1330

1330 გრამი.

დღეს მე და ელზა [ჩემი მდედრი მშობელი] ექოსკოპიაზე ვიყავით, მეთქი ვანახებ მომავალ შვილიშვილს, უწი-პუწი.

იმ ექოსკოპისტთან, ვისთანაც ჩვეულებრივ დავდივართ ხოლმე მე და კიბორგა – სულ დიდი ცოცხალი რიგია და ჩაწერა არ მოსულა,  დედაჩემი კი, მოგეხსენებათ, ფრიად დაკავებული ქალია და რიგში ვერ იდგება, შესამოწმებელი დიდად არაფერი მჭირდა – ვიცი, რომ ჯანმრთელადაა ბავშვი და ყველაფერი რიგზე აქვს და ამიტომ ჩამწერა იქ, სადაც ლოდინი არ მოგვიწევდა, თან ის სამშობიაროც დავათვალიერე.

ექოსკოპისტს სანამ ველოდებოდით, ვიღაც იქ მომუშავე ქალიც იდგა ახლოს. აქვე აღვნიშნავ, რომ საკმაოდ შთამბეჭდავი მუცელი მაქვს უკვე. თუმცა ამან ვერ შეაჩერა ის ქალი, რომ არ ეკითხა: – თქვენ ორსულად ხართ?

მე მუცელს მოვუთათუნე:
-არა, ამას ისე ვატარებ ხოლმე, უბრალოდ…

28 კვირის შევსრულდი გუშინ, მაგრამ ექოსკოპისტმა ბავშვის ზომების მიხედვით განაცხადა, რომ 30 კვირის ვარ. რამდენჯერმე დამაზუსტებინა თარიღები და კალენდრით რომ 28 კვირას ემთხვეოდა, დაეჭვებით მკითხა: “მანამდე ხოარ გათხოვდი?” [ანუ 2 კვირით ადრე ხომ არ გქონდა “ქორწილამდე” სექსი და მაშინ ხომ არ ჩაისახა ბავშვიო…]

მე უცებ დავიბენი, სანამ გადავხარშე რას მეკითხებოდა. ექოსკოპისტმა ეს დაბნეულობა სხვანაირად გაშიფრა: “-მული ხომ არ ზის აქ შენი?” [მული ქმრის დაა და იმასთან ვერ იტყვი, რომ “მანამდე გათხოვდი”.]

ელზამ კარგად ვერ დაინახა ბავშვი და კიდევ ერთხელ ეტკინა გული, რომ თქვეს ბიჭიაო – ამდენი თვეა ჯერ კიდევ არაა შეგუებული მის სქესს, იჯდა იქ სკამზე და “ნეტა გოგო იყოს, ნეტა გოგო იყოს” ამბობდა : ( She is in denial. : (

_ _ _ _ _

“გათხოვებაზე” გამახსენდა ჩემი პირველი შეხვედრა კონსულტაციის ექიმთან:

ექიმი (ავსებს ჩემს ანკეტას): – როდის გათხოვდი?
მე: – ანუ?
ექიმი: –  ნუ… როდის გათხოვდი?
მე: – რა გაინტერესებთ, პირველი სექსი როდის მქონდა, რეგულარული სექსი როდიდან დავიწყე თუ ხელი როდის მოვაწერეთ?
ექიმი: – O.o… პპპირველი…ალბათ.

This entry was posted in pregnancy and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to 1330

  1. “ექიმი (ავსებს ჩემს ანკეტას): – როდის გათხოვდი?
    მე: – ანუ?
    ექიმი: – ნუ… როდის გათხოვდი?
    მე: – რა გაინტერესებთ, პირველი სექსი როდის მქონდა, რეგულარული სექსი როდიდან დავიწყე თუ ხელი როდის მოვაწერეთ?
    ექიმი: – O.o… პპპირველი…ალბათ.”

    ამდენ ბოდიალს გათხოვებაზე არ ერჩივნა პირდაპირ ეკითxა სექსზე? :D

  2. CheshireCat says:

    xD ვიხარხარე ბოლო დიალოგზე. მთელი ხმით )

  3. Melia says:

    ხახა :))))))

    ბოლოს მაგარი იყო :ლოლ:

  4. თაზო says:

    დღეს ერტმა კურსელმა თავისი ბავშვის ფოტო მოიტანა.
    რეაქციები დაახლოებით ასეთი იყო:
    -ვაიმე, ლა საკალელია
    -აუ, ნახე რა ლოკები აკ….
    -აგე, ცხვირი…
    -ვაა, რა ლამაზი პირი აკვს…

    მე რომ არ შემეხადა, გული არ მომითმენდა. ხო და, ექოსკოპიაზე გადაღებული ფოტო შემრჩა ხელთ(ის გოგო ორსულადა)

    ეგრევე, ცემი ფილტვების რენტგენის სურათი გამახსენდა

    რა თქმა უნდა, ამ სურათზე ბავშვისმაგვარი ვერაფერი ვნახე, მხოლოდ სავი ლაქები იყო

    რას გაუგებ ამ ქალებს….ეხ!

  5. piccolina says:

    ელზა ვერ შეეგუა კი არა, ელზას (ანუ ჩვენი მშობლების) დროს ექოზე ხშირად ერეოდათ სქესი და 100% ბიჭი რო ეთქვათ შეიძლება გოგო გაჩენილიყო მაინც ხოდა მაგ შეცდომის იმედი ქონდა ელზას
    ისე შეცდომა რომ ყოფილიყო სქესი, მეც გამიხარდებოდა

    ხო, ექიმების ეგ მარაზმი კითხვა ცალკე პოსტს იმსახაურებს, თან ძაან მოვლითი გზებით იწყებენ და ერთ-ერთი “შესავლის” კითხვაა: შვილი გყავს? მე მკითხა ერთმა გენიოსმა და სპეციალურად მარტო კი და არას ვპასუხობდი სანამ თავისი პირით არ ვაკითხვინე სექსი გქონდა თუ არაო (მანამდე ათასი ეგეთი შემოვლითი კითხვა დამისვა) და ისიც ძაან მოორიდებულად მკითხა: “კაცთან გიცხოვრია?”
    ლოოოლ

  6. busuna says:

    aaa marTalia kiborga am postshi ar monawileobs (tu momaval patara kiborgas ar chavtvlit)

    mara mainc imdeni vicine ragac gadamcda da zlivs gadavrchi xrchobas!! : ))))))))))))))))

  7. daliela says:

    მული ხომ არ ზის აქ? -ლოოოოოოლ
    :D :D

  8. busuna
    :D basusuna cucupucu mucu pacu utututututu… :D

    vot i dumai :D

    თაზო
    ბჯო კაიფი რაშია იცი, ყველა ბავშვი ბლიად აბსოლიტურად ერთნაირია!

    არა – მაინც იწყება ეგ: ლოყები, ცხვირი, პირი (კიდევ კაი ძუძუ და ტაკო არა) – და სინამდვილეში ხო არანაირი აზრი არ აქვს არა? – ჯერ სილამაზე/სიმახინჯე პრინციპულად რა მარაზმატიკული ფასეულობებია და მერე ბავშობაში ვინ როგორ გამოიყურება, მითუმეტეს თქვეების – საერთოდ არაფერს არ წყვეტს, მეტიც – მახინჯი ბავშვები როგორც წესი უფრო ლამაზები იზრდებიან და ვ პრიდაჩუ ტვინიც მოყვებათ ხოლმე (იმიტო რო “ლამაზ” ბავშვებს მთელი ბავშობა “კარგი ბიჭობისთვის” და ან “კარგი გოგოობისთვის” და უბრალოდ “კარგი ბავშვია მაგი” -სთვის პროსტო ისიც ყოფნით რო “რა ლამაზი და საკალელიააა…”)

    წემ ბოლეე ბლიად ნა ხუი ექოსკოპია…

    ხო იმ პირველ “გათხოვებაზე” საუბარს მეც დავესწარი და მეც პიკოლინასი არ იყოს მზად ვიყავი მეყურებინა სეირისთვის როგორ იკითხავდა ბოლოს ის გოგო თავის პირით სექსი როდის გქონდაო, მარა დოდიმ თავისით დაუღეჭა იასნია სიტუაციის ვითარება და მერე შუსტრად დაულაგა პა პოლკამ, სექსი როდის ქონდა, რეგულარული სექსი როდის დაიწყო, როდის გათხოვდა და როდის გადაწყვიტა რო ბავშვი უნდოდა, ის გოგო დღემდე აღფრთოვანებულია დოდის სისტემატური მიდგომით პრობლემისადმი :დ

  9. bas says:

    ვაიმე ეს გათხოვდი – სექსის სინონიმია უკვე? :D

    აი მასე დანძრებული თუ გვქონდა არ ვიცოდი :D

  10. Riddle says:

    აი, სად გახდა დამღუპველი სექსუალური რევოლუციის აქტივისტობა. ისიც აღარ გვახსოვს, სად ვცხოვრობთ, ვისი გორისანი ვართ.
    ქორწლამდე სექსი დღესაც კი სულ მცირე 35 წელს ზემოთ თაობისათვის ტაბუდადებული თემაა ეგ ხომ ვიცით? ვიიცით. ამას გარდა ე.წ. ემანსიპირებულ ახალგაზრდა თაობაშიც რომ არიან ისეთები, ვისთვისაც იგივე საკითხი წმინდაა და შუერყვნელი ეგაც ხომ ვიცით? ვიცით.
    მაშ, რად გვიკვირს? საქართველოში არ ცხოვრობთ? არ იცით ძირითადი ნაწილი მოსახლეობისა რას და როგორ ფიქრობს? თუ გინდათ რომ ზემოთ მოხსენიებული კატეგორიები საზოგადოებისა, რომელიც საკმაოდ დიდია, მორალურად გაანადგუროთ, ღირებულებები დაუმსხვრიოთ, სტერეოტიპები წაუშალოთ, შეაცბუნოთ გინეკოლოგები და დაარცხვინოთ ბებიაქალები?

    კი ბატონო, მარა ნუ გაიკვირვებთ, ნუ!

    ბასისადმი ღრმა პატივისცემით,

    მე.

  11. tatushka55 says:

    დღეს დილით მე და დიმაც წავედით ჰიპოკრატეში 4D ექოსკოპიაზე, მალევე მოგვიწია რიგმა მაგრამ ვერ დაინახა ბაია
    ხერხემალზე იყო აკრული და სახეს არ გვაჩვენებდა :(, ამაყენა გაიარ გამოიარე იქნება შემობრუნდესო, ვისეირნეთ ცოტა მე და დიმამ, ვეფერეთ ორივემ ვეხვეწეთ მოტრიალდიო და ისევ შევედით და ისევ ამაოდ
    მოკლედ პარასკევს დამიბარა თავიდან, იმედია ზეგ მაინც გამოჩნდება
    ხოდა რაღაც დებილურ ხასიათზე ვარ :)

  12. keti says:

    კი, ეს ცვეულებრიოვი კიტხვაა:))
    ასაკის მიუხედავად ასე სვამენ კითხვას – მაგალითად, გათხოვილი არის თუ არა და ეს ქალიშვილია თუ არას ნიშნავს :დ:დ

  13. fiqro says:

    sad naxulob aseT eqimebs , gishin viyavi ginelokogtan da anamnezs rom avsebda pirdapir mkitxa regularuli partniori Tu gyavso, yovelgvari ChaxiTxitebebis gareSe, arc aravin maxlavda da arc beReds ar vatareb

  14. bigcrow says:

    ბოლო დიალოგი :ლოლ:
    მეგალოლ, ეპიკლოლ :)

    ელზა :user: <3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s