Spring at last!

ჩვენ არ გვაქვს “შოკმანჟე” და “ბეილისი”, სამაგიეროდ გვაქვს “მოსულიშვილის ღვინო”.
(c) “ხინკალცენტრის” სარეკლამო ბროშურა.

აი სადმე რესტორანში ან სახინკლეში რომ ხართ და ჭამთ, ჭამთ, ჭამთ, მერე ჭამა უკვე შეუძლებელია, ამიტომ ხინკლები, ბადრიჯნები და ერთი-ორი ღერი კარტოფილი რჩება.

მერე სახლში მოდიხართ, გადის რამდენიმე საათი და ისევ გშივდებათ და იხსენებთ მაგიდაზე დარჩენილ საჭმელებს… და ოცნებობთ, ოცნებობთ და ნანობთ, რომ საერთოდ რამე დატოვეთ…

ა? არა? მარტო მე ვნანობ ხოლმე?

დღეს ვიყავი ბლოგერების მინიშეხვედრაზე ზამთრის გაცილებისა და გაზაფხულის შემოსვლის აღსანიშნავად (რაც იქ არავის გაგვახსენდა, არც მე – მხოლოდ მწვადი მახსოვდა პრინციპში).

და სურათებს შორის, რომლებიც გადაიღეს, ერთ სურათს ვუყურებ ბოლო ნახევარი საათია დაშტერებული…

ვდებ [პარდონ წითელი თვალებიზა, არავის გეპრანჭებით მაინც] და მივმართავ დედაჩემს: – ჩემი 6 თვის თუ 9 თვის სურათი რომაა ბავშვობის სურათების ალბომში, ამოიღე, ჯერ ამას დახედე, მერე იმას და მითხარი – საერთოდ გავიზარდე???

picture-030

_ _ _ _ _

ბონუსი:

დღეს გენიალური თემა ვნახე ფორუმზე, მასმედიის განყოფილებაში. გაზეთ “ასავალ-დასავალში” დაბეჭდილა სტატია სათაურით – “პასუხად თემურ წიქორიძეს – “დათა თუთაშხიას მკვლელს” და “ძაღლების მეგობარს”. დანარჩენს ვაკოპირებ:

ეს “ქეისი” ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოებში უნდა შევიდეს !!!

გაზეთ “ასავალ-დასავალის” ერთ-ერთ ნომერში უპატრონო ძაღლების შესახებ დაიწერა სტატია. ამ სტატიას გამოეხმაურა ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავჯდომარის მოადგილე თემურ წიქორიძე და (სტატიაში რომელიც აქ დევს Gspsa.org.ge) თქვა, რომ ეს იყო შეკვეთილი და არაპროფესიონალური სტატია (სულ რომ დედა ეგინებინა, რა მნიშვნელობა აქვს…)

ამასთანავე, თემურ წიქორიძე არის ის ადამიანი, რომელმაც ბავშვობაში ფილმ “დათა თუთაშხიაში” ითამაშა გუდუნას როლი. ანუ ფილმში მოკლა საკუთარი მამა, დათა თუთაშია.

ჯერ ამ ადამიანს, თემურ წიქორიძეს, რომელიც ძაღლების უფლებებს იცავს  “მეძაღლე” უწოდეს. პირდაპირ ესე წერია. ასეთ მრავალ შეურაცხყოფასთან ერთად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტატიის ბოლოს რედაქციის პასუხი:

რედაქციისაგან
” როგორც საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის ორგანიზაციის თავჯდომარის ბესიკ კოჭლამაზაშვილის ინტერვიუდან შევიტყვეთ, “ასავალ-დასავალის” პუბლიკაციებისა და ჩვენი ჟურნალისტების წინააღმდეგ დაგეშილი მისი მოადგილე თემურ წიქორიძე, ის გუდუნა ყოფილა, რომელმაც ფილმ “დათა თუთაშხიაში” სიცოცხლეს გამოასალმა ნაწარმოების მთავარი გმირი. საინტერესოა, რა ასაზრდოებს ამ პიროვნებას, როდესაც ცილისწამებას მიმართავს, – ძაღლების პათოლოგიური სიყვარული თუ მაწანწალა ძაღლებისგან გამწარებული, ან თუნდაც დასნებოვნებული ადამიანის პათოლოგიური სიძულვილი?! ”

2009 წლის 16 – 22 თებერვლის N7 (752)

ამ ადამიანს ბრალს დებენ დათა თუთაშხიას მკვლელობაში...

ამ სტატიაში არის ფოტოსურათი ფილმიდან “დათა თუთაშხია”, სადაც აღბეჭდილია თუ როგორ კლავს გუდუნა დათას.

და ფოტოს აწერია: “კადრი ფილმიდან “დათა თუთაშხია” გუდუნა კლავს მამას”

სტატიის ავტორია ვინმე მეგი საჯაია.

მეგი, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა (სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ), შენ უკვე თქვი საკუთარი სიტყვა ქართულ ჟურნალისტიკაში! :D

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

19 Responses to Spring at last!

  1. bas says:

    1. მეც ვნანობ ხოლმე დატოვებულ საჭმელს :უსერ:

    2. მეგის ვთხოვ, თუ შემოვა და წაიკითხავს ამ პოსტს, თავისი სკაიპის კოდი დამიდოს, ვაზიარებ ნამდვილ სამყაროს! ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი მეგიიიიი!

    მეგი მიყვარხარ!

  2. LadyCrow says:

    ეგ ძალიან ლამაზი სურათია :უსერ:

    :საკუთარი შემოქმედებით ვამაყობ:

    :დ

  3. LadyCrow says:

    აა,ის ბონუსი მერე წავიკითხე :დ

  4. სურათზე: ნუ ხო ჰორმონები, რაღაცეები… ალბათ ქალი სუ ფეხმძიმედ რო იყოს არასოდეს დაბერდება… ტოკა ზაჩემ თაქაია ჟიზნ :დ

    მეგიზე:
    გუშინ, აბაზანაში, კბილის ხეხვიც პროცესში შემომივარდა დოდი და აუცილებლად, ეხლავე, ამ წამს, უნდა მოგიყვე რაღაცაო და მოყვა ეს ისტორია, პრინციპში შეიძლება ითქვას რო დაუცველი, შიშველი დავხვდი ამ საზარელ ინფორმაციას (თუთაშხია მოუკლავს!!!)…

    კბილისჩოთქ-მომარჯვებული თუ არ გამოვვარდებოდი აბაზანიდან იმ კაცის საძებრად – არ მეგონა.

  5. miramax says:

    სტატიაც ამას ქვია!

    დოდკა ძალიან ლამაზი ხარ :*

  6. daliela says:

    აი იქ ძალიან კარგი ლედიყვავასთან, მუცელიც რომ გიჩანს თან:კისს:

  7. liz says:

    ხო, ზუსტად ისეთია, 9 თვის რომ იყავი. ნუ რა თქმა უნდა პატარა განსხვავებით. შენ კი გიკვირს, რომ პატარა მგონიხარ. ჩემი თვალები ხომ სულ მასე აღგიქვამენ. მიყვარხარ.

  8. piccolina says:

    ვაიმე ელზასადმი კითხვაზე სიცილი ამიტყდა )))

    და სტატია…. სტატია…. აუ ავტორი გამაცანით რა :უსერ:

  9. keti says:

    დო, რა საყვარელი ხარ :)

    ამ სტატიაზე კი ხმამაღლა ვხარხარებდი

    უიმმ. არაფერი გვეშველება:(

  10. keti says:

    დ – გამომრჩა :)

  11. ლიკა says:

    ყველაზე ცუდი ის არის, რომ ასავალ–დასავალის მკითხველთა უმრავლესობა მაგ მეგის ბოდვას ნორმალურ სტატიად აღიქვამს.

  12. დებილებს თავი დაანებეთ, სიცოცხლეს მიხალისებენ!

  13. Kate says:

    “მერე სახლში მოდიხართ, გადის რამდენიმე საათი და ისევ გშივდებათ და იხსენებთ მაგიდაზე დარჩენილ საჭმელებს… და ოცნებობთ, ოცნებობთ და ნანობთ, რომ საერთოდ რამე დატოვეთ…

    ა? არა? მარტო მე ვნანობ ხოლმე?”

    აუუუუუ, მე მემართება ხოლმე ასეთი რამ,
    ამიტომაც იქვე ვჭამ რამდენიმე ხნის შემდეგ.

  14. სერჟანტი says:

    მეგის არ უნდა, ტყვედ რომ ავიყვანო?

  15. ავადმყოფები თავად არიან ეს ასავალ-დასავლელები :))) ხედავთ როგორი ცუდი ყოფილა თემურ წიქორიძე?? თურმე დათა თუთაშხია მოკლა! :D :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s