The Onion

2008 წელს ნანახ ფილმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის იყო The onion movie (რომელიც საშინელი გახმოვანებით იდო თავიდან ქართულ ვებსივრცეში, თუ ვინმეს დააინტერესებს – აწი ორიგინალური/ნორმალური რუსულითაც დევს ოფლაინ.ჯიზე).

გუშინ სრულიად შემთხვევით ნეტში აღმოვაჩინე საიტი – http://www.theonion.com და მოგვიანებით ვიკიზეც დავსერჩე. The onion, ანუ ხახვი არის საკმაოდ დიდი “ყალბ სიახლეთა” ორგანიზაცია. ამერიკაში გამოდის გაზეთი (რომელიც თავდაპირველად ორმა სტუდენტმა დააარსა) და საიტი კი ძალიან, ძალიან პოპულარულია. [მე პირადად განსაკუთრებით გავერთე საიტზე მსოფლიოს რუკით და ზედ დატანებული ცრუ ინფორმაციებით ქვეყნებისა და ქალაქების შესახებ.] ვებში იდება მათი ვიდეოებიც – The onion news.

მოკლედ, მათთვის, ვისაც ეს ფილმი ნანახი აქვს, მოეწონა და ჩემსავით ჯერ არ აღმოუჩენია მთელი ამხელა სამყარო ფილმის უკან – ველქამ! საიტის განახლებები გამოვიწერე კიდეც.

ბონუსი:

ძალიან სასიამოვნო და ჩამთრევი მინითამაში – Boomshine.

მე მე-12 ლეველი ვერ დავხურე, კიბორგამ – დახურა. გპირდებით, რომ ნუ, მე-12 ლეველამდე მაინც ვერ მოეშვებით თამაშს.

P.S: ფაზლის კეთება ძლივს დავამთავრეთ და აღმოჩნდა, რომ ერთი ცალი დაგვიკარგავს (ან თავიდანვე აკლდა). ჯანსაღად ვიბღავლე ამის გამო ასე 15-20-25-30 წუთი. მერე უჩას სახეზე წავიკითხე, რომ ტირილის და იატაკზე ფაზლის ნაკუწის საძებნელად ისტერიული ფორთხვის გაგრძელებას ცუდი შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა  და ნელ-ნელა მოვუკლე.

P.S.1: ექოზე ვიყავი, სურათი მომცეს ჩემდა გასაკვირად.  ბავშვს ჰგავს, ცხვირი აქვს და ყველაფერი : )))

მთელი დღის განმავლობაში ხშირ-ხშირად ვუყურებდი.

მერე აღმოვაჩინე – რაც უფრო მეტად ვაშტერდებოდი, მით უფრო არასიმპატიურად მეჩვენებოდა.

თან ექოსკოპისტმა მითხრა, შენ გგავსო, ალბათ ისე, სიტყვის მასალად, თუმცა ამან ვერ შემაჩერა და წარმოვიდგინე, მე რომ ბიჭი ვიყო – საკმაოდ მახინჯი ვიქნებოდი…

მერე თავი დავიმშვიდე, ბიჭია და სულაც არ სჭირდება სილამაზე, მთავარია ცოტათი აზროვნებდეს და ქალების შესაბმელ ჭკუას კი გავუკეთებთ რამენაირად – და შევინახე ექოს სურათი კარადაში – უჩას განქორწინების, ჩვენი ხელმოწერის და კიდევ რამდენიმე არასაჭირო საბუთთან ერთად.

This entry was posted in Movies, pregnancy, Web and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

16 Responses to The Onion

  1. bigcrow says:

    ხახვი ნიუსი – ჩვენ დაგაჭრით ყურებზე ხახვს :)

  2. LadyCrow says:

    ჩემი პატარა დის ექოს სურათი რომ ვნახე გული გამისკდა :უსერ: მაგრამ რომ გაჩნდა სულ არ იყო ისეთი :დ

    ააუჰ..ფაზლზე გული დამწყდა : )

  3. Onion ძაან მაგარი გაზეთია :)

    მადლობა

  4. პ.ს.-1 -ზე:

    უბრალოდ ექიმს ვთხოვე ეკრანი მიუტრიალეთ შეხედოს თქო, იმიტო რო საქართველოს არცერთ ექოსკოპიაზე დედა არ ხედავს ექოს გამოსახულებას, გარდა რომელიღაცა ერტი მითიური ექოსკოპიისა რომელიც სადღაც 9 მთას იქეთ ერთ ოქროს ექიმს უდგას. ხოდა აქაც, ექიმმა არ მიატრიალა მონიტორი (რომელიც აშკარად ტრიალა ფეხზე დგას) და მეორედ რო გავუმეორე რო იქნებ მაინც მიატრიალოთ თქო – “მაცადე სურათს ვამზადებო”.

    ხოდა გაგრძელება – დადის ამ სურათით, უყურებს.

    მოვდივართ სახლისკენ, მეთქი ჰე ეხლა – აგერ შენ ტესტი, დადებ მაგ სურათს ბლოგზე, თუ არ დადებ (იასნია ჰაერში ლინგვისტუსის დამოკლეს მახვილი გამოეკიდა)

    არა არ დავდებო.

    მეთქი ხედავ? – სადამდე მიგიყვანა საკუთარმა ტენდენციურობამ? – ადამიანებს სუ რო აჯვამ და დაცინი ყველაფერზე, რაზეც უფრო მოზომილი პოზიცია შეიძლებოდა. დღეს, აი – ქალი ხარ, ბლოგი გაქ, შენი პირადი ქალური ბლოგი, ფეხმძიმედ ხარ, საკუთარი შვილის ექოსკოპიის ვპალნე ხარისხიანი სურათი გიკავია ხელში და საკუთარ ბლოგზე ვერ დებ იმიტო რო საკუთარივე სიტყვებისგან შექმნილ ბარიერებს ვერ ახტები თქო.

    მოკლედ წაარბენია ეს სურათი დედამისთან იასნია, მერე ალბათ კიდე ვინმე დაქალებს აჩვენა (ეტ’ ია უჟე ნი ზნაიუ)

    ხოდა ნუ ბლოგზე დადების ცდუნებას მაინც გაუძლო.

    linguistuss – U have just changed the world, a small piece of it but still – do you feel power?

    • juze says:

      სურათზე რომ წავიკითხე მეც ეგრევე ლინგივისტუსა გამახსენდა :D

  5. Lola says:

    ეგრე გინდათ!!!

    ფაზლზე ვამბობ :D

  6. utvino says:

    მე დავხურე მე-12 ლეველიც: )

  7. piccolina says:

    @Cyborg Mcloud – არადა მე რამდენი ექოც გავიკეთე იმდენს დიდი ეკრანი ქონდა კედელზე მიერთებული და მშვენივრად ვხედავდი ჩემს შიგნეულობას, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერს ვარკვევდი )))

    დოდ, შენი ბავშვის სურათი მეც კი მაქვს აგერ კომპში ))) ხოდა ძალიან მომწონს შენი ბავშვი და ველოდები როდის დაიბადება, ძალიან მინდა დავჭმუჭნო )))
    და ფაზლს რაც შეეხეება, მიხარია რომ დაამთავრე და იმ ერტ ფისს ნუ განიცდი მე დაგიხატავ ბოლოსდაბოლოს :პ

  8. keti says:

    ოო, სულაც არ არის არასაჭირო ეგ ფოტო:) და დოდი, არ დანებდე კაცების აზრს, თუ სურათის გამოქვეყნების სურვილი გაქვს :)

  9. საიბორგ, ნაფარეულის (10) და ბარნოვის (აბაშიძე) კუთხეში გადასულა LEGO რუსთაველიდან (კუთხეში რომ იყო)

  10. LadyCrow says:

    დღეს, აი – ქალი ხარ, ბლოგი გაქ, შენი პირადი ქალური ბლოგი, ფეხმძიმედ ხარ, საკუთარი შვილის ექოსკოპიის ვპალნე ხარისხიანი სურათი გიკავია ხელში და საკუთარ ბლოგზე ვერ დებ იმიტო რო საკუთარივე სიტყვებისგან შექმნილ ბარიერებს ვერ ახტები თქო.

    აქცია მოვუწყოთ დოდკას ბლოგზე ! :დ აი მე სულ იმ აზრზე ვარ, რომ თუ ეწერინება თავის ფეხმძიმობაზე და ბავშვზე, უნდა წეროს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეგ ხდება მის პირად ცხოვრებაში და აქამდე თუ წერდა რა ხდებოდა, ეხლა რა…ხოდა საკუთარ ბარიერებზე არ ვიცი, მაგრამ ხო იცი დოდ, რომ რასაც დაწერ, დაწერ საინტერესოდ და არ იქნება ის, რისიც შენ გეშინია : )

    • linguistuss says:

      linguistuss – U have just changed the world, a small piece of it but still – do you feel power?

      ჰო, მაგრამ რომ დაიბადება მაინც დადებს. რა მნიშვნელობა აქვს :)

  11. მეც ძალიან მომწონს შენს ფეხმძიმობაზე და ღნავილზე რომ წერ, ისეთი საყვარელია ხოლმე, დაფეხმძიმდით მასიურად-მეთქი, ლამის ავღრიალდე :P მაგრამ ბავშვის ფოტო არ დადო, ფლიზ!!! მაინც მგონია, რომ ეგ ძალიან ძალიან საკრავენი და შიგნით შესანახი რამეა :) if you know what I mean :)

  12. Sophie
    შიგნით შესანახმა გაასწორა – ალათ ყველა ქალი ოცნებობს არასოდეს გააჩინოს ბავშვი და მუდამ მუცლით ატაროს და “მუდამ მასთან იყოს” და “სუ გრძნობდეს როგორ ურტყამს ის იქედან” და ა.შ.

    და მერე ოცნებობენ ‘არასოდეს გაიზარდონ ბავშვები’

    და მერე ოცნებობენ “სხვა ქალს არ აჩუქონ თავიანთი თავები რომლებიც მე, მეე!!! გავზარდე” და ა.შ.

    უბეიწეს ვსე აპ სწენუ!!!

    ჰეით ვიმენ… ჰეით ვიმენ… [ზანავეს]

    ლინგვისტუს:
    :დ კაია არა პრაწივარეჩიებზე თამაში? :დ

  13. Spieler says:

    დავხურე მეთორმეტე ლეველიც… want moree… :(

  14. Pingback: Ni2 News « Dream is Destiny

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s