We Live Together

ორსულობისას საკმაოდ კარგად შევაგუე თავი მომავალ სირთულეებს და არაფრის არ მეშინოდა, არაფერზე გული არ მწყდებოდა გარდა ერთისა – ვერაფრით წარმომედგინა, როგორ შევძლებდი დილით გაღვიძებას. თან ვიცოდი, რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე მომიწევდა – ჯერ პატარა სანამაა, მერე ბაღში წასაყვანად, მერე სკოლაში და ა.შ.

ჩემი ღამურობა წლობით იკვებებოდა სკოლებში და უნიში მეორე სმენებით, თავისუფალი გრაფიკის სამუშაოებით, მეგობრების ღამურობით, ღამით უკეთესი ინტერნეტით [ამის შესახებ თავისმართლებანი აქაც მიწერია].

კიბორგა ჩემგან განსხვავებით ტოროლაა, საღამოს 10-ზე უკვე ეძინება და ავტოპილოტზეა, დილით 8-დან იწყებს ცხოვრებას. ურთიერთობის გარიჟრაჟზე (ეეუფ!) დიდხანს ვეცადეთ ერთმანეთის რეჟიმზე აწყობას – ჯერ კიბორგა შეეცადა გვიან დაძინებას და დაშტერებულმა იარა რამდენიმე დღე, მერე მე ვცდილობდი დილით ავმდგარიყავი. ერთი პერიოდი ძილის წამლის სმა დავიწყე საღამოს, რომ დამძინებოდა და დილით რედბულით ვფხიზლდებოდი. ბოლოს კიბორგამ ეს გააპროტესტა, ეგეთი რობოტობა არ მინდაო, აწი აპარატზე შეგარჭობ და ჩაგრთავ-გამოგრთავ ხოლმეო.

მერე გამოსავალი ვიპოვეთ – შევეგუეთ და დადებითი მხარეები დავინახეთ. დილით, სანამ მე მეძინა, კიბორგას უამრავი დრო ჰქონდა სამუშაოდ, რომ ვიღვიძებდი – წაკითხულ ახალ ამბებს და ანეკდოტებს მიყვებოდა. მე კიდევ ღამე მქონდა ჩემი პირადი დრო.

ვილიმ შეძლო და გააერთიანა ჩვენი დღის რეჟიმი. საღამოს 11-ზე უკვე თვალებს ძლივს ვახელ, ისე მეძინება. ჩემი გაღვიძების დრო გაადრევდა, ბავშვთან ერთად ვდგები, კიბორგას კი ცოტა მეტი სძინავს ხოლმე, რადგან ღამე იღვიძებს ბავშვის გამოსაკვებად. მოკლედ, მივჩოჩდით ერთმანეთისკენ, ერთად ვცხოვრობთ უკვე!

ტყუილად ვდარდობდი დილით გაღვიძებაზე ორსულობისას, უმტკივნეულოდ გამოითიშა ღამურობის ჩიპი.

– – – – –

ტროსტით უკვე ნორმალურად დავდივარ. ჩაის გატანა ერთი ოთახიდან მეორეში შემიძლია. სახლის მილაგებასაც ვახერხებ, კარტოფილის შეწვასაც.

და ამინდის პროგნოზირებასაც… წვიმის წინ მტკივდება ფეხი.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

14 Responses to We Live Together

  1. Nata Lee says:

    sweeeeeeeeetttt! :)

    p.s. ”ურთიერთობების გარიჟრაჟი” მუაგარი იყო! :D

  2. Candy says:

    ტოროლა-ღამურა, მი ტოჟე ს ვამი. მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვარ ტოროლა :))) ეგ გადაწყობის ცერემონის ჩვენც გვქონდა, და ჩვენთანაც ასეთივე კრახით დამთავრდა:)

    ველი საკუთარ “ვილის” ასე სამ წელში, იქნებ მაგან მაინც გვიშველოს:)

    ჰო,კიდე მიხარია რო კარგად ხარ:)

  3. Killer says:

    კისი, ხედავ შვილი რას არ გაგაკეთებინებს? :)
    მე ტოროლა ვარ ბუნებით და მოწოდებით, მაგრამ ამ ღამე გაღვიძებებით ისე ვარ ძილს დახარბებული, რომ დღეს დილით 9-ის 20 წუთზე რომ გავიღვიძე, კიდევ ვბუზღუნებდი…
    ამინდის ცნობა მაგარია :)
    მეც მაქვს მასე ჩემი პატარ-პატარა ჭრილობები და ზუსტად ამინდის გაფუჭების წინ მტკივდება ხოლმე.

  4. ahahaaa

    მაგარია გამოგადგება ტოროლობა :))

    მეც მინდა ადრე ადგომა

  5. Daduna says:

    მე და ზვიადის არ გვიშველა ბავშვის გაჩენამ, ის ღამურად დარჩე, მე ტოროლად… ტაკ ჩტო გაგიმართლათ :-)

    • ია, ბავშვი იმ შემთხვევაში შველის, როცა ცოლია ღამურა და ქმარი ტოროლა. იმიტომ რომ დედას უწევს ტოროლაზე გადმორთვა, ბავშვს ის უვლის. ერთი გამოსავალია: მეორე ბავშვს ზვიადმა მოუაროს და you’ll live together :))

      ჰოდა დოდ, ეგ ამინდის პროგნოზი მომეწონა, ბებიაჩემია ეგრე და ზუსტად არტყავს ხოლმე :D

      ამ პოსტმა ერთ რამეში დამაიმედა: ესე იგი შესაძლებელია ტოროლობაზე უმტკივნეულოდ გადავერთო. არა, ბავშვის გაჩენას არ ვაპირებ, ამერიკაში დილის ლექციები მაქვს და ძალიან ვწუხდი ამაზე. იქნებ შევეჩვიო დილით ადრე გაღვიძებას. :P

  6. მოკლე კომენტარები კიბორგასაგან (ვინაიდან ამ ბლოგზე უახლოესი რამდენიმე კვირა… ძრწოდეთ და გეშინოდეთ კიბორგას ნაწერის):

    Тот рано встаёт, кому ночью никто не даёт.

  7. Natalia says:

    ’ამინდები რომ იცვლება სახსრებში მტეხს ხოლმე’ :D :D

    თქვენ არ იცით რა საშინელებაა ურეჟიმობა და ღამეების თევა, ორგანიზმზე ძალიან ცუდად მოქმედებს. პატარა ყოველთვის დომინირებს ოჯახში და კარგია რომ თქვენც თავის რეჟიმზე გადაგიყვანათ :))

  8. მასეც ვიცოდი რომ ბავშვი შეცვლიდა ყველაფერს.
    გინდა არ გინდა ფაქტია რომ საჭიროა შეცვლა :)

  9. daliela says:

    რაც უფრო გავა დრო ,მით უფრო ღრმად დარწმუნდები იმაში რომ ბედნიერი ხარ და იდილიური ცხოვრება გაქ! :მხცოოვანიდედაკაცისსმაილი:
    რევიც მე ასე მგონია,ძალიანსაყვარელი ოჯახი გაქვთ :)

  10. paranoichka says:

    მე ყოველთვის ვამბობდი რომ ღამურა-ტოროლა მოუდების სვიჩი ყველას შეუძლია) მაგრამ ვინ მიჯერებდა? ჰაჰ)

  11. keti says:

    ამ წვიმიან დღეებში ალბათ გტკივა :(

    თქვენ წყვილი რომ მომწონს, ამის ერთ–ერთი მიზეზი ის არის, რომ ერთმანეთის გადაკეთება-შეცვლას არ ცდილობთ (რაც ხშირად ხდება ჩვენს გარშემო), ჰოდა ვილლის დაბადების მერეც ასე გრძელდება.. :)

  12. New_comment says:

    miyvars roca Cvenianis orsulad yofnis Sesaxeb vigeb, qartvelebs gamravleba wyaliviT gvinda ara mxolod blogebSi :)

  13. noemberi says:

    მე თუ მკითხავ, ცხოვრების სხვადასხვა რეჟიმი სწორედ რომ კარგია. ჩვენც ასე ვართ და ერთმანეთისგან არ ვიღლებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s