილმებს არ მივუტან არც ერთს))) არ იმსახურებენ…)

    • Dodka ამბობს:

      1. რ2-ის ბრიგადა არაა, სხვები არიან, მეორეები :პ
      2. იქით დაგვიკავშირდნენ თვითონ.
      3. იუთუბის ჩენელზე გაკეთებულ ვიდეოებში შენ გადამიხდი ფულს? :D

  18. ჰიუსტონ ამბობს:

    ვიდეო მაინტერესებს ძალიან!!!

  19. David ამბობს:

    შოს კომენტარს იმის შესახებ, რომ, ეგენი არა აიან ავტორიტეტები დღევანდელი ტელევიზიის არ შემიძლია (არ) დავეტანხმო და რატომ: შეიძლება ისინი სულაც არ არიან დღეს ვინმეზე ნიჭიერები, მაგრამ სამწუხაროდ დღეს მათ მიყავთ ტელევიზია, ისინი არიან ელიტა (ლოლ) მეტი რა გინდათ ვანო ჯავახიშვილი არის ტელევიზიის სახე (ლოლ) dodka ჩაგამატე ჩემთან

  20. bigcrow ამბობს:

    მეორე და მესამე დღეებიც დამთავრდა…

  21. Leonard Shelby ამბობს:

    მეორე და მესამე დღეების მიმოხლივა მაინტერესებს მე. :დ განსაკუთრებით კი ის სურათი რომელიც ახალი დოდკიზმის სახით იქნება წარმოდგენილი :დ

  22. გამოხმაურება: ტიესტო და იმედი « ყვავის ბუდე

  23. bigcrow ამბობს:

    პინგბეკი :P

  24. tatushka55 ამბობს:

    Doooooooood ra magrad gixdeba chepchikiiiii

    xoda zgva carmatebebs gisurvebt kvelas
    Viamakeb xolme tqvenit, aba tqven icit tqven mainc gamoacocxlet Imedis_is eteri tore lamisaa atlantidasavit daiziros

  25. tatushka55 ამბობს:

    Sh0

    BICHO rogor xar? sad daikarge?
    saukunea araferi msmenia shens shesaxeb, momenatresavit exla uceb sheni niki ro davinaxe

    pativiscemit sheni MASC

  26. კუდა ამბობს:

    შედეგები შედეგები შედეგებიი …

    დოდ, მაპატიე, მარა მაგ ფოტოზე ცოტათი გავხარ ”ჩეპჩიკს” :პ

  27. bigcrow ამბობს:

    შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ჩემთან… ჯერჯერობით :)

  28. antimelancholy ამბობს:

    mogehmarot sastav? :D

    dood midi miaweqi aighe r2. tu ramea mezoblis imedi iqonie :D

    Leonard shen unda cero scenari?? fsiqologiis kvevis metodebis gamocda ver gadagiweria chemgan wesierad :D :D :D

  29. vasasi ამბობს:

    წარმატებას გისურვებთ… :))

  30. BigCrow ამბობს:

    ვიდეოები უკვე ავქაჩე, მაგრამ ჯერ ვერ გაჩვენებთ :)
    იყოს იქ, სადაც არის :)

  31. გამოხმაურება: გადაღების ერთი დღე « ყვავის ბუდე

  32. Andy ამბობს:

    წარმატებები აბა ყველას … მაგრამ რელიგიის მიმართ ხუმრობები ვგონებ მაყურებელს არ მოეწონება :) ქართული კულტურის უგვირგვინო დედოფალ – ქეთევან დოლიძეზე მაქსიმალურად იხუმრეთ აი მაქსიმალურად , ყველა თემაზე მაგის კომენტარი რომ მოვისმინოთ. :mrgreen:

  33. keti ამბობს:

    ახლა ყვავასთან ვნახე ვიდეოები. კარგი იყო :)

  34. გამოხმაურება: 2009 – Overview « Dream is Destiny

  35. Bas ამბობს:

    აი რატომაა კაი ბლოგი :დ

    გადავიკითხე და დეტალებში აღმიდგა ის დღე :))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s