Random

Интернет как жизнь: делать нечего, а уходить не хочется.
(c) ნინას სტატუსი Facebook-ზე.

სიცხის გამოა ალბათ, ტვინი საერთოდ რომ არ მიმუშავებს. ყოველ დღე ვხსნი ბლოგზე ახალი პოსტის საწერ გვერდს და თავს ვერ ვაბამ ვერაფრის დაწერას. სხვა ბლოგებსაც გადავხედე წეღან და დიდი აქტივობა იქაც არ შეინიშნება, ეტყობა ზოგადი სენია. წავიკითხავ ახლა მოტივატორ რაღაცეებს და ნელ-ნელა ვეცდები აზრზე მოვიდე. ვერ ვიტან რაც დრო გადის, მით მეტად რომ ჭირს ახალი პოსტის დაწერა. იმას ჰგავს – წერილზე ან მესიჯზე მაშინვე თუ არ უპასუხე ვინმეს, რაც მეტი დრო გადის – მით მეტად რომ ტეხავს პასუხის გაცემა.

ფეხის მოტეხვიდან 4 კვირა გავიდა და მე-5 დაიწყო, უკვე ვამოძრავებ კიდეც და ამ კვირის ბოლოს ფეხის დადგმის და ტროსტით სიარულის მცდელობის უფლებაც მივიღე. რენტგენის გაკეთება მინდა თან მაგ დროისთვის. ასკურავას განუცხადებია – ერთი რენტგენი 5 გადახვევას ქვითავსო (აქრობსო შედეგსო), რაზეც ბევრი ვიცინეთ მე და კიბორგამ.

ბავშვი ჯერ ისევ ძილი-ჭამა-კუკები-ძილი-ჭამა-კუკები რეჟიმშია და დიდი საინტერესო მაგ მხრივ არაფერი ხდება.

ძალიან შემიყვარდა. ამასწინათ წარმოვიდგინე, რა მოხდება, რომ გაიგუდოს ან რამე მოუვიდეს და ამ ფიქრისგანაც კი ისე დამეჭმუხნა გული, რომ დანის ჩარტყმა მომინდა ფეხში (რა გადავეკიდე ამ ფეხებს?). მაშინ მივხვდი, ესე იგი უკვე შემიყვარდა-მეთქი.

ძალიან მოსწონს ჯენიფერ ლოპესის ერთ რაღაც სიმღერას და გრენდაიზერის საუნდტრეკს რომ ვუმღერი, მაგრამ მაგაზე კიბორგა მეჩხუბება ხოლმე და მართმევს ბავშვს.

ეს სურათი ფეისბუქზე დავდე დღეს, აქაც იყოს. დილაა, მაგრად მშია, ვილის არ ეყო ჩემი რძე და მასაც შია. კიბორგა ჯიუტად გვაიგნორებს:

Gvshia

* * * ბონუსი * * *

ქართულ ვებსივრცეში ახალი პროექტი იწყება – escape.ge. უფრო სწორად, გაშვებამდე 27 დღეა დარჩენილი, მანამდე კი შეგიძლიათ შეხვიდეთ საიტზე, მიიღოთ მონაწილეობა ფოტოკონკურსში და მოიგოთ iPod Nano.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

11 Responses to Random

  1. მაგიტომ არ მიყვარს სიცხე.
    საერთოდ უმოქმედო ვხდები.

    ნდა, არ ვიცოდი რენტგენი ასეთი ძლიერი რომ იყოს. თუ გადაიღე არ უთხრა რომ გადაიღე თორემ მერე შარს შენ მოგდებს არ დამიჯერეო.

  2. piccolina says:

    ძაან მაგარი ფოტოა, დოდ )))
    ისკეიპისთვის მეც გადავიღე და დავდე, ოღონდ აქ არ დავსპამავ )))

  3. Natalia says:

    Интернет как жизнь: делать нечего, а уходить не хочется – მაი გად, ასე კაი ხანია არაფერი მომწონებია და ზუსტად ჩემი ცხოვრების სტილია – მთელი დღე ვზივარ კომპთან, ვხვდები რომ საქმე აღარ მაქვს, ავდგები, ცოტა ხანში ისევ აქ მოვრბივარ. ვინმემ მაინც დამიშალოს ან ამაგდოს ან რავიცი :D

    პ.ს ფოტო – ძალიან მაგარია, უკანა ფონზე ისე ჩანს თითქოს მამა ზის და ჭამს :D :D

  4. HoNeY says:

    ჰა ჰა
    ხო მაგარი ფრაზაა დღეს წავაწყდი და შემიყვარდა.. მაგიტომაჩ ხელათ დავაყენე სტატუსად ფეისბუქზე…. მთელი დღე ვაბშე ვაბშე არაფერი გამიკეთებია, ვზივარ ვუსმენ ონლაინ რადიოს და ვათვალიერებ ფორუმს ( არც ვპოსტავ დიდად) და ველოდები როდის მომწერს ვინმე ოდნოებზე ან სადმე …. ხო კიდე დილით გამეხსნა მუღამი და ღველი ძუძუები გამოვფინე ფეისბუქზე lol

  5. kikito says:

    au es fraza unda mogparot xom mojna? :D
    dzalian sayvarelia vili, ra male izrdeba :2kiss:

  6. Rocko says:

    Bonus appreciated :))

  7. tatushka55 says:

    ბავშვი ჯერ ისევ ძილი-ჭამა-კუკები-ძილი-ჭამა-კუკები რეჟიმშია და დიდი საინტერესო მაგ მხრივ არაფერი ხდება.

    meored gtavazob ukve gavcvalot ramdenime dgit da iset saintereso cxovrebas mogickobs chemi mshvebieri ledi rom fexic dagavickdeba da internetic :)

  8. ზაფხულია და წავიდა ხალხი დასასვენებლად, ვიღას ებლოგინება… აქტივობაც იკლებს და აგვისტოსკენ სულ ჩაკვდება ინტერნეტი, განსაკუთრებით ქართული ინტერნეტი.

  9. khatia says:

    ra sayvarlebi xarT :) fexis motexva rodis moaswari ? samSobiaroshi xom ar mogtexes? :)

  10. Maia says:

    Dodi sicxeebs nu abraleb yvelaferi Vilis bralia :))
    da jer sada xar :))

  11. Keti says:

    ორივეს :**
    მერე და მერე, პატარა სასწაულების მოხდენას რომ დაიწყებს, ნახავ სიყვარულის ბუშტების ტკაცა–ტკუცს :))

    ეს ფოტო კიდევ ისეთია… “მოძრავი” და ხმიანი – კინოკადრივით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s