Слабо?!

მე და კიბორგამ რამდენიმე დღის წინ ერთი შეხედვით ბრუტალური ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტეთ. ექსპერიმენტს აქვს კოდური სახელწოდება – слабо?!

ექსპერიმენტის შინაარსი: შეუძლიათ თუ არა დახმარების გარეშე გადარჩენა მამრს, ახალშობილს და ფეხმოტეხილს.

პირველ რიგში უარი ვთქვით დედაჩემის მიერ მოძიებულ დამხმარე ქალზე, რომელიც წესით ჩემი სამშობიაროდან გამოსვლისთანავე უნდა მოსულიყო. ზოგი პირველ თვეს ისედაც დაიხმარს ხოლმე დედას, ბებიებს ან ძიძას, მითუმეტეს ფეხი როდესაც გაქვს მოტეხილი, სინდისის ქენჯნის გარეშე შეგიძლია დაიქირავო ვინმე. თუმცა იმის წარმოდგენა, როგორ ფუსფუსებს მთელი დღე ვიღაც უცნობი ქალი სახლში, არც ისე სასიამოვნო იყო, ამიტომ მაგრად გამიხარდა, კიბორგამ რომ შემომთავაზა, იქნებ არ გვინდა დამხმარეო, უმაგისოდაც გავქაჩავთო.

ამ ექსპერიმენტის ეგიდით დაიწყო სახლის შუა ოთახის მაქსიმალურად მოსახერხებლად მოწყობის დიადი ოპერაცია. მე მქონდა სამი მოთხოვნა: ოთახში მდგარიყო ლოგინი ჩემთვის, გვერდით ჰქონოდა მაგიდა, სადაც იდებოდა პამპერსები და ლეპტოპი, და იმავე ოთახში უნდა ეარსება კიბორგას თავისი კომპითურთ.

სანამ მე სამშობიაროში ვიყავი, აქაურობა შესაბამისად მოაწყვეს და ჩემ მიერ წინასწარ ჩამოწერილი ბავშვისთვის საჭირო პამპერსი-ტალკი და მსგავსი მსხვილმან-წვრილმანებიც დამახვედრეს. [ძალიან ვნანობ, რომ ყველაფერი მე თვითონ არ ვიყიდე ნელ-ნელა, როგორც ვგეგმავდი და რომ ბოლო კვირებამდე გადავდე, “ჯერ ადრეას” ძახილით.]

ფეხი არ მტკივა, თუმცა ყავარჯნებით დიდად დავქრივარ ოთახებს შორის-მეთქი ვერ ვიტყვი, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ვდგები. კვებით ჯერ ისევ სამშობიაროს რეჟიმზე ვარ, ანუ 10-ზე, 2-ზე და 6-ზე მშივდება. ორიოდე საათით მარტო დარჩენისაც კი არ მეშინია, მთავარია მაგიდაზე საჭმელი და წყალი მედოს, დანარჩენი რა, ბავშვის საკვები მე ვარ და პამპერსი ერთი ხელის გაშვერაზეა.

დღეს ახალი მიგნება მაქვს: ვზივარ ლოგინზე, მაგიდაზე დევს ლეპტოპი, სკამზე – ფეხი, მუხლებზე – ბალიში, ბალიშზე – ვილი, რომელიც მშვიდად წოვს ძუძუს და მეც ასევე მშვიდად ვაწკაპუნებ კლავიატურას.

უკვე ექსპერიმენტის მესამე დღე დაღამდა და ჯერჯერობით სამივე კმაყოფილები და ბედნიერები ვართ. ბავშვს საკმაოდ კარგად ძინავს, რის გამოც გამოძინებას ვახერხებთ, ჭუჭყუნებს მხოლოდ შიმშილის შემთხვევაში, ისიც ისე, არაგამაღიზიანებლად, “ჰეი, როდის მაჭმევთ ბოლობოლო” სტილში. ჭამის შემდეგ მადლიერად იღიმის ხოლმე, მოკლედ, ექსპერიმენტის ჯერჯერობით წარმატებულობაში ვილი მთავარ როლს ასრულებს.

არც ისე წვიმს, როგორც ქუხსო, ამაზეა ნათქვამი. მაგრად მინდა, რომ სანამ ფეხზე დავდგები, მანამდე მაინც ასე წარმატებით გაგრძელდეს ჩვენი ‘ექსპერიმენტი’, რომლისაც ორივეს საკმაოდ გვეშინოდა.

საინტერესოა, ვილი რომაა წყნარი და კმაყოფილი, იმიტომ ვართ ჩვენც, თუ პირიქით, ჩვენი სიმშვიდე გადაედება ამას?

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

23 Responses to Слабо?!

  1. 1. ნუ იტყვი ბევრჯერ წყნარია თორემ თვალი ეცემა :D :D :D :D

    2. თუ კიბორგა სახლშია მაშინ არ დაგჭირდება დამხმარე, მაგრამ აბა წარმოიდგინე სახლშჳ რომ არ იყოს რას იზავდი?

    • dodka says:

      უფ მასე სახლში რომ იყოს, მაგრამ კიბორგა კიბორგა არ იყოს და რომ უტყდებოდეს ბავშვისთვის პამპერსის გამოცვლა და ჩემი აბაზანაში შესმა და მერე გამოტანა და ა.შ., მაშინ რას ვიზამდი არ ვიცი.

      ა ვიცი :D არ გავაჩენდი მისგან ბავშვს. :D

      • jordano says:

        უჰ, ქმარი თუ სახლშია, გაქაჩავთ ცხადია. მანდ მთავარი “უბედურება” სამსახურია. შეიძლება გულითაც უნდოდეს დახმარება, მაგრამ დილით რომ გადავარდება სამსახურში და 7 საათზე რომ მოვა, ის როგორ უნდა დაგეხმაროს?

        აბა კაცი სახლში რომ არის და ცოლს არ ეხმარება, იმისგან ბავშვი არ უნდა გააჩინო კი არა, მათრახით უნდა ცემო :)

        მე თუ მკითხავ, დეკრეტულ შვებულებას ქალსაც უნდა აძლევდნენ და კაცსაც. მაგრამ ჩვენთან მგონი მალე ქალებსაც აღარ მისცემენ.

      • ვისაც საკუთარი შვილის მოვლა გაუტყდება მასეთი კაცისგან მართლა არ უნდა გააჩინო ქალმა ბავშვში.

        კაცები დაილია თუ რა :ჵ:ჵ:ჵ ჰეჰე

  2. Ia says:

    ექსპერიმენტი ყოველთვის ორიგინალურია (ცხადია, იმ ექსპერიმენტებს არ ვგულისხმობ, ქიმიის გაკვეთილებზე რომ გვიტარებდნენ), მაგრამ თქვენი ექსპერიმენტის ორიგინალობამ ძალიან მომხიბლა. თან ისეთი description-ია, თითქოს თქვენს ინტერიერშიც შემოვიჭყიტე…Hi Vili! XX

  3. piccolina says:

    თქვენი სიმშვიდე გადაედება ბავშვს, რა თქმა უნდა )))

    თან ბავშვს ისე უვლი, სტაჟიან დედებს არ გამოსდით ხშირად ))
    იუ არ კულ’

    დაგედო ვილის 1-2 ფოტო
    ხალხს გაახარებდი ;)

    • chaotic says:

      ბავშვი გირეკლავთ, იმჰო.
      ახლაც და რომ წამოიზრდება, მაშინაც :)

  4. ფოტოებიც რა ფოტოებიც!!!!

    მოვითხოვ ფოტოებს

    ჩვენ გვიყვარს ვილი! <3

  5. unaamarga says:

    ჩემი დაკვირვებით, ფორიაქა და ნერვიულ დედებთან ბავშვებიც შესაბამისად იქცევიან. ასე რომ, ვილის თქვენი სიმშვიდე ედება.

    • keti says:

      ჰო, ასეა..

      და დოდ, სულ ღიმილით გავდივარ აქედან. ყოჩაღ. მიხარია, რომ ასეთი ხარ :) მეც გადმომედო რაღაცნაირი პოზიტიური განწყობა კითხვისას..

  6. addicted says:

    cute family !!! თქვენ და ბავშვი კარგად აკომპენსირებთ ერთმანეთს :) აბა თქვენ იცით, დექით მტკიცედ შეურყევლად :D :D :D

  7. utvino says:

    ვაიმე ძალიან მაგარი კაცი გყავს
    ვილის ვგულისხმობ
    თუმცა ქმარიც ისეთია, აი თითით საჩვენებელიო რომ იტყვიან …
    მოკლედ ასე გააგრძელეთ სტერეოტიპების მსხვრევა და ფოტოებით გაგვათამამეთ …

  8. taaaak says:

    vaimeee, genacvaleeet, momewona tqveni eqsperimenti:) warmatebebs gisurveeeb:)

  9. “ორივენიცა” ;)
    ტო ესტ, იმიტომ ხართ მშვიდად, რომ ვილია მშვიდად და პირიქით :)
    ლოლ
    ონლაინბავშვი – MAZAL TOV – როგორც ჩვენთან იტყვიან :)

  10. LUKA says:

    upirvelesad samives gilocavt VILIKAS dabadebis gdes :))
    janmrteli da carmatebuli shvili gazrdilikos .

    -meore, ratom aris aseti ajiotaji am saxelze ver vxvdebi? – VILIKA , RUDZIKA , GARIKA, – ar gaugiat Tbilisshi? ;) mtel havlabars eg kvia…. axla ar vici imat WILLIAM uceriat tu VILIAMI , RUDOLPH tu HARISON, – magram mase edzaxian,-fakt !

    – mesamec, – ragatsebi cavikitxe am blogshi da cudi ar iko, ai es BAVSHVIS isteria ragatsa ITALIANSKI DVORIS KALXOZS gavs,- aman -imas -imis da rame …. :)))
    blogi gaapucha da egaa :(

    – meotxe,- DODIKAS dedas VILIKA rom gaukvirdeba saxelad, es magari anegdotia,.
    SANDROS saxelad SOFO daarkmevs shvils, ai DODIKA iasnia SLAVIKAS an VILIKAS da mere raa???
    bavshvia raa, angelozi bavshvia !
    helloooo ……. :)))))))))))))

    -mexute – ulamazesi bavshvia da mamac vnaxe, kai bichia. -da ra undat ver gavige ras erchian? daarqvan bavshvs tundac KUBIKI da moeferon, – mtavaria ded-mamas ase unda!

    – tsarmatebebs gisurvebt da gadmodit relsebze, she sad he sad araa blogi, – eg ojaxuri bordelia, uintereso , – ar auriot ok?

    akocet VILIKAS magrad .
    in case macivarshi civi ckali xom gakvt BEBIA-BABUASTVIS? ;))))))))

    p.s. chems mamas BONDO qvia da dedas MEGI , – me Bondo magrad mevaseba da davarkmev bavshvs tu iko bichi, ai MEGI ar momcond da gogo BAIA unda ikos, … da raa, its not cool?!
    :))))))))))
    axlobeli mkavs Qutaiseli da magis babuas erts DURMISHXANI qvia da meores MURMANI da “kanonit ” bavshvi ar Duro unda kopiliko an Muro, . nu, daarkves VAXTANGI ( mamamisi afanatebs vaxtang VI ze) da edzaxian Vakas… vaka latinurad dzroxaa da magisi Muro babu ekimia, xoda akamde Duro ( mamis mama) ar elaparakeva Vakas mshoblebs da Muro ( dedis mama) bavshva PAQIZOS edzaxis, – :))))))))
    Vakas daiko kavs, saxelad CILANA ;;; – erti bebia CIALAA da meore CISANA :))))))))))

    ra eshveleba qartvelebs???
    ;))))

    • მიშა says:

      გაიხარე…
      რაღაცნაირი ძაან გულთბილი კომენტია :)
      :D

  11. Kate says:

    ეს ბოლო კომენტარი ჩემს აზროვნებას ვერ წვდება :S

  12. Maia says:

    Luka

    Iasnia kompleqsebi gacuxebs.
    Etyoba mtlad Qartuli carmoshobis ar xar, magram dzalian ginda : ))))).

    Dodi Skype-shi shemomexmiane dzalian gtxov.

  13. Lola says:

    ის მაგარი კომენტია :DDD

  14. tatushka55 says:

    Minda rom sul egre gagrdzeldes da sul eseti cknari da uproblemo baia gkavdes
    Dzalian gbaleshikob chemo kargo da aba tqven icit
    dges dzlivs shemovagcie shens blogze :)
    Mteli chemi dro midis baiaze, da rac mrcheba xan forumze vzivar xan abazanashi
    sisuftavis shegrdzneba maqvs gamilionebuli samshobiaros mere, sul minda vbanaobde.
    ra xdeba ar vici :D

  15. kargistraki says:

    vaime pexi :user:

    xo dagvinaebiT mara mainc gilocavt :D…

    arapexi mainc sul sxvaa…

    :user:

  16. Pingback: 2009 – Overview « Dream is Destiny

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s