Lucky 5 000

პირველ რიგში, სანამ კითხვას გააგრძელებდეთ, კლიკეთ აქ ბლოგ-სემინარის დროის, თემებისა და დეტალების სანახავად, ცალკე გვერდად გავიტანე.

* * *

მაშ ასე, 5 000-ე კომენტარი ამ ბლოგზე ეკუთვნოდა თინის!
კომენტარი გაკეთდა ნი2 ნიუსის წარსადგენ პოსტში. [ლინკი ამბობს, რომ ხუთი ათას სამას მერაღაცე კომენტიაო, მაგრამ ეგ სპამს და წაშლილებსაც ითვლის, ამის გამო – ზუსტი არ არის.]

tinn

რადგან იგი სულ ახლახანს გადავიდა .გე დომენზე, გადავწყვიტე, რომ ყველაზე კარგი საჩუქარი Tiny.ge-ს “გარევა” იქნებოდა საქმეში.

picture-0081

picture-0072ლილიანის დახმარებით შევადგინე ჭიქაზე დასაბეჭდი სურათები, მერე ორი დღე ვეძიე ადგილი, სადაც ერთ ცალ ჭიქას გამიკეთებდნენ და ბოლოს ვიპოვე რუსთაველზე ფოსტის წინ რაღაც ადგილი [რომელსაც, პრინციპში, არ გირჩევთ, იმიტომ, რომ საკმაოდ უხარისხო გამოვიდა, სურათებზე ალბათ ფლეშის გამო არ ჩანს, მაგრამ..].

ხო, საჩუქრის ეფექტის გასაძლიერებლად გადავწყვიტე მასთან სახლში ასვლა – ჯამში კორპუსის ძიებაში რამდენიმე კვარტალი ვიარე ფეხით. მე-9 თვეში, სრულიად უცხო უბნის ჯურღმულებში – კიბორგას ხუჭუჭა თმები გაუსწორდა შეძრწუნებისგან, სახლში რომ მოვედი და ჩემი დღის შესახებ მოვუყევი.

[ამ ყველაფრის შესახებ თინიმაც დაწერა და ჩემი დაღლილი და სახეაღრეული სურათებიც დადო.]

ჰო, უკვე მოფიქრებული მაქვს, რა საჩუქარს მიიღებს ჩემი მე-10 000 კომენტატორი!

* * *

ამწამს კიბორგა თამაშობს თავის საყვარელ ილ-2-ს (ფრენის სიმულაცია რომაა), თან მაგარი გათიშულია, რადგან ღამის პირველი ხდება და ამ დროს მისი ტვინი უკვე საერთოდ აღარ ფუნქციონირებს, ავტოპილოტზეა.

ერთ-ერთი გუნდელი, რომელიც სკაიპში უზის და ერთმანეთს ესაუბრებიან, რატომღაც ეკითხება, რა ჰქვია შენს ცოლსო.

კიბორგა პასუხობს: “Её зовут Доди. Как жену Кеннеди… Я почти Кеннеди!”

…You can call me Jacqueline…

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to Lucky 5 000

  1. 1. თუ მე სყლეროწიკი არ ვარ – დოძის ეძახდნენ ქბნ. ჟაკლინს

    2. რა პრობლემაა, რაღა დოდი რაღა ჟაკლინი…

    :დ

    • dodka says:

      შენ “სამეფო” ოჯახები აგერია. დოდი ერქვა არა კენედის ცოლს, არამედ პრინცესა დაიანას ქმარს :В

  2. ააა ხო დოდი ქმარს ერქვა!!!

    ხო

    მერე რა პრობლემაა? – ჩვენში ქმარი რომელია?

  3. CheshireCat says:

    :D ჟაკლინს– ჯეკის ეძახდნენ xD
    ასე რომ, კიბორგ, შენ თითქმის დიანა ხარ. xD

  4. Bas says:

    lol :D :D :D :D

  5. კიბორგ “დიანა” კენედი :დ

    ნუ აი რა განსხვავებაა
    კიბორგ “უჩა” მაკლდაუსა და მაგას შორის?

    პრინციპიალურს ვერაფერს ვხედავ.

  6. piccolina says:

    ჭიქაზე შენ გითხარი თუ არა, არ მახსოვს, მარა თინის ნამდვილად დავუკომენტე რომ საუკეთესო სიურპრიზია რაც კი შეიძლება ვინმემ გაუკეთოს ადამიანს )))
    ყოჩაღ დოდზი ;)

    @Cyborg Mcloud – ხო, კიბ კიბორგ დიანა კენედი და კიბორგ უჩა მაკლაუდს შორის განსხვავებას ვერ ვხედავ მე ვაფშე

    შენადა, შემდეგში რომ მოვალ დიანა დაგიძახო თუ დიკო?

  7. tatushka55 says:

    “Её зовут Доди. Как жену Кеннеди… Я почти Кеннеди!”

    :D :D :D :D :D
    iumors ar uchivis xo :)

  8. Pingback: 2009 – Overview « Dream is Destiny

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s