მხოლოდ საქართველოში

უცხოელი მამა ბავშვს ასწავლის ფულის შოვნას, ქართველი – გინებას. ამიტომაცაა რომ უცხოელები ფულს შოულობენ… ზატო ქართველები ამ ფულიანებს ვაგინებთ…
(c) Spieler

დილით კიბორგას დრახადრუხმა გამაღვიძა (სტრაიკზე მიდიოდა) და ძილბურანში ვიფიქრე, აუ რა კარგი საბლოგე ფიქრია-მეთქი. რა იყო “კარგი საბლოგე ფიქრი”, კარგად ვეღარ ვიხსენებ, იმიტომ რომ ეგრევე ჩამეძინა, თუმცა კავშირში იყო ლამაზ ქალთან, მახინჯ ცოლთან და საქართველოსთან (ნუ რაღაც დაახლოებით ასე – არსებობენ ლამაზი ქალებიც, მაგრამ შეუხედავებიც მოჰყავთ ცოლად, უყვართ და ეფერებიან. არსებობს კარგი ქვეყნები, მაგრამ საქართველოც შეიძლება გიყვარდეს).

ფორუმზე ერთი თემა გაიხსნა ამასწინათ, სათაურით “სუფთა ქართული პონტი” და აქაურობისთვის დამახასიათებელ მოვლენებს-ფრაზებს პოსტავდნენ. საკაიფო თემა იყო, რა თქმა უნდა, ვაიპატრიოტების შემოვარდნით და “თქვე უსინდისოებო, რა გააწყალეთ გული საქართველოს ლანძღვით, თუ არ გინდათ – სხვაგან წადით” მონოლოგებით, რაც აბსოლუტურად შეუსაბამო იყო ასეთ ჰუმორულ თემაში.

მოკლედ, აქ ამოვკრიბე ის “მხოლოდ საქართველოში”-ები, რაც განსაკუთრებით მომეწონა. მესმის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოში არ ხდება, სხვაგან წასვლასაც ჯერჯერობით არ ვაპირებ.

* * *

სიგარეტი დამიტოვე ბრატ!
ზარი გამაშვებინე ბრატ!

ჩემს ქალიშვილს მეორე ბიჭი რომ ეყოლა…

რა ლამაზი ბიჭია, გოგოებმა არ მოიტაცონ!
აბა პასპორტი მაჩვენე!

გამოცდაზე ლექტორი: – რა ქულაზე მაბარებ?

მხოლოდ საქართველოში შეიძლება შუა ქუჩაში ორმა ყანამ მანქანა გააჩეროს, მანქანებიდანვე საუბარი გააბან და ორივეს უკან ათასი მანქანა გაიჭედოს და გზა ჩაიხერგოს (დიდი ხანია ბიჭებს ერთმანეთი არ უნახავთ და რა იყო მართლა რა მოხდა კაცო ეე).

მიწისქვეშა გადასასვლელში რომ ყველას ეშინია ჩასვლა და თუ ჩავიდა და რამე არ მოუწიეს, ყველა ვარიანტში საშვილიშვილოდ თვალებდაფსებული რომ ამოვა შარდოვანას ანაორთქლისგან.

შუაღამისას როცა იცი რომ ბევრს სძინავს გარშემო, რომ დადგები და აი შენი კაი ბიჭობა რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცო ბოლო ხმაზე რომ ჯიბრზე იბღავლებ პირუტყვივით ან ვინმე მანქანით რომ მიაკითხავ ასევე ღამით და აწევ იქაურობას გაბმული სიგნალებით და სტვენით (როცა მობილური გაქვს და ადამიანურად შეგიძლია დაურეკო იმ შენს ძმაბიჭს და ჩამოეთრიოს).

“მხოლოდ საქართველოში დადიან პანაშვიდებზე იმის სანახავად, ვინ როგორ ” იტირა” – ცოლმა მაგრად იტირა, მაგრამ რომ ადგა ბიძაშვილი და იტირაააააააააა, ყველა აატირა, ქალო” და ა.შ;

დასავლეთში ჩვენთან  ჩაიყვანეს თანამშრომლის ქმრის სამძიმარზე გაეროს იქაური ოფისის წარმომადგენელი, ხოდა რომ დაინახა თავისი უფროსი, იმ ქალმა მანამდე რო დაჰკიოდა მის ქმარს “ვუუუუუუუუიიიიიიი ადექი ვიტალიიიიიიი, ახლავე ადექი მე შენ გელაპარაკები”-ო, ამ უცხოელების დანახვაზე  უარესად აკივლდა – “სთენდ აფ ვიტალი, ოფენ იორ აიზ ვიტალიიიიი, მე შენ გელაპარაკები, ლუქ აგერ ვინ მოსულანო” – რომ გაქუსლა  იმ უცხოელების ჯგუფმა შეშინებულებმა იქიდან… ალბათ ვუდუს რომელიღაც რიტუალი ეგონათ.

მხოლოდ საქართველოში იხდიან 300 კაციან ქორწილებს ვალით;

ეს გოგო გიყვარს თი ტყ….. ძმაო.

საქართველოში კაცს აქვს ცოლის ღალატის უფლება “კანონით მინიჭებული”.

მხოლოდ საქართველოში შეიძლება მის საქართველო “ტოტალურად არაქართველი” იყოს და თანაც არავითარი ” მის”.

“ყავის სახლში” ხინკალი, ქაბაბი, ოსტრი იყიდება და ყავა არ არის.

ერთი და იმავე “მარშუტკის რეისის” მღოლი ერთმანეთს რომ შეხვდება გზაზე, საპირისპირო მიმართულებით როდესაც მიდიან და უსიგნალებენ ან ხელს უწევენ.

მხოლოდ საქართველოში შეიძლება პროწივზე გადახვიდე და უკნიდან დაგარტყან.

მხოლოდ საქართველოში როდესაც ფეხით გადადიხარ ცალმხრივი მოძრაობის გზაზე – ორივე მხარეს უნდა გაიხედო.

მხოლოდ საქართველოში გოგო ქალიშვილია, მაგრამ სექსი ჰქონია.
მხოლოდ საქართველოში ნაცნობი თუ შეგხვდა ტრანსპორტში, უნდა გადაუხადო. არავინ იცის რატომ, მაგრამ უნდა გადაუხადო – ეს აქსიომაა.
მხოლოდ ჩვენ ვაჟკაცების თვალით ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე გოგო იძლევა და ქართველი გოგო – არა, ტი შტო, როგორ მოგცემს, ქართველები ხომ დაკვირტვით ვმრავლდებით.
მხოლოდ საქართველოში სხვისგან არ გასდით, მაგრამ თვითონ აგინებენ საკუთარ დედას.
მხოლოდ საქართველოში ყველა ადნაკლასნიკებშია და ყველა ამბობს რო გოიმობაა.
მხოლოდ საქართველოში მარხულობს გოგოების გარკვეული კატეგორია იმისთვის, რომ წონაში მოიკლოს.
მხოლოდ საქართველოში ადამიანს შეიძლება საჭმლის ფული არ ქონდეს, მაგრამ ჯიბეში უიობრესი მესამე თაობის მაბილნიკი ედება.
მხოლოდ საქართველოში მიდიან სრულებით უცხო ადამიანთან ტექსტით – ბრატ, სიგარეტი არა გაქ? და ის ვალდებულია რომ მისცეს. ეს აქსიომაც ისევე გაურკვეველია, როგორც ტრანსპორტში გადახდის.
მხოლოდ საქართველოში გრძელი თმა თუ გაქვს – გეი ხარ, მაგრამ თუ გრძელი თმა გაქვს  და კეპკა ამავდროულად თავზე  – დეზლი ხარ.
მხოლოდ საქართველოში ტატუ თუ აქ გოგოს – ის კაცთანაა ნამყოფი და იასნია შენც მოგცემს იმიტომ, რომ თუ 1 კაცთან არის ნამყოფი – ხო იასნია რომ ყველას აძლევს.
მხოლოდ საქართველოში ყველას უყვარს გალაკტიონი, მაგრამ ნახევარზე მეტს არც ერთი ლექსი არ წაუკითხავს, მეორე ნახევარს კიდევ გალატიონი ჰგონია.

მხოლოდ საქართველოში მიდიან არჩევნებზე, რიგში დგანან, წვალობენ, მოდიან უკან და ფიქრობენ, რომ მაინც ჩააწყობენ და რატომ ვიწვალეო.
მხოლოდ საქართველოში სექსის მერე სიგარეტს ეწევიან და არ გააბაზროო ამბობენ.

მხოლოდ საქართველოში ჰგონიათ, რომ ყველა რუსი და უკრაინელი ქალის ნატვრაა ვინმე ქართველი გამოიჭიროს და მასთან სექსით დაკავდეს.

მხოლოდ საქართველოში ანატომიის გაკვეთილზე არ აყოლებენ ქალისა და კაცის ორგანოების აღწერას იმიტომ, რომ უზდელობაა და წიგნში ვინც ეს დაწერა და დახატა იმას “გაუხმეს ხელი”.
მხოლოდ საქართველოში PlayBoy წამგებიანი პროექტი გამოდგა.
მხოლოდ საქართველოში შარდენზე თუ ზიხარ და ყავას სვამ – ძერსკი ხარ და თუ დიღმის ტრასაზე რომელიმე რესტორანი დახურე – ბანძი, იმიტომ, რომ მაგ ფასად შარდენზე შეგეძლო 3 პორცია პიცა და 2 პორცია ცეზარი გეჭამა.

მხოლოდ საქართველოში შეიძლება გყავდეს შეყვარებული 3 წლის განმავლობაში და მაინც გჭირდება ქალებში სიარული იმიტომ რომ ჯერ ქორწილი არ ყოფილა.
მხოლოდ საქართველოში “ფასტფუდს” აზაკაზებ და 20 წუთი ელოდები.

მხოლოდ საქართველოში შეიძლება მათხოვარმა ფული ისე აგრესიულად გთხოვოს, რომ ძალადობის აქტში გაატარო.
მხოლოდ საქართველოში იმართლებ მათხოვართან თავს იმის გამო რომ ფული არ გაქვს.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება გოგოს ელვის პრესლიზე მაგარი ბაკენბარდები ჰქონდეს და მაინც მოდელი იყოს.

მხოლოდ ქართველს შეუძლია ერთჯერადი ცხვირსახოცი მრავალჯერ იხმაროს.
მხოლოდ საქართველოში არსებობს ისეთი გენიალური პიროვნება, როგორიცაა შალვა ნათელაშვილი.
მხოლოდ ქართველ მშობელს შეუძლია უთხრას შვილს, რომ მოწევა ცუდია,  წინადადების ბოლოს კი სიგარეტს მოუკიდოს და ნაპასი ამოარტყას.

მხოლოდ საქართველოში ქალიშვილობა დაუფასებელია მაგრამ თუ პლასტიკურ ქირურგებს ვკითხავთ – მხოლოდ 200 ლარი ღირს.

და ბოლოს – მხოლოდ საქართველოში ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოში ხდება.

პ.ს: განსაკუთრებული მადლობა Death Bringer-ს.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

41 Responses to მხოლოდ საქართველოში

  1. Manoni says:

    exla vipove es saiti da dzalian vixalise

  2. piccolina says:

    loool
    წაკითხული მაქვს ესენი, მარა ეს სფეშალ მარგალიტები და თან სულ ყველა ერთად მაინც ასწორებს რა )))

  3. Jason says:

    მგონი ეს კულტურა ნელნელა კვდება. უცნობთან ერთად:-)

  4. bas says:

    ბოლო 100000000%-იანია :)

  5. OTO says:

    ”ქართველები ხომ დაკვირტვით ვმრავლდებით”

    GOOD POST DODKA : )

  6. hexe says:

    მიყვარს ეგ თემა ფორუმზე
    მეც მაქვს ამოკრეფილი მარგალიტები და სულ 37 ფურცელია
    წიგნის გამოშვება შეიძლება :)

  7. A_R_E_S says:

    მხოლოდ საქართველოში შეიძლება პროწივზე გადახვიდე და უკნიდან დაგარტყან

    =)))))))))))))))))))))

  8. utvino says:

    აუ აუ ლოლ
    რა ტრაგედიაა :D

    • bas says:

      ყველაზე დიდი ტრაგედია ესაა:

      ”მხოლოდ საქართველოში ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოში ხდება.”

  9. ყველაზე კარგი ბოლო ფრაზა იყო. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, სიმართლე გითხრა. გული მწყდება – ქალიშვილებზეც, ბაკებიან მოდელებზეც, პანაშვიდებზეც, შოუს რომ ჰგავს… მაგრამ მიყვარს ეს საცოდავი ქვეყანა, ისე მიყვარს. ახლა თუ დავიწყე…… :( დღეს მთელი დღე ისედაც ტირილის მიზეზს ვეძებ და I got it :|
    ერთს დავამატებ, რა დოდი, პატარა ბითურულ შეგონებას: ქართველებს ერთმანეთი უცხოელებზე მეტად რომ უყვარდეთ, რომლებსაც თან გადაჰყვებიან და მათ რომ ასიამოვნონ, ბანკიდან კრედიტს აიღებენ, ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც “მხოლოდ საქართველოში” არ არის :| აგრესიულები და ბოღმიანები რომ არ იყვნენ ერთმანეთის მიმართ :( უცხოეთში რომ ვცხოვრობდი, ისე მწყდებოდა გული, ქართველები ერთმანეთს სამუშაოებს ართმევდნენ და ლამის პოლიციაში უშვებდნენ, ვისაც საბუთი არ ჰქონდა… მერე სუფრაზე დასხდებოდნენ და ვაჟკაცობისას სვამდნენ.
    ჩემი ნება რომ იყოს, ბლოგიდან არ გავიდოდი მთელი ცხოვრება :(

  10. მხოლოდ საქართველოში შეიძლება სანაგვე ყუთს დააწერონ, ნაგავი შიგნით ჩაყარეთ და არა გვერდზეო :))

  11. LadyCrow says:

    სოციოლოგიის ლექტორმა დაგვავალა წინა სემესტრში, მოიფიქრეთ ისეთი რამეები, რაც მხოლოდ საქართველოში ხდებაო და მაშინვე მაგ თემაში შევვარდი. ამოვკრიფე ყველაფერი , თან პახოდუ აწყობდა ფორუმიდან შეგროვილი, იმიტომ, რომ ხალხის აზრი ეს არის, ხოდა დავუპრინტერე და ბოლოში დიიდად და ბოლდით ეწერა ზუსტად ეგ, რომ მხოლოდ საქართველოში ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოში ხდება. : )))

  12. Nymphetamine says:

    ესეც გენიალურია
    ლევმა დაპოსტა ))))))))

    მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ, უბრალოდ ცოტა უფრო ნიჭიერი © უცნობი

    იმათ აქვთ სხვა ფსიქოლოგია – დილით გადიან, მუშაობენ… და ჩვენ კი სხვა ვართ © უცნობი

    ამერიკის ასაკის თუთის ხე მიდგას ეზოში © უცნობი

    მარხვას რომ არ დაიცავ ამის დედა ვატირე © უცნობი

    უფალო, მაპატიე, რომ სიგარეტი მიჭირავს და ისე გელაპარაკები © უცნობი

    ქრისტე მოვიდა და ადამიანს უთხრა: “შენც შეგიძლია იყო ჩემნაირი, ყოველ შემთხვევაში იჩალიჩე რა” © უცნობი

    ჩავიხადეთ, გადავიკუზეთ და მოდიიიიიით დავიყვირეთ © უცნობი

    ჩემი დედა მოვტYYYY თუ არ დაგვბომბონნნნნნნნნნნნნნნნ © უცნობი

    მაინც გიჟს მეძახიან და ბარემ ბოლომდე ვიყო გიჟი © უცნობი

    ილია არაა ჩემი კუმირი © უცნობი

    გიორგი თარგამაძე იყო ჩემთვის მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლო სიმართლისთვის © უცნობი

    მე ამერიკას ჯეფერსონებით და ლინკოლნებით ვიცნობდი და ეს მეთიუ ბრაიზა რა ჯანდაბაა © უცნობი

    შევარდნაძის დროს კარგად ვცხოვრობდით, ჩახუტებულებიც ვიყავით… რუსებმა კიდევ იმიტომ დაგვარტყეს, რომ ჩვენ ვუკიკინებდით © უცნობი

    დავუშვათ შეხვედი რესტორანში და სხედან კანადელები, ევროპელები, ამერიკელები და რუსები. ვისთან დაჯდები? ხო რუსებთან დაჯდები? © უცნობი

  13. Rocko says:

    ბოლო ფრაზის დაწერას ვაპირებდი პოსტის კითხვისას :D
    ახლა რა დავწერო?

  14. თაზო says:

    “ჩემი ნება რომ იყოს, ბლოგიდან არ გავიდოდი მთელი ცხოვრება”

    ვიზიარებ სოფის განწყობას…

    და კიდევ, არ ღირს ამ ყველაფერის ტრაგიკულად აღქმა, იუმორი ყველაფერს შველის. ამ ყველაფერზე უბრალოდ გაიღიმეთ და ეცადეთ არ გაიმეოროთ….

  15. joe says:

    shens blogze naxevarze meti postebi sakartvelos da kartul girebulebebs gmobs, akedan gamomdinare, ratom ar ginda jerjerobit akedan casvla?
    tu ar shegidzlia jerjerobit?:)

    • bas says:

      რომელი ქართული ღირებულება რომელსაც გმობს დოდი? :)

      ის რაც დღეს ქართველებს ქართულ ღირებულებად მიაჩნიათ იმის 90% სულაც არაა ქართული – არამდე რაღაც კვაზიკოქტეილია სხვა და სხვა კრეტინული კულტურების ნალექის.

      დროა ქვეყანაში ღირებულებების გადაფასება დაიწყოს და გაერკვეს ხალხი რა არის ქართული და რა არა.

  16. Cyborg says:

    joe
    უნდა წასვლა იასნია, პროსტო ეხლა ისეთი მდგომარეობა აქ ერთი ორი წელი ვერ წავა.

    რომ არაფერი ვთქვათ იმაზე რაც bas-მა აღნიშნა – რომელ “ქართულ ღირებულებას გმობს” დოდი? – (რო გამოვტოვოთ საკითხი ‘კი მარა რა არის ქართული ღირებულებები’) – ენას არ გმობს და პირიქით – წერს რო ვერ იტანს რო ამახინჯებენ, რავი – ქართველი კაცები მოსწონს, ქართველი ქალები – მოსწონს, მოსწონს ის რო სწრაფად ვვითარდებით და საინტერესო ცხოვრება გვაქ.

    ხოდა რავი შენ არ გმობ იმას რო პროწივზე გადასვლა ჩვეულებრივი ამბავია? – ან გამოცდაზე რო ლექტორს ყველაფერი კიდია თუ ეტყვი “7-იანზე გაბარებთო” (10-დან) – შეიძლება ნიშანი პრიამა დაგიწეროს?

    ხოდა…

  17. საქართველო არწივების დედა მშობელი
    სტალინის და სააკაძის წარმომშობელი (c) ვიგინდარა :P

  18. TT+ says:

    და…. მხოლოდ საქართველოში, მეზობელთან რომ შედიან ერთი თავი ხახვი მასესხე ხვალამდე, ერთი ჭიქა შაქარი ან ცოტა მარილიო და მერე არასოდეს უკან არ აბრუნებენ ეგ გამორჩათ ფორუმელებს?

  19. bas says:

    გუშინ მე ვნახე ერთი რამე, აი მანდ რომ მენახა ვიფიქრებდი მარტო საქართველოში ხდება თქო :)

    კაროჩე ერთ-ერთი კლასი შემომტენეს ამ სემესტრში, საერთო კლასია Honors პროგრამაში ჩართული სასტავის და ნუ ჩვეულებრივი ხალხის :) ჰოდა გუშინ ქონდათ ამ ონორებს დაჯილდოვება. მათ შორის იყო წინა სემესტრის ხალხიც. ჰოდა ერთი სირ-აქლემა ნაშა დამიჯდა გვერდით, მე მეძინება თან სლეზე მკიდია ვიღაცების დაჯილდოვება, თან ვნერვიულობ შატლზე არ დამაგვიანდეს თორე მერე ერთი საათი კიდე უნდა ვიცადო და კაროჩე თვალებს ვაცეცებ რა აქთ იქეთ. უცებ ვამჩნევ სკამის ქვეშ ფეხსაცმელს – მერე უცებ ამ ფეხსაცმელს მეორე ამოუდო გვერდით. ეგრევე დავწვი რაც ხდებოდა – რო გამოიძახებდნენ ჯილდოს ასაღებად, კარგი ფეხსაცმელებით უნდოდა გასვლა. კაროჩე ვუყურე ამ გამოცვლის პროცესს – ძაან მაგარი იყო. თევზურად რომ ეჭირა თავი, ვიღაცებს უყურებდა, უღიმოდა, წელში გამართული იჯდა და ჩაცმას ჩალიჩობდა :) ბოლოს მოახერხა როგორც იქნა. კი ვიკაიფე მაგრად, მარა მერე შემეცოდა – რატო არ ვიცი, მაგრამ ჩემს თავს დავასხი მერე ჯაჯმენტის გამო :D

  20. giaure says:

    :boli:

  21. bek says:

    მხოლოდ საქართველოში შეიძლება სანაგვე ყუთს დააწერონ, ნაგავი შიგნით ჩაყარეთ და არა გვერდზეო :))

    an bagis gobeze gaakran warwera nagavs shignit nu gadayrito :)

  22. Michinio says:

    ვკითხულობ ამ ყველაფერს და გული მწყდება :( რა თქმა უნდა არის ჩვენს ტრადიციებში რაღაც, რაც თითქოს “აქტუალური” აღარაა დღეს, მაგრამ, ეგეც კი ხაზს უსვამს ქართველი ერის ალალ მიამიტობას.. უბოროტო და კეთილი ხალხი რომ ვართ, იმიტომაც 15 წელიწადში უტირეს ყოფა ჩვენს ტრადიციებს და ეროვნულ შეგნებას, თქვენ რომ “მენტალიტეტს”ეძახით. არადა საუკუნეები დაჭირდა ამ ყველაფერს, ცუდის გადაგდებას და ჭეშმარიტი სიწმინდეების ჩამოყალიბებას.. “არა იმრუშოს” “ქალიშვილობის ინსტიტუტს” ეძახით! არ გრცხვენიათ? პანაშვიდზე, ადამიანს ბოლომდე რო უნდა გამოიტიროს თავისი მკვდარი და სტრესით დასუსტებული გონებით შეიძლება რაღაცა ცოტა არაადეკვატოური რომ გააკეთოს ეგ დანაშაულია? ტრანსპორტში რო ნაცნობს გადაუხადო და პატივი სცე, დანაშაულია?! ასე პატარა დეტალებისგან შედგება დიადი საქმეები… გალაკტიონია თუ გალაქტიონი რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რო პოეტების მეფეა და ბევრმა ზეპირად იცის მისი ლექსები საქართველოში. გოგოს რო სექსი ქონია და ქალიშვილია, “სექსში” რას გულისხმობთ? წაწლობა ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქართული ტრადიციაა და სიწმინდეებზე დაფუძნებული! სიგარეტის წევა საერთოდ არაა კარგი, მარა რა მოხდა, რო თხოვო ადამიანს, მოყვასს ერთი გინდა სიგარეტი, გინდა ვაშლი, გინდა მეზობელს ჯვერცხი და ფქვილი?! ეგეც იმის მაგალითია რო ქართველებს ერთმანეთის გვერდსი დგომა და ერთმანეთის გატანა გვიყვარდა ყოველთვის. შარდენის და დიღმის ტრასის რესტორნების ამბავი ხო სრული სისულელეა, სხვადასხვა გაგების ხალხი და საზოგადოების სხვადასხვა ფენები ყველგან არსებობს და ზოგჯერ გადაიკვეთება კიდეც. მშობელი რახან სიგარეტს ეწევა, რა არ უნდა ურჩიოს შვილს რო არ მოწიოს? კაკრას რო ეწევა, იმიტომაც ურჩევს!!

    მოკლედ, მართლა გული მწყდება, სადამდე მიიყვანეს ქართველი ერი ამ რავიცი სექტანტებმა თუარა, საერთოდ ურჯულო და უსამშობლო სატანისტებმა!!! :(

  23. chaotic says:

    აი, ლოლ…

    მაგალითი ხარ პარადოქსის, კერძოდ: არა იმრუშო მარტო მდედრობით სქესზე არ ეწერა მანდ და “ქალიშვილობის ინსტიტუტი” რომ “მენტალიტეტი” გახდა და არა რწმენიდან გამომდინარე, ეგ უფრო სატირალია, ვიდრე ეს ღაღადისი. თავად გაგეთავისებინა ეგ “არ იმრუშო”(რადგან ვგონებ, რომ მამრობითი სქესის ბრძანდები) და მერე გეკითხვა მორალი, ქალმა როგორ უნდა იცხოვროს.

    ისიც ფრიად მენტალიტეტს შეეფერება, ცოლები სახლში რო უზით და საყვარლებში დარბიან… :D

    :ehh:
    :არაფერიგვეშველება:

    • Michinio says:

      უცოდველი არავინაა.. მეც, რა თქმა უნდა მიმრუშია, რა დასამალია, მაგრამ რაღაც პერიოდის წინ გავიაზრე ეს ყველაფერი და ეხლა ვცდილობ მაქსიმალურად რწმენისა და რჯულის კანონებით ვიცხოვრო, რამდენადაც საერო ადამიანისთვისაა შესაძლებელი. სულ მცირე 10 მცნება მაინც რომ დაიცვა ადამიანმა, ეგეც დიდი მადლია. რაც შეეხება “ქალიშვილობას”, ეგ თქვენს მიერ ნახსენებ ციტატებში თუ არც კი ვიცი რა დავარქვა, იქ იყო და მაგიტომაც აღვნიშნე მე.

      და რადგან მამრობითი სქესის ვარ, არ ნიშნავს რომ მაინცდამაინც მრუში და გარყვნილი ადამიანი ვარ (ღმერთმა დამიფაროს). მეორეც, არის სხვაობა ქალსა და კაცს შორის და ესეც გასათვალისწინებელია. 2 სქესი იმიტომ არსებობს, რომ ცოტა განსხვავებული პასუხისმგებლობა გაგვაჩნია ქალებსა და კაცებს ღვთის წინაშე, ამას ნუ ივიწყებთ. და საერთოდ ნუ ივიწყებთ ღმერთს ხალხნო, და მოდით გონზე, სანამ სატანის ლუკმები გამხდარხართ. იპოვეთ თქვენ თავში ძალა, რომ დაინახოთ თქვენს გულებში იესო ქრისტეს უდიდესი სიყვარული ნაწილი!

      • CheshireCat says:

        მიჩ, ახალი პარტია ბალახი ჩამოიტანეს? :მო: არ გამომტოვო–თქო, ხომ გთხოვე :მო:

        • ოოოოო, “ია ტაკ ნი იგრაიუ”, შენთან ეგრევე ვიწვები! ვერაფერს დაგიმალავს კაცი… მარა, აღიარე რო მაგრად გამომდის.. ექსპერიმენტია მამენტ: რამდენა დამაჯერებელი შეიძლება იყო იმ თემის სასარგებლოდ გატრაკებაში რაც ნიტო შტო გკიდია, იმენნა არ გევასება.. (ნეტა თუ დავწერე ის, რაც გავიფიქრე ეხლა?)… მართლა მაგარია!

          • CheshireCat says:

            ვისაც ასე თუ ისე, ცოტა მაინც ჰქონია შენს აზრებთან შეხება იმას ვეღარ მოატყუებ )) იმიტომ რომ შემთხვევათა 99%–ში ადამიანებს არ ეცემათ თავში ზეიცური ურო და ისინი არ იცვლებიან 180 გრადუსით. სამაგიეროდ შეგიძლია “მოიგონო პერსონაჟი” და აი მას ისეთი პერსონალიზაცია მისცე სადამდეც ფანტაზია მიგიწვდება ) ენდ იტ’ს ფან დო პორი, დო ვრემენი )

  24. ბანძი ვარ.. ჩემი პორა და ვრემია არ მოსულა ჯერ, მარა მაინც დავიწვი! ჯერ სადა ხარ, მაიცა :)

  25. cncm says:

    mxolod saqartveloshi sheidzleba propkashi gajedilma mdzgholma trotuarze aajras cda tavisuplad gaagrdelos gza:D

  26. NinucaElectro says:

    ეს “მხოლოდ საქართველოში” კარგა ხნის წინ წავიკითხე ერთ-ერთ საიტზე. რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ სხვა ბლოგზე აღმოვაჩინე, ახლა კიდე აქ და გამაგებინეთ საერთოდ ვისი დაწერილია?! : დ:დ:დ

  27. Georgia80 says:

    მხოლოდ საქართველოში ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოში ხდება. es ro wavikitxe davmshviddi :D

  28. Harmony :))) says:

    ყველაზე დიდი ტრაგედია ესაა:

    ”მხოლოდ საქართველოში ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოში ხდება.”)) ees mometsona ,realobaa)) bevri rame guldasatskvetia bevrsac iumorshi gaatareb, magram davamatebdi : MXOLOD SAKARTVELOSHI MOSTSONT KVELAFERI SXVISII (EVROPAS VGULISXMOB) DA SAKUTARI KVELAPERI NAGAVIA!!! magram me mainc miyvras saqartvelo!

    ;

  29. Harmony :))) says:

    da kidev am “mxolod saqartveloshi” gdia yvela saitze… copy kargad mushaobs am qvekanashi :))))

  30. Harmony :))) says:

    Michinio_ vetanxmebi bevr ragacashii magram wanwlobashi siwmindes me ver vxedav ratomgac)) 18s acdi da qalishvili xar e.i goimi xar?? sashinelebaa bevr vitan ase moazrovne adamianebs ) eeg muxli amosagebia am “mxolod saqartveloshi”_dan

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s