ახალი ბლოგერები & 09.04

ყოველთვის, როდესაც ბლოგზე საწერი ბევრი რამე მიგროვდება-მაფიქრდება, ინტერნეტს რაღაც ემართება და ვეღარ შემოვდივარ. აი დღესაც ასე მოხდა, მთელი დღე გლობალი გათიშული იყო და ერთი 7 პოსტი მაქვს ახლა თავში.

ა იქნებ პირიქითაა – ინტერნეტი ცუდად რომ მუშაობს, საბლოგე მასალას უფრო უკეთ ვამჩნევ?

გუშინ სიხარულით შევხტი, სრულიად მოულოდნელად რადიო თავისუფლების საიტზე ჟურნალისტების ბლოგი რომ აღმოვაჩინე: ბლოგერების სიას ემატებიან [ტადააამ!] ია ანთაძე, გოგი გვახარია და ნიკო ნერგაძე. ვაშა, ვაშა! [ნიკო ნერგაძეს განსაკუთრებული სიმპატიები ; ) აქამდე არ მქონდა მისი არსებობის შესახებ გაგონილი.]

ჰო, უკვე 9 აპრილია და ვერ დავაიგნორებ ამ ფაქტს – ძალიან ვამაყობ, მართლა უზომოდ ვამაყობ, რომ ჩემს სანაცნობო-საახლობლოში არც ერთი ადამიანი არაა, ვინც ხვალ აქციაზე მიდის.

ამდენი ხნის მანძილზე მხოლოდ ერთი ჩემთვის პატივსაცემი ადამიანისგან გავიგე, რომ აპირებს აქციაში მონაწილეობის მიღებას – დანარჩენები იდეურადაც კი არ ეთანხმებიან ამ ყველაფერს, რომ აღარაფერი ვთქვათ ფიზიკურად იქ ყოფნაზე.

This entry was posted in Just, რა, Web and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

16 Responses to ახალი ბლოგერები & 09.04

  1. აბა გოგი გვახარიას ბლოგი სადაა???

  2. უიჰ, მივხვდი როგორ აქვთ გაკეთებული :)

  3. busuna says:

    aqcia cia cia ciaa!!!

    mishamihsaa tfu ra unda viyviroo??

  4. bas says:

    ძაან კარგია :) მეც გადავხედე მაგ ბლოგებს და გაასწორა :)

  5. თაკა says:

    nergadze chemi leqtori iko :amaki studentis smile:

  6. თაზო says:

    ნერგაძე მაგარი ტიპია, ჩემი ლექტორიც იყო :toje amaki studentis smile:

  7. თაზო says:

    სხვათაშორის, ეგ ნერგაძე ქართული პლეიბოის პირველი ნომრების რედაქტორი იყო. ბოლოსკენ უკვე სხვამ შეცვალა და სესაბამისად ჩაიძირა კიდეც

  8. ნერგაძე ვეშია!

    გლობალი ჩაირთო – დოდი თავისუფალია.

    რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჩვენ უკვე და თქვენც მოგიწოდებთ აღნიშნოთ “საქართველოს მესამედ დაბადების დღე” (ვინაიდან ზუსტად ასე დაარქმევენ ოპოზიციის მთავრობაში მოსული მესვეურები ამ დღეს ამ გადატრიალების შემდეგ)

    ხოდა ბარეღამცა – ეხლავე ავღნიშნოთ!

    რამდენი წელია ტელევიზორს არ “ჩავჯდომივარ”, დღეს გავერთოობიით :ხელების-ფშვნეტა:

  9. tiny says:

    აუ აუ რა მაგარი ბლოგებია : )) გადავავლე თვალი ცოტა-ცოტას და მართლა მაგარია :ყეს:

    ხოდა
    “ძალიან ვამაყობ, მართლა უზომოდ ვამაყობ, რომ ჩემს სანაცნობო-საახლობლოში არც ერთი ადამიანი არაა, ვინც ხვალ აქციაზე მიდის.”

    +1 : )

  10. Candy says:

    ჰო, ნერგაძე მაგარია:) ნერგაძე ერთადერთი ადამიანია, რომლის ნაწერზეც ბევრს, გულიანად ვიცინი და თან ბევრ საინტერესო რაღაცას ვიგებ :)

    თან ისეთი ტიპია. კეთილი :D

  11. bigcrow says:

    ჰო, თავისუფლების ბლოგი მეც ორიოდე დღის წინ აღმოვაჩინე. დანძრევად ვიქეც ნერგაძეზე :D

  12. bigcrow says:

    აქციაზე მე და მროველი უდნა წავსულიყავით, სურათბი/ვიდეოები გადაგვეღო, მაგრამ გადამაგდო (ცხადია) :)

  13. keti says:

    ვიცოდი ეს ბლოგი. კარგია, კი

    აბა, გადატრიალება? გადატრიალება არა ის :) ტვ–საც არ ვუცქერი. მაღიზიანებს ეს სულელობები.

  14. piccolina says:

    აუ დოდ, ეგ ფაქტი მეც მაგრა მიხარია
    სამარცხვინო მიტინგია
    ნუ მაგაზე იდეაში დავწერ ჩემთან

    და ის ბლოგერები დაგელინკა ა?
    მაინტერესებს მეც ))

  15. piccolina says:

    ახლა ვნახე და ძალიან არ მომეწონა, რომ ბლოგია თუ ფორუმი თვითონ ვერ გაურკვევიათ
    კიდევ არ მომეწონა, რომ იას და გოგის ნაწერები ჟურნალის სტატიას გავდა. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ია ძალიან ცდილობს საკუთარი აზრის დამალვას
    ანუ თუ ბლოგია იყოს ბლოგი და დაფიქსირდეს საკუთარი აზრი და არ დაიწეროს ჟურნალის სტატია რა

  16. Kate says:

    კარგია კიდევ ერთი ახალი ბლოგის არსებობა.
    მეც გაგონილი მქონდა.

    კიდევ კარგი, ჩემს გარემოცვაშიც არავინ მიდის აქციაზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s