JustaPost

რამდენიმე დღეა ამ კომპზე კლავიატურა გაფუჭებული მაქვს, პატარა ლეპტოპიდან ისედაც ძლივს ვბეჭდავ – ის მხოლოდ ლოგინში საკითხავია, რაც ეგრევე შეეტყო ჩემს ონლაინ-აქტივობას, განსაკუთრებით – ბლოგს.

ახლა რაღაც უბედური კლავიატურით ვბეჭდავ და იმედი მაქვს, რომ კიბორგა ინამუსებს და ხვალ უკეთესს მიყიდის – ბევრი მაქვს საბეჭდი!

ამ ბოლო დღეებში ერთი უცნაური რუტინა შეგვიმუშავდა:

ყოველ დილით 6 საათზე იღვიძებს ჩემი მუცელი, რასაც ავტომატურად მოჰყვება ჩემი გაღვიძება. მუცელში გამართული დრამის სოლო პარტიების ფონზე ჭერის თვალიერებისა და ბუნდოვან მომავალზე ფიქრის ნახევარსაათიანი სეანსის შემდეგ ოთახში შემოფრინდება ხოლმე ერთი ან ორი დიდი ბუზი, რომლებიც აუტანლად ბზუიან. მე გაშტერებული ვადევნებ თვალს. ბზუილზე ეღვიძება კიბორგას, ერთი 5 წუთი ისიც მდუმარედ უყურებს. მერე დგება, ჩვენი ფაზლის ყუთის თავსახურს იღებს და დასდევს სიკვდილამდე.

შემდეგ სამივე (მე, კიბორგა და მუცელი) ისევ ვცდილობთ დაძინებას.

“ახალბედა დედის თვიურის” წერა უნდა დავიწყო – ანუ ყოველთვიური შემაჯამებელი სტატიები ბავშვთან ადაპტაციის თემაზე. ისე ნეტა სადმე არ დაბეჭდავენ მცირე ჰონორარითურთ?

P.S: აუ! პირდაპირი ჩართვა როცა არის ხოლმე, მაგალითად,  საინფორმაციო გადაცემაში, კორესპონდენტის უკან პატარა ბიჭები რომ ეჩხირებიან კადრში და დებილი თვალებით იყურებიან, ნეტა მარტო მე მშლის ნერვებზე?

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to JustaPost

  1. linguistuss says:

    ცოტა ხანიც მოიცადე და კალიები შემოფრინდებიან, ანუ არ მოიწყენთ :)

    • Bas says:

      მწვანე კალიებზე უბნობ? :D

      მაგრად მეშინია მაგათი, თუ გიკბინეს და დროზე არ მიხედე მინიმუმ განგრენა გაქვს ზედ.

      ჭია ყავთ დედანაქაჩი მუცელში და კბენისას უშვებენ სხეულში.

      არ დამიწყოთ ახლა არაო :) ჩემ ძმაკაცსაც არ სჯეროდა სანამ არ ვანახე :) რო გაჭყლიტავთ, მერე აგდებს და პონტია იმის მოკვლი თუ არ დაწვი და რო დაწვავ უსაზიზღრეს სუნს უშვებს.

      • kargi ra kargi raa :D

        ikbinebian ara xaxvis fochi :D da shen buzebis mucelshi reebi budoben eg tu gaqvs nanaxi???

        • Bas says:

          თბილისში განუვითარებელი კალიები არიან.

          კახეთსი ბუდობენ იმინა პარაზიტები არიან!

          თავს დავდებ ამ ინფოს სიმართლეზე :)

          3 წლის წინ დედოფლის წყაროში 3 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

  2. Bas
    ძაან შეეჩვიე აი შენ ნი2-ზე წერას… :დ

    რაც შეეხება პოსტს:
    ამ ყველაფერში იასნია ყველაზე ცოდა ყველა პონტში მე ვარ!

    რაც არ უნდა იყოს – მე ვარ ყველაზე ცოდო.

    შემიბრალეთ.

  3. unaamarga says:

    აუ, ეგ დებილთვალებიანი ბავშვები მეც მიშლის ნერვებს, მარა ისე მარტო ბავშვები არ ეჩხირებიან ხოლმე კადრში. რამდენჯერ დიდებიც მშვენივრად შემოკვეხებულან!

  4. looooool
    vixalisee :D

    kiborgas xom yavs ukve mfrinavi saomari sashualebebi da imit ratom ar ebrzvis buzebs??? : )))

    xoda axalbeda deda echvi maqvs rom yovel dge tu ara yovel meore dges daicyebs ukve atireb chafsmul “mucelze” ceras :D

    • dodka says:

      ატრაკებ, თქვენ იმასაც ამბობდით, დაფეხმძიმებისთანავე მხოლოდ მაგაზე დაიწყებ წერასო და ვოტ ვამ :დ -საჩვენებელი თითისა და ცერათითის მრგვალად მიდების სმაილიკი.

  5. piccolina says:

    გითხაარი მე შენ ჩანაწერები გააკეთეთქო
    უნდა დავიწყო კი არა, ახლავე უნდა დაგეწერა რამე, თორე შენი ამბავი რომ ვიცი სულ არ დაწერ )))

    ხო და ბუზებს ვერ ვიტან
    ტფუფ
    თან ოთახში რაღაცნაირი ტრაექტორიით დაფრინავენ

  6. bigcrow says:

    დაწერე დოდ და სხვა თუ არაფერი მე გამოგიქვეყნებ :) ჰონორარით…

  7. ბუზები კი არა უზარმაზარი ბზიკები არი ხოლმე როგორც წესი… კიდევ კაი ვერ ხვდება ეს დურაქი რეები დაფრინავენ თორე უპისალას ბი…

  8. anuki says:

    აუუ, ჩემთან რაღაც სტრაშილები მოფრინავენ, თან დილით და ჭერს ეხეთქებიან და საშინელი ხმააქვს მაგას.

    და გიჩნდება შეგრძნება რო შენც შემოგეხეთქება.
    სამწუხაროდ, ჩემ ქმარს ეგ ამბავი წიხლზე კიდია ხოლმე :(
    და მე უბედურად ვღნავივარ საწოლში

  9. CheshireCat says:

    blin, დოდ, სანამ ნორმალური კლავა არ გაქვს, ვოსტები ჩაწერე. დაფიქრდი, რა მშვენიერი opportunity-ა )

  10. anuki
    ბზიკო-ქილერი გამოძახებით!

    (გადაუღე სურათი, ჩადე კონვერტში, გამოაგზავნე ჩემ მისამართზე თავის ჰონორარის მითითებით და “მაგ პრობლემას გადაგიჭრით სწრაფად და ხარისხიანად”)

    ან მეორე ვარიანტი:
    კონვერტის გამოაგზავნეთ ნოუთბუქი, რომელსაც რო გავხსნი – რამე მწვანე ზოლიან რამკებიან, შავ ფონიან ინტერფეისში გაიხსნება მაგ მფრინავი არსებების სურათები, დაიწერება ჰონორარი და “ჟილეზნიმ ჟენსკიმ გოლოსამ” კომპი იტყვის რო “აბიეკტ ნადა ლიკვიძირავაწ პრილუდნა, ვი პრინიმაიწე უსლოვია?” – და რო ვეტყვი და თქო “ეტა სააბშენიე სამაუნიჩტოჟიტსია ჩერეზ: 5, 4, 3, 2, 1…” :დ )

  11. კაი რა, მე კიდევ ეგ დებილი ბავშვები ისე მიყვარან :D მაგათ უფრო ინტერესით ვუყურებ, ვიდრე პირდაპირ ეთერში ჩართულს :ლოლ: რა სასაცილო წითელლოყებიანები არიან, დააკვირდი, აი წიპა “მე თბილისელი ბიჭი ვარ” :D :D :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s