Bedtime routine

Supernanny-ში ხშირად არის ბავშვების დაძინების პრობლემა, რასაც წარმატებით ებრძვის ხოლმე სუპერძიძა.  მეთოდის პირველი ნაწილია ის, რომ შექმნა ძილისწინა რიტუალი – ანუ მოქმედებები, რომლებიც ამზადებს ბავშვს ძილისათვის, ნუმაგალითად, ძილის წინ ზღაპრების კითხვა, წყნარი მუსიკის მოსმენა და ა.შ.

შემდეგი ნაწილია ის, რომ ბავშვი არ აყანყალო, დააწვინო, ძილინებისა უსურვო და გამოხვიდე ოთახიდან (ან თუ ჯერ შეუჩვეველია და ჭიჭყინებს – დარჩე ოთახში თვალით კონტაქტის გარეშე, არ უნდა უყურო ან ელაპარაკო, უბრალოდ ისე უნდა იჯდე, რომ გხედავდეს). თუ ოთახიდან გამოვიდა, ისევ ამბობ, რომ ძილის დროა, აწვენ ლოგინში და გამოდიხარ. და თუ კიდევ ადგა, ხმისამოუღებლად ჩააწვინო ლოგინში. ასე მანამ, სანამ არ დაიძინებს.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ჩემი ცუდი ძილის მანერასაც ასე ვუშველი-მეთქი გადავწყვიტე. ბავშვზე თუ ჭრის, ნუთუ მე ვერ მოვარჯულებ ბავშვს საკუთარ თავში! ასე რომ შევიმუშავე ძილისწინა რიტუალი:

  1. შხაპი
  2. მაზების წატიტყვნა (სტრიების შემეშინდა უცებ ძალიან, იმიტომ, რომ თურმე ძალიან გავზრდილვარ – საროჩკას ვეღარ ვიკრავ მუცელზე).
  3. თაფლიანი რძის დალევა.
  4. რაიმე სერიალის მხოლოდ ერთი სერიის ყურება.
  5. კომპის გათიშვა და ძილის მცდელობა, თუნდაც ამან რამდენიმე საათი წაიღოს (აქ უკვე “ლოგინში-ჩააბრუნეთ-სიტყვის-უთქმელად” მეთოდს ვიყენებ საკუთარ თავზე).

მოგვიანებით, როდესაც ვწარმატდები დაძინების მცდელობაში, შევეცდები, რომ ეს “ძილის-წინ-რამეს-უნდა-ვუყურო”-ც მოვიშალო და საერთოდ, ლოგინში კომპი არ ჩავრთო ხოლმე.

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to Bedtime routine

  1. mmm ამბობს:

    ჰეჰე : )მაგ Supernanny-მ ჩამითრია და უკვე რამდენიმე გადაცემას ვუყურე : ) განსაკუთრებით ეგ დაძინების მეთოდი მომეწონა , ყველაზე ჰუმანურია და ქართველი ქალების უმრავლესობა რომ აჯანჯღარებს ბავშვებს ხელში ლამის 5 წლამდე მაგას არ გავს : )

    აბა წარმატებები : )

  2. Katten Försvann ამბობს:

    ძილის წინ წიგნის კითხვა თუ გიყვარს?

  3. piccolina ამბობს:

    ბავშვზე გამოსაყენებელ ბერკეტებს (თუ რაც ქვია ) ჯერ შენს თავზე ცდი ხო? :D

  4. Goddess ამბობს:

    ე.ი. მეთოდი, რომელსაც გამოიყენებს ის სათვალეებიანი ნიანკა არის გამოყენებითი ქცევითი ანალიზი, რომელიც ძალიან პოპულარულია ქცევის დარღვევის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით ამერიკაში. ABA ანუ Applied Behavioral Analysis მართლა ძალიან ეფექტურია და ამას ვადასტურებ საკუთარი გამოცდილებიდან (მქონდა ბედნიერება, ერთ დროს, მეწარმოებინა პრაქტიკა ფსიქოლოგიაში). დამატებითი ინფორმაცია ამ მეთოდოლოგიის შესახებ აქაც შეგიძლიათ იხილოთ : http://en.wikipedia.org/wiki/Applied_behavior_analysis

    რაც შეეხება დოდი შენს მიერ საკუთარი თავისათვის შემუშავებულ რიტუალს, გაგიკრიტიკებ :) თქვენის ნებართვით.

    1. შხაპი, პრიემლიმა, მართლა ეფექტურია და დადებითად მოქმედებს.
    2. მაზების წატიტყვნა, ასევე კარგი იდეაა, თუ დაუმატებ რელაქსაციური კომპონენტების შემცველს (არომათერაპიული) მით უკეთესი. (თუ რა თქმა უნდა ტოქსიკოზი არ გაწუხებს)
    3. თაფლიანი რძე რამ მოგაფიქრა?? შენს მდგომარეობაში განსაკუთრებით, რძე იწვევს შებერილობას და საკმაო დისკომფორტი შეიძლება შეგიქმნას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ფეხმძიმედ ხარ. ჩაანაცვლე ბანანით :) სასარგებლოც არის და ასევე ძილს უწყობს ხელს.
    4. შენ უნდა ხვდებოდა იმდენს, რომ სერიალიდან ერთი სერიის ყურება, მაშინ, როცა დანარჩენი სერიებიც ხელმისაწვდომია, ან უტოპიაა, ან უბრალო მაზოხიზმი :).. შეეშვი სერიალს, საერთოდ გამორთე კომპი, დაიდგი აბრა საწოლთან საშუალო განათების, აიღე ხელში რაიმე საინტერესო, ოღონდ ძააააააალიან საინტერესო არა, წიგნი და ზუსტად 15 წუთში უკვე მაგრად მოგერევა ძილი.
    5. ეს უკვე მე-4-შიც აღვნიშნე :)

    გუდ ლაქ

    პ.ს. გამოყენებითი ქცევითი ანალიზი საკუთარ თავზე მაინც და მაინც არ მიცდია, თუმცა თითქმის 100%-იანი ეფექტურობით ხასიათდება ნებისმიერი ასაკისა და ჯურის მამაკაცებთან მიმართებაში :)

    ქალებო, გირჩევთ!

    • dodka ამბობს:

      ო კაია, სერიალი სპეციალურად შევარჩიე უინტერესო და რაღაცნაირი, მაგრამ ტომუშკას და შენი იდეა სჯობს, რატომ მე არ მომაფიქრდა, წიგნი აშკარად უფრო რასსლაბლიაიუშია.

      თან ლოგინში კომპის ჩართვასაც გამორიცხავს :დ

      რძეს კიდევ აა ვერ შეველევი :დ

  5. Sophie Golden ამბობს:

    ძილის წინ შხაპი რა სისულელეა – ეგრევე ვფხიზლდები და მთელი ღამე ვეღარ დავიძინებ, ეგ ნაცადი მეთოდია. სუპერნენი კიდევ დებილობაა, აი ასე. ვერ ვიტან “აღმზრდელობით” გადაცემებს, როგორც მინდა, ისე გავზრდი ჩემს შვილს, ეგენი რომ ნორმალურად ზრდიდნენ, წელიწადში ცხრაჯერ ბავშვები სკოლებში იარაღით არ მივარდებოდნენ და არ ჩახოცავდნენ ერთმანეთს! Fuck’em all!

    • dodka ამბობს:

      შხაპი ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს :დ მე პირადად მტენთავს მაგრად.

      აღმზრდელობით გადაცემებს რაც შეეხება, ნუ თუ იქ წელიწადში ცხრაჯერ უვარდებიან ბავშვები სკოლაშI, ჩვენთან 5-6 წლამდე დედის ლოგინში ძინავთ და მერე 40-50 წლამდე დედიკოს ბიჭებად რჩებიან. და იქ კიდევ მსგავსი გადაცემების არსებობა და პოპულარობა იმას ნიშნავს, რომ ხოწ ვიღაც მაინც ფიქრობს აღზრდაზე საერთოდ. და არა მხოლოდ გაზრდაზე.

      მოკლედ, რაღაც ვერ ვაბამ აზრს თავს, იმის თქმა მინდა, რომ მე მომწონს ეს და მსგავსი გადაცემები მაგრად, არა იმიტომ, რომ უაზროდ კალკირებას ვაპირებ ყველაფრისა, არამედ ინფორმაციის მიღების პონტში. კიდევ უამრავი მეთოლოგიაა, რომლის შესახებაც ვკითხულობ ნეტში, ზოგ მომწონს, ზოგი არა და ჯამში გამოდის, რომ როგორც მინდა და ავირჩევ, ისე გავზრდი შვილს რა :D

  6. თაზო ამბობს:

    ამ ყველაფრის შემხედვარე, უფრო ვრწმუნდები, რომ შვილი არ მინდა. სტერილიზაციისთვის ხომ არ მიმემართა ნეტავ? :) ზოგადად ბავშვები მიყვარს, სიამოვნებით ვეთამაშები, გავართობ. აი, ჯღავლის რომ იწყებენ, ნენავიჟუ.

    • Cyborg Mcloud ამბობს:

      მე კაკ რაზ სამშობიაროდან ”აქედან ყველანი სიმბოლურად მივდივართ” მეთოდით მივდივარ ვასაკტომიაზე, join in people

  7. Sophie Golden ამბობს:

    ხო არ გაგიჟებულხართ? რა სტერილიზაცია აგიტყდათ! სხვა მშვენიერი “მეთოდებიც” არსებობს.

    დოდი, ჩემი აზრით, დედიკოს ბიჭად დარჩენა ჯობია სხვების დახოცვას და ფსიქოპათობას :|

  8. ally ამბობს:

    დოდი, მშვენიერი მეთოდები შეგირჩევია. შხაპი მეც მაგრა მთენთავს, განსაკუთრებით ღამე მიღებული შხაპი.
    აი რძის რა მოგახსენო, რძეს ისე ვერ ვიტან, რამე რომ მჭირდეს და ერთადერთი წამალი რომ იყოს რძე, ალბათ მაინც ვერ დავლევდი :) ნუ, თუ გიყვარს და თან გშველის, რაზეა ლაპარაკი.
    ხოო და კომპის და სერიალის წიგნით ჩანაცვლებას მეც გირჩევდი. უსაყვარლეს და უსაინტერესოეს წიგნზეც კი მეძინება ხოლმე როცა ლოგინში ვკითხულობ :) (უსაინტერესოესზე ცოტა გადავაჭარბე, გამითენებია კიდეც ასეთ შემთხვევებში :P )

    პ.ს. მთავარია ცხვრების დათვლა არ სცადო :)))))

  9. Cyborg Mcloud ამბობს:

    სოფი
    1. დედიკოს ბიჭობას ყელაფერი ჯობია

    2. სტერილიზაცია!!! – პრეზერვატივზე უარი შორეულ 2002 წელს ვთქვი და ტაბლეტების მოხმარების შედეგებს პირადად და ირიბად რამდენჯერმე დავაკვირდი და ია პას. ხოდა სტერილ-იზ-იაცა!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s