Family life

თუ გინდა, რომ შენს სიზმარს მოუსმინოს
ვინმემ, უთხარი, რომ ის გესიზმრა.
და მერე სადმე გაკვრით ახსენე.
(с) Paranoichka/ბარბი/ჩემი და

გუშინ საშინელი სინდისის ქენჯნით გავიღვიძე.

ორი სიზმარი მესიზმრა, პირველი სოციალურ-პოლიტიკური – მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი თავს დაესხა იმ უბანს, სადაც გავლით ვიყავი რატომღაც და სულ გადაწვა და გადაბუგა. უბნის პოლიციელი კი, ვინც ნანგრევებიდან გამოღწევაში გვეხმარებოდა, მიყვებოდა, როგორ ხუჭავს საპატრიარქო ამაზე თვალებს.

მეორე მძაფრად ეროტიული შინაარსის… ჰაუსთან ვიყავი (ჰიუ ლორი, House M.D., ყველამ იცით). ბევრი სეკსების მერე განმიცხადა, რომ არჩევანი უნდა გააკეთოო, ან მე ან კიბორგაო, შენი ზაპასნოი პაკრიშკა ვერ ვიქნები ამხელა კაციო (სიზმრის ეს ნაწილი ინგლისურად მიდიოდა, მაგრამ აი “ზაპასნოი პაკრიშკა” როგორ ჟღერდა, ვერ ვიხსენებ). იმის გამო, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და ასევე იმის გამო, რომ ცოტა არ იყოს ბებერია ეს ჩვენი ჰაუსი და სეკსი კიდევ უკვე გვქონდა, კიბორგასთან დარჩენა გადავწყვიტე.

მოკლედ, გავიღვიძე ნაღალატევი შეგრძნებით, სინდისის ქენჯნით და სასწრაფოდ დავიწყე კარტოფილის შეწვა კიბორგას გულის მოსაგებად. თან სადღაც შუაში, როცა დავრწმუნდი, რომ არ შიოდა, მოვუყევი სიზმარი და ბოლოს ამაყად – მეთქი შენ აგირჩიე და არა ჰაუსი, აი რა კარგი გოგო ვარ!

კიბორგას რეაქცია: – დურაკი ხარ, რა დურაკი ხარ! [ხელებს იქნევს] ჰაუსი აგერჩია! მე გაგიგებდი!!!

hugh_laurie

P.S.: ბლოგზე მარჯვნივ საიდბარში ორსულობის პროგრეს-ბარი დავამატე, შეამჩნევდით. დამატებისას ვფიქრობდი, როგორ გაბედნიერდება-მეთქი კიბორგა ბლოგზე ყოველი შემოსვლისას. აი, სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება სამყაროს აღსასრულამდე!

Get your Pregnancy Ticker

This entry was posted in pregnancy and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

21 Responses to Family life

  1. unaamarga ამბობს:

    მეც მქონდა ერთხელ რაღაც მსგავსი შემთხვევა, მესიზმრა, ვითომ ჩემი სატრფო მივატოვე და არც მეტი და არც ნაკლები გაქცევის მაიკლს მივყვებოდი ცოლად (არადა არც სერილზე ვაფანატებდი დიდად და არც მილერი მომწონს მაინცდამაინც :D), გაქანებული ქართული, მამა-პაპური ქორწილი გვქონდა ვითომ და ეს მაიკლიც სულ ქართულად ატრიალებდა ყანწებს. ხოდა, მერე ვინანე ვითომ და ისვე ჩემს კაცს დავუბრუნდი, იმანაც მაპატია და ერთად ბედნიერად ვცხოვრობდით :D

    ეს სიზმარი ჩემს აწ უკვე ყოფილს რომ მოვუყევი, საშინლად აღშფოთდა, როგორ თუ გაპატიეო! :D

  2. Cyborg ამბობს:

    “მე გაგიგებდი” არა მერაბას ტრაქტორი.

    ჩემი რეპლიკა იყო: “ბლია, რა იდიოტი ხარ, მე ჰაუსს ავირჩევდი!”

    გაგიგებდი და, “ო ჩემო ცისფერთვალება ესმერალდა, შენი გულისთვის ჩანჩქერში გადავეშვები” და სხვა რომანტიული შეძახილები…

    დაიმახსოვრეთ: ყველა ქალი ბაბაა რა

    რამანწიკა უჩქეფთ არტერიებში სისხლის მაგივრად…

    სიზმარს რაც შეეხება: რატო მე კიდმანი არ მესიზმრება ამის დედა ვატირე… არც ფეხმძიმედ არა ვარ და ხელსაც არაფერი შემიშლიდა არჩევანში… :დ

  3. LadyCrow ამბობს:

    ერთ-ერთ პოსტში მეწერა ადრე მგონი, დილით ცოტა ხანს რომ გყვება ხოლმე განწყობა, თითქოს მართლა გააკეთე, ეგრე დამემართა და თან ისე, რომ ჩემს ექსთან ვუღალატე ჩემ კაცს და რამოდენიმე დღე დამნაშავის თვალებით ვიყურებოდი :დ არ მომიყოლია ოღონდ, ისე მრცხვენოდა :დ

  4. piccolina ამბობს:

    მდაააააა
    სიზმრების შინაარსები მომეწონა )))
    არა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი კიდევ მესმის, ახლოსაა მაინც და ეს ჰიუ ლორი რაღამ დაგასიზმრა. დაგსიზმრებოდა ვინმე, ვინც უფრო ახლოს არის, მაგალითად, კაკულია. თან იცი, რომ ამას და მის მიმდევრებსაც უყვარხარ და ფრუსტრირებული არ გაიღვიძებდი

  5. bas ამბობს:

    loooooooool

    au kiborga glijavs :D magari kacia :D

  6. keti ამბობს:

    ეს პროგრეს-ბარი კარგი რამ არი:)
    წინა შემოსვლაზე შევამჩნიე – 63% იყო :)

  7. Sophie Golden ამბობს:

    I love you!!!

    ამის მერე ჰიუ ლორი შეგიძლია ჩემთან გადმოამისამართო :ლოლ: მე ბებრები მიზიდავს :D

  8. liliani ამბობს:

    liol
    vaime vicine GGGulianad!!!
    dozi

  9. Cyborg ამბობს:

    sophie
    შენც MILF addicted ხარ?… MILD და DILF :დ

    bas
    კიდმანთან შეგიძლია დამაკონტაქტო?

    • bas ამბობს:

      კიდმანი ჩემი ბავშვობის ოცნებაა და ჩემთვინ მინდა :)

      შენ გყავს მანდ და ეგეც გეყოფა :D

  10. ნინა ამბობს:

    აი მე რატო არ დამესიზმრება ჯოში? :ს

    უეე.. ისე სიზმარს რა აზრი აქვს,კარგით რა :|

  11. Sweety ამბობს:

    მე მხოლოდ ვირთხები.. კიარადა ქალები და ქალები მესიზმრება. :D

  12. Cyborg ამბობს:

    Sweety
    wanna share some? – წლებია თითქმის არასოდეს არაფერი არ მესიზმრება (means არ მახსოვს რო ვიღვიძებ…) – ხოდა მაიტა ერთი ორი ქალი სიზმრებიდან…

    ნინა
    როგორ არა აქვს, სიზმარი არის შენი ტვინის ნამდვილი სურვილების განსახირება! :დ

    ანუ დოდის ეხლა მოსწონს “ვოზრასტში შესული, იდუმალი გამომეტყველებიანი ექიმები” და არა “ტინგიცა, ცანცარა, მუდმივად თინეიჯერი, პატარა სათამაშო დევუკები” (ბოლო დახასიატება ეკუთვნის Avto SUNSTRIKE-ს). ტაკ ჩტო წავედი გადავიკიდო ფონეიდოსკოპი და წავუკოჭლო ცოტა შიგა და შიგ.

  13. თაზო ამბობს:

    აი, გულიანად ვიხალისე.
    …და ჩემი სიზმრები გამახსენდა.
    თვალის დახუჭვა და მოგზაურობის დაწყება ერთია რა….
    ყოველ ღამე ისეთ უცნაურ და თან რეალურ სიზმრებს ვნახულობ, გაღვიძებულს სიზმარი მართლა რეალობა მგონია.

    საილუსტრაციოდ ერთს გავიხსენებ: ვარ “სადღაც” ლოს-ანჯელესში ძაან ტაკოი წვეულებაზე. კიდმანი, მონიკა ბელუჩი და მოკლედ, ვინ არა არის…მე კიდმანთან ერთად ვწრუპავ ვისკის. ამ დროს მოდის მონიკა ბელუჩი და გვეკითხება: ვაა, თაზო, ნიკოლ, ოჯახში როგორ ხართო…. და დავიწყეთ ოჯახურ ამბებზე საუბარი. ბოლოს მე და ნიკოლმა სახლში დავპატიჟეთ ძვირფასი მონიკა…

    რომ გავიღვიძე, მეგონა სიზმარში ვიყავი და ვფიქრობდი, აუ, ახლა რომ გავიგვიძებ, ნიკოლს მოვუყვები, რომ ძაან უცხო და ღარიბული სახლი დამესიზმრა და ხომ არ იცი რას ნიშნავსთქო…

    ჯერ ვერ მოვუყევი ჩემი სიზმარი. შემდეგ ჯერზე აუცილებლად ვეტყვი :)

  14. Cyborg Mcloud ამბობს:

    თაზო
    ფილს გიხდი, სიზმრები მომყიდე, ან მომაქირავე…

    სიზმარია ეს სიზმარი, გუშინ შენ და შენს(გახი გაუსვით) კიდმანს ბელუჩისთან threesome-ის მერე ჩაგეძინათ და რო გაიღვიძებ ეხლა ორივეს მოუყვები რო რაღაც მარაზმ ქვეყანაში გეგონა შენი თავი და რაღაც უაზრო თეთრ ბლოგზე პოსტავდი რაღაცეებს, და კიდმანი გეტყვის “აი მაგიტო მიყვარხარ რო ფანტაზიორი ხარო” და ბელუჩი დაგცინებს რა კოშმარები გესიზმრებაო…

    სუ ვიძახი – შექმენით მატრიცა სადაც საჭმელი უფრო გემრიელია, ქალები უფრო ლამაზები არიან, მომიატეთ ერთი 10 სანტრიმეტრი სიმაღლეში და მიმაერთეთ სუ ნუ დამანახებთ რეალურ სამყაროს ამ სამყაროს დედაც… :დ

    წავედი ზვიგენასთან ნაწილში ხვალამდე ფიფალ.

  15. Katten Försvann ამბობს:

    სიზმარზე ბევრი ვიცინე. ნეტა ჰაუზი რომ აგერჩია რა მოხდებოდა? :ჵ

  16. BlackGlance ამბობს:

    დაახლოებით ესეთი შინაარსის სიზმარში აღმოვჩნდი წუხელ. ოღონდ თან ვმოგზაურობდით.
    ბიგ ბენი ვნახეთ და რაღაც დიიიდი ტაძარი. ხოდა ყველაზე საინტერესო მომენტში გამეღვიძა :-P

  17. გამოხმაურება: Family Life « ბლოგზმანება

Leave a reply to keti კომენტარის გაუქმება