Mrs House in da house

ვინც კიბორგას გესთ-პოსტი [პირველი ნაწილი, მეორე ნაწილი და მესამე ნაწილი] ვერ/არ წაიკითხა სიდიდის გამო, მოკლე შინაარსი ასეთია: ადრე კიბორგა იყო ისეთივე ჰომოფობი, როგორიც ყველა სხვა ქართველი მურთაზი. შემდეგ ამერიკაში ცხოვრებისას მოხვდა გეების რაგბის გუნდში. აქ ნახა კაი როჟა გეი, რომელსაც ეძმაკაცებოდა, იმიტომ, რომ საინტერესო ტიპი იყო, ასევე ნახა ცანცარა გეი, რომელიც რაგბის მოედანზე სულაც არაგეიურად იქცეოდა. ბევრი იურთიერთა თუ ცოტა იურთიერთა, დაასკვნა, რომ ის გეები კარგი როჟები არიან, ვინც თავის დამკვიდრებას საკუთარი ორიენტაციის ხაზგასმით და ცხვირში შეთხრით არ ცდილობენ. აი “პაკო” გეები კი, რომლებიც ცანცარებენ, ყველას აღიზიანებს ორიენტაციის მიუხედავად [ანუ ეგეთი გინდ სტრეიტი იყოს გინდ ქალი, გინდ გეი, მაინც გაგაღიზიანებს].

დღეს რამდენიმე კვირის შემდეგ პირველად გავქექე ჩემი გარდერობი და აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი დარეცხილი იყო და… ჩემს რამდენიმე საყვარელ ფერად მაიკას მოშავო ფერი გადაჰკრავდა, რის გამოც იატაკის ტილოს უფრო ჰგავდა, ვიდრე ტანსაცმელს, რომლითაც შეიძლებოდა სახლიდან გასვლა.

თუმცა გარდერობის მნიშვნელოვანი ნაწილის გაიატაკისტილოებისაგან მიღებული ემოციური შოკი მალევე გაუფერულდა იმით, რომ 2 საათზე მე და ყვავას ტელეკომპანია “იმედში” გვქონდა შეხვედრა გიორგი ჯანელიძესთან (“ღამის შოუს” წამყვანი). ნი2 ნიუსის ნახვის შემდეგ დაგვიკავშირდნენ, სცენარისტებს ეძებენ.

მე მეგონა ჯანელიძე თამაშობდა ისეთ ტიპს, როგორიც ეკრანზეა… თურმე არ თამაშობს! არანაირი ემოცია მის სახეზე, მაგრად გამიჭირდა ურთიერთობა, ვერანაირ feedback-ს ვერ ვიღებდი იმაზე, რასაც ვამბობდი – მოსწონდა, არ მოსწონდა, მეთანხმებდა, არ მეთანხმებოდა, გამეგრძელებინა ლაპარაკი თუ მომეკეტა.

რაიმე რუბრიკა მოიფიქრეთო, ან თუ ვერა – სცენარისტები არსებულ რუბრიკებშიც გვჭირდებაო. ან თუ გინდათ “შუა ქალაქში” სცადეთ ბედიო. [რა საინტერესოა – ერთი წლის წინ “შუა ქალაქის” კასტინგზე ვიყავი და ვერ გავედი, ახლა კი შემიძლია მისი სცენარისტი ვიყო.] 10 აგვისტოს გვაქვს შემდეგი შეხვედრა და მერე ერთთვიანი გამოსაცდელი ვადა. მაგ დროისთვის საბუნიაც ჩამოვა ამერიკიდან და შემოგვიერთდება.

რომც არ მომეწონოს ამ ერთი თვის ვადაში არსებული სიტუაცია, ან იმათ რომ არ მოვეწონო, მაინც ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება კომედიური შოუების კულისებში შეჭყეტა.

საღამოს კიდევ ომედიასთან ვიყავი შეხვედრაზე. ვილაპარაკეთ პროექტზე, რომელიც მალე ბევრი ბლოგერის სამაგიდო საიტად იქცევა, ცოტა კარაოკეც ვიმღერეთ და მე ვიყავი უბედნიერესი, რომ სახლში ლოგინში კი არ ვიწექი, გარეთ ვიყავი, ადამიანებს შორის და ადამიანურ თემებზე ვსაუბრობდი.

houseმთელი დღის მანძილზე საკმაოდ ბევრი ვიარე და ფეხი არ დამღლია, არც მტკენია და არც მოჭრის და გადაგდების სურვილი გამჩენია. პირველი დამოუკიდებელი გასვლა იყო და ფრიად წარმატებული, სახლში შემოსვლა აღარ მინდოდა, მაღაზიაშიც კი შევბოდიალდი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ ვილის დამოუკიდებლად გავასეირნებ!

ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ცოტა უდროო დროს კი მომიწია, მაგრამ ფეხის მოტეხვა ცუდი მოვლენა არ იყო. ყოველ ნაბიჯს ისე ვაფასებ, ახლიდან ვსწავლობ სიარულს, მახარებს ისეთი რამეები, როგორიცაა შესაძლებლობა ბავშვი ერთი ოთახიდან მეორეში გავიყვანო, კიბორგას ყავა დავუსხა და საჭმელი გავუცხელო.

კიდევ დიდხანს, დიდხანს არ დამავიწყებს ეს ფეხი თავს წვიმიანი ამინდების დროს ატკიებით და იმის შეხსენებით, რომ ძალიან ბედნიერი ვარ – სიარული შემიძლია!

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

11 Responses to Mrs House in da house

  1. dodka says:

    აუ, ნახატში ორჯერ მიწერია “რამე”. :დ

    რა ცუდია,რომ უცებ ვერ დავაედიტებ :დ

  2. busuna says:

    so sweet :boli:

  3. HoNeY says:

    esegi dadeqi fexze da egaa… kargia. gilocav detka…blin menatrebit da xval movdivar, aucileblad na dniax shemogirbent
    eeehh shua kalakshi monacileoba rogor minda…. midi midi iscenaristet tkven, ikneb rame roli gamichalichot haaa lol

  4. piccolina says:

    ეეეეეე რა მაგარია, დოდ
    გილოცავ წარმატებას :2კისს:
    გეთანხმები, ფიდბექის გარეშე საუბარი ძალიან ძნელია. დაჟე ცდა ჩატარდა მაგაზე. გამოცდაზე ვისაც უღიმოდნენ და ეუბნებოდნენ კარგია, შემდეგ, ასე და ბლა ბლა ისინი მთლიანად ავლენდნენ თავის ცოდნას.
    რა შუაში იყო, მარა უფიდბექობაზე გამახსენდა ))

    პ.ს. სურათზე ბოლო რამდე მოაშალე და ეგაა ;)

    ხო და ძალიან მომეწონა კიდევ
    მე მქონდა იდეა დაგუგლვის ნაცვლად თემის შესაფერისი სურათები თვითონ დამეხატა და გადამეღო და ამეტვირთა, მარა სიზარმაცე ჩემი ახლო მეგობარია )))

  5. ket says:

    dood, gexvecebi janelidzis shows sad vuyure interentshi mimascavle ra..
    :)

  6. unaamarga says:

    რამდენიმე წლის წინ ორივე ფეხი დავიწვი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ამბის შემდეგ თავიდან ვისწავლე სიარული. ასე რომ ძალიან კარგად მესმის, რასაც ახლა გრძნობ. ხო, რაც მთავარია, გილოცავ და წარმატებებს გისურვებ!

  7. dodka says:

    ket, video.google.com -ze daserche qartuli asoebit gamis shou da amogiyris. Parkshi vart me da vili, gamovedit saseirnod! Da mobilidan vcer :p

  8. ლიკა says:

    დოდ, შენი ტანსაცმელი მე გავრეცხე!!! (ნუ, ხომ იცი, იმ წინა ბინის მერე რაღაცნაირი სუნი ქონდა ყველაფერს და მეთქი რამე მავნე სოკო არ იყოს, მაინც ბავშვი გაჩნდა და რაღაც ეგეთები _ ხოდა შევყარე მანქანაში) ჩემი ჭკუით ძალიან ვეცადე, რომ ძალიან დაბალი ტემპერატურა ამერჩია, რომ არაფერი გაფუჭებულიყო! და მართალი გითხრა მეგონა რომ არ გავაფუჭე :( :( :(

    sorry!!!!!!! :(

    რა ქენი, ასეირნე ბაია?

  9. keti says:

    წარმატებები, დოდი! :))

  10. Pingback: სცენარისტი – დღე პირველი « Dream is Destiny

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s