იგნორი ნეგატივს

ეს პოსტი არის სამხედრო გადატრიალებების, ჟურნალისტების ცემის, დადგმული სპექტაკლების, პრეზიდენტის მიერ ჯარისკაცების პატარა ბავშვებივით ტუქსვის და სხვა უამრავი ნეგატივის იგნორი, რაც დღეს ხდება.

If I can’t walk there – I don’t want to go. (c) Dr. Dot

დოქტორ დოტის შესახებ ალბათ ყველამ იცის საქართველოში – მისი ბლოგი ნამდვილად ყველაზე პოპულარული იყო მთელი წინა თვის მანძილზე. იმდენად, რომ ბოლოს დაიღალა ქართველების მეილებით შინაარსით “შე უღმერთო და ბოზო” –  და ერთი პოსტი ქართულადაც კი ათარგმნინა ვიღაცას.

გულზე ხელი რომ დავიდო – მაგრად მომწონს ეგ ქალი. გარდა იმისა, რომ ზოგადად დიდმკერდიანი ქალები მიზიდავს – გავერთე მისი ჩანაწერებით საქართველოში ყოფნის შესახებ, კარგი მომენტები ჰქონდა დაჭერილი. ერთ-ერთი მათ შორის იყო მანქანების გიჟური მოძრაობა.

ამ ბოლო დროს ძალიან დაძაბული ვარ ტრანსპორტში და ხშირად მახსენდება დრ.დოტის ეს ფრაზა. დღეს კი მას შემდეგ, რაც ჯერ ვოლიერების გამო მარშუტკამ სპორტის სასახლის უკნიდან რაღაც საოცრად წვრილ, უამრავმანქანიან და მოჯაყჯაყე გზაზე გამატარებინა ასე 30-40 წუთი, ხოლო მერე ტაქსიმ გადაწყვიტა, რომ ძალიან მეჩქარებოდა და სწრაფი სიარულით და სხვა მანქანებთან მილიმეტრებში აცდენებით მომიყვანა სახლში – შემოსვლისთანავე პირობა მივეცი საკუთარ თავს, ამ ორსულობის ბოლომდე მაინც – ვუერთდები დოტს! თუ არ შემიძლია დანიშნულების ადგილას ფეხით მივიდე, საერთოდ არ წავალ. გამონაკლისია მეტრო – გრილა, პიკის საათებში მე მანდ არ ვხვდები – ამიტომ სულ ცოტა ხალხში მიწევს მგზავრობა და ათასჯერ უფრო მშვიდად ვარ. [და კიდევ მეტროს შესასვლელში რომ რაღაცნაირი სუნია, მაგრად მიყვარს!]

დღეს მორიგ კონსულტაციაზე ვიყავი ასაწონ-გასაზომად და ანალიზებისათვის. 15 წუთის განმავლობაში მეკითხებოდა ჩემი ექიმი, თავი ხომ არ გტკივა ხოლმე, ეს ხომ არ გაწუხებს, ის ხომ არ გაწუხებს, რამე ჩივილები ხომ არ გაქვს – და არაფერი რომ არ გამახსენდა ერთდღიანი თავის ტკივილის გარდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იდეალური ორსულობა მაქვს [აქ თვალწინ დამიდგა დედაჩემი, დარწმუნებული ვარ ამ ადგილს რომ კითხულობს – თან ამბობს: “ტფუ ტფუ ტფუ ეშმაკს”].

იქიდან რომ გამოვედი, გავიარე “პრაგოსში” – ბლოგერების მიერ ნაქებ ახალ ჩეხურ ბარში [ახვლედიანის №9. პოსტები იხილეთ სვითისთან და თინისთან], შევუკვეთე ერთ-ერთი ლანჩ-მენიუ [ენის სალათა+კარტოფილი+კოკა-კოლა=5 გელა] და ბედნიერად ვიჯექი სიგარეტის ბუღისგან თავისუფალ, წყნარ გარემოში და ვკითხულობდი ბეგბედერის ახალ წიგნს.

ბოლოს, ისევ ციტატა დრ.დოტის ბლოგიდან:

“-დაბრუნდები საქართველოში?
-თუ ჩაქოლვით სიკვდილის ხასიათზე ვიქნები, აუცილებლად შევირბენ…”

Advertisements
This entry was posted in pregnancy and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

27 Responses to იგნორი ნეგატივს

  1. Kate ამბობს:

    მე დღეს 2 საათი ვიყავი ტაქსში კოსტავაზე სპორტის სასახლესთან და 2 საათიანი დაგვიანებით მივედი სამსახურში, ასე რომ გამარჯობა.
    ხოდა მახარებს ის, რომ კარგი ფეხმძიმობა გაქვს.
    და ისა, რა წიგნია? რაზეა? მომეწონება???

    • dodka ამბობს:

      ძალიან უხეში, უზრდელური და ცინიკური წიგნია შენთვის :დ

  2. Kate ამბობს:

    ერთადერთი გამოსავალი მართლა მეტროა. ხოდა ხვალიდან მეტროშ უნდა ვიარო.

  3. Natalia ამბობს:

    ვი ლავ მეტრო! :D

    ამ ეტაპზე ერთადერთი ტრანსპორტია რომელიც არ გიღალატებს და დროზე მიხვალ დანიშნულების ადგილზე :)

    კიდევ კარგი ლექციები დიღომში მაქვს და საკნების ტერიტორიაზე არ მიწევს სიარული :))

  4. unaamarga ამბობს:

    კიდევ კარგი, სამსახურამდე ფეხით დავდივარ! კარგია ნეგატივის იგნორი, მე, სამწუხაროდ, არ გამომდის. I am totally in it!

  5. bigcrow ამბობს:

    დოდ :)
    მეტროს სუნზე მეც ვგიჟდები ბავშვობიდან :) სიგარეტის ბუღი კიდევ ხო… ისე რას იტყვი, კაი მენიუა?

    აქვე რეკლამა (მამენტ უნიჭო, მაგრამ მაინც) – ნეგატივის ქრონიკა დევს ჩემთან.

    • dodka ამბობს:

      მენიუ არ დამითვალიერებია, პირდაპირ ლანჩს ვეტაკე რატომღაც.

      სალათა მაგარი გემრიელი იყო, ყურძნები ელაგა გარშემო და არ ვიცი, მართლა ასე უხდებოდა თუ ორსულობისას არეული რეცეპტორების გამოა, ლამისაა ახლა გავაკეთო რაიმე სალათა და ვყარო შიგნით ყურძნები.

  6. tiny ამბობს:

    მეტროს სუნიო რომ თქვი ეხლაც რაღაცნაირი ნერწყვი მომადგა, ისეთი მაგ სუნის შესუნთქვისას რომ მომდის ხოლმე :ლავ:

    მომეწონა, რომ იგნორი ნეგატივს :უსერ:

  7. bigcrow ამბობს:

    გძე მოი ქამენთ?

    • bigcrow ამბობს:

      უი, დავრწმუნდი, რომ თვალები ტრაკზე მბმია… აიმსორი…

  8. BlackGlance ამბობს:

    დღეს კოლოქვიუმზე 1 საათით დამაგვიანებინა მარშუტკამ. აქამდე არ მაწუხებდა ეს გადაკეტილი გზები, მაგრამ დღეს აზრი შევიცვალე. :@

    how sweet – pregnant sun :)

  9. hexe ამბობს:

    1.ბედნიერი ვარ რომ ბოლო კვირა არ მიწევს უნიში სიარული
    2.მეტროს სუნი მეც ძალიან მიყვარს :)

    3. ახვლედიანის ქუჩა ეს რომელია? :spy:

    • dodka ამბობს:

      perovskaia :E

    • Sweety ამბობს:

      ზემოთ მოცემულ ლინკებზე შედი, და იქ ნახავ კარგ ინფოს შეღავათებთან დაკავშირებით და ასევე რუკას სად მდებარეობს.

  10. მეტროში გოგირდის სურნელია

    დოტს რა ენაღვლება, ჩაიჯიბა ქართველების გადასახადები და ატყდა, ჩვენ ვიკითხოთ…

    ისე დოტის ბლოგზე ერთი საინტერესო რამ აღმოვაჩინე, მოგეხსენებათ გუგლი გვერდებს ქეშირებას უკეთებს, ჰოდა ერთ-ერთი დოტის პოსტი იყო დაქეშირებული, სადაც სააკაშვილის მიერ ჰალსტუხის შესანსვლის ვიდეო/პოსტი იდო და ქვემოთ ეწერა: – კიდევ კარგი არ დავთანხმდი მეორედ მასაჟზე და საქართველოში ჩასვლაზეო… ეს პოსტი ცხადია წაშლილია, იმიტომ რომ როდესაც შესაბამისად გადაუხადეს და თვითმფრინავით ჩამოაფრინეს… უცებ უკან წაიღო სიტყვები და მსოფლმხედველობაც შეეცვალა… ვერასდროს ვიტანდი ”პადლიზა” როჟებს.

  11. თაზო ამბობს:

    ოოოოო, დოტი მეც მომწონს(ხოხ, ახალი ამბავი). დარწმუნებული ვარ, ერთი საძულველი პოსტი გუბაზამაც მიწერა, არადა რას ერჩი, მშვენიერი ძუძუები აქვს. იუმორსაც არ უჩივის და თვისუფლებასაც.
    აი ამ ქართული პოსტის მერე დავრწმუნდი, რა შორს ვართ მისგან. ყველანაირი გაგებით.

    ჰო, კიდევ, პრაგოსში მეც შევირბენ ამ დღეებში. უკვე ნერწყვი მომადგა

  12. piccolina ამბობს:

    ყოჩაღ დოდ, შენ დღეს არ დაგეძინა )))
    ამა ხეპი რომ ბავშვი კარგად არის და შენ რომ ზედმეტი ორსულობის დისკომფორტები (ცუდად ყოფნა და სლეობები) არ გაწუხებს

    დოტის შესახებ კიდევ არ ვიცოდი, უნდა გადავხედო )))

  13. Lola ამბობს:

    naglia doti. chkuasac ro gvarigebs :D

    dzaan ki icis axla magan esmis tu ara mishas demokratiis principebi :D

  14. ლიკა ამბობს:

    “მეტროში გოგირდის სურნელია” – გოგირდწყალბადის. გოგირდს სუნი არ აქვს.

    დოდ, მივესალმები შენს გადაწყვეტილებას ავტოტრანსპორტზე უარის თქმის შესახებ!

    ისე, ამ მიტინგობანას ერთი პლიუსი მაინც აქვს _ ხალხი მეტროთი დაინტერესდა.

    არა, სხვა პლიუსიც აქვს _ განსხვავებული აზრის ატანას ვსწავლობთ. მთელი ერი. მართალია ნერვების წყვეტის ხარჯზე, მარა მაინც ვსწავლობთ. ისევ ასე ჯობია, ვიდრე ომებით და ჰილიოტინებით….

  15. Leonard Shelby ამბობს:

    მეტროში შესასვლელთან რაღაცნაირი სუნია მართლაც რომელიც მეც მომწონს, მაგრამ აი ვაგონში ყველაფერი რადიკალურად იცვლება. ამიტომაც ამ ტრანსპორტს ამ გაჭირვების ჭამსაც კი არ ვიყენებ. მითუმეტეს ასეთ თბილ ამინდებში, მაშინ როდესაც ერთდერთი ნორმალური საშუალება იმგზავრო მუნიციპალური ტრანსპორტით არის თავი გაყოფილი გქონდეს ფანჯრიდან. ამის საშუალებას კი მეტრო არ მაძლევს.

  16. Cyborg ამბობს:

    მეტროზე:
    ნუ განსხვავებით ჩემი საუკეთესო ნახევრისგან მე ძირითადად ყველგან ფეხით დავდივარ და მეტროშიც არ ვარ უცხო სტუმარი.

    მაგრამ ცოტა ხნის წინ დავასკვენი რა კარგია გადაკეტილი გზები, არა, იმიტო არა რო ხალხი მეტროში მოიმატებს.

    ვზივარ მეტროში, ჩვეულებრივი უჟმური მეტროული სიტუაციაა, ბევრი შავ, ტყავის კურტკიანი ჯიგრები, ბევრი ასო ბგერა “ლ”-თი მოტლიკინე გოგცუები და ბევრი ბებია-ბაბუები ჩამოშვებული ცხვირებით.

    მეც ვდგევარ და ერთადერთი გართობა იასნია როგორც ყოველთვის არი – ჩაიყო ჯიბეში ხელები და ბოლომდე ისე იდგე რო რიკულებს ხელი არ მოკიდო, პროსტო რაძი კაიფა, ოდნავ მუხლებში ჩაჯდომა და ბალანსირება სანამ ფიქრებში ხარ წასული.

    ი ტუტ…

    პოლიტექნიკურზე ვაგონში შემოვიდა გოგო რომლის გამოც მგონი რკინის ვაგონს დაუწყო გულმა 2-ჯერ უფრო ხშირად ფეთქვა…

    ანუ არაფერი ისეთი კაცო, ნორმალური 7-იანი, პროსტო…

    ბოლოს ასე ჩაცმული გოგო მეტროში ვნახე უკრაინაში – ნუ იქ სუ ასე ეცვათ მარა ჩემთვის როგორც ქართველი ჯიგიტისთვის აბსოლიტური პიკი იყო ვიღაც თეთრ მოკლე იუბკაში და თეთრ ძალიან ღია ძალიან მოტკეცილ ტოპში, სეტკა თეთრ ჩულქებში მეტროში მჯდომი გოგო – წიგნით ხელში, იმენნა ზის, იუბკა იწყება ჩულქების დამთავრების ზემოთ, ზის და კითხულობს.

    მე ერექცია მქონდა ძმაო და დანარჩენი ხალხი იდგა და როგორც ჩვეულებრივ უკრაინაში ხდება – მათთვის ის გოგო არ არსებობდა.

    მაშინ გამოვიტანე დასკვნა რატომ არის მითი იმის შესახებ რო “უკრაინელი, რუსები და ა.შ. ქალები ასკდებიან ქართველ კაცებს” – იმიტო რო იქ ძალიან მობეზრებული აქვთ ეს “ვაპიუში სექსუალურობა” და არათუ გმობენ, უბრალოდ კიდიათ. ხოდა ის ქალებიც იხდიან, იხდიან, იხდიან, სადღა გაიხადონ მეტი აღარა იციან და კაცები მაინც დგანან – და კიდიათ. პროსტო თვალის მიჩვევის ბრალია ალბათ, თავიდან უკრაინელების ტოტალურ იმპოტენციას ვცდილობდი დამებრალებია, მეთქი აი ჩვენ ქართველი მუჟიგები… მარა ალბათ პროსტო 1-2 თვე რო უყურებ მასეთს ეჩვევი და nothing special…

    ხოდა ჩვენ მეტროს რო დავუბრუნდე: მოკლედ შემოვიდა ნუ აი იმ უკრაინელ გოგოსთან შედარებით ბევრად უფრო თბილად მარა თბილისურ და წემ ბოლეე მეტროულ სტანდარტებთან შედარებით – ძალიან შიშველი გოგო, პრი ტომ არა ვულგარულად შიშველი (ანუ წიპა ბოზი) არამედ ტანწერწეტა ე.წ. “მოდელი იქნება მაგი” გოგო, რომელსაც პროსტო ლამაზად და ძალიან გამოწვევად ეცვა რა…

    კსტაწი ალბათ ეგ გოგო თქვენც ბევრჯერ ნახეთ, რატომღაც მერეც მომხვდა თვალში, სტანდარტულზე მაღალი გოგო, რაღაც ფერადად ჩაცმული… სხვა და სხვა ნაირად იცვამდა ძირითადად მარა რაღაც მომწვანო, მოლურჯო, მოიასამნისფროდ – მოკლედ არა შავად და არა თეთრად.

    ხოდა მინია ასენილო – ალბათ მიდის ან რუსთაველზე, ან თავისუფლებაზე, ხუი ზნაეტ ტამ რამე პეროვსკაიაზე თუმდაც – და საუკეთესო საშუალება დღეს – საბურთალოდან მიხვიდე პეროვსკაიაზე – არი მეტრო!

    ი სრაზუ მეტროში სიარული სტალა პრიატნა.

    მერე იასნია ბევრს ვფიქრობდი ამ მოვლენის მარკეტინგიზაციაზე – რო უნდა მოძებნო ლამაზი გოგოები, მისცე ვეჩნი მეტროს აბონიმენტი და კიდე ყოველ გატარებაზე იქეთ, ხელზე, გადაგიხდით ტამ 2 ლარს თქო უთხრა, ანუ იმ აბონიმენტზე აღირიცხება რამდენჯერ ჩავიდა რა.

    დედა უტირა – მარშუტკები გაუქმდება, ავტობუსები დოტაციაზე გადავა…

    :დ

    :აზაბოჩენნი-გრუზინი: – და არ დაიწყოთ თითების შვერა, ყველა გრუზინი აზაბოჩენნია, და ეს გრუზინების ბრალი არ არი – ქალების ბრალია, მეორეს მხრივ ის რო ქალები “იმალებიან” კაცების ბრალია და ასე მოჯადოებულ წრეზე…

    რაც შეეხება სამხედრო გადატრიალებებს:
    გუშინ ლიკა მირეკავს რა ხდებაო, უნდა ვინერვიულოო?
    მე ვურეკავ სერჟას – მეთქი სარჯ რა ხდება, ეგო მუხროვანიაო, ეგენი სუ ეგრე ტრიალდებიანო, ა მეთქი ოკ, მოკლედ არაფერი არ ხდება, მოკლედ როგორც ყოველთვის სა@!@ვეთიაო რა…
    ვურეკავ ლიკას – მეთქი დაიკიდე ეგენი სუ ეგრე ტრიალებენ. ა კაიო :დ

    ნა ეტომ ინციდენტ ბილ ისჩერპან, მერე უკვე სააკაშვილი რო თითებს იქნევდა ბილ ოჩინ ვისიოლი ცირკ.

    რაც შეეხება საკნებს – თუ მთავრობა არ დაშლის – მე დავშლი, იმიტო რო დღე დღეზე სამშობიაროში მაქ ცოლი გასაქანებელი და ამ პროპკების გადამკიდე მანქანაში რო გამიჩდეს შვილი და რამე მოუვიდეს კიდე დედას ფიცავარ ყველა ე.წ. “ოპოზიციის” ლიდერი მზეს ვეღარ ნახავენ.

    ამაზეა საუბარი – რაც უნდათ ის იმიტინგონ, მერამდენე დღეა ვხედავ სასწრაფო მანქანებს პროპკაში გაჭედილს “აკადემგარადოკთან” მერამდენე დღეა გადაჭედილია სანაპირო რუსთაველის ქვემოთ და იქაც იგივე ხდება, ქალაქის ცხოვრების მოკვლა – ადამიანების დახოცვას ნიშნავს, არა მარტო იმიტო რო ტამ 03 ვერ გავა, კიდე უამრავი რამე ხდება რაც იწყებს გრძელ და ხშირად არც ისე გრძელ მოვლენების ჯაჭვს რასაც ვიღაცის სიკვდილამდე მივყავართ. მთავრობას უცხადონ რამდენიც უნდათ პროტესტი – მარა ხალხის ცხოვრება იმაზე უარესი არ უნდა გახადო ვიდრე მთავრობის ჩვეულებრივი მოქმედების დროს იყო.

    დღესაც თუ არ დაშალეს წავალ და დავბეჭდავ სტიკერებს “ამოვიდა ყელში” და გავაკრავ ყველგან, ვნახოთ მერე რა უფრო მოშნი იქნება – მაგათი აქციები თუ ჩვენი რე-აქცია! :დ ( :ზარაზა-ვარ-გეშინოდეთ: )

  17. Dv0rsky ამბობს:

    ჰოო, პრაგოსი კაია, დიდი ხანია დავდივართ ხოლმე მე და ჩემი ძმადნაფიცი :)

    ბლოგერებმაც თუ აითვისეს, არ მეგონა.
    მე არ ვაბაზრებდი, მეთქი კაი და სასიამოვნო ატმოსფერო არ დაირღვეს-თქო…

    დოდ, რო შეხვედი, ტოპ.გე-ს საიტზე გეგონა თავი ხო? გარშემო სუ ბლოგერები და ვარეზნიკები იჯდნენ??? :)

  18. tatushka55 ამბობს:

    თუ არ შემიძლია დანიშნულების ადგილას ფეხით მივიდე, საერთოდ არ წავალ.

    :)
    didi siamovnebiT mogbaZavdi

  19. BlackGlance ამბობს:

    დოდ, წეღან Pet Society-ს ვთამაშობდი და Race-ში მომიწია შენ პეტთან შეჯიბრი.
    ჰოდა ძირითადი შეჯიბრი ჩემსა და შენ შორისაა. ის მესამე დებილი იყო. ჰოდა დავიძაბე, მოვუგებ, მოვუგებ-მეთქი. დავიტანჯე.
    და უცებ ასეთი ფიქრი დავაფიქსირე:
    ის ორსულადაა, ვერ გამასწრებს. მე მოვუგებ :D

  20. fiqro ამბობს:

    mertoze Sagi po sledam gamaxsenda, zalain saintereso gamometyvelebebi aqvt xolme, Ria da sevdiani, sul minda xolme am saxeebis gadaReba, mara meshinia ar amixirdes vinme chaketil sivrceshi

  21. Killer ამბობს:

    მომწონხარ კისი :)

    მეტროს სუნი მეც ძალიან მიყვარდა ბავშვობაში… :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s