2009 – გეგმა

დიდად არ მიყვარს საახალწლო რეზოლუციები, მაგრამ წელს გადავწყვიტე მაინც დამეწერა, საინტერესო იქნება იქეთა წლის ბოლოს გადახედვა.ალბათ დავიგრუზები, ბევრს თუ ვერ/არ შევასრულებ და ბავშვს დავაბრალებ, მაგრამ არაუშავს, დაგეგმვაც სასიამოვნო პროცესია.

აი ბავშვობაში მე და ჩემი და თამაშს ვიწყებდით სახლის მოწყობით თოჯინებისთვის და თამაშის სცენარის დაგეგმვით. რომ ვამთავრებდით – უშუალოდ “თამაშზე” გადასასვლელად” უკვე დაღლილები ვიყავით, ისევ ვკრეფდით ამ ყველაფერს და ვყრიდით ყუთში. ეს ისე, დაგეგმვა და არშესრულებაზე გამახსენდა.

2009 –

1. გადავიტან ბლოგს .გე დომენზე.

დიდი ხანია ვაპირებ და თავი ვერ მოვაბი, როგორც ძალიან ბევრ რამეს კიდევ ცხოვრებაში.

2. ცოტათი მაინც გავერკვევი ჰტმლ-ში თუ პჰპ-ში თუ რაც ჰქვია იმას, რაც საიტებს აკეთებს.

3. ორსულობისას მოვიმატებ მაქსიმუმ 15 კგ-ს. წლის ბოლოს დაკლებული მექნება მომატებულის 80% მაინც.

4. გავხდები უფრო პოზიტიური.

ამასწინათ მე და ჩემი ერთი მეგობარი ვჭორაობდით. აი ქალურად რა, ვიღაც ჭ სასტავს რომ იხსენებ და ყვები, რაც რამე გაგახსენდება. ხოდა მე-6 თუ მე-7 ეგრე რანდომ გახსენებულ ადამიანზე რომ ვთქვი: “აუ ეგ რა მ.ს.ო-ა”-მეთქი, მივხვდი, რომ მე ვარ მ.ს.ო და კიდევ უარესი.

მერე მინდოდა გამეკეთებინა პოზიტივის კვირეული, ანუ ერთი კვირის მანძილზე არავიზე არ მეთქვა ცუდი და თუ გავიფიქრებდი კიდევ – სასწრაფოდ მომეფიქრებინა იმ ადამიანის/მოვლენის დადებითი მხარეები. მაგრამ მაგ დროს ახალი სამსახური დავიწყე და იქ ბევრი მ.ს.ო იყ და გამიჭირდებოდა პოზიტივი, მერე დავანებე თავი და სახლში ვიყავი – რაც ჩიტერობა იქნებოდა და მერე კიდევ სულ ამომიფრინდა თავიდან.

ჰოდა საქმე მაინც და მაინც იმ 7 თუ 10 თუ რამდენიც იქნება დღეშია, რაც ამ პოზიტიურ აზროვნებას მინდა დავუთმო, განწყობა მინდა შევიცვალო. არა, რა თქმა უნდა, ადამიანები ვარდისფერები, კეთილები და გულის სიღრმეში ყველაზე კარგი ტიპები  – ადამიანები მ.ს.ო-ები არიან, ჩემი თამადობით – ჰოდა უნდა შევეგუო მათს არაიდეალურობას.

5. უზრდელურ სიტყვებს მოვუკლებ.

მითუმეტეს – ბავშვის დაბადების შემდეგ.

6. არ დავიწყებ სიგარეტის მოწევას.

პოსტპარტუმ დეპრესიები, “ღმერთმანი, სად ვარ მე” და ა.შ. ალბათ მაფიქრებინებს იმას, რომ აი, სიგარეტის გადაგდებით დაიწყო ყველაფერი და ბლაბლა. ჰოდა არა, დოდი, არ დაწყებულა სიგარეტის გადაგდებით არაფერი. გარდა ნორმალურად სუნთქვისა და იმისა, რომ დილაობით პირში დებილური გემო არ გაქვს და სახლში მწკლარტე სუნი არ დგას. მომავალი წლიდან დაიწყე ისევ, თუ მოგინდება, ოღონდ არა პოსტ პარტუმ დეპრესიის გამო და არა საკუთარი თავის მოძებნისათვის.

7. არ მივატოვებ არტიდეას.

8. შევეცდები ყოველდღე ვისეირნო.

“შევეცდები” იმიტომ, რომ ახლა, როცა ხანდახანმოყინულია გარეთ – მაგრად მეშინია გასეირნება, სულ მგონია, რომ ამისრიალდება ფეხი და დავებრეთხვები. ადრე მეშინოდა, რომ ავსრიალდებოდი, დავეხეთქებოდი და ცხვირს დავარტყამდი რამეს, ახლა მეშინია, რომ ავსრიალდები, დავეხეთქები და ბავშვს დავახეთქებ.

9. იოგა.

ონლაინ ვიძიუებს გადმოვწერ და იოგაში გავერკვევი, თორემ რატომღაც სულ ვფიქრობ, რომ ჯადოსნური რამეა, ყოვლისშემძლე და აა, საოცრება, მე ამას ვერასდროს შევძლებ, იმიტომ, რომ ასეთი მაგიურია, სუნთქვებია საჭირო, გონების დაწმენდა და ჰარმონია (დიაღ დიაღ, მსგავსი აზრები ხშირად ტრიალებს ჩემს თავში). ჰოდა რომ გავერკვევი და ვეცდები ვივარჯიშო, იქნებ გადამიაროს ამ თრთოლვამ იოგის წინაშე.

10. სასურველია მთლად ყველა მეგობარი არ მოვიმდურო.

მერე რა, რომ მ.ს.ო-ები არიან, ზა ტო მიტანენ და მეც ვიტან დროის უმეტეს ნაწილში. ამ ჰორმონების გადამკიდე კიდევ… წეღაც ნახევარი საათი ცხარე ცრემლით ვტიროდი იმის გამო, რომ კიბორგამ თურმე არ იცის რას ნიშნავს RSS და სულ “პოლიკლინიკის ექიმი” ვეძახე. მერე ისე ნერვებზე მოვიშალე საკუთარ თავზე, მაგრამ ის ნახევარი საათი აი ფიზიკურად ვერ მოვრჩი ბღავილს. ბუეჰე…
მოკლედ, ვინმეს რამე თუ ვაწყენინე მაინც და მაინც – “Энто не я”…

_ – _ – _ – _ – _ – _

მეტი ვერაფერი გავიხსენე, რასაც ჩავამატებდი. ფინანსური მდგომარეობის დაგეგმვა აქედან ცოტა ძნელია, ისევე, როგორც ბავშვთან დაკავშირებული რამეებისა. “კარიერა” მკიდია, საყიდლები კიდევ უარესად მკიდია, კიდევ რას წერენ რეზოლუციაში არ ვიცი.

აბა, ერთიწლისმერე დოდივ, რომელიც ამას კითხულობ ახლა, დიდი იმედი მაქვს, რომ თავს მ.ს.ო-დ არ გრძნობ შეუსრულებელი პუნქტების გამო.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to 2009 – გეგმა

  1. Cyborg says:

    სიგარეტის მოწევაზე რო ატხოდი დაიტოვა – ვიკაიფე :დ

    “ეტა ნი ია” – ნი აპრავდანიე, ჩემთვის ეტა ტი და ნერვები დამაწყდა და შენ თავთან თუ მაინც გადის ეგ ატმაზკა – გილოცავ. ჩემთან არ გადის.

    მე რო სახეში გილაწუნო და მეორე დილას გითხრა ეტა ბილ ნე ია თქო (იშო ლუდშე – დავთვრე და გამოვაცხადო მთვრალი ვიყავი და მიტო თქო ან რამე მასეთი)

    დანარჩენზე – ვპალნე რეალისტური გეგმებია.

  2. ჰტმლ – ში გარკვევის შემდეგ მივხვდი რატომ არ ვარ პროგრამისტი
    Extremely boring!

  3. kikito says:

    “Энто не я”…
    martali xar ento ne ti, ogond martlaa, orsulobashi kvelaferi ise icvlebaa, ai magalitad chemtvis ro maxsendeba chemi tavi orsulobashi mecineba magram mashin sasacilo sulac ar iko,yvelas vechxubebodi xolmee da tu igiveti mipasuxebdneen iseti bgavili mitydeboda sul slukun slukunit davdiode meree xolme,arada ragac ar masvenebda xolmee vigacistvis nervebi ro ar momeshalaa :)))))))
    ase rom sapatio mizezi gaqvs :p

  4. sabunia6 says:

    :)

    მ.ს.ო ინჩა? :)

  5. kargistraki says:

    მ.ს.ო მგონი ისაა…
    მესროპ სევასტევიჩ ორჯონიკიდზე???

    ჰა??
    თუ უბრალოდ მუდმივი სიდიდე??

  6. linguistuss says:

    “მ.ს.ო.” ვერ გავიგე რა არის და “პოსტპარტუმ”, დანარჩენზე კომენტარს არ გავაკეთებ – მცემენ :D

  7. Cyborg says:

    Pink Panthere
    მე კიდე მივხვდი რა ბედნიერები ვართ პროგერები როცა ვნახე რააააააააააა ბოოოოოოოოორინგ არი 3D დიზაინი…

    მეგობრებო, მეც ეგ ვიკითხე და განმემარტა:

    მ.ს.ო. – მაიმუნი მამაკაცის სასქესო ორგანო.

    პოსტპარტუმ – რამდენადაც კონტექსტიდან მივხვდი წიპა მშობიარობის შემდეგომია…

  8. tatushka55 says:

    პრაიმ ფიტნესის გლდანის ფილიალში არის აერობიკა + იოგა ორსულთათვის
    წამო ერთად ვიაროთ :)
    მე ვცადე ვიდეოებით იოგის ვარჯიში სახლში, მაგრამ დიდი ვერაფერი შედეგი
    უინტერესოა როცა მარტო აკეთებ და თან ჩემი ქმარი ისეთი სახით მიყურებდა ხოლმე
    განსაკუთრებით როცა ჰამმმმმმმ ვსუნთქავდი ხოლმე
    რო მისი სახის და გამომეტყველების დანახვაზე მე მიტყდებოდა სიცილი

  9. Cyborg says:

    tatushka55
    ნუ მთელ კაიფს მიკლავ რა :დ – მეც ხომ უნდა ვიცინო, ეგრე რა კაიფია?

    პ.ს. მგონი დღეს პირველად იგრძნო ბავშვი. მერე მოვა და დაწერს.

    პ.პ.ს. allmovies.ge-ზე დევს 2007-წლის ფილმი “სხვა დროში ჩადენილი დანაშაული” (მაკრატელი ახატია პოსტერზე) – იმენნა must see movie-ა!!!

    ვზივარ ეხლა დაქლიბებული, იდეას არ გეტყვით, გეტყვით რო ამ თემაზე რამდენიმე სერიიანი იგივე იდეის მატარებელი ნახევრად კომედია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია (ნუ რამდენიმეა მარა 1 ფილმია რა) – მარა იმან ამდენად გამაბრუებლად არ იმოქმედა, მაინც კომედიური იყო და ბავშობაში 600-ჯერ გადაღეჭე იმდენი ვუყურე და ეს ერთ ფილმში თავმოყრილი და მოკლე მონაკვეთში მაინც სხვაა…

  10. Alpha Male says:

    ”ჩიტერობა” მაგარია, ცხოვრებაში რო ”ჩიტერობ” :D

    მე ცხოვრების ვიდეო-დაფა ვერ მიქაჩავს და ლაგავს

    P.S. Cyborg, get your own blog for non-existent god’s sake

  11. Cyborg says:

    Alpha Male
    1. სრაზუ მომბეზრდება ყველანაირი ბლოგინგი

    2. ინტერესი? – მთელი კაიფი ხო ცოლის შემოქმედებაში ხელების ფათურია…

  12. Alpha Male says:

    კაცო, კომენტარებში მაინც ბლოგავ და… ავტორად მაინც დაემატე :)

  13. Cyborg says:

    Alpha Male
    მაშინ ეგ უკვე დოდკას ბლოგი აღარ იქნება… ბრენდი – ეტ’ გლავნოე.

    ყველაფერი არის ზუსტად ისე მოკლედ როგორც უნდა იყოს მაქსიმალური წარმადობისათვის.

  14. (c) Anika says:

    არადა რატომღაც მეგონა კაკ მინიმუმ ჰტმლ და პჰპ გაგეგებოდა.

    კარგი მიზნებია, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. ჩემგან განსხვავებით მგონი უფრო რეალისტი ხარ.

    ჰო, ორი ნიკით გიკომენტებ ხოლმე და არ გეგონოს, რომ გავქრი ამ ცხოვრებიდან :D

    მ.ს.ო. რომ ვიხმარო ხოლმე (როგორც ტერმინი ;) ) საავტორო უფლებებს დაგირღვევ? ძალიან მომეწონა :D

  15. Pingback: 2009 – Overview « Dream is Destiny

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s