სამი 8 აგვისტო

08.08.07

კიბორგას ფორუმიდან ვიცნობდი და არაფორუმულად მეზიზღებოდა.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ რატომღაც ჩემი შებმა გადაწყვიტა, თან ძალიან არასწორი მეთოდებით. ჯერ ამაზე მომეშალა ნერვები – “პუნქწიკი” მაქვს ცოლიან კაცებთან დაკავშირებით (მაშინ ცოლი ჰყავდა), არასდროს, არასდროს გამომიჩენია ინიციატივა ცოლიანთან მე თვითონ და საშინლად მაღიზიანებდა, როდესაც აქტიურობდნენ თავად.

კიბორგას მიერ “ინიციატივის გამოჩენა” არ იცით თქვენ კიდევ, რას ნიშნავს! დღეში 7-8-ჯერ მირეკავდა სხვადასხვა იდიოტური მიზეზით:  “კისი, ჩემი იმეილი შეამოწმე რა, პაროლი “კაპიტან1928387”; “თუ შეიძლება ფორუმზე შედი ჩემი ნიკით, პიემი უნდა მომსვლოდა, წამიკითხე და წაშალე – არ მინდა, რომ ჩემმა ცოლმა ნახოს.” თან ყოველ მომდევნო დღეს პაროლი შეცვლილი ჰქონდა ხოლმე.

დღემდე გაოგნებული ვარ და ვეკითხები, რატომ ეგონა განსაკუთრებით აი ამ ბოლო ფრაზების მსგავსი თხოვნებისას, რომ ერთ ქალს მაინც დედამიწაზე ამით დააინტერესებდა.

მაგრად ნერვებზე მშლიდა მისი უაზროდ გრძელი პოსტები. მახსოვს ერთი თემა იყო ფორუმზე, “მოგწონთ თუ არა საკუთარი სხეული”. ყველა პოსტავს “კი, მომწონს” ან “არა, არ მომწონს”. მოდის კიბორგა და აცხობს უზარმაზარ პოსტს ყოველი საკუთარი ნაკვთისა და კიდურისადმი დამოკიდებულების აღწერით, მერე ფილოსოფიით  ზოგადად სხეულის თემაზე, შიგადაშიგ სტრაიკბოლის, ომისა და რაგბის ხსენებით – მოკლედ, ერთხელ მაინც თუ წაგიკითხავთ მისი პოსტი,  ადვილად შეძლებთ წარმოიდგინოთ.

იმ პერიოდში ფორუმზე “სერიალის”  წერა დავიწყე, “ერეგენუსი” ერქვა – ფორუმზე მომხდარ ამბებს ვაშარჟებდი. ბოლოს, როცა კიბორგ-მაკლაუდის სახელის ხსენებაზეც კი გულისრევის იმიტაციას ვაკეთებდი, ავდექი და “ერეგენუსის” ერთი თავი ავტომატური რეკვის რეჟიმში მყოფ რობოტ ციბორგს დავუთმე, რომელსაც ნებისმიერი მდედრის დანახვაზე თავზე ანტენა ეზრდებოდა.

“ერეგენუსმა” გაჭრა და იმის შემდეგ კიბორგა ერთი წლით გაუჩინარდა ჩემი ცხოვრებიდან.

ერთი წლის შემდეგ კი თავად დავუკავშირდი. აზრზე არ ვარ რატომ. სახლიდან წამოსული ვიყავი, მეგობართან ვცხოვრობდი, ჩემი იმ დროისთვის ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა დასრულებული იყო და ერთხელაც უბრალოდ მივწერე.

იმ დროს ამერიკაში ცხოვრობდა და 5-6 წლის შემდეგ აპირებდა ჩამოსვლას. პირველი წერილიდან ერთი კვირის შემდეგ “5-6 წელი” რამდენიმე თვედ იქცა, საბოლოოდ კი ზუსტად ერთ თვეში, 8 აგვისტოს – თბილისისკენ მომავალ თვითმფრინავში იჯდა, მე კი აეროპორტში ველოდი. ერთად გადავედით საცხოვრებლად.

რა თქმა უნდა, დღემდე უარყოფს, რომ ჩემ გამო ჩამოვიდა. ამაზე სულ მეცინება და ვეუბნები, რომ მჯერა – მე არაფერ შუაში ვიყავი.

08.08.08

ომზე, აფხაზეთზე, სამაჩაბლოზე, რუსეთზე, საქართველოზე უამრავჯერ გვისაუბრია და გვიკამათია.

მე ვფიქრობდი, რომ საჭირო არ იყო ომი, მეკიდა რა ერქმეოდა ქვეყანას, სადაც ვცხოვრობდი და თუ მაინც და მაინც – XXI საუკუნეში ფიზიკური ძალით რაიმეს მოგვარება აბსურდად მიმაჩნდა.

კიბორგას აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ამ საკითხზე და დარწმუნებული იყო, რომ ოდესმე [და იმედი ჰქონდა, რომ მალე] იომებდა აფხაზეთისთვის. ისევე, როგორც იომებდა ყველა მის წარმოდგენაში.

სულ მაინტერესებს, სამხედრო თემატიკა რადგან იზიდავდა, იმიტომ ფიქრობდა დაკარგულ ტერიტორიებზე ამდენს თუ პირიქით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ყოველდღიური გახსენება უბიძგებდა იმისკენ, რომ მილიტარიზმი მისი ჰობი ყოფილიყო და შეექმნა საქართველოში პირველი აირსოფტის (სტრაიკბოლის) კლუბი, სადაც “ვარჯიშობდა” ომისთვის ან ინაზღაურებდა ამ სურვილს.

ამიტომ არ გამიკვირდა 8 აგვისტოს ჩანთა რომ მოიკიდა და გორისკენ წავიდა. უფრო გამიკვირდებოდა, რომ არ წასულიყო. გამიკვირდებოდა უარყოფითად. ამიტომ არც ერთი სიტყვით არ შევწინააღმდეგებივარ. მარტო ბავშვის გაკეთებას ვთხოვდი წასვლის წინ.

მეშინოდა, რომ მოკვდებოდა? – არა, იმიტომ, რომ სიკვდილის შანსი ყველგან ერთი და იგივეა, იქ კი ისე მაინც მოკვდებოდა, როგორც უნდოდა.

უფრო მეტად იმას განვიცდიდი, თუ მოკვდება, უაზროდ არ მოკვდეს-მეთქი. “აზრი” მაინც და მაინც ომში გამარჯვება არ არის. რომ მიდიხარ შენთვის, უცებ ბაც, ბომბა და იჟუჟება ნახევარი ქალაქი – აი ესაა ომში უაზროდ სიკვდილი.

თან დარწმუნებული ვიყავი, რომ ამდენი წლის სტრაიკბოლის გამოცდილება იმაში მაინც დაეხმარებოდა, რომ ღიაზე ბოდიალს არ დაიწყებდა და რამეს შეეფარებოდა ხოლმე [ამაში მწარედ შევცდი, დღემდე ვეკაიფები მაგაზე, როგორ მიტასაობდა მარტო გზაზე და როგორ ჩაუწუილა ტყვიამ. მერე კი იკადრა გადასკუპება ბუჩქებში].

იმ დღეებში ყველა შემზიზღდა, ყველა მამაკაცი, ვინც იქ არ წავიდა.

სულ ფორუმზე ვიჯექი და ბლოგს ვანახლებდი ინფორმაციის მიღებისთანავე. და თან ყველა მეზიზღებოდა.

კაცები, რომლებიც იმპოტენტებივით იჯდნენ და იგინებოდნენ ტელევიზორის მისამართით, ფორუმებზე, ქუჩებში ბირჟებზე.

მეზიზღებოდნენ ეს კაცები, რომლებმაც ხელები დაიბანეს და ყველაზე მეტად მეზიზღებოდნენ კაცები, რომლებიც ცოლებსა და დედებს ამოეფარნენ – აი ის ტიპები, წასვლა რომ უნდოდათ ვითომ და დედა რომ გადაუდგა კარებში ან ცოლმა რომ გაიგიჟა თავი და ბავშვები ტირილით რომ გასკდნენ.

ვბრაზობდი, როგორ ვერ ხვდებოდნენ ეს ქალები, რომ იმ წამს თავიანთ მამაკაცებში კაცობა დამარხეს. და როგორ ვერ ხვდებოდნენ კაცები, რა მნიშვნელოვანი მომენტი იყო ეს მათს ცხოვრებაში.

არა, მნიშვნელოვანი იმიტომ არა, რომ სამშობლო გადავარჩინოთ და გულზე ხელების ბრაგუნი. საკუთარი ცხოვრებისთვის, თვითშეფასებისთვის მნიშვნელოვანი.

08.08.09

ახლა ვზივარ, გვერდით კომპზე კიბორგა რაღაც დებილურ ფილმს უყურებს. ჩვენს შორის კალიასკა დგას, სადაც ვილი წევს და სძინავს [ამ მომენტში, პოსტის დაფაბლიშების წინ – უკვე ღვიძავს და ჭაჭყანებს].

ორი წლის წინანდელი 8 აგვისტო რომ არა, მე და კიბორგა არ ვიქნებოდით ამ ოთახში ერთად.

შარშანდელი 8 აგვისტო რომ არა, ვილი არ იარსებებდა. ან დაშორებულები ვიქნებოდით უკვე ან კიბორგა არ შეიცვლიდა დამოკიდებულებას და არ დათანხმდებოდა ბავშვის გაჩენას. ამასაც უარყოფს, მაგრამ იმ სამმა თუ ოთხმა დღემ, რაც ომში იყო, ბევრი რამე გადააფასებინა.

ის მამაკაცები, ვინც მეზიზღებოდნენ, აღარ მეზიზღებიან. მხოლოდ მეცოდებიან ცოტათი. და ის ქალებიც. ჰო, ქალები მაგრად მეცოდებიან – რომ არ იციან რა შეგრძნებაა ცხოვრობდე გმირის გვერდით.

არაა აუცილებელი ვინმემ მედლები დაჰკიდოს, მე ხომ ვიცი, ჩემთვის ხომ გმირია.

kamo

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

24 Responses to სამი 8 აგვისტო

  1. Cyborg Mcloud ამბობს:

    ეგ გრძელ სახელოებიანი იასნად ჯობია, პა ხოდუ გილი დაგავიწყდა და სუ გავიწყდება იასნია :დ

    დანარჩენზე:
    ბრაზილიური სერიალი ინ და ჰაუს…

    ბარემ: 08.08.10 -ში ჩემ ქელეხში გეპატიჟებით ყველას, კიშკები არ იქნბა მარა გაერთობით, გაიცნობთ სხვა ფორუმელებს და იქნებ ვინმემ იმ ღამის სექს-პარტნიორებსაც გამოკრან ხელი.

    პ.ს. ჰა დაჟე გავაგრძლე “ცრემლისდინების დონის პოსტის” თემა.

    პ.პ.ს. ყველა ქალი ღლეა.

    პ.პ.პ.ს. არასოდეს არ მიცდია იმენნა არავის შებმა, ყურადღების მიქცევას, მისას, ნაღდად ვცდილობდი, ნუ ნადა დუმაწ გამომივიდა.

    პ.პ.პ.პ.ს. ისტორიას კიდე ბევრი “სამარცხვინო” გვერდები აკლია ჩემი და მისი ურთიერთობიდან, 08.08.07 -მდე ისტორიებს ვგულისხმობ.

    • dodka ამბობს:

      ლოოლ აბა, ძალიან გრძელი გამოვიდოდა :დ

      ის ლექსები ვერაფრით ვიპოვე, პირველად რომ მნახე და რაღაც დებილობა დამიწერე და მე რომ ლექსით გიპასუხე, წადი ცოლს მიხედე-მეთქი :დ ტიმს გათიშული აქვს რაღაც თარიღის იქით სერჩი და :დ

      ‘არასდროს მიცდია არავის შებმაზე” პასუხი – კი ჰონ, არც ამერიკიდან ჩამოსულხარ ჩემ გამო და არც ომმა გადაგაფასებინა არაფერი. :დ

      :დ :დ

  2. piccolina ამბობს:

    არადა პიდარასტული მოკლე ტოპი უფრო არის კიბას სტილში ))

    დოდ, ომში წასვლას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეამაყება, რომ მამაჩემი ომში დაიღუპა (თუნდაც უაზრო, წაგებულ ომში) შვილი რომ მყავდეს, ჩემი ქმრის ომში გაშვება ძალიან ძალიან გამიჭირდებოდა მარტო იმიტომ რომ ჩემი შვილები იმის გამოსავლელად შემეცოდებოდნენ, რაც მე მქონდა

    და პლიუს, კიბა რომ არ წასულიყო, შენ იმათ რიცხვში იქნებოდი, ვინც იმათ აგინებს, ვინც უაზროდ მიდის ომში (რა დაულაგებელი წინადადება იყო)
    იმის თქმა არ მინდა, რომ ომისგან და ჯარისგან თავის დაძვრენა კარგი პონტია ან გასამართლებელია, მაგრამ მაგ ყველაფრის ერთი ხელის მოსმით ეგრე განსჯა არაა სწორი

    • dodka ამბობს:

      აარა, არ განვსჯი საერთოდ, ძალიან ემოციური დამოკიდებულება იყო ეგ, თორემ რაციონალურად ფიქრისას – კიდევ კარგი არ წავიდნენ ნუბები და აფხაზეთი არ გაიმეორეს. :დ

      კიბორგა რომ არ წასულიყო, ალბათ დავშორდებოდით. თვითონ დაენგრეოდა საკუთარ თავში ბევრი რამე და მეც გამიკვირდებოდა, ხომ დავწერე, თუ შენ მთელი ხოვრება ომზე ფიქრობ, მერე ომია და სახლში წყნარად ზიხარ – ეს ინჩა? :დ ხომ ხვდები რა.

      თორემ მე დღემდე ომის მოწინააღმდეგე ვარ და საბოლოო ჯამში საქართველოსადმი ჩემი ჩახლართული, პატრიოტულ-არაპატრიოტული ურთიერთობა მაქვს :დ

  3. Lana ამბობს:

    ak ukve agar aris mnishvelovani arc vin vis abavda da arc vin sad ratom tsavida.. mtavaria stili. – didi xania ar minaxia ase advilad tsakitkhvadi, saintereso da kartuli texti… :-)

  4. Natalia ამბობს:

    რა კარგი პოსტი იყო, აი ძალიან კარგი :)

    პირველი ნაწილი სასაცილო იყო, მესამე – საყვარელი. [ნუ, ცუდად ჟღერს ეს ’საყვარელი’ ’შაყვარელი’ და ა.შ მაგრამ იყო საყვარელი და რა ვქნა! საერთოდ დოდი ესე პირდაპირ არ წერს ხოლმე – ჩემი ქმარი სიგიჟემდე მიყვარს, ან – ვილიმ ჩემი ცხოვრება შეცვალა, თურმე შვილი საოცრება ყოფილა]. ხოდა მესამე ნაწილში ჩანს ეს სიყვარული :user:

  5. keti ამბობს:

    ძალიან კარგი პოსტი იყო!
    როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა თქვენთვის 8 აგვისტო… იმედია, მომდევნო წლების აგვისტოებიც დასამახსოვრებელი იქნება, კეთილი ისტორიებით :)
    მომწონს თქვენი ოჯახი

  6. ხატია ამბობს:

    ძალიან საყვარელია! მინდა ჩაგეხუტო :)

  7. Holy Shit 2.0 ამბობს:

    აჰაჰაჰ, გრძელსახელოებიანი რომ ჩააცვი იმიტომ დაცხა? :D:D:D

  8. KIKITO ამბობს:

    ratomgac saertod arasentimentaluri xalxisgan aseti ragaceebis wakitxva yoveltvis ufro sasiamovnoa vidre usentimentalurebisgan :) so sweet
    Dod me mapatie tu vtqvat sentimentaluri xar da me arasentimentaluri mgonixar :D

  9. antimelancholy ამბობს:

    kargi rojebi hart )))

  10. Sh0 ამბობს:

    მე ქუნთრუშა ვარ..

  11. Dato ამბობს:

    ერთერთი ყველაზე უგუნური გამონათქვამი ჩვენს უგუნურ რეალობაში:
    “21 საუკუნეა ბოლო ბოლო!!!” :)

    ჰო, იყო ბოლო ბოლო 20 საუკუნე. მანამდე ბოლო ბოლო 19 საუკუნე. მანამდე ბოლო ბოლო 18 საუკუნე. მერე იქნება ბოლო ბოლო 22 საუკუნე. მაგრამ ადამიანთა და სახელმწიფოების ცხოვრების ძირითადი წესები არ იცვლება.

    აგერ მაგ ბოლო ბოლო 21 საუკუნეში შემოგრიხინდა ერთმორწმუნე რუსეთი და ყველაფერი ის გააკეთა, რასაც 17 საუკუნეში გვიკეთებდნენ ხოლმე. ვინც მაინც ყვირის ბოლო ბოლო 21 საუკუნეზე – გაივარჯიშეთ ინტელექტი. მთლად შოკში რომ არ ჩავარდეთ, როდესაც ამ საუკუნეში კიდევ ბევრად უარეს რაღაცეებს ნახავთ და გაიგებთ ცხოვრების მანძილზე :)

  12. არქიპო ამბობს:

    ქართულად წერეთ რა კომენტარები
    თორე ინ ქოლორ ვერაფერი ვერ გავიგე…

  13. ჩათლახი ამბობს:

    Take me to the New York, I’d love to see LA …. American boy ….

    :rolleyes:

  14. Pingback: Ignore Trolls « Dream is Destiny

  15. Kate ამბობს:

    “დღემდე გაოგნებული ვარ და ვეკითხები, რატომ ეგონა განსაკუთრებით აი ამ ბოლო ფრაზების მსგავსი თხოვნებისას, რომ ერთ ქალს მაინც დედამიწაზე ამით დააინტერესებდა.”
    მოიცა და შენ არ დაგაინტერსა თუ შენ ქალი არ ხარ??? :d :d :d

    “ერთი წლის შემდეგ კი თავად დავუკავშირდი. აზრზე არ ვარ რატომ. “ქვეცნობიერად უკვე აღარ გეზიზღებოდა. და იმიტომ.

    Cyborg Mcloud
    გრძელ ეროტიულ ლექსებს კარგად წერდი “აბანოს” რომელიღაც თემაში :D :D :D

  16. Kate ამბობს:

    dodi, გახსოვს ეგ ლექსები რომ წამაკითხე???
    ერთად ვკაიფობდით მაშინ :D :D :D :D

  17. Cyborg Mcloud ამბობს:

    Kate
    Ya Wohl!

    :D მარა არ მაღიარებენ და მეც არ ვცდილობ ვაღიარებინო თავი, ხო იცი იცინის ის ვინც ბოლოს იცინისო და…

    უხახახახახა :დ

  18. tatushka55 ამბობს:

    mogvianebit gilocavt :)

  19. Landish ამბობს:

    what about 2010 ? huh ?

  20. kokola ამბობს:

    მევასები დოდ

  21. gafrin ამბობს:

    gvevasebi dod

  22. Archil Mikelashvili ამბობს:

    არ მომერიდება და ვიტყვი:

    ეს არის ყველაზე კარგი პოსტი, რაც ქართულ ბლოგოსფეროში აქამდე წამიკითხავს! უბრალოდ გენიალურია!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s