რეკლამა ქართულად

რეკლამა, რომელიც მხოლოდ საქართველოში შეიძლება ჩაითვალოს რეკლამად:

1. ფორუმზე დარეგისტრირდა ერთი მომხმარებელი, რომელიც ერთ-ერთ ახალგახსნილ რესტორანს აქტიურ რეკლამას უწევს (ფასი არ შეიმჩნიოთ):

მოკლედ ეს ახალი გახსნილი რესტორანია, მართლა ძაან მაგარი სტეიკებით. მომსახურებაც ძაან კარგია, მაგრამ ეტყობა რომ ცოტა დაბნეულები არიან მიმტანები, ნუ მაინც ახალი გახსნილია. მაგრამ მშვენივრად აგვიხსნეს რომ სტეიკის ხორცი შემოაქვთ ამერიკიდან თვითმფრინავით და არის გაუყინავი, ფრეში!! ასევე მათმა შეფმზარეულმაც არ დაიზარა ჩვენს მაგიდასთან მოსვლა და რაღაც საინტერესო დამატებითი ინფოს მოცემა. მზარეული ამერიკელია და ძაან კაი ტიპი. მკლედ ყველას ვურჩევდი შევლას. კაცი საშუალოდ 50-100 ლარი დაგიჯდებათ ალბათ. ნუ შარდენის ფასების კვალობაზე არაა ძვირი.

გაუყინავი, ფრეშ (!) გახრწნილი სტეიკი პირდაპირ ამერიკიდან  :D

2. თურმე არსებობს ასეთი სამეანო კლინიკა “გინეკა”. აქვთ საიტი, რომლის წაკითხვაც ვერ მოვახერხე მათი ბანერის გამო.

ქართული ვერსია:

qartgin

როგორ ჟღერს ეს ყველაფერი ინგლისურად?

enggin

Advertisements
This entry was posted in Just, რა, Web and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

23 Responses to რეკლამა ქართულად

  1. piccolina ამბობს:

    ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ

    მე ის ტიპი მევასება კიდევ რედ ბულს რომ არეკლამებს და თან რომ ამბობს, არ ვარეკლამებო )))

  2. ზოგადი კითხვა უნდა დავსვა სტეიკთან დაკავშირებით და პოსტთან დაუკავშირებით. ამერიკიდან რომ არ შემოიტანონ ხორცი, ქართული არ გამოდგება? სერიოზულად მაინტერესებს ოღონდ.

  3. marieasatiani ამბობს:

    MCDonalds-ის შემთხვევაშიც ეგრეა. – 108 გრადუსზე გაყინული ხორცი ჩამოაქვთ რომელიღაც ქვეყნიდან (ზუსტად საიდან აღარ მახსოვს). სალიცენზიო ხელშეკურლების პირობაა ასეთი.

    • dodka ამბობს:

      ეგ ხო, მაგრამ რეკლამის იდეა იმაში არის, რომ გაუყინავი, სულ ცინცხალი ხორცი ჩამოაქვთო :დ

  4. marieasatiani ამბობს:

    MCDonalds-ის შემთხვევაშიც ეგრეა. – 108 გრადუსზე გაყინული ხორცი ჩამოაქვთ რომელიღაც ქვეყნიდან (ზუსტად საიდან აღარ მახსოვს). ფრენშაიზინგის ხელშეკურლების პირობაა ასეთი.

  5. Toto ამბობს:

    Me very like second reklama! :D

  6. daliela ამბობს:

    უხ ნეტა ეგ სტეიკი გამასინჯაა…იიფ:D

  7. თაზო ამბობს:

    ამოხველება კბილის გადმოფურთხებას ნაღდად სჯობს. ბოლო დროს ხალხს გონება მთლად დაეხშო

  8. ally ამბობს:

    არა, ისე როგორ უნდა მოვკვდე რომ მაგ რესტორანში ერთი 100 ლარიანი გაუყინავი ფრეშ-სტეიკი არ ვჭამო და კონკურენტებისთვის 2 ნაბიჯით წინმსწრებ “გინეკა”-ში არ ავძვრე გინეკოლოგიურ სკამზე, აააა?!

    ცხოვრებაა, ეს, ასეთი რაღაცეები რომ სანატრელი გაგიხდება ადამიანს?!

    და კიდევ არ მინდა დარდად და უპასუხოდ გამყვეს შეკითხვა: რა ეწერა “სტრუქტურის” ქვეშ……

  9. bas ამბობს:

    გაუყინავი სტეიკი ამერიკიდან :)

    ამაზე მახსენდება ბიძაჩემთან, რომ მივდიოდი თემქაზე და იქაურები რაღაც ზლეობებს რომ მიმტკიცებდნენ. :მეტა: ჰელლჰამერ :D :D :D არა ეგ არ იყო, მაგრამ ეგეც თემქელია :)

    პ.ს. ძირს უბნობრივი დისკრიმინაცია :გიგი:

    • Spieler ამბობს:

      ეეეეეეეეე, ბრატცი, თემქელებზე ცუდი არაფერი თქვა… ჩვენ ზღვა გვაქვს :yes: მამენტ, აღარ ვცხოვრობ თემქაზე ე…

      კაი მაშინ მუხიანელებზე არ თქვა არაფერი!

  10. ბეთხოვენა ამბობს:

    :))))))))))))))))
    რა ამის პასუხია და ნათარგმნი ანდაზები გამახსენდა კლინიკის რეკლამაზე. დაახლოვებით ასე იყო თუ კარგად მახსოვს:

    ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო – don’t laugh at the others, the same will happen to you

    დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე – See the father, see the mother and find the child thisway.

    და ასე რამოდენიმედა ამ მარაზმის კულმინაცია იყო მომენტი, როდესაც “ხერხი ჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა” ნათარგმნი იყო, როგორც “SAW is better than POWER if a man will REMEMBER” :)))))))

    კიდე ბევრი იყო ასეთი მარა არ მახსოვს. რა გვეშველება…

  11. Spieler ამბობს:

    რამ დამაინტერესა?!

    წარწერა რომ არის, ორი ნაბიჯით ვუსწრებთ კონკურენტებსო, რას ნიშნავს?!

    ანუ თუ ჩვეულებრივ სამშობიაროში მიდიხარ, ცენ ბავშვს და მოდიხარ, აქ რო მიდიხარ ეგრევე გახვედრებენ ბავშვს?

    სწორად გავიგე?

    :spy:

  12. Spieler ამბობს:

    რამ დამაინტერესა?!

    წარწერა რომ არის, ორი ნაბიჯით ვუსწრებთ კონკურენტებსო, რას ნიშნავს?!

    ანუ თუ ჩვეულებრივ სამშობიაროში მიდიხარ, აჩენ ბავშვს და მოდიხარ, აქ რო მიდიხარ ეგრევე გახვედრებენ ბავშვს?

    სწორად გავიგე?

    :spy:

  13. Spieler ამბობს:

    კსტაწი, ამ სამშობიაროს სახელი “გინეკა” მოდის ლათინური სიტყვიდან ginecology და ინგლისურ თარგმანშიც უნდა იყოს Gineca და არა Gineka…

  14. Sophie Golden ამბობს:

    Spieler, მე, როგორც ლინგვისტიკის ფრიკმა, არ შეიძლება არ შევნიშნო, რომ გინეკა ბერძნული სიტყვაა; გინეკა – ქალს ნიშნავს, შესაბამისად ლოგია – მეცნიერებას ;) მერე თქვენ შეაერთეთ. ამიტომ c იქნება თუ k მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ;) it is health that really counts – არა, ხო კარგად ვთარგმნე? :P ;)
    აბა, რა გეგონათ, რუსეთი აგრესორიაო და აი, ბატონო ცინცხალი ამერიკული სტეიკები გვექნება სადაც გვინდა, როცა გვინდა, როგორც გვინდა… მიყვარს ქართული რეკლამები, ისე მიყვარს, turning me on ეგრევე :P

  15. suleli :( ამბობს:

    klinika ginakas saitze verafers vityvi imitom rom ar Shevsulvar magram vityvi imas rom mag klinikashi aketeben abortebs 4tvisebzec ki da adamiani saertod ar ebralebat!

  16. Cyborg Mcloud ამბობს:

    Sophie Golden
    ნუ პრაქტიკულად იზვრაშენეცი ხარ. მე ნა აბაროტ ”მივარდება” ეგეთ მარაზმებზე… ეგ ხომ ფაქტიურად BSDM-ია… ”გაუყინავი სტეიკები”… ”ერთი, არა ორი, არა გატყუებთ – სამი ნაბიჯით წინ ყოფნა” – კაკ მოჟნა ვაზბუჟაცსია ეგეთ რამეებზე… მაია, ი ლუბაია უვაჟაიუშაია სიბია ერექცია მარაზმავ ნი წერპიტ, ვოტ! :D

  17. loan ამბობს:

    ამ მშიერზე ამის წაკითხვა იქნებოდა? ასწორებს სტეიკი !!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s