Random, 05.08

გუშინწინ ამანათი მივიღეთ ამერიკიდან, იქ მცხოვრებმა დეიდაჩემმა საჩუქრები გამოუგზავნა ვილის.

ბევრი საკაიფო რამე იყო ყუთში, მათ შორის – სიცხის საზომი სოსკა (მაგარი იდეაა). მაგრამ ყველაზე მთავარი რასაც ველოდი – იყო კენგურუ [ვინც არ იცის – კენგურუ არის წინ დასაკიდებელი ჩანთასავით, სადაც სვამ ბავშვს და დადიხარ რამდენსაც გინდა და აკეთებ რასაც გინდა, იმიტომ, რომ ხელები თავისუფალი გაქვს].

ფერითაც აღვფრთოვანდი, კიბორგას ყველა ტანსაცმელს მოუხდება, ისეთი მილიტარი ქვიშისფერია.  გადავწყვიტე, დამეტესტა და მეგრძნობინებინა კიბორგასთვის, რაოდენ დიდია სხვაობა ხელით ბავშვის ტარებასა და მის კენგურუში ტარებას შორის. თან წარმოვიდგინე, რა საყვარლები იქნებოდნენ ასე ქუჩაში მოსიარულენი, გამვლელი გოგოშკების ოვაციებიც კი ჩამესმა ყურში, მაგრამ კიბორგამ უცებ დაანგრია ჩემი ოცნებები  – გააპროტესტა, დრო მჭირდება ამ აზრთან შესაგუებლადო და ნახევარი საათი “გაიკეთე-არ გავიკეთებ”-ში გავატარეთ.

ოჰ, ეს კაცები!

[ამ პოსტის წერისას ვიაზრებ იმის საშიშროებას, რომ კიბორგამ აღარც სცადოს კენგურუს გაკეთება, უკვე დაწერილია ბლოგზე და.]

[კიბორგ, სტუკა სტუკა, შენ ვეღარ შეძლებ აღარ სცადო კენგურუს გაკეთება, იმიტომ, რომ მე ესეც დავწერე.]

ken

კარგი, ჩემზეც დავწერ.

ტექნიკასთან ფრიად მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. კომპიუტერთან მუშაობა ვიცი, მობილურებში უცებ ვერკვევი, სარეცხი მანქანა, სამზარეულოს კომბაინი და მისთანები უსიტყვოდ მემორჩილებიან.

თუმცა არის ერთი თბილისში მეტად გავრცელებული რამ, რომელსაც ვერ ვეკარები, მიუხედავად იმისა, რომ ბებოებიც კი კარგად ერკვევიან, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ბევრჯერ დამინახავს, როგორ რიცხავენ იქიდან ფულს.

ცხოვრებაში არასდროს, არასდროს მისარგებლია თანხის გადასარიცხი აპარატებით [ე.წ. OSMP].

osmp

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

16 Responses to Random, 05.08

  1. dv0rsky ამბობს:

    magrad ascorebs es sheni axali paintebis stili :)

  2. addicted ამბობს:

    ლოლ….. მეც კეთრიანივით ვერიდებოდი მაგ აპარატს :დ

    პ.ს ამ პოსტთან არაფერ შუაშია მაგრამ სადღაც ხო უნდა დავწერო და ვიღაცას ხომ უნდა ვუთხრა არა? :დ უცბად აზრად მომივიდა ჩემი ანონიმური ბლოგის გაკეთება, სადაც ყველაფერს დავაფრქვევ თორემ ვეღარც ფორუმზე ვშლი ბოლომდე ფრთებს და ვეღარც ფეისბუქზე….

  3. Natalia ამბობს:

    ძალიან მოსახერხებელია ეგ გადასარიცხი აპარატები :))

    შენ კენგურუთი ატარე ვილი და კიბორგამ ხელით, რომ დაიღლება თვითონ მოგთხოვს მერე :D

  4. Candy ამბობს:

    eg gadasaricxi aparati roar arsebobdes me piradad davigupebodi. bankebs da sxva gadasaxdel punqtebs ver vitan :(

  5. Riablo ამბობს:

    აუ, არა რა – კაცს ნუ მოთხოვ კენგურუს გაკეთებას.

    სხვა, რაც გინდა, მოთხოვე – თუ გინდა, კორპორატიული წვეულებაზე იავნანა ამღერე, მაგრამ კენგურუს გაკეთებას და ვარდისფერი ელასტიკების ჩაცმას ნუ მოთხოვ.

  6. Leonard Shelby ამბობს:

    ეგ აპარატები რომ არა ანგარიში დაახლოებით 5-6 თვის წინ გამიუქმდებოდა. 5 ლარი ბოლოს სწორედ მაშინ ჩავირიცხე ანგარიშზე :D
    დოდ, კიბორგას ზედები მომწონს შენს ნახატებში. :D

  7. busuna ამბობს:

    vaime dodka ra maggar pozashi gyavs sakutari tavi daxatu7li moxrili fexi da joxi da ragac vaime zaaan beevri vicinee!!!

  8. keti ამბობს:

    არც მე მისარგებლია მაგ აპარატებით :)))
    არც ინტერნეტით გადამიხდია არასდროს…
    რა ვიცი :)

    სახეები ნახატებზე – ოოო :))

  9. antimelancholy ამბობს:

    au maaaagraad hatav ))
    mona lizas hom a gadahatavdi sheneburad? :D

    martla agfrovanebul var sheni primitiuli magram umagresi nahatebit )

  10. Tazo ამბობს:

    მოუხდება უჩას ბავშვთან სეირნობა, თან კენგურუთი :) აცალე ცოტა, დრო უნდა რა რომ შეეჩვიოს :) აპარატებს რაც შეეხება, არ ვიცი რა მეშველებოდა მათ გარეშე..თუმცა ბოლო დროს ვიყენებ ინტეტნეტ-გადარიცხვებს გაზის, ელექტროენერგიისა და ნეტის გადასახდელად :) ტექნოლოგიები წინ მიდის :)

  11. tatushka55 ამბობს:

    Dod, facebookzec gkitxe da ar mipasuxe an agar minaxavs, ukve atareb wilis kenguruti?
    Me ro vikitxe mxolos 3 tvis mereo

    • dodka ამბობს:

      მე ონლაინ რაც წავიკითხე უცხოურ საიტებზე, არსად წერია არ ატაროთო. კენგურუ უნდ აიყო სპეციალურად პატარასთვის პროსტა, ზურგის მხარდაჭერით, ფეხები – ცოტა განზე უნდა ჰქონდეს გაჩაჩხული და ტავის მისადებიც უნდა ჰქონდეს.
      ეს კენგურუ 3 კილოდან 10 კილომდეა სადღაც. 3 თვის მერე თუ ჩავსვი, აღარც ჩაეტევა ალბათ :D

  12. Andy ამბობს:

    კაცზე კენგურუ არც მე მომწონს …. ქალს უფრო უხდება :mrgreen:

    გადასარიცხი აპარატებთან კი მიმიშვით :mrgreen:

  13. giorgi ამბობს:

    და რას ერჩი osmp აპარატებს?

  14. kilvater ამბობს:

    კენგურუ=სქოლიოზს
    OSMP = კომფორტი და ბეზოჩერედა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s