კარგი ვეშჩები

1. ბლოგერთა წინა ხინკალ-ფართის მერე მიღებული გადაწყვეტილება “სხვანაირი” შეხვედრის შესახებ ხორციელდება: ადგილიც გვაქვს უკვე და სამი პრეზენტატორიც საინტერესო თემებითურთ. შეხვედრა, სავარაუდოდ, 22 მაისს იქნება. ზუსტ დროს, ადგილსა და თემებს ხვალ დავდებ ბლოგზე, პოსტშიც და ცალკე გვერდადაც, სადაც დაასტუკებთ და იტყვით, მოვდივარ აუცილებლად, დოდკა, ძალიან კარგი გოგო ხარო!

2. ჩემი სიამაყე – ქართული ცრუმედია ნი2 ნიუსი ამ დღეებში უფრო სოლიდური გახდება – დავარეგისტრირე დომენი ni2news.ge და მალე მიებმება. აქაც თქმა არ უნდა იმას, თუ რაოდენ კარგი გოგო ვარ.

3. ბევრი ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე, რომ საუკეთესო გამოსავალი ჩემთვის dodka.ge-ს დარეგისტრირება და აქაურობაზე მიბმა იქნებოდა (რადგან საკმაოდ ზარმაცი ვარ იმისთვის, რომ ცალკე ჰოსტზე ვაკეთო, ცალკე დიზაინები და ფლაგინები ვეძებო და ვაინსტალირო და საერთოდ, მშობლიური ვორდპრესის ძალიან საყვარელ და გამოსადეგ შიდა სამზარეულოს მოვწყდე).

ასე რომ რამდენიმე დღეში აქაურობის წვდომა შესაძლებელი იქნება პირდაპირ dodka.ge-ს აკრეფითაც. რასაც, რა თქმა უნდა, დიდი დოლ-გარმონის თანმხლები პოსტით გამცნობთ. აქ უკვე აშკარად ჩანს, რა ძალიან კარგი გოგო ვარ.

და ბოლოს! თუ კიდევ დარჩა ადამიანი, ვისაც ჩემს კარგგოგოობაში ეჭვი ეპარება:

ერთ-ერთი წინა პოსტისათვის გაკეთებული ერთი კომენტარი ჩემი ბლოგისთვის 5 000-ე აღმოჩნდა! ოდესღაც მქონდა იდეა, რომ მე-1000 კომენტატორისთვის რაიმე მეჩუქებინა, მაგრამ დამავიწყდა და მერე დამეზარა კიდეც.

ამჯერად კი არც დამეზარა, საჩუქარიც მოვიფიქრე, გავაკეთე კიდეც და ხვალ მიიღებს ის ადამიანი მისთვის მოულოდნელად პატარა რაღაცას (რის შესახებაც ასევე დოლ-გარმონითა და ზარ-ზეიმით დავპოსტავ, რა თქმა უნდა).

P.S.: სამწუხაროდ, პოსტში ვერსად ჩავაკვეტე და მიწევს პ.ს-ში მიწერა იმისა,  რომ უამრავს დავდივარ ფეხით. ჰო, კიდევ – საჭმელს ვაკეთებ სამი დღეა ზედიზედ!

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to კარგი ვეშჩები

  1. :დოლ-გარმონი:

    რა კაი გოგო ხარ!

    ნუ გარდა იმისა რო კარგი გოგო ხარ, მე ხო კიდე ვიცი რო კარგი გოგო ხარ!

    კარგ გოგოობას გაუმარჯოს, შენი თამადობით!

    :ყლურწ:

    ძილინებისა…

    პ.ს. მეთქი რამე სკანდალურს წერს და გელოდებოდი დაპაბლიშებას…

  2. 3 პრეზენტატორი?
    მაგათში მეც შევდივარ? :P

    ხვალინდელ პოსტზე შეიძლება ვერ დავასტუკო და არ მომტეხოთ :))

    p.s. ინფორმატიკის ლექცია მაქვს და ძალაუნებურად დავჯექი კომპიუტერთან :P

  3. ოო რაგა 22ში რაა უუფ

    მე მაშ სალამს გადმოგცემთ შორეული კახეთიდან :))))

  4. piccolina says:

    ყოჩაღ, დოდი, რა კარგი გოგო ხარ )))

  5. Pingback: tiny.ge » Blog Archive » დოდკა კარგი გოგოა!

  6. bigcrow says:

    2. დოდ, დომეინის ყიდვით დაიწყო არტიდეას სიკვდილი, თუ გახსოვს შენ…

  7. tatushka55 says:

    mec bevrs davdivar fexiT, magram sachmelebs ar vaketeb.

    da chemi baia isev mxartezoze cevs :( ezareba amotrialeba, ris gamoc daminishnes varjishebi..
    kakoi ujas

  8. bigcrow
    არტიდეა მოკვდა მაშინ როცა დოდის პოროხი გამოელია, მერე დაიწყო ფიქრი რა ექნა, და მოიმიზეზა დომეინი…

    სამ პანიმაეშ…

  9. Dv0rsky says:

    დოდ, იმაზე მოყევი რა, შეხვედრა, პრეზენტაცია…
    სიაში ჩამწერეთ!!! :)

  10. თაზო says:

    ყველანაირად ვეცდები შემდეგში მაინც შემოგიერთდეთ. საგამოს საათები თუ იქნება კარგია. რაც გვიან მით უკეთესი!

    ხო, იცი, ეჭვი ვის ეპარებათ?-ბოზებს! სულით ხორცამდე დარწმუნებული ვარ , რომ კარგი გოგო ხარ! :) (ეჭვიც არ მეპარება!)

  11. Kate says:

    დოდკა კარგი გოგო ხარ
    დოდკა კარგი გოგო ხარ
    დოდკა კარგი გოგო ხარ
    დოდკა კარგი გოგო ხარ
    დოდკა კარგი გოგო ხარ
    დოდკა კარგი გოგო ხარ
    დოდკა კარგი გოგო ხარ
    დოდკა კარგი გოგო ხარ
    დოდკა კარგი გოგო ხარ
    დოდკა კარგი გოგო ხარ
    დოდკა კარგი გოგო ხარ
    დოდკა კარგი გოგო ხარ

  12. 7th Ghost says:

    lolz

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s