გ ვ ა ც ა ლ ე თ

ეძღვნება მიტინგებზე მოსიარულე და მათ მხარდამჭერ უფროს თაობას

გვაცალეთ, რა!

გვაცალეთ უნივერსიტეტებში და ინსტიტუტებში სიარული და სწავლა, იმიტომ, რომ თქვენგან განსხვავებით – 500 ლარად დიპლომს ვეღარ ვიყიდით.

გვაცალეთ სკოლაში ვატაროთ ბავშვები, იმიტომ, რომ თქვენგან განსხვავებით – 1 000 ლარად ნებისმიერ ფაკულტეტზე ვეღარ მოხვდებიან, გამოცდების ჩაბარება მოუწევთ.

ხომ აირჩიეთ უკვე თქვენი შვილების და საკუთარი მომავალი 90-იანებში – ახლა ჩვენ გვაცალეთ რა, ავირჩიოთ ჩვენი – ნუღა გვატენით ყარყარაშვილებს, ბათიაშვილებს და ხაინდრავებს, ნუ დაუკარგავთ ჩვენს შვილებს ბავშვობას ისევე, როგორც თქვენ – დაგვიკარგეთ ჩვენ, თქვენს შვილებს.

გვაცალეთ რა მუშაობა მათ, ვინც სამსახურში დომინოს თამაშში და ყავის სმაში არ ატარებდა დროს.

გვაცალეთ, ვისაც გვესმის, რომ ან უნდა გადაიხადო მოხმარებული ელ.ენერგიის საფასური, ან არ უნდა დახარჯო, გვაცალეთ ვინც არ გავზრდილვართ საბჭოთა კავშირში და ვინც არ გაგვაზარმაცა და გაგვაზულუქა სახელმწიფომ.

გვაცალეთ რა ვიაროთ ჩვენი სამსახურის დამსახურებით კრედიტით გამოტანილი მანქანებით, ქუჩაში ვისაუბროთ მობილურით და არ გვეშინოდეს, რომ ხელიდან წაგვგლეჯენ, გვაცალეთ ვჭამოთ პიცა, ბიგმაკი, სუში და ქათმის გუმბაო – ხინკალი ამ ყველაფრისგან ნაკლებად არ გვიყვარს…

გვაცალეთ ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე გადარბენისთვის ჯარიმის ღირსეულად მიღება და გადახდა პატრულის დედის გინების გარეშე.

გვაცალეთ თეატრში სიარული, გვაცალეთ, სტურუებო, მეღვინეთუხუცესებო და გაბუნიებო, თქვენი პოლიტიკური განცხადებების გახსენებისგან გამოწვეული გულძმარვის გარეშე დავტკბეთ თქვენი სპექტაკლებით.

გვაცალეთ ნელ-ნელა ვისწავლოთ ის, რაც ოჯახებში არ გვასწავლეთ, გვაცალეთ შვილებს ვასწავლოთ ნაგვის სანაგვე ყუთში ჩაგდება, ავტობუსში ბილეთის აღება, წყლის მოფრთხილება, ბუნებაში ქეიფის შემდეგ იქაურობის დალაგება.

გვაცალეთ რა ზამთარში საღამოს 10 საათზე მარწყვი მოგვინდეს და გვერდით უბანში სუპერმარკეტში გავიდეთ ქუჩაში სიკვდილის ან დაყაჩაღების შიშის გარეშე.

გვაცალეთ გვეკიდოს პოლიტიკა და არ ვიცოდეთ ზეპირად ყოველ კვირა შეცვლილი მინისტრების შესახებ, გვაცალეთ პრეზიდენტი, რომელმაც არ გაამართლა – წიოკით კი არ ჩამოვიღოთ სკამიდან, არამედ როგორც ნორმალურ ქვეყნებში ხდება – უბრალოდ შემდეგ ჯერზე აღარ ავირჩიოთ.

გვაცალეთ მუშაობა – თქვენი შვილი რატომ ვერ შოულობს სამსახურს? იმიტომ, რომ 24 საათი ქუჩაში აბირჟავებდა და იფურთხებოდა მანამ, სანამ მისი უბნელი “პიჟონები” ვსწავლობდით და წიგნებს ვკითხულობდით.

ბევრია ამ ქვეყანაში კიდევ ასაშენებელი, გასასწორებელი და მოსაგვარებელი, და თუ არ გვეხმარებით – ნუ დაანგრევთ მაინც, გვაცალეთ რა, გვაცალეთ…

= = = = =

Updated:

ა უკვე მეძახეს მიშისტიც, ხუბუას გამოზრდილი ლაწირაკიც (?), აღმოჩნდა, რომ მამაჩემი “ატრიალებდა მასწავლებლების ლოტოტრონს” და გაყიდა მდინარეები, რომ არ შემერგოს ეგ კრედიტის მანქანა (რომელიც არ მყავს და პოსტში სხვა აზრით წერია ლოლ), რომ მარწყვის მონდომება ზამთარში – ტეხავს, და რომ მე ვარ “პატრიოტთა ბანაკებში” გამოზრდილი “პიდარასი”, რომელიც სპეციალურად გაააქტიურეს ახლა.

იეჰუუ…

გასაგებია ეს რადიკალური “Кто не с нами – тот наш враг” – მაგრამ… რა ეწერა ზემოთ ამისთანა მიუღებელი და ამორალური?

:D

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

63 Responses to გ ვ ა ც ა ლ ე თ

  1. Cannabis ამბობს:

    აიტ შე მიშმაკაკა! არ დგეხარ ხომ ”ხალხის” ”ქართველი ერის” და ”საქართველოს” გვერდით!

  2. მოდუსი ამბობს:

    ვიცოდი, რომ ზონდერ-კამანდის წევრი იყავი :D

    პირდაპირ ძიძიგურს უნდა გავუგზავნო ეს პოსტი!

  3. Bas ამბობს:

    +1000000.

    ეგრეა!

    ხელსიფუფლებამაც გვაცალოს გვეტყვიან, კი ბატონო მასეა მაგრამ გახსოვდეთ, საზოგადოებას ზუსტად ისეთი ხელისუფლება ჰყავს როგორსაც იმსახურებს.

  4. dope ამბობს:

    თქვენ, რომ აცალეთ 2003 წლის ნოემბრის თაობავ, მაგიტომაც დაგვაჯდნენ თავზე.

    ახლა მე მაცალეთ, მე გავაკეთო ის რაშიც თქვენი თაობის ადამიანები შეცდნენ. ოღონდ მერე თქვენგან განსხვავებით, არ ვაცლი…არასწორად რომ მოიქცევიან თევზის პოზიციაში არ ვიქნები, როგორშიც სამწუხაროდ თქვენ იყავით.

  5. User ამბობს:

    dodka +1!!

    GvacaleT!

  6. ქეთინო ამბობს:

    კი ბატონო, მართალი ხარ, გადავირჩიოთ პრეზიდენტი, მაგრამ ეს რომ უკვე ვცადეთ ცივილიზირებული გზით და არ გამოგვივიდა, იმიტომ გვინდა ძალით გადავდგათ, აბა ვის ეხალისება მუდმივად ქუჩაში პრეზიდენტის არჩევა?!

  7. piccolina ამბობს:

    არასაშენო პოსტია, მარა იტზ კულ
    ერთადერთი ის ტეხავს, რომ ამ პოსტის აზრს მხოლოდ ის გაიგებს, ვინც ხვდება, რომ მენაგვე ოპოზიციონერების გამოსვლები მარაზმია
    დანარჩენები ბრალს დაგდებენ, მიშა უხდის ამასო ))) ან კიდევ, მიშისტიაო )))

    მარაზმ ნუ )))

  8. dope ამბობს:

    პრეზიდენტი კიდევ და კიდევ ქუჩით რომ არ შევცვალოთ, ამისათვის სამოქალაქო აქტიურობაა საჭირო და არა მხოლოდ 5 წლის მერე მთავრობა რომ თავზე დაგაჯდება.

    2003 წლიდან მთავრობა სამოქალაქო სექტორის მხრიდან ზეწოლის ქვეშ რომ ყოფილიყო და რეფორმების შესახებ საკუთარი აზრი რომ გამოეთქვა, პროტესტი რომ გამოეჩინა კონკრეტული ნაბიჯის მიმართ, ასეთ დღეში არ ჩავვარდებოდით. თუმცა ბევრი რამ გადაყლაპეთ, სამწუხაროდ. მე იმ დროს ჯერ პატარა ვიყავი, დღეს ვხვდები ასეთუ ისე რაღაცეებს…ასე რომ вы проспали…და ჩვენ “გვაცალეთ” ახლა თუ შეიძლება.

    • Bas ამბობს:

      ჰოდა მაგაშია საქმე: საზოგადოებას ზუსტად ისეთი ხელისუფლება ჰყავს როგორსაც იმსახურებს.

  9. monogamist ამბობს:

    modus forum.ge-ze ratom agar xar?
    dabrundi raa :)

  10. Rocko ამბობს:

    ნეტა მართლა ასე მარტივად იყოს…

  11. dope ამბობს:

    საზოგადოების ნაწილი, რომელიც ასეთ ხელისუფლებას უთმენს, ზუსტად ისაა ასეთი ხელისუფლების ღირსი.

    • Bas ამბობს:

      ჩვენ ყველანი ღირსები ვართ ამ ყველაფრის. ჩვენს მიერ მოყვანილი და აკვან დარწეული ხელისუფლებები გვყავდა სულ :) როგორც ჩანს არც ერთი არ მოგვწონდა, იქნება ჩვენშია პრობლემა და არა ხელისუფლებებში?

  12. Summer ამბობს:

    ვინ გაცლის :( ხელს გვიშლიან მაქსიმალურად :(

  13. Candy ამბობს:

    მე რა მეშველება, ლექტორები მყავს რადიკალი ოპოზიციონერები.
    ლექციაზე გამოდიან მოწოდებებით.
    ტაქსისტები მაგდებენ მანქანიდან, როცა არ ვყვები მიშას ლანძღვაში

    და საერთოდ
    ვეხები რო მეხებიან ???

    უნდა გადავიღო ჩემი ლექტორების (ზოგიერთის) გამოსვლა და გავბლოგო.

    დაანებონ რა ამ ზეწოლებს თავი :@:@:@

  14. ყრზო ამბობს:

    გვაცალეთ! რადიო 105 :D

    ალბათ კიდევ კაი ხანი არ ვაცლით ერთმანეთს არაფერს.. ეჰ

  15. თათია ამბობს:

    რატომღაც მე არაფერში მიშლის ხელს მიტინგები. უნივერსიტეტში ჩვეულებრივად დავდივარ, არც ტელევიზორს ვუყურებ და არც მომიტინგე ხალხს. მიშაც მკიდია და ოპოზიციაც.

  16. Name (required) ამბობს:

    რო გაცალონ, რას იზამდი?!!!!!!

    გვითხარი
    და
    ვისაც
    გვაცლიან
    ისინი
    გავაკეთებთ

    ’’’’’’’’’’’’’’’’’’’

  17. daliela ამბობს:

    გვაცალეთ!!! (რადიო 105) :D
    ძალიან მაგარი პოსტია დოდ. :kiss:

  18. pornchic ამბობს:

    ყველაფერს გაცლით

    უსამართლობას, კორუფციას, უკანონობას , გაუთვითცნოიბიერებასაც გაცლიტ ყველამ არ იცის საიდან უნდა დაიწყოს შენება (იმატმაც არ იციან ვისაც თხოვთ რომ გაცალონ)
    რა მოხდა მერე ტუ სასამარტლო იმას ამოგზახებს რასაც ცჰასზახებენ
    რაც მტავარია ხომ არის ასფალტი,სჰუქი, ნაგავია გატანილი,პატრული მოზრაობს, გაცლით რა პრობლემა

    უბრალოდ ისაა რომ არსწორად აშენებტ და ერტ დგესაც ეს ტქვენი ასჰენებული დაინგრევა მასჰინ იქნება ცუდი

    ტორე ეხლა გიჯი გრეცჰიხა და ძიძიგური რომ უკეტესს ვერ აშენებენ მაგას რატ უნდა ბევრი ბაზარი

    პროტსა ის ტეხავს რომ მე არცჰევანი ყლეობას და ყლეობას შორის მაქ და არ მინდა ერტი ყლეს გავექცე და მეორეს ჩავეხუტო და ტქვენც იგივე დგესჰი ხარ

    ეს ტეხავს მაგრად

    აჰა ნაცლილია მე რა

    • Bas ამბობს:

      kidev davspamav

      ჩვენ ყველანი ღირსები ვართ ამ ყველაფრის. ჩვენს მიერ მოყვანილი და აკვან დარწეული ხელისუფლებები გვყავდა სულ :) როგორც ჩანს არც ერთი არ მოგვწონდა, იქნება ჩვენშია პრობლემა და არა ხელისუფლებებში?

    • unaamarga ამბობს:

      უკაცრავად, მაგრამ მასას წარმოდგენა არა გაქვთ სასამართლოში რა ხდება და რასაც ძიძიგური და მისთანები კივინ მიტინგებზე, მერწმუნეთ, რომ სიმართლისაგან ძალიან შორსაა!

      • unaamarga ამბობს:

        ხო, რაც მთავარია, დოდი, არაჩვეულებრივი პოსტია!
        გვაცალეთ!!!

  19. khatia ამბობს:

    ფანტასტიური ჩანაწერია!

  20. takofb ამბობს:

    xo ra macadon esm shi siaruli :D gadaketes televiziastan qucha da imistvis rom marshrutkebamde movxvde 8 saatze unda gavide saxlidan rom naxevar saatshi saakadzis moednamde viyo da davelodo 66 nomers rom mere 9 saatamde movaswro iqamde misvla. zalian mimzidveli perspeqtivaa xom? tviton ra enagvlebat arsad ar echqarebat. usaqmurebi!!!

  21. Cyborg ამბობს:

    ხოოომ…

    ნუ ეს ფოსტი თავისი ფასით და მორალური უფლებით დაახლოებით იგივეა რაც ათეისტის, ვდრუგ, აფეთქება “ღმერთი არ არის შეიგნეთ” -ო… რაც მთავარია თვითონაც კარგად ხვდება ამას, და მანამდე კარგად ხვდებოდა რო “ულიბაემსია ი მაშემ” და არ ვუშლით ხელს…

    საქმის ვითარება შემდეგშია:
    ნი ტო 74 ნი ტო 78 (სტილი დაცულია) წელში საბჭოთა კავშირში განიხილებოდა საქართველოს სსრკ -ში ქართული ენის როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების საკითხი. საქართველოში მოეწყო ფართომასშტაბიანი საპროტესტო მიტენგები, რაც ძააააააალიან იშვიათობა იყო საბჭოთა კავშირში, და გაამართლა – ქართული ენა შენარჩუნდა სახელმწიფო ენად.

    ამ მომენტიდან იღებს დასაბამს ტრადიციული ქართული მიტინგობანა. ეს მიტინგი ჩვენი ბებიების და ბაბუების მიტინგია.

    მერე, 89-ში, იყო ხანგრძლივი გამოსვლები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის მოთხოვნებით საბოლოო ჯამში, 9 აპრილი და… ისევ მიღწეული შედეგი. ჩვენი მამების და დედების მიტინგი.

    მერე რაც იყო გახსოვთ – სამხედრო გადატრიალება, ქაოსი და უბედურება და…

    ვცხოვრობდით 10 წელი აბსოლიტურ უიმედობაში, ადამიანს ქათმის მეხსიერება აქ მარა ის სყველას გეხსომებათ რო ედუკის წასვლა აბსოლიტურად წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, 30 წელი მართავდა როჟა აქაურობას და ისეთი დაჩმორებული, ჩაჯმული, ჩამძღნერებული იყო ყველაფერი გარშემო რო არც გვეგონა რო იმის შეცვლა შეიძლებოდა…

    ი ტუტ დიდი მიტინგები, პარლამენტში შევარდნა და ვარდეფის ფრიალი და ოპა – ფაფუ შევარდნაძე. major მიტინგი უკვე მესამედ დასრულდა წარმატებით. ყველასი ერთად მიტინგი – ბებიებიც იყვნენ მაშინ, მამებიც, სტუდენტებიც, სამხედროებიც, ყველა იმენნა უცებ ყველამ იგრძნო რო გამოგვიგვაო და გამოგვივიდა.

    dope
    მარტივი კითხვა – 2003 წლის მიტინგს საბოლოო ჯამში ემხრობი თუ ედუკი უნდა დაგვეტოვებინა?

    თუ ემხრობი – ვინ იყო მაშინ უკეთესი კანდიდატი? – და რაც მთავარია ვინ იყო მაშინ კანდიდატი რომელიც აგრესიულად გამოდიოდა ედუკის წინააღმდეგ და ბოლომდე მიმსვლელი და არ ჩამჯმელი იყო?

    თუ არავინ არ იყო – მაშინ რა “შეცდომა” დავუშვით ჩვენ 2003-ში? (ჩვენ – საზოგადოებამ და პირადად დოდკაზე არ მაქ საუბარი)

    ი ტაკ რა მოხდა მერე, მერე მოხდა ის რო პრეზიდენტად მოვიდა კარგი PR-შიკი საკრებულოს თავჯდომარე, რომელიც განსაკუთრებულად კარგად აკეთებდა საკრებულოს საქმეებს(არემონტებინებდა მერიას სახურავებს, აშენებინებდა ფანტანებს, აკეთებინებდა პარკებს, ებრძოდა უკანონო მშენებლობებს…), რომელიც ასევე აღმოჩნდა კარგი ოპოზიციონერი (თუმდაც იმიტო რო ერთხელაც არ შეუგინებია მიტინგზე გამოსვლისას, არ უმღერია დიალოგიო, არ დაუდგამს საკნები, არ დაჭირვებია შიმშილობა, ხალხს არ ეუნებოდა “ბრაცი წავედით ეხლა სახლებში ჩემპიონთა ლიგას ვუყუროთ – ხვალე მოვალთ გავაგრძელებთ ძიგძიგს” -ო. (საქმე იმაშია რო თუ მართლა ასე კრიტიკულია სიტუაცია და ეს ყველაფერი ცირკი არ არის და “ნაროდ ტრებუეტ” მაშინ რა დროს სახლში წასვლა და დასვენებაა – ან ფარით ან ფარზე სიტუაცია უნდა იყოს, გრეჩიხამ კიდე იცის რატომაც დადის ხალხი მის მიტინგებზე და იცის რო “ფუჰ” და შემოეშლება მიტინგი ხელში და ამიტო ტაქტიკურად “სახლში უშვებს” – უსაქმურების იმ დიდ მასას რომელიც კარგა ხეირიან პროცენტს წარმოადგენს იმ მიტინგისა.

    რა ხდება დღეს?

    უკმაყოფილოა ყველა, რეფორმები ყველას ცუდად შეგვეხო, რაც არ უნდა კარგი ჩანდეს ზოგად ჭრილში რეფორმა – მე რო რამე მაკლდება – მერე ვიწყებ მთავრობის გინებას, მე რა მომივიდა პირადად? – გარემოს დაცვის სამინისტრო 1 სართულზე განლაგებული ტვალეტის ტიპის სამინისტროდან, ნორმალური დონის სამინისტრო გახდა, თავისი იერარქიით, სისტემით, მოწყობით, შენობით და ა.შ. – რა დამიშავა მე ამან? – დასვეს ვიღაც მინისტრი, რომელთანაც მთელი დანარჩენი გაბერილ შტატებიანი სამინისტრო ჩაბრატებული არ ვიყავით, იმ მინისტრმა გაატარა რეფორმები, მე წიხლი დავიჭირე საკუთარ კისერზე – ავყევი, გაატარა იმან რა რეფორმებიც შეეძლო, მერე ოპა – მოხსნეს, მოვიდა ახალი მინისტრი – და თუ წინა მოსული ახალი მინისტრი კიდე ჰა და ჰო მიცნობდა(იმიტო რო მოვიდა, ძველებს კითხა აქ რა ხდებაო და მოუყვენ) – ეს ახალი ვაფშე გონზე არ იყო მე ვინ ვარ და რა მინდა (ბევრი წლები ვმუშაობდი ერთ-ერთ პროექტზე სამინისტროში და “ზა ადნო” გარშემო მთელ სამინისტროს ვუწევდი IT სერვისს, იმიტო რო სამინისტროს IT შტატი არ ყავდა) – მოვიდა ეს ახალი მინისტრი, გამოაცხადა ვაკანსია, აიყვანა თანამშრომელი, მე არა – იმიტო რო მე დიპლომი არ მქონდა, დამადასტურებელი არაფერი საბუთი არ მქონდა. უცებ მომტეხეს. იმ მომენტში გავბრაზდი? – ძალიან.

    და დღემდე მომყვება იასნია – რამდენი უფულო სიტუაცია მაქ და სამსახურს ვეძებ – ნერვები მეშლება რო წლები ვაშენე ჩემი “მაფიოზური პონტი” იქ და მომიცილეს ეგრე ნაგლად, აზრიც არ უკითხავთ, არც უფიქრიათ ეკითხათ.

    მარა რო მეხსნება ტვინი – იასნია ვფიქრობ რო მაგარი რამე გაკეთდა, ჩემთან ერთად იმავე პერიოდში იმდენი შავი მუწუკი მოცილდა სამინისტროს რო… სუ რო ტვალეტის ახალი გაღალდივით სუფთა ვყოფილიყავი და მოვეცილებიეთ – მაინც უნდა ბედნიერი ვიყო, იმიტო რო დაჟე პრი ვაენნიხ უჩენიახ რასჩოტნიე პაწერი ვ ჟივოი სილე 3%.

    მოკლედ ყველა რეფორმა, პრაქტიკულად ყველაში – იწვევს აგრესიას ადრე თუ გვიან, ანუ მე რომც დავენიშნეთ იქ სადაც მინდოდა, მერე სხვა რამე შემეხებოდა, იქ ის მოხდა, აქ ეს მოხდა.

    ბოლოს იყო წაგებული ომი – რომელიც ჩემთვის აბსოლიტურად გამანადგურებელი იყო, ვწერდი კიდეც მაშინ ღიად რო უგულავა რო მანახა მოვკლავ თქო და დედებს ვაგინებდი.

    რატო? – იმიტო რო რუსებს ვერაფერი ვერ ვუქენი და მაგარი ადამიანური ფენომენი არსებობს:

    კაცი რო სამსახურში @!@-ა და სახლში რო მოდის და ცოლს რო დედის !@№!@3 ახურავს თავზე.

    რუსებს ვერაფერი ვერ ვუქენით და არადა ბოლის გამოშვება ხო ყველას გვინდა, ძალიან ძნელია კისერში გამოჩხერილი ბოღმა და საკუთარი თავის სირცხვილი ხელით გეკაოს და…

    + ამას ემატება RAW შიში – ის რასაც ალბათ ძალიან ბევრი ოპოზიციონერი ფიქრობს: “გადავაგდებთ მიშას – რუსეთი შეგვეშვება, ომი აღარ მოგვიწევს” – ამას მარტივად ტრაკის მიმცემლობა ქვია პრასტანაროძიეში, რომელსაც იასნია ღიად არცერთი მომიტინგე არ აღიარებს, მარა ტელევიზორშიც კი გაიჟღერა ამ ფრაზებმა რო “რუსეთი თუ მასეთ სიკეთეს იზამსო – მიშას ადგილას ჩემით წავიდოდიო” :დ (მერე კაკ რაზ თავს იმართლებდა, მგონი თვითონ მიშა, არცერთი ქართველი მეფე არ გადამდგარაო რუსეთის შიშითო… – ის რო ხალხმა იქ მარტო სიტყვა მეფე გაიგო – კიდე სხვა თემაა)

    + ამ ყველაფერს ეს ყოვლის მომცველი დამოკლეს მახვილი სახელად “კრიზისი” – რომელსაც ჩვენ არ ვაკონტროლებთ, რომელიც სადღაც იქ დუღს და ჩვენ თავზე გვესხმება, რომელიც როდის მორჩება და როგორ მივხვდებით რო მორჩა – უცნობია, რომელიც რაღაც შავი ჭირივით საშინელებაა – როდის მოგახტება და მოგკლავს არ იცი. – რაც იასნია იწვევს მოთხოვნას ყველგან მიაწყდე – ლიჟბი იგრძნო რო რამეს აკეთებ, რეალნა კიდე არაფრის ისეთის კეთება არ გამოდის – კრიზისია და ფულს არავინ არაფერში არ იხდის. კაკ რეზულტატ: ვიღაცა აწყობს მიტინგს – უკვე საქმეა, უკვე რაღაც ხდება, უკვე შეიძლება თავის გამართლება რატო არ ვმუშაობ – იმიტო რო მთავრობაა @!@, იმიტო რო მაგათი ბრალია, იმიტო რო სამუშაო არ მომცეს ამ რთულ დროს, დავდგები იქ და ამით საშვლილიშვილო საქმეს ვაკეტებ – ოჯახი კიდე რამენაირად ირჩენს თავს, ხუი ზნაეტ როგორ მარა ხო სუ ვრჩებით ცოცხლები არა… ქართულ ვირტუოზობა: 6 კაციან ოჯახში შემოსავლი არცერთს არ აქვს და 6-ვეს აქვს მობილური და ოჯახს 2 მანქანა ყავს… და სერვანტი და პიანინო იასნია უდგათ სახლში! :დ (ეს ბოლო ორი უბრალოდ საყვარელია, ცინიზმის გარეშე)

    ი ტაკ მე იმის ჩვენება მინდა როგორი კარგი ნაყოფიერი მიწაა “ზამუწიწ ჩიონიწ ტაკოვა”.

    ეს იასნია იგრძნეს ოპოზიციონერებმა, და მოახერხეს რეალურად ის რაც ბოლო 20 წელია არ მოუხერხებიათ – გაერთიანდნენ. (რაც უარესია – იმიტო რო ჩემ თვალში ალასანია და ზურაბიშვილი ჯერ დაეცნენ მარტო იქ ყოფნის გამო, მერე იმის გამო რაც აკეთეს იმათივე სტილში და… ნუ მოკლედ ეს ცალკე თემაა)

    ეხლა რა ხდება, კონკრეტული მაგალითი და სიტუაცია:
    აღდგომას ჩემთან გამოვიდა სტუმრად მამაჩემი, ნუ კლასიკური თემა, პასკა მოიტანა და ნუ ჭიქას მე არ ვწევ და პროსტო ისე მომინახულა რა.

    ნუ იასნია შევეხეთ პოლიტიკას საუბარში და იასნია ბედნიერი, ანთებული თვალებით, ყვებოდა რო დადის მიტინგზე(მასთან ერთად იყო ბებიაჩემიც რომელიც ზომბირებული აკანკალებული ხმით გაიძახოდა რო უნდა წაეთრეს ეგ კურდღელი ეგა :დ – ნუ იმასთან საუბარსაც აზრი არ აქვს იასნია, ბებიები ადვილად პროგრამირდებიან და სააკაშვილი ღირსია – თავის დროზე მანაც ძალიან ბევრი ბებია გამოიყენა, რაიონებიდან განსაკუთრებით, ხოდა რასაც დასთესავ იმას მოიმკის ამბავში – პუსწ) – ხოდა მამაჩემს მეთქი კაი რა, რას სჩადი, გრეჩიხა გინდა თქო?

    ნუ რამდენიმე მარტივი პარირების მერე რო მოვედით გამოუვალ მდგომარეობამდე(ნუ ის იძახის რო ასე გაგრძელებაც ხო არ შეიძლება, მე ვეუნები რო არანაირად გაგრძელება არასოდეს არ შეიძლება მარა უკეთესი არჩევანი არ არის და გინდა ასე გინდა ისე, და რო მიტინგებით არ იცვლება სიტუაცია და ა.შ.) – გამოაცხო:
    “კაცო ყველა ჩემები იქ არიან და კაია რა, საღამოს სახლში რო მივდივარ, გავივლი მიტინგზე, ვნახავ ძველებს, ვილაპარაკებთ, გავიხსენებთ და მერე იტყვის გრეჩიხა ვსიო – ლოგინებშიო და მივდივართ სახლებში”

    კი – მამაჩემი ტიპიური ჭაობია.

    პარალელურად იასნია დასძენს რო “არცერთი მიტინგი არ გაუმაზია დღემდე და ამას ხო არ გამაზავს?”

    გაგრძელება ვაფშე მაგარი იყო:
    – აი ნახავ 92-იანი წლები იქნებაო
    – მე ამაზე ვიფეთქე მეთქი – ხო არ უფრენ ბიჭო რა გიხარია მერე მაგაში თქო?
    (მამაჩემი, როგროც უამრავი საბჭოთა კავშირ გამოვლილი ქართველი – ფენომენალური ადამიანია, შეიძლება ციმბირში გააკულაკონ და შიმშლით კვდებოდეს მარა თვითონ ეს ამბავი უხაროდეს, იმენნა გულით დაიჯეროს რო “ყველაფერი კარგად არის”)
    ახსნა მაგარია:
    – რამე უნდა შეიცვალოს – ეს გრძნობა ყველას აქვს ხოდა პროსტო ტაკ ამ მთავრობის გამოცვლა არ გამოვა – არადა რამე უნდა შეიცვალოს, ხოდა მოხდეს რაც უნდა მოხდეს – მთავარია რა იქნება მერე.

    ის რო მერე უკეთესი არ იქნება – იმიტო რო სამხედრო გადატრიალებას, ისტორიაში, ჯერ არაფერი კარგი არ მოყოლია (საფრენგეთის რევოლუცია – ვკლუჩიწელნო) – ამაზე პროსტო არ ფიქრობს, პროსტო აი იღებს და ვსიო – იმის იქეთ არ ფიქრობს, ეგ უნარიც საბჭოთა კავშირელებს მაგრა გამოყვათ. უამრავი ათასი მაგალითი მყავს გარშემო “დედების და მამების” თაობაში რომლებიც აი ასე ფიქრობენ წერტილამდე და იმის იქეთ აღარ.

    და ფინალური ბლიად:
    1. გააჯვან მიტინგიდან ვისაც ფულს უხდიან (100%-ით ვიცი რო ფულს უხდიან – რამდენიმე ჩემი ამხანაგი დგას ფულად იქ, იდგა ნათელაშვილის მიტინგებზეც კი და იდგა 7 ნოემბერს, დღემდე არ აქვს არაფერი სამუშაო და ძალიან ბევრს ღადაობს უბანში იმაზე რა მიტინგში რამდენს უხდიდნენ და ნეტაი რატო ღირდა ის ამდენი და ეს იმდენი)

    2. გააჯვან მიტინგიდან 70 წელს გადაცილებულმა მოხუცებმა – ნი იმ რიშაწ როგორ ვიცხოვრებ მე 10 წლის მერე და მინდა თუ არა რუსეთთან კიდევ ომი. ანი რიშალი როცა 18-25 წლისები იყვნენ და ენა შეგვინარჩუნეს და ნა ეტომ იმ სპასიბო.

    3. შეეშვან 89 წლის აქტიურმა “მამებმა და დედებმა” მიტინგებზე, “ასწორებს და იმიტო” სიარულს.

    და რამდენი კაცი დარჩება იმ მიტინგებზე იმიტო რო მართლა იზიარებენ რო იმენნა მიშა უნდა გადადგეს და რო იმენნა ის სასტავი (რომელიც ვიმეორებ – პირველად ისტორიაში გაერთიანებული ოპოზიციაა) – ვნახავთ ყველანი ერთად.

    გიმეორებთ – ჯერ ისე რამდენი დგას ყველა ვხედავთ (ამ 3 კატეგორიის ხალხით გადავსებული იმენნა, ფრანგი ჟურნალისტი რო ჩამოვა და ის რო იტყვის რო გამკვირვებიაო – ახალგაზრდობა რა ცოტაა და ბებრები რამდენი არიანო – რა ბებიების საქმეა ჩვენთვის თავზე მოხვევა ჩემი შვილი როგორ იცხოვრებს??) – მერე აშკარად რო პა ვსემ მერკამ ხალხის რაოდენობა ცოტა იყო – დადგეს საკნები, რომლებიც ზომაში კაი 50 კაცის ფართობს იკავებს – შედეგად უფრო მეტნი რო გამოჩნდნე, და მაინც არ ჩანან.

    ზა ტო მიიზიდეს მთელი “უბანშიკების” კატეგორია – მიდის ხალხი, სვამს, “ულხენს ქართულად”, 100%-ით უვერენნი ვარ შიგნი ხის მაგიდები, ხის გრძელი სკამები დგას და პატარა “სახინკლეები” გაიხსნა გარშემო და ხინკალი მოაქვთ, კუპატი და პივა. (ალბათ უფასოდ პა ხოდუ)

    ხალხის პროტესტი რა არი? – უკიდურესი პროტესი? – კაცი რო გამოვა და თავს დაიწვავს.

    და რეალითი შოუში მონაწილეობა მეც მინდა კაცო – მეც ვერ ვიტან მიშას და უგულავას. და ეს ნორმალურია – დედამიწაზე სუ ალბათ 5 პრეზიდენტი იყო რომელიც “უყვარდათ” და ისიც ძალიან ატნასიწელნი მცნებაა, მერე გადის დრო და ირკვევა რო პროსტო ის ახერხებდა მენეჯმენტს ისე რო ტელევიზორში ისმოდა მარტო რო უყვარდათ… და ალბათ არცერთი შ.ს.ს. მინისტრი არ ყოფილა რომელიც ყვარებოდათ, წემ ბოლეე ქვეყანაში რომელიც 5 წლის წინ კრიმინალის დედა იყო დედამიწაზე, დღესაც კი ქართველები რო აიღო დედამიწის მაშტაბით – კრიმინალურ სამყაროს ვაყანყალებთ და 5 წლის წინ ყველა, უკლებლივ, კრიმინალი ვიყავით. ყველა – მეც მოპარული მაქ მთავრობისგან, გაჩალიჩებული მაქ კორუფციულად, დამიჩმორებია ვიღაცა ქუჩაში და ჯიბეში ჩამიდია დანა მოსაკლავად – იმიტო რო რეჟიმი იყო ეგეთი ძმაო და ვიჟივალი კაკ მაგლი, ხოდა მეორე დღეს მოვიდა მთავრობა და თქვა რო “ყველა ვინც ამას შვება დაენძრევა” – ვინც გაჩერდა – გაჩერდა, და ვინც არ გაჩერდა – დაიჭირეს, ვერნეე ვერავინ ეგრევე ვერ გავჩერდით პროსტო ზოგს არ გაუმართლა – დაიჭირეს, დანარჩენები დავტორმუზდით ამასობაში. ვანოს დდშვც რამდენი კაი ბიჭი დაიჭირა მაგის… ზონდერ კომანდეეები! (ვინმე ამიხსნის მაინც რა კომანდებზე საუბარი? – ზონდერ კომანდები იყო ერთი პერიოდი, ოდესღაც – სკოტლანდ იარდი რო დარბოდა და ხოცავდა ხალხს ბოზობაში და ქურდობაში დადანაშაულებით, მერე იყო ერთი პერიოდი ამერიკაში პოლიცია რო დარბოდა და გაუსამართლებლად ხვრეტდა კრიმინალებს და ყველას მათთან ერთად, ზონდერ კომანდები იყო სსრ -ში რამე რო წამოგცდებოდა და მეორე დღეს ოჯახიან ნათესავებიანად რო ქრებოდი… სადაა აქ ბლიად ზონდერ კომანდები აქ? – 5 წლის მანძილზე, პრეპდალაჟიწელნა შ.ს.ს.-ს თანამშომელმა 5 ადამიანი მოკლა – ეს ზონდერ კომანდებია? – ნებისმიერი სხვა ქვეყანაში ეს რიცხი გაააააააააცილებით დიდია)

    ყველა დაფიქრდით – რას მოელით პრეზიდენტისგან, შ.ს.ს. მინისტრისგან – და მერე დაფიქრდით დედამიწაზე თუ არსებულა მასეთი – ან პრეზიდენტი, ან შ.ს.ს. მინისტრი.

    და სანამ რამეს დაწერთ – დაწერეთ თქვენი იდეალი პრეზიდენტი და შ.ს.ს. მინისტრი – და მერე გააგრძელეთ.

    იდეა იმაშია რო მე გეტყვით უააააააამრავ ანტი ინფორმაციას იმ პრეზიდენტზე, უამრავს. სხვაც გეტყვით, ზოგი იტყვის რო არაო მართლები არ ხართო – კარგი როჟა იყოო. შინაარსი იმაშია რო – არ არსებობს შავი და თეთრი, მიშა ცუდია, მერაბიშვილი ცუდია, უგულავა – უარესია. მარა გრეჩიხაც ცუდია, ალასანიაც თურმე ცუდია, ზურაბიშვილი თურმე ასტრალშია… ხოდა?

    არ არის შავები და თეთრები არის რაც არიას, დაჟე ნაცრისფერები არ არის, პოლიტიკოსები არიან როგორც ცისარტყელა – მაგათი რაიმე ფერისადმი მიკუთვნილების ნდობა არ შეიძლება.

    მე ისიც მიხარია რო გვყავს პრეზიდენტი და რამდნეიმე მინისტრი მაინც რომელიც რუსეთს ტრაკს არ აძლევს და რუსეთი “ჩუმი აგენტი” არ არის, უჟე ატლიჩნა და ახუიწელნა.

    ვიმეორებ – დაწერეთ მსოფლიოს ისტორიიდან, 1 პრეზიდენტი, რომელიც გინდათ რომ გყავდეთ, იდეალი.

    • litterator ამბობს:

      კაკ მინიმუმ სამი პოსტის მასალა დაგიწერია რა :D :D

      პრეზიდენტი ლინკოლნი

      ”მე ისიც მიხარია რო გვყავს პრეზიდენტი და რამდნეიმე მინისტრი მაინც რომელიც რუსეთს ტრაკს არ აძლევს და რუსეთი “ჩუმი აგენტი” არ არის, უჟე ატლიჩნა და ახუიწელნა.” Are u Sure? :D

  22. Ana ამბობს:

    Cirkadaa qveuli chveni qveyna..
    da amis girsni vart, mishasac ki ar vimsaxurebt chven, miuxedavad yvelafrisa

  23. nion ამბობს:

    ასი პროცენტით გეთანხმები. მიხარია რომ ხალხს კიდევ შერჩა საღი აზროვნების უნარი.

  24. სხვა აზრი ამბობს:

    ცუდი მიმართვაა. მიიტანეთ ვინმემ ეს ამობეჭდილი მიტინგზე და იქ ნახავთ მის რეალურ ფასს, პროქტოლოგთან წინასწარ ჩაწერაც არ დაგავიწყდეთ.

    ეს უფრო ოდაა ”ჩვენ ისეთი კარგები ვართ” სტილში – კიდევ ერთი რადიკალიზაცია. გადარეულ ბრბოსთან ლაპარაკი ასე არ გამოვა, სისულელეა, კაცმა დანა დაგადოს ყელზე და უთხრა, მაცალე რა, შენ მაგ დანას რომ ლესავდი, მე ვსწავლობდი და ვვითარდებოდიო, პრობლემის მოსაგვარებლად სხვა ენაზეა საჭირო ლაპარაკი და ”ნამდვილ ნასწავლს” ეს ყველაზე კარგად უნდა მოეხსენებოდეს.

    ვისაც ნორმალურ ქვეყანაში უნდა ნორმალური და დაუთავებულ-გაწკიპინებული ცხოვრება, კიბორგის ბლოგ-პოსტისა არ იყოს, წავიდეს და იცხოვროს ნორმალურ ქვეყანაში. ჩვენი ქვეყანა არაა ამწუთას ასეთი.

    ასეთი პოსტები კი ნასწავლობის და უპირატესობის დასამტკიცებლად ნაკლებად გამოდგება. გამოუშვი ბოლი, ეშველა რამეს?

    —-

    და მახსენდება ლინგვისტუსის დასკვნები პირადი ბლოგის შესახებ.

    • keti ამბობს:

      ოო, ლინგვისტუსის დასკვნები რომ არ მოიხსენიოთ ყველა პოსტში, ისე როგორ იქნება :D

    • keti ამბობს:

      ანუ, ხან ვინ იხსენიებს, ხან – თავად ლინგვისტუსი : )

      “პირადი ბლოგი” უკვე განსაზღვრავს პროფილს.
      და არაფერი დასაკომპლექსებელი აქ არ არის.
      უბრალოდ, გააჩნია ინფოს მოწოდების ხარისხს..

  25. Cyborg ამბობს:

    სხვა აზრი: გამოუშვი ბოლი – იშო კაკ ეშველა :დ

    არის ეხლა კმაყოფილი რო თავისი პირადი აზრი დააფიქსირა მიუხედავად იმისა რო იცოდა რა წინააღმდეგობასაც შეხვდებოდა საზოგადოების ნაწილისგან.

    თავისუფალი სიტყვის იდეაც ამაშია – თქვა რაც გინდა და ღიპი მოიფხანო კმაყოფილებისგან. იმავ დროულად არაფერია ნათქვამი თავისუფალ ქმედებაზე – იმიტო რო ოპა, აი ქმედება უკვე სრაზუ ისჯდება ნა პრავო და ნა ლევო, ამას იზამ ის მოგივა, იმას იზამ – ეს მოგივა, ამას იზამ – იმას შეეხება იმას უფლება აქ გიპასუხოს, იმას იზამ – არ გამოგივა – პასუხს აგებ.

    ეს არი კაიფი – სიტყვის ჰაერში გაშვების თავისუფლება – დემოკრატიის მთავარი მონაპოვარი :დ – ყველაფერ დანარჩენში იგივე ტირანიაა (როგორც მმართველობის ფორმა) – მარა ხო ყველას გვიხარია და გვიყვარს დემოკრატიული პრინციპები? :დ

    :დემაგოგი:

  26. liliani ამბობს:

    aa me kbilebs vagrchialeb da tavs vikaveb aseti postis dacerisgan!!!!!
    omg mokvdnen ra !!!

  27. Ka(rg)i Bichi ამბობს:

    გრეჩიხავ, “ძიალოგიოვ”, ასატრინა–ნა–ვერტელე, ბიძია ბურჯანაძე, ოქრუაშვილის მუTELო, წვერებიანო ყLeo, კიდე ვიღაც ნაყარ–ნუყარებო, ხალხის მასის დაზომბირებულო ნაწილო და ბოლოს მიშა… იდიტე ნახუი რა ვსე ბლიად!

  28. hexe ამბობს:

    +
    გვაცალეთ ასე თუ ისე სუფთა ქალაქში ცხოვრება.

  29. ally ამბობს:

    megona vinmes mier daceril reziumes vkitxulobdi ert-erti im sagamosi, roca am kvealfrit kelshi amosuli megobrebi romelimestan vsxedvart saxlshi da miuxedeavad ver atanisa, mainc amaze vmsjelobt

    kargad chamokalibebuli scori xedva da azri! sagol

  30. bigcrow ამბობს:

    ერი არის დაყლეების სტადიაში, ასე რომ მაგათაც აცადეთ…

  31. Goddess ამბობს:

    აცალეთ©რადიო 105

    პ.ს. ძალიან დაბალი დონეა. რატომ? აქ დაწერა მეზარება, არ მეკერკება უსასრულო უსტარები.. პირადად შეგეკამათები სიამოვნებით.

    ნოთინგ პერსონალ

  32. Pingback: და მაინც… « Dream is Destiny

  33. Tamuna ამბობს:

    საშინელი, აუტანელი, გულისამრევი სუნი ნებისმიერ ოდნავ მოფარებულ ადგილას…

    საკნები უხვად, თუმცა ათიდან ცხრა ცარიელი. იმ ერთში ან სმა მიდის ან ჯოკრის თამაში (თუ წვიმაა დავა იმაზე რამდენი “მეტრო” პარკი ყოფნის საკანს გარედან რომ შემოახვიონ)…

    ოპოზიციის “გაუბედურებული” “ძველი” რაფ-4-ების გრიალი (ბესელიასი წითელი, ბეჟან გუნავასი შავი); იქიდან გადმოსული ეს უკანასკნელი საქმეს ურჩევს საკანში მყოფ პიროვნებას…

    მოშორებით მდგარი სამი კაცის ხმამაღალი საუბარი, რომლიდანაც ერთი სიცილით იგინება საკნების ცეხი მაინც გამეხსნება ამათი დედაცო….

    მთელი დღე ჩართული “მიშა წადი” კლიპი სრულ სიცარიელეში (იმ დროს ყველა საკნის ბინადარი აქციაზეა პარლამენტის წინ, თორე ვისი ყური გაუძლებდა ამას იქ რომ ისხდნენ თავად, თან იქნება პარლამენტის კიბეები მაინც შეივსოს)…

    “ადრე ღამე ქუჩაში მშვიდად მაინც გაივლიდი. ეხლა ვიღაც ნაბიჭვრები გვისხდებიან – აქციიდან ვართ ძმაო – ფულს არ იხდიან, გვემუქრებიან, დანები აქვთ” – ტაქსის მძღოლის ნებაყოფლობითი აღსარება…

    “გაიგეთ თურმე ბაყაყებს ჭყლეტენ” – სამარშრუტო ტაქსში აქციიდან ამოსული საკმაოდ ხნიერი ქალის ამოოხვრა (არაფერს ვამბობ მის გონებრივ შესაძლებლობებზე)…

    ეს ყველაფერი ამ რამოდენიმე დღის მანძილზე საკუთარი თვალით დანახული და მოსმენილი (არაფერს ვწერ ტელევიზიით მოსმენილზე და ნანახზე!!!). კომენტარი მხოლოდ ერთი: რ ა მ ა რ ა ზ მ ი ა ე ს!!!!!!!!!!!!!!

    პ.ს. აბსოლუტურად ვეთანხმები ამ პოსტს, მის ამხსნელ ვრცელ კომენტარს და მათში გამოხატულ განწყობას. ზემოთ აღწერილის დაკანონებისთვის უნდა დავანგრიოთ დღევანდელი???

  34. daxure ამბობს:

    მაგ დაბოღმილ გაუმაძღარ უსკამოდ დარჩენილ ღორებს ბოლოს 9 გრამით შუბლი უნდა გაეხვრიტოს როგორც შულავერის კომიტეტის და რუსეთის ინტერესების გამტარ მოღალატეებს!!!
    ჩარეცხილები კანალიზაციიდან ვეღარასოდეს ამოეთრევიან მიშამ *ევრორემონტი* ჩაუტარა მიწისქვეშა კომუნიკაციებს…
    რაც შეეხება ძმებ გაჩეჩილაძეებს,ბერძენიშვილებს და ხაინდრავებს ბიძაშვილ-მამიდაშვილური ჩაწყობები ედიკას დროს გაგდიოდათ ეხლა დააჯექით აგერ ამას!

  35. ლიკა ამბობს:

    დოდ, ხალხს ნაგავში ვერ გადაყრი… ან უნდა შეეგუო იმას, რომ შენც ”გადაგყრიან” ერთ მშვენიერ დღეს…

    • dodka ამბობს:

      არ ვყრი ხალხს ნაგავში, აბსოლუტურად არა! – უბრალოდ ზოგიერთი თავად ეშვება თავით ბუნკერში და მთელი ქვეყნის გადაყოლება უნდა თან.
      ამას ვეწინააღმდეგები უბრალოდ.
      : )

  36. tatushka55 ამბობს:

    ასე მგონია ჩემს დილინდელ აზრებს ვკითხულობ მეთქი
    საღოლ კისს, ერთ ერთი ყველაზე კარგი პოსტია შენი

    ჩემს დილის განცდებსაც ჩავამატებ:

    მე შაბათსაც ვმუშაობ, მერე თქვენ რაა, მე არც კმაყოფილი ვარ ვარ მაგრამ არც იმას ვამბობ რომ მთავრობის ბრალია მეთქი
    ხოდა ამ შაბათს დილით 9 საათზე რო კურიერს უნდა ვუყურო და არა რამე სასიამოვნო გადაცემას სასიამოვნო მუხტით ეგეც მარაზმია
    და ამ კურიერშიც რა ხდება, ყოველდღიურად ჩანს დაულაგებელი ბაქტერიებით გატენილი რუსთაველი
    ოპოზიციონერების უკვე მომაბეზრებელი და შეურაცხმყოფელი მოწოდებები
    თუმცა მეტს რას ველით მათგან, გრეჩიხები თუ მოვიდნენ ქვეყნის სათავეში, მაშინ ნახეთ ვაი საქართველო, მიშას ჰალსტუხსაც კი ინატრებენ
    ან ამდენი ხალხი საიდან არის უკვე 10ზე მეტი დღე გავიდა
    ხო ცხადია რომ ესენი არიან, უმუშევარი და უმეტესობა უსაქმური ხალხი, რომელიც მანამდე სახლებში იჯდნენ და იქედან ილანძრებოდნენ, ახლა კი პირდაპირი საშუალება მიეცათ
    თორე მაშინ მე რატომ არ მაქვს დრო იქ ვიდგე?
    მე რომ სამსახურში არ ვიარო მაშინ რითი შევძლო არსებობა?
    ბურჟანაძე მომცემს პურის ფულს? თუ სალომე გზის ფულს? თუ დანარჩენები

    არ ვარ მიშისტი, ვერ ვიტან ვერც მაგ ადამიანს თავისი აშკარად გამოკვეთილი პათოლოგიებით
    მაგრამ ვერც მათ ვერ ვიტან მთელს ქალაქს ბაცილებივით რომ მოედვნენ და აურზაურს რომ ქმნიან მთელ ქალაქში

    გვაცალეთ გენაცვალე ცხოვრება, არავისი გადამყენებლები თქვენ არ ხართ, ეგ უკვე ყველამ იცის და რაღა გაბლატავებთ ვერ ვხვდები
    მინდა ნორმალურ ბედნიერ საქართველოში ვცხოვრობდე, მიხაროდეს რუსთაველის კინოში უპრობლემოდ სიარული და ქაშუეთში უპრობლემოდ შესვლა
    თანახმა ვარ რუსთაველი გამოაცხადონ სასეირნო ზონად მაგრამ არა მიტინგების და დეზინფექციის ბუდედ ….

    აი მთელი ჩემი გულისტკივილი :(

  37. cartveli ამბობს:

    გაიხარეთ, ფორუმ.გე-ს ვეღარ ვკითხულობ (ჩემი იპ დაბლოკეს და ვეღარ შევდივარ, ეტყობა ჩემი თემა “შემეკითხეთ გიპასუხებთ- მე მიშა სააკაშვილი ვარ” ძააან ეპწკინათ).

    ხოდა წარმოიდგინეთ, თავისუფალ ღირსების მქონე ადამიანებს ვეღარ ვუსმენ. გამეხარდა რომ დოდკამ და კიბორგმა ის თქვეს რასაც მე დიდი ხანია ვჯიჯღინებ.
    კარგი ხალხი ხართ.

    გინდათ გამოვიცნო?

    მინიმუმ ერთზე მეტჯერ თქვენს მოგსვლიათ თავში რაღაც საზოგადოებრივის (ორგანიზაცია, პარტია) გაკეთება, რომლის მთავარი საქმე წესიერი ქვეყნის აშენება იქნებოდა.

    მეც მიტრიალებდა ასეთი სურვილები.
    იცით რამ გადამაფიქრებინა?
    სახელი ვერ მოვიფიქრე.

    შინაარსით ამ გეზს უხდება “სამოქალაქო” “მოქალაქეთა” არადა ეს სიტყვები საშვილიშვილოდ აქვს გაფუჭებული შევარდნაძეს, და.. შევეშვი.

    P.S. ჩემსკენაც შემოიხედეთ

  38. სიქრეთს ამბობს:

    ვინ გაცლის, რუსეთი ენატრება ხალხს, რუსის ქალები და კრასნოდარის მზე მოაკლდა ქართულ მინდორველღიპს./.

  39. alexx ამბობს:

    საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, 5 წლის ვიყავი. ვმუშაობ კერძო სექტორში. არადროს არ მიმიღია ჯარიმა წითელზე გასვლისთვის. მანქანაც კი არ მყავს. ავტობუსში ყოველთვის ვიღებ ბილეთს. უნივერსიტეტში შევარდნაძის დროს ჩავაბარე ჩაწყობის და ქრთამების გარეშე. ჩემი არც ერთი ნათესავი არ ზის ციხეში.

    ამისდამიუხედავად ყოველ საღამოს, სამსახურის მერე დავდივარ აქციებზე.

    ბოდიში რომ ქუჩებს გიკეტავთ და 500 მეტრის გავლა ფეხით გიწევთ!
    ბოდიში, მაგრამ ფანჯრებიდან უფროსი თაობისთვის წყლით სავსე პარკების სროლას არ ვაცლი ზოგიერთებს!
    ბოდიში, მაგრამ გვირგვლიანის მკვლელებისთვის ხელის დაფარებას ვერ ვაცლი!
    ბოდიში, მაგრამ ვერ ვაცლი ვიღაც შავებს ჩემ ტოლ და ჩემზე უფროს ხალხს ხელკეტები ურტყას!
    ბოდიში, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების გასხვისების ზეიმს ვერ ვაცლი!
    კიდევ ბოდიში, რომ უცნობმა ადამიანმა მოგწერეთ. უბრალოდ ერთ ერთ ფორუმზე ვნახე ლინკი, და ფოტოების სანახავად შემოვედი :) აქ ეს “გვაცალეთ” დამხვდა და ძალიან არ მესიამოვნა.

    • dodka ამბობს:

      5 წლის რადგან იყავი – აბსოლუტურად არ ხარ ამ პოსტის ადრესატი : ) შესაბამისად – კარგია შენს აზრს რომ აფიქსირებ, მაგრამ აბსოლუტურად შეუსაბამოა, მე მივმართავ იმ ხალხს, ვინც ეს ყველაფერი გამოიარა და ვინც 90-იანი წლები ნახა, და მიუხედავად ამისა – ვინც დღეს იქ დგას : )

  40. Cyborg ამბობს:

    alexx:
    გამოდის შენი მოთხოვნა მთავრობა გადადგეს ეფუძნება:
    – გირგვლიანის მკვლელობას, ამაზე შეგვიძლია პრივატში ვიკამათოთ (იმაზე არა რო მოკლეს – იასნი ამბავია, მარა პირადად პრეზიდენტის ბრალი როა და რო სხვაგან ასეთი არ ხდება და რო იმენნა გირგვლიანი ერთი წმინდანი ვაცი იყო…)
    – 7 ნოემბრის აქციის დაშლას (გაგახსენებ: პატარკაციშვილის აქციის…)
    – ძალიან ჩახლართული ომის ისტორიას, რომელშიც არ ვიცი შენ მონაწილეობა რა დოზით მიიღე, მარა ვინც მიიღო მანაწილეობა იმათაც კი უჭირთ, დღეს, მთავრობისადმი მთლად ბოლომდე აგრესიული დამოკიდებულება იმიტო რო კატასტროფიულად რთული მომენტი იყო და ბევრ ასპექტში რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად ვერავინ ვერ გეტყვის.

    მაინც ვუერთდები დოდის ლოიალიზმს: შენ გაქ უფლება რაც გინდა გეგონოს და რაც გინდა გამოხატო – ამ ქვეყანაში ბევრი გაქ საცხოვრები და შვილი გყავს გასაჩენი და იასნია რო ეცდები ისეთად გადააქციო როგორც შენ თვლი სწორად – მარა უმცირესობაში ხარ, ჩვენხელებს შორის (მე 6 -ის ვიყავი 90 წელს) და უნდა წააგო, რომ არა დაჰიპნოზებული ბებია-ბაბუები…

  41. cartveli ამბობს:

    alexx

    ჯერ სადა ხარ, არ მესიამოვნაო.

    ჩემ საიტზე შემოიხედე, “ტიტანიკზე” ნაკლებს არ ისიამოვნებ.

    მოკლედ რომ გითხრა.
    ეს არის ომი კეთილ ძალასა და ბოროტ ძალას შორის შენ ბოროტ ძალას უდგეხარ გვერდით.

    თუმცა ჩემი ბლოგი ამას ვერ გაღიარებინებს, ამას მხოლოდ წლების შემდეგ მიხვდები.

    პ.ს. ძაღლი მომაკვდეს თუ გვირგვლიანის ფიგურად ვიქცე სიკვდილის შემდეგ. მირჩევნია სანაგვეზე გადამაგდოთ და ყველამ დამივიწყოთ.

  42. alexx ამბობს:

    გვირგვლიანის მკვლელობაში თვითონ მკვლელობა კი არ იყო ყველაზე საშინელი. ყველაზე უფრო იმან გამაღიზიანა, რომ ძალიან ბევრმა ეს ამბავი უბრალოდ დაიკიდა. ამის შედეგად ამ ბიჭის მკვლელები არ დაისაჯნენ. მეტიც, თავის თანამდებობებზე დარჩნენ. ნორმალურ ქვეყანაში პირველები სტუდენტები გამოვარდებოდნენ პროტესტით. მეც სტუდენტი ვიყავი მაშინ და მეც ღიად არ გამომიხატია მაშინ პროტესტი. რასაც დღეს ვნანობ.

    არ მესმის, როგორ შეიძლება დაიკიდო ის რომ ადამიანები ვინც ახალგაზრდა ბიჭს 12 ჭრილობა მიაყენეს, ჯიპებით დაგრიალებენ და ჭკუას გარიგებენ?

    არ მესმის როგორ არ უნდა მოგინდეს იმ ნაბიჭვრისთვის ცხვირპირის მომტვრევა ვინც მამის და დედისტოლა ხალხს ფანჯრიდან წყლით სავსე ცელოფნებს ესვრის.

    8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტში ჩვენი ტოლები დაწამლეს გაზით და ხელკეტები ურტყეს. ერთ გოგოს მუცელი მოეშალა ამის გამო. და როგორ შეიძლება ამის დაიგნორება იმიტომ, რომ ეს თურმე პატარკაციშვილის აქცია იყო.

    და ამ დროს პრეტენზია გაქვთ, რომ 90-იანებზე უკეთესი ქვეყანა ააშენოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ არ ხართ უმრავლესობაში. იმიტომ რომ ასე ვერ აშენდება ქვეყანა. ის 90-იანების თაობა სხვა თუ არაფერი 13 თვე იცავდა სოხუმს. ახლა, რეგულარულ ჯარში რა ხდებოდა არ ვიცი, მაგრამ რეზერვისტების ფუნქცია იქ იყო კამერების წინ პოზიორობა. გული ამერია რომ ამ პიარის ნაწილი ვიყავი.

    რეფორმა არ არის მარტო ძველი სისტემის დანგრევა. ძველს რომ ანგრევ, მაგის ადგილას ახალი რამე უნდა გააკეთო. ძველ თაობას რომ ვაკრიტიკებთ და ლამისაა საიქიოში გავუშვათ, იმაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენმა თაობამ რა გააკეთა ამ წლებში წინა თაობაზე უკეთესად.

  43. alexx ამბობს:

    გვირგვლიანის მკვლელობაში ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა, რომ ბევრს ამაზე რეაქცია არ ქონდა. ნორმალურ ქვეყანაში სტუდენტები გამოვარდებოდნენ, ერთ ამბავს ატეხავდნენ. აქ კი ამ ბიჭის მკვლელები დღესაც დაგრიალებენ ჯიპებით და ჭკუას გვარიგებენ.

    როგორ შეიძლება არ გაბრაზდე იმაზე, რომ ვიღაც ნაბიჭვარი დედის და მამისტოლა ხალხს წყლით სავსე პარკებს ესვრის.

    8 ნოემბერს, ბათუმის უნივერსიტეტი რომ დაარბიეს, ერთ გოგოს მუცელი მოეშალა. სტუდენტებს ხელკეტებით ცემდნენ და გაზით წამლავდნენ. და როგორ შეიძლება ეგ დაიკიდო მარტო იმიტომ, რომ ეს თურმე პატარკაციშვილის აქცია იყო?

    და ამ დროს პრეტენზია გაქვთ, რომ 90-იანელებზე უკეთეს ქვეყანას აშენებთ. წინა თაობა სხვა თუ არაფერი, 13 თვე იცავდა სოხუმს. დღეს კიდევ 2 დღეში ჩავბარდით. რეგულარულ ჯარში რა ხდებოდა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რეზერვისტებს ამ რეფორმის მიხედვით კამერების წინ პოზიორობა დაგვევალა. დღემდე გული მერევა რომ იმ პიარის ნაწილი ვიყავი. და ეს მარტო ჯარს არ ეხება. ერთი კარგად გაკეთბული საქმე მაინც მითხარით, რის გაკეთებაც უნდა ვაცალოთ.

    რეფორმა მარტო იმას არ ნიშნავს, რომ ძველი უნდა დაანგრიოთ. იმ ძველის ადგილას რამე ახალი თუ არ შექიმნა, ეს რეფორმა აღარაა. ჭკვიანი სახით რომ მოგვიწოდებთ აქციაზე მოსიარულე ხალხს, წიგნი წაიკითხეთო, რა იცით, იქნება თქვენზე მეტი წიგნი გვაქვს წაკითხული? მე რომ სკოლაში დავდიოდი, ხშირად ნახევარი ქალაქის ფეხით შემოვლა მიწევდა. ლამპის შუქზეც რამდენჯერ მიმეცადინია. მაგრამ დღეს სხვა თუ არაფერი იმ უაზრო უნარჩვევების ტესტებს უშეცდომოდ ვავსებ. და იმ ბავშვისგან, რომელიც 3 წლის განმავლობაში კერძოდ მომზადების მიუხედავად 50 ქულას ძლივს აგროვებს უნარების ტესტებში, “წიგნი წაიკითხეო” შენიშვნას ვერ მივიღებ.

    ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ ხართ უმრავლესობაში. ყოველ შემთხვევაში ჩემი მეგობრებიდან ასე არავინ არ ფიქრობს.

  44. cartveli ამბობს:

    alexx
    კარგი კაცი ცანხარ, მიუხედავად იმისა რომ 90% ში არ გეთანხმები, ეგ არაფერია, კარგი კაცი ჩანხარ და ეგ მთავარია.
    როცა იქნება შენტანაც მოვა გასხივოსნება.

    უფრო სწორედ შენს დასახელებულ ფაქტებში მეც შენისთანა პოზიცია მაქვს თითქმის, მაგრამ მასშტაბურ მოვლენებს სხვა თვალით ვაფასებ.

    90-იანი თაობაზე ორიენტირებას არ გირჩევ.

    დამპალი თაობაა ეგ, შიგნიდან ვიცი მეც ეგ თაობა ვარ. სოხუმთანაც ვიდექი ერთი თვე.

    დამთხვევა არ გინდა?
    ზუსტად დღეს დავწერე მაგაზე – მაგ 13 თვისა და აგვისტოს 5 დღის შედარება.

  45. Cyborg ამბობს:

    alexx
    დღეს მთელი დღე გავატარე ასევე ადამიანთან რომელიც სოხუმს იცავდა მაშინ (არტილერისტია) – და უნისონში, ერტმანეთს ვასწრებდით იმის თქმას რო მიშა არც მე მეხატება გულზე, არც მას, მას ძააააააააააალიან არ ეხატება კიდე გულზე, მარა გრეჩიხა და ხაინდრავაო??

    ხო ხაინდრავაზე ვინ იკითხა რა დააშავაო? – გუშინ 1 ფაქტი მოვიძიე, ისეთი გაუბაზრებელი ფაქტი, პრივატში მოვუყვები კითხვის ავტორს თუ უნდა.

    რაც შეეხება გირგვლიანს:
    სტუნდებმა რო ხმა არ აიმაღლეს – პრეზიდენტის ბრალია?
    კაი დაშლა სუ რო არ იყო მაშინ საჭირო მართალი ხარ, მარა ვოტ წიბე ვაპროს: ჩემი მეგობარი, ბავშობის მეგობარი, იმენნა აი სუპერ მეგობარი, რომლის ცხოვრებაც მერე და მერე ცუდად წავიდა და… დღეს დგას მიტინგზე და 20 ლარს უხდიან, დრინები დაარიგესო და არ მინდაო ძმაო მე ხელს არ ავწევო არავიზეო 20 ლარადო, ეგეთიც არ ვარო, ხოდა – ეხლა რო მაგას დუბინკები ურახუნონ – ცოდოა? – ფულზე რო დგეხარ მიტინგზე – კაი რა… ქვეყანის ცხოვრებას ცვლი ვიღაცის სასარგებლოდ – მაგაზე ციხეში უნდა სვამდენ მე რო მკითხო, არ მენანება ეს ჩემი ზმაკაცი – პროსტო მე ხელს ვერ ავწევ, მაგის გამოც ვერ დავადებ, თუმდაც იმიტო რო ჩემი ბრალიც არი ის სადაც ის დღეს არი და რატომაც დგას იქ 20 ლარად მარა…

    ხვდები?

    ვიმეორებ რა – ჩესნა ვთქვათ რა 200 000 კაცი მაინც რო მოგროვილიყო მიტინგზე დღეს მიშა არ იქნებოდა, იქ ვიყავი, პირადად, ტელევიზორში რო “100 ათასი კაცია მოსულიო”, მეორე გამოჩენილმა პოლიტიკანმა შეაწყვეტინა და “რას ამბობ 150 000 -ია მინიმუმო’ – კაი რა 86000 -იანი სტადიონი გვაქ, ყველამ ვიცით რამდენია ეგ რაოდენობა… ხოდა 50 000-იც არ ყოფილა 9 აპრილსაც კი წელს… არ არი ეს საერთო დაუმორჩილებლობა თორე ვიყო უმცირესობაში და წავაგო, ყველა ერთი ნაგავია და იასნია პა ბალშომუ შოტუ პო ხუი ვინ იქნება, მაინც ბევრს მოჯვამენ და ცოტა კაის გააკეთებენ – პროსტო როცა იქამდე მიდის სიტუაცია რო საკნებით 2 მტავარ ქუჩას კეტავ და დღეს აგერ დოდი იყო პირადად, საღამოს 6 საათზე, 100 კაციც არ იყო ჯამში იქ მთელ ტერიტორიაზეო, და ის 100-იც აქეთ იქეთ დადიოდა, ჩვენც ხო დავდიოდით და ალბათო… და საკნები ცარიელიო… კაი რა – არ გიჭერ იქნებ მე მხარს – მე ვერ უნდა ვიცხოვრო ამ ვქეყანაში? – გაქ პროტესტი – აპროტესტე ისე რო მე არ შემეხო და გაიმარჯვებ და გაგიმარჯოს ღმერთმა კაცო, მე ვარ ჭაობი და ვზივარ ჩემთვის სახლში ხო – არ გიშლი ხელს, არ ვაწყობ საწინააღმდეგო აქციებს არაფერი. მაცხოვრე რა ქალაქში.

    ან იყოს მაინც იქ იმდენი ხალხი რო იგრძნობოდეს რო აი სხვა გზა არ არი – ქუჩა უნდა გადაეკეტათ და მოუწიათ… კაცი შვილი არ დგას და რაღაც ზაგრაჟძენიებია რო ჩვენ ვერ ვიაროთ – კაკოვა ხუია ბლიად რა, მე რა დავაშავე საკუთარ ქალაქში აბხოდებზე რო მიწევს სიარული? – არ გიჭერთ მხარს და კიდე, ჩემი პირადი აზრით, კიდე ბევრი არ გიჭერთ მხარს და გაქვთ უფლება ჩვენ გამოგვაცხადოთ “არა ამ ქვეყნის მოქალაქეებად” და მოძრაობა შეგვიზღუდოთ??

    ატარეთ ძმაო მიტინგები, გაივსოს მთავრობის სასახლის წინ ტერიტორია, გამოჩნდეს რო გადავსებულია – გადავიდეს მერე ნაწილი ტელევიზიასთან, ბაზარი არ არი, გაიგებს კაცი და ისიც გამოჩნდება რო ამდენი არიან და ყველას უკან კიდე თუ ოჯახი დგას გადატრიალებულა ქვეყანა და ეგ არი.

    დგას 10 000 კაცი (ასეა ბოლო დღეები, კაი ვარიანტში კიდე) – დაიშლებიან მერე ქუჩა-ქუჩა და კეტავს 36 კაცი (დათვლილი მაქ) ჭავჭავაძეს… დღის 5 საათზე…

    მე უნდა ენა ჩავიგდო და ჩუმად ვიჯდე არა და ეგ ხალხი უნდა ყვიროდეს და ღრიალებდეს. რატო? – იმიტო რო ეგენი “კაი ბიჭის გვერძე არიან” და მე “ნე ს ნამი” და ამიტო მტერი ვარ?

    არ მინდა ძმაო გადაკეტილი ქუჩები, არ მინდა არეულობა, არც მთავრობის ძალადობით გამოცვლა მინდა, ვსიო? – წავიდე ქვეყნიდან? – მე ერთხელ ვთქვი – ვისაც ომი არ უნდა წავიდეს საქართველოდან – ქართველობა ომს ნიშნავს თქო. ხოდა ქართველობა მიტინგობანას ნიშნავს და გადაკეტილ ქუჩებს? – ითქვას ეგრე, გამოჩნდეს რო 99% მიტინგობს და მე 1%-ვარ და ბაზარი არ არი, იასნია წავალ სხვა რა გზაა… არაა ეგრე, 10%-იც არ დგას და დანარჩენ 90%-ს ამოუვიდა ყელში ცირკი და…

  46. giorgi ამბობს:

    bevri martali frazaa, magram cignis mkitxeli “pijonebi” dges yvela dasaqmebulia?

  47. Mirabella ამბობს:

    გულახდილად რომ ვთქვა,მე მრცხვენია ჩემი პრეზიდენტის! ყოვლად უსაქციელო ადამიანი! შეხვედრებზე ისე იქცევა,თვალების დახუჭვა მინდება, ეტიკეტი აშკარად არც მან იცის რა არის და არც მისმა თმადაუვარცხნელმა ცოლმა! აშკარად აქვს კაცს ფსიქიური აშლილობა, ეს ჩემი პირადი აზრია …

    მაგრამ,

    ასევე გულახდილოად რომ ვთქვა, არც ერთი ამ ოპოზიციიდან არ მეგულება მასზე უკეთესად. ხალხი, რომელიც ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს . გარდამავალი დროშებივით არიან !

    მე ვერ ვიტან მიშას, მაგრამ მეშინია გრეჩიხას ძველი ბიჭი ძმაკაცების, ციხეები რომ დაიცლება და ეს ხალხი ქუჩაში რომ ჩამისაფრდება და გულს გამიხეთქავს სულ ცოტა.

    არ მაქვს იმედი, რომ ან ბურჯანაძე ან ის საცოდავი მაისაშვილი რამის მაქნისები არიან!

    რაც შეეხება მთავრობის გადაყენებას, ეს მიშამ ბევრად ეფექტურად გააკეთა თავისი დორბლებით და ისტერიით, ამათმა კი დაგვგალეს და გული შეგვიღონეს უკვე,აღარ შემიძლია, გამკეთებელი თუ იყავი გადააყენებდი ამდენიხანი, თუ არადა წადი ბიძიკო სახლში და იქ ილანძღე შენს სასტავში.

    ან მიტინგზე რა ხდება? ეს ლიდერები დღეში 1-2 საათი მივლენ, 1-2 ლოზუნგს ისვრიან, იქ ვინც არიან ბირჟაობენ, სვამენ და დროს კლავენ უბრალოდ.

    მოკლედ რა, ვაი და ვუის მეტს არაფერს ვხედავ მე პირადად.

    მიშაც და ოპოზიციაც ერთმანეთზე მიყოლებული ერთი ნაგავია და საერთოდ ყველა ესეთი იქნება.

    ამიტომ მართლა დაგვაცადეთ რა ამის დედა ვატირე ცყნარად ცხოვრება,მაინც არაფერს აკეთებთ ბირჟაობის და პოლიტიკური ანანიზმის გარდა, დამაწყდა უკვე ნერვები რა :(

  48. Trulala ამბობს:

    გავავრცელე!
    http://highlander-ge.livejournal.com/94526.html
    ყოჩაღ, კარგია!

  49. Pingback: 2009 – Overview « Dream is Destiny

  50. justsimpleguy ამბობს:

    OMG

    People Love This Topic ! :D

  51. Kiazo ამბობს:

    კიაზო:

    ყველაფერი მოკლედ და ზუსტად არის დაწერილი.
    მეც აღარ მინდათუჩებ მოპრუწნული ბუღჯანაძის ხილვა ფსიტის სუნად აშმორებულ წუსთაველზე. აღარ მინდა ბომჟ–პატრიოტების შემართული ჭუჭყიანი ხელების ხილვა და გაუმარჯოს ღრიალის მოსმენა. გული მერევა. 20 წელია მკვიდრდება, რომ ქართველი პატრიოტი უნდა იყოს წვერებიანი, აყროლებული, შეშლილი თვალებით ორანგუტანი ჯვრით ხელში!
    აცალეთ ამ ბავშვებს სიცოცხლე და სიყვარული. აცადეთ სექსი, შეშლილი, წლობით დაუკმაყოფილებელი მრევლის მეთვალყურეობის გარეშე!

    დოდი დოდკა! კარგი ხარ!

    კიაზო ბერიაშვილი

  52. lev ამბობს:

    Es gamogrcha:
    Gvacadet ise gagvisqeldes chvnive vardisferi glamuruli cxovrebit kani rom yovel dge gvaupatiurebdnen da chven es fexebze gvekidos.

    Exla datkbi am sheni acyobili cxovrebit da qveynit da chven ar gacdit universitetshi casvlas radgan mitingze vapirebt sazogadoebis goimuri nacili gasvlas!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s