Life & Death

წეღან ვორდპრესზე ახალი რამ აღმოვაჩინე. უფრო სწორად, ახალი არაა, ძველია, მაგრამ ადრე ეკრანის მარჯვენა კუთხეში იყო და არ მხვდებოდა თვალში, ახლა აქეთ გადმოიტანეს:

random

ვკლიკე ამ რანდომ პოსტს, ვკლიკე და ვათვალიერე შემთხვევით ამოვარდნილი საკუთარი პოსტები.

საერთოდ ჩემი ძალიან ძველი ნაწერები ცოტა ნერვებზე მშლის, ბევრი სმაილიკებია ხოლმე და რაღაც თავში წათაქება მინდება იმდროინდელი დოდისთვის. ამიტომ ძველ პოსტს რომ ვაწყდები, ვცდილობ სმაილიკები მაინც ჩავასწორო, სხვას არაფერს ვეხები, ბოლოს და ბოლოს პროგრესის ამსახველი მაინცაა.

ამ რანდომის დაჭერისას ორჯერ ამოვარდა ერთი და იგივე, არც ისე ძველი პოსტი – “ანდერძი”.

თან მანამდე საბასთან ვკითხულობდი მის პოსტს სიკვდილ-სიცოცხლის შესახებ და ორი რამის თქმა მომინდა:

  • 1. დონორობაზედ

“ანდერძში” დაწერილი დონორობა ისევ მინდა [აი, სიკვდილის შემდეგ ორგანოების გადანერგვაზე უფლების მიცემა]. ამასწინათ სიუჟეტს ვუყურე, თურმე საქართველოში თეორიულად მსგავსი რამ არსებობს, მაგრამ ჯერ არც ერთი ოპერაცია არ გაკეთებულა. ჟურნალისტი ამბობდა, ეს იმის ბრალია, რომ საზოგადოება არაა მზად და წინააღმდეგიაო, ამ დროს ეკრანზე გამოჩნდა გამოკითხულთა სტატისტიკა: 50%-ზე მეტი გაწევრიანდებოდა ამ დონორთა პროგრამაში, 30% – არ გაწევრიანდებოდა და დანარჩენმა “არ იცის”. რაღა მეტი მზადყოფნა უნდა? დარწმუნებული ვარ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ეს პროგრამა აქტიურად მუშაობს, 50%-ზე მეტი არც გაწევრიანდება რელიგიური თუ სხვა შეხედულებების გამო.

საინტერესო იყო კიდევ ამავე სიუჟეტში ეკლესიის პოზიცია. ორი მღვდლისგან იყო კომენტარი, ერთი ამბობდა, არ შეიძლება სხეულის განცალკევებაო, ერთიანად უნდა დაიმარხოს ადამიანიო, მეორე კი პირიქით, თუ ეს ვინმეს დაეხმარება და სიცოცხლეს გადაურჩენს, რატომაც არაო.

არის ასეთი სერიალი, რომელიც მეც და საბასაც მაგრად გვიყვარს, Six feet under. ჩემი საყვარელი სერიალების სიაში პირველ ადგილას დგას და არ ვიცი, ოდესმე ჩამოქვეითდება თუ არა. სერიალი ოჯახის შესახებაა, რომელსაც დამკრძალავი ბიურო აქვს სახლში გახსნილი. საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ჩემს დამოკიდებულებაზე სიკვდილისადმი.

მეც მეშინოდა სიკვდილის შემდეგ დასაფლავების, მიწისა და სიცივეში მარტო ყოფნის,  თუმცა სინამდვილეში ეგ ხომ აბსურდია, თუ ათეისტი ვარ და უარვყოფ სიკვდილის შემდეგ ცხოვრებას და მსგავს მითებს, რა სიცივე და მარტო ყოფნა ამიტყდა. რელიგიური ადამიანებისთვისაც აბსურდია – მთავარი ხომ სულია, რა აზრი აქვს, რა მოუვა სხეულს.

მეც მაგრად მინდოდა კრემაცია (რომელიც საქართველოში, როგორც ვიცი, არ კეთდება. იყო ერთი კრემატორიუმი, რომელიც გაუქმდა), და ბოლოს მივედი იქამდე, რომ აზრი არ აქვს, სიკვდილის შემდეგ ნაღდად არ მეცოდინება, რას უზამენ ჩემს გვამს და სიმართლე რომ ვთქვათ, ვეღარც ვიდარდებ ამაზე. სიკვდილისშემდგომი პროცედურები კი – ქელეხები, პანაშვიდები, დასაფლავებები, კრემაციები და ა.შ. ცოცხლად დარჩენილ ახლობლებს სჭირდებათ გამოსამშვიდობებლად და შესაგუებლად. ამიტომ რაც უნდათ, ის უქნიათ.

სიკვდილის კიდევ არ მეშინია. ან რა აზრი აქვს შიშს. ყოველ დღე მახსენდება, რომ შეიძლება დღეს საღამოს ცოცხალი არ ვიყო, ან მაღაზიაში გასული კიბორგა ვერ მობრუნდეს სახლში, მანქანამ დაარტყას ან აგური დაეცეს თავში. მაგრამ არ მაშინებს და არ მაგდებს დეპრესიაში ეს ამბავი, პირიქით – სულ მახსენებს, რომ დღესვე უნდა ვიცხოვრო ისე, როგორც მინდა, რომ ვცხოვრობდე და ხშირად ჩავეხუტო კიბორგას, რომ გული არ დამწყდეს ოდესმე.

ძალიან ხშირად ვეკითხები ჩემს თავს და სხვისთვისაც მიკითხავს – თუ აღმოაჩინე, რომ ავად ხარ და ერთ/სამ/ექვს თვეში მოკვდები, რას გააკეთებდი? და ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში – რა გიშლის ხელს, რომ დღესვე არ დაიწყო ამის კეთება, იმიტომ, რომ არ იცი, სინამდვილეში გაქვს თუ არა ერთი/სამი/ექვსი თვე, შეიძლება სულაც ერთი კვირა გაქვს, შეიძლება ერთი საათი, და ერთი საათის შემდეგ მიწისძვრა იქნება ან რუსეთი ომს დაიწყებს და ბომბი დაგეცემა და სიკვდილის წინ გაიფიქრებ – აი რა ჯანდაბად, რა ჯანდაბად ვეჩხუბე საყვარელ ადამიანს იმის გამო, რომ ატმის წვენის ნაცვლად ბანანის წვენი ამოიტანა მაღაზიიდან…

saza

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

27 Responses to Life & Death

  1. ნუ მაგ ნახატში არის ერთი უზუსტობა: ისეთი დიდი რამის დავიწყება როგორც საზამთროა – გამორიცხულია(თანაც იმიტო რო მეორ მაღაზიაში უნდა წავიდე მაგისთვის და – რაღაცისთვის ხო მოვედი თქო აქ და მაფიქრდება რისთვის…)

    აი დავიწყება თავისუფლად შეიძლება:
    “საწაბელეა გემო-სი (სხვა არ იყიდო!)”
    პურის (ერთ დღეში მესამეჯერ)
    დაჭრილი პამიდორი მავიწყდება კიდე პერმანენტულად

    სიკვდილზე იქ, საბუნიასთან, ვთქვი და აქ ნუ რა – ვეთანხმები კომბინატის დირექტორს.

  2. keti says:

    დოდი, მომწონს შენი დამოკიდებულება, ანუ ყოველდღე გააკეთო მაქსიმუმი და რომ აზრი არ აქვს შიშს….
    და კიდევ, შენი ნახატები ძალიან მომწონს :) ისე კარგად გადმოსცემ ემოციებს, აი, თუნდაც ამ სურათში :)

  3. 2kija says:

    მე არ მესმის როგორ შეიძლება არსებობდეს სიკვდილი, ანუ რაღაც სუბდსტანცია გაქრეს ისე რომ არაფერსი არ გადავიდეს. ფიზიკური კანონები ეწინააღმდეგება ამას. ამიტომ რეინკარნაციის მჯერა ძალიან )))

  4. Bas says:

    hm, donorba kaia mament :) Tumca araferi ar mivarga me :D lol :D

    • dodka says:

      უფ, მოგიძებნიან რამეს გადასანერგს, თუნდაც კანს :დ

      პახოდუ შენი “უკვალოდ გავქრები” შიშიც გაქრება :დ

  5. unaamarga says:

    მეც მიფიქრია ბევრი დონორობაზე და საბოლოო ჯამში, ყველა ორგანოს დონორი ვიქნებოდი (ვიქნები), გულის გარდა.

  6. utvino says:

    მეც დიდი ხანია მინდა დონორობა …
    ჩემი ვინმეს რამე თუ გამოადგება რამეში რა ჟმოტობააა საფლავში თუ კრემატორიუმში თან წაღება… ასე რომ წაიღეთ, წ ა ი ღ ე თ …

    ხო და ნახატი იმდენად სერიოზული იყო, რომ სხვაზე არაფერზე კომენტარის გაკეთება არ მომინდა : )))

  7. აუ ”გემო” ზე მეც მაგრად ვაფანატებ, მშვენივრად არის შეზავებული.

    თემაზე კი, მარკ ტვენის გამოთქმა მიყვარს, რომელიც ათეისტი იყო და მორწმუნეები ეკითხებოდნენ, კი მაგრამ სიკვდილის არ გეშინიაო? სემუელი პასუხობდა: – ”არ მეშინია, იმიტომ რომ სანამ დავიბადებოდი სულ მკვდარი ვიყავი და სულაც არ ვგრძნობდი თავს არაკომფორტულადო.”

    ის რომ ამ პლანეტაზე, როდესმე ვიცხოვრეთ, ავად თუ კარგად, უკვე დიდი ბედნიერებაა, იმიტომ რომ უამრავი სპერმატოზოიდი ვერასდროს გახდება ადამიანი, აი ჩვენ კი ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ ყველას გავასწარით და მინიმუმ ერთხელ ყველას ვაჯობეთ. :D

    დონორობა მაგარი პრაქტიკაა ძალიან, იცოდე რომ შეგიძლია სასარგებლო იყო არა მარტო სიცოცხლისას არამედ სიკვდილის შემდგომაც – კარგი მოტივატორია, უფრო მეტიც, არ მესმის რატომ უნდა გინდოდეს ადამიანს მთელი სხეულით დამარხვა (ნუ, გარდა აპოკალიფსისას ყველა რომ ავდგებით და ავმაღლდებით და იესო რო ჩამოვა და სახეს აახევს კაცობრიობას და ა.შ.) მაგ. აშშ, არა მარტო დონორობენ, არამედ ხშირად საკუთარ სხეულს უტოვებენ სამედიცინო ინსტიტუტებს, მასზე დაკვირვებების და გამოკვლევების ჩასატარებლად, ბევრ გვამს, მაგალითად სპეციალურ გამოყოფილ ადგილას, ბუნებრივ პირობებში აგდებენ და გახრწნას აცდიან, რომ გაიგონ როგორ იხრწნება სხეული და რა სტადიაზე როგორ გამოიყურება, შემდგომში ეს ცნობები გამოძიებას უწევს უზარმაზარ სამსახურს.

    ესეც ბესტსელერი აღნიშნულ თემაზე (ცოტა სახუმარო ენით კი არის დაწერილი, მაგრამ ძალიან საინტერესოდ) http://rapidshare.com/files/263159793/Mary_Roach_-_Stiff__The_Curious_Lives_of_Human_Cadavers.pdf.html

  8. somebody says:

    ნეტა გადანერგილი ორგანოს ხელმეორად გადანერგვა თუ შეიძლება? :D ანუ ჩემი სიკვდილის მერე რომ ჩემი გული ვინმეს მისცენ და იმის სიკვდილის მერე კიდე სხვას ….

  9. somebody
    შენ თუ ახალგაზრდა არ მოკვდი – შენი გულის გადანერგვას ისედაც აზრი არ აქვს.

    და თუ ახალგაზრდა მოკვდი, მერე შენი გულ გადანერგილი ადამიანი ისე მალე დადგა ისე მაგრად ფეხზე რო მოახერხა ასევე ახალგაზრდამ სიკვდილი – იასნია კიდე შემდეგსაც გადაუნერგავენ.

    მარა ობშიაკში გული იმაზე მეტ ხანს არ იცოცხლებს ვიდრე 1 სხეულში იცოცხლებდა, ანუ დაბერებას მაგით ვერ “დაემალები” – პირიქით, ვფიქრობ იზნოსი უფრო გაიზრდება და გადანერგილ-გადმონერგილი გული უფრო მალე დასუსტება და დაიბრიდება ვიდრე შენს საკუთარ სხეულში რო დარჩენილიყო (ნუ იმ აგავორკით რო შენ სხვებთან სედაერებით უფრო აგრესიული მწეველი/მსმელი და სკამზე უსაქმოდ მჯდომარე არ ხარ)

    • ეგრეა, გადანერგილი გული როგორ წესი სადღაც 2-3 წლით ახანგრძლივებს სიცოცხლეს, თუმცა არის გამონაკლისებით, მაგრამ მთლად მასე ”დაშლილებში” ვერ იშოვი რა.

  10. teaele says:

    საინტერესო ვინმე ხარ

  11. piccolina says:

    ჰეჰ
    ბევრი სმაილიკები ჩემთან იკითხე )) უზომო რაოდენობისაა
    და ჩემთან ბევრი პოსტია, რომლებსაც სიამოვნებით წავშლიდი, მარა დავწერე უკვე ერთ პოსტში, რომ (შენც როგორც თქვი) ძველი მე-ს ამსახველია ეს და კარგია რომ არის და უნდა დარჩეს ))

    ხო, გარდაცვალებას და საფლავში მარტო წოლას რაც შეეხება, არასოდეს მიფიქრია მაგაზე, მარა როცა ცივა ყოლევთვის იმაზე ვფიქრობ, რომ ბებო იქ მარტო წევს სიცივეში და მინდება რომ მივუწვე და გავათბო ))) არადა რაღა გაათბობს ))

    ხო, და ბოლოს, დღეს ვფიქრობდი, ახლო მომავალში უნდა დავწერო ამაზეთქო (რაღაც არსებობს). ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც მიყვარს, მარა ვერ გამოვხატავ. აი საკმარისია წარმოვიდგინო, რომ ხვალ მოკვდება, ეგრევე მახსენდება, რამდენი რაღაცა დამრჩება გაუკეთებელი რისი გაკეთებაც მისთვის/მასთან ერთად მინდოდა, მარა ვერ მოვასწარი და ეს დედამოდღნული, რა მიშლის ხელს რომ დღესვე გავაკეთო ხო?

    სიზარმაცე.ჯი <— მაგარი საიტია ^^

    აუ რამდელა კომენტი დავწერე ე
    კიბა მეტაკა ))

  12. რემედიოსი says:

    დოდი, Six feet under-ს საიდან იწერთ შენ და საბუნია?

  13. dodka says:

    ტორენტებიდან ვიწერდი ხოლმე.

    ოფფლინე.გე-ზე დევს პირველი სამი სეზონი ისე. აი, პირველი: http://www.offline.ge/2008/10/31/six-feet-under-season-1-complete.html

    • dodka says:

      მაგრამ ახლა შევამოწმე და ზოგი სერია წაშლილია სერვერებიდან :/ :( მხოლოდ პირველი 4-ს ლინკი მუშაობს მგონი.

  14. თაა says:

    დღესვე უნდა ვიცხოვრო ისე, როგორც მინდა, რომ ვცხოვრობდე და ხშირად ჩავეხუტო კიბორგას, რომ გული არ დამწყდეს ოდესმე.

    au ramdeni mifiqria mag sakitxze
    am bolo dros dimas 3 jer zedized daesizmra ro sikvdils mikavda
    nonsensia magram cvetshi esizmreboda da ro momikva ise davigruze lamis saxlidan ar gavushvi

    me meshinia sikvdilis, ara chemi aramed axlobeli adamianis sikvdilis. an dima an viki rom ar mekolos ar vici raga iqneba cxovreba mat gareshe

  15. int3lig3nt says:

    15 წლიდან სიკვდილს ველოდები. თან საშინელ სიკვდილს… თავისი ტანჯვით, ცოცხლად ჩამოხმობით და ათასი უბედურებით.

    სულაც არ მიფიქრია, არიქა დროზე მოვასწრო ყველაფერი და დარჩენილი ცხოვრება სიამოვნებაში-გავატაროო.
    პირიქით, ძალიან ბევრ რამეს ვიკლებდი. იმიტომ რომ ყველაფერი სულერთი იყო.

    ვცხოვრობდი იმაზე მოკრძალებულად, ვიდრე უნდა ეცხოვრა ჩემი ასაკის ბიჭს. ნაადრევად დავსერიოზულდი. ნაკლებად ვიღიმებოდი.

    თუმცა არც ფარ-ხმალი დამიყრია, შეძლებისდაგვარად ვაგრძელებდი ცხოვრებას… ვსწავლობდი, ვმუშაობდი… არ მინდოდა ოჯახის წევრებს ეგრძნოთ, რომ იმაზე ადრე მოვკვდი, ვიდრე სინამდვილეში.

    აი ასე გავატარე დაახლოებით 10 წელი.
    საშინელებაა, უახლოეს ერთ თვეზე მეტ გეგმებს ვერ აწყობ, არ იცი, იმის იქით რა იქნება.

    შარშან, 8 დეკემბერს კი, ექიმთან მორიგი ვიზიტის დროს, აღმოჩნდა, რომ რაღაც სასწაულებრივად, გამოსწორებულია სიტუაცია. ნუ, ყველაფერი არ მოგვარებულა, მარა ცოცხალი ვარ და ვიცოცხლებ.
    საერთოდ არ გამხარებია… პირიქით… დამენანა ის დაკარგული 10 წელი, დაკარგული ადამიანები, სიყვარული :(…
    აღმოვჩნდი სიცარიელეში. წარსულიც დავკარგე და მომავალზეც ვეღარ ვფიქრობდი.

    მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, 8 დეკემბერს მეორედ დავიბადე და ეხლა ვიწყებ ცხოვრებას.

    ვიცი, აბდაუბდად დავწერე, მაგრამ არ მაქვს თავი შესწორების.
    ეს ამბავი არსად არ დამიწერია და უახლოესი ადამიანების გარდა არავინ არ იცის.
    რატომღაც მომინდა და დავწერე.
    ვოტ!

  16. uni says:

    ხო six feet under მაგარია, ის ბოლო წუთებიც და საერთოდ ყველაფერი. ისეთია მერე ცხოვრებაში რაღაც მომენტებში ყოველთვის გახსენდება ხოლმე :))

  17. intel
    ხაჩუ წიბე აბლამაწ:
    1. 50%-ია შანსი რო შენ მოკვდები უახლოეს 5-10 წელიწადში
    2. 70%-ია შანსი რო შენ მოკვდები უახლოეს 15-20 წელიწადში
    3. პრაქტიკულად 100%-ია შანსი რო შენ მოკვდები უახლოეს 30-40 წელიწადში.

    რა შეიცვალა??

    სუ ეს მაცინებს ხოლმე, რო გაიგებენ რო შიდსი აქვთ, 5 წელი დარჩათ და რო დნებიან და ლპებიან უბედურებისგან. გვერზე მყოფი “ჯანმრთელი” კიდე გავა ქუჩაში და დაბრიდავს მანქანა, და პარალელს ვერ ავლებენ რო – მე კიდე 5 წელი ვიცხოვრებ, სპიდიანი, და ის უკვე მოკვდა…

    “მნე ვიპისალი პრიგავორ – უ მინია რაკ” – და წავიდა ტრაგედიები…

    და ბლიაძ ნამ ვსემ ვიპისალი პრიგავორ – მი რაძილის.

    პრი ეტომ ისევ და ისევ პრიგავორი რო 1 წელიწადში მოკვდები ნიშნავს იმას რო ძალიან ბევრზე გვიან მოკვდები ვისთვისაც ასეთი კონკრეტიზირებული პრიგავორი არავის უჩუქნია…

    ზა ტო ძალიან საინტერესო იყო საუბარი თემაზე “თუ იცი რო მოკვდები არაფრის კეთება არ ღირს” – ზუსტად მაგის თქმა მინდოდა ფაზანდას ბლოგზე სიკვდილ/სიცოცხლის თემაზე.

    მე მაქვს თეორია რო თუ ნამდვილი ათეისტი დაჯდება და ბევრს იფიქრებს მივა ერთადერთი გაადწყვეტილებამდე რომელიც შეიძლება არსებობდეს ათეისტისათვის, ერთადერთ გადაწყვეტილებამდე რა მიმართულბით უნდა იცხოვროს საერთოდ იმისთვის რო მის ცხოვრებას იქნებ ქონდეს აზრი…

  18. int3lig3nt says:

    კიბორგ, ბევრი რამე შემიძლია დავაციტირო შენი ტექსტიდან და გიპასუხო, მაგრამ არ მაქვს არც დრო და არც დებატებში შემოსვლა მინდა ჩემთვის პრობლემურ საკითხზე.
    მხოლოდ ერთს გეტყვი, რომ შენს მიერ ზემოთხსენებული ნებისმიერი შემთხვევა (აგურის დაცემა, ავტოკატასტროფაში მოყოლა და ა.შ.) შეიძლება დაემართოს “პრიგავორიანსაც”. ასე რომ “ჩვეულებრივ მოკვდავებზე” წინ ტყუილად აყენებ :).

    ჩემს ამბავს რაც შეეხება, გვერდიდან ასე ჩანს და ახლაც, ამ გადმოსახედიდან რომ შევხედო, შეიძლება დაგეთანხმო, მაგრამ მე კარგად მესმის მაშინდელი ინტელასი (მაშინ ინტელა არ ერქვა :D).
    15 წელი არ არის ის ასაკი, ყველაფერი რომ სათანადოდ გადახარშო და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
    თუმცა ესეც სადავოა, რა არის სწორი და რა არასწორი :).

  19. Maia says:

    Tqvens nacerebs rom vkitxulob sul vfiqrob mamebis da shvilebis mudmiv omze.
    Am problematur temaze araerti dacerila da tqmula, magram aravis ar daufiqsirebia ramdenad sasargebloa es blogebi da ra kavshiri aqvs mas am problemastan ( exla mivxvdi dodi amas).
    Xom gagigiat yvelaferi axali kargad davicyebuli dzveliao, xoda carmoidginet sul ragac 20 tu 30 clis shemdeg :)) tqvens shvilebsac sheacuxebt aseti azrebi da tqven ifiqrebt: ra ubedurebaa, ra gamoshterebuli axalgazrdoba camovdao :)).
    Chemo dzvirfasebo rac ufro vuaxlovdebit sikvdils, mit ufro naklebs vfiqrobt da vcdilobt meti gavaketot chveni shvilebisatvis. samcuxarod gvavicydeba ras da rogor vfiqrobdit 20-30 slis cin.
    Samcuxaarod chven ar vcerdit chveni grdznobebis shesaxeb da rasac vcerdit isic didi xania gavanadguret, rom aravin caikitxos:)).
    Dodi tqven ki girchevt sheinaxot es nacerebi da Vilize rom gabrazdebit gadaikitxet, iqneb aman cota dagacynaros. ar vici ramdenad gishvelit, magram mainc :))
    Mainteresebs tqveni azri am problemaze, Dodi erti tema miudzgveni am temas, dzalian mindarom vicino :))
    Rac sheexeba cxovrebis azrs Cyborg:)), mgoni exla mag kitxvebs agar unda svamde, ukve gviani :)), tqveni yvelaze mnishvnelovani cxovrebis azri Vilia, ra unda iyves magaze mnishvnelovani ?????????

  20. ინტელ:
    გეთანხმები რო ასაკს ძალიან გააჩნია :(

    მაია
    ვილის ცხოვრების აზრი ვარტ ჩვენ(იმ გაგებით რო აბა ვინ აჭმევს) თორე ჩემი აზრი რატოა ვილი? – ვილის თავის ცხოვრება აქვს და მე მისი ცხოვება რო აზრად გავიხადო – ზნაჩიტ იმედები უნდა ჩავდო მასში და ზნაჩიტ ფრუსტრირებული ვიყო მისით საბოლოო ჯამში და ვეჩხუბო და ვეომო და…

    ამაზე ბევრი მიფიქრია რო მე ვარ ჩემთვის, ვილი არის თავისთვის, უნდა ყველაფერი ვქნა რო ეს ასე დარჩეს, მე უნდა ვეცადო მოვამზადო რაღაცეებში რასაც მე იასნია მგონია რო გამოადგება, და შეიძლება სუ ზედმეტია, და მერე ის იცხოვრებს როგორც უნდა, ჩემი ცხოვების აზრი კიდე სადმე სხვაგან უნდა ვეძებო და სხვა რამეში (და მგონი კარგად გამომდის)

    მიუხედავად ამისა იასნია ყურადღება არ უნდა მოვაკლო… და ეს ბალანსირება იქნება მუდმივად ყველაზე რთული იასნია.

    რაც შეეხება იმას რო გაიზრდება და იტყვის “თუ თქვე წინა საუკუნის ბებრებოო” (და ჩვენ იმენნა “წინა საუკუნისები” ვართ) – იასნია ასეც იქნება და დღეს ბევრს ვიცინით ხოლმე ამაზე და წარმოვიდგენთ რა შეიძლება დაგვიძახოს რო გაიზრდება.

    იასნია აუცილებლად გვეჩხუბება, აუცილებლად განგვიდგება, აუცილებლად იზამს იმას რაც არ გვინდა რო ქნას და აუცილებლად იბრძოლებს ჩვენს წინააღმდეგ.

    საკუთარი ცხოვრების შემხედვარე ვფიქრობ რო ეს ყველაზე სწორია რაც შეიძლება ქნას.

    მიუხედავად იმისა რო თუ ჩაუღრმავდები ადამიანი – ის რაშიც შენს მშობლებს ადანაშაულებ – არის იმის მიზეზი როგორიც ხარ დღეს (ან სხვნაიარად “როგორი კარგიც ხარ დღეს”) – მარა მაინც უნდა ეჩხუბო და ეომო.

    მშობელი უნდა შეეგუოს რო მისი კაიფი იმაში არ არი რო “რო გაიზრდება უკან დაგიბრუნებს მთელ სიკეთეს რაც მასში ჩადე” – პირიქით, გარანტირებულად დაგიბრუნებს უკან წიხლებს.

    მშობლობის კაიფი არი მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმაში რო ბავშვი გინდოდა, გინდოდა რაღაც რაც იყო აბსოლიტურად ახალი ამ სამყაროში, გააჩინე და მერე გაზარდე – ვსიო, შენ შენი კაიფი მიიღე(შესაბამისად ყველა ვინც “წვალებად” უდგება ბავშვის ზრდას იზარალებს ორმაგად, იმიტო რო პროცესიც არ გაუსწორდება და რო გაიზრდება ვერც feed back-ს ვერ მიიღებს).

    მეტი არაფერი, მერე იტოვებ იმედს რო ის რო გაიზრდება, თავის შვილს გააჩენს და იმას მსიცემს ყველა სიკეთეს რაც შენ შენ შვილს მიეცი.

    ცუდი ამაში სხვა რამეა, “კარგად” გაზრდილი ბავშვი რამდენად შეიძლება გაიაზროს ეს ყველაფერი?

    ანუ აი “ინკუბატორულად” რო გაზარდო – ეს კარგია თუ ცუდი?

    ასე მაგალითად დედაჩემს ცხოვრების რაღაც პერიოდში, მძიმე დრო ქონდა და ნუ წამოცდა ფრაზა “შენ ინვესტიცია ხარ, ხანგრძლივი ინვესტიცია, რო გაიზრდები მერე უკან დააბრუნებ” -ო, მგონი დაჟე კარგ კონტექსტში, რაღაცა მიყიდა რაც მინდოდა და თავს დამნაშავედ ვგრძნობდი იმიტო რო ფული არ გვქონდა ან რამე ასეთი.

    მარა მე ვერ ვაპატიე რო გავიზარდე.

    ზა ტო მერე ბევრი ფიქრის მერე მივედი დასკვნამდე რო ენერგია უნდა ბავშვში ჩადო იმისთვის რო მერე იმან თავისაში ჩადოს და არა უკან მოთხოვო მშობელმა.

    მიხვდება კი იგივეს ჩემი შვილი თუ მე “ცუდი” მშობელი არ ვიყავი რაღაც მომენტში და ასევე არ ვუთხარი რო უკან დამიბრუნებ თქო და აგრესია არ გამოვიწვიე?

    რა არის “კარგი” გაზრდა მოკლედ ძალიან რთული თემაა…

    • dodka says:

      აბსოლუტური, 192833000%-იანი შეცდომა მგონია ბავშვის ცხოვრების აზრად გადაქცევა. მითუმეტეს, მისი მოაზრება საკუთარ გაგრძელებად.

      ამით იმასაც ზედმეტ ტვირთს ჰკიდებ და წლების მერე (მაქსიმუმ 18-20 წლის შემდეგ) გარანტირებულად ფრუსტრირებული ხარ, ურთიერთობაც უფრო დაძაბულია.

      ის, რომ ვილი არსებობს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავის თუ ცხოვრების აზრის თუ რაც იქნება იმის ძიება და გადავერთოთ მხოლოდ მის გაზრდაზე.

      ამას მოჰყვება დაყვედრებები მშობლების მხრიდან (“შენი გულისთვის ამას და ამას ვშვებოდი, შენ კიდევ”…) და უფრო მეტი აგრესია – ბავშვის მხრიდან.

      ის კი არა, ბავშვი რომ ჩნდება იმჰო პირიქით, უფრო უნდა ეცადოს ადამიანი რაღაც თავისი სამყარო შექმნას, ახალი ჰობი გაიჩინოს, რამე ქნას რა, რომ რამენაირად ამ ბავშვში ჩაფიჩინებას და საკუთარი პიროვნების გადღვებას გადაურჩეს.

      მინდა ვილის გარეშე ცხოვრება, ახლა რომ რამე მოუვიდეს? – არა.
      ვთვლი, რომ ის ჩემი ცხოვრების აზრია? – არა.

      რაღაც ასე, საჭმლის გარეშე ვერ ვიცხოვრებ, მაგრამ საჭმელი ჩემი ცხოვრების აზრი არ არის.

      მოკლედ, ამაზე იმდენი ვილაპარაკეთ იმ 9 თვის მანძილზე მე და კიბორგამ + კიდევ მანამდე “მოსამზადებელ” პერიოდში :დ

  21. dodka
    კიდე ერთი:
    უნდა შეიქმნა ახალი ჰობები, ცხოვრების აზრები, პრინციპები და იდეები იმისთვის რო იყო მაგალითი.

    მე ეს მაფიქრებს სულ რო კი არ უნდა ეცადო “ასწავლო” და “აუხსნა” და “მოამზადო”

    უნდა უბრალოდ აკეთო შენტვის და ის თავის პონტში დაინახავს რაც უნდა. იმას მაინც დაინახავს რო რაღაცეები შეიძლება ასე გიყვარდეს და ასე მონდომებით აკეთებდე.

    სუ ვფიქრობ ხოლმე აკნოტას შვილებზე რო აკნოტა მაინდმაინც მიფიჩინებული მამა არ არის, ანუ არ ზის და მისი “იმედები” ბავშვებში არ დევს, მარა არის ძალიან გენიალური მაგალითი, არის სულ ბავშვებთან და ცხოვრობს სულ თავისი ცხოვრებით.

    იასნია რო ბავშვები რო გაიზრდებიან მინიმუმ მამამისის ნაირი იდეინნი კლიენტები იქნებიან, ეცოდინებათ რო ცხოვრებაში არასოდეს არ უნდა “დალპე” რო 40 წლამდეც შეიძლება იყო აქტიური და არ ხარ არანაირი “ბებერი” და არ უნდა დაჯდე ტელევიზორის წინ.

    ეცოდინებათ როგორ შეიძლება გაგიტაცოს რამემ და რო ეს დანაშაული არ არი.

    ეცოდინებათ როგორ უნდა იყო პროფესიონალი შენ საქმეში და როგორ მიაქციო ყურადღება უმცირეს დეტალებს (აკნოტა პროფესიით იუველირია და მუშაობს უცხოურ ზაკაზებზე, სახლში აქვს ყველაფერი ტექნიკა და სახლშივე მუშაობს ბავშვების თვალწინ…)

    მოკლედ მაგრა ველოდები გიორგის გაზრდას, რომელიც 11-ის არი ეხლა და უახლოეს წლებში უცებ დაიწყებს პიროვნებად ჩამოყალიბებას და დავინახავ ექსპერიმენტის შედეგებს.

  22. Maia says:

    Absoliturad getanxmebit,
    Magram tqven mtlad scorad ver gamiget, an me ver davcere gasagebad. Irakli rom chmi cxovrebis azria (da is namdvilad aris), es absoliturad ar nishnavs, rom misi cxovrebit vicxovro da chemi yvelaferi gverdze gadavdo, piriqit me magaze vmushaob zustad, rom magaliti viyo da bavshvs ‘gza gavukafo’ ( gatkepnili frazaa vici).
    Minda, rom chemi shvili chemit amayobdes. scored magitom vscavlob da viklav tavs am gadasakargavshi.
    Sxvata shoris shedegi ukve gamoigo shemma shromam da mashin roca aq dabadebuli bavshvebi 6 clis asakshi verc ceren da verc laparakoben, Iraklim am 3 celicadshi cera iscavla da gadasarevad kitxulobs, matematikaze agar vlaparakob :)), ritac mteli skola agfrtovanebulia da mec vamayob :)). Es aris, absoliturad martali xar cyborg, piradi magaliti.
    Ra tqma unda amas marto Iraklistvis ar vaketeb, magram damijeret shvili imxela bidzgi da stimulia :))
    Ubralod minda vtqva, rom rasac adre chveni tavistvis vaketebdit, exla chveni shvilistvis vaketebt da ‘feedback’-ze laparakic zedmetia. Me minda chemi shvili chkviani iyos da ar daikargos am junglebshi, garda amisa me minda shevuqmna imdeni rom chemnairad gachirvebit ar icxovros, iman tavis shvilebs sheuqmnas da myavdes dzlieri da janmrteli shtamomavloba :))

  23. sheila says:

    მეც უდიდესი სიამოვნებით დავთანხმდებოდი სიკვდილის შემდეგ ( და არა მანამდე :) ) ჩემი ორგანობის გადანერგავზე, ეგ კი არა და, მეზობელი მყავდა, სიე გაუჭირდა, რომ სიცოცხლეშივე მიჰყიდა ჩონჩხი სამედიცინო ინსტიტუს და მთელი დეკანატი ამ კაცის სიკვდილს ელოდებოდა. ისე, კი მოკვდა უკვე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s