Politics on Facebook

დღევანდელი ბლოგკემპის შესახებ პოსტს დავწერ ხვალ, როდესაც სურათებიც მექნება ხელთ.

ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა facebook. ერთადერთი სოციალური ქსელია, რომელიც დავამუღამე.

უამრავი მიზეზია, რატომაც მივეჩვიე იქაურობას. მოგვიანებით სხვა პუნქტებსაც განვიხილავ, ახლა აქ დავპოსტავ ერთ  ‘ნიუანსს’, რატომ შეიძლება გიყვარდეს იქ ყოფნა:

faceb

რა სიამოვნებაა ბარაკ ობამას დაპოსტილ ლინკს რომ მოიწონებ! მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, მართლა ბარაკ ობამა კი არ ზის, ფეისბუქისთვის სპეციალურად მიჩენილი ადამიანის დაპოსტილია.

ქართველი პოლიტიკოსებიდან ფეისბუქს აქტიურად ხმარობს კახა ბენდუქიძე. ამ კაცისადმი ისედაც დადებითად ვიყავი განწყობილი, ფეისბუქზე დამეგობრების შემდეგ – გამიათმაგდა სიმპატიები. პოსტავს საინტერესო რადიო-ინტერვიუებს, სტატიებს, ებმება დისკუსიებში – მოკლედ, ადამიანია!

მეგობრებში მყავდა, მაგრამ ამომშალა (!) და ჩემი რისხვა დაიმსახურა დავით ბაქრაძემ (პარლამენტის თავმჯდომარე). ამის შემდეგ მისი რეიტინგი ჩემს თვალში მკვეთრად დაეცა. მესმის, რომ ცოტა აბსურდულია ამის გამო პოლიტიკოსი აითვალწუნო ან შეიყვარო, მაგრამ ‘გულს ვერ უბრძანებ!’

კიდევ როგორც ვიცი შალვა ნათელაშვილიცაა ფეისბუქზე, მაგრამ არ მყავს მეგობრებში და მისი აქტივობების შესახებ ვერაფერს ვიტყვი.

ერთი-ორი კვირის წინ ნახევრადხუმრობით გავაკეთე ვანო მერაბიშვილის გვერდი – Vano The Spine Merabishvili. ახლა ორასზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. როცა მახსენდება ხოლმე – რაიმე სტატიას ვპოსტავ იქ, ან ვიდეოს, ან სტატუსს (მაგალითად, ბოლო სტატუსია: Vano (The Spine) Merabishvili გაკვირდებათ…“), ან Ni2-ს ვაპიარებ (ვითომ ვანოს საყვარელი საინფორმაციო სააგენტოა). ხალხიც აკომენტარებს, ეხმიანება, რაღაცეებს წერს.

აქედან ჰაზრები – ხომ ძალიან კარგი საშუალებაა პიარისა, მხარდამჭერებთან ურთიერთობისა და რეიტინგის ცოტა ამაღლებისა, რატომ არ იყენებს არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ინტერნეტს ამისათვის? აი რატომ არ გადამიხდის მერაბიშვილი, როგორც “ონლაინ-პრესცენტრს” ან რაიმე მსგავსს, რომ ყოველდღე აზრიანად ვანახლო მისი სტატუსები და ნახევრად-ადამიანური, ნახევრად-პოლიტიკური გვერდი ვაწარმოო? ვანიჩკას რას ჩავაცივდი, მის ნაცვლად იგულისხმეთ ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი. რითი არის რომელიმე ბარაკ ობამაზე მეტი?

მოკლედ, სიამოვნებით გავწევდი რომელიმე პოლიტ.ფიგურის ონლაინ-პიარს, მაგარი საინტერესო გამოცდილებაა და საქართველოში ამის პრაქტიკა არ არსებობს.  ხელფასი დამოკიდებულია ჩემს სიმპატიაზე იმ პოლიტიკოსისადმი. ლოგიკურად, რაც ნაკლებად მომწონს – მით მეტს მოვითხოვდი :D ჩემი მომსახურება, მაგალითად, ყველაზე ძვირი დაუჯდებოდათ მარცვლოვან კულტურებს, ირაკლი ალასანია კი აუცილებლად მიიღებდა სპეციალური ფასდაკლების ბარათს.


Dodie Kissie's Facebook Profile

Updated:

ამონარიდი მერაბიშვილის გვერდიდან

ვიღაც თურქი: HOW DOES SHAKASHİVİLİ SIT ON THAT CHAIR AFTER A LOT OF INNOCENT GEORGİAN PEOPLE WERE KILLED USELESSLY

Vano (The Spine) MerabishviliThank you for asking, he’s okay. And how are you?

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

20 Responses to Politics on Facebook

  1. თაზო ამბობს:

    ბენდუქიძეზე 100%-ით გეთანხმები. თავიდან უარყოფიდათ ვიყავი განწყობილი მის მიმართ, მაგრამ ფეისბუქში დამეგობრების მერე, მისმა რეიტინგმა ჩემს თვალში აიწია, რაღაც სხვანაირი ტიპია, საინტერესო და ჭკვიანი.

  2. piccolina ამბობს:

    ააააააააააააა
    ლოოოოოოოოოოოოოოოოლ
    ბოლო კომენტი ძაან მაგარი იყო )))))
    ნუ ბენდუქიძეზე შენი და არ დაგეთანხმება, ამბობს ღორიაო
    ისე მეც მყავს დამატებული და რაც მანდ ვნახაე იმის მერე უფრო გამიჩნდა სიმპატია

    ხო, ბაქრაძეს სირცხვილი

    უიუი
    იქნებ ჩემი წამყვანიც იყოს ფეისბუქზე
    ვნახავ

  3. Katten Försvann ამბობს:

    მოიცა. ის კახა ბენდუქიძე ნამდვილად კახა ბენდუქიძეა???
    შაყირობთ ხო? :(

    • dodka ამბობს:

      კი ნამდვილად ეგაა. რატომ ვშაყირობთ, ასწორებს :დ

      @პიკო – არა, ბარბის ესმ-ის გამო არ ეხატება გულზე, თორემ ისე აღიარებს მის დიადობას! :დ

      • Katten Försvann ამბობს:

        მე კიდე მეგონა რომ ვინმე შაყირობდა და მისი სახელი და სურათი აიღო :)
        მართლა არ მეგონა რომ ქართველი პოლიტიკოსები იყვნენ მანდა :)

  4. ბენდუქიძემ ბევრი ცუდი რამ გააკეთა, ზოგიერთ მათგანს ყოველდღე ვეჩეხებით, მაგალითად საკომუნიკაციო, ჯანდაცვის და სხვ. მონოპოლიებს, რომელსაც ჩვენს გლობალზე და წამლის ფასზე (ანუ ჩვენს ჯიბეზე) დიდი გავლენა აქვს.
    ახლა სანამ ვიღაცა ”ჭკვიანი” გამოხტება, თავისებური ”- რა აქამდე არ იყო მონოპოლიები?” მინდა იქამდე ვთქვა: აქამდე მკვლელობებიც იყო ჰოდა გავაუქმოთ მაშინ დასჯა.
    მინისტრის დავალებაც ეგ არის, რაც ცუდია ის უნდა აღმოფხვრას და ახალი კარგი დანერგოს, მერე გააკონტროლოს მუშაობს თუ არა ეს ახალი კარგი.
    თუმცა იუზა არ ჩერდება და ახალ სისულელეებს გვთავაზობს, იმიტომაც ”მობოლტეს” უცებ.
    P.S. ვისაც ბენდუ ჯიგარი იმიტომ გგონიათ რომ უზრდელია და იგინება, შეგახსენებთ რომ იგივე თვისება ოპოებში გაღიზიანებთ.

  5. Cyborg Mcloud ამბობს:

    ბენდუ დოდკას პირადად მოსწონს იმიტო რო მოზგია – რაც ფაქტია.

    რაც შეეხება მონოპოლიებს: სრული სიმართლეა.

    მარა არსებობს მედლის მეორე მხარე:

    შეიძლება კიი რაიმე სერიოზულ განვითარებაზე საუბარი ქვეყანაში სადაც სულ 3 მილიონი ადამიანია მონოპოლიზირების გარეშე?

    ანუ მარტივად, მე ამაზე მიფიქრია და იმიტო გეუნები, ქვეყანაში სადაც 50 მილიონია (უკრაინა) შეიძლება კიდე იყოს რამდენიმე დიდი კონსორციუმი, ერთმანეთს ებრძოდეს და თან ფული და საშუალება ყველას ყოფნიდეს მომავალი განვითარებისთვის, ახალი სისტემების დასანერგად და ა.შ.

    მარა 3 მილიონიან ღატაკ ქვეყანაში(ღატაკი რომც არ იყოს) – იმდენად მიზერულ ფულებზეა საუბარი ისედაც (მსოფლიო ბაზარზე რო ვისაუბროთ) რო კიდე 1-2-3 კონკურენტი რო გყავდეს რეალურად გარაჟის ბიზნესი გახდები (გარაჟში როა გახსნილი და მეზობლები “ნისიაზე” რო იღებენ ვეშებს) – და ასე იქნება 3-ვე კონკურენტი და ვერცერთი ვერ მოერევა მერე ფინანსურად ახალი ტექნოლოგიების შეძენას და დანერგვას (გარდა პივის ბიზნესისა!! – რომელშიც კონკურენციაც საკმარისია და ყველაფერიც მარა მოხმარება ისეთია რო დედა უტირა, თუ გინდა კიდე 3 დიდი პივის ჩამომსხმელი კომპანია გაჩნდეს – 3 მილიონი ვართ და ვსვამთ როგორც 15 მილიონი)

    რაც შეეხება ზოგადად ფასებს:
    არ ვიცი რა მოლოდინია ხალხში მარა ვისაც საქართველოდან ცხვირი გაუყვია ყველა დამეთანხმება რო ჩვენზე იაფი არსად არაფერი არ არი (არც კომუნიკაციები, არც წამლები, არც გადასახადები, არც ტრანსპორტის ფასი და ა.შ.)

    ასე მაგალითად, NYC-ში ცხოვრებისას მქონდა ინტერნეტი რომლის აბსოლიტური მაქსიმუმიც იყო 600Kb/sec (Time Warner-ის საშუალო ინტერნეტ პაკეტი) – ვიხდიდი რაღაც დოხრენას. როდესმე ვინმეს რო ეთქვა რო საქართველოში ჩახვალ და 1 წელიწადში რეალნა ორჯერ მაგაზე სწრაფი ნეტი გექნება 60 ლარადო – დავცინებდი. მარა ხო არი? – ა ნუ ხო გლობალი ითიშება, 1 წლის მანძილზე Time Warner-ის ნეტი გამეთიშა რაზა 15 ალბათ, იქიდან 4-5-ჯერ დიდი ხნით – მთელი უბანი გამოირთო.

    მოკლედ მონოპოლია “ცუდია” – მხოლოდ იმ ქვეყნებში სადაც არის საშუალება არ იყოს მონოპოლია.

    კიდე ერთი კითხვა მაგალითად: Microsoft-ი რო დაშალეს მონოპოლიზირების გამო – ამით კარგი რა გაკეთდა?

    მომხმარებლისთვის რა გაკეთდა კარგი, ან მომავალი soft-ის განვითარებებისთვის რა გაკეთდა კარგი, ან ბილ გეითს რა დააკლდა ამით(თუ ეს იყო მიზანი)?

    ნიქსოიდები მაინც ნიქსოიდები არიან, ახალი ხალხი არ ემატებათ მარტო იმიტო რო მონოპოლია დაიშალა, ვაშლიჭამიები მაინც ვაშლებს ჭამენ. პროსტო ყველა ვინც ფანჯრებს მოვიხმარდით სამმაგად ტაკოში ვართ.

    თუ ლინუქსისთვის შეიძლება რო საინსტალაციო პაკეტს “Microsoft Word Simulator”-ი მიყვებოდეს პაკეტში, რატო არ შეიძლება Windows-ს მოყვებოდეს ოფისი? – არა! – ეს მონოპოლიზირებაა ბაზრის!

    ა მომხმარებელუ ბლიაძ პო ხუი!

    ბლიაძ ორმაგი ფასი გახდა რეალნა კომპზე მუშაობა – ცალკე უნდა იყიდო ვინდოუსი, და მერე ცალკე ოფისი (პრი ტომ მთელი ოფისი, აი ის რაც ჩვენთან ვარეზნიკებზე ყრია, უზარმაზარი ფასი ღირს, რეალნა იქ ხალხი ცალკე ვორდს და ცალკე ექსელს ყიდულობენ) – როცა შეიძლებოდა მარტივად და იაფად.

    მონოპოლია ცუდია როცა ვინმე იღებს და ყველაფერს ყიდულობს – აი როგორც კაუკაზუსმა ქნა. მარა მანდაც ყველა დამეთანხმება რო სანეტს მომავალი არ ქონდა, ონლაინი ერთ ადგილს ტკეპნიდა წლები და G-link დღეს არ იარსებებდა რომ არა ეგ შეერთება.

    მოკლედ ის რო მონოპოლიზირებას კონკურენცია ჯობია – თეორიაში, ბაზარი არ არი.

    მარა ის რო ჩვენ ქვეყანაში პროსტო არ არის იმის მასშტაბები რო ორმა სერიოზულმა კომპანიამ იკონკურენტონ და თან განვითარდნენ – ფაქტია. (იგივე კაუკაზუსის და ტელეკომის ომი, იმის მაგიერ “უკეთესი” შეეთავაზებიათ ხალხისთვის – ჩისტა მუშტიკრივზე გადავიდნენ. მარტივად იმიტო რო უკეთესის დანერგვას ტელეკომის მხრიდან მილიონები და მილიონები უნდოდა რომელიც ტელეკომს არ ქონდა და რომელსაც ვერ ამოიღებდა მომავალში. ორი დიდი პროვაიდერი ვერ იქნება მოკლედ საქართველოში, ფული მხოლოდ 1-ის ყოლას ყოფნის. იგივე ეხება უმეტესობა სხვა სფეროებს… გარდა იმისა რო ცოტა ვართ – კიდე ფული არ გვაქ, კიდე რაც გვაქ სასმელში ვხარჯავთ და კიდე მომხმარებლობის კულტურა არ გვაქ, ანუ შერჩევას ტუპა რაღაც გაუგებარი მეთოდებით ვაკეთებთ.

  6. საიბორგ, ბენდუ მოზგია საკუთარი ბიზნესისთვის რაც არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ კარგი მინისტრი გახდებოდა, ისევე როგორც კარგი ფეხბურთელობა არ ნიშნავს კარგ მწვრთნელობას და რატომ: თუკი ბიზნესი პირადად გეკუთნის და გაქვს საშუალება თავისუფლად იმოქმედო და მხოლოდ საკუთარი სახსრები გარისკო – მინისტრობის შემთხვევაში, შენ ხალხის მიერ დაქირავებული მოსამსახურე ხარ და უნდა მოემსახურო, ხალხის და არა პირად, ან მთავრობის PR ინტერესებს, რაც ბენდუს არანაირად არ გამოსდიოდა, ჰოდა მობოლტეს.

    რაც შეეხბა მონოპოლიას, ამ მოდელს ერთადერთი შედარებით დასაშვები სიტუაცია ექმნება ბუნებრივი მონოპოლიის შემთხვევაში, სხვა ყველა ვარიანტში მონოპოლია ანადგურებს ეკონომიკას.
    ბუნებრივი მონოპოლია – შესაძლებელია იყოს დენზე დავუშვათ, გაზის მოწოდებაზე, სადაც გასაგები ხდება რომ კორპუსს არ აწყობს სხვადასხვა სადენებით მიეწოდებოდეს დენი, სხვადასხვა კომპანიებიდან, ან ყველა კომპანია რომ საკუთარ მილსადენს აწყობდეს კორპუსამდე, წარმოიდგინე რა მოხდებოდა, მაგრამ თანამედროვე ბიზნეს გარემო ნელ-ნელა იმ აზრისკენ იხრება, რომ მაინც არ ღირს თუნდაც ბუნებრივი მონოპოლიების დაშვება, რადგან ეს მაინც იწვევს გარკვეულ ფასების კონტროლს და შედეგად დამანგრეველ ეფექტს, ამ დროს საჭირო ხდება გარკვეული მარეგურილებელი კომისიების შექმნა, რაც დამატებითი კორუფციის წყაროა და ა.შ.

    რაც შეეხება 4.3 მილიონ მოსახლეობის მქონე ქვეყანას, მე მგონი შენ არასათანადოდ აფასებ ამ რიცხვს, მაგალითად ახალ ზელანდიაში ჩვენზე ნაკლები ხალხი ცხოვრობს, თუმცა ეგ საერთოდ რა შუაშია, რაოდენობით მხოლოდ ბაზრის სიდიდე თუ განისაზღვრება და არა მსყიდველობითი უნარი, ალბათ დამეთანხმები, რომ მონაკო რომელიც ჯუჯა სახელმწიფოა, უფრო მყიდველია ვიდრე საქართველო.

    და თუნდაც რაოდენობა რამენაირად გავლენას ახდენდეს მსყიდველობით უნარზე, მონოპოლია პირიქით ამ სიტუაციას უფრო ამძიმებს, რა მოიაზრება მონოპოლიაში? რა და კომპანია რომელიც ბაზარზე ერთდერთი მომწოდებელია (იგულისხმება მსხვილი, თორემ უმნიშვნელო კონკურენტები არ ითვლება) და რაც ყველაზე მთავარია – შეუძლია ფასების კონტროლი!!!

    ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ თუ კომპანიას ერთ დღეს აუდგა, უბრალოდ ადგება და ფასს აწევს და ვერავინ ვერაფერს ვერ მოჭამს, მითუმეტეს თუკი კანონი აღარ არის.

    გარდა ამისა მონოპოლისტურ ბაზარზე სხვადასხვა დაბრკოლებებიც არის, მაგალითად ფასების დემპინგი, რომელიც გულისხმობს მონოპოლისტის მიერ ფასების მომენტალურ, ზარალის დონეზე დაგდებას, იმიტომ რომ პატარა კომპანიას არ მიცეს საშუალება ბაზარზე შემოსვლის.

    საქართველოში მონოპოლია არც გვაქვს, ჩვენ რაც გვაქვს, დუოპოლია, ოლიგოპოლია და ზოგ სფეროში კარტელური შეთანხმებებია, ამას იცი რა მოსდევს? გარდა უკვე აღნიშნული ფასის კონტროლისა

    ხარისხის გაფუჭება

    რასაც მშვენივრად ვხედავთ ყოველდღე ინტერნეტის ხარისხზე, ჭების მონოპოლია ელექტროკავშირს აქვს, მომხმარებლების რაოდენობა კაუკასუსს, ცხადია ხარისხზე ან დამატებით ბონუსებზე, თუნდაც ქასთომერ საფორთზე ან მარკეტინგზე არავინ ფიქრობს იმიტომ რომ არც სჭირდებათ, ან ერთის ხარ ან მეორესი.

    როგორც ავერსი და პსპ შეთანხმდებიან და წამალზე ერთ ფასს აწესებენ ხოლმე, ძვირია თუ იაფი სხვა ქვეყნებში მაგას აზრი არ აქვს, ყველა ქვეყნის ფასი ადგილობრივ ბაზარზე რეგულირდება და ამდენად ასეთი პირდაპირი შედარება ცოტა უადგილოა, უნდა გაითვალისწინო რა პირობებია იქ და რა აქ, რა ახდენს ფასის ფორმირებას, რამხელა არის მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი, რა იწარმოება ადგილზე და რა შემოდის იმპორტით

    საქმე იმაშია, რომ არა მონოპოლიის გარეშე ფასი უფრო იაფი იქნებოდა, იმიტომ რომ ყველა კომპანია უკეთესი ხარისხის – უკეთესს ფასად შემოთავაზებას ეცდებოდა და ეს მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელს მოაგებინებდა. ეს გულისხმობს ”ქასთომერ საფორთის” გაუმჯობესებას (აი სულ რომ პრობლემაა, გამყიდველს რომ ადღაბნია კლიენტი) და მარკეტინგულ ბონუსებს (ფასდაკლებები, საჩუქრები, კრეატიული რეკლამა და სხვ.)

    შენ წარმოიდგინე და მონოპოლია თავად კომპანიებისთვის არ ვარგა, არსებობს გამოთქმა, ”კოკა-კოლას ყველაზე კარგი რაც დაემართა ის იყო რომ პეპსი-კოლა გამოჩნდაო” საქმე იმაშია, რომ როდესაც ბაზარზე ერთადერთი ხარ, შენი პროდუქციის მიმართ არსებობს გარკვეული ინტერესი და გარკვეული მომხმარებლების რაოდენობა და ამას ჟარგონზე ”ნამცხვარს” ეძახიან, მაგრამ როდესაც კონკურენტი გამოგიჩნდება, მომხმარებლების რაოდენობა და ინტერესი პროდუქტის მიმართ მაშინვე იზრდება და იზრდება საერთო ნამცხვარი, მართალია ახლა უკვე ნაჭერი გხვდება ნამცხვრიდან, სამაგიეროდ ეს ნაჭერი წინა მთელ ნამცხვარზე უფრო დიდია.

    ამიტომ, შეუძლებელია მონოპოლისტურ ბაზარზე რაიმე განვითარდეს, საქართველოში ახალ ტენქოლოგიებს კომპანია მხოლოდ მას მერე ნერგავს, რაც სხვა მონოპოლისტი დაიწყებს დანერგვას, ამაზე კი თავს არავინ დიდად არ იწუხებს, ამიტომაც არის უკანალში ყველაფერი, ინოვაცია – ხარისხი – ფასიდან დაწყებული მომსახურება-მარკეტინგით დამთავრებული.

    ვინც ვერ მოერევა უნდა გაკოტრდეს ვინც მოერევა ის უნდა დარჩეს და სხვებს გაუწიოს კონკურენცია. გაკოტრებულის ადგილს კი მაშინვე ჩაანაცვლებს ახალი კომპანია, რადგან თუკი პროდუქტზე მოთხოვნა არის, ბაზარზე ყოველთვის ახალი კომპანიები შემოდიან და ფასს არეგულირებენ.

    მაიკროსოფთის შესახებ, ერთხელ მიიღეს გადაწყვეტილება ორად გაყოფის შესახებ (თუ არ ვცდები იმიტომ რომ IE ს ტენიდა ვინდოუსში და უმტკიცებდნენ, რომ ამით სხვა ბრაუზერებს ძირავო) და აპელაციის შემდეგ გაუქმდა (ამან უთხრა, კი არ ვტენი, უბრალოდ ბირთვი იმდენად არის მიბმული რომ ვერ გამოვუშვებ ცალკეო)

    თუ სწორად მახსოვს აშშ ში არის 60% ზღვარი, ბაზრის ფლობა თუ მეტი გაქვს მონოპოლისტი ხარ, მაიკროსოფტიც მანდ მოძრაობს.

  7. ჰიუსტონ ამბობს:

    LOOL
    The Spine მაგარია

  8. Nikoloz ამბობს:

    ბენდუქიძე ადამიანი კი არა ხარბი და ნაბიჭვარი არსებაა
    უკაცრავად პირდაპირობისთვის მაგრამ ამას ფიქრიც არ უნდა მიუხედავად იმისა რომ ყველა პოლიტიკოსის აზრი ჩემთვის ზომბირებას ნიშნავს და მეტ არაფერს
    არ არსებობენ კარგი პოლიტიკოსები ეს ისტორიამ უკვე საკმაოდ კარგად აჩვენა

  9. ლიკა ამბობს:

    დოდ, შენ ფაქტიურად მერაბიშვილს სთავაზობ შენს თავს პიარშჩიკად? :)

    უჩა, საქართველო კომპანიების მოქმედების არეალის ნაწილი შეიძლება იყოს. ამიტომ კონკურენცია მაინც შესაძლებელია.

    და ნამდვილად ცდები იმის თაობაზე, რომ აქ ყველაფერი იაფია. (წამლების საკითხში მოგეხსენება ზუსტი ინფორმაცია მაქვს)

  10. ლიკა ამბობს:

    დოდ, და შტერული კითხვა შეიძლება? შენი პოსტის შედეგად დავინტერესდი ბენდუქიძის ფეისბუკით. დავფეისბუკდი _ შევედი, დავრეგისტრირდი. მოვძებნე ბენდუქიძის გვერდი. და მერე? იქ არაფერი საინტერესო არ წერია, მარტო ვირაც ტიპების ქოთქოთი, თუ რა მაგარია ბენდუქიძე.

    მგონი ვერ მივხვდი, ფეისბუკი როგორ მუშაობს. რა უნდა ვქნა, ბენდუქიძის ფეიჯზე თვითონ მისი ნაწერი რომ წავიკითხო?

    • dodka ამბობს:

      ara, page sxva ramea, fan page-ze moxvdi shen albat. Megobrebshi unda daimato (find people tu friends, maqedan unda mozebno saxelit da gvarit) da rom dagamatebs isic, mere shegizlia misi profilis da aqtivobebis tvaliereba. :E

      konkretulad vanos kiara, vinme politiks vtavazob scados internetis seriozulad agqma :D

  11. Cyborg Mcloud ამბობს:

    ლიკა
    მე კიდე მგონი რო ეგ ის წამალია რომლითაც არ უნდა აფასებდე ფასებს… I think so…

    კომპანიების მოქმედების არეალი – ნიშნავს რო “სხვა ქვეყნებმა უნდა მთლიანად გვიყიდონ” – რაც კიდე უფრო უარეს უკმაყოფილებას გამოიწვევს…

  12. Katten Försvann ამბობს:

    ra magari pasuxi ikooo :D :D

  13. eatyourdeads ამბობს:

    Sesaferisi pasuxi iko =)

  14. cartveli ამბობს:

    კარგი მაგალითი (ჩემი მაგალითი) გადამდებია, ხო?

    დაგასწარიი დაგასწარი.

    http://forum.ge/?showtopic=33902944&hl=

  15. tatushka55 ამბობს:

    Kissie !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    Ratom agar cer? :hm: :)

    Chachavashi rodis midixar kidev? Sheidzleba gamogkve, cinasamshobiaro varjishebis kursebi mainteresebs.

  16. kati ამბობს:

    უი რამდენი ვიცინე, როდესაც, სადღაც 15 წუთის წინ, “ბატონი” გამყრელიძე ოპოზიციის ბერლინალეს მიძღვნილ გადაცემაში ახსენებდა ვანო მერაბიშვილის ფან კლუბს ფეისბუქზე…

  17. Pingback: ფეისბუქმა რა ჰქმნა « Dream is Destiny

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s