Me on FB

გადავწყვიტე, რომ ვცადო და ფეისბუქზე ჩემი აქტივობანი (გაზიარებული ლინკები, დაპოსტილი ფოტოები და რაც მთავარია – სტატუსები) დროგამოშვებით, 1-2 კვირაში ერთხელ ბლოგზე პოსტად გადმოვიტანო ხოლმე. გამოდის, რომ იქ უფრო აქტიური ვარ, ვიდრე ბლოგზე, რის გამოც ლინგვისტუსამ საინტერესო პოსტით მოგვცხო რბილ ტაკუნებზე ყველა ბლოგერს. თუმცა ამას აქვს თავისი განმარტება – როდესაც თავში ერთი ფრაზა გაფიქრდება ან უცებ რაიმე ლინკის გაზიარება გინდა, ამას ცალკე პოსტს ვერ დაუთმობ. მითუმეტეს, როცა ეს “უცებ” დღეში რამდენჯერმე ხდება.

ესეც ჩემი ბოლოდროინდელი  FB-‘მარგალიტები’ ჩემი დღევანდელი კომენტარებითურთ:

  • კიბორგა – (ალბათ) ერთადერთი მამა საქართველოში, ვინც 2 კვირის შვილი მარტომ, დამოუკიდებლად, ყოველგვარი ბებიების და დედების გარეშე წაიყვანა და დააყენა ბავშვი პოლიკლინიკაში აღრიცხვაზე. :D როდის მოვლენ სახლში!

მერე აღმოჩნდა, რომ თურმე სრულიად არ ყოფილა ბავშვის ჩაყვანა საჭირო, მხოლოდ საბუთებითაც აყენებენ აღრიცხვაზე. თუმცა მე მაინც გულის გასკდომამდე ვამაყობდი ორივეთი.

  • ყავარჯნებით სიარულის სამი კვირის თავზე მე უკვე წარმატებით ვაბაკუნებ ყავარჯნებს ტირილისას ფეხების მაგივრად.

Post Partum Depression Featuring Broken Leg :D

  • Dodka.Ge – ივნისის ‘ტირაჟი’ – 18,222.
ლინგვისტუსის ბლოგიდან

ლინგვისტუსის ბლოგიდან

იდეა იმაშია, რომ მთელი თვის მანძილზე ყოველ დღე უნდა აკეთო თითო პოსტი მაინც საკუთარ ბლოგზე. აგვისტოში ვცდი, მანამდე მორალურად ვემზადები.

  • Hell’s Kitchen Season 6 starting in 11 days. CANT WAIT! Gordon Ramsey, I ADORE YOU!

დაიწყო. უკვე ვუყურე 2 ეპიზოდს იუთუბიდან. მიყვარს რეალითი შოუები და კულინარია, რა ვქნა. ამ შოუს შესახებ ჩემი ძველი პოსტები: ერთი და ორი.

  • კიდევ ერთი თრეშ ჟურნალისტი კვირის პალიტრადან, ხათუნა პაიჭაძე:
    “მეტროს გვირაბებს კომუნისტების დროს სტრატეგიული დატვირთვა ჰქონდა, ახლა კი ხალხისთვის განკუთვნილი თავშესაფარი პრეზიდენტის მიწისქვეშეთში ვოიაჟის საშუალებად უნდა აქციონ. ასე ხომ უფრო ადვილი და შეუმჩნეველი იქნება პრეზიდენტის რესტორნებსა თუ სხვა ადგილებში ვოიაჟები? აბა, რისთვის სჭირდებათ ეს გვირაბი? საყურიანი უცხოელი მუშები დაიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას?
ვილის მომავალი.

ვილის მომავალი.

  • ყალბი სტივ ჯობსის” პასუხი გუგლს – ქართულად ნათარგმნი – დაკლიკეთ აქ.

არაგიკებს არ გაეცინებათ. :D

  • დროა ჩემს საყვარელ online to do list-ს, reminder-ს და organizer-ს დავუბრუნდე. თან მიხედეს ეტყობა, ბევრად გაუმჯობესებულა, google-ს ბევრ სერვისთან შეიძლება ინტეგრირება – rememberthemilk.com.

ამ სერვისზე დეტალური  პოსტი უხსოვარ დროს მიწერია.

  • კიბორგა სახლში შემოსვლისთანავე (ანუ მთელი გზა ფიქრობდა): – “ბავშვის ბაღში ტარებაზე უნდა შევთანხმდეთ ასე, დილით უნდა წავიყვანოთ ერთ-ერთმა და გამოვიყვანოთ მეორემ, მეორე დღეს კი პირიქით, ასე მორიგეობით უნდა ვატაროთ!”
    მე: – O.o… [ბაღამდე წელიწადი და 11 თვეა]

სინამდვილეში O.o-ს მერე მოვაყოლე: “დილით მეძინება ხოლმე რა, ხომ იცი! შენ წაიყვანე, მე გამოვიყვან”.

დიდხანს იღიმის ხოლმე უკვე.

დიდხანს იღიმის ხოლმე უკვე.

სტატუსების სამდღიანი სერია სახელების შესახებ:

  • ფეისბუქის friend-list-ში: 13 ანა, 6 ეკა, 7 ქეთი, 17 მარი, 19 ნინო, 6 სალომე, 7 სოფო და აურაცხელი თამუნა-თიკო-თაკო-თუკები. დედა, მადლობა, რომ დოდი დამარქვი :D
  • ჩემი ფეისბუქის friend-List-ში [Vol.2] – 18 დავითი, 9 ირაკლი, 13 ლევანი, 7 ნიკა, 9 ალექსანდრე, 40 გიორგი (!). ვილი, იმედია რომ გაიზრდები, მადლობას გვეტყვი შენი სახელის გამო.
  • გუშინ და გუშინწინ აქ დავდე ჩემი ფრენდლისთის მიხედვით საქართველოში გავრცელებული სახელები. რამდენიმე წუთში დავდებ “მომავლის საქართველოს”, ანუ 2006-2009-ში დაბადებულთა ყველაზე პაპსა სახელებს [ფორუმელთა შვილების სახელების მიხედვით]. დაუჯერებელია, მაგრამ “გიორგი”-ს მხოლოდ 2 ქულა აქვს :D
  • ვილის მომავალი ფრენდლისტი: 12 ანა, 6 მარიამი, 7 ნიკა, 7 ალექსანდრე, 8 ლიზი, 9 ელენე. გადაშენების პირას არიან ჩვენს თაობაში მრავლად მყოფი დავითები და გიორგები, გოგოების სახელებიდან კი – თამარები და ნინოები. უფრო მრავლდება უცხოური სახელები. აღსანიშნავია ასევე გაბრიელი და დანიელი – ორი ახალი ‘თრენდი’.

_ _ _ _ _

  • კიბორგამ მთხოვა Guest Post-ს გავაკეთებ შენს ბლოგზე გეების თემაზეო. კარგი-მეთქი, ისედაც ვაპირებდი მისთვის ორ თემაზე მეთხოვა ‘სტუმარი’ პოსტი და მეთქი მოთელვას გააკეთებს. გაუხარდა და დაიწყო წერა ვორდში. 2 საათია მესმის წკაპა-წკუპი… რომ ვკითხე, აღმოჩნდა, რომ ჯერ (!) 8 გვერდი შეავსო მხოლოდ (2500 სიტყვაზეა ასული). :(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((( რანდა ვუქნა?

ვერსიები ბევრი იყო – შემომთავაზეს მისი ანათემაზე გადაცემა, მოკვლა, კლავიატურის დამტვრევა. ბოლოს შევჩერდი დიდი პოსტის სამ ნაწილად გაჩეხვასა და შესაბამისად, სამ დღეზე გადანაწილებაზე, ასე რომ ხვალ, ზეგ და მაზეგ ელოდეთ კიბორგას გრძელ ბოდიალს.

  • ჩემი და [ვილის შესახებ]: წარმოიდგინე, რომ დაიბადა მისი კუჭი და ნაწლავები სულ სუფთა იყო, აი სუულ სუფთა და მერე პირველად დაჭუჭყიანდა. აღარასდროს იქნება ისეთი სუფთა.
    მე: ხო, თუ კანიბალებმა მისგან კუპატის გაკეთება არ გადაწყვიტეს.

შავი იუმორის პონტში :/თუ ამაზე გაგეცინათ, იხილეთ ეს პოსტიც.

P.S.: თუ თქვენც მოიხმართ ფეისბუქს, მეგობრებში დამატება შეგიძლიათ ამ ლინკიდან.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

11 Responses to Me on FB

  1. Cyborg says:

    eseigi ra user frendly-a bliad

    kide tu gejviat – mibrzandit tvaletshi an ixilet es posti “mojma qartulad”

    tu gezinebat – daceqt dasazineblad an ikitxet es naceri chazinebamde: “1 cxvari, 2 cxvari, 3 cxvari, 4 cxvari, 5 cxvari…

    • dodka says:

      შენ კიდევ ანტი-user friendly ხარ. გაიმეორე ჩემთან ერთად:
      უნიკოდი
      ჩვენი
      მეგობარია!

  2. addicted says:

    aha, 2 dgea im imedit shemovdivar rom kiborgas guest post damxvdeba. anu xvalidan vkitxulob blog-serials :bis:

  3. ლოლ
    ზუსტად ახლა ვეუბნებოდი დედაჩემს, აუ, კულინარიაზე გადაცემები მიყვარს-მეთქი… ამ დროს მაწონი დამიობდა 2 კვირაა, ალადიები ვერ გამიკეთებია…
    ვილის ღიმილი – he’s a man, man! :sunny: :hugz:

  4. Candy says:

    + 1 ანა ფეისბუქზე.

  5. buda says:

    ზატო ბუდა გყავს მხოლოდ ერთი :boli:
    ვილი ძალიან, ძალიან საყვარელია :love:

  6. Natalia says:

    ვილი რა საყვარლად იღიმის, თან ენა რომ აქვს გამოყოფილი! :))

    აუ დოდ, შენი დამატება რამდენი ხანია მინდა ფეისბუქზე, მარა როგორ ავუხსნა ვინ ვარ-თქო და არ გამატებდი :D

    Mia Natalia ვარ იქ და დაგამატებ ახლა :))

  7. Bas says:

    აუ ბლიად ამ გაბრიელს ხო გაუტრაკეს რა! მე მინდოდა და აღარ დავარქმევ აწი :(

    ერთი მაქვს შენახული და ისიც თუ გამიბანძეს და მაგარი გამიტყდება :(

  8. keti says:

    როგორ იღიმიიის!:)))
    დოდ, რა კარგია, რომ გადმიტანე აქ ეს რაღაცები..
    და გიორგი და დავითი მგონია, რომ ცოტა ხნით დაისვენებენ და მოგვიანებით ისეთივე ბუმით დაბრუნდებიან, როგორც დიდხანს მივიწყებული და ახლა მოდური სახელები..
    თუმცა, გიორგი მაინც ყოველთვის დარჩება ჩემ ერთ–ერთ საყვარელ სახელად :)

  9. ally says:

    შავი იუმორის პოსტზე მახსოვს, თავის დროზე ბევრი ვიცინე და ახლაც სიამოვნებით გადავიკითხე :)

    ზუსტად ცოტა ხნის წინ ველაპარაკებოდი სახელების თემაზე ერთ-ერთ ორსულ მეგობარს (ტოტალური ორსულობას ჰქონდა ადგილი ჩემს გარშემო ბოლო 1 წლის განმავლობაში. უბრალოდ ნაწილმა უკვე იმშობიარა და მხოლოდ 2-3 დადის ჯერ კიდევ მუცლით) და დავასკვენით, რომ უკვე სულ ერთია რას დაარქმევ ბავშვს, არავის გაუკვირდება და არ იქნება ყურში მოსახვედრი და თითით საჩვენებელი არც სკოლაში და არც მერე. უბრალოდ თუ მისი ასაკისთვის “მოდური უცხო სახელი” არ იქნება, იქნება გამორჩეული.
    რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვაფასებ იმას, რომ სახელი, რომელიც მშობლებმა დამარქვეს, საკმაოდ იშვიათია დღესაც კი (ჩემს თაობაში ხომ საერთოდ. ზოგი მამეორებინებდა), არასოდეს მქონია მიუღებლობა და თუ ეუცხოებოდათ, თან მოსწონდათ. და მომწონს (მეგობრების და ახლობლების მიერ შექმნილი უამრავი ვარიაციებით :))) )

    მაგარია გაღიმებული ვილი :)

  10. Pingback: Me on FB – 2 « Dream is Destiny

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s