I have never…

დღეს პირველად ცხოვრებაში განვახორციელე ონლაინ შოპინგი  – babymallonline.com-ზე ბაბუაჩემის ნაჩუქარი 100 ლარით ბავშვისთვის საჭირო წვრილმანების ნაწილი შევუკვეთე.

89769559v3_350x350_front_color-whiteგაურკვეველი მიზეზების გამო ამ საიტზე ყიდვა + ჩამოტანა ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ბაზრობაზე (მაგალითისთვის, ბოდე სადღაც 2-3 დოლარი ღირს საიტზე, თბილისში კი 10 გელა და ზემოთ უსასრულობამდე, რამდენიმეს ერთად თუ ყიდულობ – სამმაგად იაფი გამოდის ონლაინ შეკვეთა და ნაჭრის ხარისხიც უკეთესია).

განვიცადე რა თრთოლვა საკრედიტო ბარათის ნომრის შეყვანის მომენტში, გამახსენდა ყველაფერი, რაც ჯერ არასდროს გამიკეთებია:

არასდროს:

  • მიფრენია თვითმფრინავით
  • მიმიღია პროფესიონალური მასაჟი
  • მიცხოვრია სხვა ქვეყანაში
  • მიცხოვრია სხვა ქალაქში (ძალიან მინდა ბათუმში 1 წელი მაინც ვიცხოვრო. ბათუმში იმიტომ, რომ საქართველოში ბათუმის და თბილისის გარდა სხვა ქალაქი არ არის)
  • მინახავს ოკეანე
  • ვყოფილვარ ღამის კლუბში
  • მიმგზავრია გემით
  • მიძინია ღია ცის ქვეშ/კარავში
  • მყოლია pet (ერთი დღე მყავდა ზაზუნა, კურკლავდა და ნერვები მომეშალა – გავუშვი გარეთ ნაგვის ბუნკერთან)
  • და ა.შ.

მერე ამ ყველაფრის გაცნობიერებისგან გამოწვეული გრუზის განსაფანტად დავიწყე ფიქრი იმაზე, რისი გაკეთებაც უკვე მოვასწარი. მაგრამ  რატომღაც მიღწეული რაღაცეები ისე შთამბეჭდავად არ გამოიყურება ხოლმე, როგორც ჯერ მისაღწევი.

თემაზე – გამახსენდა, რომ არსებობს ასეთი საიტი, http://www.43things.com/ , სადაც ხალხი წერს, რისი გაკეთება უნდა ცხოვრებაში.

იქაურ მომხმარებელთა ტოპ 10-ეული:

  1. წონაში დაკლება
  2. პროკრასტინაციის შეწყვეტა (საქმეების ბოლო წუთამდე გადადება). [პირველად ეს სიტყვა ნატოშას ბლოგიდან ვისწავლე. იხილეთ პოსტი.]
  3. წიგნის დაწერა
  4. ვინმეს შეყვარება 
  5. ბედნიერება
  6. ტატუს გაკეთება
  7. მეტი წყლის სმა
  8. სამოგზაუროდ წასვლა დანიშნულების წერტილის გარეშე 
  9. დაქორწინება
  10. მოგზაურობა დედამიწის გარშემო

ამ ტოპ10-დან 3 გაკეთებული მაქვს, 4 მკიდია, 2-ს ვაპირებ და დარჩენილ ერთს – კერძოდ, პროკრასტრინაციას – ალბათ ვერასდროს, ვერასდროს მოვერევი…

ბონუსი

ფორუმზე ერთი ოპოზიციონერის გუშინდელი პოსტი:

გლობალი რომ არ არის , თვეში 8 დღე რომ არ მუშაობს, ო პ ო ზ ი ც ი ი ს ბრალია?
მიშას ფანებო, რატომ არ გაქვთ ამაზე პროტესტი?…
თუმცა პროტესტი იცით რა არის საერთოდ?

This entry was posted in Just, რა, Web and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

20 Responses to I have never…

  1. თაზო says:

    ეს ტოპ ათეული მეტნაკლებად გამოხატავს ჩემს სურვილებსა და მისწრაფებებს. ამათგან არაფერში მჭირდება ბედნიერება(ისედაც მაქვს), მეტი წყლის დალევა(ისედაც ბევრს ვსვამ) და დაქორწინება(ვინც იქორწინა, რა ხეირი?). დანარჩენი შვიდი პუნქტი, ჩემთვის არის ზედგამოჭრილი

  2. Cyborg says:

    ვა იკაიფეთ – მე ყველა სპისოკით ყველა პუნქტი შემისრულებია!

    ანუ იმ საიტის ტოპ-10-დან მინიმუმ 9 გამიკეთებია.

    დოდის სიიდან ყველა გამიკეთებია გარდა ღამის კლუბში ყოფნისა.

    ხოდა რა? – თავზე მიჩანს შარავანდედი ამისგან?

    სუ ამას ვამბობ – ეს ყველაფერი არის სინამდვილეში მაინც უბრალოდ ატრიბუტები, წიჩკები რა, არაფერი არ იცვლება, ყველაფერი შენ თავშია, ან არი – ან არ არი, სინამდვილეში…

    ვოტ…

    • dodka says:

      ჩემს “არასოდეს” სიაში რაცაა, იმ ყველაფრის გაკეთება კი არ მინდა – მაგალითად, ფეთის ყოლა სულაც არ მინდა ლოლ. მაგრამ მოგვიწევს ადრე თუ გვიან – as we stick to “Only one baby” plan.

      ხოდა თან აი ჩემი გაკეთებულების სიიდან არ გექნება ბევრი განაკეთები. ეგ მამშვიდებს :დ

      :ბევრ გოგოსთან სასაობების სმაილიკი:

  3. Bas says:

    შენი სიიდან მეორე და მეშვიდე არ მაქვს მარტო >.<

    ტოპ 10-დან… უი ლოლ მაქედან მეორე და მეშვიდეს გარდა ყველაფერი მინდა ::D :D :D

  4. დოდი, კაი ხანია ასეთი პოსტი არ დაგიწერია (ჩემი ჰაზრით), ჩამაფიქრა ცხოვრებისეულად… ბათუმში მეც მინდა ცხოვრება. უცხო ქვეყანაშიც მიცხოვრია და გემ-თვითმფრინავებშიც ვმჯდარვარ, მაგრამ ბათუმში შარშან ვიყავი პირველად და შემიყვარდა იქაურობა.
    გემით უნდა იმგზავრო აუცილებლად, ერთადერთი ცურვა ჯობია ამ შეგრძნებას, ჩემი აზრით (მე კიდევ ცურვა სექსსაც მირჩევნია ;) )

    იმ ტოპ-10-დან მერვე და მეათე ბლოკებზე გამაჟრჟოლა… მეექვსეც მომწონს, მაგრამ რელიგია კრძალავს :ლოლ:

  5. აუ ზოგი რა გამოთაყვანებულია პირდაპირ.
    აი მაგ:
    # მეტი წყლის სმა
    vვინ უშლის არ დალიოო? მეეჭვება ამის მსურველები აფრიკის დბალგანვითარებული ქვეყნებიდან პოსტავდნენ სადაც წყალი არ აქვთ.

    # სამოგზაუროდ წასვლა დანიშნულების წერტილის გარეშე ”
    საერთოდ რა პრობლემას წარმოადგენს? ფული იყოს და იარე უგზო უკვლოდ ვინ დაგიჭერს :D

    #დაქორწინება
    ესეც რა პრობლემაა? ფული და პარტნიორი თუ არის,

    პრობლემა ისაა რომ ამ ათეულის უმეტესი ნაწილი ფულთანაა დაკავშირებული და არავინ წერს რომ უნდა ფულის გაკეთება რათა მერე ყველა სურვილი დაიკმაყოფილოს.

    პ.ს. ღამის კულბში არც მე ვყოფილვარ და რარაც არ მიზიდვსმასეთი ადგილები. პროფესიონალური მასაჯი არ მიმიღია და სიამოვნებით მივიღებდი ტაი მასაჟს მაგრამ ისეთი ძვირია სანამ მუშაობას არ დავიწყებ უნდა დავივიწყო რომ ეგეთი რამ არსებობს. და ღია ცის ქვეშ არც მე მიძინია, არც მინდა დავიძინო, მწერები შემჭამენ და არ მინდა მათი ვახშამი გავხდე.

    პ.ს.2. შემეცოდა ზაზუნა, ვინმესთვის მაინც მიგეცა :(

    • Bas says:

      ეგრეც არაა :))))

      1. წყალი – ბევრი სოდას სვავს, ანუ ლიმონათებს კი არა და ქოუქს ან ჯინჯერ ელს ან პეპსის ან რავი. ჰოდა უნდათ, რომ ეგ გადააგდონ :) მე მაგალითად სულ წყალვს ვსავ უკვე ბოლო 1 წელია, იშვიათად რომ სოდა დავლიო :)

      2. ეგეც არაა ადვილი :) დაადო თავი და წახვიდე, ჯერ ერთი მსოფლიო ნამდვილად არაა უსაფრთხო ადგილი :) საშინელებები ხდება გარშემო, მეორეც ბევრი პასუხისმგებლობაა; ანუ ოჯახი, მეგორები, სამსახური და ა.შ.

      3. დაროწიენებაში კიდე კაკრაზ ეგ ორია პრობლემა რაც შენ გიწერია :D

    • Asd says:

      kvelafers an fuli unda an nebiskofa, amitom isaxaven adamianebi miznad eget erti shexedvut cvrilmanebs tore egre araferi problema ar aris

      me minda shvili da mogzauroba

  6. 1. Bas კაი რაა, გადააგდონ მერე? ახლა არ თქვა ნარკოტიკივითაა და ვერ აგდებენო.

    2. უსაფრთხო აგილი უფრო ბევრია დღესდღეობით ვიდრე პირიქით. პრობლემურ ზონებში კი ისედაც ძნელია მოხვედრა, აბა ვინმემ სცადოს რაზას სექტორში მოხვედრა თუ შესძლებს?

    3. ხოდა პარტნიორი თავისთავად მაგრამ აწი დავწერე რომ ბევრი რამე ფულზე დადის და ამას არავინ აღიარებს რომ ფულის კეთება უნდათ.

    მე ვაღიარებ რომ ბევრი ფულის კეთება მინდა, რაც შეიძლება ბევრის. მერე დედამიწის გარშომოც ვიმოგზაურებ და წყალს ანტარქტიკაზე დავლევ! და ა.შ.

    • Bas says:

      1. არაა ნარკოტიკივით :) მაგრამ ასწორებს სმა. ჩვევაა რა და თუ გიყვარს რაღაცა იმას ვერ გადააგდებ ეგრე ადვილად :) მე მაგალითად წონაში დაკლება მინდა, რა არის ამისთვის საჭირო? ნაკლები ჭამა და მოძრობა, მაგრამ ვერა :D მოძრაობა კიდე მიწევს კოლეჯიდან გამომდინარე, მაგრამ ჭამას იმინა ვერ ვუშველე ვერაფერი :)

      2. არაა მასე დამიჯერე :) ეგ ეგრე ჩანს რიგითი მშრომელის თვალებიდან, მსოფლიო გაცილებით საფრთხიანი ადგილია ვიდრე გგონიათ. მარტო სომალი და ღაზა არაა პრობლემური სექტორები :) კაცმა არ იცის, მაგალითად აშშ-ში სად ამოყოფ თავს. მაგალითისთვის გეტყვი, რო არიზონაში სეირნობა მაგარი საშიშია, უცებ მექსკური ნარკო კარტელის მსხვერპლი შეიძლება გახდე და ა.შ. ჰიჩ-ჰაიკინგი და ბოდიალი ადრე უფრო უსაფრთხო იყო შენ წარმოიდგინე, ახლა კი მსოფლიო ნელ-ნელა იმ ფუტურისტული ქაოსს ემსგავსება. ნუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახლში უნდა დაჯდე, მაგრამ მთალდ ასე წყანარადაც ვერ იბორიალებ :)

  7. ally says:

    საინტერესო იყო….

    პირველი 10 პუნქტიდან 7 შესრულებული მაქვს. ან, პრინციპში 8,5-ც კი

    მეორედან – მხოლოდ 5

    რა მნიშვნელობა აქვს, ისე….

  8. piccolina says:

    აააააააააააააააა
    ვაიმე ბოლომ დაგლიჯა ))))

    და აბავშვის პირველ პაკუპკებს გილოცავ ;)

  9. მერვეს გარდა არც არაფერი მინდა მაქედან

  10. unaamarga says:

    შენი სიიდან მე-6 არ მაქვს მარტო გაკეთებული. იმ ტოპათეულს რაც შეეხება , მაქედან არ მინდა მე-6, მე-7 და მე-9.
    აუფ, ოპოზიციონერის კომენტარმა დაგლიჯა :D

  11. Nikoloz says:

    შენ ეს საიტი იცი? პრინციპში იგივეა რაც შენ დადე აქაც ოცნებებს წერენ ჩემი ვარსკვლავი კიდე არის :)
    http://karaganda.wordpress.com/2009/02/28/dreams-n-stars/

  12. babisa says:

    რაც მინდა-ს სიიდან ან გაკეთებული მაქვს, ან ზოგი არ მინდა
    აი მეორეა მარტო, რაც მინდა, მარა ძაანაც არ მინდა დაძლევა, თორე იზამდა რამეს კაცი :))

    რაც არასდროს მიქნია-ს ჩამონათალს კიდე ბევრი მიემატებოდა ჩემი მხრიდან :D მაგ სიიდან კი მხოლოდ კარავში მიძინია და ღამის კლუბში ვყოფილვარ, დანარჩენი მეც მინდა ეგენი :(

    Katten Försvann- აი ტაი მასაჟჳ მეც მინდა, კარავში კიდე ისეთი კარგია ძილი, დამიჯერე სულაც არ შეგჭამენ მწერები :ნო:

    აი რომ დავფიქრდი, ახლა აღმოვაჩინე, რომ ოცნებების საიტზე დასაპოსტი ოცნება არ მაქვს, რაც მინდა, ისინი უბრალოდ მარტივი სურვილებია, რომელსაც ოცნებას ვერ დავარქმევდი.
    მმმმ
    უფრო სწორად, ოცნებებს არ ვაღირებ ოცნებად, ვიცი რომ მინდა, ი ვსე

  13. ლიკა says:

    აუუუუ! ეს ნახეთ: http://www.youtube.com/watch?v=RxPZh4AnWyk

  14. lol

    ise ra sayvarlebi xart shen da bavshvi :D dges vnaxve diliT <3

    love

    hoda isa ra shuash iyo da kai jandabas :D

  15. კასანდრა says:

    დოდკას სიიდან ხუთი რამ გაკეთებული მაქვს, აი ტოპ–ათეულიდან კი წინაში დსაკლებამ მაგრად გამახალისა, ეგ ჩემი ოცნებაცაა :))
    პირადი ტოპ–ხუთეული ასე გამოიყურება:
    1. წონაში დაკლება
    2. ცეკვის სწავლა
    3. მაღალი ანაზღაურება
    4. პროფესიული განვითარება
    5. რემონტი სახლში

    რა ბედნიერებაა, შედარებით ადვილად განსახორციელებელი ოცნებები რომ მაქვს :)

  16. kuda says:

    bavshvi minda :(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s