ტოტალური Geზაცია

ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი ბლოგი გადადის .Ge დომენზე, რაც თვალსაც უხარია და გულსაც: რა კარგად ჟღერს “დოდკაჯი” და რა ძნელია “დოდკავორდპრესკომი”.

ბოლო დროს ჯი დომენში შემოერთებულთა ნუსხას მიემატა:

1. Studentebi.Ge – ჩვენი სტუდენტების ბლოგი.

2. Afk.ge – ოდესღაც Gamingfreak-ად ცნობილი, ბლოგი თამაშებზედ.

3. და ჩემი აბსოლუტური ფავორიტი დომენის შერჩევის მხრივ – imho.ge – ანუ ნატოშა, ანუ cheshirecat.

სტუდენტების დომენი მიბმულია ბლოგსპოტის ბლოგზე, AFK და Imho კი self-hosted გახდნენ.

Ni2news.ge და Dodka.ge მიბმულია ვორდპრესის ბლოგს. ანუ არაფერი წვალება არსებობისთვის, სერვერის ძებნა და ვორდპრესის ინსტალირება-აფდეითი არ მჭირდება, ვარსებობ ძველებურად – მხოლოდ ახალი სახელით. ამავე დროს შენარჩუნებულია ძველი სახელი სა ლინკებიც.

აქ დავწერ ორიოდე პრობლემას, რაც შეიქმნა ამ ბედნიერებისაკენ მიმავალ გზაზე.

პირველ რიგში, შედიხართ registration.ge-ზე და ნახულობთ, თუ არის თავისუფალი სასურველი მისამართი. თუ თავისუფალია – ავსებთ განაცხადს იქვე, შემდეგ როცა მოიცლით მიდიხართ კავკასუსის ოფისში პირადობის მოწმობითურთ და ასრულებთ რეგისტრაციას. რამდენიმე დღეში მეილზე მიიღებთ ინვოისს და ნებისმიერ ბანკში ან კავკასუსის ოფისშივე გადაიხდით 30 ლარს – დომენის წლიური გადასახადი.

დომენის რეგისტრაციისას საჭიროა NS სერვერის მითითება. ეს არის ადგილი, სადაც ფიზიკურად არის განთავსებული თქვენი საიტი. დომენის ვორდპრესზე მისაბმელად ნს-ებში იწერება NS1.wordpress.com, ns2.wordpress.com, ns3.wordpress.com.

ეს ამბავი ცოტა გამიჯანჯლდა ერთი პრობლემის გამო:

ვორდპრესი ითხოვს, რომ დომენზე მითითებული იყოს მისი (ზემოთხსენებული) ნს-ები, მხოლოდ ამის შემდეგ აკეთებს დომენის მიბმას სერვერზე. ჩვენი რეგისტრარი კი ასევე ითხოვს, რომ ჯერ სერვერზე იყოს დაფიქსირებული დომენი. მოკლედ, ვორდპრესი მეუბნება – ჯერ კავკასუსმა მანახოს, რომ ჩემთან გინდა, კავკასუსი კი – ჯერ ვორდპრესმა გააკეთოს ჩანაწერი და მერე დავარეგისტრირებთო.

გადავწყვიტე, რომ ვორდპრესთან წერილების წერას და ახსნას ისევ ადგილობრივად მოგვარება სჯობდა და ჩემს მეგობარს რამდენჯერმე დავარეკინე მითიურ იასთან (იას ყველა იცნობს, ვისაც ქართულ ინტერნეტთან რაიმე შეხება აქვს – ეს ის ადამიანია, რომელიც არეგისტრირებს დომენებს).

ბოლოს ძლივს მოხერხდა, რომ დაიკიდეს ეგ ფორმალობა და ჯერ დომენზე გაიწერა ნს, რის შემდეგაც იმავე საღამოს მივაბი ბლოგს დოდკა.ჯი.

მოკლედ, თუ თქვენც იგივე გზის გავლა გსურთ (ანუ დომენის მიბმა ვორდპრესის ბლოგზე) და თქვენც შეგექმნათ იგივე პრობლემა – შეგიძლიათ იასთან მიწერილ წერილში მაგალითად მოიყვანოთ dodka.ge და ni2news.ge, იმედია გაჭრის.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც იქმება ვორდპრესზე დომენის მიბმისას, ეს არის პეიპალი. ვორდპრესი არ ცნობს არაფერს, გარდა ფეიფალისა, ის კი საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, არ არსებობს [სამაგიეროდ არსებობს პეტიცია ფეიფალის მოთხოვნით, რომელზეც ხელი უკვე 2600 ადამიანს აქვს მოწერილი  და ჯგუფი ფეისბუქზე, რომლის ლინკს ახლა ვერ ვპოულობ]. აქ უკვე ან ამერიკაში მცხოვრები მეგობრის ჩართვა ხდება საჭირო საქმეში, ან რაიმე სხვა ხერხის პოვნა. [დომენის მიბმა ვორდპრესზე – 10 მწვანე წელიწადში].

To Ge or Not To Ge – That is the question.

This entry was posted in Web and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

19 Responses to ტოტალური Geზაცია

  1. kikito says:

    mec uaxloes momavalshi gadaval ge-s domenzee ;))) dzaan damaintrigeet :D

  2. OTO says:

    LOVE .COM

    SORRY : )

  3. Dv0rsky says:

    მე com ვარ.

    იმიტომ რომ ზუსტად 2 დღეში დავარეგისტრირე, ყველანაირი წვალების და, რაც მთავარია, კავკაზუსში მისვლის და მერე ბანკში მისვლის გარეშე.

    ვიყიდე ბარათით, არანაირი ქეში და ფეიფალი :)

  4. dodka says:

    ცომ-ელები სნობები ხართ :D

  5. Dv0rsky says:

    გე-ელები კიდე გეები??? :) o_0

  6. qet says:

    უკვე ge და მიხარის : D

  7. ცდები დოდკა, ფეიფალი არის უკვე საქართველოში და მე აქტიურად ვიყენებ, თანაც ქართული ბნაკის საშუალებით. თუ დაგაინტერესებს მითხარი და გეტყვი როგორ უნდა გააკეთო.

  8. fiqro says:

    gavamxel da getyvi rom miTiuri ia gvarad feraZea :))

    ise fiqro.com jobia Tu fiqro.ge?

  9. მდა…
    მე ამდენი არ მიჩალიჩია დომენის აღებაზე. ონლაინ განაცხადი შევავსე, ნს-ებში .ჯი-ები მივუთითე, მივედი კავკასუსში და დამარეგისტრირეს.
    ბლოგსპოტზე მიბმაც უმარტივესი იყო.

  10. Secrets says:

    .ჯი დომენის დაავადება შემეყარა სულ რაღაცა .ჯი მაფიქრდება და მერე ისევ მავიწყდება :დ

    ხარ.ჯი
    გა.ჯი
    ჯიჯი.ჯი
    ავე.ჯი
    იმი.ჯი
    ima.ge < ეს განსაკუთრებით მაგარია ქართული ფოტოხელოვნების დომენისთვის – I'm a GE = ima.ge = Image :D
    garba.ge
    msio.ge << წაიკითხეთ უკუღმა :D
    გაი.გე /= gay.ge |-(
    გამი.გე
    გავი.გე
    აა.გე < წიპა რაღაც ონლაინში რამის აგება ფიმფრინავის ან შენობის ხზ
    ფასკუნ.ჯი
    გაა.ჯი << ეს მაგარია :D
    gara.ge
    განა.გე
    garba.ge
    ამა.გე << პორნო დომენი წიპა :დ
    მოი.გე < უნამუსო ინტერნეტ კაზინო
    წაა.გე < ნამუსიანი ინტერნეტ კაზინო

    და ასე შემდეგ :D

  11. kikito says:

    ანუ როცა შევავსებს განაცხადს მერე ნებისმიერ დროს შემიძლია წავიდე ოფისში, თუნდაც ერთი თვის მერე? O_O

  12. aia007 says:

    გინდ არაპატრიოტი მიძახეთ გინდ სნობი და რაც გინდათ :D მარა .გე დომაინს ბევრად მორჩევნია .ცომ

    1. არის უფრო იაფი
    2. შემიძლია შევიძინო სახლიდან გაუსვლელად (არაფერი ბანკში მიდი, იას დაურეკე)
    3. არ ჩნდება არავითარი პრობლემები NS სერვერებთან (ეს პრობლემა ისე მარტო .გე -ს სენი არ არის .ფი-ს ვიღებდი ერთხელ და ზუსტად იგივე პრობლემა მქონდა).
    4. ასევე ბევრად უფრო იოლი სამართავია .ცომ დომენები თუ ჰოსტი უცხოური გაქვს.
    5. და ბოლო ბოლო ისეთ კომპანიას როგორიც ვთქვათ Yahoo არის, ვიდრე კაუკასუსს.

    ესაა ჩემი კომენტარი.

  13. tatushka55 says:

    Hm, ar megona aseti aqtualuri tu iko
    ramdeni xania meubneba dima Taa.ge_s dagiregistrirebo da koveltvis mekida xolme :)
    unda movifiqro roca dro meqneba

  14. ვიცინე “მოკლედ, ვორდპრესი მეუბნება – ჯერ კავკასუსმა მანახოს, რომ ჩემთან გინდა, კავკასუსი კი – ჯერ ვორდპრესმა გააკეთოს ჩანაწერი და მერე დავარეგისტრირებთო.” ყოველთვის მასეთ პრობლემებში ვიყავი გახვეული :) აქედან იქ, იქიდან აქ :)

  15. Sweet Baby Girl says:

    ბლოგკემპის გევრდი რატომ გააქრე დოდ? :(

  16. გამოაჩინე რა მერე…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s