After-Show

გუშინ თ.ს.უ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან მქონდა შეხვედრა როგორც ბლოგერს და დღეს იმავე სტატუსით მაესტროზე გადაცემაში “პროფესია ჟურნალისტი” – მიმიწვია ია ანთაძემ (რისთვისაც დიდი მადლობა მას, ძალიან ძალიან კარგი გამოცდილება იყო :ხელისქნევა: ).

გუშინდელ დღეზე, სტუდენტებზე და თ.ს.უ-ს ჭაობიზმზე ალბათ ცალკე პოსტს დავწერ…

მაესტროს სტუდიაში შესვლისთანავე კინაღამ ყბა ჩამომვარდა. ახალი პროექტი დაწყებულა ამ არხზე, “საკანი N5”. ‘უცნობმა’, იგივე გია (?) გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ საქართველო საკანია, მიშა უნდა გადადგესო და “ჩაჯდა ციხეში”, კერძოდ – მაესტროს სტუდიაში, მოიწყო თავის გულის გასახარებლად რეალითი შოუ.

ნუ, გარდა იმისა, რომ წერს საეჭვო ხარისხის წინასაარჩევნო სიმღერებს, როგორც ფორუმზე ერთმა მომხმარებელმა გენიალურად აღნიშნა – მისი და მისი ძმის ფანტაზია ციხეს და ძველბიჭობას ვერ გაცდა :D

მაგრამ ყბა ამის გამო არ ჩამომვარდნია. შევედი და ეგრევე რაღაც ეკრანები, სადაც ჩანს ბევრი რაკურსიდან, “აბა რას შვება ჩვენი ბიჭი?” – “წამოწოლილია და კითხულობს…უი, გადაბრუნებულა”. გამორბის ამ გადაცემის პროდუსერი თუ რეჟისორი თუ რაღაც მსგავსი და შეწუხებული ამბობს: ” იცით, გუშინ ცოტა დაგრუზული იყო, მთელი ღამე ვერ დაიძინა”

ენაზე კბენა დამჭირდა კომენტარის შესაკავებლად.

მერე დაიწყო გადაცემა, 15 წუთში უნდა შევსულიყავი მე და მანამდე მოხდა ყველაზე ზეგენიალური რამ – მაკიაჟის კეთების პროცესი. აი, ძალიან სასიამოვნო იყო, სტილისტს კიდევ ღრმად ჰქონდა შეხსნილი საროჩკა, და იმის გამო, რომ მისი მკერდი მუდმივად ჩემს ცხვირთან ტრიალებდა, ძალაუნებურად ვაშტერდებოდი – ურცხვად და დიდი ხნით.

ბოლოს გავედი ეთერში. პირდაპირი იყო,  თემა – “რატომ გარბიან ახალგაზრდები საზღვარგარეთ”. ერთია, რომ ფიზიკურად გარბიან და მეორე – სულიერად გარბიხართო თქვენო, ახალგაზრდებიო, და ინტერნეტსივრცეს აფარებთ თავსო. ნუ ამაზე მე ჩემი მოსაზრება მაქვს, რომ არსად არ ვართ გაქცეულები, მაგრამ ჯამში კარგი გამოვიდა.

ჰო, უმუშევრობა სიზარმაცის და არაკვალიფიციურობის გამო აქვთ პრობლემად ხალხს-მეთქი და ერთმა ქალმა დარეკა, საერთოდ რა დაამთავრე და სად მუშაობო, ჩემმა შვილმა ხუთებზე დაამთავრა და არ მუშაობსო. აქ თავში ამომიტივტივდა გრძელი ტირადა იმის შესახებ, რომ ხუთებზე დამთავრება არ ნიშნავს კვალიფიციურობას და საერთოდ, რამის ცოდნას, მაგრამ ეს ტირადა საკუთარ თავშივე ჩავკალი.

ჯამში მაყურებლებს არც ისე მოეწონებოდათ, იმიტომ რომ გოჩა მანველიძეზე ვთქვი ცუდი და მაესტროს კიდევ მემგონი ზუსტად ის კატეგორია უყურებს, ვინც მანველიძეს best seller author-ად ხდის დღეს საქართველოში.

/იმედი მაქვს, რომ ჩემმა დიიიდმა ძუძუებმა დაახშო ჩემი შიგადაშიგ ბლუკუნი./

სახლში რომ მოვედი, კიბორგა დამხვდა აჟიტირებული და მოხტუნავე – ეს ასე უნდა გეთქვა, ის ისე უნდა გეთქვა, ეს რატომ არ თქვი, იმას ასე რატომ არ უპასუხე, აა აა ააა აააა…

და არა, ვიდეო არ მაქვს და არც სურვილი მაქვს მისი ნახვის. სჯობს მეგონოს, რომ ლამაზი და გამართულად მოლაპარაკე ვიყავი, ვიდრე რაიმე ახალი წარბი აღმოვაჩინო.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

53 Responses to After-Show

  1. Sweety says:

    აუ მე დამავიწყდა :( ვაფშე 6 საათზე გამეღვიძა :(((

    აუუუ

    აუუუუუ

  2. juze says:

    ჩანაწერი დაიდოს!

  3. ლიკა says:

    ძალიან კარგად გამოიყურებოდი. მეც, უჩასი არ იყოს, მგონია, რომ ნაკლებად მორიდებულად რომ გესაუბრა უფრო საინტერესო იქნებოდა. მარა ლალიმ (კიბორგას ბებიამ, მაესტროს და კავკასიის მუდმივმა მაყურებელმა) გამოაცხადა, ყველაფერი ძალიან გასაგებად თქვაო და ყველა კითხვაზე უპასუხაო და საერთოდ, ია ანთაძეს აჯობაო.

    მე ვფიქრობ, რომ თემა რომ წინასწარ გცოდნოდა და გააზრებისთვის მეტი დრო გქონოდა, საკაიფო რაღაცეების ჩამოყალიბება შეიძლებოდა. თუნდაც იმის, რომ საზღვარგარეთ წასვლაც და ვირტუალ სივრცეში წასვლაც ამ საზოგადოების კლიშეებიდან თავის დაღწევაა. და რომ ვირტუალურ სივრცეში თანამოაზრეების პოვნა მერე რეალში თვითდაფუძნებაში გეხმარება ადამიანს. თუმცა მორიდებულად შენ იგივე ფაქტიურად თქვი.

    მოკლედ, ნორმალური იყო. სტილისტი _ ყოჩაღ. სერიოზულად ლამაზი იყავი. წარბების ჩათვლით.

  4. militarytheory says:

    იცოდა წინასწარ!!

    და ბევრი დორბლები ვაფრქვიეთ იმაზე რო როგორი ადვილი კითხვები იყო შემოგორებული და როგორ ადვილად იფარიკავებდა.

    მარა იქ უკვე სატელეფონო ზარებიდან წამოვიდა თემა რო უმუშევრობა და ა.შ. პრობლემები და მერე ცალკე ამ ყველაფერს დაემატა ჩემი აზრით არა სა-დოდიო ფორმატი, რაღაც დიალოგის მაგიდა და 50 წლის დედის ჩართვა – ‘შვილო შენ საიდან მოეთრიე საერთოდ’ მოკლე შინაარსით… მოკლედ მე ვთვლი რო დოდი იქ არ იყო სადაც უნდა ყოფილიყო და ამის ფონზე ძალიან კარგად ვიკრუწილას.

    იასნია დაიბნა, იასნია ყველაფერი დაავიწყდა და იასნია ილაპარაკა ის რაც იმ წამს აფიქრდებოდა, ვერ ვიტან პროჟექტორებს… არ შეიძლება რამე გადაცემა მშვიდ, ნორმალურად განატებულ, ტომნი სტუდიაში ხდებოდეს? – ბევრად უფრო მობილიზებული და წყნარი იქნებოდა ადამიანი…

    ხო კიდე იმდენად გაუტყდა რო გაჩეჩილადემდე ვერ მივიდნენ და პირდაპირ ეთერში ზედ ვერ გადაუარა რო მზადაა კიდე ერთხელ წავიდეს იმავე პირდაპირ ეთერზე და “ახლიდან მკითხეთო” ითხოვოს და ყველა სხვა კითხვა მიაფუჩეჩოს და მოკლედ მოჭრას რო დრო ეყოთ გაჩეჩილაძის შეკითხვაზე :დ

  5. მე ვერ ვნახე ეს გადაცემა, მაგრამ თუ მორიდებულად ისაუბრე და კომპრომისებზე წახვედი ან რაიმეს კრიტიკა დააკელი – ძალიან ცუდი!

    ამ ჩამპალ ქვეყანას ჰაერივით სჭირდება კრიტიკა! კრიტიკა და კიდევ ერთხელ კრიტიკა!

    როჟა რო დებილია, უნდა მიხვიდე და უთხრა რომ დებილია! დაუნდობლად! იმიტომ რომ დებილი გარშემო ყველაფერს ალპობს და რადგან ხალხი უთმობს, ჰგონია რომ ჭკვიანია!

    დაუნი მამიკოს ბიჭებით და დედიკოს გოგოებით, რასისტებით, რელიგიური ფანატიკოსებით, უზარმაცესი და უდებილესი არსებებით არის სავსე ეს ქვეყანა.

    და რადგან ვიღაცა გონებაჩლუნგი იკითხავს, შენ რა თავი ყველაზე ჭკვიანი გგონიაო? – არა არ მგონია!

    Now… Get a life!

  6. Sh0 says:

    დოდ, ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა ეგეთი შანსი, რომ ტელევიზიაში გადაცემაში მოჯვა პირდაპირ ეთერში… ისიც უნდა გეთქვა იმ ქალისთვის რომ შვილმა 5იანზე რომ დაამთავრა სკოლა, ეს არაფერს არ ნიშნავს, хуй он и в африке хуй და ვაბშე ის რო ხალხი გეზიზღება და ერთი სურვილი გაქვს როდის მოკვდებიან ყველანი… აი ეგ იქნებოდა შოუ…

  7. liz says:

    საბოლოოდ, მაინც კარგი ინტერვიუ გამოვიდა. ლამაზი იყავი და ჭკვიანი.თან, მართლაც კარგი გამოცდილება მიიღე. მეორედ უფრო კარგად გამოგივა. მიყვარხარ.

  8. pinoqio says:

    პირველად ვნახე ეს ბლოგი, საერთოდაც არ ვიცოდი ბლოგი რა არის, მაგრამ ავტორით აღვფრთოვანდი. ქართველი სელინჯერია, მის ჩანაწერებს რომ ვკითხულობდი, თამაში ჭვავის ყანაში მაგონდებოდა. ია ანთაძეს მადლობა, სრულიად შემთხვევით გადამყარა საინტერესო ადამიანს. გუშინდელ გადაცემაზე ვეუბნებოდი, კი ვუსმინე აფრასიძეს, მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა ვუსმინომეთქი. პირველ სტუმარს თუ უსმინეო? ვერ მივუსწარი. დოდი ბლოგერია მყავდაო. ბლოგერია გვარი მეგონა, მერე ამიხსნა ბლოგი რა არის. მოკლედ აფრასიძეში შევცდი, ყოფილა მასში რაღაც ანტიკური, იასთვის რომ არ მეთქვა, რატომ უნდა ვუსმინო ამ ტიპსთქო ( უფრო მძიმე ფორმით ვუთხარი ), საუბარს არ შევყვებოდით და სელინჯერს ვერ გავიცნობდი. ბრავო!

  9. militarytheory says:

    შო:
    მეც მაგას ვეუნები… ანუ ბევრი კი მოჯვა მარა უფრო მეტი უნდა მოდჟვა. აუ ნაროდი რეკავდა… მეო იმიტო გავიქცევი უცხოეთშიო რო ფული გავაკეთოო და ჩემი ორი შვილი გამოვიყვანო ციხიდანო…

    მართლა მაგარი იყო დაცულობა რო მოიგონეს გაქცევის მიზეზად.

    გამიტყდა რო დოდიმ არ “ჰოპ-შევიცვალე პოზიცია” ანუ არ თქვა რო – ფინანსური სიდუხჭირის გამო ახალგაზრდა ადამინები მიდიან უცხოეთში ბებრების მოსავლელად იმიტო რო იქ კარგად იხდიან ამაში, მარა რო მაინც ასე წასვლას იქნებ ეცადათ აქ სამუშაოს პოვნა, არა იგივეს – იმიტო რო იგივეში იმდენივეს არ გადაუხდიან, არამედ რაიმე სხვა სამსახური… უამრავი ახალგაზრდა გოგო პოულობს და…

    მოკლედ :დ – ერთი 7 პირდაპირი ეთერი გვინდა კიდე, მოვითხოვთ ბლოგერები, გააკეთეთ გადაცემათა სერია – დოდის ტელე ბლოგერობები, ან ტელეფეკალიები დოდისთან ერთად… მოკლედ ამ ამბის ასე დატოვება არ შეიძლება, სანამ ორსულადაა ბალღი და სანამ დიდი ძუძუები აქ – განსაკუთრებით!

  10. bigcrow says:

    დოდ, ნუ “ჩემი დიდი ძუძუები” ხო… ორი ვარიანტია, ან ორსულობა მოგიხდა, ან პლასტიკური გაიკეთე და არ ვიცით, მანამდე არ გქონდა და… ან გასუქდი :)

    დანარჩენი კიდევ ხო, კაია :)

  11. lilian says:

    uu rogor ver vnaxe da tu martla ar mojvi gemoze tfuh agar mevasebi!!!

    shen isa ra qvia uaryavi yvela gienuri principi :D
    :D
    arada ras moitanda maestros etershi mojma :D

  12. khatusia says:

    maica da gia zis im sakanshi tu levan gachechilaze? tu eg ertidaigivea? :lol:

  13. ვერ გნახე, ბლინ! იამ გვიან მითხრა, დოდკა მყავდა ეთერშიო… პრინციპში რა, ადრეც რომ ეთქვა, ტელევიზორის ჩართვა და ფუნქციები მაინც არ ვიცი :ლოლ: მაგრამ აქ ისეთი კომენტარები ვნახე, მეწყინა, რომ ვერ გნახე, რაები იბლუკუნე :P რომ იცოდე, დიდი ძუძუ-ებ-ები როგორ მშურს!!! :P

    (ჰო… მადლობა მადლობა… უიმეეეე, კიდევ უფრო შემაყვარე ჩემი თავი. ნა ზდაროვიე შენ გლასის title…)

    millions of hugs and kisses

  14. ლელი says:

    კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ როგორ “ბლატაობენ” ადამიანები ფართო და ვირტუალური მაშტაბით “აი როგორი მაგარი მოაზროვნეები ვართ”, “ჩვენ განსხახებული და ყველაზე მაგარი ხედვა გვაქვს”, “არ ვართ ჩვენ ბანალურები” და საერთოდ რომ ყველაზგან განსხავებულები და ძაან დასტოინები არიან ხოლო როგორც კი ეჯახებიან რეალობას იქ ჩვეულებრივი მოკვდავნი ხდებიან თავისი ბლუყუნებით და სხვებისგან არაფრით გამრჩეული აზრებით…
    ვირტუალურად კი ისევ ტაკოი გოგო-ბიჭები ხდებიან.

  15. dodka says:

    @ ლელი – ნუ, პირველ რიგში – მე არ ვთვლი, რომ ყველაზე განსხვავებული და გამორჩეული ხედვა მაქვს, იმიტომ რომ ჩემნაირი ხედვა კიდევ ათეულობით ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანს აქვს. არაფერი განსხვავებული და “საამაყო” იმაში არაა, რომ არ მოგვწონს ნაგავი ქუჩებში ან ვთქვათ მოძველბიჭო ელემენტები.

    და დიახ, ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ, ვბლუკუნებ კიდეც, კომპლექსებიც მაქვს, ტუალეტშიც დავდივარ და ხანდახან ცხვირსაც ვიხოცავ (ეგ პროცესი ჩემს ქმარს დიდად არ უყვარს :D )

    პირდაპირ ეთერში, მითუმეტეს ჩემთვის ეს სულ პირველი იყო – ძალიან ძნელია აზრების კარგად ჩამოყალიბება, ბლოგზე ეს ყველაფერი გაცილებით ადვილად ხდება, იმიტომ რომ ბევრი საფიქრალი დროა, დასამუშავებელი, გასააზრებელი. მიუხედავად ამისა, საკმარისი კრიტიკა მაინც მომდის იმეილზე : )

    დიდი მადლობა კომენტარისთვის : )

  16. militarytheory says:

    ლელი
    ხო ჩვენც სუ ამაზე ვლაპარაკობთ ერთმანეთში.

    რო რატო წერენ ადამიანები წიგნებს და რატო არ გამოდიან მიტინგებზე სიტყვით… იგივე ვინც გინდა, გარსია მარკესიდან დაწყებული ნებისმიერი მწერალით დამთავრებული – ბევრი იყო ვინც ვერ საუბრობდა რეალში ისე კარგად როგორც წერდა…

    კი – მე ზუსტად ამას ვიძახი რო ფორუმი იდეალური ურთიერტობის საშუალებაა – სადაც ადმიანს აქვს შესაძლებლობა რამდენჯერმე გადაიკითხოს სხვისი ნაწერი, და მერე აზრიანი და დალაგებული პასუხი გასცეს, ამომწურავად და ყოვლის მომცველად, მერე იმან გადაიკითხოს და იმან გასცეს პასუხი – ეს აბსოლიტურად იდეალურია, პირადი ურტიერტობისას იშვიათად ორი ადამიანი იმდენად სცემდეს პატივს ერტმანეთს რო მოუსმინონ, მერე ედიტირების საშუალება მისცენ იმისა რაც თქვან, მერე ეს ყველაფერი ტვინში შეინარჩუნონ ინფორმაციის სახიით, დაამუშაონ და უკან უპასუხონ… ინტერნეტი არის ურთიერთობის მედიატორი, გამტარი, როგორც… როგორც ბგერა, როგორც მიმიკა… აქაც არი ბგერები და მიმიკები – ზუსტად ისევე და ხშირად უფრო მეტად…

    ის რაზეც ია ამახვილებდა ყურადღებას “ზედმეტსახელები” საერთოდ სასაცილოა – მე ვიღაც მშობლებმა, რომლებიც მე არ მიცნობდნენ დაბადების მომენტში და მითუმეტეს არ იცოდნნე ვინ გავიზრდებოდი დამარქვეს სახელი რომლის დარქმევაშიც მე პირადად – ვაფშე არაფერ შუაში ვარ, გვარი ხო საერთოდ ჩისტა სერიის პონტში მერგო… “აბაშიძეების სერიის შემდეგი მოდელი”…

    ჩემი ზედმეტსახელი კი ჩემი არჩეულია, ხშირ შემთხვევაში საქმეში გამოცდისას დარქმეულია ხოლმე (ასე მაგალითად ბეგუნა – ჩემი გუნდელი, ანტილოპა – ნაკრების მოთამაშე, ცხოველა… და აკნოტაც მაგალითად მეგობრებმა შეარქვეს…). მარა ყველაზე საინტერესო არი როცა ადამიანი საკუთარ სახელს თვითონ ირჩევს, კისის ადრე ერქვა ესმერალდა, დღეს კისი ქვია, მისთვის კისი უფრო სახელია ხშირად ვიდრე დოდი, მას ქვია კისი, რა პრობლემაა? – რახან სატელეფონო წიგნში არ წერია? – ეს იასთვის იყო დოდის პოვნა პრობლემა თორე ნებისმიერი თანამედროვე ახალგაზრდა ადამიანი 1 საათში გიპოვნით კისის ყველა კოორდინატს… http://www.google.com, ფორუმები, ბლოგები, ცოტა წაკითხვა, 1-2 პმ-ი და დოდიზე იცით იმაზე 100-ჯერ მეტი, მათ შორის სახელი გვარი, მისამართი, ტელეფონი… – ვიდრე როდესმე გაიგებდით იმავე დროში დოდიზე რამეს.

    დავუბრუნდები თემას:
    ყალბი “მე” არ არსებობს, ისიც კი ვიღაც აღგზნებული ღლაპები რო “თამო1988” -ს ქმნიან სკაიპში და თავიანთ თანაკლასელებს აბამენ – ისენიც კი მათივე თავის ნაწილია… – მე არასოდეს შემიქმნია ალტერ ეგო, ინტერესიც არ მქონია, ჩემი ინტერესია შევქმნა ჩემი თავი და განვავითარო ის და ამაზე ვკაიფობ… არიან ადამიანები რომლებსაც ან ცხვენიათ საკუთარი თავი, ან სხვისი თავი იმდენად აინტერესებთ რო შანსი მიეცი და რეინკარნირდებოდნენ იმ ადამიანებში… ხოდა ინტერნეტი მათ აძლევთ ასეთ საშუალებას.

    იგივე იამ ბოლოში კარგად ჩამოაყალიბა რო ძალიან აწუხებს როცა მასზე ვინმე წერს რამეს და მან არ იცის ვინ წერს – კი მარა აზრი იმას აქვს რას წერენ თუ მთავარია ვინ წერს? – წიპა დავუპადიეზდოთ? – რა აზრი აქ ვინ წერს, შემოდის 010103 და წერს რო ია ანთაძე ცუდად ფიქრობს – მერე? – ან შემოდის 11113 და წერს რო ია ანთაძე კარგად ფიქრობს – მერე? – პირველი ვცემოთ, მეორეს ჩავეხუტოთ? – რა შუაშია, ორივეს აზრია მთავარი, შინაარსი.

    კი – მეც ძალიან ფრუსტრირებული ვარ დაბნეულობის და დაძაბულობის გამო დოდიმ ვერ აჩვენა რო ჩვეულებრივი ადამიანია, ეს იყო მისი მიზანი, ეჩვენებია რო თვითონაც ხშირად უმუშევარია და ხშირად ისეთ სამუშაოზე თანხმდება სხვები რო თაკილობენ (ისევ და ისევ ფლაიერების დარიგება ქუჩაში, ძალიან მინდოდა რო ეთქვა), თვითონაც არ აქვს უმაღლესი განათლება და ძალიან უჭირს სამსახურის პოვნა, არ ყავს მდიდარი მშობლები, არ აქვს საკუთარი სახლი და არც მის ქმარს არ ყავს არც მშობლები, არც სახლი აქვს და არც უმაღლესი განათლება – მინდოდა ეთქვა რო მისი ცხოვრება სხვებზე შეიძლება ბევრად უფრო მძიმეც არი, იმიტო რო დედიკოსთან და მამიკოსთან არ ცხოვრობს ყველაფერ ამის მიუხედავად და თვეები გადის მის ცხოვრებაში 10 და 20 ლარი რო არ უდევს ჯიბეში და უწევს ქამრის მოჭერა, მარა არ ნებდება, არსად არ გარბის და აქ ეძებს თავის ადგილს და იბრძვის გადარჩენისთვის “თვეებია სამსახურს ვეძებ და ვერ ვიპოვე” დარეკა ერტმა ბიჭმა – მივუთითო? – მე 5 ბექაფ სამსახური მაინც მაქ რომლებზეც ვბრუნდები როცა ძალიან მიჭირს ხოლმე, მითუმეტეს თუ განათლება აქ, ყოველთვის იშოვება რაიმე სათარგმნი, რაიმე გადასაზიდი, ვიღაც ბავშვს ჭირდება მომზადება რამეში… ყოველთვის არი 2 კაპიკის გაკეთების საშუალება, მარა იმას სრაზუ ბანკში უნდა ტამ საკრედიტოს უფროსობა და რას იპოვის?

    მაგრა მინდოდა რო დოდის ეს ყველაფერი ეთქვა, ეთქვა რო ე.წ. ელიტას არ წარმოადგენს და მაინც ღიმილი აქვს სახეზე, ეთქვა რო კმაყოფილია თავისი ცხოვრებით მიუხედავად იმისა რო კაპიკი ფული არ აქვს ხშირ შემთხვევაში, ეთქვა რო დედიკოს კისერზე არ არი ჩამოკიდებული მისი ოჯახი მიუხედავად იმისა რო თვეს თვეზე ძლივს აბამენ. ყველა ელოდება რაღაც საოცრებას, გადის ცხოვრება და ეს საოცრება არ ხდება და ხარჯავენ ნერვებს და არსებობას ლოდინში და უკმაყოფილებაში ამ ლოდინით…

    მარა როგორც თქვენ, ლელი, დაიბნევით რო დაჯდეთ პირდაპირ ეთერში 1000 პროჟექტორის წინ, პირდაპირ ეთერში სატელეფონო ზარების ფონზე და ვერ ილაპარაკებთ ყველაფერს რისი თქმაც გინდოდათ – ისე დაიბნა დოდიც, და დაიბნევა კიდევ 100-ჯერ, ია ანთაძე იბნევა და ებმება ენა ხანდახან და…

    და კი – არავინ არ გაძალებთ და გაფასებთ პირდაპირი ეთერით – დაწერეთ აქ თქვენი აზრი და აი ამხელა პასუხებს გაგცემენ, ყოველთვის არის ბლოგერების შეკრებები რეალში და იქ შეგხვდებიან, ხელს ჩამოგართმევენ და გააგრძელებენ თქვენთან საუბარს აქ წამოწყებულ თემებზე.

    პირდაპირი ეთერით იზომება ადამიანი? – მე მგონი ის უფრო გამოგონილი და ილუზორული სამყაროა… დაძაბული და ყურით მოთრეული ვიდრე ეს…

    რეალი კიდევ არ არსებობს – ყველა, უკლებლივ, ადამიანი რეალში როლებს თამაშობს, და არა ერთს, და არა ორს, და აქაც როლებს თამაშობს, და სხვაგანაც… და ტელევიზორში – უჟ ტოჩნა… ბლოგზე – ბევრად ნაკლებად, მიტუმეტეს როცა პირადი ბლოგია და როცა პრინციპი გაქვს ყველაფერი ღიად წერო რაც თავში მოგდის და რასაც გრძნობ – ძნელია როლი ითამაშო…

  17. bavshvi says:

    მალადეც cyborg, ცოლის დაცვაც მასე უნდა. აშკარად უჭრის გონება ადამიანს!:)

  18. lola says:

    funny funny : ))

    internetshic sxva tanabar pirobebshi vart yvelani :P

  19. militarytheory says:

    bavshvi
    ჩემ ცოლს დაცვა უნდა? – კანიბალია მაგი, ღეჭავს ადამიანებს, ქერა თმები და ძუძუების მომატებულმა 2-მა რაზმერმა არ შეგაცდინოთ. :დ

    პროსტო გულის ამაჩუყებელი პოსტის გამოსაცხობად მზადყოფნას მიგრზნობდა გული და გადმოვალაგე… :დ

  20. თაზო says:

    მადლობა იას, რომ შენი თავი(და დიდი ძუძუები) რეალში გვანახა სტუდენტებს. თურმე მართლა ჩვეულებრივი ყოფილხარ :) :იცინი, ტირი, ნახულობ სიზმრებს, დადიხარ ტუალეტში :) . ძალიან მაინტერესებს რას დაწერ ჩვენზე. იმ დღეს ბოლომდე დარჩენა ვერ მოვახრხე, იმედია ოთხშაბათს კიდევ გნახავ. კარგი გოგო ხარ, მართლა.

  21. kib ra getaka?? :D
    lol
    dozi giena gadasde?? :D tumca ara kiborga tvit diplomatiuroba da zrdilobaa :D

    hah rogor ver vnaxe gadacema bliaz :D

  22. noemberi says:

    ia anTaZe maestroze muSaobs? lol

  23. მანველიძე საერთოდ ვინაა? :)

  24. linguistuss says:

    მე დოდის ადგილას არ წავიდოდი. ეგ იგივეა, ჰოკეისტს რომ უთხრან წამოდი ფეხბურთი ვითამაშოთო. თუმცა TV-ში გამოჩენა, როგორც ჩანს ცდუნება იყო, თან პირდაპირ ეთერში. გასაგებია რატომაც დაება ენა, მაგრამ მე მაინც ვიმეორებ, რომ მე არ წავიდოდი როგორც ბლოგერი…

  25. dodka says:

    აიაი მართლა კიარ დამება ენა :D

    @ხატია – გოჩა მანველიძე – საქართველოში სუპერპოპულარული ავტორია ძირითადად ქურდული სამყაროს შესახებ წიგნებისა :D Consider urself lucky, რადგან არ იცი მის შესახებ : )

  26. iadonia says:

    პირადად მე გაცილებით მეტი ვინერვიულე, ვიდრე დოდკამ. ძალიან გამართულად ისაუბრა, კიდეც მიკვირდა, ასეთი კარგი ქართულით რომ საუბრობდა და ერთხელაც არ წაუბორძიკებია. უჩას რაც არ მოეწონა, მესმის, ბევრ რამეში ვეთანხმები და დოდკაც ეთანხმება, ალბათ. მეც გრძელი შეკითხვები გამომივიდა, დროც ისე გამექცა, რომ ყველაფერი ვერ ვკითხე, რისი კითხვაც მინდოდა. მოკლედ, თუ ვინმეს რამე არ გამოუვიდა, – მე ვიყავი. დოდკა კი ლამაზი და მართალი იყო. აი, აღიარებითი ჩვენებაც მივეცი – ჩემი პირველი კომენტარია ბლოგზე.

  27. chaotic says:

    ჰმმმ,
    ცუდია, რომ მე ვერ ვუყურე, დავინტერესდი ფრიად ამ კომენტების გადამკიდე :)

    ხო, არასოდეს ვწერ ამაზე, არ მინდა თავის მართლებასავით გამოვიდეს, მაგრამ ახლა დავწერ მაინც. იმიტომ, რომ სწორად გაიგებთ. ნუ, ასე მგონია ყოველ შემთხვევაში.

    ხო, აი, მე ვარ საზღვარგარეთ და მერე რა? ანუ, ეს “ჩვენ გმირები ვართ, აქ დავრჩით და თქვენ გაიქეცით” სტოიკა არაფრით განსხვავდება ბევრი სხვა შემთხვევებისგან, რომლის გამოც თქვენ, იგივე აქ კომენტარების დამწერები აღშფოთებულები პოსტავთ ხოლმე (მაგ.: უმცირეოსბების ჩაგვრა, ჰელოუინფართის დარბევა და მსგავსი.. ნუ, მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ).

    (უარყოფითად არ ვგულისხმობ, ყველას ბლოგს ვკითხულობ, ვისაც აქვს და ყველას მიმართ რაღაც ჩემებური, ბლოგერული სოლიდარობა მჭირს :D)

    მე არ ვთვლი, რომ რაღაცას გამოვექეცი, ან რომ მე რამენაირად გმირი ვარ და ოჯახს ვარჩენ აქიდან (არ ვარჩენ :D), ან რომ რამე სამარიაჟო მაქვს, რახან ევროპაში ვარ. ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვიმართლო თავი ჩემი არჩევანის გამო (ახლა გამოდის, რომ ამ კომენტით მაინც ვიმართლებ:D). მაგრამ იმასაც ვერ ვხვდები, რატომ ვარ ამის გამო თითით საჩვენებელი, ტიპა”აი, ეს ისაა, რომ გაიქცა” :D
    რამდენი გერმანელი გრაფი და მილიონერიც ვიცი, ვისაც საზღვარგარეთ სოციალურ სფეროში უმუშავია, იმდენი სიკეთე ჩვენ :D

    ხანდახან მგონია, რომ არაფრით გავსვხვავდებით იმ ქალისგან, რომელმაც დარეკა და “ჩემი შვილი ხუთოსანია, შენ საიდან მოდიხარ, შე უდიპლომო (:D)” იძახა, იმიტომ, რომ სხვის ცხოვრებას და გადაწყვეტილებებს პატივს არ ვცემთ.

    შეიძლება საერთოდ უადგილო კომენტია, მაპატიეთ. :)

    პ.ს. ძუძუებით დაჟე მეც დავინტერესდი, რა იყო ამისთანა :D

  28. militarytheory says:

    chaotic
    აბსოლიტურად მართალი ხარ!

    ეხლა დიდი დოდი ხარხელის სიტყვებს მოვიყვან მისი პირველი პირდაპირი ეთერიდან, სადაც მან თქვა რო “მე მგონი არავინ არსად არ გარბის, ჩვენ არ გავურბივართ საზოგადოებას ბლოგებზე და ახალგაზრდობა ვინც მიდის და გარბის ალბათ უფრო კრიმინალები არიან თორე დანარჩენი არჩევანის საფუძველზე უბრალოდ მიდიან და ეს კარგიაო!” (მანამდე ვიღაც გონიერმა მაყურებელმაც დარეკა კიდე იგივე აზრი ჩამოაყალიბა რო მაინდამაინც რო ტვინი დაგვეკეტა და ქართულ ახალგაზრდობას ვუყურებთო, მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობა დადის აქეთ იქეთ და ეს კარგიაო…)

    მარა თემა მაინც იყო ისენი ვინც გარბიან, ისენი ვინც გაურბიან რაღაცას აქედან, “შავ ბნელ საქართველოს”, ხოდა მოკლედ ბოლოს საუბრის თემა შევიწროვდა ადამიანებამდე რომლებიც აქედან “გარბიან” იმისთვის რო “მსოფლიო რუკის მარცხენა მხარეს” იმუშაონ ძიძად, ხელის მუშად და ა.შ. და გამოაგზავნონ 2 კაპიკი აქეთ.

    და თემის უქონლობისგან დოდი ადგა და ჯერ მანველიძეს ფანებს მიდგა(რითიც რეკლამა გაუკეთა მანველიძეს) – მერე სემიჩკა ფურთხია ბირჟავიკებს :დ

    კი – სუ ეს ორი რამე არ მომეწონა ამ ინტერვიუში და მეტი ცუდს მაინდამაინც ვერაფერს ვამბობ დოდ და კი – ამიტო სუ ამ ორ თემას ვატრიალებ იმისთვის რო შენ მზე ხად და ანათებ, ნაკლი არ გაქვს, ბაზარი არ გამომდიოდეს და ხალხისთვის დამაჯერებლად ვჟღერდე ბლიად…

  29. bavshvi says:

    ისე მეც დამაინტერესა დოდის ლეგენდარულმა ძუძუებმა (თან 2 რაზმერით გაზრდილმა)… :D მეყურებინა მაინც მაგ გადაცემისთვის :(
    ხონდა რა მინდოდა მეთქვა: სრულიად გეთანხმებით რო ვისაც სად უნდა იქ წავა და ვისაც რა უნდა იმ მიზეზით, მაგრამ არსებობს ერთი “მაგრამ”.დავუშვათ ცოტა დარჩა ისეთი ვინც საქართველოში დარჩენა ამჯობინა და გავიხვეტეთ სხვა ქვეყნებში. რა გგონიათ ჩინელებით მოვედებით მთელ მსოფლიოს და აქაც ბევრნი დავრჩებით? მგონია, რომ მაინც ღირს აქ დაბრუნება (მითუმეტეს თუ არც არავის უგზავნით ორ კაპიკს (chaotic-ის გასაგონად)). ძალიან არ მინდა ქუჩაში გასვლისას 10 კაციდან მხოლოდ 1 შემხვდეს ქართველი, დანარჩენები ჩინელები, აზერბაიჯანელები, სომხები და კიდევ სხვა ნაციის წარმომადგენლები,რომელიც ჩვენი სტუმართმოყვარეობით ბოროტად სარგებლობენ…
    რაღაც ანტიჩინური გამოსვლა გამომივიდა (ორჯერ ვახსენე ეს ერი), მაგრამ უბრალოდ ჩემი აზრი გამოვხატე და ესენი მომყვნენ ხელში… თუ რამეში არ მეთანხმებით გადამარწმუნეთ უაღრესად გთხოვთ.

  30. chaotic says:

    @bavshvi,

    გეთანხმები, რაც წასვლა- აღარ დაბრუნებას ეხება. (შენ არ მოხვედი სახლში ცოცხალი-ვით გამომივიდა :D).

    მე არ წავსულვარ სამუდამოდ. არც იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც სიბერემდე სხვაგან აპირებს დარჩენას და მერე სამშობლოში დამმარხეთო, დაიბარებს :)

    სამწუხაროდ, იმაზე დიდხანს მიწევს აქ დარჩენა, ვიდრე თავიდან მქონდა განსაზღვრული. მაგრამ მე წამოვედი იმის გამო, რომ რაღაც მიზანი მქონდა, რომელიც, არ მინდა, შუა გზაში შეუსრულებლად დავტოვო. იმის გამო, რომ, უბრალოდ, უნდა მენახა სხვაგან რა ხდება, არცერთი წამით არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას. მაგრამ არ ვკიცხავ ადამიანებს, რომლებიც საბოლოოდ აქეთ დარჩენას გადაწყვეტენ. ეს მათი ცხოვრებაა და მათი საქმეა.

    რაც შეეხება ორ კაპიკს, მეორე მხრიდანაც შეხედეთ. მე 100%-ით თავად ვირჩენ თავს. ვინც საზღვარგარეთ არის ნამყოფი, ეცოდინება, რომ ეს არაა იოლი. შეიძლება, მე ვერ ვეხმარები ჩემებს სახლში, მაგრამ არც კისერზე ვაზივარ 24 წლის ქალი “მამა 2 ლარი მომე, უნიში უნდა წავიდე”-თი და მამენტ, მაგ მიზნით არ წამოვსულვარ. :) არ ვთვლი, რომ ჩემი გამოგზავნა-არგამოგზავნა ჩემს სხვაგან ყოფნას ამართლებს, ეგ,საერთოდ, ფრიად უაზრო არგუმენტია. შეიძლება ვიღაც საქართველოში იყოს, მაგრამ მაინც არ ეხმარებოდეს თავისებს.

    ნუ, გგონიათ, რომ საზღვარგარეთ ვინცაა, საგვარეულოს არჩენს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ არც მე მქონია ის 2 ევრო (როგორც კისსიეს 2 ლარი). და ნურც ის გგონიათ, “მერე რა, რომ უსაქმური ვარ, ზატო საქართველოში დავრჩი და გმირი ვარ” უფრო მეტს აკეთებს ზოგადად ქვეყნისთვის. (საერთოდ, ეს “შენ უფრო მაგარი პატრიოტი ხარ, თუ მე თემა მკლავს” :S )

    და ყველაზე მთავარი, დაუტოვეთ ადამიანებს არჩევანის გაკეთების უფლება :)

  31. militarytheory says:

    chaotic
    ჩემი პოსტი წაიკითხე საერთოდ? :დ

    მე მაინც ვიძახი რო მოდით ყველანი დავიშალოთ, ავდგეთ ერთ დღეს, ჩავალაგოთ ისენი რა ქვია იმას… მუთაქები – და დავიშალოთ ვინ საით…

    მერე ვნახოთ რას ვიზამთ და გამოჩნდება რა გამოგვივა და ა.შ.

  32. chaotic says:

    @ militarytheory,

    :D
    კი, წავიკითხე :D

    საკამათო ვეღარაფერი ვნახე და არ დავაკომენტე :D

    საერთოდ, მართლა არ მიყვარს ამ თემაზე დისკუსია. თავი ნეუდაჩნიკი მოღალატე ყორღანაშვილი მგონია, რომელიც კუთხეში დაყენებული ბავშვივით თავს იმართლებს . :D

    “მერე ვნახოთ რას ვიზამთ და გამოჩნდება რა გამოგვივა და ა.შ.”-
    მე იმაზე ნაკლები გამომივიდა, რაც 5 წლის წინ მეგონა :yes:
    და იმაზე მეტი ვქენი, რისი წარმოდგენაც 5 წლის წინ შემეძლო…

  33. ლიკა says:

    რახან ამ ბლოგს იაც კითხულობს, მინდა კიბორგას ბებიის სიტყვები გადავცე _ რა სულგრძელად მოიქცაო იაო, თავის თავი რაღაცნაირად უკან დასწიაო და დოდის მეტი გასაქანი მისცაო.
    მე კი მგონია რომ დოდი იას ავტორიტეტმა მაინც დათრგუნა. მე ტელეგადაცემებში არ ვმჯდარვარ, მაგრამ რადიოში მომიწია პირდაპირ ეთერში ყოფნა რამდენჯერმე და პირველი, რაც გბოჭავს, ის ჟურნალისტია, რომელმაც მოგიწვია და რომელიც არ გინდა რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენო შენი ზედმეტი რადიკალიზმით ან “ხალხურობით”.
    თუმცა დოდის ადგილზე რომ ვყოფილიყავი იმ ხუთოსანი დიპლომიანი ღლაპის დედიკოს ზარი ძალიან დიდი ცდუნება იქნებოდა, რომ დამეხურა თავზე, რა დიპლომებზე ლაპარაკობ, ჯერ კიდევ სამი წლის წინ დიპლომები მარტივად იყიდებოდა–თქო და დღემდე ლექტორების მესამედი ქრთამებს იღებს ნიშნების დაწერაში. ანუ დიპლომი უმეტესად დედიკოს ფულის და შვილიკოს სიტუტუცის საზომია და რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს ეგეთის აყვანა სამსახურში ნეტა?
    თუმცა ალბათ მაინც თავს შევიკავებდი. დოდიმ ხომ უთხრა, 16 წლიდან ვმუშაობო. ხოდა გამგები გაიგებს. მეც რამეს ეგეთს ვეტყოდი, რომ სამწუხაროდ დღეს დიპლომი არ არის სანდო მაჩვენებელი და ჯობია თქვენმა შვილმა სადმე, თუნდაც არაპრესტიჟულ და დაბალანაზღაურებად ადგილას დაიწყოს მუშაობა, თუნდაც ბენზოკალონკაზე, დამქირავებლები მომუშავე ადამიანს უფრო ქირაობენ, ვიდრე სახლში დამჯდარს–თქო.

    და საერთოდ, მაესტრომ თავისი ბლოგი რომ გააკეთოს კითხვების წინასწარ მოსაგროვებლად და მერე კომეტარებისთვის, კარგი იქნებოდა.

  34. paaawu says:

    დოდ იმ უცნობის ციხე ვნახე მაგარი იდიოტიმზმია აზრი ვერ გავიგე … როგორ იძინებს როგორ აბოლებს როგორ იგრუზება და ა.შ. მაგას უნდა მივაშტერდეთ?… მაგარ დგეში ვართ რაააააააა….. მაგით აპირებენ მიშას შეშინებას?… :))))))
    შენ ვერ გნახე არადა მაინტერესეეეეეეეეეეეეეეეეეეეებს :((((

  35. თაზო says:

    პირადად ჩემთვის ბლოგი(და ინტერნეტი ზოგადად) არ არის რეალობიდან გაქცევის მცდელობა, ვირტუალური სამყაროსთვის თავის შეფარება. პირიქით, შეიძლება ბლოგზე ისეთი რამ დაწერო, რასაც ღიად, საჯაროდ ვერ იტყვი. ბლოგი პირადად მე, როგორც დამწყებ ჟურნალისტს, მეხმარება ვისწავლო წერა პირდაპირ და შეუპოვარად. გამბედაობაც უფრო მეტი მაქვს. როცა ყოველდღე ამ პრინციპებით წერ, მერე წარმოუდგენელია ვინმემ შენგან მოითხოვოს თავის ხუშტურებზე სიარული, მითითებების შესრულება და რაც ყველაზე უარესია–მორჩილება.

  36. iadonia says:

    ლიკას მინდა ვუთხრა, რომ სწორედ იმიტომ მიყვარხართ, ავტორიტეტებს რომ არ ათრგუნინებთ თავს. თანაც, ძალიან გულწრფელად გეტყვი, დოდი ჩემზე ასჯერ მაგარი მგონია და არ შეიძლება, ამას თვითონაც რომ არ გრძნობდეს. და კიდევ ერთი: იქნებ, უფრო კარგად მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება მივაწვდინოთ “მაესტროს” შეკითხვები. შესანიშნავი იდეაა და არ მგონია, მამუკასთან საერთო ენა ვერ მოვძებნოთ. თუ არსებობს კითხვები და ადამიანები, რომელთა პასუხებიც საინტერესოა ამ კითხვებზე – არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება – უბრალოდ, უნდა მოვიფიქროთ, როგორ ფორმაში მოვაქციოთ ეს ყველაფერი.

  37. მ’ძიმე says:

    გადავარჩინოთ დოდლანდია!
    ”ლანდია, ლანდია, ზელანდია”… გახსოვთ? ასე იძახდა ჟაკი პაგანელი.
    რამდენს საუბრობთ ამ გადაცემაზე, რომელიც თურმე არავის გვინახავს. ისე როგორც ჩანს, ეს ეგრეთ წოდებული დოდი სერიოზულ მიზიდულობის ცენტრად იქცა, თუმცა, ისეთი გრძნობა მაქვს, ჯერ ვერ ახერხებს თქვას ის, რისი თქმაც სურს. რაც შეეხება ბლოგერობას, ეს რეალური სამყაროდან გაქცევა არ არის. მე მგონია, პირიქით დაბრუნების მცდელობაა. სხედან ბლოგერები თავთავიანთ უდაბურ კუნძულებზე, წერენ წერილებს, ბოთლებში დებენ და წყალში ისვრიან იმ იმედით. იქნებ ვინმემ იპოვოს და გადამარჩინოსო. დოდის ბოთლი ია ანთაძეს უპოვია, ასე გამოდის, მაგრამ ახლა დოდის პოვნა არ გინდა და მისი კუნძულის? ამას მთელი ექსპედიცია სჭირდება. გაიხსენეთ კაპიტან გრანტის შვილები. თანაც კაი და მიაგენით დოდის კუნძულს, მოისურვებს კი იქიდან წამოსვლას. ან რა ფასი ექნება დოდის უკუნძულოდ და კუნძულს დოდის გარეშე. რა ბედნიერებაა, ცხოვრებდე კუნძულზე სადაც ყოველდილით შეგიძლია მიწერო წერილი კაცობრიობას, ჩადო ბოთლში და გადააგდო წყალში. და რა ქნა იავნანამ, ანუ ია ანთაძემ?! დოდის სტაცა ხელი და გამოიყვანა ტელევიზიით როგორც ეგზემპლარი, აი როგორი არსებები ცხოვრობენ კუნძულებზეო. ახლა რა მოხდება. მაგარი პრაქტიკული ბიძები და გაქვავებულსახიანი ახალგაზრდა მოხუცები შეესევიან ამ კუნძულებს, დოდის დაარქმევენ პროექტს, ჩაუნერგავენ მენეჯმენტს. იქნება ბევრი სარეკლამო პაუზა, მერე კი წამყვანი გვეტყვის, ”ახლა დოდი გვეტყვის”… მაგრამ დოდი ვეღარაფერს გვეტყვის, რადგან არ ექნება სათქმელი. და ეს იქნება ია ანთაძის ბრალი. რომელ კუნძულს ან კუნძულელებს მოუტანეს ბედნიერება მისმა აღმომჩენებმა. ამიტომ ყველას და, პირველ რიგში დოდის, მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ბოთლების წყალში ყრა, ოღონდ არ მიუთითოთ, თქვენი კოორდინატები. თუ ჰორიზონტზე გემს დაინახავთ, სასწრაფოდ ჩააქრეთ ცეცხლი რათა კვამლი არ შენიშნონ და დაიმალეთ. იცოდეთ, თუ გიპოვეს, ან შეგჭამენ, ან პროექტად გადაგაგცევენ, გალიაში ჩაგსვამენ და ქუჩა-ქუჩა გატარებენ სასეიროდ. გადავარჩინოთ, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ დოდი და დოდლანდია ისეთი, როგორიც ახლა არის, ეკოლოგიურად სუფთა და დაუპროექტებული. არავის გაუმხილოთ მისი ადგილსამყოფელი. თუ გკითხეს, ხომ არ გინახავსო, ხელი საპირისპირო მხარეს გაიშვირეთ, იქით წავიდათთქო.
    P.S. თუ ვინმე მიხვდა, რის თქმაც მსურდა, იქნებ არ დაიზაროს და მეც ამიხსნას.

  38. iadonia says:

    ძვირფასო მ’ძიმე,

    რასაც თქვენ წერთ, ამაზე მეც ბევრი მიფიქრია და ამიტომ შესანიშნავად მესმის თქვენი. მხოლოდ იმის იმედად ვარ, რომ, მგონი, ჩემში უფრო მეტი ჰუმანიზმია, ვიდრე შორიდან ჩანს.

  39. მ’ძიმე says:

    ქალბატონო ია,
    თქვენში შეიძლება არის ჰუმანიზმი, მჯერა რომ არის, მაგრამ სხვებში. იცით, რა მაგარი აზრი მომივიდა? ძალიან მაგარი. ავირჩიოთ დოდი პრეზიდენტად. წარმოიდგინეთ, ქუჩა გადაკეტეს, ბევრი შავი მანქანა ჩაიქროლებს და შუაში ბრონირებულ მერსედესში ზის დოდი, ცვენ აქედან დავუქნევთ ხელს, ის იქიდან დაგვიქნევს და მაგრა გაგვისწორდება ორივე მხარეს. ერთხელაც გააჩერებს მანქანას, გადმოვა და დაგველაპარაკება. ეს ისე გაუსწორდება, რამდენიმე დღე ზედიზედ გააჩერებს და მერე საერთოდაც აღარ ჩაჯდება იმ ბრონირებულ მერსედესში და ჩვენთან ერთად წამოვა კაფეში და სულ ჩვენიანი გახდება. ოღონდ სულ ის დაგვპატიჯებს, რადგან დიდი ხელფასი ექნება. ისე, რომ დაფიქრდეთ, მართლა ავირჩიოთ დოდი პრეზიდენტად მაგარი საინტერესო ქვეყანა გავხდებით. ყველა გვკითხავს, დოდი პრეზიდენტი? ეგ როგორ? ჩვენ ვეტყვით, აი ეგრე. ქალბატონო ია, დაგვიჭირეთ ამაში მხარი და პატივისცემა ჩვენზე იყოს.

  40. iadonia says:

    იმის მიუხედავად, რომ მძიმე დღე მქონდა; იმის მიუხედავად, რომ მძიმე დღის შემდეგ თავზე დამათენდა მუშაობაში; იმის მიუხედავადაც, რომ უკვე გათენებული დღისგანაც განსაკუთრებულს არაფერს ველოდები – ჩემი დიდი ინტერესი და სიმპათია თქვენი კუნძულების მიმართ მიბიძგებს, რომ მსუბუქად მოვეკიდო თქვენს სარკაზმს.

  41. მ’ძიმე says:

    ვისაც მოგეწონათ ჩემი აზრი და მხარს უჭერთ დოდის გაპრეზიდენტებას, 30 იანვარს, 2 საათზე შევიკრიბოთ პრეზიდენტის სასახლესთან. ავლაბარში იკითხეთ და მოგასწავლიან. თან იქონიეთ ბინტი, ბამბა, იოდი და პროტივოგაზი, რა იცი, დოდის მოსვლამდე რამდენი რამე გვეტკინება))))))))))))))))))))))))))
    არ დამიწყოთ ახლა, დოდის გამოცდილება არა აქვსო, ამას ხომ აქვს რა.

  42. militarytheory says:

    დოდი იქნება პირველი შიშველი პრეზიდენტი, მსოფლიოში.

    და მე კიდე ყველაფერს რო თავი დავანებოთ, სარკაზმს და უბრალოდ ლამაზ გატრაკებს 100-ჯერ დაღეჭილ თემაზე, მე არანაირი სურვილი არ მაქ პირველი ლედი ვიყო :დ

    (ნუთუ მთელი ცხოვრება ამის შიშში უნდა ვცხოვრობდე? – მთელი ცხოვრებაა გაპირველლედიობით მემუქრებიან…)

    კუნძულზე და ოკეანესთვის გატანებულ წერილებზე კი მაგარი იყო – ძალიან გავდა… ძალიან გავდა რაიმე მაფიოზური კლანის წევრი რო მაფიოზური თავდასხმისას უცბად გამოფხიზლდება და 50-100 მეტრიღა რო დარჩა თავდასხმის ობიექტამდე აყვირდება რო “გაიქეცი ლუციო, გაიქეცი, მაფია გიტევს, თავს უშველე!” – და მერე უცებ ისევ დაიბრუნებს თავის მაფიოზურ სახეს და გააგრძელებს შტურმში და ზოგადად მაფიოზობანაში მონაწილეობას… :დ

  43. მ’ძიმე says:

    military,
    რამხელა სათაური გაქვს, თანაც ორი. მე იმის თქმა მინდოდა, რომ აღარ დადგა დრო, რომ ოდნავ გულწრფელად ვიცხოვროვთ? ეს მიშა რომ ჩირქოვანი ანგინასავით გაგვეჩხირა ყელში და ოპოზიცია ბუასილივით, როდემდე ვიყოთ ასე. გვმართებს რამე მაგათი? მე არაფერი. ანუ დოდის პრეზიდენტობით იმის თქმა მინდოდა, რომ მაინცდამაინც ჩათლახი და გამტრაკებელი უნდა იყოს პრეზიდენტი? არ შეიძლება ისეთი ტიპი, რომ ცხოვრება უყვარდეს და არ ვძულდეთ? თანაც აფრ გეთანხმები, ნელნელა გამოვცვალოთ მთავრობაო რომ ამბობ, რატო ნელნელა, მოვაგროვოთ ერთად და სამ ხმაში ხმამაღლა ვუთხრათ: ოეეეეეეეეეეეეეეეეეეე, ოეეეეეეეეეეეეეე, დაახვიეთ აქედან.

  44. militarytheory says:

    მძიმე:
    სახელზე – სამწუხაროდ გაუგებრობას აქვს ადგილი, Cyborg ვარ, უბრალოდ ბლოგი გავაკეთე, http://militarytheory.wordpress.com – ხოდა იქ რო ვლოგინდები ბლიად აქაც იმავე ნიკით მაპოსტინებს… :(

    რაც შეეხება დოდის პრეზიდენტობას:
    შეიძლება, მარა ხალხი არ აირჩევს – დღეს ბევრი ვილაპარაკე და ვიფიქრე ზოგადად პრეზიდენტაციის მიმართულებით ხოდა…

    ოე ოე -თი გაგდების მომხრე არ ვარ, ჩისტა ინტერესის გულიზა – საქართველოში ჯერ არ ყოფილა რო ოე-ოე-ს გარეშე გამოგვეცვალოს პრეზიდენტი, იქნებ გვეცადა?…

  45. მ’ძიმე says:

    კიბორგ, მეც ვიცი რომ არ აირჩევს, მაგიტომაც არიან ამ დღეში. ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ საქართველოში დემოკრატია გაამართლებს? აირჩევენ ყველაზე კრეტინს და ბოღმას. ოე, ოეს გარეშე როგორ წარმოგიდგენია აქ პერეზიდენტის ცვლილება? მიშა ჩაატარებს წესიერ არჩევნებს? ერთი პროცენტიც არ არსებობს. სიტყვის თავისუფლება რადგან არის, ოე, ოეს თავისუფლება მაინც შეგვრჩეს. მოვითხოვ, ოე, ოეს თავისუფლებას.

  46. stewie says:

    რ2-ის ფორუმზეც იდო ეს წერილი. დოდკა და კიბორგა გარდა “ჰიპი” სახელის არაფერს მეუბნება, მაგრამ გეთანხმები 100%. უცოდინრობა, ავადმყოფურად ქედმაღლობა და სიზარმაცე არის ჩვენი მტერი. პოლიტიკანებზეც იგივეს ვიტყვი, ყოველ ქმედებაზე ევროპის “approval”-ს ელოდებიან. არავითარი თავისუფლება, სიმტკიცე და თავდაჯერება ჩვენს ქმედებებში არ არის. ყველაზე გასამართლებელი მიზეზი არის ჩვენი ახალდაარსებული, გამოუცდელი ქვეყანა. არ გვავს თავისუფლების გამოცდილება. “გათავისუფლებას” კი დრო უნდა, ეხლანდელი არეულობა არის პროცესი ჩვენი საზოგადოებად ჩამოყალიბების და დოდკანაირების და არა “წამებული” ჟურნალისტების, აზრის ბოლომდე არგამოთქმა არის ერთერთი ხელის შემშლელი
    ასე რო დოდკა თავს ნუ უკავებ

  47. parcipal says:

    ratomgac mivichnie rom es statia qvens debatebs sheesatkviseba:

    პოლიტიკური ჯეო-ბარი ანუ ”წინასწარ
    გამოცხადებული გადატრიალების ქრონიკა”

    ”24 საათი”,05.02.2009

    მაია ორჯონიკიძე

    ”ამ სამყაროში ყველაფერი წინასწარაა ნაპატიები და ამდენად ყველაფერი ცინიკურად
    დასაშვებია”.

    მილან კუნდერა

    სასურველია,სანახაობა საკუთარ ავტორზე ჭკვიანური იყოს.

    ვაცლავ ჰაველი

    უმეცრებასთან ბრძოლა რთულია სწორედ იმიტომ,რომ იგი ძალიან წააგავს სიმართლეს.

    კ.ჩუკოვსკი

    ამ წერილის დაწერას თითქმის იმ დღიდან ვფიქრობდი -”საკნიდან” პირველი ”სერია” რომ გავიდა ეთერში,მაგრამ ვყოყმანობდი-ღირდა თუ არა ჩიტი ბრდღვნად იმ დროს,როდესაც უამრავი,ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა აწუხებს დღეს ჩვენს ქვეყანას.შემდგომმა ”ტელე-საკნურმა” სერიებმა დამარწმუნეს,რომ ღირდა კი არა-აუცილებელიცაა დროული და არგუმენტირებული რეაგირება,რადგანაც იმას-რაც ბოლო დროს საღამოს 11 საათის შემდეგ გადაიცემა საქართველოს ტელევიზიის ერთ-ერთი არხით-თუ არა ვაკხანალიას-სხვას ვერაფერს უწოდებს ელემენტარულად მოაზროვნე კაცი.

    ის,რომ მსგავსი გადაცემის შექმნა შესაძლებელი გახდა,ალბათ დღევანდელი ფასეულობათა და ტვინთა საყოველთაო აღრევით აიხსნება,მაგრამ გასაკვირი ის კი არ არის,ადამიანებს მოვლენებზე სხვადასხვა აზრი გააჩნდეთ,საოცარი ისაა-ერთი ადამიანის ავანტიურას რა სახის რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან.

    დღევანდელ საქართველოს რომ უამრავი სატკივარი აქვს-არახალია და არც ისაა სიახლე- ყველა ”ბანაკში” რომ მოიძებნება ამ ცხოვრების კალთას ჩაფრენილი ხალხი,საკუთარი კარიერისა თუ მატერიალური კეთილდღეობის სადარაჯოზე რომ დგანან ”თავგანწირულად”.ვინც კაცობრიობის ისტორიას იცნობს-ვერაფერს აღმოაჩენს დღეს ისეთს,რაც ჩვენამდე არა ყოფილა.ამდენად,ეს არაა სამწუხაროდ,ამ შემთხვევაში გასაკვირი და ამის შესახებ სიტყვას აღარ გავაგრძელებ.

    მე სხვა რამ მიკვირს-თუ როგორ შეუძლიათ ზოგიერთ ცნობილ და ერთი შეხედვით დინჯ და დამსახურებულ ადამიანებს უკეთეს შემთხვევაში-თავის მოტყუება,უარეს შემთხვევაში კი წინასწარ მოფიქრებული სიცრუის შეგნებულად გავრცელება,თუკი ის მათ ე.წ. მსოფლმხედველობრივ კრედოზე თუ პოლიტიკურ პრეფერენციებზე ასხამს წყალს.

    მაგალითისთვის მოვიყვან ისტორიკოს ზაზა აბაშიძის უცნობთან ”საკანში” სტუმრობისას გამოთქმულ მოსაზრებას საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესახებ.ბატონი ზაზა აბაშიძე ავტორიტეტულად აცხადებს,რომ დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოებრიობა არის ფიქცია,საპირწონედ კი მოჰყავს არც მეტი,არც ნაკლები…საბჭოთა პერიოდის საქართველო,რომელსაც რაკიღა იმ დროს სახელმწიფოებრიობის ყველა ფორმალური ნიშან-თვისება გააჩნდა,
    ამ თვალსაზრისით დღევანდელი საქართველოსგან თვისობრივად არც არაფრით განსხვავდებოდა! სჩანს,ბატონ ზაზა აბაშიძეს სახელმწიფოებრიობის ფორმალური ატრიბუტიკა და რეალური სახელმწიფოებრიობა ერთი და იგივე ჰგონია.მეორე მაგალითი-ამ დღეებში ყველასთვის ცნობილმა,ხანდაზმულმა მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა მთელი საქართველოს გასაგონად ”ტელე-საკნიდან” წარბშეუხრელად განაცხადა- ”ამათ (იგულისხმება ხელისუფლება და მისი გუნდი) არა მხოლოდ სძულთ პატრიარქი,არამედ მეტიც,ერთი სული აქვთ-თუ როდის გარდაიცვლება იგი”(!).

    ”ენას ძვალი არა აქვსო”-ჩვენს წინაპრებს უთქვამთ და ბატონი ნოდარიც მთელი საღამო გზადაგზა ისე შეურაცხყოფდა ადამიანებს-ერთხელაც არ შეუწუხებია ეჭვს-ჰქონდა თუ არა ამის მორალური უფლება?ნუ დაგვავიწყდება-ამას ამბობდა არა ვინმე უკულტურო ბოგანო,არამედ ცნობილი ადამიანი,ასაკოვანი და ღვაწლმოსილი მსახიობი,რომელსაც ვერ გაუგია,რომ ოპონირება არ ნიშნავს ადამიანთა შეურაცხყოფას და თავაშვებულ ცილისწამებას.ბატონებო,განა შესაძლებელია თუნდაც საძულველ ოპონენტთან ასეთი მეთოდებით ბრძოლა? განა ეს არაა საზოგადოებაში პირდაპირი სიძულვილის თესვა და მისი უკიდურესი დაპირისპირების მცდელობა?უახლესმა ისტორიამ ვერაფერი გვასწავლა?!

    ცნობილია,რომ მიხეილ სააკაშვილს საზოგადოების ერთმა ნაწილმა ვერ აპატია სიტყვა ”ჩარეცხილები” და ამის გაგება სავსებით შესაძლებელია,მაგრამ განაწყენების რა მორალური უფლება აქვს იგივე საზოგადოებას,თუკი თავად მსგავსს კი არა-უარეს მეთოდებს იყენებს პოლიტიკური დაპირისპირების დროს?!

    მთელი ამ ”საკნური” სერიალებიდან უმძიმესი შთაბეჭდილება რჩება არა იმიტომ,რომ ვიღაცა ვიღაცას ებრძვის და საკუთარ ინტერესებს თავგამოდებით იცავს,არამედ იმ სულიერი სიმწირის,დაუფარავი პოპულიზმის,
    ფარისევლობისა და სიძულვილის ხარისხის დემონსტრირების გამო-რაც ჩვენს ეკრანებზე იშლება ყოველღამე ლათინური სერიალების მომაბეზრებელი უგემოვნებით.

    უკულტურო,აგრესიული დილეტანტიზმი-აი,პირველი,რაც მოგდის თავში გია გაჩეჩილაძის ”პოლიტიკური” შოუს ნახვის შემდეგ.ადამიანს აქვს პრეტენზია იყოს მომღერალი, მუსიკოსი, მსახიობი, პოეტი ,რელიგიური მქადაგებელი,
    პოლიტიკოსი,”კაი ვაკელი ბიჭი” და ალბათ კიდევ ბევრი რამ,რაც ჩვენს ყურადღებას გამორჩა,მაგრამ სამწუხაროდ ვერც ერთ ამ სფეროში დამაჯერებლად ვერ გამოიყურება თუ არ ჩავთვლით ”ვაკელ ბიჭობას”.

    ამ გადასახედიდან მთავარი ის კი არაა-ვის წინააღმდეგაა მიმართული ეს კამპანია,არამედ რას წარმოადგენს თავად ამ კამპანის ფიგურანტი და მისი სტუმრების დიდი ნაწილი.
    ამ მხრივ კი სავალალო სურათი გვაქვს-პიროვნება,რომელიც მიხეილ სააკაშვილს თვითმარქვიას უწოდებს-თავად გვევლინება თვითმარქვია ერის გადამრჩენის როლში.სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს,იმის ცქერა-თუ როგორ ტკბება უმცროსი ”გრეჩიხა” საკუთარი ”პოეზიით”,რომელიც გემოვნებაარეულ საზოგადოების ნაწილს მაღალ ხელოვნებად წარმოუდგენია,იქვე,კედლებზე დაწერილ სტროფებში კი მესამეკლასელისთვის უპატიებელ შეცდომებს უშვებს და სიტყვა ”შეურაცხყოფის” მაგივრად ”შეურაწყოფას” წერს,”ვუთენებთ”-ს მაგივრად კი ”უთენებთ” (შემდეგში ჩაუსწორეს).ცნობილი,ყველა ქართველისთვის სათაყვანებელი სახელები კი -ილიას,ვაჟას,გალაქტიონის და სხვათა და სხვათა-ვულგარიზატორის ხელში ზემოქმედების ინსტრუმენტად ქცეულა და უგემოვნებო და იაფფასიან პოლიტიკურ პიარს ემსახურება.

    ადამიანი,რომელიც ერთი შეხედვით ჰუმანური იდეალების დასაცავად ნებაყოფლობით ჩაჯდა საკანში-არც ამ იდეალებისა და არც საკუთარი ქვეყნის კულტურის სიმაღლეზე არ აღმოჩნდა.თითქმის ორი კვირაა,მაყურებლის ყურს სჭრის სპეციფიური,ქურდული სამყაროსთვის და ე.წ. ძველი ბიჭებისთვის დამახასიათებელი ლექსიკა-”ფლაგები ახეული აქვს”,”ატმასკა მისცეს”,”თავები დამარხეს”,”მიშა ძონძია”,”რამსები აერიათ”,”ცვეტში” და მრავალი,მრავალი მსგავსი.
    და იქვე,ვითომც არაფერი-მართლმადიდებლობაზე პათეტიური საუბრები და საქვეყნოდ პირჯვრის წერა…რა არის ეს? რა ფენომენთან გვაქვს საქმე?
    რა ფანტასმაგორიულ მუტაციასთან-სადაც ”ძველბიჭობა”,”ქურდული გაგება”,”მართლმადიდებლური” რიტორიკა,”ინტელიგენტობა” და პოლიტიკური ამბიციები ერთ გამაოგნებელ ნაზავშია მოქცეული?!

    ეს რომ მხატვრული ფილმის,ან სპექტაკლის სცენები ყოფილიყო-შესაძლოა,შემეცნებითი ღირებულება ჰქონოდა-როგორც ჩვენი თანამედროვე რეალობის ანარეკლის,დროის დოკუმენტისა,ისიც-მხოლოდ ერთი კონკრეტული, მარგინალური ფენისა-თუკი ლექსიკის მიხედვით ვიმსჯელებდით.
    ტრაგიკომედია საინტერესო ჟანრია,მაგრამ მხოლოდ სცენაზე,ბატონებო.
    არადა,ეს არც ფილმია და არც სპექტაკლი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით-ეს თურმე ნუ იტყვით და ქართული პოლიტიკის ახალი სიტყვაა!
    დიახ,ახალი სიტყვა და ამას უმანკო სიამაყით ადასტურებს თავად ავტორი-მსგავსი პროექტი ჩემამდე არავის მოსვლიაო თავში!
    აფერუმ!
    ”საქართველოს ბედი ”საკანში” არ უნდა წყდებოდესო”-სწერს ”ტელე-საკანში” გამოგზავნილი მესიჯის ერთ-ერთი ავტორი-მინდა გითხრათ,სრულიად ვიზიარებ მის მოსაზრებას და ალბათ ამას უამრავი ადამიანი დაეთანხმება,ვისაც ელემენტარული პასუხისმგებლობა და საღი აზროვნება გააჩნია.სამწუხაროდ,მსგავსი მესიჯების ავტორებს უმცროსმა ”გრეჩიხამ” შაბათ საღამოს სულ ვირთხები,უბედურები და გიჟები უძახა-ჭეშმარიტად ძვირფასი და გამორჩეულია ჩვენი ოპოზიციის სიამაყე,განსხვავებული აზრის მიმართაც ერთობ შემწყნარებლური-ვერაფერს ვიტყვით…

    ***************************************************
    ყველას მოეხსენება- 200 წლიანი კოლონიზაციის შედეგად ჩვენს საზოგადოებას ბევრწილად დაქვეითებული აქვს სახელმწიფოებრიობის განცდა,შესაბამისი უნარ-ჩვევები და ამის შედეგად-პერსონალური პასუხისმგებლობის გრძნობაც ყოველივე იმაზე,რაც შესაძლებელია მოჰყვეს ჩვენს დაუფიქრებელ ქმედებებს.
    ალბათ სწორედ ამით აიხსნება ის ტოტალური უპასუხისმგებლობა და ზერელობა საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე,რომელიც სამწუხაროდ ასე გვახასიათებს დღევანდელი ქართველობის დიდ ნაწილს.თუ არა ეს-წარმოუდგენელი იქნებოდა ბევრი მოვლენა და ფაქტი უახლესი ქართული ისტორიიდან.

    ალბათ ბევრს ახსოვს კობო აბეს ცნობილი რომანი ”ქალი ქვიშაში”.რომანის ლეიტმოტივი ის გახლავთ,რომ ადამიანი რომელიც წლების წინ ორმოში ჩავარდა და მთელი განვლილი დრო ამ ორმოდან ამოსვლას მოანდომა-უეცრად საწადელს აღწევს და სასურველ თავისუფლებას მოიპოვებს-მაგრამ იმის მაგივრად,წლების ნანატრი აისრულოს და სახლში წავიდეს,შუაგზიდან ტრიალდება და უკან,იმ დაწყევლილ ორმოში ბრუნდება,რადგან მისთვისვე შეუმჩნევლად შეუსისლხორცებია და მისი სახლიც ის ორმო გამხდარა.
    ასეთია ე.წ. პოსტსაბჭოთა ადამიანიც-ჩვენ ვერ ვამჩნევთ იმას,რომ მიუხედავად თითქოსდა ყოველივე საბჭოურთან ბრძოლისა-სამწუხაროდ ,თავად ვართ მისი პროდუქტი და ხორცი ხორცთაგანი-ჩვენი მოუთმენლობით,რადიკალიზმითა და ლოიალობის სრული დეფიციტით.

    ჩვენ არაფრით გვსურს გავიგოთ უბრალო ჭეშმარიტება-რომ არ არსებობენ ”ისინი” და ”ჩვენ”,რომ ის სენი რაც სხვებში არ მოგვწონს,ხშირად ჩვენივე სენია და იქამდე,სანამ სხვებში დრაკონის მოსაკლავად დავირაზმებით-საკუთარ თავში უნდა დავასამაროთ ეს არსება!
    საქმე ჩვენშია და არა მიშაში ან პეტრეში და იქამდე,მანამ ამას არ გავაცნობიერებთ-საზოგადოებაში დაპირისპირებას ბოლო არ ექნება!

    დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარება ერთი გარემოება,რაც დღევანდელი ოპოზიციის უდიდეს ნაწილს ახასიათებს-ხელისუფლებასთან და კერძოდ მის მთავარ ადრესატთან-მიხეილ სააკაშვილთან ბრძოლა აბსოლუტურად თვითმიზნურ ხასიათს ატარებს და სრულიად დაცლილია შინაგანი კონსტრუქტივიზმისგან,
    დიალოგის სურვილისგან,პოტენციის სასიკეთოდ გამოყენებისგან,ჯანმრთელი კომპრომისის ძიებისგან.
    სააკაშვილის გადადგომა იქცა ოპოზიციის ტოტალურ იდეა-ფიქსად და ეს პირველი და მთავარი ნიშანია იმისა,რომ მას საკუთარი თავის რწმენა არა აქვს და იდეურად დაცლილია. ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი აგრესიული მაშინ ხდება,როდესაც მათი სულიერი,შემოქმედებითი ძალები დაშრეტილია და აგრესია მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის შირმადღა გვევლინება…ასეთ შემთხვევაში კი ის უკვე დესტრუქციულ ძალად გარდაიქმნება,სადაც ადგილი არა აქვს საზოგადოებრივ შეთანხმებას,ჯანმრთელ დიალოგსა თუ ურთიერთკომპრომისს.

    დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით მახსენდება სწორედ მრავალგზის ”საკანში” უცნობისგან უადგილოდ ნახსენები ვაცლავ ჰაველის სიტყვები:
    ”დემოკრატია მათ,ვინც მას სერიოზულად უდგება-უყენებს თითქმის გადაუჭრელ პრობლემებს,იმათ კი,ვისაც იგი სძულს-თითქმის განუსაზღვრელ შესაძლებლობებს სთავაზობს.პოლიტიკა არაა შესაძლებელის ხელოვნება,პოლიტიკა-შეუძლებელის ხელოვნებაა”.
    საქმეც ისაა,რომ დემოკრატიას ორი მხარე აქვს-საზოგადოება,რომელიც მისთვის მომწიფებულია,მას მხოლოდ სასიკეთოდ იყენებს,ჩვენი მსგავსი უმწიფარი კი- მხოლოდ საკუთარ კლანურ-ჯგუფურ ინტერესებში და რამდენიც დაჯგუფებაა-”დემოკრატიაც” იმდენივეა.”იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”- პოლიტიკაში ამ აზროვნებით შორს წასვლა შეუძლებელია.იქამდე,სანამ მავანთა მთელი იდეოლოგია აგებული იქნება მხოლოდ უარყოფაზე,ნგრევაზე და ერთი პერსონის მიმართ სიძულვილზე-იქამდე გვექნება მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქცია და სხვა არაფერი.
    ნურავინ დაიჩემებს დღევანდელ საქართველოში სრულ დემოკრატობას,ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას და ამ გზაზე ბოლო დროს ბევრი შეცდომაც იყო და ბევრი გამარჯვებაც.ისინი კი,ვინც ყველაზე მეტს გაჰკივიან მორალზე და დემოკრატიაზე,როგორც წესი-სულ სხვა მოტივაციით აქტიურობენ.ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს-ქვეყანა წინ მიდის,საზოგადოება ნელ-ნელა იცვლება და ადამიანებს რეალური იმედი გაუჩნდათ.
    დიახ,ომიც იყო,გაჭირვებაც არის,მაგრამ ამაზე უარესი 90-იან წლებში გვქონდა,როდესაც ჩვენი დარდი არავის გააჩნდა და საქართველო მსოფლიო რუკაზე ქართველების გარდა თითქმის არავინ იცოდა.დასაწყისი ყოველთვის ყველაზე ძნელია,მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს და შეგვაშინოს ისე,რომ უკანვე-შეჩვეულ ჭაობში გადავხტეთ,სადაც სინამდვილეში უკვე ჭაობიც კი აღარაა-უფსკრულია პირდაფჩენილი,სიცარიელე და გაქრობა.მიზანსაც მივაღწევთ მხოლოდ მაშინ-თუ ვიმოძრავებთ,არ დავშინდებით,არ გავთითოკაცდებით და სულმოკლეობისა თუ ანგარებისგან ერთმანეთს არ გადავჭამთ.არაფერია გასაკვირი იმაში,რომ ამ გზაზე სამწუხაროდ,მუდმივად გამოჩნდებიან ძალები,რომელნიც ქვეყანაში არსებულ ობიქტურად განპირობებულ სირთულეებზე სპეკულაციას მოინდომებენ პირადი ანგარების მიზნით.ეს ეტაპიც უნდა გადავლახოთ მინიმალური დანაკარგებით.
    ასეთ დროს ქვეყნის პოპულისტი მმართველი ბევრად საშიშია,ვიდრე ის,ვისაც დასახული მიზანი არ ახევინებს უკან თუნდაც მასებში არაპოპულარობის შიშით.სწორედ მსგავს შემთხვევებზე წერს გენერალი დე გოლი,რომელმაც თავისთავზე იწვნია საკუთარი ხალხის ჯერ აღფრთოვანება,მერე რისხვა და საბოლოოდ-გზა რომ გამოჩნდა-ისევ ხალხის სიყვარული:
    ”პოლიტიკაში უხდებათ საკუთარი ქვეყნის ან საკუთარი ამომრჩევლის ღალატი.
    მე ვირჩევ მეორეს”.
    ღრმად დარწმუნებული ვარ,რომ ჩვენი საკუთარი რადიკალიზმი,ერთმანეთისადმი შეუწყნარებლობა და მოუთმენლობა არის დღესღეობით საქართველოსთვის ყველაზე საშიში და დიდი მტერი.დღეს საზოგადოებას დაპირისპირებულ პოლიტიკოსთა მხრიდან ესაჭიროება კონკრეტული,საგნობრივი კრიტიკა და დიალოგისა თუ კომპრომისის უნარი და არა სამარცხვინო სამკვდრო-სასიცოცხლოდ ერთმანეთზე გადაკიდება,ვინაიდან საბოლოო ჯამში ან ყველანი ერთად გავიმარჯვებთ-ან ყველანი ერთად დავმარცხდებით,რადგან ძმათა ქიშპში მოგებული მხარე არ არსებობს.
    მინდა ეს წერილი ”საკნის” კედელზე დაწერილი იმ ოპოზიციონერი სტუმრის ფრაზით დავამთავრო,რომელმაც იქ მისული საზოგადოებიდან თითქმის ერთადერთმა გამოიწვია პირადად ჩემი სიმპათია-”ქართველებო,გვიყვარდეს ერთმანეთი”!

  48. parcipal says:

    xom ar gechvenebat rom chven, tavad chven ara vart tavisupalli da chvensave umtseobas xelisuplebas vabralebt (chvensavit aratavisupalt)?
    egebis meti pantaziis amushavebaa sachiro imisatvis rom sasargeblo saqme vaketot, ritac tavsac daisaqmebt da qvekanasac davexmarebit?
    ucxoetshi gaqcevas da sxebis momsaxerebas, ar jobs ertmanets davexmarot? vin ushlis nebismier tqventagans daaarsos jgufi vinc sopel-sopel raime sasargeblo saqmes gaaketebs (ganatlebis, msheneblobis, meurneobis, an culturul aspeqtshi), es samsaxursac shegiqmnit da shemosavalsac.
    icit ratom? (albat komunizmis gadmonashtia) kvelas tbilishi unda direqtoroba, an oposshi (ratomgac prestijulad miichneva) mushaoba, direqtoroba…da ase shemdegamitomaa rom es mgluri shimshilit (angareba, ampartavneba) shebkrobili masa rom vera da ver gamovida “zastoidan”. zemodan elian kvelapers. ucxoetshi saqme piriqit aris: xalxi tavad igebs iniciativas da tavis beds tavad tskvets. imitom aris mdidaric, ganvitarebulic a uket motskobilic.
    axsnas romc sheecado, ucxoelistvis “ucnobis” (nacnobis) tele marazmi velurobis ert-erti tavshesacevi anegdoti iqneba. es xalxi bavshvobidan gabijvinebuli punqcionerebis shvilebi iyvnen da “bulkebze” izrdebodnen. dges uzarmazar vilebshi cxovroben da tavad qurdebi sxis moparuls itvlian….

    rogor bnela im xalxis gonebashi vinc realobas shesatkvisad er apasebs, vinc sxvashi xedavs shecdomebs tavas mravalgzis ctomili…mokled! visacfantazia gaacnia da dauzarelia mas koveltvis aqvs ulaparako shansi rom cxovrebashi imas miartsios rasac daisaxavs.

  49. principal
    ოფიციალურად ვაღიარებ რო შენ მე დამამარცხე. რაოდენობრივად და მოცულობითად.

    საღამოთი მოვალ, წავიკითხავ და ალბათ ვაღიარებ რო აზრების კონცენტრაციის მხრივაც დამამარცხე (იგულსიხმება მეტი აზრი გადმოეცი per used word)

  50. chaotic says:

    @parcipal,

    გადარევა შეიძლება, ისეთ მაღალ მატერიებს ეთამაშებით :)

    ძალიან იოლია, სხვას უთხრა, რაღაც ჯგუფები ჩამოაყალიბოს და ფანტაზია მოიშველიოს….
    თავად, ალბათ, ფეხით გაქვთ შემოვლილი ასეთი პროექტების განხორციელებისას საქართველო… :)

    + კიდევ, ვისაც საზღვარგარეთ არ უცხოვრია, აი, მაპატიეთ, მაგრამ არაფრის აზრზე არაა, იმ მხრივ, რაც საზღვარგარეთ ხდება, ყოველდღიურ,სოციალურ ასპექტში. ფილმებიდან ყველაფერი ისე მაგრად ჩანს, გამოგაშტერებს კაცს :D

    თქვენ იცით, რომ ევროპის ქვეყნების უმეტესობაში (უსა-ს გამოვტოვებ, პირადად არ ვყოფილვარ და ვერაფერს ვიტყვი), ფრაზა “საკუთარ ქვეყანასაც გამოვადგები” საერთოდ არ არსებობს, ან თუ არსებობს, დასაცინ კონტექსტში?
    “ჩემი ქვეყანა იქაა, სადაც ფული მაქვს, სახლი მაქვს და თავის რჩენა შემიძლია” არის ამათი კრედო და რა მაღალ მატერიებზე მელაპარაკებით.

    სანამ ნებისმიერი სახის შრომა სირცხვილად ითვლება ქართველის მენტალიტეტში, მანამ ვიქნებით მონა ერი, რეალურად, თვალები გავახილოთ და ვნახავთ, რო ჩმორი და მონა ერი ვართ, მარა ზატო, მესამე თაობის მობილური გვაქვს და “ჩდშც, 100 წელი ტოო, რა სამსახური”…. და ისა კიდე “რუსებს რაა…. დედის ***- აუ აზრზე ხარ, რა მაგარი რაღაც ვთქვი?”

    :puke:

    p.s. პირადად შენი/თქვენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ღმერთმანი, მაგრამ ეს ზეინტელექტუალური, დამრიგებლური ვიდი მოიშორეთ ხოლმე და ისე პოსტეთ, uffff….

    გაკიბორგებას განვიცდით, მგონი, პოსტების სიგრძეს თუ გავითვალისწინებთ :D

  51. ლიკა says:

    ადამიანმა 24–საათში გამოქვეყნებული სტატია დადო უბრალოდ…

  52. chaotic says:

    და დაბლა თავისი პოსტიც მოაყოლა …

  53. bas says:

    მაესტროს საიტზე ვეძებე და ვერ ვნახე ეს გადაცემა, მაინც და მაინც ეგ ჩანაწერი არ უდევთ :(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s