Live 9.04 Updated

სუში ჰყვარებია მაგას, სუში!
(с) ზვიად ძიძიგური

არ გვინდა ნატო, დაგვანებონ თავი!
(с) შალვა ნათელაშვილი

ვუყურებ მიტინგის პირდაპირ ეთერს.

უამრავი ფერად-ფერადი დროშები და თითქმის არსად ჩანს ქართული. ყველა პარტია თავის წარმოჩენას ცდილობს.

მერე მაისაშვილი გამოდის და ძველ დროშას აფრიალებს.

O.o

ერთადერთი, რაც მომეწონა – ბურჯანაძის გამოსვლას სტვენით შეხვდა ხალხი.

პ.ს.: კარგია საქართველოში… შეიძლება პური არ იშოვებოდეს, მაგრამ სანახაობა ყოველთვის საკმარისზე მეტი გვაქვს.


Updated:

თაზოს ფოტორეპორტაჟი: დაათვალიერეთ აქ.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , . Bookmark the permalink.

20 Responses to Live 9.04 Updated

  1. თაზო says:

    ეს წუთია მოვედი მიტინგიდან. რა თქმა უნდა ფოტორეპორტაჟის გასაკეთებლად ვიყავი მანდ. შთაბეჭდილებებით და ფოტოებით დახუნძლული ვარ.

    ეჰ….

    • dodka says:

      სასწრაფოდ დაიდოს ფოტოები და შთაბეჭდილებები, სანამ ცხელია!

    • ველოდები რეპორტაჟს!!

      ხალხი რომ არ იღლება ერთიდაიგივე სანახობით ეგ გამკვირვებია.

  2. piccolina says:

    მარაზმ
    ახლა ვაპირებ ზუსტად იგივე თემაზე დაწერას მარა იიიიისე მეზარებააა )))

  3. ”საქართველოს დროშა” თავისი არსით მეტად უცნაური მოვლენაა, იმიტომ რომ თავის დროზე, პრეზიდენტმა მიიღო უბრალოდ იმიტომ რომ ასე მოუნდა, არანაირი ტენდერი ან რეფერენდუმი

    ყველა სიკეთესთან ერთად მიმდინარე დროშა – არაქართული წარმოშობისაა, მთლიანად რელიგიურ დატვირთვას ატარებს და ასეთი სიმბოლიკით კათოლიკური ეკლესია ხალხს ჟლეტდა ძველ ”კარგ” დროს.

    მესამე და ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ეს დროშა სააკაშვილმა თავისი პარტიის სიმბოლიკასთან გააიგივა და ამით საქართველოს ეროვნული სიმბოლიკა, ერთი პარტიის სიმბოლიკასთან გააიგივა.

    ჩვენ გვჭირდება ახალი, რეალურად ეროვნული დროშა, რაც არ უნდა ”ნანაზი” იყოს ახლანდელი (დიზაინი მეც მომწონს, ძალიან ”ნანაზია” მაგრამ ეგ არაფერს ცვლის)

  4. CheshireCat says:

    დეჟა ვიუ ))))) იმაზე ვკაიფობ ამ ხალხს “კრუგებზე” სიარული რომ არ ბეზრდება და წლიდან წლამდე, ერთსა და იმავე რეჩებზე და მოტივებზე რომ არის შესაძლებელი მათი აგდება ))))

  5. Cyborg says:

    ყველას ვინც ზემოთ წერს “არ ბეზრდება არ ბეზრდება”

    არ ვიცი ვის რა ბეზრდება მარა მე ვიცი რო ბევრს არ ესმის რო ყოველი ასეთი “ვიტოკი’ დანაშაულია ქვეყნის წინაშე.

    აი სუ ვფიქრობ წავიდე მიტინგზე, მოვყვე ვინ ვარ რო ყველამ გაიგოს რო მიშას მეც ვერ ვიტან, და მერე დავუსვა კითხვა ყველა იქ შეკრებილ ლიდერს მუშტებს რო ჰაერში იქნევენ და მიშას თათხვა რო აქვთ მთავარი პროექტი დედამიწაზე.

    რას აპირებენ რუსეთზე?

    მიშას არ დაუწყია რუსეთი, რუსეთი 200 წელია დაიწყო და ყველა ჯანმრთელ ადამიანს ესმის რო რუსეთი არ გაჩერდება სანამ ირანამდე არ ჩავა, ასეთი აქვს გეგმა, ცუდი როჟა კი არ არის – იმპერიაა და ეგრეა სწორი იმპერიისთვის.

    რას აპირებს გრეჩიხა რუსეთზე?

    არაფერს, ტრაკის მიცემას, სომხეთზე უარესი “რუსეთის გუბერნია” გავხდებით, ხოდა მე რო მკითხოთ ამერიკის გუბერნიობა მირჩევნია ჩემ თავს გეფიცებით, გინდა ცხოვრების დონით და გინდა კანონების წარმოშობით (რუსეთში ისევ ქურდული კანონი გველის, აქ ქე მაინც “ვითომ სასამართლო სისტემა” და ნაფიცი მსაჯულები)

    შეიდეს რა ყვირილით, ტიპი გამოდის “არცერთი მიტინგი არ გამომიტოვებიაო” – ხოდა კაკ რაზ ეგ აგებს პასუხს ყველაფერზე დღემდე უნდა დაიჭირო ცემო, მე ერადერთ მიტინგზე ვიყავი, 2003-ის ნოემბერში, ფილტვების ანთება ავიკიდე და ვნანობ რო ვიყავი მარა პასუხს ვაგებ ბოლომდე, არა მარტო სააკაშვილის სროკის ბოლომდე – ბოლომდე, შვილებთან და შვილიშვილებთან, ეს ხალხი კიდე ქელეხებშო რო გასაცნობად დადიან ეგრე დადის მიტინგებზე და გონიათ it’s ok (იმიტო რო მისვლა “არ დაეზარათ”)

    imho ვისაც საქრთველო მართლა უყვარს, ანუ მე რო მიყვარდეს მართლა ძალიან, მივა მომიტინგეების როლში, ერთი 10 კაცი, და დაესხმება თავს მთავრობის სასახლეს, მოუწევს მთავრობას რეაგირება და მიტინგის დაშლა და მის ორგანიზატორებს კიდე ციხე-ციხე თრევა იმის მტკიცებაში რო გადატრიალება მათი ინიცირებული არ იყო. შევეცი მიშას – მარა ერთხელ ხო შეიძლება ცირკის არენად არ ვიქცეთ და მთელი მსოფლიო ჩვენ გადატრიალებებზე არ კაიფობდეს – ხო შეიძლება ერთხელ მიმდევრობითი რიგითი არჩევნები ჩავატაროთ როცა უწევს და ავირჩიოთ პრეზიდენტი არა იმიტო რო წინა პრეზიდენტს აგინებს – არამედ იმიტო რო ლამაზ გეგმებს გვიყვება.

  6. Sweety says:

    ნეტაი თქვენ, რომ მიტინგის პირდაპირ ეთერებსაც უყურებთ…

  7. საიბორგ, ეგრე ადვილად სადაა?

    მიტინგები აუცილებელია, ეს იმას ნიშნავს რომ საზოგადოება ცოცხლობს და ჯერ-ჯერობით რეაგირებს მიმდინარე მოვლენებზე, ოღონდ მიტინგის საგანს გააჩნია.

    მაგალითად, ამდენივე ხალხი უნდა შეკრებილიყო მაშინ, როდესაც რიგითი მოქალაქე გინების გამო მოკლეს და მიშას წასვლა კი არა – დამბრალებელ-შემსრულებელის დასჯა მოეთხოვათ და არ დაშლილიყვნენ სანამ არ შესრულდებოდა.

    როცა ”სასამართლოში” მობილური გადააწოდა პროკურორმა… როცა მკვლელებს სასჯელი გაუნახევრეს.

    მაგრამ არაა – ყველას საკუთარი უკანლის სითბო ანაღვლებს, სანამ ასეთი პროტესტი ბევრი არ დაგროვდება და მერე უკვე ”მიშა წადი” ში იზრდება, თითქოს ვინც მოვა ის იგივე არ იქნება.

    ძალიან მეეჭვება რომ თუნდაც გრეჩიხას გამეფების შემთხვევაში ქურდობა დაბრუნდეს და პატრული გაქრეს ან ა.შ. იქნება ზუსტად იგივე სიტუაცია რაც ახლაა, ეს კი იმას ნიშნავს რომ ყველაფერი მოჩვენებითია,
    რა ქურდული გაგება არ არსებობს? ტყუილია! გააჩერე ნებისმიერი 10-18 წლამდე ბიჭი და კითხე აბა! ან მასტერა რომ ყავს მიშას ეგ რაა?
    რა ქრთამები არ არსებობს? აბა სცადე რომელიმე ტენდერში მიიღო მონაწილეობა!
    ჯარი აყვავდა?

    რა შეიცვალა ან შეიცვლება? ერთი სლეა რა.

    მიტინგები აუცილებელია და არავინ მითხრას ახლა რომ საბერძნეთის მოქალაქეზე უფრო დიდი შეგნება აქვს რიგით ქართველს.

  8. თაზო says:

    ფოტორეპორტაჟი მზადაა, შეგიძლიათ ნახოთ :მორიდებული სმაილი:

  9. BlackGlance says:

    ქართული დროშები რომ ვერ დავინახე მეც გული დამწყდა.
    ალბათ მიშასთან ასოცირდება და მაგიტომ.

    მაესტროს კითხვა მომეწონა ბურჯანაძესთან, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: მაინც კმაყოფილი ხართ დღევანდელი მიტინგის მიუხედავად იმისა, რომ თქვენს გამოსვლას დიდი აპლოდისმენტები არ მოჰყოლიაო? :D
    არ დაიბნა ბაჭია, ორი ყური ასწია.

  10. keti says:

    Cyborg,

    “მარა ერთხელ ხო შეიძლება ცირკის არენად არ ვიქცეთ და მთელი მსოფლიო ჩვენ გადატრიალებებზე არ კაიფობდეს – ხო შეიძლება ერთხელ მიმდევრობითი რიგითი არჩევნები ჩავატაროთ როცა უწევს და ავირჩიოთ პრეზიდენტი არა იმიტო რო წინა პრეზიდენტს აგინებს – არამედ იმიტო რო ლამაზ გეგმებს გვიყვება”.

    yes!!!

    The “why not?” attitude,
    “ძალიან მეეჭვება რომ თუნდაც გრეჩიხას გამეფების შემთხვევაში ქურდობა დაბრუნდეს და პატრული გაქრეს ან ა.შ. ”

    გჯერა?! მაშინ როცა მიტინგზე ერთი სახელმწიფო დროშა არ გამოუტანიათ?!

    საუკეთესო ცირკი ვართ – არა მხოლოდ გადატრიალება გვაქვს პროგრამაში, მთელი სპეცეფექტებიც ახლავს: ყველა გადატრიალებაზე დროშას, ჰიმნს და ა. შ. ვცვლით.

  11. Cyborg says:

    The “why not?” attitude
    1. სასამართლო სისტემა ყველა, უკბლებლივ ყველა, ქვეყანაში კორუმპირებულია, და ჩვენ ძალიან დაბლა ვართ სასამართლოს კორუმპირებულობის დონით დღეს, და უჟ ტოჩნა რუსეთის და ყველა ჩვენ გარშემო ქვეყნის სასამართლო სისტემა ჩვენს ბეეეეეეეეეეეევრად ზემოთ არიან. ყველა სასამართლეობში, დედამიწის ზურგზ,ე ფულებსაც იღებენ, მობილურებსაც აწოდებენ და “ზემოდან ალაპარაკებენ”, ხელი ხელს ბანენ და უარესებსაც ჩადიან, ყველა ქვეყნის ყველა სასამართლოში. მე რა ვიძახი რო უნდა ვეგუებოდეთ – მე ვიძახი რო პრეზიდენტის ცვლა ამ მხრივ სიტუაციას არ შეცვლის. იცი როდის შეცვლის? – გინდა გითხრა? – სტალინი უნდა მაგ საქმეს და რეპრესიები, ყველა მოსამართლე უნდა დახვრიტო და შემდეგები რო მოვლენ იმხელა შიში ექნებათ რო ტრაკს ვერ გაწევენ, გვინდა ეხლა ჩვენ ეეგ? – ეგ ქნა სტალინმა თავის დროზე და გამოუვიდა, მეტი მანდ გზა არ არსებობს ბოლომდე მოსპო კორუფცია.

    2. ქურდული გაგება ამერიკის სკოლებშიც არსებობს თინეიჯერებში, გაგებაში არ არი საქმე – საქმე ორგანიზებულ ქურდულ სისტემაშია რომელიც დღეს არ არსებობს (ლუბოი ქურდს კითხე) – და რომელიც წინა მთავრობის საყრდენი და კომუნისტური მთავრობის – მანიპულატორული აპარატი იყო.

    3. გრეჩიხას მოსვლით თუ არაფერი შეიცვლება – მაშინ რისთვის მოგვყავს? – და მეც ვიცი და შენც იცი რამდენი რამე შეიცვლება სრაზუ და ეგრევე. და რამდენი კარგი რამე შეიცვლება ცუდისკენ არა იმიტო რო გრეჩიხა ცუდი ბიძიაა, არამედ იმიტო რო “ყველაფერი რაც წინამ ააშენა – უნდა დავანგრიოთ!” იგივე პატრულს და იგივე რასაც გინდა უზარმაზარი ორგანიზატორული მუშტი ჭირდება, იცი რატო ჩაფლავდა რეზერვისტების სიტემა? – იმიტო რო ადამიანი მის სათავეში მოხსნეს, შენ რო დღეს ჩაგაბარონ ვიღაცის მოგონილი რაღაც სისტემა რომელიც არ გესმის რას უზამ? – ჩაალპობ და ჩააფლავებ, რავი მე რა უნდოდა იმ კაცს რას აშენებდაო, პატრული დაიბრიდება 6 თვეში, მივალთ ღიპიან ძაღლებამდე უკან. გრეჩიხასაც აწყობს მაგი და მაგის დამფინანსებლებსაც.

    ჯარი – აყვავდა, იმასთან შედარებით რაც 2003-ში იყო – აყვავდა, ბრიტანეთის ჯარისგან – ჯერ შორს ვართ.

    ქრთამები არსებობს ისევე როგორც კორუფცია – ყველგან, აბა ცადე ამერიკულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, ბრიტანულში, ფრანგულში – უკეთესი: აბა ცადე რამე დიიიიიიდ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, ვაფშე დაიხოცები სიცილით რა ხდება.

    მე სუ მაქ კარგი მაგალითი შემდეგი შინაარსით:
    10 წლის უკან დაახლოებით ამერიკის სამხედრო ძალებმა წამოიწყეს ტენდერი მოტომსროლელ ქვეით ბრიგადებში და სპეციალური დანიშნულების შენაერთებში M4-ის სისტემის ჩანაცვლების მიზნით. მოთხოვნა იყო თანამედროვე იარაღზე, უფრო სანდოზე, უფრო გამძლეზე, დასაკეცი პრიკლადით, 5.56 NATO კალიბრზე.

    ი ტაკ ტენდერზე დააზაიავკეს იასნა ერთი 5-მა ფირმამ, საიდანაც:
    G36-ი მოტეხეს გაუგებარი მიზეზის გამო, მაშინ ჰეკლერ-კოხმა გააკეთა რაღაც ამერიკულ გერმანული კონსორციუმი და შეეცადა ტენდერზე შესვლას XM8 -ით, რომელიც უბრალოდ გარე დიზაინ შეცვლილი G36-ია, რომელიც ასევე მიბრაკეს რაღაც ხუინიას გამო(დღემდე HK-შიც ვერ გიპასუხებენ რატომ, რაღაცას ბოდავდნენ ამერიკელები “არასტანდარტულ დიზაინზე” თუ რაღაც ასეთი) – დალშე ჰეკლერ-კოხი მიხვდა რო ამერიკელებს უნდათ M4-ი, და გააკეთეს M416 – რომელიც არი მ4-ის დიზაინის ბაზაზე აწყობილი გაზაატვოდი დგუშის მოკლე სვლით (ნუ ნაწილობრივ M4-ი, ნაწილობრივ G36-რა, უფრო სანდო ვიდრე მ4 და უფრო ნაკლებად სანდო ვიდრე გეხა, ზა ტო მთლიანად მ4-ის დიზაინში) – ტენდერზე დაიბრაკა იმიტო რო “სახელი იწყება მ4-ითო” (გადის წლები პრი ეტომ, 5 წელი გავიდა ტენდერის გამოცხადებიდან, მ4-ის მწარმოებელი კომპანია ამასობაში ყიდის ისევ იგივე ავტომატს მთავრობას, + ითვალისწინებს ტენდერზე რაც იდეები შემოდის თავისთვის, + ღუნავს მილიარდობით მაყუთს მიმართულს მ4-ის რამენაირად დარაბოტკაზე რო ვარგოდეს მტვერიან და ქვიშიან ერაყ-ავღანეთში საომრად)

    ბოლოს უცებ ტენდერმა გადაწყვიტა: ტენდერი მოიგო SCAR-მა, აი ეგრე, ბამც – ი მოიგო სკარმა, რომელსაც არც სტანდარტული დიზაინი აქ, არც რაიმე ნოვატორული მიდგომა. არი ეგეთი მეტალის ავტომატი – ზატვორი აქ გ36-ის აბსოლიტური კოპია იმ განსხვავებით რო არი პრაქტიკულად დგუშის სრულ სვლაზე (უფრო სწორად კიდევ რაღაც საშუალო სრულ სვლასა და მოკლე სვლას შორის) – მოკლედ პრინციპიალურად კალაშა, გ36-ის შიდა ნაწილებით, მეტალის მძიმე კორპუსით, გაუგებარი raw დიზაინით, FN-ის წარმოება. ი ვდრუგ რატომღაც მოიგო ტენდერი.

    ნუ მოიგო მოიგო – მ4-ს მაინც ჯობიაო ყველამ იფიქრა (ნუ განსხვავებით მ4-ისგან “ჰაერის თავისუფალ ქშუტუნზე” არ მუშაობს, მოტომსროლელი ნაწილებისთვის სასიხარულოდ – პრიკლადი ეკეცება გვერდზე და + მოძრაობს ტელესკოპიურად მეტი რეგულაციისთვის, ზატვორი დაცურავს მიმმართავ ღერზე და არა გაჭედილია კედლებს შორის, ზატვორი არი ერთი დიდი ფოლადის კუსოკი და არა რაღაც იუველირული საშინელება რომლის წმენდვაც კოშმარია და არ წმინდავ და მინიმალური ნაგავი და ენძრევა) – ნუ ველოდებით სკარს, აი როგორც შენ არ გაგიგია სკარის არსებობა – ეგრე არ გაუგიათ სკარის არსებობა ამერიკის არმიაში დღემდე, უკვე რამდენი წელი გავიდა უცნობია, ალბატ კიდე 5 წელი.

    ამასობაში მ4-ს ისევ აწარმოებენ პოლნი ხოდზე, ისევ იღუნება ფულები მოდერნიზებაზე, ისევ ყოველ დღე მიუხედავად იმისა იბრზოლეს თუ არა – უნდა წმინდონ ავტომატები ჯარისკაცებმა რაღაც კბილის საჩიჩქნი ჩხირების მთელი ნაბორით და…

    ჰე, მითხარი რო ჩვენთან ამაზე უფრო ბინძური და კორუმპირებული ისტორია მოგისმენია, საერთაშორისო ტენდერში, ქვეყანაში რომლის არმიაც ყოველ დღე ომობს და საუკეთესოს ითხოვს, ქვყეანასი სადაც უამრავი მართლა პატრიოტია რომელიც კარიერას გაწირავს ლიჟბი ქვეყნის უსამართლობა გამოავლინოს, ქვეყანაში სადაც სასამართლო სისტემა მუშაობს როგორც არსად მეტი დედამიწაზე – აი ეგეთი 10 და მეტ წლიანი “პრიკოლის” ისტორია.

    ნუ ფინალი ის არი რო ჰეკლერ-კოხმა მოიფიქრა და ადგა და ხელზე, სამხედროებზე, ყიდის HK416-ის ლულის და ზატვორის ნაწილს, რომელიც პრიამა “მიდის” მ4-ის ჩახმახის და პრიკლადის ნაწილზე და “ქშიტინის სისტემა” გადადის დგუშის მოკლე სვლის სისტემაზე, სურათებზე და ვიდეოებზე კიდე მარტო მცოდნე თვალი არჩევს ჰეკლერ-კოხის აპპერ რესივერს მ4-ის ორიგინალისგან. პატრონა იგივეა, აბოიმებს იგივეს ჭამს და პრობლემებიც არ არი.

    მოეშვით ყველაფრის სააკაშვილზე დაბრალებას, ჩვენს პრობლემებს პრეზიდენტი არ ცვლის, და რაც შეუძლია – ყველაფერს ცვლის იმჰო. ის მაინც ვიცით ამის დედა ვატირე რო რუსეთს არ მიგვყიდის ჩუმად. გრეჩიხაზე რა ვიცით? – ალასანიაზე?

    კაი არაფერი, გარდა იმისა რო ერთიც და მეორეც საკმაოდ უინტელექტო იდიოტები არიან რომლებიც უარესი PR-შიკები არიან ვიდრე სააკაშვილი იყო თავის დროზე (საკანი მაგალითად – ამაზე მდაბიო და უფასო პრ-ი რაღა გინდათ, მაგას დაჟე სააკაშვილი არ იკადრებდა…)

    ხოდა დგანან ეხლა იქ მოედანზე ბებიები და ბაბუები და მთავრობის გადატრიალებას გვიპირებენ, ალბათ სულ ჯამში 5000 ახალგაზრდა არ დგას, 50 000 მოხუცებულზე. რატო უნდა შეცვალოს მთავრობა პენსიონერმა თაობამ? – დაბოლდნენ სისულელეებზე და პანიკაში ვარდებიან რამეზე რო ეკამათები, ჩანთას გირტყამენ კიდე თავში რამე ლოგიკურ არგუმენტს რო ეტყვი და პასუხს ვერ იპოვნიან, და მაგ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება ჩემი პრეზიდენტი?

    უკეთესს ვიძახი – მიშა მესამედ ხო ვეღარ აირჩევა არა/ – რატო არ ველოდებით არჩევნებს? – თუ მსოფლიო კრიზისს მოატრიალებს გრეჩიხა? – მიშაც უნდა წავიდეს და ნაც პარტიაც, ოღონდ ასე არა, უნდა ცივილიზებულად წავიდეს და შემდეგი პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა გვატყუებდეს მაინც რო ძალაუფლება კი არ უნდა რო გეგმა აქვს და ქვეყნის ბედი აღელვებს. ეხლა, ისევე როგორც ყველა წინა გადატრიალებისას – პრეზიდენტობის კანდიდატი გვეუბნება: “მე ჩამოვაცილებ ძალაუფლებას ამ კაცს და დავჯდები მე! – მომყევით!” – ან უარესი კიდე(რასაც არავინ არ გვეუნება, ჯერ, მარა რო მოიფიქრებენ გვეტყვის ვინმე და ყველა ნაღდად აყვება) – “მე ჩამოვაცილებ მთავრობას ამ კაცს და მერე გავიწევი და თავში ქვა გიხლიათ” – აი მაშინ გვიტირეთ ვაფშე.

    პროტესტის გამოხატვა, აი კაკ რაზ როცა ვინმე დაიჭირეს უსამართლოდ, როცა ხელფასები მოაკლეს, როცა გადასახადები გაზარდეს (თუ ასეთები ხდება, სხვა ქვეყნებში ხდება და იმიტო ვამბობ) – ძალიან მნიშვნელოვანია!

    და მოდით ვისაც გინდათ დაგენიძლავებით რო მიტინგების და პროტესტების და განსაკუთრებით – ნაწილობრივ ან მთლიანად დაკმაყოფილებული საპროტესტო გამოსვლების პროცენტით და რაოდენობით per year ერთ-ერთ ლიდერ ადგილზე ვართ. არსად ისე არ “ცდილობენ გაითვალისწინონ” პროტესტის მოთხოვნები როგორც ჩვენთან, და ზუსტად ეს ბადებს კიდე უფრო მეტ მოთხოვნას იპროტესტო იასნია…

    რუსეთში – ვაფშე არ არის პროტესტი, რაც არის არი 10 თავზე ხელაღებული კაცი (ბუკვალნა – 10) რომელმაც საკუთარ სინდისზე ვერ აიღო ხელი, რატომღაც, და შუსტრად აყომარებენ.

    ვინმეს ეჭვი ეპარება გრეჩიხა ვის მხარეზეა? – ნათელაშვილი? – ბურჯანაძე?

    კაი ალასანიაზე და დავითაშვილზე ვერ იტყვი რო მთლად რუსების მხარეზე არიანო – ხელებს ვწევ, ალასანიაზე შეიძლება ვიკამათოთ მარა დავითაშვილი ტოჩნა “ჩვენ მხარეზეა” კაკ მინიმუმ.

    თუ ვინ? – კოკი გამსახურდია? – ის გიჟი გადარეული რა ქვია იმას “ლამაზი პრეზიდენტი”? – რა სისულელეა, როდემდე ვდიოთ დებილ ქარიზმატულ ლიდერებს?

    დაველოდოთ არჩევნებს – ნორმალურ არჩევნებს, სადაც ქარიზმატულობა აღარ ეყოფათ და მუშტების ქნევა, გრეჩიხა ვერასოდეს ვერ მოიგებს რეგულარულ არჩევნებს, ალასანიამ – შეიძლება მოიგოს თუ კარგ გეგმას დაწერს, კიდე ვიღაც გამოჩნდებ ა- რომელიც დღეს ვაფშე პოლიტიკაში ცხვირსაც არ ყოფს იმდენად სიბინძურეა იქ – ვაცადოთ პოლიტიკას დალექვა, არჩევნები რო მოახლოვდება ეს დებილი მღრიალა ლიდერები უკან პლანზე გადავლენ, პარტიებშიც არ არიან იდიოტები – იციან ვინც ყავთ სახეებად, დაწევენ უკან და ამოწევენ ვინც უფრო ინტელექტუალურია, მენეჯმენტი ეხერხება და აზრიანი ტიპია.

    შეიძლება მარტივად იგივე თოფაძე, რომელსაც ასევე ვერ ვიტან, კაი პრეზიდენტი იყოს – გიფიქრიათ ამაზე? – აი იქნება არჩევნების, რეგულარული რიგითი არჩევნების წინ, დაჯდეს თავის წრესთან ერთად, დაწეროს დედისმფეთქებელი გეგმა როგორ განვითარდება ინდუსტრია ჩვენთან, გგონია არა რეალურია? – რომც იყოს – შეიზლება რეალისტურად დაწერა, ხოდა სავსებით შესაძლოა შემდეგ რეგულარულ არჩევნებზე ჩვენ საკაიფოდ დავბოლდეთ და ასარჩევი აბსოლიტური კანდიდატი გვეგონოს თოფაძე, რომელიც – ქე მაინც არაფერს არ გადაატრიალებს, იმიტო რო მისი დევიზი არ იყო “მე მოვსპობ ყველაფერს რაც წინა მთავრობამ ქნა” – მისი დევიზი იყო – “მე მივაწყვები ინდუსტრიას”.

    მართლა ძაან ნერვები მეშლება რო ბებიები გვიპირებენ რევოლუციას ბლა ბუდი, რატო?? – მარაზმში გადავარდნილი ბებიების 80% რომელსაც სიტყვას ვერ შეაგნებიებ “ის სატანაა შვილო!!!” – “ოოო ეს კი ანგელოზია, უყურე რა თვალები აქვს – ანგელოზია გეუნები” – ელაპარაკე რამდენიც გინდა, არაფერი არ ესმით, საერთოდ, ისტერიკა ეწყებათ და წნევა უწევთ.

    ამათმა უნდა დამისვან პრეზიდენტად “ჩემი კაი პაპუგაი” გრეჩიხა ამის დედა ვატირე?

    პ.ს. დავგმოთ ბებიების რევოლუცია :დ

  12. Cyborg says:

    უფ უფ უფ რამხელა გამომიცხვია :დ

    შეგიძლიათ პარაოზა დამიძახოთ, დაჟე არ მეწყინება ეგეც მეტალისაა :დ

    “ტუუუ-ტუუუუ” – და სრაზუ პალეგჩალო.

  13. keti says:

    თოფაძე კარგი მაგალითია – არა როგორც პიროვნება, რომ მინდა ის, არამედ როგორც თქვი – ინდუსტრიის განვითარების მომხრე. ასეთი ადამიანი (გინდა პეტრე, გინდა პავლე და გინდა ივანე), სჭირდება ქვეყანას მშვიდობიანი შეცვლის შემდეგ. ანუ ვინც არ დაანგრევს, არამედ დააშენებს იმაზე, არც კარგია და ააშენებს იმას, რაც კარგი იქნება..

  14. 1. სასამართლო სისტემა არ არის ყველა ქვეყანაში კორუმპირებული, რუსეთს ნუ ედრები, რუსეთი ზუსტად ის არის, რაც საქართველო იქნებოდა მეტი მიწა რომ ქონდეს, შეედარე ჰააგას, ნიუ-იორკს, ოსლოს, სტრასბურგს – ვერ იტყვი რომ არანაირი კორუფცია, მაგრამ ვერც იმას იტყვი რომ კორუმპირებულია, ან ვინმე რამეს გაბედავს ან რამეს აიძულებს ავტორიტეტი – ეს სისულელე და აბსურდია.

    გარდა ამისა ნაფიცმსაჯულთა სისტემაა – აბა მიდი და ყველა დააშინე, ან როგორ უნდა დააშინო წინასწარ არც იცი ვინ იქნება.

    თუ არ მუშაობს სასამართლო სისტემა – ქვეყანა ვერ მუშაობს!

    სტალინი გვინდა და ა.შ. არის ძალიან, ბოდიში და მორალურად მოძველებული გამოთქმა, ”წიპა” – ქართველი ხალხი არ არის მზად დემოკრატიისთვის, სტალინი უნდა ამათ…

    რა სტალინი? სტალინი იყო დიქტატორი – აბა გაგებედა და ანეკდოტი მოგეყოლა – ეს გვჭირდება? დამონება გვინდა კიდევ? იმის მაგივრად რომ უფრო და უფრო გავითავისუფლოთ გონება ვიღაცეების გაღმერთებიდან? რა გააკეთა რომ სტალინმა? რა იყო მისი ”გზა”? რა და მოგივარდებოდა ვთქვათ სახლში და მამას დაგიხვრეტდა – ჰოდა ამის ხარჯზე გეშინოდა და თან გეზიზღებოდა – ეს გვჭირდება? სტალინი აკეთებდა იგივეს რასაც ქრისტიანები აკეთებდნენ რომის პაპის ზეობის დროს – და არა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, იმიტომ რომ კორუფცია რომ ყვაოდა საბჭოთა კავშირში, ისე მგონი არსად არაფერი ყვაოდა, თუნდაც ინსტიტუტში ”მოწყობა” რად ღირს… რა ტერმინია საერთოდ…

    2. გაგებაში არ არის საქმე? აბა მაშ რაშია? ორგანიზებული დამნაშავე ჯგუფები არ არსებობს? სამაგიეროდ მთავრობასთან დაახლოებული ”ახალი ქართველები” რა იგივეს არ აკეთებენ? საჭირო კაცი თუ გყავს ვინც გინდა გაასაღე და მალე გამოგიშვებენ, რა ბიზნესიც გინდა დაიწყე – ყველა სხვას დაძირავენ და მარტო იქნები – ასე არ არის? არ არის ქურდობა – არის მაფია, არ არის მაფია – არის მთავრობასთან მორფირებული საზოგადოება, რომელიც იგივე როლს ასრულებს. ახლა ”კალაშა” მოგადგება ფულის დასახევად თუ საგადასახადო დეპარტამენტი რა აზრი აქვს შენთვის?

    3. გრეჩიხას მოსვლით რა შეიცვლება შენ და მე არ ვიცით, იმიტომ რომ წინასწარმეტყველები არ ვართ, შენ მხოლოდ რაღაც შეგიძლია ივარაუდო, მეტ-ნაკლები ალბათობით ეგ არის და ეგ.

    რაც შეეხება ტენდერებს – სადაც ცდი მონაწილეობის მიღებას – მიიღებ ჩვეულებრივ, პრობლემების გარეშე, იმიტომ რომ იქ ყველაფერი გამჭვირვალეა, თუნდაც თვითმფრინავების შექმნაზე გამოცხადებული ტენდერები რად ღირს!

    იცი რატომ? იმიტომ რომ იქ კონკურენციაა და არავინ გაპატიებს რაღაცა ქვემოდან გააკეთო და თუ მაინც მოახერხე, მაშინ ეს იმ დონეზე გაბაზრდება რომ მერე ერთი როჟა მეორეს მიწერს ხოლმე ბლოგზე, სამაგიეროდ ქართულ რამდენ ტენდერს იხსენებ ეგეთს?

    გარდა ამისა, დაახლოებით 10 წლის წინად პრეზიდენტი იყო გახდა ბუში, რომლის შავ საქმეებსაც ახლა იძიებენ და ყველაფერი სააშკარაოზე გამოაქვთ, ყოველდღე ახალი გარიგება ხდება ცნობილი, ეს რესპუბლიკელებსი ცნობილი სენია, მაგრამ კარგი ის არის რომ ამას იძიებენ – აბა ეძიკას გარიგებები ვინ გამოიძია? ან მიშასას ვინ გამოიძიებს? აი ამაშია განსხვავება როცა იძახი ”ჩვენთანაც ხდება” ში. ჩვენთან მარტო პირველი ნაწილი ხდება. მეორე ნაწილი – გამოძიების – აღარ ხდება, ხოლო მესამე ნაწილზე – გათვალისწინების, საერთოდ საუბარი არ არის.

    რაც შეეხება მესამე ვადით არ შეიძლებაო… ეგრე არ შეიძლებოდა პუტინისთვის. არ იქნება მიშა, იქნება მიშასფერი პრეზიდენტი, რომელიც არ დაუშვებს თუნდაც რეალური ოპოზიციის გამარჯვებას, იმიტომ რომ თავის დროზე შერჩათ და ხალხი ამას შეეგუა.

    თოფაძე რა შუაში იყო რა-ვიცი. რაც მე მაგის გამოსვლისთვის მომისმენია, სრული კრახია, რომ აღარაფერი ვთქვათ ბიზნესში მეტ-ნაკლებ კრახზე და შექმნილი პროდუქციის საზიზღარ ხარისხზე.

  15. zvigena says:

    იცი რა მაცინებს, ვინც ახლა ე.წ. ოპიზიციაში დგას ყველა თავის დროზე პარლამენტში ისხდნენ, ბურჯანაძე, გრეჩიხა თუ წიწიბურა, ჯონდი ახლაც იქ ზის, დავითაშვილი, გამყრელიძე რავიცი მეზარება კიდევ გონების დაძაბვა ვის მოვკარი თვალი ტვ-ში.
    მოლკედ შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება.
    იგივე ნაგავი დგას დღეს ბარიკადის ორივე მხარეს.
    ყველა თავის თავში გაერკვეს და საქმეს მიხედოს,

    ჯობია 3 წელი გავიდეს და არჩევნებით თუნდაც გაყალბების ათასი ცდის ფონზე ვეცადოთ ჩვენი აზრის გატანის და ერთხელ ქვეყნის დამოუკიდებლობის 20 წელში მაინც შევქმნათ პრეცენდენდი ხელისუფლების ასეთი ფორმით ცვლისა.

    იცი რას უნდა დაუკვირდეს იქ მდგომი ხალხი, რომ უმრავლესობა 20 ლარზე იყიდება თავის პოლიტიკურ შეხედულებიანად,

    როცა არჩევნები იქნება მიუხედავად ხარ თუ არა სახელმწიფო აპარატში ყველას ეყოს ვაჟკაცობა თავის არჩევანი გააკეთოს და არა სიტუაციური, ნუ ირბენენ ვიღაც პარტიების საქმეებზე თუ მათი არ ჯერათ 20 ლარის საფასურად და ა.შ. და ა.შ.

    მოკლედ ვაწვები აზრს რომ საზოგადოებაც კაი ნაგავია და იქ მიტინგზე გასვლის და ყვირილის უფლება 90% არც აქვს, იმიტომ რომ იქაც ბევრი სიყალბეა,

    მე ჩემს საქმეში ვიქნები პატიოსანი და უნარიანი, ხოდა ყველამ ადგეს და ეგრე ქნას და ნუ უყურებს ზევით მიშაა თუ გრიშა,

    იმიტომ არ უნდა უყუროს რომ ტყუიან როცა გონიათ რომ მაგათ ასე მიტინგობანათი ვინმე ისეთი მოვა ვინც საგრძნობლად უკეთესი იქნება, იგივე ხარისხის ნაგავი აძვრება ტახტზე, და უბრალოდ ძალაუფლების გადანაწილება მოხდება.

    ყველამ თავს კითხვა დაუსვას – ვარ კი საზოგადოების და ქვეყნის წინაშე მართალი ადამიანი?!

    უმრავლესობა არა, იმიტომ რომ ზოგი ხმებს ყრის ისევ ვიძახი 20 ლარად, ზოგი ომის დროს მანქანას მოახტება და ხუი ზნაეტ სად გარბის, ზოგი სიგარეტს რომ ეწევა პირდაპირ ქუჩაში აგდებს როცა გვერძე ბუნკერი დგას და ასეთი ათასი მსხვილმანი და წვრილმანი ამბები ქმნის მერე ჩვენ ძვირფას საზოგადოებას.

    ხოდა რაც ერი ის ბერიო, მიშა წადი წადი კი არა საკუთარ სულში ჩაბუდებულ პრობლემებს გაუმართეთ მიტინგი.

  16. Tazo Demetrashvili says:

    გვამების გადანაცვლებით სუნი არ იცვლება.
    ბარდაგია ქვეყანაში. კიბორგას ვეთანხმები პირველ 3 აბზაცში (დანარჩენი ვერ გავქაჩე), თუმცა დარწმუნებული ვარ, მომდევნო აბზაცებშიც დავეთანხმები.
    არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ ეს ხალხი აზრზე მოვიდეს. ხანდახან იდიოტური აზრები მაწუხებს..ერს ფილტრაცია სჭირდება, გადარჩევა და ამისთვის იდეალური ვარიანტია ომი. ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ ყველაფერი. დავიღალე შიშში ცხოვრება, ყოველ ღამე თვითმფრინავის ხმისთვის ყურის მიგდება, ხომ არ შედის პიკირებაში, ხომ არ ისმის ბომბის წუილი (ფუ რა სიტყვაა რა).
    იდიოტური აზრებია, აბა რა არის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s