Georgian Bloggers III

ეს პოსტი არის ქართული ბლოგების შესახებ სამსერიანი პოსტის მესამე ნაწილი. იხილეთ პირველი ნაწილი & მეორე ნაწილი.

პოსტი არ არის განკუთვნილი მათთვის, ვისთვისაც ბლოგი უბრალოდ ვორდის ონლაინ-ვერსიაა და ვინც არ არის დაინტერესებული მკითხველის რაოდენობის გაზრდით.

რა არის ნებისმიერი ბლოგერის სტიმული?

მკითხველები და მათთან ურთიერთობა.

რა სჭირდება ქართველ ბლოგერს?

მეტი სტიმული – მეტი მკითხველები!

ქვემოთ გთავაზობთ ჩემ მიერ აპრობირებულ (ეუფ!) რამდენიმე მარტივ მეთოდს, თუ როგორ გამოვჩეკოთ მეტი მკითხველი ჩვენი ბლოგისთვის.

1. ქართული მთვლელი/კატალოგები

არსებობს რამდენიმე ქართული მთვლელი, top.ge, interes.ge და ა.შ. პირადად ჩემი რეკომენდაციაა Top.ge-ზე გაწევრიანება და მისი მთვლელის დადება ბლოგზე.

რატომ?

Top.ge ქართულ საიტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, ის წარმოადგენს ქართული საიტების ყველაზე სრულ კატალოგს. სტატისტიკას ჩავხედე და ბოლო 30 დღის მანძილზე 4 000-ზე მეტი კლიკია გაკეთებული ტოპ.გე-დან აქ.

აქვე გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი – კატეგორია, სადაც სვამთ ბლოგს. ძირითადად ბლოგერები შეყუჟულნი ვიყავით კატეგორიაში “Personal pages”, რადგან ბლოგების კატეგორია ცალკე არ არის. თუმცა ზოგი ბლოგერი შინაარსის მიხედვით უსადაგებს კატეგორიას -მაგალითად, კარაგანდა – ლოგიკურია, რომ ხელოვნების განყოფილებაში აქვს ბლოგი.

პირადად მე რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე შემეცვალა კატეგორია, დიდხანს ვიფიქრე – “ინტერნეტი” ამერჩია, “ონლაინ ნაგავი” თუ “News, Television, Media, Newspapers” და ბოლოს ამ უკანასკნელზე შევჩერდი [ბლოგინგი ახალი მედიაა, ნიუსის ცნებაც საკმაოდ წელვადია]. კლიკების რაოდენობამ, რა თქმა უნდა, იკლო, რადგან “პირად გვერდებში” პირველი ადგილიდან უფრო მეტი ხალხი გადმოდის, ვიდრე “მედიის” მეორე გვერდიდან, თუმცა ჩემთვის ასე უფრო საინტერესოა ამ ეტაპზე.

2. იმეილი

იმეილს აქვს “ხელმოწერის” ადგილის ფუნქცია, სადაც ხშირ შემთხვევაში ჩვენი სახელი, გვარი, ტელეფონი და საკონტაქტო ინფორმაცია გვიწერია.

ურიგო არ იქნება, თუ აქვე მივაწერთ ჩვენი ბლოგის მისამართს. თუმცა აქ რამდენიმე ნიუანსია:

არიან ბლოგერები და ბლოგები, მაგალითად სოფი, თაზო – რომელთაც სავალდებულოდაც კი გავუხდიდი სიგნატურაში ბლოგის მისამართის ჩაწერას, იმიტომ, რომ მათი პროფესიიდან გამომდინარე – ბლოგი საუკეთესო სივი/პორტფოლიოა.

თუმცა ცოტა არაადეკვატური იქნება პირადი ბლოგის მისამართის ჩასმა იმეილზე, რომელსაც სამსახურეობრივი დანიშნულებით იყენებთ. ამ შემთხვევაში, თუ ორი მეილი გაქვთ – სამსახურის და “სერიოზული” და შედარებით პირადი – თამამად მიაწერეთ ბლოგი პირადის სიგნატურაში.

3. ფორუმები

ქართულმა ინტერნეტ-საზოგადოებამ აიდგა ფეხი მირკში, გადავიდა ფორუმებზე და ახლა აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს.

ალბათ ბევრი ჩვენგანია გაწევრიანებული ამა თუ იმ ფორუმზე. მიუთითეთ პროფილში [და სიგნატურაში] თქვენი ბლოგის მისამართი – ადამიანი, რომელსაც დააინტერესებს თქვენი ვინაობა და შეიჭყიტავს – გადმოვა თქვენს ბლოგზეც და შეიძლება ერთგულ მკითხველადაც დარჩეს [forum.ge-დან ბოლო 30 დღის მანძილზე დაახლოებით 500 კლიკია გაკეთებული].

[ბლოგერების თემა ფორუმ.გე-ზედ.]

4. სოციალური ქსელები, ტვიტერი და ძმანი მისნი

Facebook, odnoklassniki, myspace, face.ge და ა.შ. – თუ ხართ სადმე გაწევრიანებული, მიუთითეთ პროფილში თქვენი ბლოგის ლინკი.

ფეისბუქზე და ტვიტერზე არის საშუალება ახალი პოსტის დაანონსებისაც – მიუხედავად იმისა, რომ გუგლ რიდერშიც მყავს – ბევრ ბლოგებზე გადავდივარ ფეისბუქის ანონსიდან.

ფეისბუქზე არის ჯგუფი – “ქართველი ბლოგერები”, შემოგვიერთდით: – http://www.facebook.com/group.php?gid=87421438898

5. ის, რასაც გადააკოპირებენ

ინტერნეტი მაინც ინტერნეტია და ვერ ვაკონტროლებთ ჩვენ მიერ გაშვებული ინფორმაცია სად და როგორ მოხვდება, აქტიურად ვერ დავიცავთ ტექსტზე საკუთარ უფლებებს და ა.შ.

თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სხვის მიერ ჩვენი კონტენტის კოპირებამ შეიძლება პირიქით – ჩვენზე იმუშაოს.

თაზომ თავის ბლოგზე რამდენჯერმე გააშუქა მიმდინარე მიტინგები და აქციები, დადო თავისი აგდაღებული ბევრი საინტერესო სურათი – და სურათებს მიაწერა თავისი ბლოგის მისამართი.

სურათები იმის შემდეგ რამდენჯერმე შემხვდა ფორუმზე –  უამრავმა ადამიანმა უნებლიეთ “წაიკითხა” თაზოს ბლოგის მისამართი.

6. კომენტარები

ბლოგინგი არ არის მხოლოდ პოსტების წერა და მერე წყნარად ჯდომა – სანამ ვინმე დოდკა სრულიად შემთხვევით არ გიპოვის და არ დაწერს შენი ბლოგის შესახებ.

ბლოგებს ბლოგერები კითხულობენ – ამიტომ იმისათვის, რომ მკითხველი მოიპოვო, შენც უნდა იყო სხვისი მკითხველი.

ბლოგერი, ვისთანაც კარგ, შინაარსიან კომენტარს ტოვებთ – 100%-იან გარანტიას გაძლევთ, რომ აუცილებლად გადმოვა და შეამოწმებს თქვენს ბლოგს. თუ მოეწონა, რაც დახვდება – გაგლინკავთ, ურჩევს სხვებს და თავადვე გახდება თქვენი მკითხველი.

წაიკითხეთ უფრო მეტი  კომენტარების შესახებ.

ბონუსი I

იხილეთ ყვავასა და პიკოს ახალი ვიდეოპოსტი “ქართული ბლოგების” თემაზე, ამ სერიების ერთგვარი გაგრძელება, რომელიც არ შემეძლო, არ აღმენიშნა.

ბონუსი II

შაბათს, 2 მაისს, 5 საათზე ბლოგერები ვიკრიბებით შარაგულში (ალ. ყაზბეგის №42). ვისაც გსურთ – შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ხინკლის ნთქმაში და ხინკალსა და ხინკალს შორის – ბლოგინგის შესახებ საუბრებში.

This entry was posted in Tips for Blogs, Web and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to Georgian Bloggers III

  1. bigcrow says:

    Yo, პირველი ვარ…

  2. მე მჯერა ბლოგების დიდი მომავლისა!!!
    თავიდან მომაკლდი “იმ” განყოფილებაში, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასე ჯობია და მაგარი ხარ!!!! :sun: :respect: :love: :hugs: :kisses:

  3. თინი says:

    ფორუმ.გე-სთან მიალინკე ქართველი ბლოგერების თემა : )) ეგეც არანაკლებ ეფექტურია ბლოგის დასაპიარებლად : )

    პ.ს. შენი ბალღის ნასკები მომაქვს შაბათს : ))

  4. Sweety says:

    კიდე ერთი ახალი იდეა კატალოგთან დაკავშირებით.

    ლინკი ფეისბუქზე: http://www.facebook.com/topic.php?topic=8713&uid=87421438898

  5. piccolina says:

    ოჩენ ოჩენ ინწერესნო
    ხო, მე როცა გადავწყვიტე, რომ მინდოდა სხვებსაც წაეკითხათ ჩემი ბლოგი (ანუ იმდენად პირად ყლეობებს აღარ ვწერდი, როგორც დასაწყისში) მაშინ დავიწყე სხვა ბლოგების უფრო აქტიურად კითხვა და დაკომენტება და ტოპ.ჯი-ს ჭეშმარიტებასაც მაშინ ვეზიარე )))

    მეილის სიგნატურის მსგავსად, აქაც გააჩნია, რას წერ. ანუ “დღეს კიბეზე ჩამოვდიოდი და მეხუთე საფეხურზე რომ ჩამოვედი ზემოთ ავიხედე, მერე ქვემოთ” და მსგავსი ბლა ბლა ბლოგები რომ არ ცდილობდნენ თავისი ბლოგის გაპოპულარულებას არ არის გასაკვირი. ეს იდეაში შესავალზე პასუხი იყო )))

  6. Bas says:

    დედაჩემმა ძალიან მინდა წასვლა შაბათსო, მაგრამ მოსწავლეები მყავსო :D

  7. Candy says:

    თავიდანვე უბრალოდ ძნელია კარგად – შინაარსიანად წერა, და ეს კრიტიკა რულზ:)

    ანუ, გვეხმარება ნუბებს:)

  8. ძალიან, ძალიან მაგარია მსგავსი შინაარსის მქონე პოსტები.
    მით უმეტეს ჩემნაირი დამწყები ბლოგერებისთვის. გაგვიზიარეთ ხოლმე თვქენი გამოცდილება და თქვით რა მოგწონთ/არ მოგწონთ.

  9. Natalia says:

    გაპიარება არ ვიცი და, ერთ–ერთი ძველი პოსტი კი დამეხმარა კისის, რაღაც ბლოგების დიზაინზე იყო, მაგალითად ფონი, თეთრი ჯობიაო წერდა დოდკა და მეც გავითვალისწინე :)

    ჯერ ჩემი ბლოგის გლობალიზაციაზე არ ვფიქრობ, მაგრამ სანამ გავაკეთებდი ძალიან დიდხანს ვაკვირდებოდი სხვადასხვა ბლოგერებს, ძირითადად სვითი და კისის ბლოგებიდან ავიღე მაგალითი, რისთვისაც მადლობა მათ : )

  10. giorgi says:

    ტვიტერზე ბლოგის დაანონსება შეიძლება ავტომატურადაც: http://twitterfeed.com/

  11. Nikoloz says:

    მადლობა დოდკა ყურადღებისთვის :) აი მინდა შემოგთავაზოთ ესეთი სქრინი სადაც წარმოდგენილია ყველა ის პოპულარული სოციალური ქსელი რომელიც დღევანდელ დღეს ყველაზე მოხმარებადია
    P.S.
    ამ საიტების რეიტინგი სურათზე კატეგორიებს მიხვდებით ცალ ცალკე არის დაყოფილი ნუ თავად გაარჩევთ რა რომელ კატეგორიაში შედის.. კატეგორიები არის მუსიკალური, ვიდეო, ინფორმაციული და ა.შ.

    ყოველი მათგანის მოძიება შესაძლებელია გუგლის მეშვეობით ანდა მემგონი თითქმის ყველა com–ზე მთავრდება

    screen:

  12. Pingback: ბლოგერებისთვის.. « რაღაცნაირი ბლოგი

  13. Postfinnegan says:

    good

  14. mestni says:

    მთვლელი როგორ დავაყენო თუ HTML კოდებთან პირდაპირი აქსესი არ მაქვს? :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s