რა გინდა გამოხვიდე?

ეს ისტორია ზოგს ალბათ მოსმენილი გაქვთ კიდეც ჩემგან. სულ მინდოდა დამეწერა და მეზარებოდა, დღეს კიდევ სოფისთან პოსტი ვნახე, ბავშვობაში სტიუარდესობაზე ოცნებობდა თურმე, მერე თაზოსკენ შევიხედე – ჟურნალისტობასა და ბლოგერობას შორის ჭეშმარიტებას ეძებდა და ამ ყველაფერმა მაიძულა, უკვე ლოგინში ჩაწოლილი ავმდგარიყავი და ქვემომდებარე პოსტი გამომეცხო. ამიტომ პოსტს ამ ორ ბლოგერს ვუძღვნი.

საერთოდ ვერ ვიხსენებ, რა მინდოდა გამოვსულიყავი ღრმა ბავშვობაში. ზუსტად ვიცი – არასდროს მდომებია ექიმობა, თამაშითაც კი არასდროს გვითამაშია ‘ექიმობანა’ მე და ჩემს დას.

სამაგიეროდ კარგად მახსოვს, ცოტა წამოვიზარდე თუ არა – გადავწყვიტე, ჟურნალისტი უნდა გავმხდარიყავი. კარგად ვწერდი “თავისუფალ თემებს”, მოგვიანებით ვიმარჯვებდი პატარ-პატარა შემოქმედებით კონკურსებში და “წერის ნიჭის” ერთადერთი გასაქანი ჟურნალისტიკა მომეჩვენა. თან აბსოლუტურად შეპყრობილი ვიყავი პრესით – ვყიდულობდი თითქმის ყველა ქართულ ჟურნალ-გაზეთს, რაც კი იმ პერიოდში გამოდიოდა. მთელი ჩემი ჯიბის ფული ძირითადად აქ იხარჯებოდა, ერთნაირი ინტერესით ვკითხულობდი “ალიას” და “ვარსკვლავებს”.

16 წლისამ ჩავაბარე თ.ს.უ-ში  არაჟურნალისტიკურზე. გადამწყვეტი იყო დედაჩემის არგუმენტი: “ჟურნალისტობისთვის ფაკულტეტზე ყოფნა არაა საჭირო, ან წერ, ან ვერა. აი საერთაშორისო ურთიერთობები კი ოჰოჰო”.

რატომ საერთაშორისო ურთიერთობები? იმიტომ, რომ დედაჩემის ოცნება იყო ჩემი პოლიტიკოსობა [დარწმუნებული ვარ, დღემდე სადღაც გულის სიღრმეში ყოველ ჩემს მოპოლიტიკურო პოსტზე ან ტვ-ში გამოჩენაზე წარმომიდგენს ხოლმე პარლამენტარად, მინისტრად, პრეზიდენტად და ბედნიერდება]. ის, რომ არც პოლიტიკოსობას სჭირდება ფაკულტეტი და “ექიმი, მეწარმე, ლიდერიც” გაქაჩავს, რატომღაც ყველას დაავიწყდა.

უნივერსიტეტში, ისევე, როგორც აბსოლუტურად ყველა ნორმალურმა ადამიანმა, ვისაც ვიცნობ – ძალიან დიდი ფრუსტრაცია განვიცადე, მითუმეტეს მართლა მაგარი უაზრო ფაკულტეტი იყო და პირველი წლის ჭკვიანიგოგოობის შემდეგ ავუშვი. მიზეზიც ადვილად გამოიძებნა – საოცნებო ჟურნალისტიკურზე არ ჩამაბარებინეს და!

მოკლედ, მორიგი კამათისას მიბიძგეს იმისაკენ, რომ ავმდგარიყავი და მართლა მეცადა და დამეწყო ჟურნალში მუშაობა.

ჟურნალი

/გასაგები მიზეზების გამო ჟურნალის სახელს არ ვასახელებ/

ეს ჟურნალი ერთი წლის დაარსებული იყო, როცა მივედი, და, როგორც ახლა მახსენდება, ლეიბორისტების ტიპის სასტავში ძალიან პოპულარულიც გახლდათ. რედაქტორი, ოდესღაც თურმე ცნობილი ტელეჟურნალისტი – თავს მთავრობის ერთადერთ ოპოზიციონერად თვლიდა, თუმცა არ თაკილობდა ხელისუფლების წარმომადგენელთაგან ყურადღებას და დახმარების მიღებას. რატომღაც ვერ იტანდა ელენე თევდორაძეს და ამოუქექა კიდევაც კომპრომატები, რომელთა სინამდვილეზეც თავს ვერ დავდებ. მაგ კომპრომატების დაბეჭვდის დროს სტამბას რაღაც პრობლემები შეექმნა, საღებავი გაუთავდათ მგონი, რაც ეგრევე დაბრალდა თევდორაძეს და “ჟურნალს ბლოკავენ! მაგრამ ჩვენ მაინც დავიბეჭდებით!” ისტერიკა მოჰყვა. შემდეგი ნომერი, რა თქმა უნდა, მთლიანად მიძღვნა ჟურნალზე ზეწოლის ამ ‘ფაქტს’.

საერთოდ შემჩნეული მაქვს ჟურნალისტებში ეს ისტერიულობა. ჩემს რედაქტორს, რა თქმა უნდა, გამძაფრებული ჰქონდა, მაგრამ სხვებიც არ აკლებენ ხელს.

იმჰო ამავე ისტერიულობის გამოძახილია სტუდენტ ჟურნალისტებში ფრაზის – “თავისუფალი სიტყვა” ხშირი მოხმარება და ხაზგასმა. მაგალითად, თაზოს  “თავისუფალი სიტყვის ბლოგი”, კიდევ ერთი სტუდენტი ჟურნალისტი, გვანცა – free words, და ა.შ.

ცოტა რამ ჟურნალში მომუშავე ხალხის შესახებ

რედაქტორი – პირველივე ასოციაცია ის მაქვს მასზე, რომ სამი ქმარი ჰყავდა, ჟურნალის გამოცემისას – მარტო იყო, მერე გათხოვდა და ჟურნალიც დაიხურა. ითხოვდა 100%-იან ყურადღებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა წიოდა. მოკლედ, ახლა რომ ვუფიქრდები, ჟურნალი უბრალოდ დროებით ასრულებდა მისი ქმრის როლს, რედაქციაში მომუშავენი კი ყველანი ამ ქმრის შემადგენელი ნაწილები ვიყავით.

რედაქტორის მოადგილე – მეორე ვიოლინო და რუხი კარდინალი, ლამაზი დაქალის ჩრდილის ქვეშ მოქცეული შეუხედავი, მაგრამ ჭკვიანი და კაი ტიპი. სინამდვილეში ის, რომ ჟურნალი ფიზიკურად არსებობდა, მისი დამსახურება იყო. თუმცა ალბათ ჩრდილში ყოფნა მოსწონდა კიდეც, იმიტომ, რომ წლების მანძილზე მეგობრობდნენ.

ნათელა (პირობითად) – ერთი შეხედვით აბსოლუტურად ჩვეულებრივი, 40 წლამდე ქალი. ზუსტად არ ვიცი, რა ევალებოდა, ძირითადად სოციალურ თემებზე წერდა ხოლმე, ალბათ განყოფილების რედაქტორიც იყო. ერთხელ გამომიტყდა, რომ მასთან კოსმოსიდან დადიან… უცხოპლანეტელები! და მომავლის შესახებ უყვებიან. მანახა ბლოკნოტი, სადაც ამ ყველაფერს იწერდა (“შემოდგომაზე ელისაბედ II გარდაიცვლება და ტახტს მისი ვაჟი დაიკავებს”). ჩემს კითხვაზე, კი მაგრამ, მე რატომ გამიმხილე-მეთქი, შენზე მითხრეს, მაგასაც დავეკონტაქტებით წლების მერეო და ჩვენიანი ხარ ესე იგიო.

ბიჭი – რომელსაც სირბილი და დისტრიბუცია ევალებოდა, სტამბიდან წაღება-დარიგება და ა.შ. შეყვარებული იყო რედაქტორზე და ერთხელ დაბადების დღის აღნიშვნისას ცოტა შემთვრალმა ცეკვისას ტაკოზეც მოუთათუნა ხელი. ამას მოჰყვა რედაქტორის ორდღიანი ცრემლიანი ისტერიკა და ბიჭის სამსახურიდან დათხოვნა.

კიდევ ბლომად იყვნენ, მაგრამ აღარ გავაგრძელებ.

ერთი დღე რედაქციაში

დილით ათზე აუცილებლად უნდა გამოვცხადებულიყავით რედაქციაში. სანამ რედაქტორი თავის კაბინეტში მოწყობილ ხატების კუთხეში დილის ლოცვას წარმოთქვამდა, დღის გეგმას ვადგენდითსავით. ლოცვის შემდეგ გამოდიოდა ოთახიდან და გამოჰქონდა მამა გაბრიელის საფლავიდან წამოღებული ზეთი, დაგვამწკრივებდა ხოლმე და ყველას გვისვამდა შუბლზე. შეწინააღმდეგებას ვერავინ ბედავდა, იმიტომ, რომ ამას უფრო მეტი ლოცვა და ცრემლები მოჰყვებოდა.

წმინდა რიტუალების დასრულების შემდეგ იყო კიდევ ორი რიტუალი – ნათელა კარტზე მკითხაობდა, ამიტომ ზეთის შენახვისთანავე ისმოდა – “აბა, ნათელა, გავშალოთ კარტი, დღეს რა გველის,” – და წინასწარ უკვე მოდუღებულ ყავაზე – “დოდი, ჩამიხედე ერთი ჭიქაში, რამე სიახლე ხომ არაა!”

მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ იწყებოდა სამუშაო დღე.

ყავაში ჩახედვა

ანუ საიდან შემეტენა “ყავაში ჩამიხედე”

მუშაობის დაწყებიდან მეორე თუ მესამე დღეს რაღაცაზე აცრემლებულმა რედაქტორმა დაწვრილებით მომიყვა თავისი ბედკრული ცხოვრების შესახებ. რამდენიმე დღის შემდეგ კი ჩემი ჭკუით გავიკაიფე, იქვე მდგარ ჭიქაში ჩავიხედე და ერთ-ერთი წინა დღეებში მის მიერვე ნათქვამი ფაქტი ვახსენე, ვხედავ-მეთქი. რატომღაც მეგონა, რომ ყველას გაეცინებოდა. არავის არ გაეცინა. რედაქტორმა გაფართოებული თვალებით შემხედა, ნუთუ მართლა ჩანსო და კიდევ “მათქმევინა” რაღაცეები.

მე ჯერ მეგონა, რომ თვითონაც გამეხუმრა, თუმცა მერე დავრწმუნდი, რომ მართლა სჯეროდა და ასე ვიქეცი რედაქციის “ლელა კაკულიად”. ყოველ დილით ვეუბნებოდი, რომ “წარსულში გული გატკინეს… მაგრამ მომავალი ნათელია, გზა ჩანს. ფინანსებში გაუმჯობესებაა” და ა.შ., მასაც სჯეროდა და უხაროდა. მოგვიანებით დედაჩემმა მითხრა, რა გინდა, საკაიფო ავტოტრენინგს იტარებდა თურმეო, პოზიტიურად მუხტავდიო. არის ჭეშმარიტების მარცვალი ამაშიც.

მუშაობის პროცესი

აქ მივხვდი, რომ ჟურნალისტიკას წერის ნიჭთან საერთო იმდენივე აქვს, რაც მაგალითად, ფილოლოგიას ან ისტორიას. ძალიან მომაბეზრებელი იყო ინტერვიუებზე სირბილი, მერე “გაშიფრვა” (ანუ დიქტოფონში ჩანაწერის მოსმენა და დაწერა), გადაღეჭილი თემები (პროსტიტუციაზე წერა იყო მაშინ ძალიან მოდაში), ძალიან მომაბეზრებელი იყო სხვების ნაწერების გასწორება, რაც შემეტენა შედარებით გამართული წერის გამო, რედაქტორისთვის კოჭის გორება, მისი უაზრო დავალებების მოსმენა და შესრულება და ა.შ.

სად დამთავრდა

დამევალა აბორტების შესახებ მასალის მომზადება. ამ სტატიით ჟურნალს უნდა დაეფიქსირებინა პოზიცია – აბორტების აკრძალვა საქართველოში. არც ერთმა რესპოდენტმა [საპატრიარქოს გარდა, ისიც ისე, თავის არიდებით] არ დაუჭირა ამ “მოთხოვნას” მხარი, იმიტომ, რომ აბორტების აკრძალვით  დედების სიკვდილიანობა მატულობს მხოლოდ. პირადად მეც pro -choice უფრო ვარ, ვიდრე pro-life, მაგრამ რედაქტორმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, როგორც გინდა ისე გააანტიაბორტე სტატიაო, რაც პირდაპირ რესპოდენტების პასუხების შელამაზება-დამახინჯებას ნიშნავდა.

ჰოდა წამოვედი.

წლების შემდეგ – ანუ რა მინდა გამოვიდე

მე კარგად ვერც ვხვდები, რა არის ზოგადად ჟურნალისტიკა. თუ ეს მშრალი ფაქტების გადმოცემაა – უინტერესო და შავი სამუშაოა, რატომ შეიძლება ვინმეს უნდოდეს, გახდეს ჟურნალისტი ამის გამო – ვერ ვხვდები. თუ სადმე საკუთარ აზრს აფიქსირებ კიდევ – ყველა მზადაა ყელში გეცეს, სუბიექტური ხარ და ჟურნალისტს ეგ არ შეეფერებაო.

და აი, დიდი დიდი ხნის ფიქრის შემდეგ კითხვაზე, რა მინდა გამოვიდე, შემიძლია დაბნევის გარეშე ვუპასუხო:

– კარგი ბლოგერი!

[პასუხის ვრცელ ვერსიაში შედის New Media expert-იც.]

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

29 Responses to რა გინდა გამოხვიდე?

  1. ვაუ. ძალიან მაგარი პოსტია. მეც დამაფიქრა.
    ის ეტაპი უკვე გადავლახე, დედა და მამა რომ მირჩევდნენ სად უნდა ჩამებარებინა. კი არადა, მირჩიეს და ჩავაბარე კიდეც, მარა 2 წელში მივხვდი და გამოვედი.
    მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი რა მინდა გამოვიდე. :((

  2. მართლაც საინტერესო იყო ფრიად!
    საინტერესოდ წერ, ადვილად იკითხება შენი პოსტები. მე რომ ჩამოვთვალო, რა მინდოდა ბავშვობაში რომ გამოვულიყავი, ბაიტები არ მეყოფა :D
    პრინციპში რაც მინდოდა დაახლოებით ის გამოვედი ზუსტად ;)

  3. N!-No says:

    hehe maxsovs es rom moyevi mara kide ertxel wakitxva ar damezara :D

    exla mgoni ufro mawuxebs “ra gamovide” sakitxi vidre odesme :user:

  4. უნივერსიტეტში აბარებამდე ჟურნალისტობა მინდოდა, აგერ ორი წელია ვსწავლობ და მედია მენეჯმენტი მიზიდავს ძლიერ და იმედი მაქვს ბოლომდე ჩამითრევს თუ არადა მეც კარგი ბლოგერი გამოვალ :))))) შევეცდები მაინც.

  5. Cyborg says:

    ხო აფფტარ ჟჟოშ, აცენილ!

    რაც შეეხება ჟურნალისტიკას, მე ჟურნალისტიკის სწორ, საინტერესო და სასიამოვნო, ფორმად მეჩვენება აი წიპა bear grills-ი ან mythbuster -ები, ან იგივე ის კლიენტი კრაკადილებზე რო წერდა რო შეჭამეს ბოლოს – ანუ ჟურნალიზმი შენს საკუთარ სფეროში.

    წიპა აი შენ რაც გქონდა იდეა რო artidea-ზე ნაწერების სადმე გამოქვეყნების ორგანიზება გაგეკეთებია და ა.შ. – ვპალნე ჟურნალიზმი იყო in some way

    მარა ნუ…

    საინტერესოა ნებისმიერ შემთხვევაში შენზე დაკვირვება – u never know ვინ ხარ, რას იზამ და სად მიდიხარ. ოჩინ ინწირესნა მოკლედ, პარტერში ადგილის დაბრონვისთვის კიდე ასობოე სპასიბო. (ხო ვიცი – ცოტა ძვირი კი ჯდება ეს ბილეთი მარა, ზა ტო აკუპაეცცა :დ )

  6. anuki says:

    მაგარი პოსტია :)

  7. cartveli says:

    ახლა ეს ყველაფერი კუსტურიცას თვალით და .. ფილმიც გამოცხვება.

  8. teonala says:

    თითქმის იგივე ისტორია გადამხდა თავს ახალგაზრდობაში :D
    რადგან “თავისუფალ თემებს ” კარგად ვწერდი, ჩემს 1 კასეტიან მაგნიტაფონზე გადაცემებს ვიწერდი, (სადაც გაზეთებიდან ვკითხულობდი მასალებს, რეკლემებსაც კი ვუშვებდი, ასევე ინტერვიუებს ვკითხულობდი სხვადასხვა ხმით, ანუ რესპოდენტიც და კორესპონდენტიც მე ვიყავი და კითხვა პასუხის მიხედვით ვიცვლიდი ხმებს) და ამინდის ყოველ ცვლილებაზე ჩანახატებს ვაკეთებდი. აააა ხო, სულ პატარა რომ ვიყავი ( დედაჩემის ქუსლიანი ფეხსაცმელები რომ დიდი მქონდა) სარკის წინ ვჯდებოდი, გვერდით ვაზას ვდგამდი და “დიქტორობანას” ვთამაშობდი.სკოლაში დარიგებული, პირველი კლასის წითელყდიანი ფოტოალბომი ( ყველას რომ გვაქვს ) მქონდა ამოდებული თაბახის ფურცლების ქვეშ და გადაცემების პროგრამას ვკითხულობდი :D მოკლედ, ამ ყველაფრის გამო მინდოდა ჟურნალისტი გამოვსულიყავი. სანამ აბიტურიენტობის წელი დადგებოდა, უკვე მქონდა ჩემი დიქტაფონი და ქუჩაშI გამოკითხვებსაც ვაკეთებდი. მანამდე კი მოხდა ის, რომ ვეღაცამ შემთხვევით მოისმინა კასეტაზე ჩაწერილი ჩემი “გადაცემები” და რადიოში შემომთავაზეს მუშაობა. როცა გადაცემის სცენარი დავწერე და ერთერთმა ცნობილმა ადამიანმა შემისწორა, სიტყვა” გამარჯობათ” ში “თ” -ს დიდი წითელი ხაზი გადაუსვა და მას შემდეგ ვიცი რომ ეს სიტყვა “თ” ს გარეშე იხმარება :D რამოდენიმე გადაცემის შემდეგ, იძულებული ვიყავი დამენებებინა თავი რადიოში მუშაობისთვის, რათა “სწავლისთვის მიმეხედა” და მთელი წელი 4 სხვადასხვა რეპეტიტორთან მევლო ( აუ რა პრიკოლი სიტყვაა რეპეტიტორი :D )
    მამაჩემმა ( რომელიც თავად ჟურნალისტია) მირჩია , რომ სხვა ფაკულტეტი ამერჩია, რადგან ამ პროფესიას დიპლომი მაინც არ ჭირდება, თუ ნიჭი გაქვს მაინც დაწერ და იქნები ჟურნალისტიო, უცხო ენა კი ყოველთვის დაგჭირდებაო. ამიტომ გადავწყვიტე(თ) უცხო ენათა ფაკულტეტზე(გერმანულზე) ჩამებარებინა. (დღესდღეობით ვთვლი , რომ მასზე უაზრო ფაკულტეტი არ არსებობს, უცხო ენა ყოველთვის შეგიძლია ისწავლო ყოველგვარი უნივერსიტეტის გარეშე)
    თუმცა, “გულისთქმამ” მაინც თავისი ქნა, უცხოენების პირველი კურსის სტუდენტი ერთერთ ჟურნალის რედაქციას მივადექი და სამსახური ვითხოვე.
    4 წელი ვიმუშავე სხვდასხვა ჟურნალ- გაზეთებში. მათ შორის იმაშიც, რასაც დოდი კითხულობდა თურმე ( ჩემი ინტერვიუები გექნება წაკითხული ბლომად :D ) და მსგავსი მარაზმები იქაც ბლომად ხდებოდა. თუმცა სხვადასხვა კატეგორიის რესპოდენტებთან მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა.
    მოკლედ ბოლოს ამ ყველაფერს თავი დავანებე და რასაც ვსაქმიანობ კი იცით :P
    პ.ს. აუ რამხელა კომენტარი გამოვიდა. მგონი უფრო პოსტს გავს. ხომ არ გამეხსნა ბლოგი და ეს ჩემი პირველი პოსტი იქნებოდა მასში?

    • Sweety says:

      ამხელა კომენტარები უკვე საკუთარ ბლოგზე უნდა დაპოსტო ტრეკბეკით

      :D

  9. liza says:

    dodka, sapatriarqos jurnalshi xom ar mushaobdi? :)
    Zalian momewona dilis locva da zeTis cxebsi rituali :). Sulieri dedis roli qonia shens redaqtrois kargad morgebuli, ai redaqtorisa ra gitxra.

  10. Cyborg says:

    teonala
    კი პოსტი დიდი გამოვიდა მარა მე იქ დავრჩი ვაზას რო დგამდი და გამოკითხვებს რო უწყობდი…

    მოსმენილი მაქვს მსგავსი ისტორიები დოდისგანაც, დაჟე მისი დისგანაც, სხვა მდედრებისგანაც…

    ნიუჟელი ეს რაღაც ტოტალური მარტოობა, იმ დონეზე რო ვაზას ინტერვიუს ერთმევენ ქალის ტვინის ჩამოყალიბების პროცესის “ნორმალური” ნაწილია???

    მე ერთადერთი ეგეთი რაც მახსოვს ბავშობიდან მე და ჩემი ძმა რაღაც 10სმX10სმ -ი ზომის ფურცელზე რაღაცეები დავჯღაბნეთ, ეს მაშინ ძაააააააან გაჭირვება რო იყო (90-91 წელი ალბათ) – ხოდა უცებ რატომღაც ეტყობა ბაბუდაჩემს მოუნდა ფულის ჩუქება და წიპა 1 მანეთად იყიდა ორივესგან ორივეს ნახატი, ხოდა ჩვენ… ავდექით და მეორე დღეს ასეთი ძიშოვი ნახატების მთელი გამოფენა გავაკეთეთ, ფურცლის ნაგლეჯებზე დახატული ერთნაირი სისულელეები, მწვანე ფონზე უფორმო დათვი ტამ, თეთრ ფონზე წითელ კრიშიანი აშკარად ნაჩქარევად დახატული სახლი (ნაჩქარევად დაჟე 6-7 წლის ბავშვის დონეზე, მიფუჩეჩებული იმენნა)

    ხოდა დავაფასეთ ლარი და მთელი სამეზობლო შემოვიყვანეთ და ვითხოვდით რო რამე ეყიდათ :დ

    მარა ყოველ შემთხვევაში სულიერ არსებებზე ვაკეთებდით “სტავკას”

    როცა ვაზისთვის ინტერვიუს ჩამორთმევა…

    კაკ რაზ არის მცდელობა ესაუბრო ვიღაცას ვინც ვერ გაგაკრიტიკებს, ვერ გეტყვის “არ მინდა შვილო ეგ ნახატიო”, ვერ გაგიმართავს ოპოზიციურ მოძრაობას “რა სისულელეებს აჩვევთ ბავშვებს” და ა.შ. – რაღაც ნიუზვიმი ხარ – ვაზაა! :დ

    შედეგად ქალები იზრდებიან ბევრად უფრო… რაც არ უნდა ჭირდეთ მაინც რო გონიათ რო ერთადერთნი და განუმეორებლები არიან… კაცები კიდე უფრო უიაზვიმები სამყაროს მიმართ – მარა ზა ტო რეალისტები ვროძე კაკ…

    პ.ს. ეხლა ჩემი ex-wife იტყოდა რატო მაინდამაინც უნდა აიღო 1 კონკრეტული ფაქტი და განაზოგადო “კაცებზე” და “ქალებზეო” მარა…

  11. teonala says:

    Cyborg

    ვაზას კი არ ველაპარაკებოდი, დეკორაციად მედგა უბრალოდ.
    მაშIN დიქტორები რომ პროგრამას კითხულობდნენ, ვაზა ედგათ ხოლმე მაგიდაზე და მიხაკები ეწყო შიგნით.
    ხოდა ვცდილობდი მიმსგავსებული დეკორაცია შემექმნა. მანდ უბრალოდ გადაცემების პროგრამას ვკითხულობდი.
    ინტერვიუებს კასეტებზე ვწერდი :D

    მე კი ფულის ჩუქებაზე გამახსენდა.
    ჩემი ორი დეიდაშვილი ბუზების დახოცვაში ღებულობდა ფულს. თუ დიდი ბუზები იქნებოდა ბაბუამისი 5 კაპიკს აძლევდა, თუ პატარა 3 კაპიკს.
    მიზანი ის იყო, რომ ნაკლები ბუზი ყოფილიყო სახლშI. ესენი კი, გარეთ გარბოდნენ და იქიდან მოყავდათ დიდი, მკვდარი ბუზები :D

  12. piccolina says:

    omg
    ramxelaa )))

  13. Cannabis says:

    ჟურნალის სახელი დაიდოს :D

  14. Cyborg says:

    teonala
    ROFL გლეჯავს

    ბავშვები გლეჯავენ(ვგლეჯავთ) გამომგონებლობის ამბავში.

    აი ეგ არი სუ რობოტების პრობლემაც, აი ვზროსლი ადამიანს რო ეუნები ბუზები დახოცე – იმას ესმის რო ბუზები უნდა დახოცოს ეხლა, აქ და მერე შეეშვას და გააკეთოს რამე სხვა რაც უნდა.

    ხოდა რობოტს რო ეტყვი ბუზები დახოცეო შეიძლება ათასწლეულების მანძილზე ხოცოს ბუზები და ვერ მიხვდეს სად გადის ზღვარი, რო არაფერი თქვათ იმაზე რო – რო არ ხოცოს რა აკეთოს?

  15. addicted says:

    ძალიან ბანალურად უნდა დავიწყო მაგრამ რა ვქნა :) ასე მეგონა ჩემს ”მე”ზე წერდი… თუმცა ჩემი ოცნება ჟურნალისტობაზე და წერის ნიჭიც წარსულს ჩაბარდა… თუმცა ეს რომ წავიკითხე უფრო მომინდა ბლოგის გაკეთება, იქნებ ჯერ კიდევ შემიძლია წერა?

  16. davit says:

    kai posti iyo
    pishi escho.

  17. მე მკაცრად მაქვს გადაწყვეტილი რომ 2ჯერ უნდა დავამთავრო – ფსიქოლოგია და კრიმინალისტიკა. დეტექტივი, ჯეიმსბონდი, ვანო მერაბიშვილი, ფსიქოანალიტიკოსი, პუბლიცისტი, ფსიქოლოგი.. აქედან ნებისმიერი :ყეს:

    განსაკუთრებით მინდა დეტექტივობა, გალავალომკებზე ვაფრენ :X

  18. Cyborg says:

    სიქრეთს
    მე კიდე აქვე დავსძენ რო შენში მომავალ ილია ლომიძეს ვხედავ და მომკალი.

    ასტრონომია მოკლედ.

  19. ილია ლომიძე ვინაა :დ

  20. ლიკა says:

    აი მე კი ჩემში ახალი ნიჭი აღმოვაჩინე (სუზან ბოილის პონტში): თემების მოკვლის უნარი! ხა–ხა! ანუ მაგალითად ფორუმზე ჩემი კომენტარი 90% შემთხვევებში იმ თემაში ბოლოა. დანარჩენ 10%–ში პროსტო იგნორს მიკეთებენ, ვითომ არ დამიწერია და თავის ჩატაობას აგრძელებენ. თუ წაიკითხეს _ 100%–იანია _ ვერაფერს ვეღარ ამატებენ.

    ახალგაზრდობაში განვიცდიდი, ჭორიკნობის ტიპის დიალოგებს ჩემი ზედმეტად რაციონალური აზრებით რომ “ვკლავდი”. ეხლა მივხვდი, რომ ეს ნიჭია! ისა, არავის უნდა შემეჯიბროს? და მერე ჯილდოები და რამე… იუტუბი…

  21. iraabiraa says:

    :) მე მინდა გამოვიდე მწერალი და ჟურნალისტი ქალების ჟურნალში და დავწერო მენსტუაციაზე, ურთიერთობებზე და სხვანი

  22. iraabiraa says:

    ხო და აბორტებიც კაია

  23. Sweety says:

    read more მაინც ჩაგეკვეტებინა გოგოუ!

  24. Pingback: Dear me | დოდკას ბლოგი

  25. ჰაჰ, ნაცნობი სიტუაციაა, თავის ნიუსრუმიანად:)

    და პოსტი კიდევ ძალიან კარგად იკითხება 2 წლის დაძველებით.

  26. NinucaElectro says:

    “მე კარგად ვერც ვხვდები, რა არის ზოგადად ჟურნალისტიკა. თუ ეს მშრალი ფაქტების გადმოცემაა – უინტერესო და შავი სამუშაოა, რატომ შეიძლება ვინმეს უნდოდეს, გახდეს ჟურნალისტი ამის გამო – ვერ ვხვდები. თუ სადმე საკუთარ აზრს აფიქსირებ კიდევ – ყველა მზადაა ყელში გეცეს, სუბიექტური ხარ და ჟურნალისტს ეგ არ შეეფერებაო.”
    ^
    ვაიმე მე რა მინდა ნეტა.. ? :/ ჟურნალისტობაზე ხელს ვიღებ მგონი. :დ

  27. leluka25 says:

    კარგი პოსტია… :) დავფიქრდი, მეც მინდოდა ჟურნალისტობა მაგრამ პოლიტიკოსობაც მინდოდა… არ მიოცნებია არც ექიმობაზე, არც მასწავლებლობაზე და არც დედობაზე :) თოჯინებიც არ მყავდა. სამაგიეროდ ვწერდი პოლიტიკურ სტატიებს და ვკითხლობდი ყველაფერს რაც პოლიტოლოგიას ეხებოდა…
    ჩემი დღევანდელი გაფინანსისტებ-გაბუღალტრება ჩემმა პირველმა ლექსმა განაპირობა, რომელიც 2 წლის ასაკში დავწერე “ფული ფული გაზაფხული, ფული ფული სოყვარული” :)))
    ვწერ ფულზე, პოლიტიკაზე, ადამიანებზე და ცოტას საკუთარ თავზე
    წერაზე ოცნება ბლოგმა ამიხდინა, ვწერ იმისთვის რომ ვწერო, ვინმე კითხულობს, არ კითხულობს, მოსწონს, არ მოსწონს, დიდად არ მადარდებს.
    ვწერ ფულზე, პოლიტიკაზე, ადამიანებზე და ცოტას საკუთარ თავზე :)
    მგონია რომ ჩემგან კარგი პოლიტიკური ჟურნაკისტი დადგებოდა, თუმცა შეიძლება არც… მე იმის წერა მიყვარს რასაც მე ვფიქრობ და არა იმის, რასაც სხვბი ფიქრობენ :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s