Make this game harder

სახლიდან გასვლის წინ პიკოსთვის ფეისბუქზე მიწერილი უწყინარი “კიბორგას მობილი მექნება”-ზე ლილიანს რატომღაც მოუფრიკინა, რომ სამშობიაროში უნდა ვყოფილიყავი და ატეხა რეკვა. რამდენიმე საათის შემდეგ მართლა აღმოვჩნდი სამშობიაროში [თუ საავადმყოფოში] – ფეხის ორჯერადი მოტეხილობით [კოჭთან], მაგრამ მაინც მხნედ, იმიტომ, რომ სასწრაფო პირველად გამოიძახეს ჩემთვის ცხოვრებაში, პირველად მოვიტეხე რაიმე და პირველად დამაწვინეს საკაცეზე.

არადა რა კარგი დღე იყო – ჯერ სტუდენტების შექმნილი ჩახოხბილი ავითვისე, შემდეგ პიკოს გაკეთებული პიცა და ბოლოს “იოლის” გამოშვებული ნაყინით დავამთავრე. სადღაც შუაში მოვყევით ძალიან მაგარ წვიმაში, ძაალიან მაგარში, ყველაფერი დაგვისველდა და პიკოს მაიკა და კაბა ჩამაცვეს, რომელიც, რა თქმა უნდა, არ მეკვრებოდა, მაგრამ “ტაქსამდე მივაღწევ”-ის იმედზე წამოვედი სახლისკენ.

ტაქსამდე ვერ მივაღწიე, ფეხი გადამიბრუნდა და გემრიელად ჩავჯექი. რაც მთავარია, ინსტინქტები მაგრად მუშაობს – იმ წამს მარტო მუცლის გადარჩენაზე ვფიქრობდი და ვზრუნავდი და გადავარჩინე კიდეც, არ მიმირტყამს არაფერზე, არც დამჭიმვია და ექო გამიკეთეს – ბავშვი საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდა. საყვარელი ფეხის თითები აქვს. ყველა ბავშვის ფეხის თითები ექსტრემალურად საყვარელია.

კიბორგა მეჯაჯღანება – ქოშებიდან დაწყებული, ღამით და წვიმით გაგრძელებული, ყველაფერს აბრალებს და მორალს ეძებს ამ ისტორიიდან. მე კიდევ მგონია, რომ მორალი საერთოდ არ არსებობს – სახლშიც შეიძლებოდა ფეხი გადამბრუნებოდა და მომეტეხა,  ასევე დილის 11 საათზე ძალიან იოლად მოვახერხებდი რაიმეს დაზიანებას სურვილის შემთხვევაში.

ყველაფერი ატანადია საბოლოოდ, ტკივილიც, გიპსის რაღაც წნევაც, წოლითი რეჟიმიც. აი აუტანელია ის, რომ სხვა ადამიანზე ვარ დამოკიდებული და ტუალეტშიც ვერ გავდივარ ჩემით [მეორე ფეხს კი არ ემჩნევა არაფერი, მაგრამ ეტყობა დამეჭიმა ან რამე და ვერ ვეყრდნობი, შესაბამისად – ასკინკილით ან ყავარჯნებით სიარულიც ჯერჯერობით არ შემიძლია].

მთელი ამდენი ხანია ვფიქრობ, რატომ არ იკლავენ თავს ინვალიდები? განსაკუთრებით ისინი, ვინც ჯანმრთელად იყვნენ და მერე ჩავარდნენ, სხვაზე დამოკიდებულები გახდნენ. მართლა ძალიან ძნელია, ცხოვრებაში არასდროს მქონია ასეთი სიტუაცია და ამის გამო მაგრად ვითრგუნები. როგორ ეგუებიან მუდმივად ასეთ მდგომარეობას? ბრრრ…

იმის გამო, რომ ლოგინს ვარ მიჯაჭვული და სხვა საქმე არ მაქვს, ხშირად დავბლოგავ ხოლმე.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , . Bookmark the permalink.

22 Responses to Make this game harder

  1. otory says:

    გამოკეთდი მალეეეეეეეეეე!!!!!!!!! :)

  2. 13thCinnamon says:

    ფორუმზე ველოდებით შენს ანგარიშს ანერვიულებული 2სულები.
    გამოკეთდი მალე, მზეო :)

  3. Dv0rsky says:

    uff… male gamojanmrteldi!
    da tan pregbar 95% ro achvenebs… o_0

  4. Fuck!
    უხ, დოდიიიიიიიი! რაღაცნაირად გავხდი ფეისბუქზე რომ ვნახე შენი პოსტის დასაწყისი :|
    მთავარია მუცელი კარგად გაქვს, ფეხი მალე მოგირჩება, don’t worry! პოზიტიურად შეხედე – დაბლოგვისთვის მეტი დრო და მასალა გაქვს, წიგნის წაკითხვისთვის და საერთოდ, ფილოსოფიური აზრები იცის ხოლმე ავადმყოფობისას, use it for yourself ;)

    Love & hugs!!!

  5. niniko says:

    me var niniko burnadze … dz magari adamianiii :D:D:D:D :*:*:*:* =]] =]]

  6. CheshireCat says:

    ბლინ, დღეს დილით სტატუსი რომ დავინახე, გული შემიღონდა :/ დერჟის’ ბეიბი ) მე ვამაყობ შენი ინსტინქტებით )

  7. busuna says:

    looooooooooooool ne vinavataiaaa iaa :D

    kaTTenma dmaintriga mara ise gushin zalian cudi roja viiyavi
    yvela shemometarsa :(((

    xoda isa i will help you !!!!

  8. Shit Happens says:

    იმედია მალე გამოჯანმრთელდები, ასე სასტიკად როგორ მოიმტვრიე, ალბათ წონის გამო :)

  9. kikito says:

    აუ კიდევ კაი ბავშვი კარგად არის,
    ორსულობაში სულ მაგის შიში მქონდა რო არ ჩამოვარდნილყვაი ან არ დავარდნილიყავი და ერთხელ ჰამაკიდან ჩამოვარდი და ავტეხე ისტერიკები თან სოფელში ვიყავი და იქ ექიმი სად მენახა, ამხელ მუცლით ძლივს დავგორავდი და მერე მეზობელი შემოვიდა და გამსინჯა ყველაფერი კარგად არისო და მერე მოაყოლა რო ადრე თურმე ორსული ქალები ხეებზე ადიოდნენ და იქიდან ხტებოდნენ და მუცელი თუ არ მოეშლებოდათ ესეიგი ჯამრთელი ბავში ეყოლებოდათ და მეც მაგით დავწყნარდი და საბოლოოდ მართლაც მასე აღმოჩნდა, ასე რომ დოდ შენი პაწუკა ჯამრთელი იქმება :)
    მალე გამოჭამრთელდი :*

  10. lilianis brali ar iyo magi. Tavidan me vivaraude rom samshobiaroshi caxvesdi da lilians shevtavaze sheni baleshikoba :)

  11. tatushka55 says:

    nada Je haa?

    Mteli sulit da gulit shens gverdit vart, fexi male mogircheba nu geshinia, mtavaria ro ar anerviuldi da kargi reaqcia gqonda dacemisas.
    sagol gmiri dediko xar
    gamoskupdeba patara da dagifasebs :)

  12. Nymphetamine says:

    ერთი საშინელი შეკითხვა გამიჩნდა..

    გიფსით უნდა გააჩინო შვილი?

    თუ იქამდე მოიხსნი?

    :უსერ:

  13. piccolina says:

    )))
    მაგარი დღე იყო, მარა დოდ, ის დეტალები, რომლებიც გამოტოვე, მე უნდა დავწერო ახლა ))) ყველაზე გემრიელი ნაწილი მხვდა წილად )))

    დერჟის, დეტკა :*

  14. keti says:

    უი :((
    არც კი ვიცი, რა გითხრა..
    ყველაფერი კარგად იქნება, ნუ იფიქრებ ინვალიდებზე :*

  15. Natalia says:

    ღუდუშაურში იყავი? :))

    თუ კიდევ იქ ხარ /:)

    whatever, get wel soon! : )

  16. tiny says:

    აუ დღეს დილით რომ წავიკითხე, მერე სახლიდან გავედი და აი მთელი დღე ვფიქრობდი, რომ მეთქი რააატომ, როგორ და ა.შ. კიბორგა დამემართა მოკლედ რომ ვთქვათ :E
    ნუ, რაც მთავარია კარგად ხარ ასე თუ ისე და ბალღიც კარგადაა : ))
    მიყვარხართ სამივე :ბის:

    :*

  17. ketketa says:

    უნდა შევადაროთ ფეხმოტეხილი და ორივეფეხმთელი დოდის პოსტები:)))
    ყველაფრის მიუხედავად, არ დაიგრუზო, დოდ. მცირედ უხერხული დრო კი შეარჩიე საცალფეხოდ, მარა მემგონი კარგად ჩაივლის სანშაინ ჯუნიორის დაბადება:) ყველა წესით და კანონით შენ მაგრად უნდა გამოგივიდეს:)

    თქვენი ფან–ფანი, წულპანი, გადაკარგული და უნამუსოდმცირედდამკომენტებელი ქ.:)

    Take care:)

  18. არადა რა კარგი იყო გუშინწინ… :p
    აღფრთოვანებული ვარ შენით დოდკა, რა მხნედ იყავი. :))

  19. Pingback: 2009 – Overview « Dream is Destiny

  20. makukuna says:

    ??? ver gavige ra gindat

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s