და მაინც…

გუშინ დაწერილმა პოსტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა ქართულ ინტერნეტ-სივრცეში. ძალიან ბევრი შეუერთდა და დაეთანხმა ამ ე.წ. “მიმართვას”, მეილზეც მივიღე ბევრი მხარდამჭერი წერილი და ფორუმებზეც.

თუმცა ეს გამოხმაურება ცალსახად დადებითი არ ყოფილა, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ პრინციპში არაფერ “მიშისტურს” არ ვამბობდი – უამრავი იარლიყი ამარტყეს და ცალმხრივობაშიც დამადანაშაულეს.

მაინც არ მესმის – ვინმეს მოსწონს ნაყიდი დიპლომები? ბუნებაში დაყრილი ნაგავი? ქუჩაში მობილურების ხელიდან წაგლეჯვა?

ზოგმა ალბათ საკუთარი თავიც ამოიცნო, რის გამოც გაღიზიანდა.

თუმცა იყო ერთი-ორი, ვის ნათქვამზეც დავფიქრდი და მთელი დღეა ვფიქრობ – იქნებ მართლა ცალმხრივად ვაფასებ სიტუაციას, იქნებ მე ვცდები იმაში, რომ მხარს არ ვუჭერ ოპოზიციას? იქნებ ვცდები, როდესაც უფროს თაობას ვუყენებ ამ პრეტენზიებს?

ბოლოს მაინც მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ა რ ა

იმ უფროსმა თაობამ, ვინც მიტინგებზე დგას, ყველაზე კარგად ნახა მოქმედებაში ის “ლიდერები”, ვისაც დღეს გვერდში დაუდგნენ და ვისაც უსმენენ, ვისაც ოვაციებით ხვდებიან.

ამით ჩემს თვალში ყოველი იქ მდგარი ადამიანი, ვინც 90-ანების “გმირებს”  უკრავს ტაშს, ავტომატურად ხდება იმ ყოველ წვეთ უდანაშაულო სისხლზე პასუხისმგებელი, რაც ამ ადამიანებს აქვთ დაღვრილი.

ამით ყოველი იქ მდგარი ადამიანი მათ უფლებას აძლევს გაიმეოროს იგივე – აზრი არ აქვს რეალურად მოხდება თუ არა ეს, მოკვდება თუ არა ვინმე – აზრი აქვს იმას, რომ უფროსი თაობა, რომელიც იქ დგას – პატიობს მათ წარსულ დანაშაულებს და წააქეზებს უარესზე.

ახლა აუცილებლად იტყვის ვინმე, ჩვენ იქ მაგათ მხარდასაჭერად კი არა, სააკაშვილის წინააღმდეგ ვდგავართო. ამ კონკრეტულ მომენტში ამ ორ ფრაზას შორის განსხვავება არ არის – სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენც ვდგავართ. ოღონდ არა ნაძირლების გვერდით.

ადექით, აქციის მონაწილეებო, და დაწერეთ პეტიცია – ჩამოშორდეს მაგ მიტინგებს ნაგავი სასტავი – დაიწყეთ თუნდაც ხაინდრავათი, ბათიაშვილით, ყარყარაშვილით, წაუყენეთ ულტიმატუმი (ფორმა, რომლითაც ისინი საუბრობენ) დღევანდელ ოპოზიციას – ჩაატაროს თვითწმენდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუჭირეთ მხარი.

კი თქვენ დაკარგავთ რამდენიმე ასეულ მხარდამჭერს მათი პარტიების აქტივისტთა სახით, მაგრამ შეიძენთ ათასებს! მათ, ვინც 9 აპრილის შემდეგ გაგერიდათ ამ სახეების დანახვის გამო.

კიდევ უამრავი ჩემნაირი დადგება თქვენს გვერდით – მხოლოდ იმიტომ, რომ დავინახავთ – მხოლოდ სკამებზე და ფულის ამოღებაზე არ ზრუნავთ, მართლა გინდათ რაიმეს შეცვლა და სიტუაციის გაჯანსაღება.

მანამდე კი – ტფუი იმ ადამიანებს, ვინც დღეს ხაინდრავასთან ერთად დაატერორა (bullied) პირველი არხის ჟურნალისტი მხოლოდ იმიტომ, რომ მან იკითხა, აგურები რატომ მოიტანეთ, რაში გჭირდებათო…

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

31 Responses to და მაინც…

  1. bigcrow ამბობს:

    ხაინდრავა მართლაც რომ წვერებიანია…

  2. Candy ამბობს:

    http://stand.ge/?page=11&lang=geo&content=172

    აბა ნახე და შეუერთდი თუ დაგაინტერესებს.
    ბლოგზეც დავწერ ხვალ.
    ახლა ჟელიბონივით ვარ :ს

    • dodka ამბობს:

      შევუერთდი უკვე

      უი თურმე ვწერივარ კიდეც – 78-ე : )))

      • tatushka55 ამბობს:

        ადექით, აქციის მონაწილეებო, და დაწერეთ პეტიცია – ჩამოშორდეს მაგ მიტინგებს ნაგავი სასტავი – დაიწყეთ თუნდაც ხაინდრავათი, ბათიაშვილით, ყარყარაშვილით, წაუყენეთ ულტიმატუმი (ფორმა, რომლითაც ისინი საუბრობენ) დღევანდელ ოპოზიციას – ჩაატაროს თვითწმენდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუჭირეთ მხარი.

        კი თქვენ დაკარგავთ რამდენიმე ასეულ მხარდამჭერს მათი პარტიების აქტივისტთა სახით, მაგრამ შეიძენთ ათასებს! მათ, ვინც 9 აპრილის შემდეგ გაგერიდათ ამ სახეების დანახვის გამო.

        + 10000000000000
        I love you girl :)

  3. Candy ამბობს:

    აუ რა ცუდი იკონკა მაქ შენ ბლოგზე : ))))

  4. თაზო ამბობს:

    უკვე მომბეზრდა იმის მტკიცება, რომ არც მიშისტი ვარ და არც გრეჩიხისტი. და კიდევ, ბურჯანაძეს მოწოდება, რომ დღეს ნეიტრალური პოზიციის დაკავება დანასაულიაო, ჩემთვის ნულის ტოლფასია.
    დღეს ნერვები სერიოზულად მომეშალა ხაინდრავაზე. თურმე ეგ უნდა გახდეს 1 არხის შეფი. მერე ხომ საერთოდ დაერხა ამ ტელევიზიას

  5. Bas ამბობს:

    +1111111

  6. piccolina ამბობს:

    აუაუ რაზე ვკაიფობ იცით?
    ოპოზიციაში უკვე რომ ყველამ ადგილები დაინაწილა წინასწარ ))) მაგარი ხალხია რა
    რა ქნან მაგათაც, ძირითადად პონტიდან მოტეხილი ხალხია და რამით ხო უნდა ამოქაჩონ დანაკარგი )))
    დღეს კოლოქვიუმზე დავაგვიანე ნახევარი საათით მარტო იმიტომ, რომ შუა ქუჩაში ცარიელი (ეს ხაზგასმით) საკნებია ჩამწკრივებული )))

    მაპატიეთ, მარა ეს ყაველაფერი ძაან მემარაზმება

  7. bugsy ამბობს:

    “””…მხოლოდ სკამებზე და ფულის ამოღებაზე არ ზრუნავთ, მართლა გინდათ რაიმეს შეცვლა და სიტუაციის გაჯანსაღება.”””

    suckართველოში ეგრე არ ხდება…
    მიშა იქნება თუ ირაკლი,ნაძველბიჭარი თუ “დასავლეთშიგანათლებამიღებული”(ylol) ყველა ერთნაირად დედას მოუდღნავს ქვეყანას!
    ხალხი აზროვნებას სანამ ვერ ისწავლის ტუFტაა ყველაფერი…
    ვერ მესმის მიშას მომხრეების…ვერ მესმის ვერც ოპოზიციის მომხრეების…იგივე სახეები,იგივე მოწოდებები,იგივე პრობლემები,იგივე ხალხი,იგივე სიბრმავე…
    ტიპები იმავე ენთუზიაზმით თავის საქმეს რომ აკეთებდნენ,რა მონდომებითაც აქციებზე დარბიან/ფულს ღუნავენ ბიუჯეტიდან etc. ქვეყანა მართლა დაემსგავსებოდა სახელმწიფოს!ახლა?ახლა ფანჯარაში გაიხედეთ!ნაგავში ვცხოვრობთ…

    p.s. აუ სად ვკვდები ამის დდშვც :mo:

  8. Shotiko ამბობს:

    მე აღარავის არ დავუდგები გვერდში. Я потерял веру в человечество…

  9. byspectacle ამბობს:

    საკმაოდ კრიტიკული პოსტია…. არ ვიცი შეიძ>ება მცდარი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ყარყარაშვილი აფხაზეთში და ხაინდრავა 9 აპრილს (“იმ 9 აპრილს”) ლამის გმირებად არიან მონათლულნი: ერთმა ნახევარი სიცოცხლე იქ დატოვა (წელს ქვევით მოწყვეტილია და “სკამზეც ზის უკვე, ასე რომ “სხვა სკამზე” ფიზიკურად ვეღარ დაჯდება) მეორემ კი 9 აპრილის ტრაგედია მსოფლიოს გააცნო.. მხოლოდ მის მიერ გადაღებული ვიდეომასალით შეგვეძლო დაგვენახებინა მსფოლიოსთვის იმ ღორების ქმედებები.. თუ სხვა ინფო გაქვთ მათ შესახებ დიდი სიამოვნებით მოვისმენდი …

  10. Cyborg ამბობს:

    :D შოწიკ: +1, წამო საკანშნი ჩავჯდეთ ადამიანების მოდგმისადმი პროტესტის ნიშნად :D

  11. utvino ამბობს:

    ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ ყველაფერზე და ვცდილობ 2 კი არა 87 მხრიდან შევხედე ამ მოვლენებს

    “სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენც ვდგავართ. ოღონდ არა ნაძირლების გვერდით.” – აბა როგორ დგახარ სააკაშვილის წინააღმდეგ?

    • ნინო ამბობს:

      მეც ვუერთდები ამ კითხვას – აბა როგორ?

      ის, რაც აქ წავიკითხე, “სტაბილურობაა-ამის-არდანახვა-როგორ-შეიძლება” და “ნუ-იქნება-ოღონდ-ბუნტი” განწყობას უფრო ჰგავს. ოპოზიციაში რომ ბევრი ნაგავია, ამაზე თვალს ვერც ერთი მოაზროვნე ადამიანი ვერ დახუჭავს, მაგრამ საზოგადოებრივი აქტიურობა, ყვირილი და თუნდაც მთელი სამყაროს თავზე დამხობა რომ საჭიროა ქვეყანაში, სადაც წაგებული ომის დამნაშავეებს ერთი ბეწვიც არ შერხევიათ მთელ სხეულზე და სადაც ბრძოლის ველზე კი არა და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაფსმამდე შეშინებულ-ძირსგაწოლილი პრეზიდენტი მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს მილიონიანი ბოზის მომსახურებით ტკბება – ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

      • dodka ამბობს:

        საზოგადოებრივი აქტიურობა ამ ქვეყანაში მარტო მიტინგებთან, აქციებთან, სამყაროს თავზე დამხობასთან, შიმშილობასთან და გზების გადაკეტვასთან ასოცირდება, that is the problem…

        • ნინო ამბობს:

          და სხვა ქვეყნებში რასთან ასოცირდება?

          ანუ თუკი ვხედავთ პროტესტის აუცილებლობას და არ მოგვწონს ეს ფორმა, ალტერნატიულის დასახელებაც და განხორიელებაც უნდა შეგვეძლოს, არა?

          საზოგადოება თვითონ ირჩევს თავისი განვითარების გზას. ის მთავარი, რაც ამ მოძრაობაში არ მოგვწონს – რომ ყველაფერი, მთელი ეს წინააღმდეგობის მოძრაობა მხოლოდ ნეგატივზე და სიძულვილზეა აგებული და საქმიან მოსაზრებებს ნაკლებად მოიცავს – ზუსტად მეორდება ანტი-ოპოზიციურ გამოსვლებშიც, ხოლო ცვლილებების აუცილებლობის აღიარება, რაც პრინციპში საფუძველია ოპოზიციური განწყობის, უკანა პლანზე იწევს.

          განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს ურჩევნია არ ჰყავდეს ნორმალური სასამართლო, თავისუფალი საზოგადოებრივი ტელევიზია, კომპეტენტური ჩინოვნიკები სახელმწიფო სტრუქტურებში, წელში გამართული ბიზნესი და კერძო სტრუქტურები, რომლებსაც სახელმწიფო რეკეტის არ შეეშინდებათ – მთავარია, ფასადები შეიღებოს, გზები დაიგოს და პური იშოვებოდეს. როდის აქეთია, ამაზე ხელისუფლებას მადლობას ეუბნებიან და რატომ უნდა იყოს ასე – ეგ სხვა საკითხია, მაგრამ რა ვქნათ, შეგვაჩვიეს.

          ჰოდა ასე, ვართ კონფორმისტები არა მაინც და მაინც ცალ-ცალკე, არამედ როგორც საზოგადოება, და სამწუხაროდ, მართლა ვიმსახურებთ ზუსტად იმას, რაც გვაქვს.

  12. Ana ამბობს:

    nagav sastavs gaceCilaZec miumate da giertdebi

  13. hexe ამბობს:

    “ჩამოშორდეს მაგ მიტინგებს ნაგავი სასტავი ”

    დარჩება ვინმე???

    ვის მიმართაც სიმპატია გამაჩნდა თითქმის ყველაზე შემეცვალა შეხედულება ამ მიტინგების დროს.

  14. Katten Försvann ამბობს:

    დღეს მე შემსივნენ რადიო თავისუფლების ბლოგზე :D :D :D

  15. Katten Försvann ამბობს:

    p.s. ნეტა რა ძალა მადგია დაუჭამით ერთმანეთი :D

  16. cartveli ამბობს:

    აბა რას ყელყელაობთ?

    განა გაუგებრად თქვა ქალბატონმა ბესელიამ, რომ ყველანი, ვინც რევოლუციას ხელს ვუშლით (საკნების გადადგმით, ინტერნეტში მჩხიბაობით..ეტც) შესწავლილები ვართ და მალე გაგვასამართლებს.

    ცოტა ფრთხილად, რაღა. ამ გიჟებს ხომ არ შევეკვლევინებით, კისერიც უტეხიათ და საქართველოც ზედ მიუყოლებნიათ.
    ვაააი.

    ვერ გაიგო ამ ხალხმა.

  17. pornchic ამბობს:

    lol ise es periodi da zogada xalxis damokidebuleba
    amtze uketesi vin unda iyos
    maxsenebs shevardnazes da mis dros ualternativo alternativas
    meore saprezidento arcvnebi rom moigo, mashinac msgavsi damokidebuleba iyo xalxshi
    magram mere gamochnda martlac uketesi misha da qe arirchai chven xalxma da ar shemcdara ideashi yvelaze optimaluri gadawyvetileba iyo
    nu msiham rom qveana win wawia magaze bazari ara
    nu sle unda iyo rom eg ver dainaxo
    daje mitingis dashla 7 noemebrs
    politikurad da adaminurad zalian amzrzeni faqti iyo magram saxelwifoebrivad magari nabiji
    mashin gamochnda rom realurad xelsiufleba da saxelmwifo meqanizmi arsebobstundac cud xelshi magram arsebobs
    rac pliusia zogadad qveynistvis
    nu exla rasac vxedav
    nu erti rom misha unda wavides
    es aprioria nu ar sheizleba qveyanis sheneba asfaltidan daiwyo
    sxva rame ufro martivi da iafiani gadasawyveti iyo mara ubralod ar gadawyvita da ar qmna arada principshi eg probelma rom moegvarebina albat sxva danarchenis atana shesazlebeli iqneboda :D

    nu exla meore mxare
    grecho da kamanda nu es xo sruli idotizmia
    da kide is gasiebuli Yle gubaza sanikize
    da zmani misni
    beselia fuu blia
    nu niniko ra chiticaa da xo kai
    nu davitashvili eg vabshe karoche wavides mandatebiu yidos 10000 dolarebad
    zizguri pianica bliad
    nu gamyrelize
    gamyrelize vabshe xuinaaa
    ertaderti rusze miyiduli varianti vinc mgonia eg aris eg yvelaferze spasobni tipia
    darcha ususfashvili romelsac pativs cem
    da alasania romelisadmic ragac simpatit var gamschvaluli
    imitom rom yvelaze solidur da damshvidebulll aaa misha sushi uyvars roja
    ara mokled politikurad privlikawelni tipia
    mara aq aris erti problema
    politkorektulebi da politgatvitcnobierebuli xalxi am qartvel xalxs ar evaseba
    urchevnia giji an misha an grchixa xoda
    bliad misha rom darches
    am daslevebul xalxs varesad daaslevebs da grechixa rom movides isic igives izams
    prosta yvelaferi chveni bralia da rac momavalshi moxdeba chveni brali iqneba
    ralurad rac gvaq da gveqneba imaze mets ar vimsaxurebt es qartvelebi da shegvecit ut gindat bliad
    imitom rom mosaxleobis 80% mishas da grechixas nair yleebze udgeba
    da modgani iobanavrod

    mokled kaak vsegda unas xuivoa i tak astaniccsa

    pizdec ramdeni vwere

    chems vindavozs deda ar yavs oficialurad aranair funqcias ar aketebs daje saati ar gadadis xoda naweric shesabamisad asetia bevri araferi sainteresoc ar weria aq

    • dodka ამბობს:

      ალასანიაზე მეც გეთანხმები, ნორმალური ტიპი ჩანს, მაგრამ ხალხი მაგას მხარს არ დაუჭერს… მაგასა და გრეჩიხას შორის გრეჩიხას აირჩევენ მარტივად (თუ გახსოვს მიტინგზე ის მომენტი, ალასანია რომ გამოვიდა და რომ უსტვინეს, მერე გრეჩიხამ იგივე თქვა, ოღონდ ყვირილით და ისტერიკით და გინებით – და ხალხი გაბედნიერდა, ტაში უკრეს)…

      ხოდა გრეჩიხების მოსვლა ხელისუფლებაში [და თუ კანდიდატურა დააყენეს – აუცილებლად მოვლენ, მითუმეტეს მიშა ვეღარ იყრის კენჭს და ერთადერთი “გიჟი რეიტინგული” რჩება] და ქურდებისა და კაიბიჭების აღზევება ერთი იქნება, ეგეც ხომ კარგად გვესმის. არადა ძლივს ნელნელა კარგავს აქტუალურობას და ძლიიივს გადადის უკანა პლანზე და ძლივს გახდა იუმორის საგანი ეს “ტორტი გირჩევნია თუ კაიბიჭობა”.

      ბრრ წარმოდგენაც არ მინდა მოკლედ.

  18. pornchic ამბობს:

    ar vici
    mitingebs ase aqtiurad
    ar vuyureb
    mxolod netit margalitebs sad mcalia mitingomaniistvis ise kaia pekinze mozraoba agaraa intensiuri da mshvneiria xmauric naklebia
    ps oto var

  19. ლიკა ამბობს:

    გუშინ ვიყავი ფორუმელების შეკრებაზე _ნუ, სინდისმა შემაწუხა,რომ სიტუაცია დაძაბულია, ჩიხშია, და იქნებ რამე გამოსავალი მოვიფიქროთ. შევიკრიბოთ და ვილაპარაკოთო, ქართულმა კლუბმა გამოაცხადა. ნუ, მივედი მაგიტომ, პირველად ცხოვრებაში.

    ნუ ზოგადად საუბრები სტანდარტულ ქოთქოთს არ გაცდენია. მარა ერთმა ტიპმა გამაოგნა. ასე 30 წლის ბიჭია. მიტინგებზე დავდივარო იმიტომო, რომ “მიშამ პირადად” გააჩერა ორი ჩემი ბიზნეს–პროექტიო _ როგორც გაირკვა, ომის გამო გაჩერდა ეს პროექტები. შემდეგი პასაჟი, დაუკვირდით: ეხლაო კი შემოძლიაო ახალის წამოწყებაო, მიშას ახლობლებში კრიშასაც ვიშოვიო, მაგრამ კაცო, რო გადადგეს მიშაო! (ანუ მეორედ “პირადად მისამ”შეიძლება ჩაუგდოს ბიზნესი და რა ქნას?) დასკვნა _ მიშა უნდა გადადგეს. ხო კაია? არა, კიდე გაგრძელებაა _ ნუ, ვსაუბრობთ, რომ იქნებ დიალოგს ხელი შევუწყოთ, ქნებ ეს ვქნათ, იქნებ ის, იქნებ რაღაც მოვთხოვოთ მთავრობას _ და ამ ტიპის ბოლო გენიალური გამოსვლა _ მოვთხოვოთ, რომ ბანკებიდან უიმედო კრედიტები სახელმწიფომ გამოისყიდოსო! რაო, იცით ეს რამხელა პრობლემააო. უკვე 250 მილიონი დაგროვდაო ასეთი. აი, მეც ვერ ვიხდიო. ხოდა, ნუ, ნაწილობრივ მაინც დაფაროსო სახელმწიფომ!

    ააააააა! გავგიჟდი! მტელი ეს მიტინგობანა ტიპისთვის ბიზნესის კეთების რიგითი ეტაპია _ ერთი “კრიშის” მეორეთი შეცვლა, ვალების ჩამოწერა… და რომ გავიძახით, რომ სიტუაცია დაძაბულიაა, ძალადობის რეალური საშიშროებაა _ აჰ, არა, კაცო, მე გარანტიას გაძლევთ, რომ არაფერი მოხდება. მთავარია მაგან თავის ვალი მოიშოროს რამენაირად სხვისი ჯიბის ხარჯზე…

    და გასაკვირი რა არის იცით? ტიპს არ ესმის, რომ არაადექვატურია, რომ მარაზმია ის, რასაც ამბობს. და ეტყობა არც არის მარაზმი. ეტყობა ეგეთებისგან შედგება ეს დეგენერატი ქვეყანა! გადავირიე. ბიზნეს–პროექტი გაუჩერდა ტიპს და ამიტომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს. თან, მალე, თორემ ახალს ვერ იწყებს _ კრიშა ვერ აურჩევია. ხო, ოღონდ სანამ გადადგება, ამის ვალი ჩამოწეროს და თან წაიღოს, რა? აააააააააააააა! გავგიჟდიიიიი!

  20. Cyborg ამბობს:

    ლიკა
    აა მაშინ მეც უნდა მიშას გადადგომას ვითხოვდე! – ა, არა, მერე მე ტვინი მეყო ხო და მერე მივხვდი რო ჩემი პროექტების დაფინანსება შეწყდა მსოფლიო კრიზისის გამო (სამშენებლო ფირმებზე კრედიტების გაცემა შეყვიტეს და მე სამშენებლო ფირმას ვუკეთებდი პროექტს და…) – ხო კაი მაშინ მიშა იყოს.

    რაც მაგ ადამიანს შეეხება – უტრირება ხანდახან კარგი ილუსტრირებაა ხოლმე. ეგ როჟა კიდე ცოცხალი უტრირებაა.

    უკეთესი, შენი საკუთარი ექს-ქმარის დიალოგი ჩემს ცოლთან:
    kissie: “წარმოგიდგენიათ? – გამოდის ალასანია და იძახის კრედიტებს ჩამოგაწერთო. რატო კი მარა?? – რა სისულელეა ხალხმა რომელსცა სამსახური არ ქონდა ნორმალურად ბანკებიდან კრედიტები აიღეს რო X5-ებით ეკატავათ და ეხლა პრეზიდენტი უნდა გადადგეს და 92-იანი წლები განმეორდეს იმიტო რო ის ვალს ვერ იხდის???”
    შენი ექს-ჰასბენდი: “რა მოხდა კაცო მერე?? – ხდება მასე! – მაგას ქვია სახელმწიფომ აიღო თავის თავზე მისი მოსახლეობის გაჭირვება. და გადაუხადა ბანკებს ფული! – რატო? – იმიტო რო ბანკებს ეხლა ხალხი ვერ უხდის ფულს და თუ მთავრობამ არ გადაუხადა – ბანკები დაიხურება და მერე ვაფშე დაერხევა ეკონომიკას!” (ეს უნდა ვიფიქროთ რო ნასვამი იყო და დაავიწყდა რო თვითონ ბანკში მუშაობდა და კარგად იცის რო ყოველი გასესხებული დოლარის უკან ორი იმდენი ფასის მქონე გარანტიაა ჩადებული…)

    გაგრძელება იყო ის რო “4 მილიარდი რო მისცეს მთავრობას – სად გააქრო???” – ისევ თავს იდებილებს, ვითომ არ იცის რო ის 4 მილიარდი 2011 წლამდეა გაწერილია და გამოიყოფა პროექტების მიხედვით ნელ ნელა და არა “ბამც – 4 მილიარდი, უქენით რაც გინდათ” – იასნია მოღუნავენ მთავრობა, მარა მოღუნავენ ნელ-ნელა და დოზა დოზა… ვინ მისცემს მთავორბას ტამ ერთი… კაი 1 მილიარდი ხო არი ჩვენი მოსახლეობის საკრედიტო დავალიანება? (მინიმუმ) ვინ მისცემს მთავრობას მაგის დასაფარ ფულს??? :დ

    და ისე რო დავფიქრდეთ:
    ძაან საკაიფოდ შეუძლია მთავრობას აიღოს და მართლა დაუფაროს ვთქვათ ყველა ორეინჯ ბარათის ომფლობელს კრედიტი, მერე კიდე მელკი კრედიტები ტამ ტელევიზორებზე და მაცივრებზე და 99% ხმებისა ისევ მისი იქნება. თან ვპალნე მის ხმების მოპოვების ძიშოვი სტილშია ჩვენში დარჩეს.

    პროსტო – სერიოზულად რატო?? – მე 3 წელია მაცივარი არ მაქ იმიტო რო კრედიტს არ ვიღებ იმიტო რო ჯერ მეგობრების ვალებიდან ვერ ამოვედი ნორმალურად და ხალხს 3-4 კრედიტი აქვთ და მე-5-ეს იღებენ – ხუი ზნაეტ რი იმედზე… გადატრიალების ალბათ.

    საინტერესოა რამდენი ფიქრობს ხოლმე გულის სიღრმეში რო “ეხლა ოპოზიცია გაატრაკებს – გადავრჩებით” და რამდენი ფიქრობდა კიდე რუსეთი რო გვიტევდა “იქნება დაგვიპყრონ, ქვეყანა დაინგრევა, ბანკების დავალიანება ჩამომეწერება”-ო…

    ტაკ ჩტო…

    ზა ტო მეორეჯერ იცი უკვე რა ხდება მაგ შეკრებებზე

  21. pornchic ამბობს:

    (ეს უნდა ვიფიქროთ რო ნასვამი იყო და დაავიწყდა რო თვითონ ბანკში მუშაობდა და კარგად იცის რო ყოველი გასესხებული დოლარის უკან ორი იმდენი ფასის მქონე გარანტიაა ჩადებული

    arcerTi banki masobrivad wvrili sesxebis amoRebas ar daiwyebs. imtom rom shedegi iqneba saanabaro deficiti
    anu vsiac ki rame fuli udevs bankshi masobrivad daiwyebs gamotanas
    meorec uzrunvelyofa qartuli samartaliT ufro msesxebsl ayenebs uketes pirobebshi vidre gamsesxebels
    imitom rom pirdapiri wesiT ar xdeba uzrunvelyofis bankze gadasvla
    2 weli sasamarlo + 6 Tve aRsrulebamde sanam miva saqme da mere auqcionebi (+ 6 Tve aRsrulebamde)
    romlebzec tu myidveli ar chans grzeldeba da grzeldeba
    warmoidgine sadgac tbilishsi rom auqcionze 20000 amde uzravi qoneba gamovides ertroulad
    ekonomika arar arsebobs isev pirvel dartymas bankebi miiReben
    amitom mosazreba rom saxelmwifo ragac nawili davalianebis tavis tavze rom unda aigos an kak minimum droSi SeaCeros ufro logikuria vidre is rom bankebma amogeba daiwyon masobrivi
    nu exla is momenticaa rom omis shemdeg rarac valdebulebebi unda aego saxelmwiofos imitom rom visac pirdapiri ziani miadga da es saxelmwifos bralia (nebismier shemtxvevashi radgan saxelmwifo aparatia valdebuli uzrunveloyos stabiluroba ar aqvs mnishvneloba vinaa agresori da iniciatori anu ase vtqvat sheizleba saxelmwifo aparati sisixlis samartlebrivad damanashave ar iyos magram samoqalaqo samartlebrivi pasuxismgebloba ekisreba ) aseT momentshi kak minimum kreditebis gadaxdis vadebi unda gadawios saxelmwifom radgan qobuletshi vigac romanam krediti rom gamoitana imistvis rom ori otaxi miematebina misi saxlistvis da meti klienti yoloda da omm sezoni turistuli chaagdo isnia rom saxelmwifom unda kak minimum gadauados es kreditis dafarva da amashi araniri ragac gasatexi ar aris normaluri saxelmwifo romelsac surs rom qveyana ar daingres ase moiqceva anu es saxelmwiofs interesshi ufro shedis rom biznesi gadarches vidre tvion im biznesis mepatronis anu saxelmwifo maqsimalurad unda zrunavdes rom rac sheizleba meti biznesi arsebobdes imitom rom biznes gadasaxadebi moaq bevri gadasaxadebs kide saxelmwiof zliereba
    da tu alasania amas ambobs da gaaketebs populisturi qvenagrznobit mne poxui imitom rom saolo jamshi mainc qveyanas ufro waadgeba vidre viRaca jumbers romelsac krediti daufares
    anu normaluri xelisuflebis pirobebshi opzicias es koziri ar eqneboda radgan normalur xelisuflebas aqvs imis shegrzneba tu rogor unda moiqces am shemtxvevashi

    nu exla orenj baratebze ara saubari isev da isev saubaria vinc zarali ganicada ushalo an iribi tore exla me ver da ar movtxov saxelmwifos chemi tbc kardis dafarvas imitom rom oms materialuri gavlena chemze ar qonia arc pirdapiri da arc iribi piriqiT gaumjobesda chemi finansuri mdgomareoba
    mokled imis tqma minda rom tundac pouliszmistvis amis gaketeba mtlianad saxelmwifostvis pliusia vidre minusi

  22. Cyborg ამბობს:

    pornchic
    1. მადლობ რაციონალური და დასაბუთებული პასუხისთვის, კარგად დავფიქრდი.

    2. ხო, მე ალბათ ცოტა რადიკალური ვარ იმის ფიქრში რო რუსეთთან ომი ჩვენი ყველასი პრობლემაა და ჩვენ ყველა პასუხს ვაგებთ ყოველ “გადადებულ” ომზე, დღემდე კი ჩვენ სუ გადავდებთ “შემდეგზე”, მართლა რადიკალური ვარ, ვაღიარებ ცოტა რაციონალურობა მოკლებულიც, ანუ კრიტიკულად ვამბობ, უკანა აზრები გარეშე – ეს ცუდია.

    3. ჩესნა რო გითხრა მე ის მიკვირს ლარი რო უკავიათ… ხუი ზნაეტ რა ფინანსები ჯდება ეგ, და ხუი ზნაეტ რა მოუვა იმავე კურსს უცებ რო საკრედიტო დალიანებები დაფაროს მთავრობამ ხალხის ნაცვლად…

    პ.ს. ომით, პირადად მე, ძალიან სასტიკად დავზარალდი ფინანსურად, პრაქტიკულად 5 წლით უკან დამაბრუნა ომმა ფინანსურადაც და ორგანიზაციულადაც, ანუ “ვსიო პრიშლოს ნაჩინაწ ს ნულია ზა ნოვა” + გადაუხდელი დავალიანებები კლიენტების მხრიდან და საცოდავი თვალებით ყურება “რა ვქნათ”. მარა გადავყლაპე – რა ვქნათ, რა კლოაკაცა ვართ, როგორც ვაგებთ ომებს – ისეთ სიცოცხლეს ვიმსახურებთ, ჩემი თამადობით, ხოდა სიჟუ სიბე ვ ხალაძილნიკე ვ დალგახ.

  23. pornchic ამბობს:

    Cyborg

    1. ნუ ეხლა უნდა ვიომოთ და ტავი გადავდოთ ამისთვის სხვა რაღაცა და ეკონომიკა და ფინანსები სხვა რაღაცა
    მაგრამ ერთი მომენტიცაა რა ძნელია უფულოდ ომი :) ანუ ამ ომმაც დაგვანახა რომ სამხედროშეცდომების გარდა უბრალოდ შეიარაღებაშიც ვერ გავქაჩეთ(შეიძლება იტქვას ჰუმან რესორსიც საკმარისი იყო) ანუ აი ცოტა მოვძლიერდით 50 ტანკის მაგივრად 100 გვყავს და დავაი დავცხოთ არ ამართლებს… ჩემი აზრით ომს ყველაზე კომპლექსური მიდგომა უნდა (2-3 წლით გვიან დაეწყო გერმანიას მეორე მსოფლიო ხერ ივო ზნაეტ როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი ) ანუ ძალიან ზლიერი ეკონომიკა ჭირდება ომს და მითუმეტეს წარმატებულ ომს თორე თუ იგივე მიდგომით გავაგრძელეთ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ვიომებთ და დავმარცხდებით… იმ ტერიტორიებს უკან ჩვენ აღარავინ მშვიდობიანი მოლაპარაკებებით აღა დააბრუნებს და დასაბრუნებელი ძაალითა ხოდა გავძლიერდეთ უნდა ჯერ და მერე ვიომოთ.. ანუ როცა მე ვამბობ რომ სახელმწიფო ნდა აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა გამოვდივარ აიმ მოსაზრებიდან რომ სახელმწიფოს ერთადერთი აზრი არის ის რომ ინდივიდებთან გადაინაწილოს რისკები, ანუ მე ჩემი უფლებების ნახევარს ნებაყოფლობით ვიძრუდავ და ვაძლევ სახელმწიფოს ასევ ჩემის შემოსავალის ნაწილს იმტომ რომ მან მე დამიცვას შიდა გარე რისკებისაგან და მე თოფით არ ვირბინო 24 საათი ჩემი სააქმების დასაცავად. და როცა სახელმწიფო მის ვალდებულებას ვერ ასრულებს მაშინ მან მიყენებული ზარალი უნდა ანააძრაუროს თუ არა არ უნდა დამაქციოს მინიმუმ და ხელისუფლება და მასში მყოფებს არ აქვს მნიშვნელობა ეს ზოგადა სახელმწიფოს არსიდან დანიშნულებიდან გამომდინარეა ასე ამიტომაც ვთვლი რომ ცუდი კიარა პირიქით ვალდებულია სახელმწიფო გააკეთოს ის რასაც ოპო იძახის და მე ხელისუფლება არ მაცვლევინოს იმის გამო რომ რაც გასაკეთებლია იმას არ აკეთებს :D
    2. ხო კურსი კურსი ვაბშე გიჟოობააა სხვაობა ანუ ის რაც ეხლა არის არარეალურია ,იმიტომ რომ წლების განმავლობაში ლარს მეტი ინფლაცია ქონდა ვიდრე დოლარს და ლარი უფრო მყარდებოდა ამის მიზზი იყო ის რომ იმენა დოლარის დიდი მოცულობაა ქვეყანაში, ხოდა სანამ გრანტები მოდის ასე ხელოვნრუადაა ლარი ს კურსი როგორც კი დამთავრდება მერე დაუბრუნდება მის რეალურ ნიშნულს (ეხლა მთავრობა დიდ არაფერ თავს იკლავს ლარის კურსის შენარჩუნებაში)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s