WebGirl

რამდენიმე დღის წინ, როდესაც მორიგი ჭიანჭველა დავაკალი კლავიატურას, მივხვდი, რომ სახლის დალაგების დრო იყო მოსული.

ამ გადაწყვეტილებას წინა საუკუნეში – მტვერსასრუტის გამოთრევა, იმის წინაში კი – ცოცხის ხელში აღება მოჰყვებოდა.

მაგრამ რას აკეთებს 21-ე საუკუნის ჭეშმარიტი შვილი?

ხსნის  http://www.google.com-ს და საძიებო გრაფაში ბეჭდავს – Motivation To Clean House [“მოტივაცია სახლის დასალაგებლად”]…

ცოტაოდენი ქექვის შემდეგ ვიპოვე საიტი http://flylady.net/, ფაქტიურად მთელი სოციალური ქსელია უამრავი წევრით, გამამხნევებელი სტატიებით, ყოველდღიური დავალებებით, რომლებიც მეილზე მოდის [მაგ., “დღეს ვალაგებთ სამზარეულოს! გამოიღეთ კარადებიდან ჭურჭელი და დაწმინდეთ!”], მთელი სისტემით, როგორ დავასუფთავოთ და შევინარჩუნოთ სახლში წესრიგი.

მთელი ღამე ვკითხულობდი სტატიებს და რჩევებს, აღვივსე მოტივაციით და მეორე დღეს გაღვიძებისთანავე შევუდექი სახლის ლაგებას.

იმის მერე სულ ვფიქრობ – რა არის უფრო დიდი დიზასტერი: ის, რომ სახლის დალაგებისთვის მოტივაციას გუგლში ვეძებ თუ ის, რომ იქ ამ მოტივაციას ვპოულობ?

This entry was posted in Just, რა, Web and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

26 Responses to WebGirl

  1. უსახელო says:

    მგონი სწორი პასუხი პირველი ვარიანტია. :)

  2. buz says:

    dzalian kargebi xart shen da kiborgi

  3. პერწკლი says:

    წოწ ლოლ
    ვიცი ეგ სისტემა, ძალიან მაგარი რამეა : ))))

  4. მეც მჭირდება ეგ საიტი სასწრაფოდ!

    შენ კიდევ ჭკვიანი ხარ, რომ ეძებ მაგ მოტივაციას ;) მე არ ვეძებ, ვიცი, რომ ვიპოვი და მეზარება… თან ჯერ ჭიანჭველები არ მყავს :ლოლ:

  5. piccolina says:

    ლოლ
    დოდ ძაან მაგარი რაღაცაა, მარა ახლა მე ვფიქრობ, რამდენი ხანი გეაყოფა ეგ მოტივაცია ? ))))

  6. Cyborg says:

    sophie
    ჩვენ პირველ სართულზე ვართ და იმენნა ჭიანჭველო დრომია.

    თან ჩვენთან რო, სოფლურად რო ვთქვათ, საღორეა – ეგეთი შენთან არ იქნება

    რატოა საღორე? – იმიტო რო მთელი დღე დოდის შეუძლია იჯდეს კომპზე, შეუძლია იძახოს ვერ მოვიფიქრე რა ვაკეთოო და რამე იდიოტური სერიალი (ახალი სერიალი) ეძებოს საყურებლად ან იწუწუნოს რა უბედურებაა გლობალიც კი გაითიშაო.

    ნო პრი ეტომ კრუგომ რო რავი პიტომნიკია ჭიანჭველების იმიტო რო 5 წლის ნაგავი ყრია – ეტო პო ხუი.

    + ამ ყველაფერს ჯერ ჩუმად ვარ და ტარაკნები რო პაიდუტ მერე იმღეროს.

    მორალი: მე კაი ვარ, დოდი ცუდია, თემა დახურულია, ავე მნე.

    • dodka says:

      ამაზე ნაგლი კომენტარი თუ დაგეწეროს ოდესმე ამ ბლოგზე! თმა დამიდგა ყალყზე და თვალებიდან ცეცხლებს ვყრი!

      ცუდი დოდი, ცუდი!! როგორ არ ალაგებს სახლს, როგორ მუხლებზე არ დგას ამხელა მუცლით და იატაკს არ ხეხავს!

      მერე რა, რომ კიბორგა მთელი დღე თამაშობს და საჭმელი და ყავა ხმისამოუღებლად ჩნდება მის კომპიუტერთან, რომ მისი “დიდი მისიები” არ შეწყდეს და სქვადს არ დააკლდეს 5 წუთით. უნამუსო დოდი ამ დროს სერიალებს უყურებს და სახლს არ აკრიალებს!!! ნწ ნწ!

      ამ კომენტის გამო მომავალი ერთი კვირა ყავას შენ იდუღებ, საჭმელს შენ იცხელებ, ძილის წინ დავთხვრი მაწვნით ყველა ჭიქას, რომ დილით რომ გაიღვიძებ, ყავა ვერ დალიო და რეცხვა მოგიწიოს!

      ასევე სარეცხის რეცხვისას შენი ტანსაცმელი რატომღაც ვერ მოხვდება სარეცხ მანქანაში.

      დიაღ, მე ვუერთდები ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებს და როგორც ისინი ილაშქრებენ მიშას წინააღმდეგ, მეც ვაცხადებ ჩემი ოჯახის დიქტატორის წინააღმდეგ ეროვნულ დაუმორჩილებლობას!

      “ძიალოოოგიოოო ძიალოოოგიოოო”

      საპროტესტო აქცია შეწყდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შენც შეიტან წვლილს სახლის საქმეებში. მაგალითად – იყიდი ჩინურ ცარცს და შემოუსმევ სახლის ყველა კუთხეს!

      • unaamarga says:

        მიდი, დოდი, მიდი! აბსოლუტურად ვიზიარებ შენს აღშფოთებას. თუ ოდესმე სისულელეს ჩავიდენ და ოჯახს შევქმნი, მეც ვასწავლი ხოლმე ჩემს მეორე ნახევარს ჭკუას (თუ ეგენი პირველი ნახევრები არიან?)! :):)

    • keti says:

      დათანხმდი ძიალოგს :)

  7. Cyborg says:

    და სახლში გვექნება ჩინური ცარცის წრე…

  8. motivacia – lol
    am motivaciit saxlis dalageba – lol X2
    kiborgas gamosvla +5
    dodoisi + maisashvili :D :D :D

    hoda isa ase gaagrzelet :D

  9. Jane Evening says:

    დოდი, კარგად წერ და შენი ბლოგიც გამორჩეულია, შენი და შენი მეუღლის ურთიერთობაც ასევე გამორჩეული და საიტერესოა (აქ ”საინტერესო სუბიექტი”-ს დაწერა მინდოდა)
    წარმატებებს გისურვებ და გავაგრძელებ შენი ბლოგის კითხვას. :)

  10. Cyborg says:

    თქვენ კაიფი არ იცით:
    მე პა ჟიზნი ჩესნა მაქ ჩემი “ყავის ჭიქა”, არა კონკრეტულად რომელიმე ჭიქა, არამედ უბრალოდ ჭიქა რომელიც ხელში მომხვდება იმ ჯერზე და ყავა ჩავისხამ – 1 კვირით ხდება ჩემი ყავის ჭიქა, მერე ნუ რამე ტამ კოკა-კოლას ჩაასხამს შიგნი ვინმე, მერე ლიმონს ჩააგდებს დოდი (კოკა-კოლა 3 დღის შიგნი ჩამპალი ლიმნით – დელიკატესია ჩვენ სახლში, “არა სუ არ არი დამპალი, პროსტო კოკა-კოლა აძლევს ეგეთ ფერს!”)

    ხოდა მოკლედ ჩემი ჭიქა ნი ტროგაემ – ეტა პრავილო.

    დალშე ნუ ჭურჭელი თავისთვის რაკოვინაში იასნია გროვდება, გროვდება (2 ქალია სახლში შეგახსენებთ) და დაახლოებით ჩერეზ რაზ – ვრეცხავ მე(ისიც იმიტო რო თეფში აღარ არი ხოლმე და ბარემ რამე პროგაზე რო ვფიქრობ ვრეცხავ და…).

    ა წიპერ “საკანი”: დღეს დილას ვიღვიძებ და ჩემი და ასევე ყველა სხვა(სუფთა თუ ბინძური) ჭიქა დემონსტრატიულად დევს გასარეცხებში.

    დილა არი 9 საათი(კიდევ კაი არა 7-იდი), და ისიც იმტო რო გუშინ, ჩემთვის არა ბუნებრივად, ღამის 3 საათამდე ვიფრინეთ სქვადმა (და რუკა დავხურეთ!! – 4 გაფრენაში პოკემონების სქვადმა რუკა რომელიც თვეები გრზლდება ხოლმე და ხელიდან ხელში გადადის საბრძოლო ინიციატივა – დახურა, ხალხი გამოქლიავდა, ნო აბ ეტომ პატომ) – ხოდა მშია, მწყურია, ყავა მელევინება და…

    ვოტ ტაკიე პეროგი – დადექი ეხლა და რეცხე ჭურჭელი, სამოე აბიდნოე არის ის რო ვითომ ისე არ ვრეცხავ და ეგეთი სადისტური მეთოდებით არი საჭირო იძალადოს ჩემზე, რაც უარესია – მესმის შტეფსელის გარემონტება იყოს და კვირიდან კვირამდე ვდებდე “ხო რა გავაკეთებ” (ნამდვილი მამაკაცობის ინდიკატორული თვისება ნომერი სამი), ბლიად, ჭურჭლის გარეცხვაა, ყველა ჩემი ჭურჭლის გარეცხვა ხომ უფასო ბონუსია ჩემი მხრიდან – და ამატმა იმის მაგიერ დამიფასონ… :D

    იასნია გავირეცხე მარტო საკუთარი ჭიქა და დანარცენი გადავდე “დიალოგიო”-ს მერეზე. მაინც მე გამარეცხიებენ მარა მთლად თავჩაღუნული თეფშების ხეხვა (რასაც სხვა დროს მშვიდად ვაკეთებ ხოლმე) – ამჯერად მიუღებელია :დ

    რაც შეეხება სახლის დალაგებას:
    დამნაშავე ვარ მეგობრებო, დამნაშავე, გადამარტყით ჭიპლარები როგორც ფიურერა იტყოდა. დამნაშავე ვარ, მე უფრო ნაკლებჯერ ვალაგებ სახლს ვიდრე თვითონ და რა უფლება მქონდა რამე მეთქვა :დ .

    რატო ვიხდი ბოდიშს? – მარტივად: “წარმოიდგინეო მეო რო დავწეროო ბლოგზეო რო აღარ გიდგებაო, და მიდი მერე და ამტკიცე შენ რო გიდგება და ბეტონს ხეთქავსო, მეო, შენმა ცოლმა, ვთქვი რო აღარ გიდგებაო და… იგივეაო ქმარი რო ამბობს სახლში საღორეაო – ვამტკიცო მერე მე რო არ არის საღორე – ვინ დამიჯერებსო. ”

    ხოდა ნუ მართალია – არ არის საღორე კაცო, რა საღორე – სარკესავით არი ყველაფერი (ბეტონს ანგრევსი დაიდოს!)

    პ.ს. ხალხო ვეძებ და შევიძენ ASUS EE მიკრო-ნოუთბუქს (აი სკოლებში რო 5-ოსან ბავშვებს დაურიგეს) – ფასი შეთანხმებით.

  11. ლიკა says:

    თქვენი ოჯახური მიტინგობანა ლალის წავუკითხე _ მაგრად ვიცინეთ. ასე გააგრძელეთ.

  12. დოდ შენ ბლოგს პოსტების შეკვეთის ფუნქცია თუ აქვს არ ვიცი, მარა ისე საინტერესო იქნებოდა აღდგომაზე და სააღდგომო სასწაულებზე რო დაწერდი

    შენ რო იცი ისე :>

  13. BlackGlance says:

    ზუსტად ეგრე ვგუგლავ ხოლმე მეც. ეგ ფრაზაც დამიგუგლია.
    კიდევ ასეთი შეკითხვები მიჩნდება:
    როგორ დავალაგო სახლი ხარისხიანად?
    როგორ დავალაგო 10 წუთში სტუმრის მოსვლამდე?
    როგორია კომპიუტერსგარე სამყარო? და ა.შ.
    იუტუბშია ხოლმე საკაიფო პასუხები :)

  14. Bas says:

    დიშვოშერი გამოიგონეს ადამიანებმა დაახლოებით 10 წლის წინ.

  15. Cyborg says:

    Bas
    ეგრე რა კაიფია?

    ვიბრატორი და სპერმის ბანკებიც გამოიგონეს მარა გადავშენდეთ კაცები? (ია ზა კსტაწი… დედამიწა მიაღწევს იმ იდეალურ, მშვიდ, სტაბილურ, სუფთა სამყაროს რომელზეც სინამდვილეში მარტო ქალები ოცნებობენ და რომელზეც კაცები ვატყუებთ ვითომ ჩვენც მაქეთ მივისწრაფით… და ამ ფარსს კოლექტიურად ქვია “ცივილიზაცირებული სამყარო” და მისი სწრაფვა იდეალურისკენ… სინამდვილეში კი სანამ კაცები ვარსებობთ ეტამუ ნი ბივაწ. რატო? – აბა მერე ჩვენ რაღა ვაკეთოთ? – იდეალურ სამყაროში კაცს ადგილი არ აქვს. :( )

    • Bas says:

      დემაგოგიაა :D

      მასე მარჯვენა ხელი გვაბია ადამის დროიდან, მაგრამ ქალი მაინც გამოძერწა ღმერთმა :D

  16. Cyborg says:

    Bas
    და მერე ნუთუ არ თვლი რომ ქალის გამოძერწვა აშკარა და ვაპიუში რესურსების არასწორი მიმართვა იყო?

    ქალები რომ არა გლობალ ვორმინგი არ დაგვემუქრებოდა (მაცივრები – მოგონილია ქალების მოთხოვნით, კონდიციონერები – ქალების მოთხოვნა, კომფორტი და სითბო სახლში – ქალების მოთხოვნა, კაი ცხოვრება და ყვერების ფხანა… ნუ კაი ხო ეს ბოლო ქალების მოგონილი არ არის – მარა ქალები – ეტა ზლო!)

  17. my post says everything. (please click on my link)

    WebGirl? Zombie?
    I’m really scared.

  18. budzgunia says:

    lol gamosvlebi kargi iyo
    gansakutrebit ultimatumebi :D

    me rogor yvelaze zarmacma adaminma martivi da yvelaze iseti umtkivneuli gamosavls viyeneb 15 lari da moids vigac deida alagebs recxavs erti kviris dagrovil churchels da midis
    mec bednieri var chemi colic ar cdeba komps
    da var ase prosta viwewebi bliad

  19. nickesebua says:

    მეც არ მაწყენა ეგეთი მოტივაცია :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s