Tsarb Disaster

რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი წარბითაო.
(ც) ქართული ანდაზა.

Reality Tsarbs.
(c) One good movie.

ივნისში თურქეთში რომ ვიყავით, კამერა თითქმის სულ ჩართული გვქონდა. რომ ჩამოვედით – შომ დაამონტაჟა და პატარა რეალითისავით გამოვიდა, რომელიც მე მაშინ ვერა და ვერ ვნახე – აღმოჩნდა, რომ დივიდის არც ჩემი და არც კიბორგას კომპი არ უშვებდა.

და აი, გაგვახსენდა, რომ ჩვენს სახლში ნინას კომპიც არსებობს და ძლივს, 7 თუ 8 თვის მერე ვნახეთ ვიდეო. ნუ, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ყველაზე საინტერესო ჩხუბების და გაჭედვების დროს გამორთული იყო კამერა და კადრში ბევრი საინტერესო რამ ვერ მოხვდა, მაგრამ მე ძალიან შემძრა ნანახმა.

კონკრეტულად – შემძრა საკუთარმა წარბმა!

ძალიან უცნაურია, იმ პერიოდში რამდენჯერმე მითხრეს, რომ წარბები ძალიან დავიწვრილე, მაგრამ მე სარკეში ვიხედებოდი და გაოცებული ვიყავი – როგორ შეუძლიათ აი ამსისქე წარბზე თქვან, ძალიან წვრილიაო? აი როგორ აშკარად მახსოვს შეგრძნება იმისა, რომ ყველა ცდება, ბლინ, ამსისქე წარბები მაქვს და ესენი კიდევ – ძალიან წვრილია, ძალიან წვრილია… დედაჩემზე გავბრაზდი მაგის გამო, ჯერ სქელი ხარ, უნდა გახდეო მეუბნებოდა, მერე ჩოლკას რატომ არ ისწორებო, მერე ბომჟივით დადიხარო და ახლა წარბებს მიადგა-მეთქი. მერე ჩემს დაზეც გავბრაზდი, როცა მითხრა – დედაჩვენზე წვრილი წარბები გაგიხდაო.

და ახლა, 7 თუ 8 თვის მერე ვუყურებ იმდროინდელ ვიდეოს და შეძრწუნებული ვარ… წვრილი კი არა, ფაქტიურად საერთოდ არ მაქვს წარბები. რაღაც ზესიმახინჯეა, იდიოტური გამომეტყველება მაქვს და ეს ყველაფერი მკიდია. არ მკიდია მხოლოდ – როგორ ვერ ვხედავდი? კიარადა, როგორ მეჩვენებოდა ეს უწარბობა სქელ წარბებად?

ეს დღეებია ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ წარბების ამბავზე. უფრო სწორედ, არა კონკრეტულად წარბებზე, არამედ ჩემს დამახინჯებულ ხედვაზე. იქნებ ყველაფერს არასწორედ ვხედავ? იქნებ არ მიხდება თმის ეს ფერი? იქნებ არ ვარ მსუქანი? ან პირიქით?

კიდევ გამახსენდა რამდენიმე შემთხვევა, როცა მეგონა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა და ბედნიერად ვიყავით მე და კიბორგა – და ამ დროს ეს თავის ემოციურ ხარშვებში იყო, არც ისე კარგად და არც ისე ბედნიერად, როგორც მე მეგონა. ესეც – რამდენიმე თვის მერე რომ გაირკვა, ძალიან გავოცდი. როგორ ვერ შევამჩნიე?

ჩემი წინა ურთიერთობაც ყოველდღე კარგად მიდიოდა, ზოგჯერ – ნორმალურად. ჯამში ამ გადმოსახედიდან ერთი დიდი დიზასტერი იყო, რომელსაც რატომ ვუძლებდი ან მე, ან ჩემი მაშინდელი ბოიფრენდი – ალბათ ვერც ერთი ვუპასუხებთ.

საიდან ვიცი, რომ ირგვლივ ყველაფერი წარბი არაა? O.o

Advertisements
This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

24 Responses to Tsarb Disaster

  1. Cyborg ამბობს:

    წარბია წარბი!!!

    აბსოლიტურად უუნარო ხარ გაიგო ვინმესი თუ იგივე შენ არ გადაგხდა…

    უფრო სწორად აი… სანამ თავში აგური არ მოგხვდება – ვერ იგებ რო სხვას აგურის მოხვედრა სტკივა. უარესი – აგური რო მოგხვდება და თავს შუაზე დაგაგიპობს – მანამდე არ იგებ ამას სანამ სისხლს არ დაინახავ…

    ადამიანი ზოგადად კი – ეგეთი არსებაა, ფეხს რო რამეს ლეწავენ არაფერი – აი რო დახედავენ და სისხლს დაინახავენ ხოლმე მერე ოო… მერე გულიც მისდით და პანიკებშიც ვარდებიან.

    ზუსტი ანალოგიაა შენი წარბის სიტუაციის.

    რაც შეეხება კონკრეტულად სიტუაციას – იმ ვიდეოში დღემდე მეგონა რო წარბი წარბიო რო იძახოდი დიდი წარბები მქონდაოს ამბობდი… მეც დიდად მეჩვენებოდა :D

    მეც მასეთი ვარ… ეხლა მივხვდი, ბევრი რამე დავწერე კიდე, და წავშალე იმიტო რო მეტყოდი “და ამას შენ მეუნებიო?”…

    დაიკიდე მოკლედ :D

  2. Kate ამბობს:

    ბიჭო, არადა მგონი მე გითხარი, რომ ძალიან წვრილი გაქვსმეთქი…

    რომ ჩამოხვედი, მაშინ…

  3. piccolina ამბობს:

    მაგაზე ხშირად ვფიქრობ და ძალიან მაწუხებს ეგ ამბავი
    ძირიტადად როცა გარშემო ვიყრები და მაქვს რეაქცია: წიპა ვაიმე, რა დებილია, როგორ იბადებიან ეგეთები
    და რომ ვხვდები რომ უმრავესობა ეგეთია, ბლინ და იქნება მე ვარ ეგეთი დებილი და იქნება ჩმნაირები არ უნდა იბადებოდნენ

    მაგრამ ნუ თუ ვერ ხედავ, დანახვის მცდელობაც ძალიან კარგია :)
    წიპა ის კითხვა რაც ბოლოში დასვი
    შეიძლება მარტლა წარბია ყველაფერი, მაგრამ მაგას ვერ გაიგებ ამ ხედვიდან, მარა ეთ ლისტ შენხომ დაფიქრდი მაგაზე :)))

  4. staring girl ამბობს:

    ესე იგი
    წინადადების – ”შომ დაამონტაჟა და პატარა რეალითისავით გამოვიდა” მერე,ყველა მომდევნო წინადადებაზე იმის იმედით გეთანხმები,რომ წერტილის შემდეგ ლინკი იქნება :D
    ვკითხულობ… ვკითხულობ… წერტილი.-ჰო კაი,მართალი ხარ,მარა ლინკი?
    -ამაშიც გეთანხმები და ლინკი?
    -კაი რაა,რად უნდა ერთ უბედურ ლინკს ამდენი ლაპარაკი? :D
    -მოიცა,დასრულდა სტატია და ლინკი ზემოთ ხო არ გამომრჩა?” :D

    და ვსქროლავ ზემოთ :მო:

  5. ლილიანი ამბობს:

    au ai mec linki ZebnaSi wavikiTxe mteli chanaceri :D jmotebo :D

    dodi araushavs carbi eta ne glavnoe :D ki arada xuinia daikide

  6. goo ამბობს:

    ლოლ შენ კიდე კარგ პონტში ყოფილხარ,ვიღაც მაინც გეუბნებოდა რო რაღაც არ გიხდებოდა და კატასტროფა იყო :D მე მაგასაც არ მეუბნებიან და მერე ბოლო-ბოლო მე თვითონ ვხვდები ხოლმე :D
    მაგრამ მერე ვფიქრობ რო თუ მაშინ ვერ ვხვდებოდი რო ის რაღაც გოიმობა იყო რა ვიცი რო ეხლა ვარ სწორი? იქნებ დრო რო გავა ჩემს ეხლანდელ მოწონებულ რაღაცეებზეც ვიფიქრო რო ვაიმე ეს რა ქაჯობა იყოო:შ? ხოდა მთავარია რო ეხლა მომწონს და მაგით ვარ ბედნიერი და მაშინაც მთავარი იყო რო მაშინ მომწონდა.
    დანარჩენი შეგიძლია დაიკიდო, მაინც არანაირი აზრი არ აქვს :D

  7. fiqro ამბობს:

    bavSvebo, aRqma individualuria da droSi cvalebadi :)

  8. Alpha Male ამბობს:

    პრობლემა უფრო ძველია ვიდრე თქვენ ფიქრობთ, ამაზე ხუმრობაც ხომ არის: – ტიბეტელი ბერს დაესიზმრება, რომ პეპელაა, გაიღვიძებს და ფიქრობს:

    – ახლა ბერი ვარ, ვისაც დაესიზმრა, რომ პეპელა იყო, თუ პეპელა, რომელსაც ესიზმრება რომ ბერი არისო.

    აქ არის რეალობის და ფაქტების, პიროვნული ინტერპრეტაციის პრობლემა. ხოლო, იმის მიხვედრა, შენ ცდები თუ ყველა შენს გარშემო, ანუ წარბი სქელი იყო თუ უბრალოდ სქელი ეგონა ყველას, შესაძლებელია მისი წარმატების შეფასებით.

    ანუ: თუ შენ ფიქრობ, რომ ყველა შენს გარშემო დებილია, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ შენ მათზე მეტს აღწევ, მეტად სწრაფად ითვისებ, ნაკლებად ვარდები სულელურ მდგომარეობაში და ა.შ. მოკლედ ბევრნაირად შეიძლება წარმატების განსაზღვრა, მაგრამ თუკი სხვები აღწევენ სხვადასხვანაირ წარმატებებს – მაშინ ალბათ შენ ხარ დებილი.

    აქ საუბარია არა იმაზე რა არის რეალურ სიდებილეზე, არამედ იმაზე – რა სჯობს, რადგან ძალიან ჭკვიანი სრულიად რეალურია ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდეს მრავალ სულელთან შედარებით – ფინანსურ სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ თეორიას სხლავს, რადგან ადამიანებს ახასიათებთ გუნდური მოქმედების პრინციპი – დებილი მუდმივად დებილს გაქაჩავს და ა.შ.

  9. dimonX ამბობს:

    დოდიიი

    ლინკი გვინდააააა

  10. HoNeY ამბობს:

    წარბია ხო …. მეც ბევრი “წარბი” სიტუაცია მქონია… მაგრამ უფრო ურთიერთობებში … საკუთარი თავის “წარბებს” უფრო ვამჩნევ უმეტეს შემთხვევაში, ნუ ფიზიკურ “წარბებს” და აი ბიჭთან და დაქალებთან ურთიერთობაში ვერ : user:

  11. HoNeY ამბობს:

    რა ლინკს ეძებთ კაცო.. მაგ ვიდეოს ლინკი არ არსებობს, საათი და 40 წუთიანი ვიდეოა, თან ისეთი რაღაცეებია რომ, ეგრე “გასავცელებლად” არ გადაგვიღია… ეგ ცვენთვისაა, რომ ვუყუროთ წელიწადში ერთხელ, ან ორ წელიჭადში ერთხელ და გავიხსენოთ კარგი მომენტები, თან ეგ ვიდეო მხოლოდ იმას გვაქვს ვინც ვიყავით სტამბულში

  12. Гоги Долидзе ამბობს:

    რო მცოდნოდა ეფექტების კეთება მაშინ, წარბს ისე დავამონტაჟებდი რო ასე არ განიცდიდი)) დაიკიდე!
    ვაბშე ახლა თავიდან დავამონტაჟებ – თრიფ თუ თურქი-დოდი’ს წარბ ვერშნ…

    მამა რაძი მენია ობრატნო…

  13. Sweety ამბობს:

    linki :mo: :yes:

    linki

    linki

  14. ხატია ამბობს:

    მე მასეთივე მსგავსი გამოცდილების შემდეგ სურათს ვიღებ. მერე რანდომ მეორე დღეს სხვა სურათებს შორის დავათვალიერებ და ეგრევე ვხვდები, როგორ მწარედ ცდება ჩემი წარმოდგენები და რეალობა ერთმანეთისაგან ;) ზოგჯერ სასიხარულოდ და ზოგჯერ სამწუხაროდ :)

  15. bigcrow ამბობს:

    ინ წარბ ვი ტრასტ…

  16. qristine ამბობს:

    დაბადების დღეს გილოცავ, დოდი :)

  17. Natura ამბობს:

    “საიდან ვიცი, რომ ირგვლივ ყველაფერი წარბი არაა? O.o”

    – არ იცი:D

  18. გამოხმაურება: Dream is Destiny

  19. გამოხმაურება: After-Show « Dream is Destiny

  20. bavshvi ამბობს:

    ეჰ, ნეტა მარტო წარბზე იყოს მასე და მეტზე არაფერზე:( ისე ხანდახან ჯობია რო ვერ შეამჩნიო მასეთი “წარბები”, უფრო ბედნიერად იგრძნობ თავს. ანუ ხანდახან არცოდნა ჯობია ცოდნას… ხო ხედავ დოდი, როგორც კი შეიტყვე რო “უწარბობას სქელ წარბობაში” ადანაშაულებდი საკუთარ თავში დაეჭვდი. არ ჯობდა გგონებოდა რო სქელი წარბები გქონოდა? ჯოოობდა.

  21. bavshvi ამბობს:

    “გქონდა” უნდა დამეწერა “გქონოდას” მაგივრად. მე მაპატიეთ…

  22. გამოხმაურება: ილიაუნი & Gipa « Dream is Destiny

  23. zoe ამბობს:

    17 წლის რომ გავხდი მაშინ ამოვიწიწკნე წარბები, იასნია რო არაფერი გამეგებოდა ამ საქმის.
    იტოგში ორვვე წარბი ასიმეტრიული, უფორმო და საშინლად დაწვრილებული გამოვიდა. რაღაც პერიოდი აღარც მახსოსვ როგორ ვითარდებოდა ჩემი წარბის ზრდის პორცესი, იმიტო რო უკვე 6-7 წელია წარბბი ამოსაწიწკი აღარ მაქ!
    რატომღაც აღარ ამომდის იქ სადაც ადრე ამოვიწიწკნე.
    ვოტ ტაკ.
    შეიძლება რო ამაშიც დავინახო რაღაც სიმბოლური ტიპა ტამ : რაღაც რაც მთავრდება უკან ვერ დაიბრუნებ და აშ. მარა მე უფრო მარტივად ვუყურებ ვეშებს: ზუსტად
    ისე ,,მალამაზებს”ჩემი ერთ დროს – ღრმა ბავშვობაში სასტიკად ამოპუტული წარბები ახლა , როცა მართლა მჭირდება.
    რას ვიზამ წარბია მეტი ხო არაფერი. ხო კიდე ვიკიდებ წარბების გარშემო დატოვებულ პირსინგის არცთუ სიმპატიურ იარებს.
    რაც მთავარია ეს მე ჩავიდინე და ამაში დამნაშავე არავინ არაა,
    იდეაში არ მინდა რო ვთქვა: დოდ გიყვარდეს ეგ შენი წარბი რაც არუნდა დაწვრილებული იყოს.შენია და ვსიო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s