Positives

ასკურავამ თაბაშირი მომხსნა და თავისი რაღაცეებით გამიხვია ფეხი. ძალიან ბედნიერი ვარ, ისე მაწუხებდა, ყველგან მაწვებოდა თაბაშირის სიმძიმე და მოსახერხებელი პოზა არ არსებობდა – ახლა ცოტა მეტხანს მძინავს და პირველად მომშივდა და ვჭამე ნორმალურად ამ პერიოდის მანძილზე.

ფეხის მოტეხვის დადებითი მხარეები:

– რამდენიმე დღეა ახალ ბინაში გადმოვედით და ჯერ ისევ პარკებში ეყარა ჩვენი ბარახლო, დღეში 3-4 პარკს ვხსნიდი ხოლმე და ნელ-ნელა ვალაგებდი. კიბორგას, რა თქმა უნდა, არ აწუხებდა მწვანე და ლურჯი ცელოფნების ფონზე ცხოვრება და ამ პერიოდის მანძილზე არ მომხმარებია.

დღეს თავისით დაალაგა!

– სარეცხის მანქანის ჩართვა ისწავლა.

მსოფლიო ფინანსური კრიზისის დადებითი მხარე:

– მეგობრების დიდ უმრავლესობას სცალია და დახმარებას მთავაზობს. :ლავ:

_ _ _ _ _ _ _ _

ახალი მასალა მომეცა გუგლის საჩიჩქნად – ფეხმოტეხილთა საიტს გადავაწყდი – http://www.mybrokenleg.com/. დღიურებია, ჩეთი, სხვადასხვა საკითხების განხილვა  და სასარგებლო რჩევები – მაგალითად, რა საჭმელია კარგი ძვლების რეგენერაციისათვის და რა  – არა [ცოტა გამიკვირდა, ‘ცუდი’ საჭმლის სიაში წითელი ხორცი და რძე რომ ვნახე. თურმე წითელი ხორცი კალციუმის წვას უწყობს ხელს. დაიმახსოვრეთო, რომ მთავარი ბევრი კალციუმის მიღება კი არა, ბევრის ათვისებააო].

This entry was posted in Just, რა and tagged , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to Positives

  1. lol :D
    krizisma daglija :D :D :d

  2. unaamarga says:

    ეგრეა, ნეტ ხუდა ბეზ დაბრა :)! აბა შენ იცი, მალე გამოკეთდი (ბლინ, არადა ვერ ვიტან როცა ამას მე მეუბნებიან;))!

  3. რაც ფეხი მოიტეხე ინეტი გამეთიშა და ვნერვიულობდი როგორაა-მეთქი.
    შენი პოზიტიური პოსტები რომ წავიკითხე გამეხარდა :)))

    იმ ღამეს მე, გვანცა და ქეთი ერთხმად სვანს ვეცით, შენი ბრალია, შენი თვალიაო, გადაირია ბავშვი :D არადა რა შუაშია ის ბიჭი… :p

  4. piccolina says:

    ყველაფერს აქვს რაღაც პოზიტივი :ლოვე:

  5. piccolina says:

    დოდ, ექიმისთვის ხომ არ გიკითხავს, ეგრე შეძლებ გაჩენას? ანუ თუ საკეისროა საჭირო ხო უკვე უნდა მიხედო…

  6. bigcrow says:

    უფეხო დოდკა :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s