Random ფიქრები

* * *

დანაშაული ქართული ენის წინაშე: ბავშვებს მეორე თუ რომელიღაც კლასში რომ ასწავლიან გადაბმულად და მახინჯად წერას. განსაკუთრებით “ო” – რაღაც ორი მახინჯი ხაზი რომაა, |_
ბრრრ…

* * *

არ ვთვლი ნორმალურად ხალხს, ვისაც სექსი აქვს ბავშვის გვერდით [ბავშვი როცა ცალკე ოთახში არ წევს, მოკლედ].

* * *

ფორუმზე ერთმა ქალმა თემა გახსნა და საკუთარი სურვილები ჩამოწერა. შევძრწუნდი, სურვილებს შორის იყო “მინდა თავი დავიფასო, სინამდვილეში ვდნებოდე მასზე”, “მინდა საკოცნელად გამოიწიოს და მე სახე ავარიდო”, “მინდა მიღალატოს 10 წლის შემდეგ და მერე მოინანიოს”. და ამ ყველაფერს დაარქვა “რომანტიკა”.

* * *

კითხვა ფორუმზე:
რა აკავებს ქორწინებამდე სექსს საქართველოში?
გამოკითხვის პასუხები:
რელიგიურობა [ 9 ]  [14.29%]
ქართული მენტალიტეტი [ 54 ]  [85.71%]
გოშას კომენტარი:
მეზობელი ჟუჟუნა დიდი ანგარიშით უპირობოდ ამარცხებს ღმერთს.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

25 Responses to Random ფიქრები

  1. daliela says:

    ბოლოზე ვიხარხარე. ჟუჟუნა ბებოო:) შეგვიწყალე

  2. piccolina says:

    გადაბმულად წერასთან დაკავშირებბით მე პრეტენზიები არ მაქვს, რამდენადაც ნაწერის კითხვა იშვიათად მიწევს ))

    ბავშვთან სექსზე გამახსენდა, ამერიკის შვილშია ეპიზოდი, სადაც მთავარი გმირი სამალავიდან ხედავს პატარა ოთახს, სადაც ცოლ-ქმარს სექსი აქვს და ბავშვები გვერდით საწოლზე სხედან და უყურებენ და იხსენებს, რომ პატარაობაში თვოთონაც ასე უყურებდა თავის მშობლებს, როცა მათ ეგონთ რომ ბავშვს ეძინა და დამბურძგლა მაგ ეპიზოდზე. არადა ბევრი აკეთებს მასე

  3. kuda says:

    გადაბმულად წერაში მივიღე პირველი სამიანი 5 მიღებული სამიანიდან და რის გამო, იცი? ა და ს რომ გადავაბი, წვეტი დამიწუნა მასწავლებელმა, უნდა მოამრგვალოო, არადა წიგნში წვეტიანი ეხატა

  4. tazo says:

    ქართული მენტალიტეტი გამაგებინა რა არის და მერე თუნდაც მოვკვდე :))))))) და კიდევ მაინტერესებს რას გულისხმობენ სუფრაზე მთვრალი ბიძები, როცა “მეობას” ლოცავენ

  5. გოშუ ვ პრეზიძენტი!

    დანარჩენზე: მე კიდე სუ ვფიქრობ როდიდან შეიძლება ბავშვი დაარწმუნო რო მისი საკუთარი აზრის ქონა არ ტეხავს. ანუ მაგრა ნერვები მომეშლება სადმე რო დავინახო რო ისევე იქცევა, იგივრე ფრაზას ხმარობს ან იგივე აზრს ავრცელებს რაც ჩემგან გაიგო, ძაან გულის ამრევია ხოლმე ”კოპიო” ბავშვები რო არიან და ზომბების შთაბეჭდილებას რო ტოვებენ.

  6. Jason says:

    ვწუხვარ რომ მაზოხისტური რომანტიკის კომენტარად ტექნოლოგიური უმწეობის გამო არ შემიძლია ავტვირთო ძველი არტი რადიო 105-ისა პირობითი სახელით ”ჩვენ გვინდა”. ხოლო მისი სკრიპტი ასეთია: მე მინდა რომ ყველა შემხვედრი დედას მაგინებდეს; მე მინდა რომ უბანში ყოველდღე მიპადიეზდებდნენ და მაგრად მცემდნენ ბიჭები; მე მინდა რომ დედისერთა ბოტასები გამხადონ; მე მინდა რომ ჩემმა შეყვარებულმა უახლოეს ძმაკაცს მისცეს; მე მინდა რომ ყველა საქმიდან წაგებული გამოვდიოდე; მე მინდა რომ დასასვენებლად გროზნოში წავიდე; მე მინდა, რომ… მე მინდა, რომ… მე მინდა, რომ… მე მინდა, რომ… (და ყველა ერთად): ჩვენ უბრალოდ, გვინდა ვიყოთ ყ…ეები!!! ლალალალალალაააა… ჩვენ უბრალოდ, გვინდა ვიყოთ ყ…ეები!!!

    ქორწინებამდე სექსს კი უნდობლობაც აბრკოლებს.

    და ნორმალურად თვლი ხალხს, ვინც ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს? მაგათ რა ქნან?

  7. Jason says:

    მაინც მგონია, რომ ფორმუზე თემის გამხსნელი ქალი დაგვცინის. ან ფორუმის საზოგადოებას იკვლევს.

    • ეხლავე მოგეხმარები მაგ პრობლემის გადაჭრაში, არსებობს ბედნიერება, ხუმრობის გარეშე, ძველი რადიო 105-ის საიტი! – სადაც არი ყველა(ნუ ტოტალური უმეტესობა) მათი არტებისა!

      http://www.radio105.wanex.net/

    • ა ვოტ, მუსაობს უკვე, აგე ეგ ართიც:
      [audio src="http://www.radio105.wanex.net/Audio_Arts/Chven_gvinda.mp3" /]

    • ნატო says:

      მეც ეგ გამახსენდა ))) დამასწარი დაკომენტება )

  8. khatia says:

    ორ ხაზიან ო-ს მეც ვერაფერი გავუგე :|

    ბავშვებზე გეთანხმები

    იმ ქალზე და მის სურვილებზე ვერაფერს ვიტყვი, მგონი ჯერ თავადაც ვერ გაუგო თავის თავს ვერაფერი :)

  9. Jason says:

    მადლობელი ვარ Cyborg, ეგ საიტი იმდენ ხანს იყო უმოქმედოდ, მეგონა რომ окончательно მოკვდა. ვიღაც მადლიანს გაუცოცხლებია. Mercy კიდევ ერთხელ

  10. Jason says:

    tazo, ქართული მენტალიტეტი ამ შემთხვევაში მოიცავს:
    1. თავმოწონებას გამოუყენებელი შესაძლებლობებით.
    2. სექსის შიშს
    3. შიშს და გაუმართლებლად დიდი მნიშვნელობის მინიჭებას გარემოს, მათ შორის, უახლოესი ადამიანების (მეგობრების ჩათვლით, განსაკუთრებით ქალებში) რეაქციისათვის.
    4. უუნარობას, დაიკიდო რაღაცეები და სამაგიეროდ ”უნარს” აუცილებლად გაღელვებდეს წვრილმანები
    5. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ეკლესიის გავლენის შედეგი. ეკლესია აცხადებს, რომ ქორწინებამდელი ინტიმური კავშირი ცოდვაა.
    6. კულტურული ტრადიცია, რომ ”სიყვარულსა მალვა უნდა”. პატარა საზოგადოებაში სიყვარულს (ვსმისლე making love) ვერ დამალავ, ამიტომ მასზე უარს ამბობენ.

    ალბათ კიდევ შეიძლება სხვა მახასიათებლების პოვნა. არ ჩათვალო, რომ თვითგვემა მჭირს: თუ გვინდა, ქართულ მენტალიტეტში კარგ შტრიხებსაც აღმოვაჩენთ.

  11. linguistuss says:

    ეს ორხაზიანი “ო” ძირშივე ანგრევს ქართული ანბანის შექმნისას საფუძველში დადებულ იდეას, რომელიც სიმრგვალეში გამოიხატება. ყველა ქართული ასო მრგვლოვანია, შესაბამისად ამ მართკუთხა სიმახინჯის ადგილი ქართულ ანბანში არ არის. ვისაც კუთხოვანი ანბანები მოსწონს, მიმართოს “ლატინიცას”, ან “კირილიცას” და ქართულ ანბანს დაანებოს თავი. იმ მასწავლებელს დავახრჩობ, წინასწარ ვიძახი, მიუხედავად იმისა, რომ არც ცოლი მყავს და არც შვილი ჯერ–ჯერობით, ვინც ჩემს შვილს მსგავსი სიმახინჯით გამოუჭედავს ყურებს და თვალებს…

  12. Jason says:

    კუთხოვან ასოზე ნუ იღელვებთ. ის ფეხს ვერ მოიკიდებს ცხოვრებაში.

  13. Jason says:

    მგონი, არც ერთი ქართული შრიფტი (კომპიუტერისთვის განკუთვნილი) არ იცნობს კუთხოვან ო-ს. ეს ფაქტორი იმდენად ძლიერი მოკარნახეა, რომ ადრეულ კლასებში ნასწავლ კუთხოვან ო-ს მჯერა მთლაინად გამოდევნის. მით უმეტეს, რომ კომპიუტერით ბავშვებიც სარგებლობენ. აი, სკოლაში რარა საჭიროა ამის სწავლება, არ მესმის… ზოგიერთი მასწავლებლის ძველი სიყვარულია, ალბათ.

  14. Tom Sawyer says:

    მეზობელი ჟუჟუნა დიდი ანგარიშით უპირობოდ ამარცხებს ღმერთს.

    ^
    ^
    ^
    გენიალურია.. :D:D ეს რომელი გოშაა?? ლეგენდარული??

  15. CheshireCat says:

    “ფორუმზე ერთმა ქალმა თემა გახსნა და საკუთარი სურვილები ჩამოწერა. შევძრწუნდი, სურვილებს შორის იყო “მინდა თავი დავიფასო, სინამდვილეში ვდნებოდე მასზე”, “მინდა საკოცნელად გამოიწიოს და მე სახე ავარიდო”, “მინდა მიღალატოს 10 წლის შემდეგ და მერე მოინანიოს”. და ამ ყველაფერს დაარქვა “რომანტიკა”. ”

    მინდოდა მიმეწერა, ანალური სექსი სცადეთ–თქო, მაგრამ თავი შევიკავე :გივი: ძალიან მგრძნობიარე ჩანს :D

  16. CheshireCat
    ანალური სექსი? – ღუპავ ადამიანს? – შეჯდებოდა ანალზე…

  17. CheshireCat says:

    ვღუპავ კი არა, მასეთი “დამსაჯე” მიდრეკილებების ქალისთვის კაკ რაზ მისწრებაა xD ისიამოვნებს მაინც )

  18. ჩეშირსკაია
    და აბა მე რა ვთქვი?

    ჰმ…

    – PMS?
    – ვიტამინების ნაკლებობა?
    – სტრესი?

    • CheshireCat says:

      :D ევრისინგზ ფაინ )) მე ვთქვი, რომ ვღუპავ კი არა, კარგ რჩევას ვაძლევ–თქო.. აი მინ, ვინ თქვა რომ “ანალზე შეჯდომა” ცუდია xD

  19. ლინგვისტას (რაღაც “პინგვინა” სავით ჟღერს) დავეთანხმები, როდესაც მაგ “ო” ზე გადავდიოდით, მასწავლებელმა გამოგვიცხადა, ქართულ ანბანში არცერთი კუთხოვანი ასო-ნიშანი არ არის და მე შესაბამისად არ ვაპირებ გასწავლოთო. ასე რომ ამდაგვარი “ო” ჩემს აღქმაშიც კი არ დევს და დღემდე მომყვება უცნაური გაუცხოების გრძნობა, როდესაც სადმე კედელზე მიდღაბნლში ვხედავ ასეთ “ო” ს, ინსტიქტურად ვთვლი რომ იქ ასო საერთოდ არ წერია და კითხვისას საერთოდ ვტოვებ. ის საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ საიდან მოდის ასეთი “ო”, ადრე ფორუმზეც მქონდა მსგავსი თემა გახსნილი, მაგრამ ვერაფერი გავარკვიე.

  20. ნინა says:

    გოშას ვერავინ შეედრება : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s