ევროვიზიაზედ

ეს დღეები აქტიურად ვარ გადაშვებული თარგმნაში, ამის გამო ჩემი ონლაინ-აქტიურობა ცოტა შეზღუდულია (და უფრო იზღუდება მოახლოებულ დედლაინთან ერთად).  სკაიპი რამდენიმე დღის შემდეგ პირველად გავუშვი წეღან.

ცოტა ხანში ჩემი ერთი ახლო მეგობარი, საბა მწერს:

“დოდ, ეს საიტი რომ დააპიარო შენს ბლოგზე, კარგი იქნება მგონი, იქნებ ცოტა აიწიოს ამ საიტის რეიტინგმა, უფრო მეტმა მოაწეროს ხელი:

http://www.geoprotest.com/

შევიხედე და დამხვდა დღეს ქართულ ინტერნეტ-სივრცეში საკმაოდ გავრცელებული “პროტესტი მოსკოვიზიას”.

მოკლედ, “საზოგადოება” სთავაზობს პირველი არხის ტელევიზიას (რომელიც ირჩევს ევროვიზიაზე გასაგზავნ კონკურსანტს, როგორც დავასკვენი) – პროტესტი გამოუცხადოს ამ კონკურსს. აქვე აღვნიშნავ, რომ ქართული შოუბიზის წარმომადგენლებს ეს ამბავი დიდად არ აწუხებთ, რადგან მათ მონაწილეობაზე თანხმობა უკვე განაცხადეს.

საბას ეგრევე უარი ვუთხარი – ამ “პროტესტს” უკვე რამდენი ხანია თავს ვარიდებ ცალკე ფეისბუქზე, ცალკე რამდენიმე სხვა საიტზე და საკუთარ ბლოგზე ამ ონანიზმის მხარდაჭერას არ ვაპირებ.

რატომ არის ონანიზმი?

რამდენიმე დღეში [დავაზუსტე: 12 თებერვალს] – თბილისში ჩამოდის რეპერი “ტიმატი”, რუსული “ფაბრიკა ზვიოზდის” ‘ვარსკვლავი’. და ვიღაც ასევე საეჭვო ხარისხის დიჯეი. ჩვენი რუმმეითი წყვეტს, რომ თუ 50 ლარი ეღირება – წავა [ზემფირას კონცერტში გადავიხადეთ ამდენი, ერთი წლის წინ]. მე და კიბორგა იასნია ქაქებს ვისვრით მისი მიმართულებით [50 გელა – ორი პაჩკა შარიკებია სტრაიკისთვის, ფიქრობს კიბორგა. 50 გელა – რაამდენი საკაიფო ბავშვის ტანსაცმელია BabyMallsOnline-დან, შიფინგითურთ! – ვფიქრობ მე].

ნინა რეკავს ბილეთების ფასის გასაგებად… 100 ლარი – ფეხზე დასადგომი, 300 ლარი – მაგიდასთან.

ბილეთები სულ რამდენიმე დარჩა.

სამოქალაქო პროტესტი? ლ ო ლ.  როდესაც 5 კაცი ხელს აწერს “მოსკოვიზიის წინააღმდეგ” პროტესტს, იქვე არის 500, 1 000, 5 000, 50 000, რომელიც მზადაა ფაბრიკა ზვიოზდის უგემოვნო მომღერალში 300 ლარი გადაიხადოს.

ჰოდა მკიდია ეს “პროტესტი მოსკოვიზიას”, თავს ვარიდებ ყველანაირად – იმიტომ, რომ ონანიზმია. იმიტომ, რომ პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭო კი არ უნდა უცხადებდეს პროტესტს ევროვიზიას,  საზოგადოება უნდა უცხადებდეს პროტესტს რუსულ შოუბიზს.  ან ვთქვათ, რომ “კულტურაში და ამბავში გვიყვარს რუსეთი” და ევროვიზიასაც შევეგუოთ, ან “მტერი მტერია” და ტიმატისაც არ დავხვდეთ აეროპორტში ავტოგრაფების ჩამოსართმევად. მაშინ, როცა ნათელი იქნება საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, პროტესტები და “აუუუ წურწუმიამ თქვა, ევროვიზიაზე მინდაო? ეგ შლიუხა ეგა, ” – აღარ იქნება საჭირო. სხვა შემთხვევაში “სამოქალაქო” პროტესტი აღარ გამოდის, იმიტომ, რომ წიმაწის კონცერტზე ბილეთების დამტაცებელი ‘საზოგადოებაც’ ამ ქვეყნის მოქალაქეა და რაოდენობრივად ისინი აშკარად მეტნი არიან, ვიდრე ამ პეტიციაზე ხელისმომწერნი.

წავედ მე ისევ თარგმანებში…

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

20 Responses to ევროვიზიაზედ

  1. გოგოჩოებოოოოოო, ამ ბნელ დოდს არ დაუჯეროთ, ყველანი აეროპორტში დავხვდეთ ტიმოთის და ხმის ჩახლეჩამდე ვიკივლოოოოოოოოოოოოოოთ

    აუ რა სიჩოჩხლეა

    გიჯობა იქნებაააააააააააააააააააააააააააააააააააააა

    Edit: ააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

    Update: აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

  2. daliela says:

    ჭაობში ვართ ჭაობში:(
    და რაც ყველაზე ცუდია უმეტესობას სულაც არ უნდა ამ ჭაობიდან ამობობღება.
    უთავმოყვარეო ხალხი ვართ ჩვენ!

  3. piccolina says:

    დასკვნა იგივეა და არ იცვლება, დოდ
    ბნელი ხალხი ცხოვრობს
    ვიღაცამ რომ თქვა პროტესტი კარგია და უნდა ვიპროტესტოთო მოეწონა ბრბოს და აყვა
    მარა მამენტ ვიღაცამ რომ თქვა მერე რომ ვიღაც იაფფასიანი მომღერლები ჩამოდიანო (რომლებიც , რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან ძვირფასი და ნიჭიერი ტიპები არიან, იმიტომ რომ ესეც თქვა ვიღაცამ) და ძალიან მაგარი იქნებაო, იმასაც აყვნენ და წასვლამოუნდათ
    დასკვნა მარტივია და ისევ ის, რაც მანამდე იყო
    ხალხს აზროვნება ეზარება, მათთვის ბევრად იოლი აყოლაა, მარა რას ყვებიან კაციშვილმა არ იცის ნორმალურად

  4. მიკვირს, მაგ კაცის კონცერტზე სულ რომ უფასო იყოს მაინც არ წავალ და ხალხი ამდენ ფულს იხდის.
    ხოდა ხალხს მობეზრდა ერთფეროვანი თბილისი გარდა ამისა , ყველას ყავს თავისი აუდიტორია და ეგაა რა.

    ევროვიზიაზე დავწერე ჩემი კომენტარი უკვე სადღაც და აქ აღარ გავიმეორებ

  5. ვა მეთი რაზე გამოაცხო პოსტი…

    ნუ – ზაკონ… პრიროდი კი არა მირაზდანია: მოთხოვნა – ბადებს მიწოდებას.

    მანდ იასნია არი მეორე მხარეც, ის რაც მაგალითად მაშინ განიხილეს მედია ცენტრის შეკრებაზე – პროპაგანდა.

    და ის რასაც ამ კვირას განიხილავენ – დემოკრატია. არსებობს თუ არა საერთოდ ასეთი მოვლენა, შეუძლია თუ არა ხეპრე, ვიწრო მსოფლმხედველობის მქონე, სუბიექტურ, სიამოვნებაზე ორიენტირებულ ადამიანს – სინამდვილეში აირჩიოს რაიმე, რომ არ ვილაპარაკოთ – აირჩიოს ხელისუფალი რომელიც კარგია ქვეყნისთვის მაგრამ შეიძლება მოცემულ მომენტში მთლად სასიამოვნო არ იყოს კონკრეტული ამომრჩევლისთვის – ეს კიდე სხვა თემაა.

    შეუძლია ადამიანს, ჩვეულებრივ, ზედმეტ აზრებში ჩაუღრვმავებელ ადამიანს, აირჩიოს და გადაწყვიტოს რა დამოკიდებულება ქონდეს რუსული ესტრადისადმი?

    შეუძლია აირჩიოს ორ პრეზიდენტს შორის როცა ორივე მათგანი გულახდილად წარმოადგენენ თავიანთ ნამდვილ მოქმედების გეგმას?

    – ერთი ვთვათ უგრძელეს, ძალიან რთულ ეკონომიკური რეფორმების გეგმას რომელიც გამოიწვევს ტამ ქვეყნის ეკონომიკის ყოველ წლიურად 5%-იან გარანტირებულ ზრდას(რაც ამომრჩეველს მაინდამაინც დიდ რიცხვად არ მოეჩვენება)
    – და მეორე ასევე უზარმაზარ საგანმანათლებლო სისტემის პროეტს, გათვლილს მომავალ 25 წელიწადზე, და 25 წლის მერე განათლების დონის რაღაც ტამ პროცენტზე აყვანით, რაღაც მაჩვენებლებით – რომლებიც მე არც ვიცი. ჩერეზ რაღაც სტრაშნი საგამოცდო სისტემები, კონკურენციები, ავტონომიები და ა.შ.

    ჩვეულებრივი ამომრჩეველი ვერც ერთს გაიგებს, ვერც მეორეს, მე რა – არც ერთი მესმის არც მეორე, რომელს ავირჩევ? – მესამეს – რომელიც გამოვა და რუსეთს დედას დავახურებთო დაიღრიალებს, ზედმეტი ახსნის გარეშე – რატო? – იმიტო რო პროპაგანდა მუშაობს…

    სხვა ამომრჩეველი კიდე აირჩევს ვიღაც ტიპს ვინც კონცერტზე ტამ ლექსენთან ერთად გაიჩითება… გგონიათ ეს ძიშოვია და ჩემი “რუსეთი” -ის ვერსია უკეთესია? – იგივე ჩემმა კანდიდატმა რუსეთის შეგინების მაგიერ მეტალიკასთან ერთად რო გაიჩითოს კონცერტზე – ისევე მოიპოვებს ჩემ სიმპატიებს…

    და ვინ ავირჩიე მე? – ა ხუი ზნაეტ, იქნებ მკვლელი მანიაკი დიქტატორი – ყველანაირი პროგრამის გარეშე რომელსაც მარტო ძალაუფლება უნდოდა…

    ეს ყველაფერი კვანძად იკვრება მიმდინარე თემასთან შემდეგნაირად:
    ხალხს თუ არ უთხარი რო ევროვიზიის დაგმობა – ასევე საერთო ომის ნაწილია – ისე გაიგებეენ როო? – მეორეს მხრივ – ხალხს რო შესთავაზო აირჩიონ იომონ რუსეთთან თუ არა, აი მართლა რო შესთავაზო – მთელი გულით, სათითაოდ ან ერთად – აირჩიონ თავიანთი დამოკიდებულება რუსეთისადმი – რამდენი შეძლებს სინამდვილეში შეაფასოს რაიმე ფაქტები და რომელიმე მხარე დასაბუთებულად აირჩიოს?

    ხოდა აბა საიდან უნდა გადაწყვიტოს იმან “წიმაწი”-ის უნდა მივუდგეთ როგორც რუსეთის სიმბოლოს თუ არა?

    და მერე როგორ უნდა მოიფიქროს იმან რუსეთის სიმბოლოები უნდა დავგმოთ თუ არ უნდა დავგმოთ? – იმიტო რო სხვა შემთხვევაში, აი ტამ ამერკა რო ერაყს ებრძვის – ამერიკას არ ჭირდება ერაყის ატრიბუტიკის დასამარება – მარა ჩვენ გვჭირდება რუსეთისგან მტრის ხატის შექმნა და დროშების დაწვები – იმიტო რო არ გვაქ ერთობა, არც ამერიკას აქვს – მარა იმას სახლში არ უტევენ…

    ეხლა კაი თამაში გამოვიდა ამ კუთხით, World in Conflict სტრატეგიაა, საკმაოდ საინტერესო შინაარსით(და ძაან მარტივი კამპეინით) – ამერიკას თავს დაესხა რუსეთი, მისივე ტერიტორიაზე, მოკლედ სცენარი ასეთია – რუსეთმა დაიპყრო მისი მახლობელი ქვეყნები, გამოაცხადა CCCP-ის რეინკარნაცია, და ასევე გადაანალიზა ის რაც აშკარად გადაანალიზა რუსეთმა უკვე – რო სანამ რუსეთი ომობს – რუსეთს არაფერი უჭირს შიდა პრობლემების ამბავსი, რუსი ხალხი ტლაპოში იცხოვრებს, ძღრენს შეჭამს – მთავარია გარეშე მტერი არსებობდეს და ბრძოლა მიდიოდეს.

    ხოდა მოკლედ დაიძრა რუსეთი ევროპაზე, ტამ გერმიანიაში მიდის უკვე ომები, საფრანგეთში გადმოჯდა საზღვაო დესანტი – ხოდა ამერიკა ამჯერად არ აგვიანებს და დროულად ერთვება ომში და მოიგერიებენ ამ დესანტს, ომი გრძელდება – პროსტო მეორე ფრონტს ‘ამოქოლავენ’ ი კაკ რეზულტატ – 4 თვის მერე მიიღებენ შტურმს საკუთარ მიწაზე – სიეტლში გადმოჯდება რუსული დესანტი, ამერიკის მიწაზე, სადაც არასოდეს ასეთი ომი არ ყოფილა, გაჩაღდება სრულ მასშტაბიანი დაცვითი ბრძოლები, ქაოსი, არეულობა, სამოქალაქოები და ა.შ. (იასნია ყველაფერი ვარდისფერ ფერებში ამერიკელების სასრგებლოდ მარა…) – მარა ყველაფერი მივა იქამდე რო ატომურ ბომბს პირველები ამერიკელები გამოიყენებენ საკუტარივე მიწაზე.

    ეტა ია კ ტამუ რო – საკუთარ მიწაზე ომი სუ სხვაა, ჩვენ დებილი ბავშვებივით, აი რო ზიან და “მდიდრების შვილებს” რო უყურებენ და მათაც რო უნდათ “ნოკიას მობილური ბოლოს მოდელის” – ეგრე ვზივართ, ვუყურებთ ამერიკის ომებს და გვგონია რო ომი ეგეტი უნდა იყოს და თუ ეგეთი არ არი – ჩვენი მთავრობა არი ცუდი. (მშობლები არ ვარგიან)

    არადა ნეტაი, ნეტაი როდესმე, 1 წამით მაინც, საქართველომ მიაღწიოს იმხელა ერთობას როგორსაც მიაღწევს ამერიკა იქ რო მარტლა ვინმემ შეუტიოს… რატო? – იმიტო რო მდიდრის ბავშვებმა ხშირად ყველაზე უკეთესად იციან, ზუსტად სიტუაციის გვერდიდან ყურების გამო თუმდაც, რო ღარიბი როა შენი მეგობარი და რო გინდა უთხრა რო ებჯო, შეეშვი მობილურს, ფეხსაცმელი იყიდე ნორმალური, ჯანმრთელობას მიხედე, ფული დაზოგე – მობილური არაფერს არ ცვლის, ტელეფონია რა, ხოდა ის მდიდარი რო გაღარიბდეს – ის ბევრად აზრიანად მოიქცევა. იასნია მეორე და მესამე თაობა რო ღარიბი გაუჩნდება მისი შვილებიც მიქარავენ – და ზუსტად ეს გვჭირს ჩვენს, იმდენი წლებია ვომობთ რო გვინდა თვალები დავხუჭოთ და წარმოვიდგინოთ რო არ ვომობთ და მერე ვინ რა ფანტაზიებშია ხუი ზნაეტ…

    “წიმაწი” და ევროვიზია – და შესაბამისად, ჩემი პირადი აზრით, გაზრდილი მოთხოვნილება ე.წ. რუსულ კულტურაზე – მხოლოდ ერტი პატარა გამოვლინებაა ჩვენი… ცივილიზაციაში იყო ასეთი ფენომენი (თამაშში): ომისგან დაღლილობა. დღეს, მოსახლეობის 99%, ცალ-ცალკე რო მიუშვა რუსებთან, აი თითო თითოდ, რო უთხრა ვერავინ ვერ გაიგებსო, არ ვეტყვით ქართველებშო, ჩუუუმად ჩაეხუტებიან რუსეთს… რაც მე ბოლო დროს ფრაზები გავიგე როგორ ნანობენ თურმე რო საზღვრის აქეთ დარჩნენ ზოგიერთები…

    და ამაზე სუ მახსენდება არველაძე და მისი ფრაზა პირდაპირ ეთერში “საჯარიმოში რო შევალ – იასნია სუ იმაზე ვფიქრობ ნეტაი ვინმემ რამე წამომიდოს და ეფექტურად გავგორდე მიწაზე პენალი დავანიშნიოო” – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, რომელსაც ათიათასობით ბავშვი შესციცინებს და მათთვის გმირია და კუმირი, თავდამსხმელი, მეკარე კი არა ტამ რომელმაც შეტევა არ იცის და ურჩევნია პენალი, არა – თავდამსხმელი – რომელიც ცოცხლად უნდა ჭამდეს იქაურობას, რომელიც ტელევიზიით მაინც უნდა ღრიალებდეს იქ რო შევდივარ ასე მგონია კარებს ამოვგლიჯავ და კარიანა გავიტან დაცვასაც და მეკარესაც ვაფშე მოედნიდანო…

    ხოდა ვიღაცა ბობოლა რო იტყვის, რომელსაც იასნია, მიუხედავად მისი ბობოლოზმის მიზეზებისა, უამრავი პირში შემყურე, ბედნიერი რო მას იცნობს, გარემოცვა ყავს, რო იტყვის რო “ეხ, წავსულიყავი რუსეთში დროზე რა მინდოდა აქო”, ან ტამ “მეც ჩავესვით ციხეში, ჩემზეც გაეცვალათ ტყვეები და წავეყვანეთ რუს გენერლებსო” – იასნია რო იმის მთელი გარემოცვა მიდის სახლში და სხვა აზრების უქონლობის გამო – თვითონაც ასე ფიქრობს. საქართველოში ხო “ავტორიტეტების” კრიტიკა არ მოსულა, 1-ხელ რაღაცა წამოვაყრანტალე მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანების მიმართ და კიღამ ანათემას გადამცეს – შენო რა უფლება გაქო იმათი კრიტიკისო, შენო ვინა ხარო, შენო რა გესმისო. შეიძლება არც არაფერი – მარა ვეცადე მაინც მქონოდა ჩემი აზრი, ტუმდაც რადიკალიზმის გზით ვეცადე, საზოგადოებაში რამდენს იცნობთ ვინც ასევე ეცდება მაინც?… ხოდა ყველა “კაი ხალხს” კი არ უსმენს და მივდივართ იქამდე სადაც ვართ…

    ო და…

  6. dodka says:

    ახლა პოსტი ახლიდან გადავიკითხე და ისე გამომივიდა, თითქოს ზოგადად პროტესტი არაფრის წინააღმდეგ არ არის საჭირო თუ რაღაც ეგეთი, თავში არეულობა გამიჩნდა : ))

    იმის თქმა მინდა, რომ “ნი ტამ პრატესტუემ”-მეთქი. ალბათ.

  7. chalichobt says:

    მალე იქნება ჯგუფი “თუმანი” და ყველაფერი დალაგდება…

  8. OTO says:

    “საბას ეგრევე უარი ვუთხარი” ლინკი რატომ დადე ? : )

  9. Cannabis says:

    ტიმატი შემეხე

  10. კიბორგ მაკლაუდის comment ვრცელი იყო, როგორც ყოველთვის და შიგადაშიგ წავიკითხე, honestly, კიბორგა მართლა ჭკვიანურ რაღაცებს ამბობს ხოლმე და მაკვირვებს კიდეც ზოგჯერ, მაგრამ ესეც მხოლოდ თეორიაა და ცოტა ბლოკ/გბასტერების გავლენა ;-)))

    [ზოჰანი გვჭირდება, people :P]

    პროტესტი ზოგჯერ სასაცილოა და უფრო ბრბოს გამოსვლას ჰგავს, რომლებიც ისევ და ისევ ერთი კაცის გაპროტესტებულს მისდევენ და მაინც ბრბოა, გინდა აპროტესტონ, გინდა – სახლში ისხდნენ ჩემსავით და ღმერთის არსებობაზე ფიქრობდნენ. ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც არის თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და მზის ეტლის ცვალებადობით :ლოლ:

  11. linguistuss says:

    ვინც კიბორგას პოსტი თავიდან ბოლომდე წაიკითხა გთავაზობთ შევქმნათ “კიბორგას პოსტების თავიდან ბოლომდე მკითხველთა კლუბი”… მე წავიკითხე :პ

  12. მოგიწევს მგონი მარტოსულობა

  13. ლიკა says:

    ცალკე იმათი კლუბი უნდა შეიქმნას, ვინც წაიკითხა და გაიგო. მე წავიკითხე, მაგრამ აზრი იმდენჯარ დამეკარგა, რომ ბოლოს ხელი ჩავიქნიე.

  14. დოდის ფრაზა: “გაჯვამენ კიბორგ…” :დ

    ხო ნუ მერე რა? – შალვა ნათელაშვილსაც აჯვამენ მარა გულის სიღრმეში ხო ყველას უყვარს… :უსერ:

  15. ლიკა says:

    ისა, სხვათა შორის _ ფორუმზე გუშინ საღამოდან ერთი ალიაქოთია _ კახა ბენდუქიძემ ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში გადაუარაო. თქვენ კი ჭურში ზიღართ…

  16. Sinner says:

    ee ra protesti Sophie Golden<—— martalia 4 milionshi erti zohani rogor ver gamovzardet? :)
    ise chven vaprotestod da tergs iqet qartvelebi sadgac soroebshi imalebian moskovis quchebshi, barebshi an kazinoebshi sadac tradiciulad qartuli birjebi iyo kacs ver naxav, uechveli Underground-shi chadzvren da shurisdziebis gegmebs amushaveben : ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

    eh zohan zohan isev shen tu gvishveli chven bedkrulebs!!!

  17. cartveli says:

    http://cartveli.blogspot.com/2008/05/blog-post_26.html

    “ეს მე მგონი ყველა მონაწილის შეცდომაა – თვლიან რომ უნდა იმღერონ ყველა სიმღერის მჯობი სიმღერა, რაღაც ჯექსონის “ერს სონგს”-სა და ვიტნი ჰიუსტონის “ენდ ააააააააააააი”-ს ნაჯვარი, და რა თქმა უნდა, მორიგ საშინელებას ქმნიან”.

    Tumca, mainc unda cavidnen, rom…

  18. Rati says:

    ვარიანტი არის ორი :D

    1) უერთდები პროტესტს?
    ესე იგი იდეაში ემიჯნები იმ ყლეობას რაც არის საქარტველოში და შეგაქვს შენი,პატარა, თითქმის შეუმჩნეველი და კაცმა რომ თქვას, არც არაფრის გადამწყვეტი წვლილი აღნიჭნული ყლეობის შემცირებაში

    2) არ უერთდები პროტესტს და ეზახი მას ონანიზმს (ნებისმიერი არგუმენტით, არ აქვს მნიშვნელობა)?
    ესე იგი შეიზლება იდეაში ძალიანაც ემიჯნები იმ ყლეობას რაც არის საქართველოში, მაგრამ რეალურად მაინც შეგაქვს შენი, პატარა, თითქმის შეუმჩნეველი და კაცმა რომ თქვა არც არაფრის გადამწყვეტი წვლილი აღნიშნული ყლეობის ზრდაში.

    ფაქტები ესეთია და შეფასება აწი უკვე სუბიექტივიზმის ამბავია.

    ასეთ შემთხვევებში სულ მახსენდება ხოლმე საზოგადოებრივი აქტივობის და მსგავსი ონანიზმებისადმი სხვადასხვა ხალხების დამოკიდებულება. რომელიაც სოცილოგის კვლევა იყო და მოკლედ ტიპი ჩავიდა ნორვეგიაში, სადღაც მიყრუებულ რაიცენტრში ასე ვთქვათ, დაბაში, სადაც ათასიოდე კაციც არ ცხოვრობდა. რამოდენიმე ათეული სხვადასხვა ორგანიზაცია იყო მარტო ამ ქალაქში. ნუ ტიპა შაბათ დილით ცენტრალური მოედნის დალაგების საზოგადოება, დავუშვათ იქ რამე ყვევილების გვირგვინების დაწვნის საზოგადოება, თეთრი დათვი მოერევა თუ გიგანტური ლომვეშაპი, ამაზე აზრის გამოტქმის საზოგადოება და მოკლედ, ყოველი მოქალაქე საშუალოდ 7 სხვადასხვა საზოგადოებაში იყო. ანუ აი იმინა 24/7 ონანიზმით იყო დაკავებული.
    ანუ რატომ გამახსენდა და არ ტეხავს ხალხო ამგვარი ონანიზმი. იქნება ეს პოლიციასთან თანამშრომლობა, ქუჩების დალაგება თუ საზოგადოებრივ პროტესტში მონაწილეობის მიღება (შეიძლება ვინმეს პოლიციაში დარეკვა უტყდებოდეს, ვინმეს ქუჩის დალაგება და ვინმეს კი რამე საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის მიღება, შედეგი ერთია).
    კი, ბევრს არ ესმის ეს ამბავი და ეგერ ტიმატის კონცერტზე რიგში დგანან, მარა ხომ არის ხალხი, ვისაც ესმის და არ დგას რიგში? შენ კიდე მართალია ტიმატის რიგში არ დგახარ, მარა კმარა ეს? კამრა კი არა, პირიქით, ვინც აპროტესტებს, იმათაც უჯვამ საქმეში და რატო? იმიტო რო ტიმატის რიგშიც ბევრი დგას?

    ამბობ პროტესტზე უარს და წერ ბლოგზე ამის მიზეზებს ეხლა მე გეტყვი შენ რა მოხდება. ბევრი ნახავს და იტყვის მართლაც რა, ტეხავსო ეს პროტესტიო, ონანიზმიაო.
    არადა შეიძლებოდა დაგეწერა რომ აი მაგათი დედამოტა, ძირს, პროტესტი ხალხო, არა მარტო ვეროვიზია, არამედ ტიმატიც. იმიტო რო მართლა არ ტეხავს. დაჟე პირიქით, საჭიროა. არ აშენებულა ეს დედააშენებული რომი ერთ დღეში, 500 წელი შენდებოდა.
    ერთსაც რომ ეფიქრა, ტიმატისტებს, მართლაც ჯეკ რა, ტიმატის დედაცმოტან, ძირს რუსეთი, ეგეც საქმეა უკვე. არადა ერთზე მეტი იფიქრებდა ნამდვილად.

    ეს პირადი მაგალითი მართლა საშინელი ძალაა რა და დაფიქრებით უნდა გამოყენება.

  19. bigcrow says:

    პირველი კომენტია უძლიერესი მთელს ამ ღვთაებრივ კომედიაში :)

  20. fsiqe says:

    გვეშველებარამე :sight:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s