ბავშვობაში მეგონა – Imeme

რადგან ჯერ ისევ არაინტერნეტაქტიური აგვისტოა, იქნებ ცოტა გავერთოთ და ვცადოთ სიახლე ბლოგებზე.

რა არის ინტერნეტ მემი და როგორ მუშაობს ის ბლოგოსფეროში:

ზოგადად ინტერნეტ-მემი არის ნებისმიერი რამ, ვიდეო, ტექსტი და ა.შ., რასაც ინტერნეტ სამყაროში იტაცებენ და აფორვარდებენ. ბლოგებზე ეს ასე მუშაობს: მე ვწერ პოსტს რაიმე თემაზე (უფრო ხშირად ეს არის ჩამონათვალი) და ვტაგავ (ანუ უბრალოდ პოსტში ვახსენებ და შესაბამისად, ბექლინკს ვუგზავნი) 3 ბლოგს, რომლებზეც ვისურვებდი იგივე თემაზე პოსტის ნახვას. შეიძლება ამასთან ერთად იმ ბლოგებზე კომენტის დატოვებაც, რომ ნამდვილად ნახონ და არ გამორჩეთ.

შემდეგ ეს სამნი წერენ ამ თემაზე თავიანთ ბლოგზე, თვითონაც ასახელებენ სხვა 3 ბლოგს და ახსენებენ, თუ ვისგან ”მიიღეს შეკვეთა” პოსტზე. შემდეგ ის დასახელებულებიც აგრძელებენ და ა.შ., პრინციპს მიხვდით იმედია.

რას გვაძლევს ეს ყველაფერი:

  • +1 პოსტს ბლოგზე;
  • უბრალოდ გართობას;
  • ბექლინკებს. ეს პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია – რაც მეტი ბლოგი ”მოუთითებს” ჩვენკენ, მით მეტად ვუყვარვართ გუგლს. რაც მეტად ვუყვარვართ გუგლს, მით მეტი ხალხი მოდის ჩვენთან სერჩებიდან;
  • სხვა ბლოგიდან გადმოსულ მკითხველებს, რომლებიც შეიძლება ერთგულებადაც იქცნენ :D

მოკლედ, ვცადოთ! დავიწყებ თემით, რომელზე ლაპარაკისასაც დამებადა მთელი ეს ინტერნეტმემიების იდეა.

ბავშვობაში მეგონა, რომ:

  1. კინოში ზასაობების გადაღებისას მსახიობები ტუჩებზე ცელოფანს იკრავდნენ, რომ მართლა კოცნა არ გამოსულიყო.
  2. ცხვირში თითს თუ შევიყოფდი გამოსაჩიჩქნად, ძალიან დიდი და გაბუშტული ცხვირი გამიხდებოდა და ხალი გამიჩნდებოდა, რომელზეც ბეწვები ამოვიდოდა (მგონი  ცხვირზე ელზამ ერთი ჩვენი შორეული ნათესავის მაგალითი მომიყვანა, რომ არასდროს მეჩიჩქნა და ხალი ჩემი ფანტაზიით ”მივაწერე”).
  3. თუ ძალიან ღრმად ამოთხრიდი ორმოს, რომ ჩაიხედავდი – მეორე მხარეს ამერიკას დაინახავდი (მერე ჟიულ ვერნი წავიკითხე და მივხვდი, რომ ეს შეუძლებელი იყო… იმიტომ, რომ სადღაც შუაში ძალიან ცხელი მასა დამხვდებოდა და ხელს შემიშლიდა).
  4. დედაჩემი სამშობიაროში რომ იყო და ჩემს დას ავლენდა ქვეყნიერებას, სახლში ბებიასთან ვრჩებოდი. მაშინ 10 დღემდე აჩერებდნენ ჩვეულებრივ მშობიარობაზეც, ამიტომ ბებიამ დამახატინა 10 კუბიკი და ყოველ დღე თითოს მახაზინებდა – ასე მახვედრებდა, რამდენი დრო იყო დარჩენილი დედის დაბრუნებამდე. სადღაც მე-5 დღეს, როცა უკვე დავიღალე ლოდინით, ჩუმად ავიღე ის რვეული, ყველა კუბიკი გადავხაზე და დავჯექი კართან, ყველაფერი გადახაზულია – აწი შემოვა სახლში-მეთქი.
  5. რომელიღაც კომედიურ ფილმში ოდესღაც თვალი მოვკარი სცენას – სექსი უნდა ჰქონდეთ და ორივე იცმევს პრეზერვატივს თავიდან ბოლომდე (დიიდ ცელოფნის რაღაცაში ეხვევიან მოკლედ). კარგა ხანს მეგონა, რომ პრეზერვატივი სწორედ ასეთი იყო.

ვთაგავ:

ლეონარდ შელბის

ყვავას

და ნატალიას

ველი თქვენს ”ბავშვობაში მეგონა” 5-ეულს.

This entry was posted in MeMe and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

47 Responses to ბავშვობაში მეგონა – Imeme

  1. Dodka says:

    რაღაც აღწერა გაუგებრად მიწერია :/

    მოკლედ ახლა ამ სამმაც, თუ მოუნდებათ, უნდა დაწერონ პოსტი, 5 რამ, რაც ეგონათ ბავშვობაში და თვითონაც დაასახელონ სამ-სამი ბლოგერი, ვის მოგონებასაც სიამოვნებით წაიკითხავდნენ და უნდა თქვან, რომ ამ ბლოგიდან მიიღეს თეგი (შასურველია ამ პოსტის ლინკის მითითებით, რომ ადვილი საპოვნელი იყოს).

  2. tatushka55 says:

    მერე ჟიულ ვერნი წავიკითხე და მივხვდი, რომ ეს შეუძლებელი იყო… იმიტომ, რომ სადღაც შუაში ძალიან ცხელი მასა დამხვდებოდა და ხელს შემიშლიდა

    :love: :love: :love: :love: :love:

  3. Levani says:

    “მერე ჟიულ ვერნი წავიკითხე და მივხვდი, რომ ეს შეუძლებელი იყო… იმიტომ, რომ სადღაც შუაში ძალიან ცხელი მასა დამხვდებოდა და ხელს შემიშლიდა”

    :D “…ცხელი მასა დამხვდებოდა და ხელს შემიშლიდა.” – ამ ფრაზამ დაგლიჯა! :D

  4. კარგი იდეაა :)

  5. keti says:

    ისედაც მოარული თემებია ბლოგების უმეტესობაზე და კიდევ “დავალებული” :დ
    მე არ მიყვარს ერთნაირი თემები :(:)

  6. Sweet says:

    და ვინც უკვე მონაწილეობდა იმის დატაგვა არ შეგიძლია ?

    და რაც უფრო პოპულარულ ბლოგს დატაგავ შენთვის უკეთესია ხო? ანუ კაი ბლოგიდან უკეთესი ბექლინკები შემოგივა.

    • Dodka says:

      1. არა, თორემ ორჯერ ხო არ დაწერს :В
      2. იდეაში ხო, მაგრამ ბექლინკის ამბავში იმჰო უფრო მნიშვნელოვანია შენ დაგტაგოს პოპულარულმა, ვიდრე შენ დატაგო და მერე იმისგან ან მოგივიდეს ბექლინკი, ან არა :დ აი ტექნორატისთვის მაგალითად ყველაფერი ”ფასეულია”.

      ნუ თან ეს ბექლინკები ხომ გვერდითი ბონუსია, Just fun სათამაშოა მემეები.

  7. oho says:

    5. რომელიღაც კომედიურ ფილმში ოდესღაც თვალი მოვკარი სცენას – სექსი უნდა ჰქონდეთ და ორივე იცმევს პრეზერვატივს თავიდან ბოლომდე (დიიდ ცელოფნის რაღაცაში ეხვევიან მოკლედ). კარგა ხანს მეგონა, რომ პრეზერვატივი სწორედ ასეთი იყო.

    lol http://none.ge/index.php?newsid=6597 ამ ფილმიდანა ეგ სცენა ;)

  8. oho says:

    “მოკლედ ახლა ამ სამმაც, თუ მოუნდებათ, უნდა დაწერონ პოსტი, 5 რამ, რაც ეგონათ ბავშვობაში და თვითონაც დაასახელონ სამ-სამი ბლოგერი, ვის მოგონებასაც სიამოვნებით წაიკითხავდნენ და უნდა თქვან, რომ ამ ბლოგიდან მიიღეს თეგი.”

    ამას კიდევ პირამიდა ეწოდება … ფინანსურ თაღლითობებში იყენებენ ხშირად … მაგალითად საქართველოში კომპანია “ოქროს ფონდი” მოსკოვში “MMM” …
    ძირითადად რეალურ მოგებას ამ პირამიდის შემქმნელები ნახულობენ და მცირეოდენ მოგებას ისინი ვინც თავიდანვე გაიგო და აყვა … ბოლოს კი სავარაუდოდ იფუშება ყველაფერი :)
    ანუ 1-3-9-27-81-243-729 ანუ მეშვიდე ეტაპზე უკვე 729 ბლოგია ჩართული … და რამდენი ბლოგერი გეგულება ქართულად რომ პოსტავს? ხოდა იმ 729 ბლოგერიდან ერთი100 მაინც ისევ შენ მოგწერს … რადგან მასთან მხოლოდ 6 ბექლინქი იქნება და შენი ბლოგი თუ არ იქნება იმ ბექლინკში აუცილებლად მოგწერს :)

  9. დოდ რომ “დამთაგე” ეგ აქ შემოსვლით გავიგე, თორემ ჩემთან დაშბორდში არაფერი ინფო არ მომსვლია. მე რომ ვიღაცას დავთაგავ როგორ გაიგებს ის ამას თუ კი ჩემს ბლოგზე არ შემოვა?

    • Dodka says:

      გუშჳნ ღამე დამავიწყდა, კომენტები უნდა დამეტოვებინა სამივეს ბლოგებზე, რომ დაგთაგეთ-მეთქი და გავითიშე :/ :D

  10. http://faukclub.wordpress.com/2009/08/18/ugly-thoug/ ესეც ჩემი საქმენი საგმირონი.

    ხუთის გახსენება გამიჭირდა მაგრად. :დ სამი ეგრევე მომაგონდა. დაუვიწყარი ამბები, ერთი დედაჩემმა გამახსენა ერთიც ჩემმა ძმამ. :დ

  11. keti says:

    თამაში სახელად “ალავერდი”

  12. დოდკა უმაგრესი იდეაა. და ძაან კრეატიულია. მეც დავწერ აუცილებლად.

    პ.ს. ოღონდ “ინტერნეტ-მემე” არა გთხოოოოოოვ. :)
    ენისდამცველი კონსერვატორი არ ვარ მაგრამ დარწმუნებული ვარ რო სწორი ფორმაა “მემი”,
    “მემე” რა უბედურებაა :))) tan ragac qartul pop grupas erqva :D

    • Dodka says:

      აუ მართალი ხარ. არ ვიცი, რატომღაც თავიდანვე ”მემე”-დ წავიკითხე და იმის შემდეგ ასე დამრჩა თავში :/
      ახლა ჩავასწორებ და მემიდ გადავაქცევ.

      • Dodka says:

        ისე აგერ ქეთის უწერია ზემოთ ”ალავერდი”, ზუსტად შესაფერი სიტყვაა :D

  13. Natalia says:

    ეხლა ვნახე დოდ შენი პოსტი და დღეს დავწერ აუცილებლად :) )

  14. utvino says:

    აუ მე ბავშვობაში არაფერი არ მეგოონა, ყოველთვისაც ყველაფერი ვიცოდი :D
    erTi sul vfiqrobdi, რომ ლოგინის ქვეშ ვიღაც იყო და 2 მეტრიდან ვხტებოდი ფეხზე რომ არ მოეკიდა და არ შევეთრიე და ეგ მგონი ყველა ბავშვს ეგონა : ))

  15. piccolina says:

    ჰეჰ
    მაგ ამბავმა უკვე ჩემამდეც მოაღწია )))

  16. Natalia says:

    http://konnchetina.blogspot.com/2009/08/blog-post_18.html

    ფაცხა-ფუცხით დავწერე :D

  17. როცა დოდიც კი ლეღვობების გამოქვეყნებას იწყებს, ხვდები რომ დასვენების/შვებულების დროა :(

  18. antimelancholy says:

    ზაფხული 2.0

    Eg legvoba kvelam aitaca :D
    ase rom ar kopila legvoba :)

    • არაუშავს, ქრისტიანობაც ყველამ აიტაცა, მაგრამ…

      • antimelancholy says:

        ui antimelancholy_t vikavi shesuli
        da shemomekomentara
        mokled me var raaa

        ise martla ar aris legvoba, gakevi linkebs da naxav :D
        mxiaruli bavshvuri postebi ichiteba

  19. თაა says:

    ui antimelancholy_t vikavi shesuli
    da shemomekomentara
    mokled me var raaa

    ise martla ar aris legvoba, gakevi linkebs da naxav :D
    mxiaruli bavshvuri postebi ichiteba

  20. თაა says:

    Antimelancholi_s sakuradgebod
    magdu damavickda gamosvla da ar gagikvirdes es postebi
    kiss

  21. mariakhsiashvili says:

    რა კარგი იდეაა დოდი:-)
    მთელი დღე კარგად ვერთობი სხვადასხვა ბლოგებზე:-)

  22. Kate says:

    ეეე, ძალიან მაგარი რაღაცაა.
    საღოლ დოდ.

    ისადა ბლოგსპოტზე როგორ ხდება ეგ დათაგვა???
    ან საერთოდ ხდება???
    მე არ ვიცი და თუ ვინმეს უნდა, მასწავლოს…

  23. Kate says:

    ისე დოდ…
    აქედან დასკვნა:
    შენ მხოლოდ მაგ სამ ბლოგს კითხულობ. :D :D :D

  24. Kate says:

    ეგრე კი დავწერ ლინკს, მაგრამ ის ადამიანი ჩემთან თუ არ შემოვიდა, როგორ მიხვდება, რომ მე დავტაგე???

    ან მე როგორ მივხვდები, რომ დამტაგა???

  25. Tampliers says:

    აშკარად პირამიდაა!
    ჟულიკებიიიიიიიიიიიიი!

    მეგონა, კურკა თუ გადამეყლაპებოდა, მუცელში ხე ამომივიდოდა და თუ “ჟუვაჩკას” გადავყლაპავდი, განსაკუთრებით დონალდოს ან პედროს – ტრაკით ბუშტებს გავბერავდი.

  26. Pingback: მეც ვიყავი ბავშვი « Lilac Dreams

  27. Pingback: ბავშვობაში მეგონა რომ | Humble opinion of Cheshire Cat

  28. zurriuss says:

    უმაგრესი პოსტი და უმაგრესი წამოწყებაა :)))))

  29. Pingback: ბავშვობაში მეგონა, რომ… « ZURRIUSS

  30. Pingback: ბავშვობაში მეგონა|Imeme « Karaganda

  31. Pingback: სიკეთის მართკუთხედი « კოსმიური ჯვაროსნის ჩანაწერები

  32. irma says:

    ise meme marTla ar iciT ra aris?

    egec tqveni mogonili termini xom ar ggoniaT?:)

    agresiulobad nu CamitvliT gamikvirda bralod..

  33. Pingback: ბავშვობაში მეგონა, რომ… « Zurriuss.Ge

  34. Pingback: Je m'appele Eka » Blog Archive » ბავშვობაში მეგონა, რომ… (ანუ ალავერდი დვორსკისაგან)

  35. Pingback: ბავშვობაში მეგონა, რომ… (ანუ ალავერდი დვორსკისაგან) | Je m'appelle Eka

  36. Pingback: მეც ვიყავი ბავშვი | Lilac Dreams

  37. Pingback: ბავშვობაში მეგონა | ლაშარელა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s