Watched ones & more

ჩემი “ფილმების სია” წინ მიდის ქართულ ვარეზნიკებზე ამ ფილმების ნორმალური ხარისხის დადებასთან ერთად [ტორენტი ფაქტიურად აკრძალული მაქვს, რადგან კიბორგა ღრმადაა დარწმუნებული, რომ ყველაფერი, რაც ჩემს კომპიუტერს ემართება, ტორენტებზე მოძრომიალე ავი სულების ბრალია].

Money and women. The reasons for make most mistakes in life. Looks like you’ve mixed up both.

მომეწონა, საინტერესოდ და კარგად გადაღებული ფილმია.მსგავს რამეებს რომ იღებენ, სულ ვფიქრობ, რომ ჩემნაირ ტიპებზე აქვთ გათვლა – ინდოეთის რეალობაა აღწერილი [მადლობა ფილმს, მანდედან გავიგე, რომ “მუმბაი” ყოფილი “ბომბეი” ყოფილა], ასეთ კადრებზე კიდევ სულ ვფიქრობ, რა მაწუწუნებს, ძალიან კარგად ვცხოვრობთ-მეთქი, სარეცხის მანქანაც მაქვს და ცხელი წყალიც და უჩა კიდევ გლობალურ კრიზისზე ღელავს…

საკმაოდ კარგი ფილმი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება გერმანიაში ხდება, გერმანულ წიგნებს კითხულობენ და ეს ყველაფერი – ინგლისურად, ცოტა “ჟოსტკი” აქცენტით. დარწმუნებული ვარ წიგნი, რისი მიხედვითაც გადაიღეს ეს ფილმი, ბევრად უკეთესია. ყველაზე მეტად მოწონებული მონოლოგი (საუბარია ჰოლოკოსტზე):

You choose six women, you put them on trial, you say ‘They were the evil ones, they were the guilty ones’. Brilliant! Because one of the victims happened to write a book! That’s why they’re on trial and nobody else. Do you know how many camps there were in Europe? People go on about how much did everyone know? ‘Who knew?’ ‘What did they know?’ That isn’t the
question. The question is ‘How could you let it happen?’ And – better – ‘Why didn’t you kill yourself when you found out?’
Thousands! That’s how many. There were thousands of camps. Everyone knew.

ჯერჯერობით რაც ნაყურები მაქვს, მათ შორის ყველაზე მაღალი – 9 ქულა დავუწერე ამ ფილმს. აღწერის მიხედვით რატომღაც მეგონა, რომ ომზე იქნებოდა, რითიც შევაბი კიბორგა და ერთად ვუყურეთ. ოჯახური და პიროვნული კრიზისების მთელი ხროვაა ფილმში, რაც თავის დროზე კიბორგას ბლომად აქვს გავლილი, და რის გამოც მომეწონა ფილმი ძირითადად – იმიტომ, რომ ბევრი ლაპარაკი და განხილვა გამოიწვია ჩვენში.

ლამაზი, ნათელი, საკაიფო ფილმი ა ლა ვუდი ალენი. კიბორგას უხაროდა, მე ვერთობოდი.

ამ ფილმზე მოსმენილი მქონდა ან აღფრთოვანებული, ან აღშფოთებული კომენტარები. Mine goes as აღფრთოვანებული.

აი მსგავსი იმბეცილიზმი დიდი ხანია არ მინახავს. უფრო სწორად, ბოლომდე ვერც ვუყურე, ისე ნერვებზე ავიშალე მთავარი გმირის ცანცარობაზე და ფილმის უაზრობაზე, და რაც ვუყურე, იმ პერიოდის მანძილზე მაგ გოგოს სიკვდილზე ვოცნებობდი.

ყველა ფილმში, რომელიც ქორწილზეა, ნაჩვენებია რამხელა სტრესს იწვევს ეს ბელიბერდა, მაგრამ ადამიანები მაინც არ ეშვებიან ქორწილების მოწყობას. ნუ, საბედნიეროდ, მე ქორწილებსა და დაბადების დღეებზე არასდროს მპატიჟებენ :D ფილმი საკმაოდ დებილური იყო, 2 ქულას ვუწერ მხოლოდ იდეინი ქორწილისთვის. ნუ და ენ ჰეზევეის [თუ რაც ჰქვია მაგ გოგოს] მსახიობობისთვის, რომელსაც ფრინსეს დაიარიების გარდა კიდევ შეძლებია რაღაც. ჰო, რომანტიულ მელოდრამას ველოდი სათაურის მიხედვით – მასეთი არ არის.
  • & More: თარგმანებს მოვრჩი, ნეტში დავბრუნდი, ურა ურა. თუმცა დღე-ღამე ისევ არეული მაქვს, რასაც მოჰყვება ჩემი და კიბორგას აბსოლუტური აცდენილობა დროში, და რაც იწვევს იმას, რომ ღამის 5 საათზე ველაპარაკები ვიღაცას, რომელიც მგონია რომ მროველია,  პრობლემებზე, რომლებიც ჩნდება, როდესაც მე და ჩემს ძვირფას ნახევარს სხვადასხვა დროს გვღვიძავს, ანუ სექსზე – და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს “მროველი” ამბობს: “აუ შენ რა მაგარი იქნები ალბათ სექსში” – ვხვდები, რომ ბოლო 15 წუთი ვიღაც 15 წლის ბავშვის სეკსუალურ ფანტაზიებს ვკვებავდი : (
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

11 Responses to Watched ones & more

  1. Vicky Cristina Barcelona – უკარგესი ფილმია, პრემიერაზე ვიყავი და ძალიან ვისიამოვნე.( პენელოპე კრუზი არის უბრალოდ სუპერ პერსონაჟი :) ) სფილმში ბევრი სიმბოლიზმით და ”შავი” იუმორით რაც არაა გასაკვირი, ბოლოსდაბოლოს ვუდი ალენის ფილმია.
    ახლა სულმოუთქმენლად ველოდები პედრო ალმადოვარის მორიგ ფილმს სადაც მთვარ როლს პენელოპე კრუზი თამაშობს.

    Burn After Reading- კარგი ფილმია ძალიან შავი იუმორით.

    ”მკითხველი ” არ მინახავს ჯერ. არ ჩამოსულა ჩემ ქალაქში და კოპზე ყურება არ მინდა. პრემიერას დაველოდები.

    დანარჩენი დიდი არაფერი.

  2. vai vai bolo abzaci rulz zaan gavxalisdi :D

    shen mag bavshvs an daungrie moavali an piriqit :D :D

  3. juze says:

    Burn after reading-ze ვერ დაგეთანხმები :) აღფრთოვანება ვერა, მაგრამ ნუ წავა რა, თუმცა უფრო 4-ს დავუწერდი მე

    ანუ 5 ზალატაიაი სერედინკაა, იმის მაღლა პოზიტივია და დაბრალ ნეგატივი. ჰოდა მე ოდნავ ნეგატივში გავუშვებდი. იასნია კოენების ჩვეული აბსურდის თეატრი იყო და აზრიც გასაგებია, რისი თქმა უნდოდათ ძმებს, ანუ ყველობას აქვს ზოგადად ადგილი :D მაგრამ მერემდენედ ნენა? move the fuck on რა :) ეს no country for old man ხო იგივე პათოსი იყო, ახლა ესა. მსახიობების თამაშია მანდ კაი, დანარჩენი სლეობა :)

  4. ქეთ says:

    The Reader (2008)
    Vicky Cristina Barcelona (2008)

    ნანახი მაქვს და კარგად წავიდა , გამართო.

    Revolutionary Road (2008)
    ამან დამაინტერესა , ვნახავ აუცილებლად.

    Pink Panthere
    ხო მეც მაგრად მაინტერესებს ალმადოვარის ახალი ფილმი, თან პენელოპაც მიყვარს , ასე რომ ველი :)

  5. გუშინ ვუყურე ტჰე რეადერს, მომეწონა, კარგად არის ნაჩვენები ნაციზმით დაავადებული გერმანელი ქალის სახე.

  6. The Reader – თავიდან იგეგმებოდა რომ ჰანა შმიტცის როლს ნიკოლ კიდმანი ითამაშებდა, რასაც ამ უკანასკნელის ორსულობამ შეუშალა ხელი. უინსლეტის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით ამ როლში კიდმანი უფრო საინტერესო იქნებოდა.

  7. juze says:

    namdvilad :) kidmani martlac sauketeso ikneboda :)

    tumca jer ar maqvs nanaxi eg filmi da uinslets mere shevafaseb :)

    DVD-ze gamosulia neta? torentebidan RIP-s gadmovcerdi :)

  8. მგონი გოლ-ზეც და ავოე-ზეც უნდა ედოს უკვე დვდ-რიპი, მაგრამ დუბლირებული. უინსლეტი ცუდად არ თამშობს, უბრალოდ კიდმანი ამ ფილმშს, იმჰო, უფრო მოუხდებოდა(:

  9. “მკითხველზე” ვიტყვი, რომ ძალიან მომეწონა. უინსლეთიც მაგარი იყო და ფაინსიც. უსამართლობა იქნება, ქეითმა ოსკარი რომ არ მიიღოს ამ როლისთვის. ჩემი აზრით, კიდმანი სულაც არ მოუხდებოდა, სექსში მაინც უინსლეთი ჯობია, ყოველ შემთხვევაში, რაც მე მინახავს…

    “წაკითხვის შემდეგ დაიწვას” თუ როგორც თარგმნიან – მომეწონა, მიყვარს აბსურდული ფილმები, ამაზე მგონი ადრეც დავაკომენტე აქ. სხვა ოსკაროსანი/საოსკარე ფილმები ჯერ არ მინახავს :|

  10. piccolina says:

    მაგ ბავშვის ამბავი ძალიან Fანი იყო )))

    შენი ბავშვი კიდევ ნამდვილი უნამუსოა, როცა საჭიროა მაშინ ეზარება წიხლების დარტყმა )))

  11. mama gong says:

    iron butterfly
    ვერ დაგეთანხმები, რომ რიდერის რეჟისორს ”ნაციზმით დაავადებული გერმანული ქალის სახე” უნდოდა ეჩვენებინა… მთელი ცნობიერი მსოფლიო ”ეგ ქალები” ვართ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s