Georgian Bloggers I

ეს პოსტი არის ქართული ბლოგების შესახებ სამსერიანი პოსტის პირველი ნაწილი.

სერიის პირველი პოსტისთვის გადავწყვიტე დამეწერა ჩემი საყვარელი რამდენიმე ქართული ბლოგის შესახებ.

ისე ამის გაკეთება 1 წლის წინ უფრო ადვილი იყო – ცოტა ბლოგი და კიდევ უფრო ცოტა – ღირებული, დღეს უკვე თითებზე ჩამოსათვლელები აღარ არიან ქართველი ბლოგერები. ავე!

ფაზანდა

ბლოგის შესახებ

ბლოგის ავტორი საბუნიაა, ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი. წერს პოლიტიკაზე, სოციალურ პრობლემებზე, სტერეოტიპებზე და ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად – გარემოს დაცვაზე. ძალიან მიყვარს მისი ბლოგი ბევრი მიზეზის გამო – ერთი ისაა, რომ ჩვენი აზრები ერთმანეთს ხშირ შემთხვევაში ემთხვევა, მეორე კი – გონებაში “ვადარებ” ხოლმე რამდენიმე წლის წინანდელ საბუნიას და ახლანდელს, ვხვდები როგორ გაიზარდა ამერიკაში ყოფნისას და გადააფასა ბევრი რამ.

რეკომენდებული პოსტი ბლოგიდან

ჩანთა გადმომიგდე, რა!

CheshireCat

ბლოგის შესახებ

თვითონ ხშირად უწოდებს საკუთარ ბლოგს “პირადს”, მე უბრალოდ მგონია, რომ ამით უბრალოდ თავს იცავს სხვებისგან – “პირადი ბლოგია და რასაც მინდა, იმას დავწერ”.  ჩემი აზრით, ბლოგი, როგორც ასეთი – ყველა “პირადია”, რადგან ადამიანის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ საკითხისადმი. ნატოშა ფორუმ.გე-ზე ერთ-ერთი ყველაზე “მტკივნეული” განყოფილების მოდერატორია [ქალი და მამაკაცი], რის გამოც უამრავი მარაზმის ყურება-წაკითხვა უწევს და მერე ამისგან შთაგონებული გურჯულ მარაზმებზე პოსტებსაც აცხობს.

რეკომენდებული პოსტი ბლოგიდან

Vox Populi

Norteri

ბლოგის შესახებ: ბლოგის ავტორი – სოფი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი. ჩემი პირადი აზრით – აბსოლუტურად შეუსაბამოა მისთვის ჟურნალისტიკა, უნდა იჯდეს მთელი დღეები ჩაის ჭიქით და დღის პირველ ნახევარში წიგნებს კითხულობდეს, მეორე ნახევარში კიდევ – ნოველებს ან დილით წაკითხული წიგნების განხილვას წერდეს. პრინციპში რასაც აკეთებს კიდეც ბლოგზე – წაკითხული წიგნების განხილვა, საუბარი რელიგიაზე, თვითგანვითარებაზე და გაზრდაზე, საკუთარი თავის და სამყაროს სიყვარულზე.

რეკომენდებული პოსტი ბლოგიდან

ფარიკაობის ერთი გაკვეთილი

ყვავის ბუდე

ბლოგის შესახებ

“ბავშვმაც კი იცის, ვინ არის ყვავა”

ხო მართლა, ყვავა ყველას იცნობს და ყვავას ყველა იცნობს. მისი ბლოგი ერთ-ერთი ვეტერანი ქართული ბლოგია. ყვავასთან დაბეჭდილი ერთი-ორი სტატიისთვის შეიძლება ქართულ გამოცემებშიც მოგიკრავთ თვალი [ამ ბლოგისგან “გადაბეჭდილი” მასალისგან განსხვავებით, საბედნიეროდ – ეგ მაინც სრულიად ლეგიტიმურად და ჰონორარითურთ მოხდა :D ]

ბოლო პერიოდში ყვავამ თავზე აიღო ნოვატორის ფუნქცია და დაიწყო ვიდეობლოგინგი. პრინციპში, ნოვატორობა, ვფიქრობ, ჰკიდია – უფრო ბეჭდვა ეზარება…

რეკომენდებული პოსტი ბლოგიდან

თამაშები თუ ქალები?

= = = = =

ამ პოსტში აუცილებლად უნდა ყოფილიყო კიდევ ორი ბლოგი:

  • Rocko.ge – როკოს რომ არ დაეკიდებინა მისი არსებობა [საერთოდ გათიშულია საიტი]
  • და www.dgiuri.com – რომელსაც წლები ვადევნებდი თვალყურს და ახლაც ვადევნებ – უბრალოდ დვორსკი, სამწუხაროდ, უკვე ძალიან იშვიათად წერს, მხოლოდ სხვადასხვა სურათებს და ლინკებს პოსტავს :)

შემდეგ სერიაში [ხვალ] დავწერ რამდენიმე ახალი/ახალაღმოჩენილი ბლოგის შესახებ.


This entry was posted in Web and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

18 Responses to Georgian Bloggers I

  1. I AM SO XXXAPPY!!! Thank you!!! :sun:
    შენსავით რომ ხვდებოდეს ყველა ჩემს ნამდვილ მისწრაფებას… მაგრამ ვერ მიხვდებიან ეგენი ;) ჩაი და წიგნები :ლოვე:
    შენი ჩამოთვილი ყველა ბლოგი მეც მიყვარს. Especially, საბუნია და ნატოშა, millions of hugs and kisses, guys!!!

  2. piccolina says:

    ჩამოთვლილებიდან ყველას ვკითხულობ
    აი ლავ ზემ )))

    თვითრეკლამა: ჩემი ბლოგიც საოცრად კარგია )))

  3. User says:

    me es blogi mikvars

  4. Dv0rsky says:

    :) xo, cota ar mecala am bolo dros :)

  5. unaamarga says:

    ჩამოთვლილთაგან ყველას ვკითხულობ, თუმცა სოფის ბლოგი გამორჩეულად მიყვარს. სული მითბება ხოლმე, მის პოსტებს რომ ვკითხულობ!

  6. CheshireCat says:

    :2kiss:

    Rocko საცემია. ძალიან მაგარ პოსტებს დებდა, როცა არ ეკიდა :მო:

  7. bigcrow says:

    კარგი, მაგრამ პაპსა პოსტია…
    მეგონა დასხმა და თავსლაფი იქნებოდა, მაგრამ არა :)

    ისე ვიდეობლოგზე… იდეაშიც მგონი მაგოტიმ მოიგონეს, წერა რომ ეზარებოდათ :))))))

  8. Candy says:

    მმმ.

    რაც ბლოგი გავაკეთე იმის მერე მინდოდა პოსტის დაწერა იმ ბლოგებზე, რომლებსაც 2 წელია ვკითხულობ და რომლებმაც ბლოგის გაკეეთება მომანდომეს :)

    ჰოდა, თავი ვერ მოვაბი თუ რაღაც :)

  9. Bas says:

    მადლობა ჩემი ბლოგის სიყვარულისთვის :D

    მეც მიყვარს ეგენი :)

  10. თაზო says:

    ჩემი პირველი შეხება ბლოგთან როკოს ბლოგით დაიწყო. ყოველდღე ვკითხულობდი მის ბლოგებს და მართლა ტეხავს წერა რომ მიატოვა. დღეს კი ყოველდღე ვკითხულობ სოფის და შენს ბლოგს. სხვა ბლოგებსაც სევუვლი ხოლმე რეგულარულად. ვითთარდებით ნელ-ნელა…

  11. Leonard Shelby says:

    მე ძალიან ახალი ვარ ბლოგერების სამაყროში თუმცა მყავს ფავორიტი ბლოგერები რომელთა ბლოგებსაც ვეცნობი ხშირად, შეიძლება ითქვას პერმანენტულად. თავად ეს ბლოგი ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია :) და აქ ჩამოთვლილ ბლოგთაგან აუცილებლად ფაზანდა-სა და Norteri-ზე შევუერთდები ავტორს სიყვარულში :D

  12. tatushka55 says:

    ძალიან დამაინტერესა სოფის ბლოგმა
    წიგნების კითხვა ჩემი უსაყვარლესი საქმიანობაა და ყოველთვის მაინტერესებდა ხოლმე სხვების შეფასებები ამა თუ იმ წიგნის.
    აუცილებლად ჩავუჯდები სოფოს ბლოგს

  13. ასეთი პოსტი სხვებმაც რო დავწეროთ ურიგო არ იქნება, ჰა?:უსერ:

    და გადაიჭრება ცოტათი ის პრობლემა რო თითზე ვერ ვითვლებით.

    ჰა, რას იტყვი?

  14. zina says:

    ბლოგერად ჩავითვლები თუ არა, არ ვიცი,მაგრამ ძალიან რომ მომწონსაქ ხეტიალი ვიცი და მადლობა ამისთვის საბას :)

  15. Pingback: ქართული ბლოგები [vpost] « ყვავის ბუდე

  16. Pingback: Georgian Bloggers III « Dream is Destiny

  17. DEVI says:

    PCMania.ge – კიდევ ერთი ქართული ბლოგი რომელიც ჩემი აზრით საინტერესო უნდა იყოს თქვენთვის :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s