Tutorial

რა ვქნათ, თუ პარტნიორს ბავშვი უნდა, ჩვენ კი მაინც და მაინც არ აღგვაფრთოვანებს ეს იდეა?

  • ნაბიჯი 1:

შევდივართ იუთუბზე

  • ნაბიჯი 2:

ვეძებთ გადაცემას supernanny

[დევს რამდენიმე სერია თავიდან ბოლომდე, ნაწილებად დაჭრილი, მაგ., პირველი სერია]

  • ნაბიჯი 3:

ყოველგვარი შემზადების გარეშე ვსვამთ პარტნიორს კომპთან მოხერხებულად, ვუჯდებით გვერდით და ვაყურებინებთ ყველა ეპიზოდს!

  • ნაბიჯი 4:

განიხილავთ, რომელი თქვენგანი გაიკეთებს სტერილიზაციას. ხვალვე.

This entry was posted in pregnancy and tagged , , , , . Bookmark the permalink.

21 Responses to Tutorial

  1. chaotic says:

    აუ, რაღაც ზეკომენტარის დატოვება არ მინდა, მაგრამ ღრმად და გადაურწმუნებლად ვარ დარწმუნებული, რომ ბავშვის ქმედებები მშობლების ქმედებების უკურეაქციაა.
    ამ ვიდეოს რომ ვუყურე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რო ამ ქალს არ უნდა რა… არ უნდა ენერგიის და ძალის დახარჯვა და პრინციპების გადმოლაგება და ურჩევნია პანიკურად ააა, რა ვქნა, რა მეშველება იძახოს, ან უბრალოდ, დანებდეს და თვალი დახუჭოს შვილების საქციელზე, თუნდაც სუპერმარკეტში რაც გადაიჯვა ბავშვმა, ტიპა, ასეთია და ვსიო…

    დანარჩენს ის ნენიც ეუბნება, არ დავამატებ.

    პლიუს ამას, აზრზე არაა, რომ მაგისი ტყუპები ზუსტად პროვოცირების და “მე მე ვარ და დედა სხვა ვიღაცაა და ვნახოთ აბა, სანამდე გამივა” ეტაპზე არიან და აუცილებლად სჭირდებათ წესები…. და მამენტ, მადლობა თქვას, რომ ბიჭები არ ჰყავს 2დან 3 წლამდე :D

    ვოტ, დამეჯერება. 8 ბავშვმა გამოიარა ჩემს ხელში :D

    დაჟე, ძიძად თუ ამიყვანთ და სამსახურის გარანტია მექნება, ჩამოვალ, დავსაქმდები და რომელი მეთოდითაც გინდათ, იმ მეთოდით გაგიზრდით… (ტიპა: მონტესორი, ავტორიტეტული, ანტიავტორიტეტული, მამაპაპურ–გურჯისტანული…)
    :D

  2. dodka says:

    @Chaotic – იასნია, ბავშვები მონსტრებად თავისით არ ხდებიან :დ ბევრ სერიას ვუყურე და არც ერთში ნენი ბავშვებზე არ ამბობს, რომ აიტ ცუდებიო, სულ მშობლებს სდგება ზედ :დ

    კარგი გადაცემაა ისე ძალიან, საინტერესო მომენტებია, პროსტა ზოგ მშობლებზე ისე ნერვებზე ვიშლები, რომ ააა ააააა! განსაკუთრებით თუ ოჯახში ერთი ამრევი ბავშვია და ერთი ჭკვიანი – იმ ჭკვიანს და ნორმალურს 0% ყურადღება ხვდება და ნენი მაგაზეც ამახვილებინებს ხოლმე ყურადღებას საბედნიეროდ.

    • dodka says:

      რეფლაის გაკეთება მავიწყდება, მაინც @-ს ვარ მიჩვეული ლოლ

  3. chaotic says:

    აუ, მაგ ნორმალურზე და არანორმალურზე გამახსენდა: ჩემს დას ჰყავს 2 შვილი. უფროსი არის 5,5 წლის ბიჭი და საერთოდ გულჩათხრობილი ბავშვია, თუ ხასიათზე არაა, არ იკლოუნებს, რომ ვიღაც სტუმრად მოსულმა ძიამ გაიხაროს და ასე შემდეგგ. წყნარი არისთქო ვერ ვიტყვი, საკმაოდ ჯიუტიცაა, მაგრამ თბილიც,მხოლოდ უნდა მიგეჩვიოს ჯერ.
    მეორე გოგოა 2 წლის. ჰიპერაქტიურია მართლა და თან საოცრად კონტაქტური. ყველას ეფერება და ეხუტება და ყველას ეთამაშება და უცინის.
    ერთხელაც ჩემს დას ვურეკავ და ასეთ რაღაცას მეუბნება: მოკლედ იგრძნობა, რომ ბავშვია ოჯახშიო და აი, ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ყველა უმცროსზეა გადასული, უწი–პუწი და მეზობლებიც კი, ვაიმე შენ რომ მეორე დიშვილი გყააააავს… და ამით უფროსი უფრო ჩაიკეტება თავის თავში. :s სკზპეთი ველაპარაკე იმ დღეს და აღმაშფოთებელი სიმპტომები უკვე ადგილზე იყო… :(

    სულ მეცოდებიან პირველები, თავიდან აჩვევენ, რომ დედამიწა მათია, რომ დედას და მამას და საერთოდ, მთელი სანათესაოს იმედები არიან და მერე, როგორც კი მომდევნო გაჩნდება, სახტად ტოვებენ ბავშებს… :(

  4. Cyborg says:

    ურა!

    ძლივს ვიღაცას ვეცოდებით!

    მადლობ!

    ყველას სულ ეცოდება შუათანა, უმცროსი და ა.შ. – რო უფროსი ჩაგრავს, რო ზრდაში რო ასწრებს ყველაფერს პირველი აკეთებს და რა ცოდოები არიან მეორეები და მესამეები. ხოდა კაცო 3 წლის მერე უკვე სუ “დიდი ბიჭი ხარ უკვე” ვიყავი და სუ საკითხის სრული სერიოზულობით მომეთხოვებოდა და იასნია რო რო გავიზარდე რითიც შემეძლო იმით ავინაზღაურე, ტო იესწ გამოვიყენე ეს მუდმივი დიდი ბიჭობა და 15 წლიდან მარტლა დიდი ბიჭი ვარ, და ისევ მე ვარ ცუდი…

    მოკლედ მადლობ ყველას ვისაც უფროსები ვეცოდებით :დ

  5. mmm says:

    ლოლ უფროსებზე ისეთი ტექტსები წავიკითხე რომ საწყალი ჩემი ძმა შემეცოდა, მითუმეტეს რომ მართლა ეგეთ დღეში იყო და თითქმის მისი გაზრდილი ვართ მეც და ჩემი დაც : ))
    ჰოდა რას მერჩოდით იმ სამი დის ჭყიპინს ვუყურე , ცოტა არ იყოს გული შემიღონდა , მაგრამ იმდენად მიყვარს ადამიანურ-ფსიქოლოგიური რამე-რუმეები , რომ შეიძლება ბავშვის აღზრდისგან დიდი სიამოვნებაც მივიღო : )

    ახლა გამახსენდა უნივერსიტეტში “ფიქოკორექცია ,ფსიქოპროფილაკტიკის” ლექციები და წიგნი “მენცარი” , თუ სადმე იპოვით წაიკითხეთ, იკაიფებთ : ))
    ჰოდა ჩემი ლექტორის და ამ წიგნის მთავარი არსი იყო – რომ ბავშვს არასდროს არ უნდა მოვატყუოთ და მაგალითად როცა გვკითხავს საიდან გავჩნდიო , კომბოსტოებზე და წეროებზე კი არ უნდა მოვუყვეთ , არამედ “ჩავიხადოთ და ვაჩვენოთ”(სიტყვასიტყვით ციტირებაა) : )

    • ნეტა რა წიგნზე ლაპარაკობ :). მაგ საგანი მეც გავიარე. არ მოვატყუილოთ მაღთლა მთავარია (არა მარტო “ფიქოკორექცია ,ფსიქოპროფილაკტიკის” ლექციათა კურსის მიხედვით), მაგრამ ”ჩავიხადოთ და ვაჩვენოთ” არც არავის უთვავს და არც არსად ამომიკითხია. ყველა წიგნი არაა წაკითხვის ღირსი.

    • chaotic says:

      ეგ მართალია, რომ არ უნდა მოატყუო და ასაკის შესაბამისად აუხსნა.
      მარა ნამეტანიც არ ვარგა, თორემ მერე კურიოზული ისტორიები არ აგვცდება :D

      • რათქმაუნდა ნამეტანი არ ვარგა :) ყველა ასაკს თავისი ”ისტორია” აქვს, და ბავშვი ისეთი ვინმე, ერთ საკითხზე ცნობისმოყვარეობას რომ დიკმაყოფილებს მერე სხვა რამეს ეძებს. :)

  6. piccolina says:

    მდაააა
    და შენ რომ უყურე ბავშვის გაჩუქება გადაწყვიტე თუ როგორ? :გივი:

    მსგავსი გადაცემა ადრეც გადიოდა, მარა იქ მთლიანად მშობლებს ამუშავებდნენ, ნენი ვაფშე არ შედიოდა ბავშვთან პირდაპირ კონტაქტში ))
    ძალიან კარგი რჩევების მიღება შეიძლება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით მსგავს გადაცემებში )))

  7. მიყვარს ეგ გადაცემა. მაგრამ ზოგი მშობელი რომ უყურებს ცოტა ”ცუდად ხედავს” და იმის ნაცვლად რომ თქვას ”აი ესაა ჩემი შეცდომა” ამბობს ჩემი შვილიც მასეთი ”მონსტრიაო”.

    მეც ყუველთვის მასე ვფიქრობდი და ვამბობდი ბავშვი ან ძღლი თუ ცუდად იქცევა მიზეზი მშობელსა და პატრონში უნდა ვეძიოთ. (გამონაკლის შემთხვევევს არ ვგულისხმობ როცა ბავშვის/ძაღლის ქცევა ნევროლოგიური, გენეტიკური და ა.შ. პირობების გამოა სახეცვლილი)

    • პ.ს. მაგრამ იმის აღიარება უფრო ადვილია რომ შვილი აქვს პრობლემა, რომ მას ცუდი ქცევა ”ღმერთმა იცის საიდან დასჩემდა”, ვიდრე საკუთარი პრობლემები აღიარო პარტნიორთნ და გინდაც დანარჩენ საზოგადოებასთან.

  8. keti says:

    აღზრდა რომ პირველივე დღეებიდან იწყება, ამის თქმა მომინდა.
    რატომღაც ჩვენში მიაჩნიათ, რომ “ჯერ პატარაა” და მერე..
    შედეგად კი, “ჯერ რომ პატარაა”, ხშირად მშობლებს 40–ს გადაცილებულ შვილზეც ჰგონიათ.
    პიროვნული თვისებები, ანუ ყველა ძირითადი შტრიხი ადამიანს 6-7 წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებული აქვს.

    • აიიი მართლა ეგრეაა. ალბათ ყვეკლას სმენია საქართველოში რომ ამბობენ დაოჯახებულ გოგოებზე დედები ”ჩემი ქალიშვილი” ნუ კაი რაა. იმ ქალიშვის სახელი არ აქვს , ან ვერ იტყვის ჩემი გოგო.
      ან კიდე 40 – წლის შვილზე რომ ლაპარაკობენ ხოლმე ჩემი დათუნა, ან ჩემი გიუნა, ოთარიკო და ა.შ. უმაღლესი დონის ინფატილიზმი!

      • აუ, ხო… მაგაზე რამდენს ვკაიფობ ხოლმე. ერთხელ ქორწილში ვიყავი და ერთი ქალი მეჯდა გვერდით. უფროსი იყო საკმაოდ. ჰოდა, ასე თუ ისე საუბარი დავიწყეთ და თავის შვილზე დაიწყო მოყოლა. ჩემი მიშიკო ისეო და ასეო… მოკლედ, ვიფიქრე, ალბათ, ასე მე5 კლასელი იქნება-მეთქი მიშიკო. მერე იქეთ გაიარა ვეღაც ბიჭმა (ბიჭმა რა, კაცი იყო), ასე 26-27 წლის (თუ მეტი არა) და აი, ჩემი მიშიკოო :D აუ, რამდენი ვიცინე. მიშიკო კი არა ბატონი მიხეილი უფრო იყო.
        ოხ, ეს მშობლები რა, მაინც ბავშვებად რომ აღიქვამენ შვილებს.

  9. ტუტორიალ ნამბერ დვა
    ————————–

    პარტნიორი, რომელიც კვლავაც ცდილობს მეორი ნახევრის დარწმუნებას, რომ ბავშვი ჯობია, მოდის ჩემთან, უღებს ბავშვს, ტვირთავს ვიდეოს იუთუბზე (ეს იმიტო, მერე რო არ დააბრალონ რო მე ვიწვალე და ვეძებეო, თორე პირდაპირაც შეიძლება), მოხერხებულად სვამს კომპიუტერთან პარტნიორს და აყურებინებს სულ რაღაც 10-15 წუთის განმავლობაში. შედეგი მთლად გარანტირებული არაა, მარა ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ნამდვილად ექნება.

  10. piccolina says:

    გამოხმაურება ბეტხოვენას პოსტზე
    თუ მაინც ვერ დარწმუნდა, ჩემი დეიდაშვილის ბავშვებს გაჩვენებთ
    ვიდზე ანგელოზები არიან, მარა ნადირები ნუ
    დღეს აქ იყვნენ 20 წუთით
    მე ვერ გავუძელი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 1 მათგანი მებარა :D

  11. bigcrow says:

    ბავშვები – მონსტრები…
    :D

  12. ლიკა says:

    რა ამის პასუხია, მარა მაინც:

    ПРИТЧА О ДВУХ МЛАДЕНЦАХ

    В животе беременной женщины разговаривают двое младенцев. Один из них – верующий, другой – неверующий

    Неверующий младенец: Ты веришь в жизнь после родов?

    Верующий младенец: Да, конечно. Всем понятно, что жизнь после родов существует. Мы здесь для того, чтобы стать достаточно сильными и готовыми к тому, что нас ждет потом.

    Неверующий младенец: Это глупость! Никакой жизни после родов быть не может! Ты можешь себе представить, как такая жизнь могла бы выглядеть?

    Верующий младенец: Я не знаю все детали, но я верю, что там будет больше света, и что мы, может быть, будем сами ходить и есть своим ртом.

    Неверующий младенец: Какая ерунда! Невозможно же самим ходить и есть ртом! Это вообще смешно! У нас есть пуповина, которая нас питает. Знаешь, я хочу сказать тебе: невозможно, чтобы существовала жизнь после родов, потому что наша жизнь – пуповина – и так уже слишком коротка.

    Верующий младенец: Я уверен, что это возможно. Все будет просто немного по-другому. Это можно себе представить.

    Неверующий младенец: Но ведь оттуда ещё никто никогда не возвращался! Жизнь просто заканчивается родами. И вообще, жизнь – это одно большое страдание в темноте.

    Верующий младенец: Нет, нет! Я точно не знаю, как будет выглядеть наша жизнь после родов, но в любом случае, мы увидим маму, и она позаботится о нас.

    Неверующий младенец: Маму? Ты веришь в маму? И где же она находится?
    Верующий младенец: Она везде вокруг нас, мы в ней пребываем и благодаря ей движемся и живем, без нее мы просто не можем существовать.

    Неверующий младенец: Полная ерунда! Я не видел никакой мамы, и поэтому очевидно, что ее просто нет.

    Верующий младенец: Не могу с тобой согласиться. Ведь иногда, когда все вокруг затихает, можно услышать и почувствовать, как она гладит наш мир. Я твердо верю, что наша настоящая жизнь начнется только после родов. А ты?

    http://color-balance.livejournal.com/2457.html

  13. tatia says:

    aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa zzzzzzzzzzzzzzzzzzaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaannnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnn mmmmmmmmmmmmmmmmmmmmmmmmmaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaagggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaarrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrriiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s