BlogoNews

ბლოგონიუსი – ქართული ბლოგოსფეროს სიახლენი
(с) ფეხმოტეხილი ბლოგერი

დღეს ბლოგროლი გავწმინდე მკვდარი ბლოგებისგან და უამრავი ახალი, უფრო სწორად, საკმაოდ ძველი, მაგრამ მე რომ არ მქონდა ჩამატებული, ისეთი ბლოგი დავიმატე.

პირველ რიგში, მინდა დავწერო კარაგანდას ინიციატივაზე, მოუყაროს თავი ქართულ ბლოგებს, რომლებიც ეხება ხელოვნებას (Georgian Art Blogs). უკვე 40-მდე ბლოგია და თანდათან ემატება. დასათვალიერებლად დაკლიკეთ ბანერზე:

* * * * *

ერთი სასწაულად კარგი ახალი ბლოგი ვიპოვე. გენიალური იდეაა – ავტორმა გადაწყვიტა ააშენოს სახლი ონლაინ, დაიწყოს სახლის მშენებლობა და ყველაფერი ბაბიჯ-ნაბიჯ წეროს ბლოგზე:

ერთხელ მეგობრებთან ვთქვი და როგორც ყველა თემაზე, ამაზეც მაგარი კამათი ატყდა, აუ ძაან ძვირი ჯდებაო, ისაო, ესაო… მე ვამტკიცებდი არ ჯდება მაგდენი თქვენ რო ამბობთ მეთქი, ციფრები ითქვა მრავალი…. 300 000 ლარიდან 100 000 დოლარამდე, და პირიქით.

მე ვამტკიცებდი (ოღონდ რატო არ ვიცი, ჯერ არაფერი ამიშენებია…) ვამტკიცებდი რომ სამოთახიან ბინაზე ცოტა შეიძლება მეტი დაჯდეს თქო… […]
ხოდა მერე გამიჩნდა იდეა, რო მთელი ეს პროცესი იყოს ,,საჯარო და გამჭვირვალე” (ოღონდ არცერთი ენჯეოშნიკი არ ვნახო აქ :))))).

ამისგან შთაგონებულმა ქეთიმ კი განიზრახა, რომ მანაც გააკეთოს კეთილი და საინტერესო საქმე და “დაბეჭდოს წიგნი ონლაინ”:

ვიქნები პირველი, ვინც ონლაინ “დაბეჭდავს” წიგნს. ანუ: აღვწერ ყველა წვრილმანს, რისი გათვალისწინებაც კრებულის გამოცემისთვის გავლილ გზაზე მომიწევს.

* * * * *

ქართული ფეხბურთისა და რაგბის მოყვარულთათვის ზვიგენა ქართული გუნდების თამაშების მიმოხილვას წერს ხოლმე, ვისაც დაგაინტერესებთ, იხილეთ: http://zvigena.wordpress.com/

* * * * *

კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო ბლოგი სოციალურ ვებზე და ინტერნეტზე – უსათაურო ბლოგი.

სოციალური ვები ცვლის ტრადიციულ შეხედულებებს ადამიანთა ურთიერთობებზე, თვითდამკვიდრების საშუალებებზე და… მარკეტინგზე. დიახ, ზუსტად ამ უკანსკნელის ირგვილივ გვექნება საუბარი ამ ბლოგზე, მარკეტინგზე სოციალურ ვებში. მარკეტინგზე, როგორც კორპორატიულ ასევე ინდივიდუალურ დონეზე (ასე ვთქვათ Personal Branding-ზე). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან როგორც ინტერნეტი ასევე მარკეტინგი ცალკე აღებულნი ჩანასახოვან მდგომარეობაში არიან (არაფერს ვამბობ მათ შერწყმულ ვარიანტზე), ძალზედ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ინდივიდუალური თუ კორპოტული ინტერნეტ-მოღვაწეობის სწორი მიმართულებით წარმართვა/დაგეგმარება (ან მცდელობა მაინც).

* * * * *

მხოლოდ კონტენტი კი არა, ბლოგების დიზაინებიც იხვეწება. ჩემო ორი აბსოლუტური ფავორიტი ბლოგი დღეს დათვალიერებულებს შორის დიზაინის მხრივ: კიკიტო და კუდა. ტომუშკამ დიზაინის ცვლილებასთან ერთად (რომელსაც ასევე კომპლიმენტები, წინა საშინლად არ მომწონდა) ბლოგსპოტელთათვის თუთორიალიც დაწერა: როგორ შევცვალოთ ბლოგის თემფლეითი?

* * * * *

მოკლედ, მე მაგრად მომწონს, საითაც მიექანება ქართული ბლოგოსფერო!

This entry was posted in Web and tagged , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to BlogoNews

  1. ოჰო, თან მარკეტინგის თემაზეც დაუწყია ხალხს წერა, მშვენიერია, მშვენიერი!

  2. aia007 says:

    დიდი მადლობა ხსენება/ჩამატება/შეფასებისთვის :)

  3. Natalia says:

    კუდას ახალი დიზაინი მეც საშინლად მომწონს : )

    ზაფხულის ამ უსაქმურ დღეებში ბლოგი მშვენიერი გასართობია, როგორც საკუთარი, ასევე – სხვისი.

    თან დღეს რომ შემოვედი ბევრი ახალი პოსტი დამხვდა და გამიხარდა – დავსაქმდები ცოტახნით მაინც :))

  4. kuda says:

    ვახ, მადლობა, დოდ. მეილზე დამხვდა, კისიმ გაგარეკლამაო და შემოვვარდი სასწრაფოდ :”)
    როგორ გამიხარდა..
    თან ამ უკომპიუტერობის ჟამს :))

  5. dv0rsky says:

    შენა და ბლოგროლი როდის იქნება კაცო? :)

  6. kikito says:

    მადლობა დოდ, ძაან მესიამოვნა რო მოგეწონა :2kiss:

  7. Bas says:

    დოდ, კარდუს ბლოგისც გააპიარე :)

    კარგა წერამს და კაი პერსპექტივები აქვს :)

  8. Keti says:

    მეც მაგრად მომწონს ბლოგოსფეროს გაქანების მიმართულება და სიჩქარე :))

    ვნახოთ, რა გამოვა, გამიხარდა :*

  9. linguistuss says:

    მე არ მომწონს გაქანება და სიჩქარე, ზარმაცები ხართ ყველანი, ამ ბლოგის დიასახლისის ჩათვლით! (თუმცა ნიჭიერები :D )

    • Keti says:

      ნუ, დასაწყისისთვის რა.. :დ სიზარმაცეს მოევლება, მთავარია ნიჭიერები ვართ :დ

  10. Nikoloz says:

    მადლობა დოდ ლოგოს მიმაგრებისთვის მაგრამ რატომღაც ვფიქრობ რომ ამ ლოგოს ისევ ის ბლოგები მიამაგრებენ რომლებსაც საერთოდ არ აქვს ხელოვნებასთან შეხება მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მე ხომ ის მაინც ვიცი რომ ამ ლოგოდან გადმომსვლელებმა ზოგიერთის მისამართები პირველად გაიგეს თუმდაც ეს 10 კაცი ყოფილიყო ასე რომ ანგარებას არ ვითხოვ მე ამ სიას მაინც დავამატებ ყველა იმ ბლოგს რომელიც ხელოვნებას ეხება რადგან ისიც პლიუსია თუ ჩემი მეშვეობით სხვა ბლოგებს გაიგებენ ვინც ხელოვნების ირგვლივ საუბრობს. ერთ კაი კაცსაც ქონდა იდეა რეალურ სამყაროში რომ ერთი სახლი აეშენებინათ სადაც ერთად იქნებოდნენ და ხელოვნებაზე ისაუბრებდნენ მაგრამ როგორც სჩანს სხვებს კი მაგრამ თავად ხელოვნებს და ხელოვნების მოყვარულებს ასეთი რაღაცეები არ მოსწონთ ;)

  11. ვაიიიიიიიიი :)
    რა მაგარიაააააააა :)
    ჩემი ბლოგიც არის ნახსენები :)

    :dance:

    Thanks :)

  12. dv0rsky says:

    ვა, ჩემი კიდე არაა ნახსენები :(

    არადა დიზაინიც შევცვალე, რენდომ-ფოსთ-სქრიფთი დავაყენე, პოდკასტინგს მოვკიდე ხელი…

    მარა რად გინდა…

    ;) :D

  13. art blog-ი ვნახე დღეს და ძალიან კარგი გაკეთებულია.

    ლოოლ ოდესმე მეც ვიქნები აქ, ასეთ სიაში :D :D :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s