After Khinkal-Blog-Meeting

დღევანდელი ბლოგ-შეხვედრის რეზიუმე:

1. ხინკალი კარგი იყო, აი ქაბაბი – რატომღაც გააფუჭეს შარაგულში.

2. Rocko ქალებში ძალიან პოპულარულია, გადაიბრდღვნა ყველამ მის გვერდით ჯდომაზე ვენები :D ჯერ არ ვიცით, არის თუ არა ეს ბრდღვნა რაიმე კავშირში მის მიერ დაკლებულ 25 კილოგრამთან.

3. კიბორგა არის ასოციალური – ვეჭვობ იმიტომ, რომ ვერსად ახერხებს ჩააკვეხოს გრძეეეეეელი კომენტარი თემიდან უამრავჯერ გადახვევით.

და მთავარი:

4. ბლოგერების შეხვედრა ხინკალზე – ზოგადად ცუდი იდეაა. საერთოდ, ხინკალზე და ყველანაირ საჭმელზე 5 კაცზე მეტი როდესაც ხვდება ერთმანეთს, ის შეხვედრა უკვე შეხვედრა აღარ არის. ჯერ ეს ერთი, გაწელილი მაგიდა და ერთი ბოლოდან მეორეში – ან თუნდაც ერთი სკამის იქით ურთიერთობის შეუძლებლობა. მეორეც – ხომ ვართ არა “პროგრესული ახალგაზრდები”, აქტიურად ვილაშქრებთ გურჯული მარაზმების წინააღმდეგ და ბლოგერი არ მეგულება, ერთხელ მაინც რომ არ ჰქონდეს ქართული “ქეიფების” საწინააღმდეგოდ გრძელი და კრიტიკის ქარცეცხლით აღსავსე პოსტი დაწერილი. ჩვენ არ ვსვამთ ბევრს და საცივში არ ვდებთ სახეს – მაგრამ მაინც წინ ერთი ტონა საჭმელი უნდა გვეყაროს, რომ ურთიერთობა შედგეს – სანამ ამ საჭმელს მოიტანენ, შიგადაშიგ “სად არიან, გვშია”-ს წუწუნით, მერე აქტიურად ჭამით [პირადად მე ამ დროს მიუწვდომელი ვხდები], შემდეგ კარგად დანაყრებულზე კიდევ გვეძინება და ურთიერთობის სურვილიც სადღაც ნოლს უკაკუნებს.

ბლოგერები უნდა ვიკრიბებოდეთ სადმე ცარიელ ოთახში, სადაც მაქსიმუმ მხოლოდ ყავა და ჩაი შეიძლება დალიო, უნდა ვიჯდეთ,  ვლაპარაკობდეთ და ვშობდეთ გენიალურ იდეებს შემდეგი პოსტებისთვის, უნდა ვუთანხმდებოდეთ ერთმანეთს guest poster-ობაზე, ვგეგმავდეთ ჯაჭვურ პოსტებს და ათასი უმსგავსო აზრი გვებადებოდეს. და ამ ყველაფრისგან ჩვენი ბლოგები სულ ოდნავ უკეთესი უნდა ხდებოდეს.

მე პირადად დღეს გავერთე, იმიტომ, რომ 90% ჩემი real life მეგობრები იყვნენ, მაგრამ “ბლოგერების შეხვედრა” – ცოტა სხვა დატვირთვის უნდა იყოს იმჰო, თორემ ასეთი “ბიგმაკი ვჭამოთ” ან “წამო ხინკალზე” – მე პირადად აღარ მაინტერესებს, მეგობრებთან ერთად ისედაც საკმარისად ვითვისებ უამრავ არც ისე საჭირო კალორიას.

მოკლედ, ამ შეხვედრის მერე თავში სრულიად ნათლად მაქვს, როგორი არ უნდა იყოს, და შესაბამისად – როგორი უნდა იყოს ბლოგერების შეხვედრები. ამიტომ შევეცდები უახლოესი პერიოდის განმავლობაში გავაკეთო ერთი საინტერესო workshop-ის ხასიათის “ბლოგერული სხოდკის” ორგანიზება. შეხვედრის ადგილის რამდენიმე ვარიანტია, რომლებსაც დავაზუსტებ.

მანამდე ჩავატარებ მოკლე გამოკითხვის სახით და გავიგებ თქვენს ჰაზრებსაც, პრინციპში აქაც თუ დაწერთ – ურიგო არ იქნება – როგორი წარმოგიდგენიათ პირადად თქვენთვის სასარგებლო და საინტერესო ბლოგერული სხოდკა, რა თემატიკა უნდა იყოს, როგორი ფორმატი და ა.შ.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

33 Responses to After Khinkal-Blog-Meeting

  1. პერწკლი says:

    ჰხოდა ისა,
    მშვენიერი იდეა დაგებადა.
    განახორციელე, წამოვალ და ჯასთ ჩუმად მოვუსმენ ყველას : ))))))

  2. Cyborg says:

    კიბორგას ა-სოციაუმურობაზე: უჭირს მაგას საერთოდ…

    დანარჩენზე – :თანხმ:

    რაც უფრო მთAვარია – ვორქშოპის ფორმატობა კი არ იქნება იქ გადამწყვეტი, არამედ ის რო რაღაც წინასწარ გარშემო სატრიალო იდეა იქნება.

    ასე რაღAც “ბლოგერების სხოდკა” და იკრიბება ერთმანეთისთვის კარგად ნაცნობი ხალხი, კარგად ნაცნობი საკბენი და საფერი მასალით და მიდის ქარტული ხალხური “თქვენ გაგიმარჯოთ” -ი, სადღეგრძელოს პირდაპირი წარმოთქმის გარეშე, მერე ყველა მიდის სახლში და დარწმუნებული ვარ ყველა იგივეს ფიქრობს – რო რა @!@-ბა სხოდკებიაო.

    ხოდა მორალი არ გაქვთ ფიფალ, მორალი, რის გარშემო ვტრიალებთ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? – რა უნდა განვიხილოთ? – რა უნდა დავგეგმოთ?

    სიჟუ ია ტამ და კამენწირავაწ ნახუი ნეჩევა, შემიყვარდა თვალსა და ხელს შუა აიფონი… ესაა საქმე? biggrin.gif

    (კრიტიკა – რა სასიამოვნო რამეა…)

  3. tatushka55 says:

    1 იდეა :
    შეკრება იყოს აუცილებლად კვირა დღეს
    ან სხვა დღეებში არა უადრეს საღამოს 7 საათისა :)

  4. 1. ხინკალი კარგი იყო. ქაბაბი არ გამისინჯავს.
    2. როკო ჩემი ერთადერთი real life ნაცნობი იყო და ასევე ყველაზე სოციალური პიროვნება
    3. დუმილი
    4. გამეხარდა, რომ გაგიცანი :)

    ეს პრობლემები მეც დავინახე დღეს და ყველაფერში გეთანხმები. უკეთესი იქნება ხინკლის გარეშე, “მოსაქმიანო” შეხვედრის პონტში.

  5. liliani says:

    kibirga zogadad sucks es ise :D
    xoda
    axla sxodkas rac sheexeba

    eg ukeetesi ideaa, anu adgili unda iyos iseti sadac araa gazgomis ponti ar aris gareshe xalxi bevri aveji da marazmi sheizleba dajdoma axlos anu tam ise zolze ki arada ragac raa
    xoda aqedan gamomdinare eg bevrad ufro sainteeso iqneba sul rom ara shercheuli da uceb mofiqrebuli temebi iyos mainc umetesoba charteveba da tu ar charetveba moismens da gagiegb s mainc!!!
    ase rom good idea !!

  6. Candy says:

    უიჰ, კიდე კაი დედაჩემი დამადგა თავზე თორე უხერხულობისგან და ა სოციალურობისგან დავიტანჯებოდი მგონი :/

  7. xinkali minda, sxodka sul ar maiteresebs :D :D :D

  8. hexe says:

    მე წამოვალ ბლოგერების შეხვედრაზე (ეუF :D)
    თუ
    ბლოგერები შეიკრიბებიან ნაყინზე, ყავაზე, ჩაიზე, შოკოლადზე, მიწის თხილზე და ჰა ჰა ბლინებზე…. :D

    ანუ
    სადაც მთავარი იქნება
    ბლოგერების შეკრება
    და არა სმა-ჭამა დიდად შესარგი

    ხო კიდე
    შეხვედრა სასურველია შედგეს იქ სადაც მინიმუმადმე იქნება დასული ყაყანი, ხმამაღალი მუსიკა და სიგარეტის ბოლი.

  9. noemberi says:

    ზოგადად, ხინკალი და ბლოგი ერთად უკვე არასერიოზულია : ))

  10. piccolina says:

    აპ
    როკოს ხელი უშვას ყველამ
    სანამ ის 25 კილოგრამი ზედ ჰქონდა, მაშინაც მიყვარდა და მაშინაც ვწუწუნებდი, როკოს გვერდით მინდათქო, მარა მაშინ 25 კილო არ ჰქონდა მოკლებული და მის გვერდით ადგილს ყოველთვის ვპოულობდი
    ახლა კიდევ… ეჰ, კონკურენტები გამომიჩნდნენ…
    ყველას უცებ შეუყვარდა 25 კილო მოკლებული როკო :უსერ:

    ხო, ხინკლაობას რაც შეეხება, დავჯექი თუ არა, მაშინვე ვთქვი, სახინკლეში არ უნდა იყოს სხოდკებითქო
    საკმარისია შეიყაროს 10-15 კაცი, რომ მაგიდა მაშინვე რამდენიმე ნაწილად იყოფა და მერე მიდის ჯგუფებს შიდა აბშენია და არა ყველასი (რა მიზნითაც თავიდანვე იკრიბება ხალხი)
    მერე ვიღაცა, ვინც თავისი ნაწილით უკმაყოფილოა, გადადის სხვა ნაწილში და ასე…
    წარმოიდგინე, რა მოხდება კიდევ რამდენიმე კაცი რომ დაემატოს ამ სხოდკას. ბარემ ქორწილის სუფრები გავშალოთ )))

  11. babisa says:

    ბუნებაში , სიმწვანეში ჯობს
    ბალახზე ‘პროგრესულად მოაზროვნე’ მსხდომარე ახალგაზრდებივით
    თავისუფალი გარემო
    ვინც ბალახზე ვერ დაჯდება, ისეთი პარკივით იყოს იქნებ, სადაც სკამებიც იქნება, მოკლედ კაფე-ბარებიც და მსგავსი ადგილებიც არ მიმაჩნია სწორად, იქ მუსიკაა და საუბარი შეუძლებელია : ))

    ვაა
    უყურე შენ როკოს :D

  12. dodka says:

    არა, კაფე-ბარებზე არ არის ლაპარაკი, საკონფერენციო ოთახის სტილის რაღაც, ირგვლივ სკამებით და მაგიდებით, ვფიქრობ უარს არ გვეტყვის ერთი ორგანიზაცია ; ) თუ არა და კიდევ მაქვს ორი მასეთი ადგილი “ნა პრიმეწე”.

  13. რა ბოლოში მიგიჭიპჭიპებია ბლოგერების შეკრება, გამომრჩა :(

    ჰოდა ახალ გეგმას მივესალმები, მაგრამ ისე არ გამოვიდეს, აი ბავშვები რომ ემზადებიან ხოლმე სათამაშოდ, რო გეგმავენ და მერე თამაშზე რომ მიდგება, უკვე რომ ეზარებათ :D

  14. CheshireCat says:

    ხო, მოკლედ დღეს იმ გრძელი მაგიდის პონტმა ძალიან გატეხა, მაგიდის ბოლოში ნიფიგა, არაფერი ისმოდა. თქვენ იქით რაღაცას ლაპარაკობდით, ჩვენთან ცალკე ამბავი იყო, ანუ ს პონტამ, გაასწორებდა, ჩემი თვითმიზანი ხინკლის ჭამა რომ ყოფილიყო. მაგრამ მე ზოგადად ყველასთან ურთიერთობა მინდოდა ჯასთ. სწორედ ამიტომ იყო რომ ისევ ჯან.მედელებთან გადავბარგდი. :მო:

    საკონფერენციო დარბაზი + სნექები + ყავა/ჩაი/კოლა.
    +
    შეიძლება რაღაც ზოგადი მონახაზის გაკეთება წინასწარ, რომ ტიპა ამა და ამ დღეს ბლოგერები ვიკრიბებით და ვსაუბრობთ საკითხებზე: 1. ბლა–ბლა, 2. რაღაცა და ა.შ. ..
    ან
    უბრალოდ ვინც წამოსვლას დააპირებს და რამე ექნება “სათქმელი” წინასწარ დაგეგმოს და დანარჩენები ისე წამოვლენ(ვალთ), მოსასმენად და კომენტარების გასაკეთებლად.

    ისე, ბუნების პონტიც არაა ცუდი. პატარა ჯგუფების გასვლა , ზაფხულში და სადმე ბალახეულობაში კრუგზე ჩასხდომა (სექტანტები გამახსენდა :D ) და ლაპარაკიც კარგი იქნება. ანუ, ტამ საკონფერენციო დარბაზის ნაცვლად.

    პ.ს. როკო, მასწავლე როგორ იკლებ :მო:

  15. cartveli says:

    დოდკას მადლობა ჩემს საიტზე კომენტისა და რჩევისთვის.
    დღეს მე ვიძლევი რეკომენრაციას ყველასადმი (გრიპის შესახებ). IP-ის ამბავზე არ იწვალო ძებნა, აგერ მაქვს მოძებნილი –

    http://forum.ge/?showtopic=33902944&hl=

    ხინკალი მეც მიყვარია, ყავაზე.

  16. bigcrow says:

    ჩვენ გვქონდა მერე კარგი აფტერფართი, იპოდრომზე ჩავედით და ჩავიხრჩეთ ლუდში… ზატო ახლო-ახლოს ვიჯექით :)

  17. Kate says:

    afterსხოდკა ის იყო, როცა ყვავა ძირითადად ჩვენი ნერვების შლით იყო დაკავებული…

    ხოდა ბლოგერების მეორე სხოდკაზე ვარ ნამყოფი და ორივეჯერ მაგდის ერთ მხარეს ვიჯექი და ანუ დისკუსიაში საერთოდ ვერ ჩავები. რამდენჯერაც ამის შესახებ პრეტენზია გამოვხატე, იმდენჯერ კაციშვილმა ყური არ მათხოვა.

    ხოდა, რამე ორიგინალური უნდა ვქნათ.

  18. Kate says:

    უჩა რა ჩუმი ყოფილა….
    ძალიან ჩუმი. მე მართლა საერთოდ სხვანაირი მყავდა წარმოდგენილი….

    და რაღაც ისეთი თქვა, რაც ცუდად მომხვდა გულზე. :(

    • თინი says:

      მე კიდე შენ მეგონე ძაალიან ჩუმი და წყნარი და თურმე მთლიანად პირიქით ხარ : )))

  19. tatushka55 says:

    დოდიიი, ჰელპ რააა
    აი ჩემს ბლოგს Tatushka55’s ბლოგ რომ ქვია
    არ შეიძლება სახელი გადავარქვა?
    და საიდან ვიჩალიჩო?

    • dodka says:

      Settings – მარცხენა გვერდზე მოძებნე, დაკლიკე და იქ Blog title-ში ეწერება ეგ, შეცვალე როგორც გინდა და სეივ თუ რაცაა :ე

  20. Cyborg says:

    კეიტ
    მარტო ერთი თქვა მასეთი? – ზნაჩიტ ეტა ბილ ნი ონ.

    როგორც წესი კიბორგა ბევრ ცუდ რამეებს ამბობს ხოლმე, ბევრ აზაბოჩენნი რამეებს (იმედია ეს მაინც თქვა საკმარისი რაოდენობით) – და მერე დიდხანს და დინჯად აღარ ჩნდება ხოლმე შეკრების იმ ფორმატში.

    მე პირადად – დამაძალეს მანდ მოსვლა, აი ეგრე, ადგებიო და წამოხვალო – გვკიდია გინდა თუ არაო.

    მე ყოველთვის ვცდილობ არ მოვიდე ბლოგერების სხოდკაზე, იმიტო რო ვიმეორებ – ბლოგერობა არის ბლოგერობა, კომენტერობა არ ნიშნავს ბლოგერობას.

    თქვენი ტვინი სხვანაირად მუშაობს, თვითგამომხატველურად, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ აზრი… მაგალითად: “მეფსია” და ამისგან შექმნათ პოსტი, თემა, პოსტების მიმდევრობა. პრი ტომ ეს არ გეზარებათ და რაც უარესია და პირდაპირ გეტყვით:

    უმეტესობა თქვენგანი ამას აკეთებს უკვე დიდი ხანია არა იმიტო რო თვითგამოხატვა უნდა, არამედ იმიტო რო ბლოგერების კასტის წევრად რჩებოდეს. დოდკას არ ვგულისხმობ მხოლოდ, უმეტესობა “პრადვინუტი” ბლოგერებისა წერენ არა იმიტო რო ტრაკში პაჟარი აქვთ – არამედ იმიტო რო ეს ბიზნესია.

    მე რო დავიწყებ სტრაიკის თამაშს იმიტო რო ეს ბიზნესია – შეგიძლიათ იგივე ნოტაცია წამიკითხოთ. მანამდე კი 10 წელია ვთამაშობ და 10 წელია შევინარჩუნე “ხელოვნება – ხელოვნებისთვის” მიდგომა.

    კი – ვი პრავი, ძენგი ვსიო პორწიატ, ძენგის ბრალია რო სხოდკაზე “ხიტ სეზონა” არი ძიძგილაობა და წინკლაობა და წაკბენაობა, ძენგის ბრალია რო ოპ-ოპ-ოპ ყველა დაფაცურობს და ეძებს თემას, იკაიფეთ – ეძებს თემას რაზე დაწეროს ბლოგი (ყველა, სვითი, დოდკა, ყვავა, პიკო და სხვები – ბლოგის თემა ტრაკიდან კი არ ამოდის, გადის გულს და აღმოიფხვრება – არამედ იქმნება, როგორც აი სანაპიროზე რო დაშტამპული ნახატებია…)

    ასწორებენ საკუთარ “წერის მანერას და სტილს”, ხვეწავენ ქართულს, იმიტო რო ამაზე კიდე კრიტიკა მოდის სხვებისგან – კარგი წერის სტილი გაქ, რა შუაშია წერის სტილი, სუ რო ხმოვნების გარეშე წერდეს პინკისავით – ღლავნოე ვეძ… რაღაც გრძნობა რო ის ადამიანი იქ არი… და იმას წერს…

    დოდკა კიდე… მე მაგალითად დოდკაზე გეტყვით და ყველამ თქვენ თავებში ჩაიხედეთ დანარჩენმა “ბლოგერებმა”… დოდკა მე-8 თვეშია, მისი ცხოვრება გამოტენილია ბავშვით, და წერს რაზე? – “ბლოგერების 3 სერიიანი დასტა” – თქვენი აზრით დოდი ეხლა რას უფრო გრძნობს და რითი უფრო აქვს სავსე ცხოვრება?

    მე ლიჩნა მკიდია – ყურადღება რო გადააქ რაღაცაზე და ბიზნესზე ფიქრობს ბლოგით და ა.შ. – კარგია.

    და სწორადაც თქვა – თქვენი შეკრება უფრო ვორქშოპია და არა “მხატვრებმა გავიცნოთ ერტმანეთი” – ტაკ ჩტო ხაწიაბი ნი პრიკიდივაიწეს.

    და იასნია კიბორგა ბევრ ისეთ რამეს იტყვის რაც არ გესიამოვნებათ, იმიტო რო ეტა ვესელო.

  21. kokola says:

    პოლსკასთან რო ავედით იმდღეს ეგ იყო იდეალური სხოდკა :yes:

  22. kuda says:

    sadme qalaqgareT, mwvane mindorze mokalatebuli blogerebi.. xo, wriulad mokalatebulebi. sadgac axlomaxlo dafa da sxvadasxva feris markerebi.. da buterbrodebi yavit an chait, shesvenebis jams rom davnayrdet. da ideebi ideebi

  23. Pingback: კარგი ვეშჩები « Dream is Destiny

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s