ქართველი ბლოგერის გამო ინტერნეტი შეზანზარდა

ინტერნეტი შტურმით აიღო დღევანდელმა ნიუსმა – twitter-ის გუშინდელი გაჭედვა, ასევე DDOS შეტევები, რომლებმაც მოიცვა Facebook, Youtube, Livejournal – ეს ყველაფერი მოხდა ქართველი ბლოგერის, “სოხუმის” გამო (Cyxymu). ის თავის რამდენიმე ბლოგზე და ექაუნთზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე წერს.

გავიდა სიუჟეტი CNN-ზე, ამ ამბის შესახებ დაიწერა Guardian-ში, BBC-ზე, NY Times-ში. მოკლედ, ფეხზე დადგა მთელი ინტერნეტ-სამყარო, იმიტომ, რომ სერვისები, რომლებსაც რუსი ჭკუათმყოფელები შეეხნენ, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურია და ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ასეთი კოორდინირებული შეტევა განხორციელდა მათზე. დაიწყო გამოძიება, ჩაერთო google-ც.

ამ ნიუსს კიდევ ათასშვიდას ადგილას წააწყდებით, იმიტომ, რომ თითქმის ყველა უცხოურმა ტოპ-რესურსმა გამოაქვეყნა პოსტი მის შესახებ.  დეტალურად სხვაგანაც წაიკითხავთ, სოხუმის ბლოგებსაც დაათვალიერებთ და ტვიტერზეც აედევნებით. როგორც ერთმა ფორუმელმა თქვა, ერთ დღეს სოხუმმა ძალიან ცნობილ ადამიანად გაიღვიძა… ამხელა buzz არც ერთ ქართველ ბლოგერს არ გამოუწვევია და კიდევ ალბათ დიიიდხანს არ მოხდება მსგავსი რამ.

ზოგისთვის ეს ისტორია რუსების მორიგი სიდებილის ნიშანი იყო, ზოგისთვის – სიგმირის, ზოგისთვის – ინტერნეტის დემოკრატიულობის დამტკიცება.

ჩემთვის კი კიდევ ერთი დამადასტურებელი იმისა, თუ რატომ უნდა გააკეთო ბლოგი უცხოურ ბლოგ-სისტემაზე [wordpress, blogspot, livejournal] და არა ქართულზე, რატომ უნდა ხმარობდე არა myvideo-ს, არამედ youtube-ს, რატომ უნდა იცოდე twitter, digg და ა.შ.

ასეული მილიონი მომხმარებელი – წარმოიდგინეთ twitter-ის სერვერების სიძლიერე და დაცულობა. წარმოიდგინეთ facebook-ის სერვერის ადმინისტრატორები, რომელიც ცოცხლად ღეჭავენ ყველანაირ “ხაკერულ” გაფართხალებას. და მიუხედავად ამისა გუშინდელმა შეტევებმა მოახერხეს ტვიტერის რამდენიმე საათით პარალიზება! ინტერნეტ-სამყაროში გაუთვითცნობიერებელ ადამიანს ალბათ გაუჭირდება წარმოიდგინოს ამ ყველაფრის მასშტაბები…

ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, სოხუმს რომ ქართულ სერვერებზე ჰქონოდა თავისი ბლოგები. ან თუნდაც self-hosted რომ ყოფილიყო რომელიმე უცხოურ სერვერზე.

1. იმის ერთი მეასედი ძალის შეტევა იქნებოდა საჭირო ყველა მისი ბლოგის დასაბლოკად, არა, ერთი მეასედი არა, ერთი მეათასედი. ქართული სერვერები არაა იმდენად ძლიერი და დაცული, რომ გაუცლოს მინიმალურ შეტევებსაც კი (ეს საქართველოს დიდი სირცხვილია იმჰო, შარშან ომისას საქართველოს სამინისტროს საიტები რომ დაგვიხაკეს… და შემდეგ, თუ არ ვცდები თავდაცვის სამინისტრო დროებით ბლოგსპოტზე უფასო ბლოგზე აგრძელებდა ნიუსების გამოქვეყნებას).

2. ვერავინ გაიგებდა ამ შეტევის შესახებ. ერთ პროქართულ ბლოგს რომ შეუფუილებ – სხვაა, მთლიანად wordpress-ს რომ უტევ – სხვა. შესაბამისად არც ამხელა publicity, ამხელა პიარი და ყურადღება + გამოძიება არ ეღირსებოდა ამ მოვლენას.

მოკლედ, არ გინდათ ქართული სერვერები, ქართული ბლოგ-სისტემები, ქართული ტვიტერები, ქართული ფეისბუქები – ინტერნეტის მთელი მუღამი ხომ ამ “უსაზღვრობაშია”.

დაინტერესებულებისთვის – აქ აღარ ვაკოპირებ ამ თემაზე დაწერილი საიტების ნუსხას, ასსევე სოხუმის ბლოგებისა და ტვიტერის მისამართს, “უსათაურო” ბლოგმა კარგად მოუყარა ყველაფერს თავი და შეგიძლიათ იქ იხილოთ: ამ თემაზე გამოქვეყნებული უცხოური სტატიების სია.

ლოკალური v.s. გლობალური კიდევ ცალკე დიდი თემაა, რომელსაც მოგვიანებით დავუბრუნდები.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

57 Responses to ქართველი ბლოგერის გამო ინტერნეტი შეზანზარდა

  1. A_I says:

    დიდი სიმართლე არის ამ პოსტში. მაივიდეო, ბლოგ.გე, ფორუმ.გე, ან თუნდაც რუტუბი და ადნაკლასნიკები (ამას შეტევა არ უნდა მაგრამ მაინც :)) სულ რომ წაეშალათ, კაცი-შვილი ვერ გაიგებდა ამას. დიდი დიდი პრესა.გე-ზე და რ2ზე ეთქვა ვინმეს რამე.

    და საერთოდაც, მიუხედავად ენობრივი ბარიერებისა, ინტერნეტ-იზოლაციონიზმი დაუშვებელია, თუმცა აქვე ლოკალური სერვისების განვითარების მომხრეც ვარ… თუმცა როგორც უკვე ითქვა, ეს სხვა თემაა.

    “სოხუმი” კი პოპულარული გახდა, და სრულიად დამსახურებულად იმჰო. იმედია ამ პოპულარობას კარგად გამოიყენებს სათავისოდ. და ის ერთი დღის ვარსკვლავი არ იქნება. Good Luck, ერთი სიტყვით

  2. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მე ვერ გავიგე რა დაწერა სოხუმიმ ამისთანა, რომ ასე გამწარდნენ, ვინმემ რამე იცის?

    P.S. ვორდპრესი და ტვიტერი არც ისე დაცულია, მაგალითად ვორდპრესი გატეხეს და ვირუსი ჩააყოლეს, ტვიტერს ადმინში პაროლად ეყენა… admin და ადრე ლამის ყოველ დღე ითიშებოდა (სურათიც კი არის, ვეშაპს რომ წევენ ჩიტები) ასე რომ მათ დაცულობაზე მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა ნუ გვექნება.

    • A_I says:

      სოხუმს არ დაუწერია რაიმე ერთი კონკრეტული, რაზეც გაბრაზება შეიძლებოდა, უფრო მისი საქმიანობის წინააღმდეგ არის მიმართული მთლიანობაში, ვიდრე ცალკეულ პოსტზე.
      ———
      აქ იმდენად დაცულობაზე არ არის საქმე რამდენადაც, Buzz-ის შექმნაზე. იგივე Myvideo.ge ყველას ჰკიდია მსოფლიო მასშტაბით და მასზე კაცი შვილი არ დაწერდა არაფერს. აი ტვიტერი… სხვა საქმეა

  3. bigcrow says:

    შესანიშნავი პიარია ცალკე სოხუმისთვის და ცალკე, რაღა თქმა უნდა ჩვენი იდეის – ვუთხრათ სელფჰოსტედობას არა :D

    • dodka says:

      @ ყვავა – მამენტ თუ პრობლემურ თემებზე არ წერ და მხოლოდ “გუშინ ლამაზი კაბა შევუკვეთე” ბლოგია, იყოს სელფ-ზე რას უშლის.
      ქართულ ერვერზე მაინც არ უნდა იყოს! იმიტომ, რომ ჯერ ქართული და სტაბილური ამდენი წელია, თვალით არ მინახავს, რამდენიმე თვეში ყველა იხურება.

      @ზაფხული 2.0 – შეიძლება 100%-იანი დაცულობა ვერ შემოგთავაზოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკვალოდ არ ჩაივლის შენზე შეტევა, რა. აგერ “დაკიდეს” ტვიტერი ხო, მაგრამ დღეს მილიონმა კაცმა იცის, რის გამო იყო დაკიდული. ბლოგერს მეტი რა უნდა :დ

      • ჩათლახი says:

        ლოლ, დოდი. ის ახალი გამოწერილი კაბა ვარდისფერი ხომ არ იყო ? :D

    • jordano says:

      ყველაფერთან ერთად თავის საკუთარი ხელით ყველაფრის კეთება. სერვერიო, ჰოსტინგიო, პაჩების დაყენებაო, ბეკაპიო… ამაზე იმდენი დრო შეიძლება ხარჯო კაცმა (თუ გულით მიუდგები საქმეს, ცხადია) რომ ბლოგების საწერად დრო აღარ დაგრჩეს.

  4. Kate says:

    ანუ რას ითხოვ? შევეშვათ ქართულს ყველაფერს, რაც ინტერნეტთანაა დაკავშირებული და გადავიდეთ უცხოურზე, იმიტომ რომ ის მაგარია და დაცული? ჩვენს რაღა ვუყოთ? ჩავძიროთ და არ განვავითაროთ?
    ფრიად უცნაური მოწოდებაა…
    მარტივი და პროვინციალური : ფირმა კაია ტო, ჩვენი – ბანძი.

    • dodka says:

      @Kate – რა უნდა განვავითაროთ? ქართული ანალოგები რაც იქმნება, ყველაფერი უბრალოდ გადმოკოპირებულ-ნათარგმნია, შესაბამისად ბაგიანი. არც ერთმა ქართულმა ბლოგ-სისტემამ არ გაძლო დიდხანს, უამრავ ადამიანს უამრავი ბლოგი ერთ დრეს უბრალოდ გაუქრა სერვერების თუ სხვა პრობლემების გამო. ქართულად წერა აქაც შეიძლება, ქართული მისამართის მიბმა აქაც შეიძლება.

      ეს ზუსტად ის თემა იყო, რაზეც ცოტა ხნის წინ ვაპირებდი დამეწერა და სექტემბერს ველოდებოდი, რომ უფრო მეტმა მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში – რატომ ვერიყებით სამყაროს, რატომ გვინდა ყველაფრის ლოკალიზება? ეს ბევრად უფრო მარტივი და პროვინციალურია იმჰო, ვიდრე wordpress.com-ზე ბლოგი ქართულად წარმოება.

  5. ჯერ ისედაც ჩვენი “გასაჭირი” გვეყოფა, რომ ქართულ ენაზე მხოლოდ ჩვენ ვწერთ და ვკითხულობთ. რაც ქართული ბლოგების პოპულარიზაციას ძალიან უშლის ხელს. ვერ ვხვდები რა აზრი აქვს საკუთარ ნაჭუჭში კიდევ უფრო მეტად ჩაკეტვას და მხოლოდ ლოკალური რესურსების გამოყენებას. რატომ უნდა დადო მაივიდეოს ლინკები როცა არსებობს იუტუბი? რატომ უნდა იაქტიურო უფრო მაიკლას.ჯიზე როცა არსებობს ფეისბუქი და მაისპეისი?

  6. Kate says:

    დიახ, გადმოკოპირებული და ნათარგმნია, აბა ველოსიპედს ჭკვიანი ადამიანი თავიდან არ იგონებს. ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება მსოფლიო ტექნოლოგიების ჩასახვა-განვითარების ისტორიაში. რასაც აკეთებ, იმას მუდმივი განვითარება ჭირდება და არა ძირშივე მოსპობა.
    ანუ მე ისევ იმ აზრს ვანვითარებ, რომ ასეთი თქვენი მოწოდებები დამღუპველია ქართული ნეტ.სისტემისთვის და მის სრულ დეგრადაციას შეუწყობს ხელს! ესაა ზუსტად დიდი შეცდომა!

    • dodka says:

      ინტერნეტი არ არი “ქართული” და “აფრიკული”. ინტერნეტის მთელი მუღამი მის გლობალურობაშია.

      კიდევე რტხელ – რა მოხდებოდა, რომელიმე პატარა ქართულ საიტზე რომ ყოფილიყო მხოლოდ სოხუმი აქტიური?
      საიდან გაიგებდა ან BBC, ან გარდიანი ან ნებისმიერი ასეთი მსხვილი ინტერნეტ-გამოცემა მის შესახებ?

      როდესაც ჩვენ ვიკიდებთ მსოფლიოს, მსოფლიო გვიკიდებს ჩვენ. მერე გვიკვირს და გვწყინს, რატომ არაა ზოგ საიტზე რეგისტრაციისას ასარჩევად “საქართველო”, რატომ არ აქვს შიფინგი უამრავ ინტერნეტ-მაღაზიას აქ და ა.შ…

  7. Pingback: ისევ ინტერნეტის ძალა ანუ რა შეუძლია ერთ ჩვეულებრივ მომხმარებელს – ბლოგერი Cyxymu. « უსათაურო ბლო

  8. dv0rsky says:

    დოდ, გეთანხმები!
    კარგი პოსტია

  9. Nata Lee says:

    Kata,

    დოდკამ ზემოთ უკვე დაწერა შენს კითხვაზე პასუხი:

    quote: ”მამენტ თუ პრობლემურ თემებზე არ წერ და მხოლოდ “გუშინ ლამაზი კაბა შევუკვეთე” ბლოგია, იყოს სელფ-ზე რას უშლის.”

    ხოლო ”ჩვენის განვითარებას” რაც შეეხება – ვერ მივხვდი – სერვერული უზრუნველყოფა, დაცვა და უსაფრთხოება ”ლოკალური” ბლოგერების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება? o_O

    :)

  10. Kate says:

    Nata Lee რატომ მარტო ,,გუშინ ლამაზი კაბა შევუკვეთე” და რატომ ,,გუშინ ლამაზად შევუკურთხე რუსებს”-არა? იქაც წერე და აქაც შე კაი ადამიანო, ნუ მიაბანძებ შენსას სხვისის პოპულარიზაციის ხარჯზე
    ყველა ქვეყანას აქვს თავისი ეროვნული სისტემები და მუშაობენ! რაც შეეხება დაცვის სისტემას, ეს მავანი ქართველის ტვინის საფიქრალი და დასახვეწია.

    მოკლედ გმადლობთ ყურადღებისთვის.
    გინდ გაიგეთ რასაც ვამბობ, გინდ არა.
    კარგააად!

    • A_I says:

      Kate
      ზოგჯერ, უბრალოდ ველოსიპედის გამოგონება არაა საჭირო.

      • dodka says:

        მარტო იმიტომ, რომ თქვა, “ნახეთ, რა მაგარი ქვეყანა ვართ, ქართული ველოსიპედი გვაქვს” :დ მერე რა, რომ შენ გარდა იმ ველოსიპედზე არავინ დაჯდება და სენც ორ მეტრაში ცხვირს მოიმტვრევ.

        მოკლედ, ცნება “პატრიოტიზმი” ყველას ხვადასხვანაირად ესმის.

      • dv0rsky says:

        diax, sulac araa sachiro qartuli serveri, qartuli servisi…

        იყოს ვორდპრესის ლოკალიზაცია და მორჩა

  11. Kate says:

    ხო, აბა რა! ,,ჰარლი დევიდსონის” შემდეგ აღარავის უნდა გამოეშვა მოტოციკლეტი. იმას ხომ მარტო იმ ქვეყნის ხალხი მოაჯდებოდა, რომელი ქვეყანაც გამოუშვებდა და დევიდსონივით კომფორტული არ იქნებოდა, არც უსაფრთხო და იქნებ ორ მეტრშიც დაილეწებოდნენ.
    ჰოდა, შევჯდეთ ჩვენ ყველა ჰარლი დევიდსონზე, ვის რა ჯანდაბად უნდა თუნდაც სუძუკი, იმაზე მარტო იაპონელები თუ დაჯდებიან! ფუჰჰ!
    ასე არა?
    მართლა ეჰჰ.. რა. პატრიოტიზმს და პროგრესს რომ ვერ მიჯნავთ ერთმანეთისგან, ზარმაცები რომ ვართ და მზამზარეული გვევასება, ესაა ზუსტად პრობლემა.
    დამიწყეს აქ დემაგოგია პატრიოტიზმზე …

  12. Katiee says:

    ძალიან საინტერესო დისკუსიაა, “საინტერესო”

    გლობალურობის გაგებამ აღმაფრთოვანა.
    მაივიდეო.გე იმიტომ უნდა არსებობდეს ჩემო კარგებო, რომ ქართული სერვერიდან რაიმე დებილობა მთელმა მსოფლიომ არ ნახოს.
    იუთუბი კი იმისთვის გვჭირდება – სხვაბისთვისაც საჩვენებლად გამოსადეგი ან ჩვენივე გასაპიარებელი ვიდეო დავდოთ და სხვას გავუზიაროთ :)

    ქართულ ენაზე წერა ცოტა პირობითი ხომ არაა, მე მგონი ჩვენ უმრავლესობა უბრალოდ ქართული ასოებით ვწერთ, ქართულ ენაზე ნაკლებად. გადავხედოთ ყველამ ჩვენჩვენს ნაწერს :))

    გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე კი საერთოდ ორენოვან საიტებს აკეთებენ ხოლმე, ვისაც ფული აქვს, ვისაც არა – იმათ არჩევანის გაკეთება მოუწევთ.

    არაგლობალურობის მიუხედავად საკუთარ ბლოგზე მშვენივრად ვახერხებ დიფერენცირებას, როდის ვწერო მხოლოდ ქართველი მეგობრებისთვის და როდის არაქართველებისთვისაც :))

    პ.ს. ეს სუხუმი რას წერდა ასეთს, ეთქვა ვინმეს. ჯერჯერობით ვერსად წავაწყდი. ტვიტერზე მე არ ვარ, მაგრამ არც ფეისბუქზე მომხვედრია აქამდე თვალში და არც ბლოგი ვიცოდი. ეხლა სამწუხაროდ ყველაფერი ხელმიუწვდომელია.
    რატომ უნდა აეტეხათ რუსებთ, თ აფხაზებს ამხელა ამბავი, ვერ ვხვდები …

    • dodka says:

      აი ეს “ნაჭუჭობის” კიდევ ერთი მაგალითია ჩემი აზრით.

      ესეთი ხედვა ალბათ უფრო კომუნიზმის გავლენაა – “გარედან” რომ არ უნდა დაინახონ, რომ ქვეყანაში “რაიმე დებილობაც” ხდება. ჩვენთან ყველაფერი იდეალური და საამაყოა, ღვინო – გადასარევი, მამაკაცები – ჯენტლმენები.

      მერე საკუთარი თავის მოტყუებასაც ვიწყებთ და ბოლოს მართლა ვიჯერებთ, რომ ასეთი კარგები ვართ.

      • Katiee says:

        looooooooool

        PR-ზე ჯერ არაფერი გვსმენია თუ როგორაა საქმე? :D:D:D
        ღვინოზე, თავის მოტყუებაზე და საერთოდ ქართულ რამერუმეებზე საკმაოდ მწარედ მიწერია ისე ბლოგზეც, აქ მაგ თემას აღარ გავშლი :D

        • dodka says:

          მე არ მესმის და არ ვეთანხმები მასეთ პიარს, სადაც საქართველო განსაკუთრებულია, ყველაზე კარგი და ყველაზე მაღლა მდგომი.

          მითუმეტეს, თუ ონლაინ მიდის მსგავსი პიარი, offline კი აი ეს ხდება:
          http://imho.ge/cappadocia/
          http://imho.ge/international-relations/

        • dodka says:

          + ამას, ამ პიარის შემთხვევაშიც, იმჰო.გე-ზე დადებული “აიტ, ქართველების” სტილის პოსტების შემთხვევაშიც, ქართველების განყენებას ვაკეთებთ – ჩვენ და დანარჩენი მსოფლიო.
          და იქნებ სჯობს – “ჩვენ – დანარჩენი მსოფლიოს ნაწილი?”

          თემაზე ეს პოსტი: http://dodka.ge/2009/02/22/gurjofob/

  13. tatushka55 says:

    მოკლედ, არ გინდათ ქართული სერვერები, ქართული ბლოგ-სისტემები, ქართული ტვიტერები, ქართული ფეისბუქები – ინტერნეტის მთელი მუღამი ხომ ამ “უსაზღვრობაშია”.

    I like this :)

    Leonard Shelby
    ჯერ ისედაც ჩვენი “გასაჭირი” გვეყოფა, რომ ქართულ ენაზე მხოლოდ ჩვენ ვწერთ და ვკითხულობთ. რაც ქართული ბლოგების პოპულარიზაციას ძალიან უშლის ხელს. ვერ ვხვდები რა აზრი აქვს საკუთარ ნაჭუჭში კიდევ უფრო მეტად ჩაკეტვას და მხოლოდ ლოკალური რესურსების გამოყენებას.

    And this :D

  14. Kate says:

    dodka მაგ ბოლო პოსტში გამოთქმულ აზრში სრულიად გეთანხმები, არც მე არ მომეწონა Katiee – ეს აზრი…
    თუმცა მიუხედავად აქ შეკრებილი მეგობრულ-ძმაკაცური საზოგადოებისა და ერთმანეთის მხარდაჭერისა, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს მოსაზრებას, ყველა ჩემს მიერ აქ დაწერილ პოსტებში, ბევრი მხარდამჭერი ეყოლება, ოღონ აქ არა, როგორც ჩანს…

    • dodka says:

      ეგ ძალიან ძალიან დიდი და საკამათო თემაა, უნდა არსებობდეს თუ არა ლოკალური სერვისები, უნდა კეთდებოდესს, თუ არა ქართული სოც.ქსელი, როდესაც არსებობს მსოფლიოში უდიდესი facebook და ა.შ. და ამ კამათის ფარგლები სცილდება ხოლმე ზოგადად ინტერნეტზე საუბარს და გადადის სხვა სფეროებზეც.

      და ჩემს მოსაზრებასაც უამრავი მომხრე ჰყავს და შენსასაც. : )

      იმიტომაცაა საინტერესო საკამათო :D

  15. Katiee says:

    კარგი გენაცვალე :)) აბა თქვენ იცით :))
    ჰო მართლა, შვილების ინგლისურენოვან სკოლაში (ოღონდ თბილისის) არ დაგავიწყდეთ და ამით მათ ინტერნაციონალიზაციას შეუწყობთ ხელს. მაგრამ მერე, სხვაგან მაინც ქართველებად რომ მიიღონ, ნუ გაგიკვირდებათ :))

    პ.ს. პიარზე ვიკითხე და არ მოგვწონსო, არადა თემას პირდაპირ უკავშირდებოდა.
    როგორც ჩანს ამ შემთხვევაში, როცა ეს პიარი საჩვენოა და თურმე ვიღაც ქართველის გამო ასეთი ამბავი ამტყდარა, ყველას მოგწონთ პიარი :)) რევიცი რევიცი :D

    • dodka says:

      მე არ მითქვამს, რომ პიარი არ მომწონს. რა სისულელე იქნებოდა : ))
      მე ვთქვი, რომ “საქართველო ყველაზე მაგარია და აქ დებილები არ არსებობენ” – ასეთი პიარი არ მომწონს. მითუმეტეს, როდესაც ვერანაირად ამ ცარიელ ბლაბლაბლას ვერ ვამყარებთ.

      ეს ყველაფერი მაგონებს საქართველოში ძაალიან გავრცელებულ სიტუაციას, როდესაც დანგრეული, უბედური ოჯახები მეზობლების დასანახად ინარჩუნებენ “იდეალურობას”. არადა იმ მეზობლებს ყველაფერი ესმით კედლის იქით. მაგრამ მაინც – “ჩვენთან ყველაფერი კარგად არის.”

      პ.ს: კი, ჩემს შვილს აუცილებლად ეცოდინება ინგლისური.

      • Katiee says:

        და სად დაინახეთ არ გადამრიოთ, რომ ყველაფერი კარგადაა ან რომ დებილები არ ცხოვრობენ? იმ პოსტში მეტი არაფერი ეწერა? მე ვთქვი, თუნდაც იმიტომ უნდა არსებობდეს მაივიდეო.გე რომ ათასი დებილობა (როგორც უბრალოდ რაიმე უაზრობა, ისე თავის შესარცხვენი) იუთუბზე არ დადოთქო, ან რატომ უნდა დადო ვერ ვხვდები ის რაც გაუგებარია უცხოელისთვის? სამაგიეროდ უფრო სწრაფად ჩაიტვირთება ჩვენი ძვირფასი ინტერნეტპროვაიდერების გადამკიდე, მაივიდეოდან, ვიდრე იუთუბიდან, მითუმეტეს თბილისს გარეთ. ხალხი თბილისს გარეთ მაგთიფიქსით დასდევს ინტერნეტს…

        თუ ჩვენ ყველანი თბილისში ვცხოვრობთ და “უსწრაფესი” ინტერნეტი გვაქვს და სხვაგან რა ხდება არ გვეხება?

        მე პირადად არ ვიყენებ მაივიდეოს, ათასში ერთხელ, ჩემივე მეგობრის სოციალურ ქსელზეც კი არ ვარ რეგისტრირებული, იმიტომ რომ ვიცი სხვა ენა და სხვა უფრო გამართული სოციალური ქსელი მირჩევნია. მაგრამ მაინც მიმაჩნია რომ უნდა იყოს ასეთები, (და უნდა იყოს ფეისბუქიც ქართულ ენაზე!), რომ მათ, ვინც ვერ დაგვეწია ინგლისური ენის ცოდნაში, შეძლონ კომუნიკაცია და გამოიყენონ ინფორმაციის ყველაზე სწრაფი წყაროები თანამედროვე მსოფლიოში… ჩვენით არ იწყება და არ მთავრდება ქვეყანა…

        ჰო ფილმებსაც რომ ინგლისურად უნდა ვუყუროთ მალე, არა მხოლოდ კინოში, არამედ ტვ–შიც, ეგეც ძალიან ჭკვიანურია ალბათ :) ოღონდ ერთი დაგვავიწყდა, მარტო ინგლისურად არ იღებენ ფილმებს მსოფლიოში :)

        უფ წავედი მე, საქმეს მივხედო.

        სუხუმის ღვაწლის შესახებ თუ ოდესმე ვინმე დაწერს, იმედია მეილზე მომივა შეტყობინება და გავიგებ :))

        • dodka says:

          ფილმებს ინგლისურად კი არ უნდა ვუყუროთ, უნდა ვუყუროთ იმ ენაზე, რა ენაზეც გადაიღეს – ქართული სუბტიტრებით.

          ძალიან მომწონს ეგ ინიციატივა, ძალიან.

          სუხუმზე უსათაურომაც გიპასუხა – დიდი და სკანდალური არაფერი, უბრალოდ აქტიური პროქართველი ბლოგერია, რუსულ ენაზე წერს და ე.წ. ონლაინ საინფორმაციო ომებში აქტიურად მონაწილეობს.

          • dodka says:

            ფეისბუქს რაც შეეხება, აი აქ ზუსტად ვეცდები აგიხსნა, რას ვგულისხმობ და ვფიქრობ, სინამდვილეში ერთნაირად ვუდგებით ამ ამბავს, უბრალოდ სხვადასხვა ენაზე :დ – კი, უნდა იყოს ფეისბუქი ქართულ ენაზე, როგორც არის ახლა, რომ ცდილობენ თარგმნას და შესაძლებელია გადართვა. ამ დროს იცვლება ენა და არა მთელი სისტემა, ჩვენ ვინარჩუნებთ ენას, მაგრამ არ ვეთიშებით მსოფლიო ქსელს.

            საჭირო არაა facebook.ge გადმოკოპირებული ულიცენზიო ძრავებით და 50 მომხმარებლით.

          • Katiee says:

            free market
            მასეთებს 50 მომხმარებელი ეყოლება, no prob :)

  16. A_I says:

    dodka & Kate

    ეგ ცალკე დიდი თემაა. ვეცდები საშუალო, მომრიგებლური პოზიცია გამოვთქვა :P

    იმის თქმა რომ ქართული სოც.ქსელი არ გვჭირდება, ძალიან რადიკალურია. თუმცა ამავე დროს სოც. ქსელის შექმნა მარტო იმიტომ რომ სოც.ქსელი შექმნა, არასწორია.

    არსებობს Facebook და WordPress ხომ? ხოდა გამოვიყენოთ, რატომ უნდა მივმართოთ საეჭვო წარმოშობის აქაურ კოპიას, რომელიც შენს პოსტებს ერთ მშვენიერ დღეს გააქრობს?

    მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ არ უნდა შევქმნათ ჩვენი პროდუქტი, შევქმნათ თუმცა, დაუდოთ საფუძველში მას სხვა, ახალი იდეა. შევქმნათ რამე ახალი და განსხვავებული და არა რაიმეს კოპია.

  17. დიდ “განხილვით” პოსტს ამ თემაზ ვწერ და საღამომდე მოგაწვდით.

    მანამდე პატარა ინფორმაცია “ფრონტიდან”:

    გუშინ მამაჩემი გაგიჟებული რეკავს რო “ვაიმე ვაიმე” ინტერნეტს ვაფშე ვეღარ ვხმარობ რაღაც ვირუსი მყავს მიშველეო (ვერნეე რაღაც ვირუსი მაგას სუ ყავს, უბრალოდ “თანაცხოვრობს” ხოლმე და გუშინ გადირია კაცი რა მიქნა ვირუსმა – ინტერნეტი რატო მომიკლა მთლიანად აქამდე კარგად იქცეოდაო…)

    cyxymu-ს გულითადი ბოდიშები ჩემი ოჯახისაგან და მისი ადნაკლასნიკების მომხმარებელი დურაქი მამისაგან რომელიც “მის და უნებლიედ” აღმოჩნდა იარაღი cyxymu-სთან ბრძოლაში… და კიდე ვინ იცის რამდენი ქართველი ადნაკლასნიკებზე “მჯდომელი” იბრძოდა გუშინ ფეისბუქის კარიბჭესთან ბრძოლის ველზე და გმირულად დაეცა… :დ

    • jordano says:

      კსტაწი მეც შევეჭვდი ახლა, დედაჩემის კომპს მსგავსი რამე ხომ არ სჭირდა მეთქი გუშინ. ერთი ის იყო მაზერბორდის ბატარეა იყო დაბრედილი (რომ გითხრა, რისი ბატარეა ჩავუდგი დროებით, სამუდამო ბანს დამადებ სტრაიკში ვიცი, მაგრამ ჰა, ვაღიარებ. მიხვდი ხო? :D )

      თვითონ კი არ შედის მანდ მაგრამ მთელი მისი სამსახური ოდნოკლასნიკებში ყრია და შეიძლება ფლეშით მოეტანა ვირუსი სახლში.

      მაგრამ მე მგონი არ ”უომია” იმ კომპს. დავაზუსტებ მაინც… :)

  18. Natalia says:

    რა მოხდა ასეთი? ვერ მივხვდი, მაგრამ გადავალ ’უსათაურო’-სთან და იქნებ რამე გავიგო..

  19. Nata Lee says:

    @Kate
    Quote: “ნუ მიაბანძებ შენსას სხვისის პოპულარიზაციის ხარჯზე”

    Kate, how about simply stating the facts just – as they are?
    რა შუაშია ”ჩემის მიბანძება” და ”სხვისი პოპულარიზაცია”? ა ეგ როგორი პონტია იცი? (უხეში შედარებისთვის რომ ვთქვათ) ტიპა ”მე უცხოურ წამალს არ დავლევ, მიუხედავად იმისა, რომ კარგია. ქართულს დავლევ და პოპულარიზაციას გავუკეთებ”.

    ძალიან დიდი ლოლ! ჰო – “ლოლ” და არა ”ხს” :)

    პროსტა.. იცით რა? ჩვენ რომ ჩინეთი ვიყოთ, ამერიკა ან ბრაზილია, კიდე ჰოო.. მარა ისეთი მოცუცქნულები ვართ.. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ფორუმ.ჯი-დან წამოვედი და ყველა, ვინც მინდოდა ფეისბუქზე ვიპოვე? :) ჩემი მოკრძალებული აზრი თუ გაინტერესებთ დაჟე იმ გაქართულების მოწინააღმდეგეც კი ვარ, ”აიქონს” რომ ”ხატულას” დაარქმევს და ”ვინდოუზს” – ”ფანჯრებს”.

    კერგი რააა!…

    @Cyborg Mcloud
    ისაა.. მე ადნაკლასნიკების არაფერი ვიცი და… რა პონტში აღმოჩნდა ადნაკლასნიკები შეტევის იარაღი? :spy:

    • jordano says:

      ძალიან მარტივია ყველაფერი. როგორ მუშაობს DDoS? ერთ რესურსს მსოფლიოს ბევრი წერტილიდან თავს ატყდება მოთხოვნათა წვიმა.

      აი ახლა წარმოიდგინე რომ მსოფლიოში მცხოვრები ყველა ჩინელი ერთად შემოვიდეს forum.ge-ზე. შეიძლება საცოდავმა სერვერმა ხროტინით გააფრთხოს სული

      ალბათ დამეთანხმები რომ ნაკლებადმოსალოდნელია, კიბორგას ოჯახის რომელიმე წევრს ქართული საიტების წინააღმდეგ გლობალურ შეთქმულებაში მიეღო მონაწილეობა.

      მაგრამ სამაგიეროდ ამის გაკეთება შეეძლო მის კომპში ჩაბუდებულ პატარა ვირუსუკას, რომელიც თავისთვის იჯდა იქ, არავის აწუხებდა, მაგრამ კონკრეტულ დღეს კონკრეტულ საიტზე უცებ გადაირია და მიაწყდა cyxymu-ს საიტებს და დაიწყო იგივე რამის კეთება, რაცსაც ზემოთ უკვე ნახსენები ჩინელები იზამდნენ.

      ვირუსუკა კი სავარაუდოდ ”ოდნოკლასნიკებიდან” აიკიდა იმ კომპმა.

      ეგაა სულ :)

  20. jordano says:

    ვისაც ქართული ფეისბუკი უნდა, დარეგისტრირდეს facebook.com -ზე, დაიყენოს თარგმანის აპლიკაცია და იხმაროს ქართულად, როგორც მე ვიქცევი დიდი ხანია.

    თუკი მამულიშვილობა ცოტა უფრო მეტად შეაწუხებს, თარგმნაშიც მიიღოს მონაწილეობა. ოღონდ თუ ქართულში ორიანი ჰყავდა სკოლაში, სჯობს ეს მამულიშვილობა სხვა ფრონტზე გამოიყენოს თორემ ხანდახან ისეთ თარგმანს ვხედავ რომ კრუნჩხვები მეწყება.

    მერე, როცა თარგმანი სრულყოფილი გახდება, ქართული უბრალოდ დაემატება ერთ-ერთ ოფიციალურ ენად და თარგმანის აპლიკაციის დაუყენებლადაც გამოჩნდება.

    იცით თქვენ, რამდენი სერვერი ემსახურება myvideo.ge -ს? ალბათ ერთი (ჰა, მაქსიმუმ 2)
    და ის თუ იცით, რამდენი ემსახურება youtube.com -ს? ბევრი! ძალიან ბევრი!

    რამდენი კაცი ემსახურება myvideo.ge-ს? ალბათ 1 ან ჰა, 5
    რამდენი კაცი ემსახურება youtube.com-ს? ბევრი!

    ყველაფერი გამომდინარეობს საიტის დანიშნულებიდან. თუ მისი მოვალეობაა ხმლის ქნევა საინფორმაციო ომში, მაშინ იმისთვისაც უნდა იყოს პატრონი მზად რომ DDoS-იც იქნება და ათასგვარი უბედურებაც. ამიტომ მის მიერ გამოყენებული პლატფორმა უნდა იყოს ისეთი რომ წყალი არ შედიოდეს.

    ქართული ჰოსტინგ სერვისები ჯერ ისეთ დონეზე არ ასულან რომ მსგავსი პლატფორმა შემოგვთავაზონ მისაღებ ფასებში. ჰოდა რა ვქნათ, ველოდოთ სანამ დაიყენებს myvideo.ge კლასტერში 50 სერვერს?

    ახლა თუ ბლოგზე კულინარიული რეცეპტები გაქვს, შენი ბლოგის DDoS დიდი ალბათობით არავის უნდა ანაღვლებდეს და შეგიძლია დადო სადაც გაგეხარდება.

    • Katiee says:

      მოიცა ამდენი ხანი ქართული სერვერების ერთგულებაზე იყო დავა? თუ უბრალოდ ქართულის?

      პ.ს. ისე ერთი კულინარიული მინიბლოგი მეც მავს, თან დიდ, უცხოურ სერვერზე :D

      • jordano says:

        მერე ვინ თქვა რომ ფეისბუკზე გადაბარგება ქართულზე უარის თქმას ნიშნავს? დავასკრინშოტო ჩემი ქართული ფეისბუკი თუ სიტყვაზე მენდობი რომ არსებობს? :)

  21. ვნახოთ, მერე რა მოხდება!

  22. Sweet Baby Girl says:

    ქართულ ენაზე როცა გაქვს ბლოგი რაც არ უნდა დაწერო მაინც ვერავინ ვერაფერს გაიგებს და ყველას ფეხზე ეკიდება.

    ამიტომ რაც არ უნდა იხტუნოთ, არაფერში არ გჭირდებათ არც ტვიტერი, არც ვორდპრესი, არც იუტუბი, იმიტომ რომ არც მასშტაბები არ გაქვთ ენობრივი თვალსაზრისით.

    შეიგნეთ რომ პატარა ქვეყნის შვილები ვართ რომელიც დანარჩენ ინტერნეტ სამყაროს ფეხზე ჰკიდია.

    და თუ შემეკამათებით, პირველ რიგში დაფიქრდით, რატომ არ იწყებთ პოსტვას ინგლისურად? :D

  23. jordano
    გრძელი პოსტი მიწერია დოს ატაკის თემაზ და ქართულ სერვერებზე, მინდა დავასრულო და დავდებ აქ.

    და ბატარეიკაზე – მეც კოლიმატორის ბატარეიკა მედო და ისიც დაჯდა უკვე ამ კომპში…

    მერე რა? – მთავარია დენიდან არ გამოაერთო და შუქი არ გაითიშოს… თორე მთელი დარაზგონება ებრიდება და ახლიდან გაქ ბიოსში სატრიალებელი…

    P3 866mhz დარაზგონებული მაქ 1100 mhz-მდე, თავის ras to cas latency -ის და შინის ტაიმერის ინტერვალების დაწევით…

    WoW-ს ქაჩავს რა პრინციპში (+ იასნია riva tuner-ი და იქედან mipmap-ების და ვიდეო ადაპტერის კლოკის საოცრებები…) – კუბიკებია იმენნა ყველაფერი გარშემო მარა… მიაქ.

    • jordano says:

      დედაჩემი სახლში ჩართულ ელექტროხელსაწყოებს არ ტოვებს :)

      ყველაზე კაიფი ის იყო რომ შემომჩივლა, Google Talk აღარ მუშაობს ჩემთანო (ძირითადად ჩემს დას და ცოლს ეჩატავება ხოლმე :D). თურმე თარიღს კარგავდა და მერე ქლიავდებოდა გუგულა. რაღაც სეტინგები მეც მგონდა გადაყენებული ბიოსში, გუშინ აღარ გამხსენებია. შევუვლი ერთხელ და გავასწორებ.

      მე ისე შემრცხვა, კოლიმატორიდან ბატარეას რომ ვიღებდი… :D

      გრძელი პოსტის დაწერა არ გაგიჭირდებოდა შენ. ისროლე აბა, წავიკითხავ და მოგახსენებ ჩემს აზრს :)

  24. keti says:

    დედა, რა ცხელ წერტილში მოვხვდი!

    აგერ Sweet Baby Girl-ს დაუწერია, ჰოდა, მეც ამის თქმა მინდოდა.
    რა მნიშვნელობა აქვს ვორდპრესზე დაწერ გულზე მუჯლუგუნდარტყმულ პოსტს, თუ ქართულ ბლოგზე…
    თუ მსგავს საკითხებზე წერ, სერვერის მიუხედავად (თუმცა მეტად დაცულის სჯობს), სასურველია ბლოგი ორენოვანი იყოს – ქართულად და რომელიმე იმ ენაზეც, რომლითაც მეტ ადამიანს მიაწვდი ინფოს. ვფიქრობ, აქ ყველაზე “მომგებიანი” რუსული ენაა, არც ინგლისური გამოიწვევს ასეთ შედეგებს. რადგან მთავარია, მოწინააღმდეგეს ელაპარაკო “ერთი–ერთზე” :)

    მოწოდება, რომ საერთოდ არ გვჭირდება ქართული სერვერები, ცოტა გადაჭარბებულად მიმაჩნია. თუნდაც, იმ რომელიმე 50 იუზერისთვის იყოს. რას აშავებს. იქნებ ოდესმე რამე უფრო ღირებულიც მოვახერხოთ და მსოფლიო აქეთ დაეკიდოს ჩვენს სერვერზე :დ

    ჰო, კიდევ, ბლოგსპოტი მხოლოდ დოდიმ ახსენა და ცოტათი მხარს დავუჭერ მეც :)))

    • dodka says:

      აქ ისევ იმისკენ მივდივართ – მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც ეს შენი მუჯლუგუნები რამედ ღირს. ვორდპრესს/ბლოგსპოტს ვერავინ გათიშავს, ქართულ სერვერს – ნებისმიერი, დაწყებული საქართველოს მთავრობიდან, გაგრძელებული რუსი წვრილმანი ხულიგანებით.

      და რამე რომც მოახერხონ, ეს დიდ buzz-ს გამოიწვევს მსოფლიოში. რისი ნათელი მაგალითიც იყო სოხუმი და რისი ჩვენებაც მინდოდა მე.

      რუსულ ენაზე წერას რაც შეეხება, არ ვთვლი, რომ რუსებთან ერთი ერთზე საუბარს რაიმე შედეგი აქვს. უნდა ელაპარაკო მსოფლიოს და არა რუსებს.
      ამიტომ სულ მეცინება, როდესაც ადნაკლასნიკებზე ჩამპალი ხალხი ამას იმით ამართლებს, რომ იქ რუსებს “ებრძვის და აგინებს”.

      • keti says:

        დოდი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსული ენაზე წარმართულ ბრძოლამ გამოიღო შედეგი. საინფორმაციო ომი მათ ენაზე უნდა აწარმოო, ვინც გიტევს. ამან გააღიზიანა ვიღაცები.. როგორც საქართველოში არ არის ბევრი ადამიანი, რომელიც გამართულად დაასაბუთებს აზრს და, მით უმეტეს, პოლემიკაში ჩაერთვება ინგლისურ ენაზე, ისე – რუსეთში და აფხაზეთში. ჰოდა, მასებზე მუშაობა ამ ენაზე სჯობს. როგორც ჩანს, ეს ბიჭი, ძალიან აქტიური იყო..
        და კიდევ, შედეგი მისმა ბრძოლისუნარიანობამ გამოიღო და არა მხოლოდ იმან, რომელი სერვერი აირჩია. ასე, რომ ხმელეთზე მებრძოლ ჯარისკაცებს არაფრით ჩამოუვარდება ჩემი აზრით, “ვარსკვლავად” გაღვიძება დაიმსახურა :)
        ინგლისურ ენაზე სამთავრობო დონეზეც იდება დასკვნები, ათასი დამკვირვებელი ჩამოდის და არღაცას ისინიც წერენ, მაგრამ მასაზე შეტევამ გააღიზიანა ისინი, ფაქტია. საზოგადოებრივი აზრის შერყევა არ აწყობთ, რაც ამდენი წლის მანძილზე აშენეს…
        ადნაკლასნიკებზე კი რა გითხრა, არ ვიცი, იქ რა და როგორ.. ეს ბიჭი, როგორც ჩანს, სწორი სტრატეგიით უტევდა, ზუსტად იცოდა – სად და რა შეიძლებოდა მეტი შედეგისთვის…

        თორემ იმაში ზემოთაც დაგეთანხმე, რომ ყოველთვის მეტად დაცული სერვერის არჩევა სჯობს.

        • keti says:

          პ.ს. შედეგთან დაგავშირებით ვგულისხმობდი – პირველ რიგში ბრძოლისუნარიანობამ…

  25. bigcrow says:

    რატომ მოთქვამთ, მეგობრებო?

  26. AnnA says:

    ახლა რა მოხდება, იზამს ვინმე რამეს მაგ ბიჭთან მიმართებაში თუ როგორ? თორე ჯიბეგაფხეკილი პოპულარობა ვის რა ჩემ ფეხებად უნდა… (არა, ზოგს უნდა, ალბათ) :)

  27. Pingback: ინოვაციის პრობლემა ქართულ ინტერნეტში « უსათაურო ბლოგი

  28. someone says:

    ქართულ სერვისებზე იყო აქ საუბარი…. dodka_ს ვეთანხმები იმაში რომ ქართული არაფერი არ ვარგა…. მართლა არ ვარგა…. განა იმიტომ რომ ქართულია, იმიტო რო ქართულ ვებ–სივრცეში ვერ ვხედავ მე რამე განსაკუთრებულს, ახალს…. სადაც ჩანს ახალი იდეები, აზრები და ა.შ
    იდეებს რომ თვი დავანებოთ, ყველაფერი გადმოკოპირებულია ერთი ერთზე…. კონტენტით დაწყილი, ტეხნიკური მხარით დამთვრებული….

    თუმცა არ ვეთანხმები იმაში რომ უარი უნდა ვთქვათ…. პირიქით უნდა ვეცადოთ და შევქმნათ რამე ახალი…. უკეთესი, უნდა შევქმნათ ჩვენით და არა სხვისი აზრების მოპარვით და copy+paste_ით…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s