Blogs I Follow

როდესაც ქართული ბლოგების შესახებ ვწერდი, აჩიკომ მთხოვა დამეწერა უცხოურ ბლოგებზეც.

იდეა მომეწონა და გახსენება რომ დავიწყე, აღმოჩნდა, რომ ერთი პოსტისთვის ბევრ უცხოურ ბლოგს ვადევნებ თვალს. მერე შევეცადე გამეფილტრა და დავედი 7-მდე:

1. Problogger.net

ეს ბლოგი ალბათ ყველა ბლოგინგით დაინტერესებულმა ადამიანმა იცის. დარენ როუსმა თავის დროზე ბლოგინგით იშოვა ფული (ახლაც შოულობს პრინციპში), მერე დაიწყო დამატებით ბლოგი, რომელიც სხვებს ასწავლის რაღაც-რაღაცეებს.

რატომ მიყვარს:

ყველგან ხაზს უსმევს, რომ მთავარია კარგი კონტენტი, მთავარია ერთგული მკითხველების მოპოვება და დაინტერესება. მისი საიტი არ არის მათთვის, ვისაც ერთ ღამეში უნდა, რომ გამდიდრდეს – უფრო ბლოგის დახვეწის მეთოდებია.

როდის შევდივარ:

როცა “ბლოგერული კრიზისი” მიდგება. პრობლოგერზე თემების გადათვალიერებით აუცილებლად მაფიქრდება ხოლმე პოსტი. ან ორი პოსტი. ან 7 პოსტი.

ქიშმიში:

6 აპრილს დაიწყო ძალიან კარგი პროექტი – “31 დღე უკეთესი ბლოგის შესაქმნელად”. რეგისტრირდებოდი და დღეში ერთი დავალება მოდიოდა მეილზე. ზოგი რაიმე სახის პოსტის დაწერაზე იყო, ზოგი უბრალოდ თემების წაკითხვაზე, ან სხვა ბლოგის შეფასებაზე. ერთი 20 ათასმა კაცმა გაიარა ჯამში ალბათ ეგ პროექტი და ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იყო. მეც გავივლიდი – უბრალოდ პირველივე დავალებაზე “გავიჭედე”, რაც მოიცავდა ბლოგის თემატიკის განსაზღვრას. [რამდენიმე დღე ფიქრის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ჩემი ბლოგი არის “ოჯახზე, საზოგადოებაზე, ინტერნეტზე, ბლოგებზე”, მაგრამ მაგ დროს პროექტი უკვე ერთი 7 ნაბიჯით მასწრებდა და ვეღარ ავყევი.]

2. Seth Godin

ათი ბესტსელერის ავტორი, ნეტში ძალიან ძალიან ცნობილი პიროვნება – სეტ გოდინი. წერს ზოგადად მარკეტინგზე, ხშირად – ვებმარკეტინგზე, ამიტომ ეხება ხოლმე ბლოგებსაც, საიტებსაც და ცხოვრებასაც.

როდის შევდივარ:

როცა მახსენდება.

ქიშმიში:

სეტის ბლოგი ალბათ ერთადერთია პოპულარულ ბლოგებს შორის, რომელსაც გათიშული აქვს კომენტარები. როგორც თვითონ ხსნის, ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩემზე კომენტარების კითხვაო და ლამისაა ახლიდან გადავწერო ხოლმეო პოსტიო, არ მინდა მე ეგეთი ცხოვრებაო და ბლოგის არქონასა და უკომენტარო ბლოგის ქონას შორის – ჯერჯერობით მეორეს ვარჩევო.

3. Dooce

დუსის, ანუ ჰიზერ არმსტრონგის შესახებ ვრცლად მიწერია აქ. მოკლედ – ეს არის ადამიანი, რომელიც წერს თავის პირად ცხოვრებაზე, შვილზე, ორ ძაღლზე და ქმარზე და არის იმდენად კითხვადი, რომ საშუალოდ რეკლამებისგან აკეთებს 40 000 მწვანეს თვეში.

რატომ მიყვარს:

მისი ბლოგი გენიალური მტკიცებულებაა იმისა, რომ აზრი არ აქვს რას წერ – მტავარია როგორ წერ!

როდის შევდივარ:

ამ ბოლო დროს რატომღაც ცოტა მომბეზრდა და შევდივარ კვირაში ერთხელ –  1 კვირით მისწრებს, ორსულადაა ისიც და ფოტოს დებს ხოლმე, მე კიდევ მუცელს ვაზომებ.

ქიშმიში:

მისი ქმარიც კომპიუტერშიკი გიკია და მის ქმარსაც ჰყავდა პირველი ცოლი. ძლივს გავიგე, რატომ ცხოვრობს ეს ქალი იუტაში – შტატში, რომელსაც თვითონაც ვერ იტანს. დედამისი, რომელიც Avon-ის დირექტორია, ანდერძიდან ამოშლით დაემუქრა, თუ სხვა შტატში გადავა და შვილიშვილებს მოწყვეტს. :D

4. Stuff White People Like

ბლოგი, რომელმაც საკმაოდ ცოტა ხანში მიიღო ვორდპრესის VIP ბლოგის სტატუსი და ვორდპრესმა წიგნიც კი გამოსცა მათთვის.

რატომ მიყვარს:

ამონარიდი ჩემივე ძველი პოსტიდან:
ესაა ბლოგი დღევანდელ საზოგადოებაზე, ერთი შეხედვით რასისტული, მაგრამ ტერმინი white მამენტ მთელი ხალხისთვის აქვთ მისადაგებული. გაშარჟებულია ყველაფერი, ყავის სიყვარულიდან დაწყებული – ამერიკელების მიერ ბარაკ ობამას სიყვარულით დამთავრებული.

როდის შევდივარ:

უსაქმურობისას.

5. Failblog

Lolcats-ების შემქმნელმა გარდა იმ იდიოტური კატების სურათებისა და დამახინჯებული ინგლისურისა, შექმნა failblog! როგორ აღვწერო, რა არის ფეილი – აზრზე არ ვარ. შედით, გადახედეთ, მიხვდებით!

როდის შევდივარ:

როდესაც რაიმე სასაცილოს ვეძებ.

6. Postsecret

ამ ბლოგზეც საკმარისი მაქვს ნაწერი, თუნდაც აქ.

ხალხი თავის საიდუმლოებების უგზავნის ავტორს თვითნაკეთი ატკრიტკებით. ისიც ყოველ კვირა დღეს ზოგს ბლოგზე დებს. კიდევ – წიგნად გამოსცემს.

რატომ მიყვარს:

სხვისი საიდუმლოებების ქექვა ასწორებს…

როდის შევდივარ:

კვირაში ერთხელ – იმიტომ, რომ კვირაში ერთხელ ახლდება.

ქიშმიში:

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარული ბლოგია, მისი ავტორი არ დებს ზედ არანაირ რეკლამას. მხოლოდ და მხოლოდ ამ ბოლო დროს დაიწყო “ნდობის ტელეფონის” გაპიარება ყოველ კვირა [მაგ ნომერზე რეკავენ თვითმკვლელობა რომ უნდათ, აი ეგ ხალხი. სხვათა შორის, ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მსგავსი სერვისი საქართველოშიც არსებობს! გავიგებ და ნომერსაც დავდებ მერე. ]

7. Tema

არწიომი ლებედევი, სტუდია არტლებედევის სულის ჩამდგმელი, ფრიად ნიჭიერი, წარმატებული და ამის გამო თავშიავარდნილი ტრაკი (თავისი საქმის “ექიმი ჰაუსი” მოკლედ).

რატომ მიყვარს:

1. იმიტომ, რომ მაინტერესებს ვებდიზაინი.
2. იმიტომ, რომ, როგორც ყველა ქალს – მიყვარს თავშიავარდნილი ტრაკები. [აქ პოსტი, სადაც პირველად გავამხილე მისდამი სიყვარული]

როდის შევდივარ:

როცა მახსენდება.

ქიშმიში:

ყოველ პარასკევს დებს მის მეილზე მისული ძუძუების სურათებს.
მისი ბლოგი რუნეტში ყველაზე პოპულარულია, თუ არ ვცდები (ყოველ შემთხვევაში, livejournal-ზე სულ ტოპ-შია. აქვე აღვნიშნავ, რომ ვერ ვიტან ლაივჟურნალს და ვთვლი, რომ მაგასაც “ბლოგი” არ უნდა ერქვას!)

Advertisements
This entry was posted in Web and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to Blogs I Follow

  1. Nextdreamhacker ამბობს:

    au მე პირიქით, მომწონს ლაიჟურნალის სისტემა და ტიომა კიდე არ მევასება. (დიზაინერულ პონტშიც) რაღაც “რუსული” გემოვნება აქვს ხანდახან ისეთ ფერებს უხამებს ან ისეთ ფოტოებს დებს რო ვერ ვხვდები ხოლმე.
    მაგრამ ძუძუების აქცია კაი გამოგონებაა, ბლოგის ყოველკვირეული უფასო ზე-პიარი :D

  2. Nextdreamhacker ამბობს:

    ui sxvatashoris tu daakvirdi artlebedevis saitze is feri rogor chum-chumad icvleba, marjvniv, zevit :)

  3. Sweety ამბობს:

    აქვე აღვნიშნავ, რომ ვერ ვიტან ლაივჟურნალს და ვთვლი, რომ მაგასაც “ბლოგი” არ უნდა ერქვას!)

    ლაივჯურნალი მტკიცებულებაა იმის, რომ აზრი არ აქვს როგორი ბლოგჰოსტინგი გექნება მთვარია სამამულო იყოს…

    :((((

  4. tatushka55 ამბობს:

    “””””””ორსულადაა ისიც და ფოტოს დებს ხოლმე, მე კიდევ მუცელს ვაზომებ.””””””

    ::::::::::::::::DDDDDDDDDDD

  5. Lola ამბობს:

    Staff White People Like <— magaria!!! aqamde rogor ar vicodi :D cavikitxe 126-ve :up:

    momdevno mocyenilobis jams komentarebs chavujdebi :DDD

  6. Sweety ამბობს:

    ლოლ! ყველა კომენტატორს ვარდისფერი ავატარი რო აქვს :D

    P.S. დღეს გეძებდი დოდი

  7. piccolina ამბობს:

    ფეილბლოგის ფანი ვარ დიდი ხანია :ლოვე:

  8. 7th Guest ამბობს:

    წიომა მაგარია ძალიან. :) თავის დროზე მაგრად ვიკაიფე მის “იზიუმინკა”–ზე ოფიციალური ვებგვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში. :D

  9. Kate ამბობს:

    ვა, შევივლი მერე მანდ.

    მადლობა, რომ დადე ლინკები.

  10. გამოხმაურება: 30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს | ♥♡♥ Sweet Blog ♥♡♥

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s