Valentine, Fuck you!

ვინც მიცნობს, კი იცის, როგორ არ მიყვარს წლისთავები, დაბადების დღეები და მსგავსი სტრესული თარიღები. მათ შორის გადის ვალენტინობაც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღეა იმჰო უამრავ სხვა დღესასწაულს შორის. ერთადერთი ვალენტინობა, რომელიც დადებითად მახსოვს, იყო რამდენიმე წლის წინ, როცა მე და იაჩომ [აქ არ მახსოვს, მგონი ჩემი დაც მონაწილეობდა] ძალიან ძალიან ბევრი დავლიეთ და აბსოლუტურად გაპროჩილები გავედით რუსთაველზე და ვულოცავდით შემხვედრ წყვილებს.

წელს რა ჯანდაბა დამემართა არ ვიცი, მაგრამ პირველად ცხოვრებაში (!) გადავწყვიტე კიბორგასთვის რაიმე სასიამოვნო გამეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ 100% დარწმუნებული ვიყავი, არც გაახსენდებოდა ეს დღე, რაც კიდევ უკეთესი იყო.

ფიქრები საჩუქარზე დაიწყო ჩაქუჩების და ატვიორტკების ნაბორით, რისთვისაც ელიავაზე გასვლა იქნებოდა საჭირო და ჩემი ბოლო ვიზიტი მანდ კარგი არაფრით დამთავრდა, რაც ცალკე პოსტის თემაა.

უცებ მოევლინა დედამიწას ნატოშა, რომელმაც მომაწოდა ყველაზე გენიალური და კარგი იდეა საჩუქრისთვის, უფრო სწორად, მან გამიმხილა, რას აპირებდა თვითონ და მე მეყო ნამუსი, რომ “გამომეძალა” მისთვის უფლება, იგივე გამეკეთებინა მეც.

გუშინ მოვიფიქრე უამრავი რამ, საიდან უნდა ამეღი ფული (რადგან უკანასკნელი 10 გელა გუშინ საჭმელში დავხარჯეთ და ორშაბათამდე ხელფასს არ ვიღებდი), მერე როგორ უნდა შევხვედროდი ნატოშას, და ეს ყველაფერი დამეგეგმა ისე, რომ კიბორგას არაფერი ეეჭვა. მომიწია უამრავი ტყუილის თქმა და ხლართვა, რაც პრინციპში არც ისე წარმატებულად გამომივიდა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხანია არ გამომიყენებია ეს ხლართვის ტექნიკები საჭიროების არარსებობის გამო.

ჯინაზე, რა თქმა უნდა, დღეს დილით ორივე მობილური ცალმხრივი იყო და ინტერნეტიც გაგვეთიშა გადაუხდელობის გამო.

ვალენტინ, ფაქ იუ.

როგორღაც მოვახერხე და ამ უკონტაქტობის ჟამს მაინც ყველას დავეკონტაქტე, საჩუქარი ვიყიდე და მოვდივარ სახლში, სადაც მეგულება კიბორგა, რომელმაც თქვა, სახლში ვიქნებიო… და ბაც, ის აცხადებს, რომ აკნოტასთან უნდა წავიდეს დაშლილი თოფის ასაწყობად, თუ რაღაც ასეთი. მე ჯერ ტელეფონში ვეხვეწე, სახლში იყავი-მეთქი, მერე მოვიმიზეზე, გასაღები არ წამიღიათქო და მოვიდა, კარი გამიღო – მერე აქ ვეხვეწე. შეფუთული საჩუქარიც დავანახე მაგრამ არ შედრკა კიბორგა და გაუდგა გზას მეგობრისაკენ…

და აქ იასნია ამივარდა ღნავილი: “მე დღეს ვიარეეეეეეეეეეეეეეეე, ფუუული ვიშოვეეე, საჩუქარი გიყიდეეე, ვალენტინობაააა, შენ კიდევ წახვედიიი”, – გრძლად, ლამაზად, ხმაურიანად ვბღაოდი ტელეფონში და მესიჯებში.

ვალენტინ, ფაქ იუ!

მოკლედ, ჩემს თავს ხომ ჩავუშხამე დღე და ერთი კვირის ნაგეგმი რაღაც, კიბორგასაც ხომ ჩავუშხამე აკნოტასთან გასვლაც, სახლში დაბრუნებაც, საჩუქარიც და ჩემი “ნაშოვნი” ფულიც…

ეს რომ ვალენტინობა არ ყოფილიყო, ხომ იქნებოდა ყველაფერი ჩვეულებრივად და ადამიანურად! ვიყიდიდი როცა მომეხერხებოდა, ვაჩუქებდი როცა მომეხერხებოდა და ვიქნებოდით ბედნიერები…

ვალენტინ, ფაქ იუ!

მოკლედ, ვწყნარდები ამ დაღლილობის, ჰორმონებისა და ვალენტინობის გამო დაღვრილი ცრემლებისგან, შევდივარ სამზარეულოში და ვხედავ, რომ ერთი ჭიქა გარჩეული ბროწეული, რომელიც მაგიდაზე იდო, სულ იატაკზეა დაპნეული, იმიტომ, რომ სარეცხის მანქანა დავტოვე ჩართული და ამ მანქანას სეირნობა და მაგიდასთან შეჯახება მოუნდა მაინც და მაინც ამ ვალენტინობას! და იასნია გავაგრძელე ბღავილი.

ახლა მიდევს ეს საჩუქარი წინ, კიბორგა ჯერ არ მოსულა სახლში და ვფიქრობ, როგორ გავაკეთო ისე, რომ “სეთინგები დავარესეთო”, ყველაფერი წავშალო რაც აქამდე იყო და ისე, ვითომც არაფერი, ადამიანურად და ნორმალურად გადავცე, რომ გაუხარდეს და მეც გამიხარდეს და ერთად გავქექოთ…

მორალი: ფაქ ვალენტინ და ყველა ესეთი თითიდან გამოწოვილი, სტრესის და დაძაბულობის შესაქმნელად მოგონილი დღე, რა!

P.S:

Gifts – ასაწყობი მოდელები

rr3121

rr4415

rr32340

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

25 Responses to Valentine, Fuck you!

  1. ლიკა ამბობს:

    ნეტავი საერთოდ ვისთვისაა ეს დღესასწაულები მოგონილი? კოლექტიურად გავიხსენოთ ჩვენი დედები, მერე კოლექტიურად გავიხსენოთ ჩვენი მკვდრები, მერე ყველამ ერთდროულად ვაკოცოთ ვინც გვიყვარს იმას, მერე ყველამ ერტად გავიხსენოთ ღმერთი _ ვინ მოიფიქრა ეს მარაზმი? ცალ–ცალკე რატო არ შეიძლება იგივეს კეთება?

  2. kuda ამბობს:

    ვალენტინ, ფაქ იუ!
    :ყეს:
    მარა შენ ის უნდა გენახა, რაგბზე წყვილები თითო ვარდით რომ იყვნენ მოსულები :პუკე:

  3. CheshireCat ამბობს:

    :( damn.. არადა ჩემთან ყველაფერი ნორმალურად აეწყო. დაჟე გადაღებაზეც წავედი ი ტ.დ. :მო:

  4. Cyborg Mcloud ამბობს:

    CheshireCat
    ნუ ბლია ნუ იმიტო რო some people know how to deal with “prazniki” others don’t

    როგორც რავი ტამ დისკოტეკაზე რო შემაგდო ერთ დღეს იქიდან სახლში მე მოვალ აღნავლებული – ეს რა საშინელი დღე იყო, ყველა მჩაგრავდა, როგორი ლუზერი ვარ, ვეეე და .შ.

    და დოდი იმავე დისკოტეკიდან მოვა ბედნიერი, როგორ კარგად დავიხარჯე, როგორ მაგრა გავერთე, როგორი ამინდიც კარგი იყო…

    და ნუ ჩემს და სასარგებლოდ იგივე სტრაიკზე ვინც მოდის პირველად, მეორედ და მეხუთედ – ყველა მიდის აღნავლებული ეს რა მიქნესო და აბა მე მკითხეთ…

    it’s all about practice იასნია

    ჯერ ისე არასოდეს არაფერი არ უჩუქნია, წემ ბოლეე საერთოდ დღემდე გვეკიდა და მე აწიც წარმატებით მკიდია ყველანაირი პრაზნიკი, ნუ საკუთარ ტყავზე ხალგრძლივი გამოცდილებიდან პროსტო პრივიჭკა გამომიმუშავდა რო “ცოლის დაბადების დღის გამაზვა არ შეიძლება”

    და მეორეს მხრივ, ესეც პრივიჭკაა ალბათ, ყველა ცოლის დაბადების დღეზე, ყველა ცოლს, ყველაზე იდიოტურ საჩუქარს ვჩუქნიდი რისი მოფიქრებაც შეიძლებოდა…

    ალბათ ლოგიკურად სწორი იქნება რო ეგ დღეც დავიკიდო და გავაგრძელო კაკ ვსიგდა – როცა მიდგება და მიხარია – მივდივარ და ვყიდულობ რასაც მიხარია და გინდა საჩუქარი დაარქვი და გინდა უბრალოდ “მინდოდა და გიყიდე” მერე იმას ადამიანმა.

    რაც შეეხება კონკრეტულ სიტუაციას:
    მე ძააააააააააან გამიკვირდა, მეთქი ჰა?? – რა ვალენტინობა?? – ძაან კი იასნია მეთქი ოპა, პაპალსია თქო, ნე უგადალ მისი ჰორმონების დინება თქო… დამენძრა თქო… მარა ნუ აკნოტასთან საქმე გვქონდა მე და ლევჩიკას და ვიხოდა ნე ბილო, ხოდა ფინალი გინდათ?

    მეთქი მოვალ მაქსიმუმ 2 საათში, კაიო, მერე დამირეკა და იღნავლა – რაც უკვე მოგიყვათ.

    მოვდივარ სახლში, იასნია მხვდება ბოდიშებით რო არ ვიცი რატო მენია პერეკლინილო, რატო პრიუროჩილა ვალენტინობას, რატო გაგიტრაკე, რატო მოველოდი რო სახლში იჯდებოდი როცა პროსტო ისე თქვი “ალბათ სახლში ვარო” და მოკლედ მუხლებში შევარდნები მაპატიეთი არ ყოფილა მარა ნუ წემას მიხვდით…

    გაგრძელება? – 15 წუთში გარბის ბედნიერი: ლოლა უნდა ვნახოო და ბრუნდება 4 საათის მერე.

    4 საათი მე იმ პანზერ-პუშკას ვაწყობდი, ზის ეხლა და ღებავს და ღნავის თან – რამეს გავაფუჭებო, სმიშნო დო უპადუ.

    ია პლახოი? – იშო კაკოი პლახოი. მარა ვოტ ვამ ადნა პრავდა:

    ია ოოოოოჩინ დოლა ოჩინ უსერდნა სტარალსია ბიწ ხაროშიმ, აი რასაც მომთხოვდნენ, ისეთად ვიქცეოდი, აი რაღაც მარაზმამდე, ჩაი რო აწუილდება 2 წამზე მეტი რო წუილებს ვერ ვიტან – ვსიო, ზაკონად ვიხდიდი რო ჩაიზე უნდა წამოვხტე, და ა.შ. – ხოდა ბოლოს მაინც ტოტალურად უკმაყოფილო დარჩა ადამიანი ჩემით… რატო? – იმიტო რო არავინ არ იცის რა უნდა, ყველამ იცის რო უნდა ადამიანი გვერდით, და ყველას ეცვლება ხასიათი ხან ისე უნდა ხან ასე, კოჭი რო უგორო – ისენი ბოლოს ყველაზე მეტად უკმაყოფილოები იმითი ხდებიან რო შენო ძაან რაზმაზნია როჟა ხარ – სუ დაკარგე საკუთარი თავი, გამათელინეო… და მართლებიც არიან.

    ხოდა აი ემ ხუ აი ემ, ნე ნრავიცსია – ეტა ტრაგეძია, ნო ნე მაია.

    ნა სამომ ძელე, ნა დნიახ ვფიქრობდი, თუ დავუშვებთ რო არსებობს ფენომენი სახელად სიყვარული, რომელიც არ არსებობს, მარა ნუ დავუშვათ, რაღაც ტამ რთული გრძნობების ერთობლიობას დავარქვათ – მაგალითად, სიყვარული.

    ფრაზა “მე ის მიყვარს” რას ნიშნავს?

    რო შენ გიყვარს… – კი, გიყვარს მისი ეგო. მისი მისისთვის თავი. უფრო სწორად, მთლად რო ჩავეძიოთ – შენს ეგოს, ეგოისტურად, უნდა რო უყვარდეს მეორე ადამიანის ეგო…

    ტო იესწ სინამდვილეში ის რასაც აკეთებს 99% ადამიანებისა – რო იცვლებიან ერთმანეთისთVის და “საკუთარ თავებს წირავენ” და რო “ვაიმე ამდენი შემოგწირე მე და…” – კაი რა, თუ მე მიყვარხარ – მიყვარხარ იმისთვის რაც ხარ, მე – გამომყენებლურად – მიყვარხარ იმისთვის რაც ხარ, მინდა მოგიხმარო ჩემი სიყვარულის განყენებული გრძნობისთვის – შენ, მე მინდა რო შენ მოგაწეპო ჩემი მოთხოვნა შენ მიყვარდე, ჩემს ეგოს უნდა გამოიყენოს ამ გზით – შენი ეგო.

    თუ შენს ეგოსაც იგივე ამბიციები აქ ჩემი მიმართულებით – let’s give it a try. ხოდა მერე ტრაკება “რატო ისეთი არ ხარ” და “რატო ესეთი არ ხარ” – არი მარაზმი, ისევე როგორც “მე ვცდილობ ვიყო მისთვის უკეთესი” – არი დანაშაული ურთიერთობების მიმართ.

    მე ვცდილობ ვიყო უკეთესი – ჩემი ხედვით. თუ ეს ისევ და ისევ ჯდება მისი ეგოს ინტერესებში – ის დარჩება ჩემტან, არ ჯდება – არ დარჩება. მარა most likely დარჩება, ეზ ლონგ ეზ მე არ დავლპები ერთ ადგილზე და არ დავიწყებ მისთვის მელკი კოჭისმგორებლობას – ის მიიღებს ჩემგან ყველაფერს, იმიტო რო იმას ჩემგან არაფერი არ უნდა – გარდა იმისა რო მის ეგოს ხანდახან მაინც ვაინტერესებდე ჩისტა ეგოისტურად, ი ვსიო – სანამ ვარ საინტერესო – რაც გინდა ის ვიყო და რაზეც გინდა იმაზე ვატრაკო. იასნია ეს წესი მოქმედებს ჩემგანაც მისდამი.

    გამგებმა გაიგოს ვბაზრობ ეხლა იმენნა მარა ვისაც ბევრი უტოპია აქეთ-იქეთ ისენი ეთ ლისთ გაიგებენ რა ვთქვი, შეიძლება არ დამეთანხმონ მარა გაიგებენ რას ვბოდავ.

  5. zicke ამბობს:

    ხოო დღეს რაგბზე იყო მართლა სასწაული ,ხალხი ერთი ვარდით და რაღაც გაურკვეველი წარმოშობის ყვავილებით იყო მოსული
    პრინციპში ჩვეულებრივი მარაზმია

    Cyborg Mcloud
    ურთიერთობებს ანგრევს ერთმანეთზე მორგების მარაზმული მცდელობები , კომპლექსია და ხშირად საკუთარი თავის მიუღებლობა. მეგობარი მყავს მუსიკალური გემოვნება შეყვარებულების ცვლასთან ერთად ეცვლება, მაგრამ რა არის იციი ბედნიერია ესე ,აღარ უწევს იმაზე ფიქრი თვითონ რა მოწონს :)

    ა პა მოიმუ სიყვარული სუპერ ეგოისტური რამეა

    ეს ნახე შენ აგიტვირთე ,რომ მოვუსმინე ასოციაცია შენს ბლოგზე და შენზე მქონდა

    http://bin.ge/file/9189/Robert-Duncan—The-Unit-Extended-Remix.mp3.html

  6. Sophie Golden ამბობს:

    რა კარგად აუხსენი დოდის სიყვარული, კიბორგ!!! (შენც პოსტების ბოლომდე კითხვას ვიწყებ დღეიდან)
    აი, თუ არ ვარგა ვალენტინობა :ლოლ: ამდენი გალაპარაკათ :istilldon’tgiveadamnsmile:

  7. piccolina ამბობს:

    აი, ხომ ვამბობდი მე, ვალენტინობა და მსგავსი რაღაცეები რამანწიკას კლავსთქო
    ჯერ კიდევ გუშინ დავწერე მაგაზე პოსტი ბლოგზე

  8. Sh0 ამბობს:

    Ебать мои худые ноги…

  9. linguistuss ამბობს:

    ფიქრო გაღიარე! :)

  10. bigcrow ამბობს:

    ვალენტინობა არა ისა…

  11. zzz ამბობს:

    ხალხნო ნე პო ტემე მაგრამ:

    არ იცით სადმე რომ ეს ჩემი ცოდვით სავსე რეველის ასაწყობი სათამაშოები უკვე აწყობილი იშოვებოდეს?

    დავიტანჯე
    დავითრგუნე
    დავკომპლექსდი

    აღარ შემიძლია, ხომშ ეიძლება ჰა-ჰა 4 ნაწილად იყოს დაყოფილი და შევაერთო,

    ეხლაც არ ვიცი, გემის აწყობა რომ დავიწყე თვითმფრინავი როგორ გამოვიდა, არადა თითქოს დებილიც არა ვარ, მაგრამ ეს 92834932429 ცალი ნაწილის ნერვი არა მაქვს, იმენა მკლავს რა

    თან ვერც თავს ვანებებ, გემები ჩემი ტკვილია… :(

  12. Mirabella ამბობს:

    dodi, დღეს ჩვენი ვალენტინობაა ბანკში ფული დაირიცხა : )

    :user:

  13. Tamuna ამბობს:

    haha valentinoba da saertod, yvela dgesascauli imitaa sayvareli, rom damatebit KIDEV ERTI sachuqris migebaa shesazlebeli :)

  14. fiqro ამბობს:

    heheeeeee rac yvelaze sasaciloa chemnair beber busac ki Seexo valentinobis xibli mara ganvaqarve :D

    kidev ertxel davaskveni ra marazmia dResaswaulebis arseboba

  15. LadyCrow ამბობს:

    ვალენტინობა ხო თავის მხრივ ისა… მაგრამ , როცა გაიხსენებ , რომ არსებობს ბესიკ რაღაცგვარის დაწესებული ქართული სიყვარულის დღე [15 აპრილი] , რომელიც იმის გამო დაწესდა, რომ ვალენტინობა კათოლიკურია და ჩვენ, ქართველებს არ შეგვშვენის მისი აღნიშვნა და კიდევ იმის გამო, რომ მისი საყვარელი მეუღლის დაბადებისდღეა.. ვაშა :ბის:

    ფუჰ..

  16. Dodka ამბობს:

    @ZZZ – ვიცით სად იშოვება!

    ესე იგი, მხვდები, მაძლევ ყუთს, ჩვენ აქ ვაწყობთ, მერე გაძლევტ აწყობილს, მერე თუ გინდა შეღებე, თუ გინდა რავიცი, რაც გინდა ის უქენი :დ

  17. გამოხმაურება: CheshireCat, Fuck you! « Dream is Destiny

  18. Cyborg Mcloud ამბობს:

    ავაწყობ მოდელებს, უფასოდ! :D :ნძრევაი-საკვირველაი:

    fiqro
    ვუერთდები ლინგვისტუსს – “AFFTAR JJOSH!”

  19. zzz ამბობს:

    >ესე იგი, მხვდები, მაძლევ ყუთს, ჩვენ აქ ვაწყობთ, მერე გაძლევტ
    >აწყობილს, მერე თუ გინდა შეღებე, თუ გინდა რავიცი, რაც
    >გინდა ის უქენი :დ

    ესე იგი სად მოვიდე ყუთებით? :))

  20. სერჟანტი ამბობს:

    დოოდ სად იყიდე და რა მიეცი?
    მეც მინდაააააააა

  21. Cyborg Mcloud ამბობს:

    zzz
    Skype :D

    სარჯ
    კაროჩე აი… პეროვსკაიასა და რუსთაველის ქუჩას შორის, არ მოსული ფილარმონიამდე, რაღაც დიდი სუპერმარკეტი როა, მანდაა მაგი სუპერმარკეტი უკვე ალბათ 15 წელია, აი არცერთ ქუჩაზე რა, იმენნა პეროვსკაიასა და რუსთაველის ქუჩას შორის.

    იცი რა მოკლედ. თუ არა და:

  22. Cyborg Mcloud ამბობს:

    ხოდა მოკლედ დასაწეპებელი მოდელები არი რეალნა 10 ლარიდან და 2000 ლარამდე.

    მე ვიყიდე Leopard2 A6 -ი მეხუთე თაობის მოდელი (მოდელები არი 5 თაობა სულ, ნაწილების რაოდენობის, ანუ აწყობის სირთულის მიხედვით, მესამე თაობის ზევით რეალნა ყველაფერი კარგია, ანუ მესამე თაობის იყო კობრა და ნარმალნი იყო, მეოთხე თაობის იყო ის პანზერ-გაუბიცა და მეოთხე თაობის არი აპაჩი რომელსაც ლევჩიკა აწყობს.

    ხოდა აპაჩი ღირდა 36 ლარი, ლეოპარდი 51 ლარი.

    კრასკები რირს 2.6 ლარი თითო და მე ერთი მწვანე და ერთი ყავისფერი მეყო ორ მოდელზე და კიდე დამრჩა.

    წებო ღირს 6 ლარი (პანზერ გაუბიცა მე სპაკოინნა ავაწყე ჩინური წებოთი…)

    :დ

  23. სერჟანტი ამბობს:

    ძვირია ბლიად…

  24. Kate ამბობს:

    მევასები იმის გამო, რომ ვალენტინობა შენც გეზიზღება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s