New Blogs

ძლივს მოვიცალე და ბლოგროლის მორიგი უბორკა გავაკეთე. წავშალე ყველა ბლოგი, სადაც ნოემბრის მერე პოსტი არ გაკეთებულა და შევაგროვე ახალი, აქტიური ბლოგები, რომლებსაც ცოტა ხანში დავამატებ და საერთოდ ლინკებს ცალკე გვერდად გავიტან: მეგობარი ბლოგები.

ამ პერიოდში რამდენიმე აღნიშვნის ღირსი ბლოგი გაკეთდა (ან გაკეთებული იყო და მე ახლა ვიპოვე).

პირველ რიგში – აქ ტადააამ-ები და ყვავილების ფრიალი – კიბორგამ გააკეთა საკუთარი, მილიტარისტული ბლოგი. ვისაც აინტერესებს სამხედრო თემატიკა და კიბორგას გრძელი პოსტების კითხვა, იუ არ ველქამ.

მოკლედ გუშინ თუ გუშინწინ, როცა როგორც ყოველთვის რაღაც სამხედრო აზრებში ჩავიფლე მივხვდი რო მზად ვარ გადმოვაფრქვიო ეს “გენიალურობა” გარეთ და მივიღო კრიტიკა და კამათი, ამაშია საქმე – სანამ მე ვფიქრობ ჩემთვის – ვერავინ ვერ მეხება, სანამ მე ვპოსტავ კომენტარებს დოდის ბლოგზე – მე არაფერ შუაში ვარ, ია პროსტა პრახაძილ მიმა კაცო – მე მაპატიეთ, ბლოგი კიდე უკვე კომიტმენტია – რო აი ჩემი აზრები მე ისეთი ვაჟნი მგონია რო აგერ დავდე და აბა დამაჯვით და აბა მე თუ გაგიძლებთ.

– ძალიან კარგი, ბევრისთვის სასარგებლო ან/და საინტერესო ბლოგი, რომელიც მენანება, რომ ასე იკარგება ქართულ ინტერნეტ-სივრცეში. ბლოგის ავტორები თარგმნიან უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებს საქართველოს შესახებ და დებენ ნეტში.

წაიკითხეთ ყველაფერი, რასაც საქართველოზე უცხოეთის პრესა წერს. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ადეკვატურად შეაფასოთ, თავი დაიზღვიოთ როგორც უკიდურესი უიმედობის, ასევე ზედმეტი ოპტიმიზმისა და მცდარი ილუზიებისგან…

ვისაც აინტერესებს ფოტოგრაფია, დიზაინი, ხელოვნება – კარაგანდა, იგივე ყოფილი ნიკალა1 – ისევ დებს ძალიან საინტერესო და ლამაზ ნამუშევრებს თავის ბლოგზე.

ე.წ. “თავისუფალი სიტყვის ბლოგი”. მისი ავტორის, თაზოს შესახებ წინა პოსტშიც დავწერე ცოტა. თაზო პირადი ბლოგის გარდა არის კიდევ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მიერ გამოცემული ჟურნალის რედაქტორი და ძალიან მომეწონა, რომ ამ ჟურნალის ბლოგიც გააკეთა. Way to go!

პ.ს. პირადი ხასიათის ბლოგებზე აქ იმდენად არ ვწერ, მაგრამ ძალიან ბევრი ახალი ბლოგი ჩავიმატე მეგობრებში. თუმცა არ შემიძლია განსაკუთრებით არ აღვნიშნო მადამ ყვოვეს ბლოგი. მომწონს წერის სტილი, იმედია გააგრძელებს აქტიურობას და დახვეწას.

მიხარია, რომ ბლოგების ხარისხი ნელ-ნელა უმჯობესდება, ნელ-ნელა წერას ვსწავლობთ. Yay!

This entry was posted in Web and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

14 Responses to New Blogs

  1. piccolina says:

    აი ლავ ლედი ჩროწ :love:

  2. არადა პორნო ბლოგი გამეკეთებია რას გაასწორებდა…

  3. mmiramax says:

    @ Cyborg უფრო მეტი მკითხველი ეყოლებოდა :D :D

  4. LadyCrow says:

    ოი..მადლობა : ) აი შენგან ძალიან მიხარია ამის მოსმენა რეალლყ, იმიტომ, რომ რასაც ფიქრობ ხოლმე იმას ამბობ . სანამ ბლოგს გავხსნიდი , ხომ ვკითხულობდი სხვა ბლოგებს და დიდხანს ვიფიქრე როგორი ბლოგი მინდოდა. მერე პირადი ბლოგი გადავწყვიტე, იმიტომ, რომ ჯერ ერთი ზარმაცი ვარ და თემატური წერა მეზარება, მეორე კიდე როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა სხვის ჭუჭრუტანაში ყურება უყვარს ხალხს :D მაგრამ გააჩნია როგორი ჭუჭრუტანა გაქვს…ამიტომ რომ დავიწყე, თავიდან ძალიან კომლექსიანი ვწერდი, ეხლა გამიარა :D თვითკრიტიკა ყველაზე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მიხვდე კარგს აკეთებ თუ ცუდს. 4 თვეა რაც ბლოგი მაქვს და უჩუს ნელ-ნელა : )

  5. LadyCrow says:

    @ piccolina

    ლავ იუ თუ ბაბყ :2კისს:

    @ Cyborg Mcloud

    ვორდპრესი არ კრძალავს ორბლოგიანობას :ბის: :ევილ:

  6. nikoloz says:

    გაიხარეთ გაიხარეთ მადლობის მეტი რა მეთქმის :)

  7. juzeppe says:

    freelandia მომეწონა :)

    კარგად წერს.

  8. Sweety says:

    gogo

    foreignpressge.blogspot.com-ის ავტორებს თუ იცნობ უთხარი რომ ტოპ.გე-ს ლოგო დააყენნონ ან დაუკავშირდი ან რაღაცა…

  9. kargistraki says:

    vaime Cemi blogic megobrebSi yofila :user:

  10. Pingback: რასა ვიქმ « LadyCrow’s Weblog

  11. bigcrow says:

    მეზიზღებით ყველანი…
    არა, განა რამის გამო, უბრალოდ მინდოდა ვინმესთვის მეთქვა ეს, პიემესი მაქვს :)

  12. თაზო says:

    მადლობის მეტი რა მეთქმის :) დოდის “გაპიარების” მერე ვიზიტორები ერთიორად მომრავლდნენ ჩემს ბლოგზე. აწი უფრო ხშირად მომიწევს ტვინის ამოქექვა :)

  13. cartveli says:

    მეც, მეც ბალაწირუიუს შენ მეგობრებში.

    კომენტებიც დაგიტოვებია და..

    ეს ბლოგი
    http://www.cartveli.blogspot.com
    ესეც ფეშქაში
    http://www.bavshvi.ge

    ar gamoCnda, meored vuSveb, bodiSi Tu 2 -jer daibeWda

  14. cartveli says:

    მეც, მეც ბალაწირუიუს შენ მეგობრებში.

    კომენტებიც დაგიტოვებია და..

    ეს ბლოგი
    ესეც ფეშქაში
    bavshvi.ji (anu ge)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s