Family Politics

წინა სერიაში: კიბორგამ განაცხადა, რომ ჭიანჭველები სახლში – ჩემი ბრალია [არ ვალაგებ სახლს საკმარისად ხშირად]. მე აღვშფოთდი პასუხისმგებლობის ასე ურცხვად შეტენვის გამო და გამოვაცხადე ეროვნული დაუმორჩილებლობა – ძილის წინ ყველა ჭიქას ვყრიდი გასარეცხებში, რათა დილით კიბორგა იძულებული ყოფილიყო ყავის დასალევად ჭიქები დაერეცხა. აქციის მიზანი – კიბორგას მიერ ჩინური ცარცის (სპეციალური ჯადოსნური ცარცი ჭიანჭველების საწინააღმდეგოდ) ყიდვა და სახლის “შემოხაზვა”.

კიბორგამ გადაწყვიტა, რომ ჩემი აქციის მოთხოვნის დაკმაყოფილება დამღუპველი იქნებოდა ოჯახისთვის. მისი ვერსიით, ქვეყანაში სწორედ იმიტომაა გამეფებული მიტინგომანია, რომ ხშირად კმაყოფილდება მიტინგებით მოთხოვნები, და როგორც ბავშვი ჯღნავის ხშირად, თუ ამით იღებს იმას, რაც სურს – ქვეყანაში ხალხი მიტინგობს ყველა მიზეზით, რადგან იცის, რომ ამ გზით მიზნის მიღწევის დიდი შანსია.

იყო ჯიჯღინი და უკმაყოფილება დილაობით სუფთა ჭიქის ვერაღმოჩენის გამო, გუშინ დაიმუქრა კიდეც, ხვალ რომ არ დამხვდეს ჭიქა – სახლიდან წავალო (ისე საინტერესოა სად აპირებდა წასვლას, ალბათ ახალი სუფთა ჭიქის საყიდლად?). მოთხოვნის შესრულებაზე კი კვლავ უარს აცხადებდა – მანამ, სანამ აქციას არ შევწყვეტდი.

მოკლედ, როგორც საქართველოშია ახლა სიტუაცია ჩიხში, ჩვენც არ ჩამოვუვარდით  და გავიჩიხეთ – ჩემ მიერ პოზიციების დათმობა და აქციის შეწყვეტა ნიშნავდა საკუთარი უძლურების აღიარებას და ჭიანჭველებზე პასუხისმგებლობის აღებას, კიბორგას მხრიდან მოთხოვნის შესრულება კი – მომავალი აქციების საშიშროებას.

[აქ ისმის ფილმებში დაძაბულ მომენტებში რომ ჟღერს, აი ის მუსიკა]

დღეს გავიღვიძე და კიბორგა სიყვარულით სავსე თვალებით და ფრიად აჟიტირებული დამხვდა (ჰმ… არადა გუშინ აშკარად ისევ ყველა ჭიქა გავამაწვნიანე..).

თურმე სანამ მე მეძინა და თვითონ – ბრაზობდა, მოიგონა თამაში და დაიწყო კეთება საიტზე [რომელსაც რომ დაამთავრებს და გაალამაზებს – მერე გავლინკავ], იდეა არის ერთმანეთისთვის სახლის საქმეების დავალება/კეთება და ამით ქულების მოპოვება, მიღებული ქულებით შესაძლებელია რაიმე favor-ების მოთხოვნა პარტნიორისთვის.

მთელი დღეა ვერთობით, ვაწყობთ საიტს და ვხვეწავთ სისტემას, პარალელურად ჭურჭელიც დავრეცხე, სამზარეულოც დავალაგე, საჭმელიც გავაკეთე და კიბორგამ მაღაზიიდან რაღაცეებიც კი მოზიდა. ყოველგვარი წუწუნის გარეშე!

დღევანდელი მოპოვებული ქულებით კიბორგას სახლის გარე შემოსასვლელის დალაგება დავაბარე ხვალისთვის (რომელიც მაგარი მაზალო საქმეა), მან კი –  დასაწყისისთვის საჭირო ბავშვის ტანსაცმელების ყიდვა “შემიკვეთა” (რასაც სულ ვაპირებ, მაგრამ ჯერ არაფერი მიყიდია და მერე განსაკუთრებით ცუდ ხასიათზე როდესაც ვარ – სატირალ მიზეზად ვიყენებ – აი, როგორ არ ვარ-მეთქი მზად..).

ხვალ მოპოვებული ქულებით კი ვაყიდინებ ჩინურ ცარცს და ორივე გავიმარჯვებთ – ჭიანჭველები გადადგებიან!!!

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

27 Responses to Family Politics

  1. Bas says:

    ვააა მაგარი იდეა მოგსვლიათ ეგ საიტის ამბავი.

    გლობალური ვერსია გააკეთეთ და იმინა დიდი მაყუთს მოჭრის ეგ სისტემა :ყეს:

    • dodka says:

      პირველ კომენტს ველოდი დაახლოებით – You’ve got TOO MUCH FREE TIME ON YOUR HANDS-ის სტილში :D

      ხო ამერიკაში ალბათ მაგარი პოპულარული გახდებოდა :D

  2. Cyborg says:

    Bas
    უღუ იმენნა ღამით მენდელეევის სიზმრის შვილის-შვილის-შვილი დამებადა თავში…

    ხოდა ისა მოკლედ სისტემა არის მარტივი და გასაგები:
    არის რაღაც ბეიზიქ ექშენები რომლების გაკეთების ვადებსაც იწესებ შენ შენი თავისთვის შენით (ან გიწესებს მეუღლე) – თითოეულ ასეთი ექშენის შესრულებისთვის გეძლევა რამდენიღაცა რევარდ პოინტი.

    რაც მთავარია – ექშენის შესრულება/არ შესრულებას გიმოწმებს ყველაზე ამ საქმეში დაინტერესებული პირი – შენი მეუღლე, ანუ ჩემი ექშენის შესრულება უნდა დააკონფირმოს ჩემმა ცოლმა.

    ამის მერე მე მაქ რამდენიღაცა რევარდ პოინტი რომლებითაც შემიძლია დოდის “ვთხოვო” შეასრულოს რაიმე ქასთამ დავალება (შესაბამისად მე “რევარდ პოინტები” ჩამომეჭრება) – და თუ დოდი შეასრულებს იმ დავალებას (რაც მე უნდა დავადასტურო) – მაშინ დოდის გადაეცემა ეს რევარდ პოინტები, თუ არ შეასრულებს – მე დამიბრუნდება ჩემი პოინტები და დოდი დაჯარიმდება იგივე პოინტების რაოდენობით.

    ცალკე არი ოჯახების პულკა სადაც ცოლის და ქმარის ობში პოინტები ჯამდება და ირკვევა რომელი ოჯახი უფრო მეტ საქმეს აკეთებს და ნაკლებს “მაზავს” (ან ნაკლებ ნევიპალნიმი დავალებებს ავალებს ერტმანეთს)

    მომავალში – შესაძლებელი იქნება რაღაც დიიიდი რაოდენობა პოინტებით სხვა ოჯახს მოთხოვო რაიმე დავალების შესრულება (მაგალითად ფსიქოლოგთან წასვლა, ან ტამ 1 დღე კომპის არ ჩართვა ან რაიმე დამაგვარი – მარა ეს მერე)

    ჯერ ჯერობით შიდა ოჯახურ რეგულაციებზე მიდის აქცენტი.

    საიდან მოვიდა იდეა:
    ვზივარ, ღამის 4 საათია, ვერ დავიძინე, ავდექი და ჭიქა არ არი ყავის – ღამის 4 საათზე ვრეცხავ ჭიქას და ღმერთების დედის ძვლებს ვიგინები.

    პირველი რაც თავში მოგიდს – მოაწყო დებოში და მაგიდებზე მუშტების ბრახუნი რას გავს ეს ყველაფერი თქო.

    მერე ფიქრობ რო არა – კაკ რაზ ეგ რას გავს…

    ხო ნიზია…

    მერე ფიქრობ რო მაშინ ნა ხუი ასეთი ცოლი და ასეთი ოჯახობა ერტმანეთს რო ვჭამთ… მერე ფიქრობ რო ყველა ასეა და მნე კიდე გრეშნა ჟალავაცსია – პა სვაიმუ ოპიტუ ზნაიუ რო ბივაეტ გარაზდოოოოო ხუჟე…

    მეთქი მაშინ მოდი ვიწუწუნებ რო რას მიშვებით… არა ეგ უკვე ვქენი თქო…

    ი ტუტ მეთქი – კაი, მოსწონს ეს ვებგირლი თუ რაღაც ჩემი @!@, ბუეტ წიბე ვებგირლი მეთქი უნდა გავაკეთო რამე იმ სფეროში რაც მას ევასება, და ეს მაგიდაზე მუშტების ბრახუნი “შევფუთო” ისეთ უპაკოვკაში რომელსაც თვითონ გახსნის ბედნიერი და შესანსლავს…

    ხოდა დაიბადა იძეა.

    მე ვდებ ლინკს იმიტო რო ბეტა-ტესტერები მჭირდება, მკიდია დოდი თუ იდეალისტია და უნდა რო “პროექტი რო დამთავრდება მერე გაეშვას” – მე ლიჩნა პროექტებში ზუსტად დინამიზმი მიყვარს, ყოველ დღე რო ახალი ფუნქციები ემატება და ა.შ.

    http://family.love.ge (ან უბრალოდ შედით http://www.love.ge და მიაჭირეთ ბანერს)

  3. ნატო says:

    აააააააააააააააააააა I’m totally in love with you )))
    ვაიმე, რა მაგარია )))))))

  4. უმაგრესი მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ როგორ შემოდის digital era.
    დოდკა, 2 წელია შენ ბლოგს ვკითხულობ და ძალიან მომწონს!

    რამდენიმე წელში მგონი რობოტები გავხდებით. :ყეს:

  5. Cyborg says:

    თათია
    რობოტები ცუდს არ ნიშნავს ამ შემთხვევაში – მე მომხრე ვატ ინტელექტუალი, საინტერესო და ემოციური რობოტებისა (რკინის არსებები, რომლებიც არ ბერდებიან, არ კვდებიან და მიუხედავად ამისა მთლიანად ინარჩუნებენ ადამიანის ერთადერთ რეალურ პლიუსს – აზროვნების უნარს)

    • Bicencennial Man
      კინო.

      • Cyborg says:

        ნუ ასევე A.I.-ი და მისი ფინალი (ნუ ვსმისლე აზრობრივი ფინალი, რობოტების ათასწლოვანი შთამომავალი რობოტები, რომლებიც უკვე რაღაც ზე არსებები არიან, რო გაჩიჩქნიან ყინულებში ჩარჩენილ მათ წინაპარს, რომელსაც ოდესღაც ხვდა წილად ბედნიერება ცოცხალი ადამიანები ეხილა)

        • Bicentennial Man-ში პირიქითაა.
          ადამიანების მიერ შექმნილ რობოტს აღარ უნდა დიდხანს სიცოცხლე და ნამდვილ ორგანოებს ჩაისვამს რომ “ადამიანურად” მოკვდეს.

          შეიძლება ცოტათი საინტერესო იყოს “გარობოტების” იდეა, მაგრამ ვფიქრობ, ესეთი ცხოვრება უფრო საინტერესოა ყველა თავისი სისუსტით და თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემებით.

          • Cyborg says:

            თათია
            ხო მერე დავსერჩე ეგ ფილმი…

            არ მგონია რო რომე საზრიან ლოგიკურ არსებას მოუნდება მოკვდავი გახდეს…

            ნუ მაგ ფილმისაც და პრინციპში A.I.-ს იდეაც იმაშია რო “რობოტები ცდილობენ მოიპოვონ აღიარება ადაიმიანებს შორის” – ხოდა ნუ ეგ ჯასთ ეტაპია, როცა “აღიარდებიან” მერე მიხედავენ საკუთარ ცივილიზაციას და მიხვდებიან რო “სიკვდილი” არქაიზმია…

  6. linguistuss says:

    კიდევ ერთი მაგალითი თუ რა უგნურები არიან ადამიანები და კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ჰომო ლუდენსის თეორია მართალია.

    არადა თუ კაცობრიობის საერთო გამოცდილებას გავითვალისწინებთ, უნდა დავასკვნათ რომ კიბორგას მიერ მოფიქრებული თამაში საშიშია ურთიერთობისათვის, ვინაიდან ნებისმიერი ასეთი თამაში სისტემა ხდება, შესაბამისად თვითმიზანი და შედეგად მივიღებთ იმას “რევარდ-პოინტების” მოგროვების სურვილი ყველაფერს წალეკავს…

    მოკლედ მე პოპ-კორნი ვიყიდე უკვე და გიყურებთ, საინტერესოა რამდენ ხანში გახდება რევარდ-პოინტი ის, რაც აქამდე ჩვეულებრივი ყოფითი რეალია იყო, მაგალითად უდრტვინველად და მოვალეობის გრძნობის გათავისებით დოდკას დავირუსებული კომპის გაწმენდა კიბორგას მიერ დოდკას მოსაპოვებელი რევარდ-პოინტი გახდება ახლო მომავალში :)

    ერთი სიტყვით, ხრაშ-ხრუშ, ხრაშ-ხრუშ…

  7. სალ says:

    vecemi tkvenze ogond martla :D

  8. Cyborg says:

    lingvistuss
    ნუ რო გითხრა რო ჩემ ტვინში ჩაიხედეო მინიმუმ შენი დამცირება იქნება – რა ჩემი ფეხები მინდოდა შენ ტვინშიო მეტყვი.

    კი – თავიდანვე ეგ ვიფიქრე, მეთქი ო და ტაკ ეი ი ნადა – ვაჭრობა ასეც მიდის და ისეც მიდის და ქე მაინც fair play იყოს.

    მაინც ყველაფერი რუტინული ოჯახში ვალის მოხდის მიზნით და არა “დიდი სიყვარულით” კეთდება და ბარემ სისტემა არსებობდეს…

    კატასტროფიულად ვერ ვიტან:
    – რო წამოხვალ რამე წამოიღე რა
    – რა წამოვიღო – კონკრეტულად?
    – რავი რამე სასუსნავი.

    ვსიო აი ამის მერე მინდება მედვედევს დავურეკო, დედა შევაგინო და ჩემი უბნის კოორდინატები მივცე ტოჩკა-უ -ს სასროლად.

    რატო? – ჯერ ებჯო დავეთრევი 5 საათია გარეთ, ძლივს სახლში მოვდივარ, არა! – ეხლა უნდა მაღაზიებში ვირბინო! – მერე სუ მაჟრიალებს ამ “სასუსნავზე” – იმიტო რო აბსოლიტურად აბსტრაქტული რაღაც ნივთიერებაა მგონი… რომელიც ჩემამდე ეგრევე არ დავიდა…

    სასუსნავი, ჩემი გამოცდილებით და ჩაკითხვი “მაინც კერძოდ რას გულისხმობ?”, არის:
    შოკოლადი, ჩიპსები, კიტრი და პამიდორი, კოკა-კოლა, სემიჩკა და გოგრის სემიჩკა, პეჩენია იუბილეინოე, მაროჟნი, ხაჭო და სმეტანა, პიცა, საზამთრო და სხვა. – კაროჩე ერთი მაცივარი არ არი რა და რო დაჭირდეს ალბათ GPI-ის “ატმორი”-ც გავა სასუსნაოში (პრი ტომ დაჭირვება ხდება უკვე სახლში რო მოხვალ მერე: “აუ ____ არ მოიტანეე?? – ოოოოო…” (კი მერე არსებობს ბონუსების სისტემა “ვერაფერს ვერ დაგავალებს ადამიანი”, “შენ სუ რაღაცა გავიწყდება”, “რა პლანეტიდან ხარ ვაფშე, სასუსნაო როგორ შეიძლება არ იცოდე რა არის?!”, “წადი ეხლა და კიდე ___ -ც მოიტანე როგორც გინდა”, “რას ქვია ბლიფუსკუს-სტრაუსის-კვერცხი არ ქონდათ? – გავიდე ეხლა და მოვიტანო და გაჩვენო რო აქვთ??” (კაკ რეზულტატ, თუ ძაან გავაჯაზე – გავა, მოვა 2 საათის მერე და იტყვის რო ნახალოვკაში რო იაფიანი ტოჭკაა – იქ ქონდათ!)

    პრი ეტომ თვითონ რო მოდის და სახლში ისეთი მარტივი და აუცილებელი რესურსი რო არ არის როგორიცაა შაქარი, თუ დაავიწყდა ყიდვა – იწყებს ჯღნავილს რო “აუ შაქარი დამავიწყდა, რა დურაკი ვარ…” – მე იასნია სასწრაფოდ ვიცვამ და გავრბივარ რო ავღვკეთო ჯღნავილის არასანქცირებული ინიციაცია.

    ხოდა ამის დედა ვატირე, ამდენ წვალებას, შედეგი და “დაშავება” მაინც ერთნაირია და ბარემ ორგანიზ-იაიცა ბლიად! – წიპერ ყოველ მოთრეულ საჭმელზე რომელიც 2 წუთში ქრება მე მივიღებ ქულებს, რომლებითაც მერე მივიღებ მისგან იმას რო სარეცხს გავარეცხინებ ლიშნი რაზ, საჭმელს გააკეთებს გახარებული – ქულებს მოვაგროვებ ეხლა და ჭიანჭველების ცარცზე გავაგზავნიო.

    + იასნია არსებობს კიდევ “კეთილი სურვილებიანი” მოთხოვნები – როგორიც იყო მაგალითად ბავშვის ვეშების ყიდვა – იმიტო რო ვერა და ვერ მოაბა თავი და წიპა მე “გავწირე” ჩემი ოფლით მოპოვებული ქულები – ოღონდ გააკეთოს ის რისი გაუკეთებლობაბაც არადა სასტიკად უშლის ნერვებს…

    კი – ძალიან, სასტიკად ნერვებზე მშლიდა და მშლის რო ეგეთი უნებისყოფობა “მოსული” პონტია და შეიძლება იჯდე და იტირო, ცუდად იყო, ნერვები იშალო რაიმეზე – მარა არ გააკეთო. ნუ აი ეს “თავი ვერ მოვაბი”…

    მარა ნუ 99% ადამიანებისა ეგეთია, ყველას ძალიან მოეწონა ეს WebGirl-ის იდეა და ეგებ ეგრეა კარგი? – ეგებ ეგეთი უნდა იყოს ადამიანი? – რავი ხუი ივო ზნაეტ, იქნებ ეს საკუთარ თავზე მუდმივი წიხლის დაჭერა, სახელად ვითომ ნებისყოფა, უარესია? – რატო უნდა ვაძალებდე ჩემ თავს ჩემით რაღაცას – რო დაუფიქრდე კაცი – ვერჩი რამეს საკუთარ თავს? – მაიტათ რევარდ პოინტები!

    linguistuss – კიდევ ერთხელ, აგერ შენ და აგერ მე, მოიყვან ცოლს და გნახავ იმ საიტზე დარეგისტრირებულს და მერე მე ვიჯდები პოპკორნით ხელში. ტოჟე მნე ფილასოფ, ადვილია ფილოსოფია მაყურებლის როლში, შეხვალ სიტუაციაში და სრაზუ ჩათრეული ხარ და აბა მერე თუ გიშველის რამეს ეგ განყენებული “ტოტალური ჭეშმარიტებები”…

  9. daliela says:

    საინტერესოაა……დილემის ორიგინალური გადაწყვეტა,ჩვენს პოლიტიკოსებსაც წაეკითხათ ეს ბლოგი და იქნებ იმათაც მოეფიქრებინათ რამე? :D

  10. ლიკა says:

    საიტი ვნახე, მარა ვერ გავიგე რა “ხდება” საიტზე. ანუ ექშენი რაა? უბრალოდ წაიკითხავ თამაშის პრინციპს და იღებ რვეულს და კალმისტარს და იწყებ ანგარიშს? თუ საიტზევეა ამ ქულების კალკულატორი? და დავალებების სია წინასწარ დადგენილია, თუ რასაც გინდა ჩაწერ? და, რაც მთავარია _ როგორ დგინდება, რომელი დავალება რამდენ ქულიანია?

  11. piccolina says:

    “საჭირო ბავშვის ტანსაცმელების ყიდვა” – ხო, ბავშვი ოჯახში საჭიროა ))))

  12. თამაშებში მთავარი ორი რამ არის:

    1. ძალების ბალანსი
    2. სავარაუდო ”ჩითების” აღმოფხვრა, რომელიც შეიძლება ვინმემ ან ვინმეებმა ცუდად გამოიყენონ, ანუ რამე დამზღვევი მექანიზმი უნდა მოიფიქრო, რომ ვიღაც ორი (ან ერთი) ტიპი არ დარეგისტრირდეს და მარიაჟობის მიზნით არ მოაწყოს ტრუხა ქულების გროვება, რომ მერე სხვა ოჯახებს რამე დაავალოს და ა.შ. ამის გადამოწმება ვირტუალურად შეუძლებელია… ამიტომ რაღაც მექანიზმი უნდა შეიმუშავო, თორე სტრაიკის არ იყოს ძალიან ნამუსის ძარღვზეა დაფუძნებული

  13. kikito says:

    vaaax ra politikosebi da speakerebii ikargebian kiaradaaa ar ariaan chven mitingebzee da politikashiii)))))
    tore camshi mogvardeboda problemebi))

    aba amaxela rechebis mere maisashvili politikosi unda ikos da Dodi da Cyborga chinur carczeee kamatobdneen, sadaa samartalii)))))))

  14. ზე ვეშია :))

    იცით რა ქენით, ტოპ ოჯახების პონტი გააკეთეთ და ვინც ტოპში იქნება ის იქნება ტოპში (პრიზზე ჟულიკობებს დაიწყებენ)

  15. აუ ეხა მალე რო გაიხსნას საიტი country.love.ge და მანდ ესეთი შოტი იყოს

    შესრულებული დავალებები

    გინების შეწყვეტა – გრეჩიხა (მწვანე)
    სიმღერაზე შესვლა – სალომე (მწვანე)
    გადადგომა – მიშა (წითელი)

    და ასე ა :D

    მოგვარდება პრობლემები პოლიტიკაშიც :))) და სხვა ქვეყნებსაც შევეჯიბრებით.

    მერე გრეჩიხა ქვეყნიდან ნაგვის მაგივრად შემოტანილ ავტომატებს გაიტანს, სალომე გრამატიკაზე შევა, სააკაშვილი ცხვირსახოცს იყიდის და ასე :)))

  16. Cyborg says:

    Why Not:
    ზუსტად მაიტო ქულების ოჯახის დონეზე გამოჩენას – არ ვჩქარობ, მერე კი მოდერაცია იქნება საჭირო…

    ლიკა
    ქულებიც და ყველაფერიც – ჩანს როცა რეგისტრირდები, იასნია შენი ქულები და ა.შ.

    სიქრეთს და კიკიტო და კიდე ვიღაცამ ზევით ახსენა:
    საქართველოს პრობლემა ზუსტად იმაშია რო ყველაფერი ბლიაძ ნა ხუი განიხილება პოლიტიკის ჭრილში, ყველა პოლიტიზირებულია და ყველას გონია რო ეს არის მთავარი ცხოვრებაში…

    დაიკიდეთ რა ბლიად, რა გრეჩიხა, რამდენი შეიძლება? – ვსე, 9 აგვისტოო იძახოდა, გადავიდა 9 აგვისტო – აღარ არის აქტუალური გრეჩიხა, ვცხოვრობთ დალშე.

  17. keti says:

    დასაწყისისთვის ძალიან მომხიბვლელია ეს ყველაფერი : )
    იდეა – წოწ!
    ისე, მართლა, პოზიცია–ოპოზიციას რომ გააცნოთ ეს თამაში… მათთან მგონი გაამართლებდა. თუმცა არა, “ძიალოგიო” გამოვიდოდა..

  18. Cyborg says:

    აუუფ, კარგით რა, რამდენი შეიძლება ეს “პოლიტიკოსებსაც რო უთხრათ” – ებჯო მაგათ თავში ტვინი რო ქონდეთ… ხოდა არა აქვთ ძმაო და ეს უშველის? – თავში ქვა უხლიათ კაცო.

    კანაბის
    ya wohl ზუსტადაც რომ :დ – ტოკა იმენნა დრაგონ ქილ პოინები იქნება ყოველი ბავშვის გაჩენა, რაღაც სუპერ ქულა იმენნა, + honor-ი დო ხრენა და ა.შ. :დ

  19. დათო says:

    ეჰ, ბაზარი არაა, დავრეგისტრირდებოდი თქვენს საიტზე, მარა არ მყავს ოჯახი და რა ვქნა.

  20. khantozavri says:

    მე გირჩევ რომ შენი იდეა აი აქ (http://www.iphonebuzz.com/appincubator-allows-you-become-an-iphone-developer-instantly-177074.php) გააგზავნო – მერწმუნე, ფულს გააკეთებ.

    თუ კარგად დაამუშავებ და მოარგეგბ ამას ოფისს (ანუ ადამიანების გუნდს), მით უფრო კარგი იქნება. წარმოიდგინე ასეთი რამ – მიღებული ქულები რომ ხურდავდებოდეს ბონუსებში თვის ბოლოს! ჰა, როგორია?

  21. dj-guro says:

    კეთილი იყოს ჩემი პირველი კომენტი დოდკას ბლოგზე. ეგრევე საქმეზე გადავალ. თქვენმა (ანუ კიბორგას) მოგონილმა თამაშმა გამახსენა ეს კინო. გთხოვთ უყუროთ Love me if you dare. ლინკი აგერ ბატონო: http://avoe.ge/movies/one.php?mid=6488

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s