Gurjistanophobic

ეს ქვეყანა სულ სამყაროსგან მოწყვეტილი მეგონა. აი რაღაცნაირად ვერ აღვიქვამდი თავს დედამიწის ნაწილად საქართველოში. რაც პრინციპში, დიდად გასაკვირი არც იყო – ახლო წარსულში ონლაინ მაღაზიებს აქ შიფინგიც კი არ ჰქონდათ, ან თუ ჰქონდათ – არავინ გარისკავდა გამოწერას ჩვენი ფოსტის გადამკიდე.

ბოლო დროს რაღაცნაირად მეცვლება შეგრძნებები.

პირველად თავი სამყაროს სრულუფლებიან წევრად ვიგრძენი, როცა ფეისბუქზე რეგისტრაციის შემდეგ ქაფჩის [word verification] მოსაცილებლად, რომელიც ყველა მოქმედებისას ვარდებოდა ფაქტიურად – ჩემი მობილურის ნომერი შევიყვანე და მესიჯად მოვიდა მოსახსნელი კოდი! უპრობლემოდ, წკაპ და მოვიდა, თითქოს ნორმალური ქვეყნის ნორმალური მოქალაქე ვყოფილიყავი.

მეორედ ასეთი მძაფრი შეგრძნება ამ პერიოდში მებადება, როცა ერთ-ერთ დიდ ფეხმძიმე ქალთა თავშესაყარ უცხოურ ფორუმზე ვპოსტავ. თითქმის ყველა ქვეყნიდან პოსტავენ [დიდი უმეტესობა ა.შ.შ-დან, ბრიტანეთიდან და ავსტრალიიდან] და ჰოი საოცრებავ! ყველას აბსოლუტურად, აააბსოლუტურად ერთნაირი კითხვები და პრობლემები აწუხებს. დედამთილებთან და მულებთან “თბილი” დამოკიდებულება, გეიმერი/არასაკმარისად ყურადღებიანი ქმრები, ცრურწმენები (რომლებიც თითქმის ერთი-ერთში ჯდება “ქართულ” ცრურწმენებთან), გარშემომყოფთა უცნაური რეაქციები ზოგადად ფეხმძიმე ქალზე და მათი დაუოკებელი სურვილი მოყვნენ საშინელი ისტორიები “მისი მეგობრის დაქალის ნათლიაზე, რომელსაც უფეხო ბავშვი გაუჩნდა”. პა ბალშომუ ისინიც ზუსტად ისეთივე გლუვ შეკითხვებს სვამენ, როგორც ქართულ ფორუმზე მპოსტავები, ისევე მსჯელობენ, ისევე ეზარებათ გუგლის ხმარება და ურჩევნიათ იქ იკითხონ, ექიმებზე ისევე ბრაზობენ და ა.შ.

ჰოდა ვუყურებ ამ ყველაფერს და მთელი ჩემი ოდესღაცინდელი ფიქრები, რომ “იქით კარგია, იქ ნორმალური ხალხია” მთლიანად ინგრევა, არსად არაა ნორმალური ხალხი, ყველგან გლუვები არიან, ყველგან ზუსტად ზუსტად ზუსტად ერთნაირი გლუვები ერთნაირი პრობლემებით და ერთნაირი კომპლექსებით, არ არსებობს უკეთესი “იქ” და არც უარესი “იქ” არ არსებობს,  და მეც ამ ქვეყნიანად ამ სამყაროს ნაწილი ვარ, სრულიად ნორმალური ქვეყნის ნორმალური მოქალაქე.

მოკლედ, ვებრძვი გურჯისტანოფობიას საკუთარ თავში.

პ.ს.: თემასთან კავშირში არაა, მაგრამ ბონუსის სახით [სპეციფიურ იუმორზეა გათვლილი]:

დიალოგი გუშინ ფეისბუქში:

– Hello dodie, has anyone told you fit
– ??
– Fit
– ha?
– You are sexy
– Ah thx. I’ll send you request in Mafia wars, sec…
– So are you single
– No, married, pregnant. Sorry
– Oh, I am fireman.

This entry was posted in Just, რა, pregnancy and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

28 Responses to Gurjistanophobic

  1. oh, I am fireman :D
    ეს მომეწონა.
    ამ ჰორმონებმა როგორ დაგაბრძენეს, გაკვირვებული ვარ :) :P
    ასეა ასე!!! ყველა ადამიანი ერთნაირია ზუსტად! მთელი ცხოვრების მანძილზე ამას ვამბობ და არ მიჯერებენ, მიხარია, რომ შენც მიხვდი და გურჯისტანოფილიისკენ მიდიხარ ;)

  2. Pingback: Pregnancy Dates Calculator

  3. თაზო says:

    ეჰ, დოდი, მე კი ჯერაც ვერ ვგრძნობ, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ. ბოლო დროს გაქცევაზე მიჭირავს თვალი(რა თქმა უნდა სასწავლებლად, აბა არალეგლად იქ ყოფნას, ისევ აქ ვიყო მირჩევნია). სადაც არ ვნახე ჩემთვის ხელსაყრელი პირობები თავისი სკოლარშიპებით და ა.შ., ყველგან წერია: Open to citizens of USA, EU, Canada and some countries of Africa.

    რაც შეეხება ამაზონს, ლეპტოპი მინდოდა მეყიდა(ერთი მოდელი ავიჩემე), ფასიც ხელსაყრელი იყო, მაგრამ ისევ: Product shipping is available only in USA and Canada.

    რაც მომეწონა და მომინდა, ყვეაფერი არის საქართველოსთვის.
    გამოდის გურჯისტანოფობიით ვიტანჯები?

    • nanu says:

      visac gindat rame iyidot amerikuli saitebidan, momceret da shevecdebi dagexmarot… ra problema gaxda ver gavige an ra apatiebshi xart xalxo:)

  4. თაზო says:

    რაც მომეწონა და მომინდა, ყველაფერი “Unavailable” არის საქართველოსთვის

  5. Kate says:

    კარგია, ფრიად სასიამოვნოა თუ ნელნელა ვართ ისეთივე სამყაროს წევრები, როგორც ისინი.

  6. ოხ, თაზო, მთელი იმედები დამიმსხვრიე :P
    ოქეი, მესამე სამყაროს ქვეყანა ნამდვილად ვართ ეკონომიკურ-ფინანსურად, მაგრამ რაც შეეხება ადამიანობას, ინსტინქტებს, ეს იგივე გვაქვს, რაც ზე-ქვეყნებს.
    სასწავლებლად წასვლა და სქოლარშიპები – ტკივილია, total pain in the ass :|

    • CheshireCat says:

      “სასწავლებლად წასვლა და სქოლარშიპები – ტკივილია, total pain in the ass :|”
      +1.. ვჩალიჩობ უახლოეს 2 წელიწადში ევროპაში სასწავლებლად წასვლაზე და თუ გამომივა, i promise, რომ ბლოგზე ერთ დიდ “how to” პოსტს დავწერ.

      “მაგრამ რაც შეეხება ადამიანობას, ინსტინქტებს, ეს იგივე გვაქვს, რაც ზე-ქვეყნებს.”
      აქ როგორაა საქმე იცი? ცალკეულ ინდივიდებში კი, მასეა.. ყველა ერთი სლე ვართ, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს მასაში აღებული ეს ხალხი როგორ აზროვნებს. რამდენიმე ხნის წინ წავიკითხე სტალინის ნათქვამი გერმანიაზე : “იქ რევოლუცია ვერ მოხდება, იმიტომ რომ ხალხი გაზონებზე არ გადავაო”.. ანუ ხვდები ხომ განსხვავებას? )) ასე რომ განსხვავებები ვსე ტაკი არის. at least, I want to believe )) იმედის მომცემია :)))))

    • nanu says:

      why is it a pain?!!!!! ver gavige Sopo

  7. bigcrow says:

    არასოდეს გამომიწერია არსაიდან არაფერი, არადა მინდა, მაგრამ სულ მგონია, რომ არ მომივა…

    აგერ, გუგლ ედსის რაღაც წერილს ველოდები სამი თვეა და არ ჩანს, გაქრა სადღაც… ეგეც შენი ცივილური ჯორჯია…

  8. piccolina says:

    სამყაროს ნაწილად თავის გრძნობამდე ბევრი მაკლია, სანამ ცივილიზაცია შემოაბიჯებს ჩვენთან
    მარა ადამიანები რომ ყველგან ერთნაირები არიან და პრობლემები ყველგან მსგავსია, ეგ დიდი ხანია ვიცი
    რომ ამბობენ, წიპა აი გერმანიაში წავალ და აი იქ ნორმალური ხალხი იქნება და უკეთ ვიცხოვრებ… ბულშიტ )) ადამიანები ერთმანეთს ზალიან გვანან
    და პირველად მაგაზე მამენტ მაშინ დავფიქრდი, როცა დავიწყე იმაზე ფიქრი, ემოციები რატომ გამოიხატება ყველგან ერთნაირად
    ხოდა ბოლოს მივხვდი რომ ადამიანები ერთნაირები არიან და იმიტომ )))

    • nanu says:

      sxvata shoris icit ras girchevdit yvela mocucunes civilizaciies shemobijebas rom elodebit?!! ha ha

      Ikadret batono ra tvini gaanzriet, da pirvel rigshi caikitxet am civilizebuli qveyvebis (ase rom shenatrit) istoria da mati kargad gaerkviet mat struqturashi.
      scored Es civilizebuli qveynebia dghes dgheobit rom ganageben chven beds, icit ratom chemo kargebo?!! :)
      imitom rom imatma tavianti tvinit, shromit da japit miaghcies imas rac aqvt. gind qalebis uplebebis da tavisuplebis brzola, tvit qalebis mier amerikashi, gind rasizmis cinaagmdeg brzola, da a.sh.
      Ise elodebit “Civilizacias” gegoneba tovlis babua iyos lol
      Civilizacias tqventvis mxolod komfortia, ai is ki, tu ra unda gaaketot rom sxvisi shemyure ar iyot personaluri ketildgheobistvis, amaze carmodgenac ki ar gaqvt.
      Nu gamicyrebit am siyvebistvis, isini vinc ver gaigebt chems mimartulebas, chemive sityvebidan da nu mesvrit tyvias iseve rogorc ilia martals ;)… aavvoortqldii

  9. bas says:

    კი ეგრეა :)

    აქაც არიან მაჩოები :D ძალით კაი ბიჭები, Wannabe cool ხალხი და ა.შ. პროსტა უფრო მეტი კომფორტია აქ, სხვა დანარჩენი იგივე სლეა :)

  10. bigcrow says:

    ფაზენდიჩ, ეგ ხალხი სხვებს ტენიან ცხვირში თვიანთ მსოფლმხედველობას? ნუ მიხვდი ალბათ რასაც, ახლა ვერ გამოვხატავ ნორმალურად… ა?

  11. bas says:

    ყვავჩიკ გააჩნია საზოგადოებას.

    ნუ მეგაპოლისების მცხოვრებლები არა, არ ტენიანიან (თუმცა აქაც არიან გარკვეული ქომიუნითები, რომლებიც სლეობენ, თუმცა ხალხის პროპორცია დიდია და არ ჩანან), აი რედნეკებში კიდე სხვანაირად არის ვაბშე, გურჯებზე უარესები არიან – ვსმისლე ოჰაი, ვისკონსინი, ალაბამა და ასეთი მამალი სოფლის ბოლოები :)

    მაგრამ ნიუ–იორკი, ჩიკაგო, LA, სან ფრანცისკო, მაიამი, დისი – მანდ ცხოვრება ადვილია :) სხვაგან ერთი სლეა – აქ პროსტა ძაან ბევრი სხვა და სხვა კულტურაა თამოყრილი და ნუ ყველას პაბალშომუ სლეზე კიდია ერთმანეთი.

    ისე კომპლექსები მომიხსნა ამ საზოგადეობამ მოშნად თან, მეტროში და ავტობუსის გაჩერებზე რომ ვარ და ტრანსპორტს ველოდები, მაგ დროს ვცეკვავ ხოლმე :D სადღაც 3 თვის წინ დავიჭირე ჩემი თავი ერთ ამბავში რომ ვიყავი :) ჰოდა რო მიმოვიხედე გარშემო ყველას სლეზე ვეკიდე და მაგრად გამისწორდა :D

  12. აშშ შტატი: New Jersay ძალიან გავს საქართველოს, აზროვნებითაც და განვითარებითაც, ზომითაც კი. ხალხიც დაახლოებით ისეთივეა, ქალიშვილობასთან დამოკიდებულებაში, როგორიც საქართველოში.

    მაგრამ მთლად მასეც არ არის. გააჩნია შტატს და ქალაქს. აღქმა სხვადასხვაა. ის კი არადა ერთ შტატში რაიმე გამოთქმა, შეიძლება სხვა შტატისთვის სრულიად გაუგებარი ან უკვე მოძველებული აღმოჩნდეს.

  13. ხო დავიწყებ თვითონ პოსტის კომენტარებიდან და მერე შევუერთები რამდენიმე კომენტარის ირგვლივ გამარტულ პოლემიკას.

    დაიწყო ეს ყველაფერი რითი:
    შარშანწინ რო ჩამოვედი – დიიიიიიიდხანს და მონდომებით ვუხსნიდი რო ნეხვი ყველგან ერთია და რო აქაური ნეხვი არაფრით არაა უარესი იქაურ ნეხვზე და რო გამომდინარე აქედან აქ ამ ნეხვს რაზგრიბაიუ უკვე 23 წელია და ამის დედა ვატირე ბარემ დაგრიბუ ბოლომდე – რაღა ახალ ნეხვში შევყო თავი თქო.

    მაშინ იასნია თითქმის ვერ გაიგო რას ვეუნებოდი, მერე მილიონჯერ მოვუყვანე კონკრეტიკა, ის რო აქ რო “უიმე რა დონეა საპატრიარქო რეებს ჩადის” -ზე ვჭედავთ – იქ ისევე თავგამოდებით ჭედავენ “რას უშვებიან ზანგებს” ან “როგორ ექცევიან პიდარასტებს” – მტელი გულით ჭედავენ თქო, ჩვენსავით, ყველგან ერთი @!@ თქო მოკლედ.

    ნელ-ნელა მოლბა ამ თემისადმი.

    მარა სუ ამდენი ხნის მანძილზე დამოკიდებულება ქონდა
    “აი ჩვენთან რა ძღრენია და აი რა კარგი… იქნება იქ!”

    მე ლიჩნა მეტ-ნაკლებად მკიდია ეს “რაც მაგრები ვარტ ქართველები ვარტ” თემატიკა, სავსებით კრიტიკულად ვარ განწყობილი ჩვენდამიც და მაინდამიანც კამათში არ შევდიოდი ხოლმე, უბრალოდ ვცდილობდი არ წამექეზებია მისი ასეთი საუბარი.

    ი ტაკ ერთ დღე, ა ვერნეე 3 თუ 4 დღის წინ, მივდივართ ტაქსით ექოსკოპიაზე, და ვინაიდან მანამდე რაღაცაზე ვიკამათეთ სიტუაციის განტვირთვის მიზნით დოდიმ გამოიგონა სახუმარო თემა:
    “ებჯო, ადამიანებს რულზე რო სვამენ – პრავას თხოვენ და ბავშვს რო აჩენენ მაშინ რატო არ თხოვენ ბავშვის აღზრდის ცოდნის დადასტურებას?”
    ნუ ამაზე ვიღადავეთ, ნა წემუ რო “ბავშვს რო ზრდი მაქსიმუმ 1 ადამიანის სიცოცხლეს აზიანებ და მანქანის ამბავში ანეგდოტი როა სვანმა რო 500 კაცი გაიტანა…”
    ხოდა სადღაც შუაში, ისეთი დასერიოზულებული სიჩუმე რო ჩამოვარდება ხოლმე დოდი მოტრიალდა და “არადა მართლა რამე მინიმუმი აღზრდის ჩაბარებას რო ითხოვდნენ სანამ ბავშვს გააჩენ – საქართველო ალბათ ამოვწყდებოდით” – ნუ თუ ვერ გადმოვეცი კარგად – წიპა თემიდან რო “ჩვენთან ისეთი საზიზღარი მშობლები არიან რო ვერ გაივლიდნენ უნარ ჩვევების მინიმუმს”

    ხოდა მე ვზივარ, ჩუმად, მივუტრიალდი და – შენ თვითონ დაფიქრდი ეხლა რას ამბობ, სად არი უკეთესი აღზრდა თქო??? – ყველგან ერთი ნაგავია, ყველგან ერთნაირად მარაზმულად ზრდიან შვილებს, ყველგან არი ძალადობა, ყველგან არი უყურადღებობა… ერთი ჩორტია რა.

    მიტრიალდა ფანჯრისკენ და ცოტა ხანში მოტრიალდა და “ხო მართალი ხარ მამენტ, უცხოურ ფორუმებზე არ ვზივარ და ისენი იქაც იგივე პრობლემებს წერენ” -ო.

    ჩემი გაგრძელებითი ფრაზა იყო რო “ხვდები რო ეს შენი – “რაც ყლეები ვართ – ქართველები ვართ” – ისეთივე ყლეობაა როგორც სხვების – “რაც მაგრები ვარტ ქართველები ვართ”-ი” – თქო?” – ხოოოო…

    და კიდევ ცოტათი მივახლოებივართ, როგორც ხედავთ, გასხივოსნებას.

    ეხლა კომენტარებზე:

    ძალიან გამართო ყველა რო ატრიალებს “ცივილიზებული სამყარო” – ბუკვალნა ყველამ, გამონაკლისების გარეშე, ვინც ილაპარაკა “ყველგან ერტია მარა იქ მაინც კარგია” – ახსენა “მეტი ცივილიზებულობა”, “ეგეც თქვენი ცივილიზებული საქართველო” და ა.შ.

    ოჩინ სმიშნო.

    რა არის ცივილიზაცია? – სუფთა ტვალეტები, ცხელი წყალი და დუშევოი კაბინკები? – არა – ეს კანალიზაციაა და უკეთესი კანალიზაციაა იქ თუ არა – ამაზე შემიძლია ძალიან მძლავრი არგუმენტებით გეკამათოთ, გამოცდილი მაქვს კანალიზაციის მუშაობა ჰოლანდიაში, ბრიტანეთში, უკრაინაში და ა.შ.შ.-ში და ვინაიდან მაინტერესებს ტექნიკური საკითხები ზოგადად – მეტ ნაკლებად ესეიგი ვცდილობდი გარკვევას რატო ემართებოდათ ის რაც ემართებოდათ.

    დალშე:
    აბა რა არი ცივილიზაცია? – ამაზონ კომი? – ზოგადად შოპინგი? – ვიეტნამის ბაზრები სადაც ყველაფერი იყიდება და ხელმისაწვდომია – ცივილიზაციაა?

    ის რო ამაზონ.კომ -ი ამერიკის და კანადის გარდა არსად არ აგზავნის – ამერიკის პრობლემაა – “მსოფლიო” ბევრ ამერიკელს ამერიკა რო გონია, მათთვის მეტი სამყარო რო არ არსებობს საერთოდ. მასე ევროპაც არა ცივილიზაცია გამოდის – არ შიპინგის გამო. კსტაწი მიეძალეთ ევროპულ საიტებს – აგზავნიან, და ამაზონზე სულ უფრო და უფრო მეტი ბრენდი აგზავნის აქეთაც უკვე.

    ის რო ქალიშვილობის პრობლემა ყველა ქვეყანაში სხვა და სხვა ნაირად განიხილება – ზემოთაც ითქვა და ტოჟე არ არის ცივილურობის მაჩვენებელი.

    იმავე ზე-ცივილურ შვეიცარიაში ყველას იარაღი აქ, ყველა ჯარისკაცია და ცეცხლნასროლი მკლვლელობებით ვაფშე მეორე ადგილზეა და მილიტარიზმი ცხოვრების იდეაა – არც ჩვენი “სისხლის მსმელობა” არ ყოფილა არაცივილურობის მაჩვენებელი.

    ძალიან კარგი რამე აღნიშნა Bas-მა, მე ეს პირველად შევამჩნიე ბრიტანეთში, ყველას რო კიდიხარ, წელს ზემოთ შიშველი, აკულის მასკით მოვდიოდი ქუჩაში და ყველას პა ბალშომუ ვეკიდე. და ეს ძაააააალიან გამისწორდა, მაშინ ჩემთვის ატკრავენიე იყო რო “რა მაგარია ყველას რო კიდიხარ” თქო.

    მერე კაგდა ია პრიმერნა ვ ტოიჟე აბსტანოვკე ცოტა პაჟილ დაშლო დრუგოე ეს ფეხებზე დაკიდება გლობალურია და არა “პროსოტ ქუჩაში” – ყველას ყველა კიდია ყველგან და ყოველთვის…

    ეს ცივილურობის მაჩვენებელია?

    ნუ მანიაკების ბაზარი ყველამ იცის – ჩვენთან პროცენტულადაც კი არ არი იმდენი მანიაკი რამდენიც იქ არი და მხეცობების დონის შედარებაც არ შეიძლება…

    ი ტაკ? – ი ტაკ მეგობრებო:
    ცივილურობა არ არსებობს.

    ცივილიზაცია – ნიშნავს ერთნაირი სახეობების ორგანიზებულ ერთობლიობას და მეტს არაფერს.
    ჭიანჭველების ცივილიზაცია. ფუტკრების ცივილიზაცია. ბაყაყების ცივილიზაცია ქვემოღორის ჭაობზე და ა.შ.
    პოპულაციისგან განსხვავდება იმით რო რაოდენობის გარდა ორგანიზებულობასაც გულისხმობს.

    ყველგან – ერტი ძღრენია, არაფერი არსად უფრო ცივილური არ არის, იქ სადაც აქ ტამ გოგოსთვის ან რაიმესთვის – გცემენ ხეირიანად. იქ – ისეთ პადნოშკას დაგიდებენ “ისეთს გაგიჩალიჩებენ” წლები ვერ ამოძვრები ქაქიდან.

    რომელი უფრო ცივილურია? – დალურჯებული ცხივრი თუ განადგურებული ცხოვრება?

    ყველგან არიან ყველანაირი ადამიანები, ერტნაირი პროპორციით, იქ სადაც ფულია – არი ვითომ მეტი კომფორტი და არი მეტი პრობლემები, იქ სადაც არის მოთხოვნა – ნამდვილი მოთხოვნა, ქალები იხდიან, იქ სდაც ნამდვილი მოთხოვნა არის “მაგ ტუჩებით ბავშვს როგორ აკოცებ ქალო!” – ქალები არ იხდიან გრუბა გავარია.

    არაფერი “იქაური ცივილიზაცია ჩვენ შეგვეხო” არ ხდება.

    “იქაური მარაზმები აქაურ მარაზმებს ანაცვლებენ იმიტო რო აქაური მარაზმები მოვაგვარეთ, ეხლა იქაურ მარაზმებს მოვაგვარებთ და მერე ახალი მარაზმები გავიჩნდება რომლებსაც ვეცდებით მოვაგვაროთ და ამასობაში სლავა ბოგუ მოვკვდებით და დავისვენებთ ვეჩნი მარაზმების გვარებისგან”

    ვოტ ვსია ლოგიკა.

  14. კარგი ახლა საიბორგ, არც მთლად მასე იოლადაა საქმე, შენ მსჯელობ ხალხის დაბალ დონეზე, სადაც ყველა ერთნაირია – ერთი აღქმით და გაგებით, შესაბამისად ერთნაირად აღიქმება მარაზმატიკაც.

    არის რამოდენიმე სხვაობა:

    1. მასშტაბები – ამაზე ბევრი საუბარი შეიძლება, ზოგადად კი ალბათ გასაგებია, თუკი საქ. მოსახლეობის 99% ბნელია, აშშ-ში იგივე მონაცემი დაახლოებით 50% ია. საქართველოში ძალიან გაგიჭირდება ისეთი ადამიანის მონახვა, რომელსაც სტერეოტიპების და დოგმების გარეშე დაელაპარაკები, არ იქნება ნარკომანი, არ იქნება ლოთი და არ შენატრის საბჭოთა კავშირს ან BMW X5 და გააჩნია მიზნები (და არა: დღეს ვჭამე, ხვალის დედაც)

    2. ჭკვიანი ხალხი ზემოთ – ის ვინც რეალურად ნიჭიერია, ის ბევრს აღწევს და მას ხელს არ უშლიან, პირიქით მას აქვს საშუალება მიაღწიოს რასაც უნდა (ე.წ. American Dream) ეს ყოველთვის ვერ ხერხდება, მაგრამ აქეთკენ მიისწრაფის ქვეყანა მთლიანად.

    3. შეგიძლია იჩივლო, როცა რაღაც არ მოგწონს და არის შანსი, ყველაზე დებილური მოთხოვნაც დაგიკმაყოფილონ – კანონის უზენაესობა.

    4. ტექნოლოგიური პროგრესი – ამჟამად, იგივე დონეზე ვართ, სადაც აშშ იდგა 60 იან წლებში, მაგალითად იაპონიას ინტერნეტისთვის ცალკე სატელიტი ყავს კოსმოსში გაშვებული, ხოლო დანიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტ-შეღწევადობაა, შვედეთი და ნორვეგია სოც. ქვეყნებია და განათლება/ჯანდაცვა უფასოა.
    For non-existent god’s sake რამდენმა ქართველმა იცის რა არის e-mail ?

    5. კონკურენცია – ნებისმიერი კომპანია ზრუნავს მომხმარებელზე, იმიტომ რომ იცის, თუ რამეა კონკურენტები შეჭამენ, შენი შრომა შესაბამისად გინაზღაურდება (დღეისთვის საქართველოში არსებული თითქმის ყველა ბიზნესი, კაცმა არ იცის საიდან დაფინანსდა თავის დროზე, ზოგი მხედრიონელი იყო და ქართველები დააწიოკა, ზოგი ანაბრებზე გამდიდრდა, ზოგმა ჰუმანიტარული დახმარება გაყიდა და ახლა შენი ბოსია, თეთრებს გიხდის და გიმონებს)

    ისინი არიან იქ, იმიტომ რომ ზუსტად იქ ყოფნა დაიმსახურეს, ჩვენ ვართ იქ სადაც დავიმსახურეთ. ერთი ძღრენი სულაც არ არის და არც მთლად მასე ადვილადაა საქმე.

  15. ლიკა says:

    ხალხნო, გამაგიჟებთ თქვენ მე.

    იცით, რომ საქართველო კორუფციის–ტყუილების–და–ქურდების იმპერიაში ყველაზე კორუფციული–ტყუილებიანი–და–ქურდებიანი “რესპუბლიკა” იყო? ყველაზე კარგად მოერგო იმ მყრალ ტლაპოს, რაშიც 70 წელი ვიჯექით.გემრიელად, სიამოვნებით შეირგო. გარშემო გაიხედეთ, თუნდაც თქვენივე ბინებში, გადახედეთ ყველაფერს, რაც თქვენს ოჯახს 90 წლამდე შეუძენია _ გაარკვიეთ ერთი საიდან და როგორ. თქვენ გგონიათ მაღაზიაში შეხვიდოდი და იყიდდი? კაფელი გქონდათ სახლში? საიდან? რომელი მშენებლობიდან იყო მოპარული? მანქანა გქონდათმ ან ავეჯი? როგორ ჩააწყვეთ? აა, ბინა მიიღეთ? ვის რამდენი მოუქონეთ? თქვენ გესმით, რომ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობდა! თუ რამე გაგაჩნდა, ესე იგი ან ქურდობდი, ან ნაქურდალს იძენდი.

    ხოდა ვინ იფიქრებსა რომ სიმყრალეში ასე კარგად მომჯდარი საზოგადოება თუნდაც მოინდომებდა (!!!) ამ ტლაპოდან ამოძრომას. მე პირადად აღფრთოვანებული ვარ ამ საზოგადოების ღრმა კეთილშობილებით (აბა სხვა რა დავარქვა?). ხო, “გოიმები” არიან. სამაგიეროდ სწორი მიმართულებით მიდიან. და რაც ფასეულია _ ახსოვთ ის ტლაპო და შინაგანი მუხრუჭები მუშაობს ეტყობა, რადგან უკან არ ბრუნდებიან.

    კი, ბევრი მისტირის საბჭოთა კავშირს _ სინამდვილეში ძირითადად თავის სტატუსს იმ საზოგადოებაში, თავის პიროვნულ ტრაგედიას _ რომ ახალს ვერ მოერგო. ბებრები ყოველთვის მისტირიან ძველ დროს. ეგ ნორმალურია.

    იგივე ამერიკელები, სხვათა შორის, სრულებით გარემოზე არიან დამოკიდებული _ თუკი ეძლევათ დაუსჯელი ქურდობის ან მექრთამეობის საშუალება _ უკან არ იხევენ. შინაგანი მუხრუჭი არ აქვთ და იმიტომ.

  16. Not So Fast
    ოი ოი ოი

    1. 99.99% ამერიკელებისა აბსოტლიტური ტუპიაკია, ამაზე მარჯვენა ხელს დავდებ მოსაჭრელად თუ გინდა.

    უბრალოდ იქ ხალხი მეტია და ის 0.01%-იც კი საქართველოს მთელ მოსახლეობაზე მეტია და სადმე ნორმალურ სასტავში რო მოხვდები უცებ იმდენი გეჩვენებიან რო სქართველოში სულ ერტად რო შეკრიბო აზზე მოსული ხალხი მაგდენი არ იქნებაო ფიქრობ და… ატსუდა ი ზაბლუჟძენია, რას ამბობ ადამიანო, ბრიტნი სპირსი და მთელი პაპსა კულტურა, ამერიკელების ტოტტტტტტტტტტაააააააალური აძერჟიმოსწი “ახალი მანქანებით”, “ახალი ტელევიზორებით”, “ახალი გაზონაკასილკებით” და 1000 @!@-ით… 40 წლის ადამიანები რომლებმაც არ იციან ამერიკა რო ვაფშე რაიმე ომს ომობს სადმე… პირადად ველაპარაკე 3 შვილის დედას, რომელიც იმდენად განვითარებული იყო რო WoW-ს თამაშობდა და არაფერი არ იცოდა სამყაროზე საკუთარი ვისკონსინის გარდა…

    ნუ მოგყავს მაგალითად ამერიკა, პლზ, მანდ ნაღდად წააგებ. ფრანცია, ბრიტანეთი, იტალია, მოეტ ბიწ, მოეტ და…

    2. ამერიკან დრიმი და საქსესი, ბევრი რო არ გელაპარაკო იმაზე რო თვითონ ამერიკელებს, კაკ რაზ მოაზროვნე ამერიკელებს, კითხე რა დამოკიდებულება აქვთ ამ მათთვის ყურებზე ჩამოფხატებული ფასეულობებისადმი. მოკლედ მოგიჭრი – ამერიკან დრიმის მთელი ტყუილი იმაშია რო მას აღწევს მხოლოდ 0.001%-ი და ერთხელაც ამერიკაში რო მოხვდები და იქაურ კუხნას გაიგებ – გაიგებ რო თურმე ეს 0.001% სუ ერთი და იგივე ხალხი და მათი შვილები არიან და ამის გამო მთელი დანარცენი ამერიკა დაბოღმილი და გამწარებულია…

    3. ჩივილები: გენიალურია, ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი დიდხანს ერთი პერიოდი – რა მარაზმამდე მიდის სასამართლო როცა ის “თავისუფალია” – ანუ საქართველოში ვინმეს რამეზე რო უჩივლო ჯერ 100% უვერენნი უნდა იყო, მერე უნდა გარისკო, მერე უნდა გიღირდეს, და მერე… და ა.შ.
    და იქ – ჩივიან ყველაფერზე, ავტობუსში ცუდ მხარეს რო დააფცხიკო, ვინმე შარიანი თუ ზის – სჩიტაი სასამართლოში ხარ…

    ნა ხუია ტაკაია ჟიზნ? – მაინც უამრავი მკვლელობები, რაზბორკები, სახის ახევები და ა.შ. არი – ერთი პერიოდი ბრონქსში ვცხოვრობდი და trust me ცივილიზაცია იქიდან აშკარად ძალიან შორსაა…
    სცენა: ღამის 3 საათზე ღრიალია ქუჩაში, რაც ასობა იშვიათობა არ იყო მარა იმჯერად მეთქი გადავიხედავ რა ხდება – ვიღაც 2 ქალი, იქიდან ერთი მოშნი ეგეთი მოსული მსუქანა ქალი, პიზდავდენ 2 ბიჭს – დანარჩენი სასტავი აშველებდა, იასნია ზანგები, ცხოვრებაში არასოდეს არ წამეშლება თავიდან ეგ იმიჯი – როგორ უბრაგუნებს ვიღაც გასიებული ზანგი გოგო – ვიღაც ზანგ ტიპს, ესეც ატბივალსია, ანუ ბოქსი კი არა და კიკ-ბოქსი ქონდათ რა, პროსტო ის ქალი ერეოდა :დ

    4. ტექნოლოგიური პროგრესი გვინდა და ვერ გვაქ? – ია ტაკ დუმალ რო იაპონიის მაგალითზე ჩვენ ბევრი სწორი დასკვნა გამოვიტანეთ და წიპა მაინდამაინც არ გვინდოდა… ინტერნეტიზირება კიდე მარტივი საქმეა, შედარებით, და მაგაში არ არი საქმე, ქარხნების მუშაობა უფრო გაასწორებდა დლია ნაჩალა… მარა ეგეც დინამიური პროცესია – იქნება მოთხოვნა, იქნება ჩალიჩ მასტერინგი – იქნება ქარხნებიც…

    5. საქართველოში რო კონკურენციაა დღეს – ეგეთი მგონი არსად არ არი. წაგლეჯვაა – თან მოშნი.
    რაც შეეხება ფულის წარმოშობას – 99.99% მსოფლიო კომპანიებისა, დაჟე ისეთი “წმინდა” და “ოცნების” კომპანიები როგორც გუგლია – სინამდვილეში შავი გზებით ნაშოვნ ფულზე შენდება. და იქიდან დიდი ნაწილი ომებში, გინდა მეორეში, გინდა ვიეტნამში, გინდა ავღანეთში. რო არაფერი ვთქვა ნარკო ბიზნესიდან გაკეთებულ ფულებზე. რევოლუციებიდან მოღუნულ მაყუთებზე და ა.შ.

    ლიკა
    გახსოვს, არ ვიცი პრავდა მილაპარაკია თუ არა ამაზე შენთან, რო ვამბობდი რო ედიკას დროინდელი საზოგადოება იყო საზოგადოების ზოგადად ზეობა თქო?
    არ იყო კანონი, არ იყო დაცულობა, არ იყო არაფერი სახელმწიფოებრივი გარანტიები, იყო მარტო გუნდი, რომლებმაც გამოაცხადეს თავები ზემდგომებად და დაკავებული იყვნენ წაგლეჯვით, ყავდათ ძალოვანი სტრუქტურები – რომლებიც ამას ასრულებდნენ, ი ვსიო, უკან არაფერს არ აბრუნებდნენ.

    და იმ პირობებში – საზოგადობაში დამყარდა ურთიერთ ბალანსი, მე არ ვკლავდი – იმიტო რო მეც და ჩემ ძმასაც მომკლავდნენ, და მეც მაგიტო არ მკლავდა არავინ, და თუ ვინმე ვინმეს კლავდა – იმას ახლობელს უკლავდნენ და მეტი არავინ კლავდა არავის.

    ამაზე ბევრი მეკამათნენ მარა ჩემი აზრით ეს იყო ანარქია as close as u can get to it – რომელმაც 10 წლის მანძილზე მოახერხა და განიცადა თვით-რეგულაცია. ნუ სინამდვილეში ანარქია შეუძლებელია – იმიტო რო თუ ზევიდან არ გაწვება რაიმე წიხლი, რომელიც ყველა აიძულებს დარჩეს ერთ დონეზე – მაშინ აუცილებლად გამოიჩეკება ვინმე რომელიც დაიწყებს ზემოთ ძრომას. ხოდა იმ პირობებში, “მეფის” და მისი “ამალის” პირობებში, როცა უმეტესობას პროსტო შანსიც არ გვქონდა არაფრის და ამიტო ზემოთ არც მივძვრებოდით – მიდიოდა ერტმანეთში თვით რეგულირება. როცა რამე მართლა გინდოდა – მიდიოდი ვინმესთან ვისაც ეს რამე შეეზლო – აძლევდი ფულს, ის გიკეთებდა, სულ ერტია ის ჩინოვნიკი იყო თუ რა იყო – დაარღვიე? – გაიშტრაფებოდი 2 ლარით, გინდოდა შვილის ინსტიტუტში მოწყობა – ვისაც საჭირო იყო გადაუხდიდი რამდენსაც საჭირო იყო – ის თავის მხრივ უხდიდა ვიღაცეებს იმეებში რაც მას ჭირდებოდა. არაა ეს კორუფცია – ეს არი უბრალო ფინანსური ურთიერთობები. მთავრობა რო გააქრო და ფული რო მაინც არსებობდეს – რას იზამს ხალხი რა. (ვიმეორებ: იასნია მთავრობა კი არ უნდა გააქრო – უნდა სრულად გააპარაზიტო – იმისთვის რო ხალხიდან ახალი “მთავრობები” არ გამოიჩეკოს).

    რაც შეეხება პათოსს თემაზე ‘მალაცი არლი!’ – იმჰო პროსტო ქართველები მოდის ამყოლი ნაროდია, ხოდა მაშინ აქტიურად მიდიოდა ყველგან მოძრაობები და ჩვენთანაც იასნია ვიღაცეები გამოჩნდნენ ვინც ამოძრავდნენ და მერე ყველას უნდოდა თავი ეგრძნო ისეთივე მოძრაობის ნაწილად “რგოროც სხვაგან” და თავისით გაყვეს თავი იქ სადაც მერე თვითონ არ მოეწონათ.

    ნუ ზა ტო სპასიბო იმ ზა ეტო.

  17. 1. ნწ, ვერ დაგეთანხმები რომ 99% ტუპიაკია, ვიცნობ ისეთებსაც და ვიცნობ ასეთებსაც, ბრონქსში რომ ცხოვრობდი ალბათ ამიტომ ჩამოგიყალიბდა ასეთი შეხედულება, სანამ მეც მარტო NJ ში ვმოძრაობდი, მეც ასე მეგონა რომ მთელი ამერიკაც ზუსტად მასეთია, მერე NY კმა კიდევ უფრო გამიმყარა ასეთი შეხედულება, სანამ ვაშინგტონი და რამოდენიმე დასავლურ შტატში არ ჩავედი. არის ასეთი მომენტი, ტუპიაკი ხალხი, ძირითადად დაბალი ფენაა, ხშირად ახლად იმიგრირებული.

    2. ნათ თრუ! ემერიქან დრიმი, არის გარკვეული იდეა და სულაც არ აღწევს ერთიდაიგივე ხალხი, თვითონ იდეის აზრიც ის არის რომ ერთიდაიგივე კი არა, არამედ ნებისმიერი ადამიანი თუკი მოინდომებს მიაღწევს იმას რაც სურს. ცხადია ხშირად ვერ ხერხდება.

    3. და უნდა ჩიოდენ კიდეც, კანონი უნდა იყოს უზენაესი და ყველასთვის. ამას მოაქვს ის რომ ”პატარა კაცსა დიდ კაცსთან გასვლია მართალი”

    4. ო, დიახ. პროგრესი გვინდა და ვერ გვაქვს. საერთოდ ტექ.პროგრესი ცოტა უცნაური რამაა, მას დიდი რესურსი სჭირდება. მეცნიერების კულტურა და გამოცდილება.

    5. საქართველოში არის მონოპოლისტური კონკურენცია რაც ანადგურებს ეკონომიკას.

    რაც შეეხება ფულის წარმოშობას, ისევ ვერ დაგეთანხმები, შავი ფული ეს იარაღის და ნავთობის სფეროა, ხოლო გუგლი, საერთოდ ვებ სთართაფები, უზარმაზარი მიდლ და სმოლ ბიზნეს სექტორი ფინანსდება ან საკუთარი ჯიბიდან ან პრივეტ კაპიტალიდან, გუგლიც სწორედ ასეთი საინვესტიციო ჯგუფიდან დაფინანსდა, სეკვოია კაპიტალი.

  18. mtvareuli says:

    ადამიანები რომ ყველგან ერთნაირები არიან და ა.შ, მაგას რად უნდა კამათი, მაგრამ განსხვავება მასშტაბებშია.
    პატარა საზოგადოებაში, სადაც ყველა ყველას იცნობს, ძალიან ძნელია ბევრი რამე… აი ელემენტარულად, დაამთავრე სამედიცინო, წახვედი რეზიდენტურაში, ვიღაც ექიმებთან, უნდა გასწავლონ და გაკეთებინონ რაღაცეები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მერე შენ იგივე დარგში უნდა იმუშავო და მათი პირდაპირი კონკურენტი ხდები, ვინც უნდა გასწავლოს… სადაც ბევრი საავადმყოფოები და ბევრი პაციენტებია, ეგ არაა პრობლემა, უფრო მეტი თავისუფალი ადგილია, მოთხოვნაც მეტია, პრაქტიკაც, მაგრამ აქ საკმაოდ შეზღუდულია ეგ ყველაფერი.

  19. William says:

    ამ საიტის მეშვეობით შეგიძლიათ ადვილად და იაფად გამოიწეროთ ნოვთები ამერიკიდან.უბრალოდ დარეგისტრირდით, იყიდეთ სასურველი ნივთები და გადაიხადეთ მათი საფასური სახლიდან გაუსვლელად!არ დაგავიწყდეთ მისამართის მითითება. viaddress.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s